Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ძალიან ელემენტარულია, ჩემო ბატონო. ასაკოვან ადამიანს ასე უდიერად არ უნდა მოექცე.
  2. Saturn მარცხენა ფლანგიდან ხიე
  3. ნეტარ არიან მორწმუნენი, რამეთუ თქვენია სასუფეველი ცათა, ივერია დაბრწყინდება ...
  4. მიხვდნენ რომ სიტუაციის კონტროლი სრულად გადადის რუსების ხელში
  5. newstudio გიგის ცუდად ნამდვილად არა აქვს საქმე ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ
  6. კი ბატონო, მაგრამ ხელისუფლება ძალიან მალე და ადვილად "აყომარებს" ხოლმე ამ ხალხს
  7. giauridia +ბოროტება ღირსეული ადამიანების უმოქმედების ხარჯზე ძლიერდება
  8. გრიგოლ ვაშაძემ ახალი "საქმე“ გაიჩინა 18:11 03.02.2010 საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ახალი თავსატეხი გაუჩნდა. იგი საბჭოური გადმონაშთის ამოძირკვას ტოპონიმიკაშიც ცდილობს და სურს, საბჭოური გავლენით საქართველოსთვის შერქმეული „გრუზია“ ტერმინ „გეორგიათი“ ჩაანაცვლონ. ამ მიზნით მან სხვადასხვა ქვეყანას მიმართა, ძირითადად მაინც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც სოციალისტური გავლენა ძლიერი იყო. და, შესაბამისად, რუსეთის მიმბაძველობით ეს ქვეყნებიც „სცოდავდნენ“ საქართველოს დასახელებისას და მას „გრუზიად“ მოიხსენიებდნენ. ისე, ტერმინი „გრუზია“ მაინცდამაინც ლამაზად არ ხვდებოდა ქართველის ყურს და რატომღაც „ტვირთთან“ ასოციაციას იწვევდა. თუმცა, თურმე, მას ტვირთთან ან „გრუზჩიკებთან“ არანაირი საერთო არ ჰქონია. გრიგოლ ვაშაძის თხოვნა ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია აღმოსავლეთ ევროპასა და სხვა ქვეყნებში. თუმცა ლიტვის რესპუბლიკა ყველაზე ოპერატიული აღმოჩნდა და ქართულ მხარეს პასუხიც აახლა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია „გრუზიას“ „გეორგიად“ შეცვლის იურიდიულ ან სამეცნიერო საფუძველს ვერ ხედავს. არადა, ქართულმა მხარემ საკუთარი თხოვნა იმით დაასაბუთა, რომ გეორგია ისტორიული სახელწოდებაა, ხოლო სიტყვა „გრუზიას“ სლავური წარმოშობა აქვს. ვაშაძის ეს შეთავაზება ჯერ კიდევ 2009 წლის დეკემბერში გახმიანდა, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტველ კოლეგას ლიტვურ ენაში სახელწოდება „გრუზიას“ გეორგიად შეცვლის თხოვნით მიმართა. საოცარია, რომ ლიტველებმა მაინცდამაინც არ გაიზიარეს ვაშაძის არგუმენტი. მით უფრო, რომ ყველას ახსოვს, ბალტიისპირეთში ჩასვლისას რუსულ ენაზე დალაპარაკებას მათთან ვერავინ გაბედავდა, რადგან ამ ენაზე პასუხისგამცემი არავინ იყო. ლიტველებს იმდენად სძულდათ ყოველივე რუსული, უბრალო სასტუმროს მისამართი რომ გეკითხათ ამ ენაზე, ქალაქის მეორე მხარეს გაგისტუმრებდნენ, სადაც სასტუმროს გარდა ყველაფერს ნახავდით. სასტუმროს ძიებაში ამაოდ მოხეტიალე ერთ ჩვენს თანამემამულეს ბოლოს მშობლიურ ენაზე დაუჩივლია, ეს რა ქვეყანაა, გაჭირვებულს დახმარებას არ აღმოგიჩენენო და ლიტველებსაც სულში ნათელი ჩასდგომიათ _ ეგრე გეთქვა, შე კაი ადამიანო, თუ ქართველი იყავი, რუსულად რას გვებაასებოდიო და სასტუმრომდეც მიუცილებიათ. ამჯერად კი ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა რეგინა დობელენემ მოკლედ მოჭრა: „საქმე ისაა, რომ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება საქართველოა, იქაური მცხოვრებები კი თავს ქართველებად მოიხსენიებენ. თუკი ისინი მოგვმართავდნენ, რომ გრუზიას ნაცვლად ამ ქვეყნისთვის ჩვენც საქართველო გვეწოდებინა, მაშინ კომისიის გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა“. როგორც ჩანს, ლიტველებს არც დასახელება “გეორგია” ეხატებათ გულზე, არც _ „ჯორჯია“ და ისევ ავტოქტონურ დასახელებას _ „საქართველოს“ გვთავაზობენ. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ აჯობებდა ტერმინი გრუზია დაგვეტოვებინა: „მე მაინც მგონია, რომ ისევ უნდა დარჩეს გრუზია, როგორც ეს დღემდე იყო. იმიტომ, რომ უკვე მე-13 საუკუნის წყაროებში საქართველო მოხსენიებულია, როგორც გრუზია. რაც შეეხება ტერმინ “გეორგიას”, იგი ეწოდებოდა ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოს, გარკვეულწილად _ ქვეყნის ორივე ნახევარსაც. მაგალითად, ლათინურში, ფრანგულ თუ გერმანულ წყაროებში „გეორგიენ“, „ჯორჯიენ“ იხსენიება. ამიტომაც ამ ინერციით, ასევე გვიწოდებენ დასავლეთში. ფაქტობრივად, გრუზია იმავე გეორგიადან მოდის, აღმოსავლურ წყაროებში ეწოდებოდა გურჯი და სწორედ აღმოსავლური წყაროებიდან შევიდა რუსულ ენაში, როგორც გრუზი. ტვირთთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. გურჯი აღმოსავლურად ქართველს ნიშნავს“. ქალბატონ მარიკას უჭირს, აგვიხსნას, რისთვის დასჭირდა ჩვენს ხელისუფლებას სახელწოდების უეცარი შეცვლა: „არ მესმის, რისთვის დასჭირდათ „გრუზიას“ შეცვლა, როცა მთელ ლიტერატურაში ასე მოვიხსენიებით. მე არ ვიცი, ვინმეს ეს შეურაცხყოფას აყენებს თუ რა არის, ჩემთვის გაუგებარია. „მერე რა, რომ სლავური წარმოშობისაა. იცით, რაშია საქმე? ეს უკვე რაღაც ბავშვური თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. განა სლავური წარმომავლობის სიტყვები ცოტა გვაქვს ქართულში? ახლა რამდენი ინგლისური სიტყვა შემოდის ქართულ ენაში? მერე თუ გაგვიფუჭდება ინგლისურ სამყაროსთან ურთიერთობა, უნდა ამოვყაროთ ეს სიტყვები? რამდენი არაბული, სპარსული სიტყვაა შემორჩენილი ჩვენს ენაში, _ გაოცებას ვერ ფარავს აკადემიკოსი – ქვეყნის ყველანაირი დასახელება მისაღებია. მე ვთვლი, რომ ეს არაა პრინციპული საკითხი. ამიტომ რომელ წყაროშიც როგორაა დასახელებული, ისე უნდა დარჩეს. მაგალითად, ჩვენმა ანტიკურმა მეზობლებმა შეგვარქვეს „გეორგიენ“, რადგან მიწათმოქმედნი ვიყავით“. იმის გასაგებად, თუ რა ეტაპზეა გრიგოლ ვაშაძის თხოვნის განხილვის საქმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, კომენტარი ვთხოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მოადგილეს ბაკურ კვარაცხელიას. „ესაა მუშა პროცესი და ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ გვაქვს. ვერ გეტყვით, საბოლოოდ ლიტვური მხარე რასაც გადაწყვეტს, იმას მოგახსენებთ. სამწუხაროდ, საქართველო „გრუზიად“ რუსეთისგან გაიცნეს, თუმცა ევროპის ქვეყნების ნაწილი მაინც გვეძახის გეორგიას, ნაწილი _ გრუზიას. მოგეხსენებათ, წინათ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური გავლენის ქვეყნები რუსულ გავლენას იზიარებდნენ და ამიტომაც გვეძახდნენ გრუზიას. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა გეორგია ან ჯორჯია ეწოდებინათ. ისევე, როგორც საბერძნეთი და გერმანია გვეძახის გეორგიას“, _ აცხადებს კვარაცხელია. რაც შეეხება ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკებს, ესტონეთსა და ლატვიას, ბაკურ კვარაცხელია გვპასუხობს: „ბატონმა გრიგოლმა ამ წინადადებით სხვებსაც მიმართა, მაგრამ ოფიციალური პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია, ეს ყველგან მუშა პროცესია. თანაც ჩვენ მივმართეთ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, არამედ ეს ვრცელდება იაპონიაზეც, ისრაელზეც“. http://presa.ge/index.php?text=news&i=12191
  9. machkatela რუსულენოვანი საეჭვო სატელეფონო ზარები უმრავლესობის წევრების კაბინეტებშიც დაფიქსირდა 03 / 02, 2010 19:04 რუსულენოვანი საეჭვო სატელეფონო ზარები გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კაბინეტებშიც დაფიქსირდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რამდენიმე დეპუტატი აცხადებს, მათ გამართული რუსული აქცენტით დაურეკა ქალბატონმა და გაზაფხულზე, ბარსელონაში საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ფეშენებელური სასტუმრო და, შესაბამისად, ბილეთები შესთავაზა. დეპუტატებს არ სურთ აღნიშნულ საკითხზე დაკონკრეტება და იმასაც ამბობენ, რომ ეს ზარები შეიძლება არ იყოს სერიოზული, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გუშინვე ოპოზიციონერ დეპუტატს ჯონდი ბაღათურიას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ, მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტები საეჭვო ელფერს იძენს. დეპუტატების მოსაზრებით, აღნიშნული საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს უშიშროების სამსახური და გაარკვიოს, კონკრეტულად საიდან იყო ეს ზარები განხორციელებული. დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად იმისა, ზარის ავტორმა მათ როგორც ლონდონის ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენელმა დაურეკა, იგი საკმაოდ კარგად გამართული და უაქცენტო რუსულით საუბრობდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პარდონ, მადამ machkatela :2kiss:
  10. მალინ, ჩემო მშვენიერო, თუ გამიგებ მეცხრე ცაზე ვიფრენ. მალინ, ჩემო მშვენიერო, ახლა ვიგრძენ, რომ მიყვარხარ(მამაშვილურად) ძლიერ! :yes2: :2kiss:
  11. babuagiorgi ამ სიტყვას არასდროს ვიყენებ, მაგრამ ნოღაიდელის შემთხვევაში საოცრად კონტექსტურია
  12. მალინა მომენატრე :2kiss: :2kiss: მალინა, ჩემო მშვენიერო, ვერ ვპოულობ მე საშენო სიტყვებს. მალინა, ჩემო მშვენიერო, შენ მოგიძღვნი ჩემს უნაზეს ფიქრებს ბიძია-ბაბუა ლიცი:2kiss:
  13. ნაძირალა ნოღაიდელის გააქტიურება კრემლის მიერ არის ინსპირირებული და აგენტურის შინაარსი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სახელმწიფოს დამოკიდებულებაც უნდა იყოს ისეთი, როგორც ქვეყნის მოღალატეს შეეფერება თუ არ მეთანხმებით, მაშინ საინტერესო -რატომ?
  14. სახლში რომ წამოხვალ რამე სასუსნავი გამოაყოლე მეორე ნახევრის მესიჯია
×
×
  • შექმენი...