Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. ამ სადღეგრძელოს მე მგონი ქართველი ქალის ერთგულების სადღეგრძელოც მოუხდება. ეხლა გამახსენდა ნინო ჭავჭავაძესე ამბე და გრიბოედოვის საფლავზე დადგმული ქვა წარწერით "მოია ლუბოვ პერეჟილა ტებია". 18 წლისა დაქვრივდა არა და სულ 3 თვე იცხოვრეს ერთად. ულამაზესი ქალი ყოფილა იმ დროს და ბევრჯერ სთხოვდნენ ხელს, მაგრამ არ უღალატა სიყვარულს. მოდით ასეთ სიყვარულს გაუმარჯოს.
  2. ამ ჭიქით მანდილოსნებს და ქალებს ვადღეგრძელებ. ეს არ არის უბრალოდ სუსტი სქესის სადღეგრძელო, არამდ ძალიან მაგარი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ ამბეს. :ravic:: მრავალშვილიანობა უსურვო მინდა ჩვენს ქალებს. საქართველოს ვაჯკაცების გამრავლება სჭირდება მომავალში.
  3. 100%-ი გეთანხმები. ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება უსურვოთ ჩვენს შვილიშვილებს. ძნელი სათქმელია მაგრამ შვილები ჯერ ვერ მოასწრებენ ისე წავიდა საქმე. ღმერთის წყალობით იმედი უნდა გვქონდეს ამისა. არ მინდა ეს ომი, მაგრამ არც ეს დამონებული ცხოვრება არ მინდა არც ჩემთვის და არც ჩემი შვილებისათვის. თავისუფლებას გაუმარჯოს! რა არის ბოლო-ბოლო რას ვითხოვთ ასეთ გაუგებარს?
  4. კეთილი, მაგრამ პირველ რიგში აგვისტოში დაღუპულთა მოსაგოარი შევსვათ. არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც საქართველოს სიყვარულს შეეწირა. აბა ასე მერე ვერ მოვთხოვთ მომავალში სხვებს იგივე გაიმეორონ რაც ამ გმირებბმა გააკეთეს საქართველოსათვის.
  5. ეხ, რაცხა ისევ ნოსტალგია მომაწვა და მგონი გული იწვის ნელ-ნელა. მოდით ამ ჭიქით ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს. ღმერთმა ჰქნს როდესმე ეშველოს ამ ქვეყანას.
  6. ვანო და მისა რომ არ იქნებიან, შეიძლება ეს პრობლემა სულ სხვანაერად გადაწყდეს. ერთი გამაგებინებს ვინმე რატომ არ არის ეხლა დაკარგულ ტერიტორიებზე პარტიზანული მოძრაობა? რა მუხტის სინაკლებეა თუ რა ამბეა?
  7. ჩინოვნიკი. არ მოეწონებათ აქცია და დაარბევენ. იტყვიან რაოდენობა არ იყო საკმარისი. ვინმე დაუმტკიცებს ამთ რამეს? თუ სასამართლო მუშაობს ისე რომ უჩივლოს ამათ ვინმემ? რუსები იტყვიან "ცირკ უეხალ კლოუნ ოსტალსა".
  8. მეეჭვება. ბოლო დროს ჯარზე განხორციელებულმა პოლიციურმა აქციებმა "მორალკა" დააგდო. "ბევრიც იარაღს აიღებს". ეს როგორ, ვანო დართავს უფლებას?
  9. თუ ეს ახლად მიღებულ კანონში სწერია მაშინ კი, ისე კი არ აქვს უფლება. კანონი ქუჩის გადაკეტვის თაობაზე ან არის დეფინირებული ვიზე მოქმედებს ან კიდევ მოქმედებს ყველაზე. ექსკორტის დაცვის პრობლემაა როგორ მიიყვანს მანდ დასაცავს. ასე გამოდის ის, რომ ერთი კანონი მეორეს ეწინააღმდეგება. საერთოდ მეეჭვება იყოს კანონი ექსკორტირების თაობაზე.
  10. კაცმა არჩევანი უნდა გააკეთო ხოლმე. ყველანაერად უნდა შევეცადოთ ომის გარეშე აღვადგინოთ საქართველო, მაგრამ თუ კეთილმა ნებამ არ გაიმარჯვა მაშინ ასეთი დამონებული ცხოვრების დედაც. მაგას სიკვდილი მირჩევნია. ადამიანი ერთხელ იბადება და ნიახური არაა მეორედ მოვიდეს ამქვეყნად, ხო და ეს ცხოვრება კაცურად უნდა იცხოვროს და არა მონად.
  11. ისტორია კარგია თუ ცუდი ისტორია და ეს ისტორია ჩვენია.
  12. საზოგადოებაზე ქვეყნის პრობლემების გადაბრალება არასწორია. საზოგადოება დროებით ქირაობს პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ ამ საზოგადოების ქცევების ნორმები შექმნან და ამ ნორმების შესრულება დაიცვან ამ შეჩვენებულმა პოლიტიკოსებმა. როდესაც პოლიტიკოსები ამ ნორმებს არ ქმნიან, ან შეცდომით ქმნიან, ან კიდევ თვითონ არღვევენ, მაშინ საზოგადოებაც იქცევა ადეკვატურად.
  13. საქართველოში ამ ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს ჰქვია; "დიდ მზღრენს ფუთკრები შეოესივნენ." პ.ს. მეოე ბრჭალები არ გამოდიოდა თორემ სწორია "ფუტკრები". :
  14. ”მე რომ დარწმუნებული ვიყო - პრობლემა ჩემშია,, ჩემი ფეხით ჩავბარდებოდი რუსეთს” როდის ბარდება არ უთვამს?
  15. ისე ამ "ჩამოხსნილი ნიღბის" იექთ რა დაინახა მსოფლიომ ისეთი რაც ადრე არ ჰქონდა ნანახი. ეს სააკი ფსიქიატრიულის პაციენტი მეგონა და თურმე ნობელს უკაკუნებს.
  16. დეიურე აღიარებას აქვს მნიშვნელობა. გამსახურდია იყო პრეზიდენტი და ამის შემდეგ საქართველოშიც დაბრუნდა.
  17. ჩემი დასკვნაა ის რომ სანამ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არ დაისჯებიან ძალოვანი სტრუქტურებში ის თანამსრომლები ვინც თუნდ შეურაცჰყოფა მიაყენა ადამიანს, იქამდე იქნება ეს "ბეზპრედელი". უმკაცრესად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და შემდგომ მერწმუნეთ არასოდეს არ განმეორდება ასეთი რამ.
  18. : თქვენ ეტყობა სიმართლეზე აცრილები ხართ რა.
  19. ქართულ დემოკრატიაში. რად გვინდა ეს ფანტანი თუ ადამიანს ელემენტარული უფლები არ არის დაცული.
  20. ეს ასეა. კაშპერსკის რომ დაყენებ მერე ავასტი იპოვის. ეს კაშპერსკი მოგიშლის ნერვებს . ყოვლე წვრილმანზე გეკითხება. ისე კი სისტემის image გააკეთე და ეგაა. არ არის ლინუქსი ძნელი. უბრალოდ გრაფიკულად მოიკოჭლებს. მე ორივე მიყენია. ნეტზე ლინუქსით გავდივარ. ისე კი windows ვხმარობ.
  21. არცერთი ანტივირუსი არაა 100%-ი. დააყენე ავასტ ჰოუმი. მთავარია დისკი ორად გაყავაი და მასალები არქივში მოათავსე. დისკი C-ს კი სისტემ გააკეთე image კლოუნზილათი. 6-7 წუთის ამბეა სისტემის განახლება. მოკლედ კვირაში ერთხელ თუ განაახლებ კარგი იქნება. ყოველთვის ახალი დაყენებული windows თავისი პროგრამებით. + ამას ფაერვორ ლინუქსში. ან საერთოდ ლინუქსი დააყენე "დებიანი" და არ დაგჭირდება ანტივირუსი.
  22. კარგი რა, გადატანითი მნიშვნელბოთ ვსთქვი, აბა ასე ბოლოს აზერბაჯანელების პრეზიდენტი გამოდის. შეეშვი ამ ამბეს, ძალიან კარგად გესმის ვინ ვინაა და რა ხდება საქართველოში, უბრალოდ სამსახურეობრივი (გაპოლიტიკურებული) მოვალეობის გამო სწერ იმას რასაც სწერ, აბა ჭკუად მყოფელი ადამიანი არ მეგულება საქართველოსი, რომელიც ვერ ხედავდეს იმას რა ნაგავიცაა მიშა.
  23. იურიდიულ სამსახურს უკვე 8 წელია აქ ვუწევ უცხოელებს (უფასოდ). რაც შეეხება იმ სამს გეშლება. ერთი მინისტრი იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში. გერმანიაში ვიზიტით რომ ჩავიდა უკან აღარ დაბრუნდა. მეორე ერთი რაიონის პრეფექტი. ეს საცოდავი ისე გააწმეს, რომ ბოლოს სამი დღე ალოდინეს აეროპორტში. მოკლედ საზღვარგარეთიდან დიდი ჩარევის შემდეგ გაუშვეს. მესამეს ისტორია დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ მითხრეს იგივე ვარიანტი იყო. არ იცი შენ რას ნიშნავს 16 წელი სახლს რომ არ ნახავ. ცხოვრება სად სჯობია ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე საქარტველოში ეკნომიური მხრით უკეთ ვიცხოვრებ ვიდრე აქ. სხვათაშორის იმ კომპიუტერის ცოდნით შენ რომ ჩემზე ადრე ისწავლე. აქაც ამა დონეზე ამ საქმის მცოდნეთ მთვლიან და ამ განხრით ბიზნესიც მაქვს გახსნილი. : "მოიცა კაცო. აბა აშშ-მ მოიყვანა ხელისუფლებაშიო? " იმ დემონსტრაციისათვის ხალხი ხომ სჭირდებოდა? აბა პარლამენტში მარტო ხომ არ შევარდებოდა. მთელი სამეგრელო მანდ იყო ეს დალოცვილი და ვინ შეაგროვა გგონი შენ ეს ხალხი?
  24. ამაზე ფორუმ გეზე იყო თემა. თქვენ ეხლა ნახეთ ის თუ რა არის ეს რეჟიმი, ჩვენ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველივე წელს. ზვიადისტების მხარდაჭერით მოსულმა მიშამ ვითომ შერიგების პროცესი დაიწყო, აბსანძე დანიშნეს მაშინ ამ ამბის მინისტრად. დასაწყისში კიდევაც გვჯეროდა ამისი. მე პირადათ რამოდენიმე თვე მქონდა მოლაპარაკება აბსანძესთან, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო რაღაც საეჭვო მოთხოვნები. თავიდან მეუბნებოდა "ჩამოდიო, ხელს არავი გახლებს, მე ვარ პასუხისმგებელი". მოკლედ ბოლო-ბოლო მიშას სთხოვეო. თხოვნა როგო დავწერო იმის ნიმუშიც გამომიგზავნეს. უარი ვსთქვი თხოვნაზე და სასამართლო პროცესის მოთხოვნა დავიწყე. 1993 წლიდან 5 სტატია მქონდა. შემდგომ 3 მოხსნეს, "სამსობლოს ღალატი". ეს მაშინ ყველას მოუხსნე. დამიტოვეს "შეიარაღებული ბანდფორმირების შექმნა და იარაღის უკანონო ტარება". სასაცილო იყო პრინციპში ეროვნული გვარდიი შექმნას რომ ბანდფორმირებას ეძახდნენ. გენპროკურორის წერილიც მაქვს რომ მხოლოდ ეს ორი სტატია დამრჩა. პრეზიდენტისგან 2 წერილი მგონი. როდესაც საელჩოს სახალხოდ გადავეცი სასამართლო პროცესის მოთხოვნით წერილი და თან სასამართლო პროცესზე ჩამოსვლის სიტყვაც მივეცი 6 თვეში საელჩოს მეშვეობით პასუხი მომივიდა, სადაც უკვე სამი სისხლის სამართლის სტატია დამატებული მქონდა. თან იმ შევარდნაძეს დროინდელი სტატიებისგან განსხვაებული იმით, რომ კრიმინალიური სტატიებია. შევარდნაძეს რეჟიმმა არ მკადრა ისეთი სტატიები. 14 წლის შემდეგ რომ ვითომ რამეს ამოგიქექავენ სასაცილო არაა? ეხლა კი საერთოდ რაც ამ "შერიგებას" ეხება. სულ საზღვარგარეთიდან იმ პერიოდში 3 დაბრუნდა და სამივეს ისევ გაიცა საქართველოდან. ეს "შერიგების" პროცესი ისეთივე ფარსი იყო როგორც თვით სააკაშვილი. ასე რომ ასეთ წრეში ვარ. შსტრასბურგში საჩივარი ვერ შემაქვს, იმიტომ რომ საქართველოში სულ ძებნის სტადიაში ვარ და სასამართლო პროცეს არავინ არ აპირებს. სანამ საქართველოსი სასამართლო პროცესი არ დაიწყება შსტრასბურგი საქმეს არ იღებს და ა.შ. :
  25. კი შევიტანე და კიდევ სამი სტატია დამიმატეს. დავანებოთ ამას თავი. თუ სამართლიანი საუბარი გინდა მაშინ დაწერე რომელი ხარ, თუ არა და აკეთე შენი საქმე, მაგრამ ისევ მაროტორიუმს გირჩევ, იმიტომ რომ არ ხარა აპოლიტიკური და ეს იმიტომ კი არა რომ ფორუმზე პოსტავ, არამედ შსს რომ პოლიტიკური სტრუქტურაა საქართველოში მთელმა მსოფლიომ იცის. ლინკი არ მომთხოვო, ალბათ გახსოვს პოლიციელების შეძახილები "მიშას გაუმარჯოს! ოპოზიციას დედის ტ...................!"
×
×
  • შექმენი...