უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს 07 / 02, 2010 10:41 უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ~უნიანი~ იუწყება. უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. 113 საარჩევნო უბანზე 225 საარჩევნო კომისია მუშაობს. უკრაინაში სულ 36 576 763 ამომრჩეველია. საპრეზიდენტო არჩევნებზე 3780 ოფიციალური საერთაშორისო დამკვირვებელია რეგისტრირებული. დღეს ქვეყნის მილიციის მთელი პირადი შემადგენლობა იმუშავებს. ვარაუდობენ, რომ ეგზიტ-პოლების პირველი შედეგები ხმის მიცემის დასრულებისთვის უკვე ცნობილი იქნება. ეუთო-ს დამკვირვებლები კი საკუთარ დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებენ. პრეზიდენტობის კანდიდატები მოქმედი პრემიერი იულია ტიმოშენკო და ~რეგიონების პარტიის~ ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი არიან. 17 იანვარს გამართულ პირველ ტურზე იანუკოვიჩმა ხმათა 35,32%, ტიმოშენკომ კი 25,05% მიიღო. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 სათაურში ინტრიგა დავამატე. იმედია თემის ავტორი (newstudio) წინააღმდეგი არ იქნება