-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
საქართველოში 3 მილიონ 900 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 წინა გვერდზე გიპასუხე, მაგრამ ეტყობა გამოგრჩა 3 მილიონ 350 ათასი -
ნინო ბურჯანაძე: "მსოფლიოს გაუმართლა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელთ ბირთვული იარაღის ღილაკი არ აქვს" 17:42 - 02.02.2010 "დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "მსოფლიოს გაუმართლა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელთ ბირთვული იარაღის ღილაკი არ აქვს". ეს განცხადება ბურჯანაძემ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტზე ქართველი კოლეგის მიხეილ სააკაშვილის მიწვევის ფაქტის კომენტირებისას გააკეთა. "სააკაშვილის "დატვირთული გრაფიკის" შესახებ მისი პრეს-მდივნის განცხადება ჩემს მიერ დღეისათვის დაგეგმილი პრესკონფერენციის გადასაფარად გაკეთდა. ამ განცხადებამდე 15 წუთით ადრე საქართველოში აშშ-ის ელჩისგან ჯონ ბასისგან გამოვედი, რომელსაც მსგავსი არაფერი უთქვამს, არადა, სწორედ იმ საკითხზე ვესაუბრე, რომ საქართველოს პირველ პირს უკვე არც ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აღარ იწვევენ. სხვა ქვეყნის პირველი პირები იცლიან და სააკაშვილი თურმე, ვერც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წავიდა და ვერც მიუნჰენის კონფერენციაზე დასწრებას ახერხებს, რადგან "დატვირთული გრაფიკი აქვს" და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ სამიტი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიუნჰენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია და დავოსის მსფლიო ეკონომიკური ფორუმი. ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირელი რომ არ იყოს", - განაცხადა ბურჯანაძემ. ამავდროულად, მისივე შეფასებით, "ეს გასაკვირი არც არის, რადგან ძნელია, აკონტროლებდე ყველა ტელევიზიას და მათ სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდე და პარალელურად დავოსის, მიუნჰენის და სხვა მსგავს მნიშვნელოვან კონფერენციებზე დადიოდე". შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი აპრილში ვაშინგტონშია მიწვეული და გარდა ამისა, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებს ელის, რის გამოც მიუნჰენის კონფერენციაზე ჩასვლას ვერ ახერხებს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...95&Itemid=1
-
nuaka კაცთა და ანგელოზთა ენებზედაც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წიწილი.წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს ისეთი რწმენა, რომ მთების დაძვრა შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის , და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგია (კორინთელთა მიმართ 1-3). ვერ გხედავდი, არ გიცნობდი, მაგრამ გეძებდი ყველგან! გეძებდი ლექსში, გეძებდი, როგორც მოწყურებული კაცი წყაროს ანკარას! გეძებდი, როგორც ცხელ უდაბნოში ცისფერ ოაზისს :2kiss: ვცუღლუტობ
-
ხვალ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 5 წელი სრულდება არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცდილობთ, გავშიფროთ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ. ჩემი აზრით, ზურას სიკვდილიც ამ კატეგორიაში გადის. უზერებო, დღევანდელი გადასახედიდან, თქვენი აზრით, ვის აწყობდა მისი სიკვდილი, ვითარდებოდა თუ არა ყველაფერი დაგეგმილი სცენარით, რა მოხდა? პ.ს. ერთი რამ ფაიზაღი ვიცი: ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, დღეს საქართველო ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში არ იქნებოდა.
-
რუსეთის პროკურატურამ გრიგოლ ვაშაძის საქმიანობის შესწავლა დაიწყო 02 / 02, 2010 19:21 რუსეთის პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. სააგენტო „როსბალტი“ დღეს ორგანიზაცია „ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა ამავე ორგანიზაციის 26 იანვრის განცხადებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. კერძოდ, „ევრაზიის ახალგაზრდული კავშირი“ თავის განცხადებაში მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, რადგან ვაშაძემ, მათი მტკიცებით, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში გამოიყენა ისეთი გამონათქვამები და დაუშვა ისეთი მოქმედებები, რაც ექსტრემიზმის ხელშეწყობის ნიშნებს შეიცავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
nuaka Живите просто. Любите страстно ტანჯვად და სიყვარულად, სულად და ხორცად, გაყოფილია სიცოცხლე ჩვენი...და ორი საწყისი, სიზმრად და ცხადად, თან გვდევს მუდამ :2kiss: :2kiss: :2kiss:
-
nuaka ლიტველები “გრუზიას” “ჯორჯიათი” არ შეცვლიან 02 / 02, 2010 12:12 ლიტველები “გრუზიას” “ჯორჯიათი” არ შეცვლიან. ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნა და უარი თქვა სახელწოდება “გრუზია” “ჯორჯიათი” შეეცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის საერთო განყოფილების ხელმძღვანელ რეგინა დობელენეზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც “რია ნოვოსტი” წერს, გასული წილს დეკემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ ლიტველ კოლეგას, ათენში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე სთხოვა, ლიტვურ ენაში საქართველოს დასახელება “გრუზია” “ჯორჯიათი” შეეცვალათ. ვაშაძის განმარტებით, “ჯორჯია” (გეორგია) საქრთველოს ისტორიული სახელწოდებაა, ხოლო “გრუზია” - სლავური წარმოშობის. “საინტერესო ვითარება შეიქმნა. საქმე იმაშია, რომ ქართულად ამ ქვეყნას ~საქართველო” ქვია. თუკი ისინი მოითხოვდნენ, რომ სწორედ “საქართველო” გვექცია ოფიციალურ სახელად, ჩვენი გადაწყვეტილებაც სხვაგვარი იქნებოდა. ამ სახელწოდებას ოფიციალურად დავამკვიდრებდით, ტრადიციული “გრუზია” კი, დროებით დარჩებოდა”, - განაცხადა დობელენემ. მისივე თქმით, თავად ქართველებმა აირჩიეს თავიანთი ქვეყნისთვის უცხოურ ენაზე სხვა სახელწოდება. “ამიტომ არც არის აუცილებელი, ქვეყნის ერთი არაოფიციალური სახელი მეორე არაოფიციალური სახელით შეგვეცვალა. უფრო სწორად, მიგვეღო ქვეყნის ინგლისური დასახელება. ამის არც მეცნიერული და არც იურიდიული საფუძველი არ არსებობს. საქართველოს შემთხვევა სემანტიკური თვალსაზრისთი უნიკალურია. მეორე ისეთი ქვეყნის მოძებნა, რომელსაც თავად ქვეყანაში სხვა ოფიციალური სახელი აქვს, ხოლო დანარჩენი სამყარო სხვა სახელით იხსენიებს, არ არსებობს”, - განაცხადა დობელენემ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
nuaka მკაცრი ლოგიკოსი გრძნობად შემეცნებაზე ალაპარაკდი? გრძნობები შემოქმედება კი არა, არამედ გრძნობადი ელემენტია
-
მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მოსიარულე ქართველ პოლიტიკოსებს „ჩმორებს“ უწოდებს 02 / 02, 2010 17:58 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მოსიარულე ქართველ პოლიტიკოსებს „ჩმორებს“ უწოდებს. როგორც დდღეს მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომელ მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა, პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ რუსეთი დამყრობელია, მაგრამ ზოგიერთი „ვაიპოლიტიკოსი მოსალაპარაკებლად საქართველოს დამპყრობელთან დარბის“. სააკაშვილის თქმით, მოსკოვში იხილავენ იმას, თუ რა უნდა მოხდეს საქართველოში. პრეზიდენტის შეფასებით, ამით ეს პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ საქართველოს ბედის გადამწყვეტი ქართველი ხალხი კი არა, ისევე, როგორც ძველ დროს, მოსკოვია. „თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ბოდიში და არის „ჩმორი“, საქართველო არასოდეს დაჩმორდება და მით უმეტეს, არც მათ „დააჩმორებინებს“ თავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ნაგავთა ომი ნაგავმა ნაგავს ავი უთხრა რა, რასაც ნაგავმა ძირი უთხარა, ნაგავმა ნაგავს გამოუთხარა, თან ნამეტნავად ნაგვური... ჰოდა, ებრძვიან ერთიმეორეს, ისვრიან ტლინკებს, დროდადრო -ტორებს, ავრცელებს მედია ნაგავთა ჭორებს : წითლდება თვით მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი ესაა ჩემი კომენტარი @კოხორა
-
nuaka ესე იგი, შენ ამბობ, რომ სიყვარული ნიჭია?
-
ქართული მხარის თხოვნის მიუხედავად ლიტველები “გრუზიას” “ჯორჯიათი” არ შეცვლიან. საქართველოს შემთხვევა სემანტიკური თვალსაზრისით უნიკალურია. მეორე ისეთი ქვეყნის მოძებნა, რომელსაც თავად ქვეყანაში სხვა ოფიციალური სახელი აქვს, ხოლო დანარჩენიო სამყარო სხვა სახელით იხსენიებს, არ არსებობს ამონარიდი ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის განცხადებიდან აკაკი ბაქრაძეს დავესესხები: როცა დადგა წუთი განესაზღვრათ, რას ეწოდებოდა საქართველო, იგი ქართული ენის საფუძველშივე განმარტეს. "ქართულად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" (გიორგი მერჩულე-გრიგორ ხანძთელის ცხოვრება). ცნება "საქართველო" არ გულისხმობს ქართველთა ეროვნულ სახელმწიფოს . მწერალი ამბობს:ყველგან ქართლია , სადაც წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობსო. ესე იგი, აი, ამ გაფართოებულ , ეთნიკურსაზღვრებგადალახულ ქვეყანას, სადაც ქართულმა ეკლესიამ ქართული წირვა-ლოცვა დაამკვიდრა, ეწოდება საქართველო. ამიტომ "საქართველო" მარტო ქართული ეროვნული სახელმწიფოს სახელი კი არ არის, არამედ ყველაფერი იმისა, რასაც უკვე ქართველები ფლობენ, ან მომავალში დაეპატრონებიან მაშ-ს ასე, ვეთანხმებით ბაქრაძეს თუ "შევუტიოთ"? :
-
არსებული ინფორმაციით, ახალგორში მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ჩავიდა 02 / 02, 2010 15:03 ახალგორში მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი იმყოფება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ აცნობა. ამასთან, არც ერთ რუსულ სააგენტოს ლუჟკოვის ახალგორში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. “ლუჟკოვი ახალგორში იმყოფება და ამ წუთებში რაიონის ოსური ადმინისტრაციის უფროსს, ალან ჯუსოევს ხვდება”, - განაცხადეს ახალგორელებმა. რუსული ტელეკომპანია “როსსიას” ჟურნალისტები და რუსი ოფიციალური პირები ახალგორში დღეს ჩავიდნენ. ჟურნალისტები მოსახლეობას რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალან ჯუსოევთან ერთად შეხვდნენ და გაესაუბრნენ. მათ გადაღებები ახალგორის საშუალო სკოლაშიც ჰქონდათ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1