Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. ხო, აი ეს ადგილი ნამდვილად გასაგებია. თქვენ სახლის აშენება გინდათ საფუძვლის გარეშე. უფრო უკეთესი იქნება აგურების უმისოდ (ჭანჭიკები). ეს ასე გამოდის, პოლიტიკა პოლიტიკური პარტიების გარეშე. ეს თუ გაქვთ მხედველობაში, მაშინ გასაგებია. თუ იცით როგორ ხერხდება ეს ამბე გამაგებინეთ, ძალიან მაინტერესებს. თუ პოლიტიკა სჭირდება სახელმწიფოს, მაშინ პოლიტიკური პარტიებიც სჭირდება და თუ ესენი სჭირდება, მაშინ პოლიტიკურ პარტიას თავის შინაარსი გააჩნია და ა.შ. ისე კი ვერ გავიგე რაზე მესაუბრებით? მე პროგრამაზე ვასუბრობ მაგალითად.
  2. ხომ გეუბნებით ხართ იქ სადაც იყავით. ისინიც ვინც ასე ფიქრობს, იქ არიან ზუსტად თქვენს გვერდით. პროგრამ ზოგს ჰგონია კარგად მოქექილი ბლა-ბლა. კარგით რა ბატონოჩემო ისეთ დამიწერდით დასწერეთ. აქ ალბათ ეს თემა უნდა დავამუხრუჭო და და გავხსნა თემა რა არის საარჩევნო პროგრმა და რატომ უნდა ჰქონდეს პარტიას ეს პროგრამა.
  3. მიშიზმია თუ მინხაუზმი ეს არ არის შესადარებელი ზვიდისტთან. არ დაგვირქმევია ეს სახელი. ასე გვეძახდნენ ისინი ვისაც იარაღით უნდოდა ხელისუფლების შეცვლა და ვინც მოიყვანა დღეს ის რაც გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩემთვის თავიდან ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ზვიადისტი სადღაც პატრიოტიზმთან ასოცირდებოდა და ასოცირდება. არ მქვს მხედველობაში მკივანა ქალები და ეგეგეთები. რასც ვეძახით "იზმი" ეს უბრალოდ პერიოდთან ასოციაციაა უფრო და სხვა არაფერი. პრინციპში მე ისტი არ ვყოფილვარ, სხავა დამიანის ისტად ყოფნა ნაღდში არაა ჩემი საქმე, ვარ ქართველისტი ან მეგრელისტი თუ გენბავთ ჩქიმი პაკაზუხა.
  4. კაცო, მეგობარი კი არ გვღალატობს, არამედ ის ვისაც მეგობრად მივიჩნევდით. ეს ისეტი ზვიადიასტია როგორც მე კოსმონავტი იური გაგარინი.
  5. ისე და ხაჭაპურის თემაში ლობიოზე საუბარი მოდის? ეხლა კი ხუმრობის აგრეშე. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რომ ვესაუბრები ზუსტად ასე მპასუხობენ. რა დროს პროგრამაა. საზოგადოება, პრობლემეი, გაუგებრობა, ვერ გებულობნე, არაა ჯერ ამის დრო, აი რომ მოვალთ და მოვა დრო და ა.შ.
  6. თქვენ ვერ ხვდებით რა მოხდა. ნარკომანებს ხომ ჩამოართვა ეს ფული, ხო და ნარკომანები ლომკებში ხომ დარჩნენე? მერე და ნარკომანებს ტირილი დაუწყიათ და შეეცოდა მიშას. ასე რომ ეს ფული ისევ ნარკომანებს დაუბრუნა. ასე რომ ადრე თუ ნარკომანები ტიროდნენ, ეხლა ბავშვები ტირიან და ნარკომანები იცინიან. პრინციპში კეთილი საქმე გაკეთდა.
  7. ადრე პოპულარული ფორუმი იყო მამული ნეტ. ბესარიონ გუგუშვილის გაკეთებული და ამთი მერე წართმეული. ხო და მანდ თემა გავხსენი. ეს პირველი თემა იყო. მეთქი მოდით საერთო საჩივარი გავაგზავნოთ და ვაბშე დაბრუინებაზე ვიზრუნოთქო. ამან და კიდევაა მანდ ერთი ზარატუსტრა, შემჭამეს. ზვიადის პრინციპებს ღალატობო კოლაბორანტი ხარო მერე ახლოს გავიცანი და ესენი ტრაბახოიბდნენ. მიშა იყო უკვე პრეზიდენტი და................ ხო, ხო რას დასდევდნენ ამათ "დასაჭერად" ბოლო-ბოლო ეს ჩავიდა ქებით როგორ? "პატივცემულო მიშა მაპატიე რა" ის მეორე ზარატუსტრა? ის ხომ მიშას დელეგაციას ჩამოჰყვა მერე გაქცეულ ფინეთში. თან რუსებშიც მაგრად დაძვრებოდა. იქაც დასდევდნენ დასაჭერად. როგორ????? მოკლედ ერთი ამათი რა........................... არ ვთხოვე 2004 და არ ვთხოვ არც 2010. თუ ჩავალ ამათ ბაბაოებს დავალაგებ ერთ ადგილზე, ან კიდევ დამიჭირონ ამათი ......, მაგრამ არ ვთხოვ. "ჩქიმი პაკაზუხა". პ.ს. უბრალოდ ნერვები მეშლება ამათი ღრუტუნის მოსმენით. კიდევ კარგი მაგ გეი ფორუმზე ბანი რომ მაქვს 2025 წლამდე.
  8. ის შეეკითხეთ მანდ თავშესაფარი როგორ მიიღეთქო ამერიკაში ზვიადის მომხრე, მაგარი "მებრძლოლი". თავისი სახლი დაცხრილა ავტომატით და მერე მხედრიონს დააბრალა
  9. მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პრეზიდენტმა დღეს სოფელ დიღმის ახალი სკოლა გახსნა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, სულ მალე საქართველოში ისეთი დონის სკოლები იქნება, როგორც პოლონეთში და გერმანიაშია. “სრულიად ახალი მოთხოვნები შემოდის, ბავშვები ის მასალას რასაც ერთ წელში სწავლობდნენ, 1 თვეში აითვისებენ. საქართველოში იზრდება ბავშვები, რომლებიც ყოველ ჩვენთაგანზე 10 თავით მაგრები იქნებიან. Mაგრამ ეს თაობა უნდა გავზარდოთ და მერე ვერავინ ვერ მოგვერევა. “, – განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, განათლება დიდი კაპიტალია ამ ტაობას კი ხალლხი ერთად შექმნის. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. http://www.epn.ge/?p=24009
  10. ისე ხომ არ დაუკონკრეტებია რომელი სასაწავო წელი იგულისხმა?
  11. კაი ბიჭობა და ცუდ ბიჭობაზე არაა საქმე, არმედ პედაგოკიაში და სპეცსკოლებს ან სპეცნაზს სკოლაში არაფერი ესაქმება. ამათ ასპარეზის გამოელიათ ეტყობა რა.
  12. ეხლა წარმოვიდგინე თბილისის ყველა პრიველკალასელი რომ მიიყვანო ტირტილით მიშას კანცელარიასთან. ვითომ სპეცნაზ გამოიძახებენ?
  13. ესენი სანამ ამომრჩევლები გახდებიან დაავიწყდებათ. მაგი რაა და ამათ მშობლებს ავიწყდებათ ერთ დღეში. პ.ს. ისე კი მაგარი უნამუსოაბაა, მაგრამ საიდან უყიდიდა, როდესაც ფარა შეჭამეს.
  14. ბავშვები კი არა მთელი ქვეყანა ტირის და რა ამით.
  15. თუ ევროპაზე მეკითხები ვერ გეტყვი. თუ არ ვცდები ზოგიერთ ქვეყანაში ბორდელებიც აკრძალულია. უბრალოდ რაც პორნოს და საერთოდ ამ ე.წ. ბიზნეს ეხება ეს ქვეყნის შიდა პრობლემაა და არავინ არ ერევა. მე მაქვს ინფორმაცია რომ საქართველოში არის მცირეწლოვანთა პროსტიტუცია. ამ შემთხვევასი კი თუ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ბორდელებს, ესეც გასაუქმებელია, ან გააკონტროლონ. საქართველოდან ტრეფიკინგი. ქალების თურქეთში გაყიდვა. რამდენი ჩაჰყავთ ვითომ სამუშაოდ და მერე გაყიდიან იქ. საქართველოში ამ მხვრივ ისეთი ქაოსია, რომ საერთოდ ამ ტიპის ბიზნესის მწარმობლების ადგილი ციხეშია.
  16. მაქვს სადღაც შენახული სურათი სადაც ფორუმ ჯე-ზე გავრცელდა ინფორმაცია სტადიონზე ბომბის მოთავსების თაობაზე. მაშინ სტადიონზე მიტინგი იყო და სადღაც 60 000 ადამიანი ესწრებოდა. ასეთი ინფორმაციის გავრცელებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკუთვნის გამავრცელებელს. ამ შემტხვევაში ფორუმის ადმინისტრაციას. ასეთი რამ რომ ევროპაში გაევრცელებინა ვინმეს, დამიჯერეთ არ აცდებოდა პასუხისმგებლობას. ფორუმი და საერთოდ ელექტრონული გამოცემა, იგივე მედია საშუალებაა როგორც ყოველი სხვა.
  17. პორნო საიტების დაბლოკვა ქვეყნის მაშტაბით არაა პრობლემა, მაგრამ კანონში ნათქვამია ბავშთა პორნოგრაფიაზე. პრინციპში სავსებით მისაღებია პორნონოს დაბლოკვა და არ არღვევს ეს ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს. ამ მხვრივ საქართველოს პრეტენზიას ვერავინ ვერ წაუყენებს.
  18. არაა ეს საგანგაშო, არამედ სუსტი კანონონია. რაც ეხება პორნოს და საერთოდ ინტერენტზე ყველაფრის უფლებას, ამაზე გეი ფორუმთან მქონდა დავა. ფორუმია ეს თუ სხვა სახის მედია ვალდებულია გააკონტროლოს ის მასალა რაც იდება მის პორტალზე. მე მაქვს ჩეხეთში ფირების კატალოგი სადაც მიწერია ის, რომ პორნოგრაფიული საიტების რეგისტრაცია აკრძალულია. ვაკონტროლებ საიტს ისე არ დავარეგისტრირებ.
  19. თქვენ გენაცვაეთ კარგ და ლამაზ სიტყვებში. შეიძლება პროგრამაზე ვიასუბროთ?
  20. ლამაზად სწერ ყველამ ჩვენს ადგილზე თითო აგური უნდა დავდოთ. თუ ვერ მოვესწრებით აშენებულ სახლში ცხოვრებას არაუშავს, ჩვენს შვილებს გამოადგება. პარტიის საარჩევნო პროგრამა არის პარტიის სახე. ასე გავიგებთ ვინაა ეს ხალხი და რა უნდათ. ადგილობრივი არჩევნების დროს ალასანიას გუნდიდან მედავებოდა აქ ხალხი პროგრამის თაობაზე. უბრალოდ შევთავაზე ეთქვათ სიმართლე. არ ჰქონდათ პროგრამა, არამედ პროგრამული ორი მიმართულება. არა და ჯიუტობდნენ პროგრამა გვაქვსო. ვერ გაიგებ კაცი რა უნდა ამ პარტიებს. რატომ დადიან რუსეთში, რა სახელმწიფოს გვთავაზობენ და ა.შ. ამიტომაც არის ამდენი გაუგებრობა. ხო და თუ იმათმა არ იციან რა უნდათ ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა სწყურია, მაშინ ჩვენ რა გავიოთ ვინ არიან ჰა? პარტიას უნდა ჰქონდეს საარჩევნო პროგრამა. ეს შეიძლება იყოს მოკლე და ვრცელი პროგრამა. გრძელვადიანი და ახლომომავლის პროგრამა. მოკლედ, მინდა აქ ცალკე პუნქტებით მივიდეთ იქამდე, რასაც პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამის ნიმუში ჰქვია. გამოადგება ეს აუცილებლად ვინმეს. იდეის პატენტი არ არის. თუ გამოიყენებს ვინმე ღმერთმა შეარგოს, ოღონდ ნუ მიითვისებს, არმედ სთქავს, აი აზრი მომეწონა და გავარცელე. დავუბრუნდები ისევ იმ პუნქტს როემლიც ვერ გავარჩიეთ აქ. "სახელმწიფო (პირობითი) დეკლარიებს ყველა ადამიანის თანსწორუფლებიანობას და არასწორად მიაჩნია ადამიანების რომელიმე უმცირესობების ჯგუფებად დაყოფა. აქედან გამომდინარე კი დემონსტრიებული ჯგუფური გამოსვლა რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, ან რომელიმე ჯგუფის კუთვნილების დემონსტრირებული დადასტურებისათვის დაუშვებელია. ამის თაობაზე სისხლის სამართლის კანომდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა." რას ფიქრობთ, რამდენად არის ეს პუნქტი დემოკრატიული და ხომ არ არღვევს ვინმეს უფლებებს?
  21. არ ჩაიძირების. მოვა ამის დროც, როდესაც ამაზე საუბარს ფასი ექნება.
  22. მთელი ქვეყანა კოლონიაში რომ იქნება ადვილი მისახედია მერე ხალხზე. "უკმაყოფილო" არავინ იქნება
×
×
  • შექმენი...