Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. არის საშუალება დიდი ფინასების გარეშე საქმის კეთებისა. მაგალითი "მეკობრეთა პარტია" სადაც პრინციპში ოფისები და დიდი ფარა რეკლამისათვის არაა, მაგრამ მაქსიმალურად არის გამოყენებული ნეტი. დასაწყისისთვის საკმარისია რამოდენიმე ადამინიც კი. პროგრამის პრობლემა არ იქნება. შემდგომ, სწორი პიარკომპანია. არის იდეა ისეთი პიარკომპანიისა სადაც მცირე თანხებით შედეგის მიღწევა შეიძლება. მე თანახმა ვარ ასეთი იდეისა. არ არის საჭირო არავითარი დიდი ცნობადი სახეები, არავითარი ლიდერომანია. თუ შეიქმნება კარგი გუნდი ეს სავსებით საკმარისია. ლოდინს არ აქვს არავითარი აზრი, ან რას უნდა ველოდოთ, იმას რომ "დოვნანას" მოყვარულები გამოსწორდებიან? მოკლედ არ ვარ საქართველოში და თუ ვინმე თავზე დაიდებს ბიუროკრატიულ მხარეს გვერდში დაგიდგებით. შეიძლება ფორუმზე გავხსნათ სპეციალური თემა, სადაც პაროლი იქნება საჭირო და იქ ვისაუბროთ დეტაილებზე.
  2. კარგი რა მოეშვით ამ სისულელეებს. ობამას გამოსვლაში არ ეტყობოდა იდიოტიზმი, არამედ სამუშაო ადგილების საშინეი უკმარისობა. 100 000 სამუსაო ადგილი შემცირდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. თქვენამდე ვერ დავიდა ის რომ ამ ბიუროკრატიულმა "კაპიტალიზმა" დედა უტირა "ველკა დერჟავებსაც". ზარმაცი მესმის 1-2 პროცენტი მაგრამ არა 14%-ი. ერხევათ ძაან ძლიერად და ამას არ მალავენ. შენ იცავ უბრალოდ რუსეთის საწინაარმდეგოდ. ისე საინტერესოა რამდენი პროცენტია რუსეთში სიღარიბის ზღვარზე.
  3. პრობლემა არაა მარტო ეს, არამედ აქედან გამოსავალს ვერ ხედავენ. ობამამ განაცხადა, რომ ეს კიდევ დაბალი ციფრია და შესაძლებელი იყო უფრო მძიმე მდგომარეობა, ხელისუფლების ჩარევა რომ არა , ნუ ამას ყველა იძახის. საინტერესოა, ის რომ არც ოპოზიციას აქრ აქვს რამე რეცეპტი და ქვეყნის ეკონომიური კრიზიდან გამოსვლის დიდი იმედი. მოკლედ ბიუროკრატიული ე.წ. ეკონომიკური კრიზისი ჯერ დაუძლეველია და სიმართლე რომ ვსთქვათ არავინ იცის რა ელოდებ ამათ და ჩვენც და საერთოდ ამ შარიკს, თუ ბიუროკრატიული "კაპიტალიზმი" არ დაიშალა.
  4. 43,6 მილიონი ჩამოყალიბებული იდიოტი თუ რის აშშ-ი, მაშინ იმაზე ცუდათ ყოფილა ამათი საქმე ვიდრე მეგონა.
  5. ეს თემაც იყის საქებ თემის გვერდზე, დიტოს გაუხარდება ამერიკაში ბოლო 51 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ღარიბთა რიცხვია. საუბარია ხალხზე, რომლებსაც ჩვეულებრივი პირველადი მოხმარების საკვები უჭირთ. დღეს ამერიაკაში სიღარიბის ზღვარზე 14.3% ადამიანია, ე.ი. 43,6 მილიონი. წყარო: http://aktualnizpravy.cz/details/3393462-V-USA-loni-pribylo-chudych,-jejich-podil-je-nejvyssi-za-15-let-(17.09.2010-22-09-) პ.ს. ანეგდოტი მახსენდება. კომუნისტების პერიოდში გურიის ერთ სოფელში კრება ჩატარდა. დიდი პარტოკრატი იყო ჩამოსული და სოფელს კვერცხების შეგროვების გეგმის შესრულების შემთხვევაში მდინარეზე ხიდის აშენებას ჰპირდებოდა. ერთი გელხი ადგა და ხალხს უთხრა "არ დაუჯეროთ ხალხო, როდის იყო კვერცხის მახოვარი ხიდს აშენებდაო".
  6. პედაგოგიკააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა დასჯაზე კი არ არის აგებული, არამედ აღზრდაზე. თქვენ კიდევ არჩევთ გამოვა არგამოვა, დასჯა და ა.შ. ის რასც შაშკინი შაშკინობს პედაგოგიკასთან ახლოს არაა. ეს ციხის სისტემაა და სხვა არაფერი. ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. რისი ძველი ბიჭები რა ძველი ბიჭები, გადამრევს ეს ხალხი.
  7. ორი ვარიანტია: 1. სკოლა აქციო ციხედ და ამით პრობლემა ამოწურო. პრინციპში თუ ძველბიჭობენ წინასწარ ციხეში იქნებიან. 2. სკოლაში დაბრუნდეს პედაგოგიკა და მიშას დაუბრუნდეს დაკოპირებული ამერიკული სტილი. ოდნავ ძნელი გზაა, მაგრამ სკოას დაუბრუნებს მის პირვენდელ სახეს.
  8. ისე და რა ძალაზე აცოცხლებ ამ თემას
  9. დემოკრატიისთვის სახელმწიფოს ასპექტში ვერ გამოვიყენებთ ფილოსოფიურ მცნებას. ფილოსოფია ლამაზია, მაგრამ მისი განმარტებებიტ კანონები არ იწერება. "1. საზოგადოების ყველა წევრი არ შეიძლება ჩაითვალოს მოქალაქედ." მოქალაქე ან არის ადამიანი ან არა. თუ ვინ ითვლება მოქალაეთ ამს კანონი განსაზღვრავს. "2. მოქალაქეებიდან კი ყველას არ უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება." ყველა მოქალაქეს აქვს და უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. გამორჩევა სესაძლებელია მხოლოდ სულიერად ავადმყოფი მოქალაქეებისა. დნარჩენს არ გავაგრძელებ იმიტომ რომ თქვენ მოქალაქის განსაზღვრა გეშლებათ როგორც ვხედავ. "სახელმწიფო (პირობითი) დეკლარიებს ყველა ადამიანის თანსწორუფლებიანობას და არასწორად მიაჩნია ადამიანების რომელიმე უმცირესობების ჯგუფებად დაყოფა. აქედან გამომდინარე კი დემონსტრიებული ჯგუფური გამოსვლა რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, ან რომელიმე ჯგუფის კუთვნილების დემონსტრირებული დადასტურებისათვის დაუშვებელია. ამის თაობაზე სისხლის სამართლის კანომდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა." ეს პუნქტი მაინტერესებს. ისე კი მოქალაქეობის მინიჭების თუ სხვა რამ ამ თემის ირგვლივ შეგვიძლია გავარჩიოოთ, ამის პრობლემაც არაა.
  10. ნუ მთლად ასე არაა. ავსტრია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია. აქ ბოლო დროს შოვინიზმზე აწყობილი პოლიტიკით იგებენ არჩევნებს.
  11. ის რაც სჭირთ ინდიელებს ამერიკაში იმათი ნახელავია ვინც უხდის, ხო და ძალიან კარგადაც იციან რატომ უხდიან. ასეა ეს და თუ არ გჯერა შეეკითხე ობამას
  12. დაიცათ ცოტა ხანი და დაგაძალებთ მე თქვე მეგრულის სწავლას. ჯერ ძმების ენა ისწავლეთ თქვე შეჩვენებულებო
  13. მაგარი ხარ რა. იგივე შეიძლება ითქვას აშშ ყველა სხვა ეთნიკზე ინდიელების გარდა. ეს ქვეყანა მაგათი იყო ხო და ვინც წაართვა ის იხდის საფასურს.
  14. ეხლა ჩავწვდი. იმისათვის რომ თანსწორუფლებიანობა დაიცვას.
  15. ნუ ჩეხეთში ერთ-ერთი პრობლემაა ციგნების მიერ სოციალური სისტემის ბოროტად გამოყენება. 99%-ი არ მუშაობს და მხოლოდ უმუშევრობისას ღებულობენ.
  16. თანასწორი უფლებები არის დემოკრატია. ამ კანონის მთავარი მიზანია უარი ითქვას რომელიმე ეთნიკური, ან სხვა ჯგუფის უმცირესობად აღქმაზე. ქვეყანაში ცხოვრობენ მოქალაქეები და არამოქალაქეები და ყველა ადამიანი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. არავის არ აქვს უფლება ვინმეს დასცინოს ან სხვა შეურაცჰყოფა მიაყენოს იმის გამო რომ ეთნიკური ქართველი არაა ან რომელიმე რელიგიური მიმდევრობის წევრია. აქედან გამომდინარე კი ასევე მიუღებელი უნდა იყოს რომელიმე ჯგუფისს მიერ თავისი კუთვნილების დემონსტრირებაც. ამაზეა საუბარი.
  17. ჩეხეთის მეორე სიძლიერით პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში ქ.უსტში სადაც ბევრი ციგანი ცხოვრობს ასეთი ბილბორდი გამოაქვეყნა: "რატომ უნდა ვნანობდე იმას, რომ ჩემს სამშობლოში ვარ უმრავლესობა?" "ერთი სახელმწიფო, ერთიანი წესები!" http://media.novinky.cz/301/233018-top_foto1-37rui.jpg წყარო: http://www.novinky.cz/domaci/211638-cssd-si-kvuli-kontroverznim-billboardum-predvolala-severoceske-lidry-do-prahy.html სინტერესო ის არის, რომ პარტიის თავჯდომარემ გამოიძახა და მოხსნა სთხოვა, მაგრამა დგილობრივმა პარტიულმა კანდიდატმა ბილბორდის მოხსნაზე უარი განაცხადა. ხო და როდესაც ევროპა "დემოკრატიის აგონიაშია" ჩვენ???? პ.ს. ეს ისე მხოლოდ დასაფიქრებლად. არ მომწონს ასეთი შოვინისტური მიდგომა.
  18. დავუბრუნდეთ საარჩევნო პროგრამის დეტაილებს. რომ არ დავაკოპიროთ დასავლეტის დემოკრატიული მცნებები და მივუახლოვოთ ჩვენი გაგება დემოკრატიისა ქართულ რეალობას და ქართულ კულტურას, ამისათვის მიმაჩნია კანონმდებლობასი ასეთი პარაგრაფის მიღება სწორი გზა იქნება: "სახელმწიფო (პირობითი) დეკლარიებს ყველა ადამიანის თანსწორუფლებიანობას და არასწორად მიაჩნია ადამიანების რომელიმე უმცირესობების ჯგუფებად დაყოფა. აქედან გამომდინარე კი დემონსტრიებული ჯგუფური გამოსვლა რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, ან რომელიმე ჯგუფის კუთვნილების დემონსტრირებული დადასტურებისათვის დაუშვებელია. ამის თაობაზე სისხლის სამართლის კანომდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა." რას იტყვით ბატონებო და ქალბატონებო, არის ეს დემოკრატიული და ლიბერალური და თუ ირღვევა ამით ადამიანის უფლებები?
  19. 1. ეს ხელისუფლება შესაცვლელია რაც უდავოა. 2. რევოლუციის გარეშე, ესეც უდავოა. 3. როგორ? როგორ? პროგრამა ეს ერთი ნაწილია იმისა თუ როგორ, მეორე არის მეთოდი, რომელიც არჩევნებზე წარმატების მიღწევას განაპირობებს. გაყალბება, მედია და ფინანსებია ხელისუფლების მხარეს. არის შანსი? არის. დღეს ვიცი ერთი პარტი რომელიც ძალიან წარმატებულად ემზადება 1012 წლის არჩვნებისთვის. მშვენიერი მეთოდით ანხორციელებს ამას. რაც საინტერესოა აბსოლუტურად არის გამორჩენილი მედიალური ორბიტისაგან და საერთოდ უმეტესობა აზრზე არც კი არ არს ამ პარტიის არსებობის თაობაზე. ნელ-ნელა მაგრამ ძალიან ეფექტიურად ყოველგვარი დიდი სახსრების გარეშე. 99%-ი დარწმუნებული ვარ გადალახავენ ამ 5% ბარიერს. ვიცნობ ამ ხალხს. შემოთავაზებაც მქონდა მათგან. უბრალოდ არ არის ეს ის ოპოზიცია. სიმართლე რომ ვთქვათ ვერ იქნებიან ოპოზიცია და აქ ჩემი ინტერესი ამის გამო ნულლი ტოლია. კიდევ ერთი მიშას გიორგი პარლამენტში საქმეს არ შეცვლის. ხო და ამიტომაც დავწერე ზემოთ სამწუხაროათქო, როდესაც ოპოზიციას სძინავს სხვებს აინტერესებთ პროგრამაც და პროგრამის გარდა სხვა რამეც როდესაც პროგრამაზე ვსაუბრობ, აქ ამ შემთხვევაში პირსაც ვგულისხმობ. მცირე ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ ისეთი საშუალებები როგორც სახელისუფლებ პარტას და ამიტომ სხვა მეთოდია საჭირო. უბრალოდ მთელ საარჩევნო კომპანიის კომპლექტს ვგულისხმობ. ეხლა რაც ისევ და ისევ პროგრამას ეხება. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს სადაღაც 40-50% შესრულების საშუალებას. აქ არა მხოლოდ მიმართულებებია არამედ საკანონმდებლო აქტებიც, საარჩევნო გარემოს შეცვლა და ა.შ. ხო, რაც ამ საარჩევნო გარემოს შეცვლას ეხება. ეროვნული ფრონტის შემოთავაზება ამომრჩევლის წინასწარ რეგისტრაცი და სხვათა მცდელობები რომელიც დღემდე გავიგე, აბსოლუტურად არაეფექტიური რამაა. არ გამოდგება ეს. არის სულ სხვა მეთოდები, რითაც შესაძლებელია საარჩევნო კონკურენციის სამართლიან კალაპოტში მოთავსებისა. არაა ეს ადვილი საქმე, მაგრამ აუცილებლობაა. დღეს თუ არა მომავლის აუცილებლობაა. საქმე იმაში კი არ არის ერთხელ ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ოპოზიციამ მოიგოს, არამედ ისე, რომ მომავალში არ დაგვჭირდეს ისევ ასეთი ცვლილებები. უბრალოდ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ქართული ცნობიერებიდან კალაშნიკოვებისა და მწვანილების რევოლუციები. სამართლიანი არჩევნები კი ამ შემთხვევაში ერთადერთი გზაა. შეიძლება იდელიასტი ვარ და ძალიან დარწმუნებულიც, მაგრამ იდეიის უმისოდ ქმედება არ მოდის და ისეთი იდეაც ხორციელდება ზოგჯერ, რომელიც ფანტასტიკური მიაჩნია ბევრს. არაა საჭირო სიჩქარე, ყველაფერს თავის დრო აქვს.
  20. როგორ გინდა მოთხოვო იმათ ვინც პოლიტიკოსობას იბრალებს, როდესაც საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილშიც არ არის პოლიტიკური კულტურის მოთხვონილება. თუ გნებავთ ეს ფორუმიც აიღეთ და ნახეთ რამდენად არის ასეთ თემაში დაინტერსება და მერე იკითხეთ რატომ. აქ ისევ უნდა გავხსენო ადგილობრივი არჩევნები უბრალოდ კარგი მაგალითია და სხვა არაფერი. ფეისბუქზე მიწერდა ერთი "შტაბიდან" "შენ რომ არ შემოგთავაზესო ამიტომ ხარო გამწარებული ალასანიაზე". ნუ რას იტყვის კაცი ამ შემთხვევაში, ლენჩებს ამქვეყნად რა გამოლევს, მაგრამ საწყენია ნამდვილად. როდესაც მიუთითებ, ეტყვი იმას რაც არაა სწორი "აუუუუუუფ" საწყნია ნამდვილად ის, რომ იმათ ვისაც პარლამენტში მოსახვედრად არ სჭირდება პროგრამა (ისედაც მოხვდებიან) აინტერესებს ეს ამბე. როგორ გინდა კაცმა გადააფურთხო და სთქვა, "ვაი თქვენს პატრონს, თქვენ მაინც არაფერი არ გეშველებათქო" და ............... არ დავამთავრებ. ვიცი ეხლა ვიღაცამ შეიძლება სხვანაერად იფიქრს მაგრამ ამ პროგრამული თეზისების და ზოგიერთი პუნქტების დაინტერესებაც იყო და შემოთავაზებაც მქონდა და თან იმათგან ვინც დღეს ვლასტშია. რატომ სჭირდებათ ეს უპატრონო იმათ როდესაც ისედაც იქ არიან? იმიტომ რომ, როდესაც მოვა ეს შეჩვენებული 2012 და შემდგომ ეს 2013 წელი კიდევ რამოდენიმე ნაბიჯით წინ იქნებიან ოპოქაჯებზე. ხო და იძახონ მერე აყალბებსო კაცო. მაშ, აყალბებს და არა მარტო ეს, ქმედებებით და სიახლეებითაც ათი თავით უსწრებს. დააკვირდით სატელევიზო გამოსვლებს. ალასანიას თუ არ ჩათვლი დანარჩენი "ჩხინგაჩხუკებია" რა. შემდგომ დააკვირდით ხელისუფლების წარმომადგენელების გამოსვლებს და შეადარეთ პროცენტულად. 10 დაწყნარებულზე ერთი გიჟი მოდის რა. "არაო კაცო საშველი, ასე ამათ ვერ მოვუგებთო". კარგი გაშლილი სუფრა და გუბაზა მეცამეტე სადღეგრძელოზე იდეას წამოჭიმავს; "სოფლად უნდა გავიდეთ, ბიჭები შევაგროვოთ და მერე ამათ დედას ვატრებთ რა"."აი შენ კი გენაცვალე გუბაზ, მართლაც რომ მაგარი აზრია". "გაუმარჯოს თავისუფალ საქართველს!!!!". აი პროგრამა, აი ჯიგრული ქართული შეძახილები და ა.შ. ხო და რა გინდა რომ ჰქნა, როდესაც იმათ ვისაც არ სჭირდება უნდათ და იმათ ვისაც სჭირდება არა? ბაჩოს ვარიანტი გავითამაშო? საქართველოში ჩავიდე და მერე "მოგზაურთა კლუბი" შევქმნა? არა. დავიცდი. ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოში ერთი მაინც არ გაიღვიძებს ვინმე. დღეს თუ არა ხვალ იქნება ეს, ხვალ თუ არა ზეგ, ან 10 წლის შემდეგ. არ აქვს ამას მნიშვნელობა. ვერ გადავახტებით ამ გზის იმ ნაწილს რომელიც უნდა გავიაროთ. არ გამოვა წიგნი ისე დასწერო რომ ანბანი არ ისწავლო. არ გამოვა და გინდ თავი კედელზე უმტრევია იმათ ვისაც ეს არ სჯერა. მოკლედ "ნაშა პესნია ხოროშა ნაჩინაემ სნაჩალა"
  21. პლიტიკას უნდა დაბრუნდეს როდესმე ის პირვანედელი სახე რაც პოლიტიკას ნისნავს და არა ის რაც ეხლა არა მარტო საქართველოში არამედ ე.წ. დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვხედავთ. საარჩევნო პროგრამა არის პარტიის სახე, კონკურენიციის საგანი. ამით უნდა ხდებოდეს პარტიებს შორის ბრძოლა. პროგრამა არაა მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები, არამედ რეალობასთან დაახლოვებული მონაცემები. ამ შემთხვევაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად რეალურია ამ მონაცემების შესრულება. პროგრამა განსაზღვრავს პარტიის მიმართულებას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში და ა.შ. იქ სადაც ჩვენ დემოკრატია გვგონია, არაჯანსაღი საარჩევნო გარემო უკვე კარგახანია არსებობს. მხედველობაში მაქვს არა არჩევნის უფლების წართმევა, როგორც ეს საქართველოშია, არმედ არჩევნის მონოპოლი. პრინციპში თანხები სწყვეტენ და ამ თანხების მეშვეობით რეკალმით ამომრჩეველზე ზემოქმედება. არის უკვე აქ ამაზე საუბარი, რომ უნდა შეიცვალოს კანონი და დადგინდეს საარჩევნო კომპანიის მაქსიმუმი. ასე ვტქვათ დემოკრატიულ ქვეყნებში ამ არასამართლაინმა საარჩევნო გარემომ თავის შედეგი უკვე გამოიღო. ჩემი აზრით ამ ცვლილების დრო მოდის და სხვა გზაც არ ექნებათ. არ გამოვა უბრალოდ ის, რომ ერთი (ფულიანი) კლასის გადასაწყვეტი ქვეყნის პოლიტიკა. უბრალოდ ასეთ რამეს კრახი მოქავს. კიდევ ასეთი ერთი ბიუროკრატიით გამოწვეული კრიზისი და საერთოდ არ დასჭირდება არავის პროგრმაა. როგორც ზემოთ ვახსენე, ამის აზრზე მოდიან აქ უკვე და ცდილობენ რამე ბალანსი მოიფიქრონ საარჩევნო კომპანიი წარმოებისას. ეხლა რაც საქართველოს ეხება. როდესაც ესენი აქ ცდილობენ გამოსწორებას, ჩვენ ჯერ გაფუჭება არ დაგვიწყია. ის რაც საქართველოში ხდება, მხედველობაში მაქვს პარტიებს შორის ბრძოლა ქაჯობაა და სხვა არაფერი. ნუ ეხლა ამას + ის რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდება და მივიღებთ სრულ ქაოს. გვავს ჩვენ შანსი რამე გამოვასწოროთ? კი გავქვს. ერთი ოპოზიციური პარტია მაინც, რომელიც წარსდეგბა რამე ნორმალური კრიტერიუმით ამომრჩევლის წინაშე. ერთი მაინც ეს დალოცვილი იმისათვის რომ სხვები დაფიქრდნენ და შეეშვან ამ ქაჯურ დოვნანას. ამიტომ რასაც გთავაზობთ სახვა არაფერია რამე თუ პოლიტიკური ანბანი. ჯერ ასოები ვისწავლოთ და შემდგომ ვიფიქროთ წინადადების ჩამოყალიბებაზე. რა არის ამ შემთხვევაში პროგრამა თუ არა პოლიტიკური კულტურის სწავლა? არ ვიძახი იმას, რომ ეხლა რომელიმე პარტიას ექნება ნორმალური პოლიტიკური პროგრამა და ამით ყველაფერი გამოსწორდება. უბრალოდ ეს არის პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი ატრიბუტი რომლის უმისოდ პოლიტიკა არ კეთდება. არ კეთდება არც ის მონოპოლისტური რომელიც აქ არის დასავლეთში. აქ მარტივი ახსნა აქვს ამას. რა უნდა შესთავაზოს პარტიამ ხალხს, თუ არ აქვს გეგმა, არ ჰყავს ხალხი და ა.შ. პოლიტიკური პარტია მისი საარჩევნო პროგრამით, ჩრდილოვანი ხელისუფლება და ა.შ. პარტია უნდა დაემსგავსოს პარტიას ეს შეჩვენებული. ამაზე მაქვს აქ საუბარი და არა მსოფლიო უსამართლობის გამოსწორებაზე. ამას ვერც პროგრამით და ვერც მათრახით ვერ გავასწორებთ. ეხლა შევეშვათ და ავოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე მივცეთ მწვანე პოლიტიკურ ქაჯობას, თუ შევეცადოთ ავითვისოთ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები? ერთს გეტყვით. ადდგილობრივმა არჩევნებმა ერთი რამ ანახა, რომ ამ შემთხვევაში გაყალბებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. გიგიმ ისედაც მოუგო ალასანიას გაყალბების გარეშე და ეს არა იმიტომ რომ გიგიმ უკეთესი წარადგინა, არამედ იმიტომ რომ ალასანიამ ვერაფერი ვერ წარადგიმნა. ასეთია ჩქიმი პოლიტიკური უეჟდებნია.
  22. ეს შსს ენაზე დაწერე ეხლა შენ და ხომ არ გადაგვითარგმინი? უნდა დავცალოთ ზედმეტი სოფლები თუ რა იგულისხმე?
  23. ბატონოჩემო ნუ გწყინთ, მაგრამ პროგრამაზე მაქვს საუბარი. მაინტერესებს პროგრამის ზოგიერთი პუნქტების სისწორე, ან ხომ არ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ნორმებს და ა.შ. აბა როგორ გესაუბროთ იამზე რასაც მთავაზობთ? ეს სულ სხვა თემაა ჩქიმი აზრით.
×
×
  • შექმენი...