-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
კახა კაციტაძე-ნიკები და ექსპერტები - წერილი მეორე
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 უდაოდ გონიერი კაცია -
აშშ-ში ბოსნიასა და საქართველოს ევროპისთვის საფრთხედ განიხილავენ 05 / 02, 2010 11:23 აშშ-ს დაზვერვის დირექტორის, დენის ბლერის შეფასებით, ბოსნია და საქართველო ევროპული უსაფრთოხებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. მისივე აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობას შესაძლოა, კავკასიაში სისხლისღვრა მოჰყვეს. როგორც ევროპული ინტერნეტგამოცემა euobserver.com-ი იუწყება, ამის შესახებ აშშ-ს დაზვერვის შეფი ვაშინგტონში, სენატის დაზვერვის სპეციალური კომიტეტისთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნა. ამასთან, ბელრის აზრით, 2010 წელს ევროკავშირის უსაფრთოხების მთავრი საფრთხე ბოსნიაში პოლიტიკური არასტაბილურობა და სამხრეთ კავკასიაში სისხლისღვრა იქნება. მისივე შეფასებით, ევროპულ უსაფრთხოების არსტაბილურობის მთავარი მიზეზი ბალკანეთში, კერძოდ ბოსნიაში ეთნიკური სერბებით დასახლებული ანკლავები და კოსოვოში სეპარატისტული ტენდენციები იქნება. მართალია, ბალკანეთის მოვლენებს მასშტაბური სისხლისღვრა და სახელმწიფოს ფორმალური დაშლა არ მოჰყვება, მაგრამ რეგიონის პოლიტიკურ პროცესებში მთავარი როლს ისევ ეთნიკური ფაქტორი ითმაშებს. „რუსეთ-საქართველოს გაყინულ კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მოსაპოვებლად და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს მთიანი ყარაბაღის გამო შეიძლება, სისხლისღვრა მოჰყვეს“,_ აღნიშნავს დენის ბლერი, რომლის აზრითაც, ევრაზიის რეგიონში ცხელი წერტილების წარმოქმნის ყველაზე დიდ შესაძლებლობას კავკასიის მოუგვარებელი კონფლიქტების ქმნის. რისკებს ზრდის მოსკოვის სამხედრო ძალების საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გაფართოება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, რასაც შესაძლოა, ბრძოლის განახლება მოჰყვეს. „მე მაშფოთებს, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა სივრციდან თავის მეზობლებთან ურთიერთობებს ნულოვანი თანხით დაწყებულ თამაშად განიხილავს და პრეზიდენტი მედვედევი ყოფილ საბჭოთა სივრცეს რუსეთის პრივილეგერებული ინტერესების ზონას უწოდებს“,_ აღნიშნავს ბლერი. მიუხედავად იმისა, რომ ობამას პრეზიდენტობის პირველ წელს რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდა, ბლერმა ხაზგასმულად გამოხატა შეშფოთება ევროკავშირის დიდ მეზობლებთან დაკავშირებით. „რუსეთი განაგრძობს საკუთარი არმიის გამოყენებას, რათა ზესახელმწიფოს სტატუსი დაიმკვიდროს და მეზობლებთან ძალის დემონსტრირება მოახდინოს. საუბარია მძიმე ბომბდამშენების პატრულებზეც, ფლოტის მისიებზე რუსული ტერიტორიული წ####ბის მიღმა და ერთობლივ წვრთნებზე“,_ აღნიშნავს ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
В Чечне идет бой с боевиками: убиты 5 российских военных Тревожные сообщения приходят из Чеченской Республики. В Урус-Мартановском районе Чечни, неподалеку от населенного пункта Комсомольское, российские военные вступили в бой с группой боевиков. В ходе перестрелки погибли 5 военнослужащих внутренних войск МВД России, 6 военных ранены. О потерях со стороны боевиков не сообщается. По данным правоохранительных органов Чечни, в боестолкновении участвует бандгруппа численностью до 15 человек. В республиканских силовых ведомствах пока не сообщают подробности происшествия. http://top.rbc.ru/incidents/05/02/2010/368...l?from=startqip
-
თემურ ბასილიას აშშ-დან დეპორტაციის დრო ჯერ უცნობია 05 / 02, 2010 11:08 თემურ ბასილიას აშშ-დან დეპორტაციის კონკრეტული დრო ჯერ უცნობია. ამასთან, ბასილიას ადვოკატი შალვა შავგულიძე დაკავებულის ოჯახის იმ წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შავგულიძემ განუცხადა, ოჯახი მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რაც მედიით ვრცელდება. მიუხედავად იმის, რომ ბასილიას მეუღლე და ვაჟიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, ბასილიას ოჯახს დამატებითი ინფორმაცია არ მიეწოდება. ამასთან, შავგულიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის მხრივ საქართველოში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და ამიტომ ბასილიას საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
http://s003.radikal.ru/i202/1002/a5/fd5d488d53f9.jpg ნიკები და ექსპერტები - წერილი მეორე 23:12 04.02.2010 კახა კაციტაძე ყოველ პროცესს თავისი ჩრდილოვანი მხარე ახლავს. ინდუსტრიალიზაციის, დემოკრატიზაციის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების ჩრდილოვანი მხარე “მასების ამბოხი”, მან-ის გაბატონება და რაც მთავარია დიქტატურის ახალი მოდელის ჩამოყალიბება იყო. დიქტატურის ეს მოდელი “პატარა ადამიანის” ფენომენს ემყარებოდა. 20-ე საუკუნის დიქტატურებს, როგორც ავტორიტარულებს ისე ტოტალიტარულებს, ხშირად ადარებენ ძველაღმოსავლურ სახელმწიფო რეჟიმებს. ვთქვათ ძველეგვიპტურს ან ძველჩინურს. პოლიტიკური მეცნიერებების თვალთახედვით ასეთი შედარება მთლად კორექტული არაა. ძველ აღმოსავლეთში არსებობდა ზოგადად აღებული ხელისუფლის, ან უფრო ზუსტად, ხელისუფლების კულტი. მაშინ როდესაც 20-ე საუკუნის დიქტატურებში არსებობს კონკრეტული ბელადის (გენერალური მდივნის, ფიურერის, დუჩეს, კონდუქტორეს და ა.შ) კულტი. ამ განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ არც ერთ ჩინელ იმპერატორს ან არც ერთ ეგვიპტელ ფარაონს არ ჰქონდა ხელთ ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომელიც რეალურ დროში, უწყვეტად და თანმიმდევრულად მოახდენდა დიდი ბელადის გაპიარებას მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. 20-ე საუკუნის ტექნიკამ ამის საშუალება გააჩინა. ტექნოლოგიური განვითარების გარკვეულ დონესა და ტოტალიტარულ პოლიტიკურ სისტემის კავშირი კარგად დაიჭირეს მესამე რაიხის მესვეურებმა. სახელდობრ გებელსმა (რომელიც ტოტალურ პროპაგანდას ხელმძღვანელობდა) და შპეერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ტექნიკის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილის, სამხედრო ტექნიკის წარმოებას. მაგრამ ვისზე იყო გათვლილი ეს ტოტალური პროპაგანდა? - “პატარა ადამიანების” მასაზე. რასაკვირველია “პატარა ადამიანები“ ერთმანეთისგან განსხვავდებიან ასაკით, მენტალობით, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპატიებით, ღირებულებების შკალითაც კი. მავანმა სოციოლოგმა, ან სოციალურმა ფსიქოლოგმა “პატარა ადამიანებს“ შეიძლება მიათვალოს ჩაპლინის ფილმების პერსონაჟები ან იტალიური ნეორეალიზმის გმირები. მაგრამ ზუსტად ასევე მათ შეიძლება მიათვალო “პური და შოკოლადის” ის ამაზრზენი პერსონაჟები ნინო მანფრედის ირგვლივ რომ ტრიალებენ. “პატარა ადამიანები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, მაგრამ მათ რაღაც ისეთი საერთოც ახასიათებთ, რაც მათ აღწერას ერთგვარ ალგებრულ ფორმულად აქცევს, რომელშიც ნებისმიერი რიცხვი შეიძლება ჩაიწეროს. ალგებრული ფორმულის ამგვარი ტრანსფორმაციისას ფორმულის ადეკვატურობა არ ზიანდება. ცხადია ამ ფენომენს ფილოსოფოსებზე უკეთ და პროფესიულად სოციოლოგები და ფსიქოლოგები განმარტავენ. ეს მომავლის თემაა. ახლა ყურადღებას სხვა მომენტზე გავამახვილებ. 20-ე საუკუნის დიქტატურების თავისებურება ისიც იყო, რომ მათ სათავეში სწორედ “პატარა ადამიანების” წრიდან გამისული პიროვნებები ედგნენ, რომლებიც წინა, მათ მიერ ლიკვიდირებულ რეჟიმებთან მიმართებაში ანტიელიტას, პოლიტიკურ მარგინალებს წარმოადგენდნენ. ასეთი ანტიელუტური, “პატარა ადამიანების” წრიდან იყვნენ გამოსული ლენინიც, სტალინიც, ჰიტლერიც და მუსოლინიც. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი პოლიტიკური ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ხელისუფლებაში კონტრელიტა მოეყვანათ და ეს კონტრელიტა სახელისუფლო ელიტად ექციათ. ამ მიზნიდან გამომდინარე “პატარა ადამიანების“ ნაწილს სხვადასხვა დონის ფიურერების თანამდებობები უნდა დაეკავებინათ, ხოლო ნაწილს სტატისტების როლი ეთამაშათ. ოღონდ რეჟიმის ინტეგრირებისათვის მათ მაინც უნდა შერჩენოდათ რაღაც ერთგავროვან, ჰომოგენურ გარემოს “პატარა ადამიანობას” მიკუთვნებულობის განცდა. სტატისტად დარჩენილ რომელიღაც “პატარა ადამიანს” უნდა უხაროდეს რომ ელიტაში ვიღაც მასავით “პატარა ადამიანია”. ეს მას სოციალური კომფორტის და სიმყუდროვის განცდას ანიჭებს, აღარაფერი რომ ვთქვათ იმის შანსზე, რომ ის, სტატისტი პატარა ადამიანი, როდესმე შეიძლება თუგინთ რიგითი ფიურერი გახდეს. ერთი სიტყვით “პატარა ადამიან” სტატისტებს უხარიათ: ხელისუფლებაში მათნაირი “პატარა ადამიანები” არიან, აღსავსენი მათივე მსგავსი ილუზიებით, კომპლექსებით, ფობიებით და შიშებით. მეორეს მხრივ სხვადასხვა დონის “ფიურერები” ინტუიციით უშეცდომოდ გრძნობენ როგორ გამოარჩიაონ მათივე მსგავსი “პატარა ადამიანები” მოქალაქეთა ძირითადი მასისგან. დამპალი პოლიტიკური ელიტის პირობებში “პატარა ადამიანებზე” დამყარებული ამგვარი ახალი ელიტის ჩამოყალიბება სრულიად ლოგიკური პროცესია. თუმცა ისიც ლოგიკურია, რომ ამგვარი სისტემები, რომლებიც ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოდიან, ძალიან ცუდად ასრულებენ (იტალიელი ფაშისტები, რუსი კომუნისტები, გერმანელი ნაციონალ-სოციალიტები… ყველანი ხელისფლებაში რევოლუციის გზით ანუ წარსულთან სრული წყვეტის ლოზუნგებით მოვიდნენ). რასაკვირველია 20-ე საუკუნის დასაწყისის რუსული აბსოლუტური მონარქიის, იტალიური კონსტიტუციური მონარქიის და ვაიმარის რესპუბლიკის რეჟიმები ერთნაირად იყვნენ ძირმომპალები. ზუსტად ისევე როგორც შევარდნაძის რეჟიმი საქართველოში. განსხვავება ერთია: ჩვენი “ნაციონალებისგან” განსხვავებით არც ნაციონალ-სოციალისტები, არც იტალიელ ფაშისტები და არც რუსი ბოლშევიკები არ ყოფილან წინა რეჟიმის ორგანული ნაწილი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “ნაციონალობი” ყოველმხრივ ცდილობდნენ და ცდილობენ თავიანთი ხელისუფლებაში მოსვლა წარმოადგინონ, როგორც რევოლუცია, ანუ წინა რეჟიმთან წყვეტა. მათი მტკიცება, თითქოს საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყებოდეს, მხოლოდ ახირება კი არაა, არამედ 20-ე საუკუნის დიქტატურებისათვის დამახასიათებელი ტენდენციის გამოხატულებაცაა. სხვა საკითხია რამდენად შეესაბამება ეს მტკიცება სინამდვილეს. თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა. ახლა ჩვენ გვაინტერესებს ამ დიქტატურების და “პატარა ადამიანების“ მიმართება ინდუსტრიული საზოგადოების განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ტოტალიტარული რეჟიმები წარმოიქმნენ, “პატარა ადამიანები“ ერთის მხრივ დიქტატურის სტატისტური და სტატისტიკური მხარდამჭრერები უნდა ყოფილიყვნენ, მეორეს მხრივ სხვადასხვა დონეზე კადრების მომწოდებლები. არსებული ტოტალიტარულ - პარტიული აპარატი თვალყურს ადევნებდა რომ ეს პროცესი ისე წარმართულიყო, როგორც მართველ ელიტას სურდა. მთავარია, რომ ყველა დონეზე “პატარა ადამიანები“ კმაყოფილები ყოფილიყვნენ იმ როლით, რომელსაც მათ რეჟიმი მიუჩენდა. პოსტინდუსტრიალ საზოგადოებაში, ინტერნეტის და ფორუმების პირობებში დიქტატურების თუ დიქტატურებისკენ მსწრაფველი რეჟიმებისა და “პატარა ადამიანების” ურთიერთობა არა მხოლოდ იხვეწება, არამედ თვისებრივად ახალ განზომილებას იძენს. “პატარა ადამიანს“ საშუალება ეძლევა ფსიქოლოგიური კომპენსაციის თვისებრივად ახალი მექანიზმები იპოვოს. ტოტალიტარული დიქტატურების დროს “პატარა ადამიანი” სტატისტი იქნებოდა ის თუ რომელიღაც წვრილი, ან თუგინდ შედარებით მსხვილი მასშტაბის ფიურერი ანონიმური რჩებოდა. ტოტალიტარული ეპოქის თვით მხატვრული თვალსაზრისით დიად ფილმებშიც კი “პატარა ადამიანები“ (პატარას სოციალურ-ინსტიტუციური თვალსაზრისით ვამბობ, თორემ ფიზიკურად ისეთ ტიპებზეა ლაპარაკი გაბარიტი რომ არ აკლიათ და კუნთები რომ ასკდებათ) თავიანთი მოჩვენებითი სიდიადის მიუხედავად ერთგვაროვანი, ინდივუდუალობას მოკლებული მასის სტატისტები არიან. ეს ერთნაირად ეხება არა მხოლოდ რიგით “პატარა ადამიანებს”, არამედ სხვადასხვა დონის კრაისლაიტერებს და გაულაიტერებსაც (ჩვენთან სხვადასხვა დონის გამგებლებსაც). რასაკვირველია “პატარა ადამიანებს” არ სურთ იყვნენ მარადიული სტატისტების როლში. ისინი ზოგჯერ შეიძლება “ამბოხდენ” და ზემდგომი ფიურერის ან თუგინდ უზენაესი ფიურერის მიერ არასანქციონირებულ ნაბიჯებზეც წავიდნენ. მაგალითად ზემოდან მითითების გარეშე გაუსწორდენ დიდი ბელადის მტრებს. “პატარა ადამიანების” ასეთი “შემოქმედებითი ინიციატივის” კარგი მაგალითია იტალიაში, ადრეული მუსოლინის რეჟიმის პირობებში ოპოზიციონერ დეპუტატ მატეოტის მკვლელობის ფაქტი. მატეოტი მუსოლინის რეჟიმთან თავდადებულ მებრძოლად ითვლებოდა, თუმცა მისი ლიკვიდაციის ბრძანება არც მუსოლინის და არც მისი უახლოესი გარემოცვის რომელიმე წევრს არ გაუცია. ის, როგორც საერთოდ რეჟიმისათვის საძულველი ფიგურა, წვრილი ფაშისტების ინიციატივით, წვრილმავე ფაშისტებმა(ანუ რეჟიმის მსახურებად ქცეულმა “პატარა ადამიანებმა”) მოიტაცეს და მოკლეს. მუსოლინი რომელიც ამ პერიოდში კიდევ თამაშობდა დემოკრატობანას იძულებული გახდა მკვლელები საჯარო დაესაჯა კიდეც (მართალია შედარებით მსუბუქი სასჯელით). მასობრივი ინტერნეტიზაციის, კომპიუტერიზაციის და ფორუმიზაციის პირობებში ასეთ “პატარა ადამიანებს” მოქმედებისათვის თვისებრივად ახალი საშუალებები უჩნდებათ. თუ აქამდე ისინი რიგითი სტატისტები ან დაბალი/საშუალო დონის ფიურერები ანუ მთლიანად ანონიმური, ინდივიდუალობადაკარგული ადამიანები იყვნენ, ახლა ფორუმების მეშვეობით მათ შეუძლიათ თავის თავს ვითომცდა ინდივიდუალობის ილუზია შეუქმნან. ილუზია იმით იქმნება, რომ ერთის მხრივ სახეზეა ანონიმურობა (ნიკის ქვეშ ამოფარება), მეორეს მხრივ საჯაროობა (ფორუმის კამერულ სივცეში ძირითადად თანამოაზრეებთან პოსტვა, ან უფრო ზუსტად ჭორაობა). მესამე მხრივ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ხდება ამ ანონიმიზირებული მასის მიერ საკუთარი, თითქოს ინდივიდუალური აზრის გამოთქმაც (მართალია ნიკს ამოფარებულად). ამით ნიკს ამოფარებულები საკუთარი ინდივიდუალობის ილუზიას უქმნიან საკუთარ თავს და თავისნაირებს. ასეთი ადამინები და ასეთი ადამიანებით დაკომპლექტებული ფორუმები დემოკრატიის სტიმულირების ნაცვლად დემოკრატიისთვის საფრთხედ იქცევიან. მათი სამიზნეებიც გასაგებია. ასეთ ანონიმურ კვაზი-ინდივიდუუმებს ყველაზე მეტად ისინი არ მოსწონთ, ვინც მართლაც წარმოადგენენ ინდივიდებს. არა აქვს მნიშვნელობა კულტურის სფეროში იქნება ეს, ხელოვნების, ლიტერატურის, ჟურნალისტიკის თუ სპორტის (პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი, ცალკე საკითხია). ეს არცაა გასაკვირი ვინაიდან. ინდივიდუალობადაკარგული გასაშუალების პირველი მტერი სწორედაც მკვეთრად წარმოდგენილი ინდივიდუალობაა. რასაკვირველია ეს გარემოება არც ფორუმების როგორც ასეთის ინსტიტუტის განვითარების შეჩერებისადმი მოთხოვნად უნდა გავიგოთ და არც მასობრივი ინტერნეტიზაციის გარდაუვალი პროცესის შეჩერებად. ეს უბრალოდ ფორუმებში მეტი რეფლექსიის და საჯაროობისადმი, ნაკლები ფობიების გაჩენის მოწოდებაა. მოწოდებაა იმისა, რომ ფორუმებმა განიხილონ რაშია თავად ფორუმების არსი საქართველოს დღევანდელ რეალობაში. მოწოდებაა იმისა, რომ ფორუმების კამერული სივრცე უფრო საჯაროდ იქცეს, თუგინდ რაღაც თავისი სივრცე, რაღაც სახით ნიკსგარეშე საჯარო ფორმატის შემოტანით. ეს სხვათა შორის არა მხოლოდ ფორუმებს ეხება. ფაქტია, რომ პოზიტიურ ჭრილში არ გვაქვს ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, როგორი უნდა იყოს მეცნიერება საქართველის განვითარების დღევანდელ ეტაპზე. ჟურნალისტებს არასოდეს ჩაუტარებიათ პროდუქტული დისკუსია თემაზე, როგორი უნდა იყოს დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკა. – არადა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მიაღწია განვითარების იმ დონეს, როდესაც აუცილებელი ხდება საზოგადოებრივ სარბიელზე მოთამაშე ჯგუფების მიერ თამაშის წესების განსაზღვრა. ბუნებრივია ეს იმათაც ეხება, ვისაც “ექსპერტებს” უწოდებენ და რომელთა შესახებაც ლაპარაკი მომავალ წერილში მექნება. http://presa.ge/index.php?text=news&i=12215 ლიცემერი: ყველა ფორუმს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ. თქვენ რომ უბნობთ, ჩემო ბატონო, იმ ფორუმზე ხელისუფლების პოლიტიკის კოსმეტიკით არიან დაკავებულები, ან-იმავე პოლიტიკის უთავბოლო რემონტით
-
ჭანო რავი, ჩემი აზრით, ამ პოსტის დრამატიზირება არ არის საჭირო
-
მოჯთაბა დამირჩილუ - საქართველოსა და ირანს ერთმანეთის ინტერესების დაცვა შეუძლიათ 04 / 02, 2010 21:04 საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მოჯთაბა დამირჩილუმ, რომლის დიპლომატიური მისია თებერვლის ბოლოს იწურება, საკუთარი მისიის შედეგები შეაჯამა. მან “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ორი ქვეყნის ურთიერთობების პრიორიტეტებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრა. მოჯთაბა დამირჩილუ: საქართველოში 3 წლისა და 8 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. კავკასიის რეგიონს და კონკრეტულად საქართველოს კარგად ვიცნობდი და დიდი ინტერესითა და მონდომებით დავიწყე ჩემი საქმიანობა. მიმაჩნია, რომ ჩემი მისია წარმატებული იყო. ჩვენს ქვეყნებს ბევრი ფაქტორი აკავშირებს და ხელს უწყობს ურთიერთობებს. - რა იყო თქვენი მისიის განმავლობაში საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი? - ბოლო წლების განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში განვიხილოთ. პოლიტიკური მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლოდროინდელი ვიზიტი ირანში, როდესაც შედგა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მინისტრთა მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ. ასევე, აღსანიშნავია ის ურთიერთობები, რომლებიც ეკონომიკურ სფეროში ვითარდება, კერძოდ, ვაჭრობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოში გაიმართა ირანული პროდუქციის რამდენიმე გამოფენა, მოეწყო ბიზნეს-ფორუმები, ასევე განხორციელდა ეკონომიკური დელეგაციების ვიზიტები. ყოველივე ამან მოამზადა ნიადაგი ეკონიმიკის დარგში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. თუ ადრე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა უმთავრესად ვაჭრობის მიმართულებით ვითარდებოდა, საბედნიეროდ, ახლა უკვე ვართ იმის მომსწრე, რომ საქართველოში შემოდიან ირანული კომპანიები. მათ საქართველოში შემოაქვთ ინვესტიციები, ქართულ ბაზარზე ბევრი ძლიერი ირანული კომპანია შემოდის, შემოაქვს კაპიტალი, რომელიც ათობით მილიონს აღემატება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, რომელიც ორმხრივ თანამშრომლობას გასცდა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სახე მიიღო. ამ სფეროებში კარგი შეთანხმებებია მიღწეული. რაც შეეხება კულტურის სფეროს, განვახორციელეთ გაცვლითი პროგრამები, რომელთა საშუალებით საზოგადოებებს ერთმანეთის უკეთ შეცნობაში დავეხმარეთ. არის კიდევ მრავალი პროექტი, რომლებიც ხორციელდება და ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ამასთან, საქართველოსა და ირანში მოეწყო გამოფენები, იმყოფებოდნენ დელეგაციები, გაფორმდა ხელშეკრულებები, განხორციელდა სასწავლო პროგრამები. კარგად ვითარდება თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, კერძოდ, ხელშეკრულებები დაიდო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თეირანის უნივერსიტეტს შორის, ხელშეკრულებები გაფორმდა ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებთან, ასევე, სამხატვრო აკადემიასა და ისპაჰანის უნივერსიტეტებს შორის. ირანში ყოველწლიურად იმართება წლის საუკეთესო წიგნის დაჯილდოების ცერემონია, ამ ღონისძიებაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი იყვნენ ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები, რომელთაც უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურეს. ორივე ქვეყანას ერთმანეთის ინტერესების დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ეს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას კარგად ესმის, ისინი ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ცდილობენ, რათა ყველა მცდელობა აღკვეთონ გარეშე ძალებისა, რომლებიც შესაძლოა, არ იყვნენ დაინტერესებულნი ირან-საქართველოს ურთიერთობის განვითარებით. სამომავლოდ ასევე იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის მასმედიას შორის. გასულ წელს ირანში გაიმართა პრესის ფესტივალი, რომელზეც საქართველოდან რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა. გვაქვს სურვილი, რომ უახლოეს მომავალში გავმართოთ “მრგვალი მაგიდა”, რომელზეც მოწვეულნი იქნებაინ ირანის მასმედიის წარმომადგენლები და ისინი ადგილზე გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. - თქვენ შარშან პანკისის ხეობაში იმყოფებოდით და იქ მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს ესაუბრეთ. როგორ შეაფასებთ მათ და მთლიანად საქართველოში მცხოვრები მუსულმანური აღმსარებლობის ადამიანების მდგომარეობას? - საქართველოს ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ აქ ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ეს საერთო კულტურის ჩამოყალიბებას და ერთმანეთის კულტურის გამდიდრებას უწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა ირანშიც. ქვეყნებში, სადაც ეთნიკური სიჭრელე და რელიგიური მრავალფეროვნებაა, თეორიულად ყოველთვის არსებობს დაპირისპირებების საფრთხე, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოში ეს საფრთხე ძალიან ნაკლებია. აქ მუსულმანიც და ქრისტიანიც საქართველოს მოქალაქე, საქართველოს შვილია და ისინი ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობენ. საქართველოში მუსულმანებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, ისინი სრულიად თავისუფალად ასრულებენ თავის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, აშენებენ სამლოცველოებს. მე თავად მუსულმანი ვარ და ადვილად შევძელი მათი მდგომარეობის დანახვა. ბუნებრივია, ზოგჯერ შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემა, შესაძლოა, პროტესტი გამოთქვას გარკვეულმა ჯგუფმა, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა არანაირად არ არის მიმართული მუსულმანების წინააღმდეგ. - როდის მთავრდება თქვენი მისია და აპირებთ თუ არა, საქართველოს მისიის დასრულების შემდეგაც ესტუმროთ? - ჩემი მისია თებერვლის ბოლოს სრულდება. აუცილებლად ვეწვევი საქართველოს, რათა ისევ შევხვდე საქართველოს ძალიან საყვარელ, მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხს. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, ეს აშკარად იგრძნობა. ეს ძალიან დიდი კულტურის მქონე ხალხია. - ცნობილია თუ არა ახალი ელჩის ვინაობა და სად გააგრძელებთ თავად თქვენ საქმიანობას? - ახალის ელჩი ერთ თვეში ჩამოვა საქართველოში, იგი ძალიან გამოცდილი ირანელი დიპლომატია, რომელიც რეგიონსაც კარგად იცნობს. რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, მუშაობას დროებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაგრძელებ, ხოლო მოგვიანებით გადაწყდება, თუ სად გადამიყვანენ სამუშაოდ. - როგორც წესი, ელჩები საკუთარი დიპლომატიური მისიის დასრულებისას ქვეყნის მედია-საშუალებებთან დასამშვიდობებლად საერთო ღონისძიებას აწყობენ. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქართულ მედია-საშუალებებს ცალ-ცალკე დამშვიდობებოდით? - მიმაჩნია, რომ ამგვარად უფრო შემიძლია, მეტი პატივისცემა გამოვხატო პრესის წარმომადგენლების მიმართ. საერთო პრესკონფერენციაზე შესაძლოა, ყველას არ მიეცეს მისთვის სასურველი კითხვის დასმის საშუალება ან რომელიმე კითხვა გამომრჩეს. რაც შეეხება ზოგადად ქართულ მედიას, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ქართული მედიის მუშაობას დადებითად ვაფასებ. დაინტერესებული ვარ, რომ მედია-სფეროში ორმხრივი ურთიერთობა განვითარდეს. კარგი იქნება, თუ ქართული მედია ირანის შესახებ ინფორმაციას თავად ირანული წყაროებიდან აიღებს და ასევე, სასურველია, ირანულმა მედიამ საქართველოს შესახებ ინფორმაცია ქართული მედიიდან აიღოს. ეს ხელს შეუწყობს იმ რეალობების დანახვას, რაც ორივე ქვეყანაში არსებობს და ჩვენს ქვეყნებს უფრო დააახლოებს. “ინტერპრესნიუსი” მოჯთაბა დამირჩილუ - საქართველოსა და ირანს ერთმანეთის ინტერესების დაცვა შეუძლიათ 04 / 02, 2010 21:04 საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მოჯთაბა დამირჩილუმ, რომლის დიპლომატიური მისია თებერვლის ბოლოს იწურება, საკუთარი მისიის შედეგები შეაჯამა. მან “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ორი ქვეყნის ურთიერთობების პრიორიტეტებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრა. მოჯთაბა დამირჩილუ: საქართველოში 3 წლისა და 8 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. კავკასიის რეგიონს და კონკრეტულად საქართველოს კარგად ვიცნობდი და დიდი ინტერესითა და მონდომებით დავიწყე ჩემი საქმიანობა. მიმაჩნია, რომ ჩემი მისია წარმატებული იყო. ჩვენს ქვეყნებს ბევრი ფაქტორი აკავშირებს და ხელს უწყობს ურთიერთობებს. - რა იყო თქვენი მისიის განმავლობაში საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი? - ბოლო წლების განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში განვიხილოთ. პოლიტიკური მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლოდროინდელი ვიზიტი ირანში, როდესაც შედგა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მინისტრთა მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ. ასევე, აღსანიშნავია ის ურთიერთობები, რომლებიც ეკონომიკურ სფეროში ვითარდება, კერძოდ, ვაჭრობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოში გაიმართა ირანული პროდუქციის რამდენიმე გამოფენა, მოეწყო ბიზნეს-ფორუმები, ასევე განხორციელდა ეკონომიკური დელეგაციების ვიზიტები. ყოველივე ამან მოამზადა ნიადაგი ეკონიმიკის დარგში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. თუ ადრე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა უმთავრესად ვაჭრობის მიმართულებით ვითარდებოდა, საბედნიეროდ, ახლა უკვე ვართ იმის მომსწრე, რომ საქართველოში შემოდიან ირანული კომპანიები. მათ საქართველოში შემოაქვთ ინვესტიციები, ქართულ ბაზარზე ბევრი ძლიერი ირანული კომპანია შემოდის, შემოაქვს კაპიტალი, რომელიც ათობით მილიონს აღემატება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, რომელიც ორმხრივ თანამშრომლობას გასცდა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სახე მიიღო. ამ სფეროებში კარგი შეთანხმებებია მიღწეული. რაც შეეხება კულტურის სფეროს, განვახორციელეთ გაცვლითი პროგრამები, რომელთა საშუალებით საზოგადოებებს ერთმანეთის უკეთ შეცნობაში დავეხმარეთ. არის კიდევ მრავალი პროექტი, რომლებიც ხორციელდება და ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ამასთან, საქართველოსა და ირანში მოეწყო გამოფენები, იმყოფებოდნენ დელეგაციები, გაფორმდა ხელშეკრულებები, განხორციელდა სასწავლო პროგრამები. კარგად ვითარდება თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, კერძოდ, ხელშეკრულებები დაიდო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თეირანის უნივერსიტეტს შორის, ხელშეკრულებები გაფორმდა ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებთან, ასევე, სამხატვრო აკადემიასა და ისპაჰანის უნივერსიტეტებს შორის. ირანში ყოველწლიურად იმართება წლის საუკეთესო წიგნის დაჯილდოების ცერემონია, ამ ღონისძიებაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი იყვნენ ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები, რომელთაც უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურეს. ორივე ქვეყანას ერთმანეთის ინტერესების დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ეს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას კარგად ესმის, ისინი ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ცდილობენ, რათა ყველა მცდელობა აღკვეთონ გარეშე ძალებისა, რომლებიც შესაძლოა, არ იყვნენ დაინტერესებულნი ირან-საქართველოს ურთიერთობის განვითარებით. სამომავლოდ ასევე იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის მასმედიას შორის. გასულ წელს ირანში გაიმართა პრესის ფესტივალი, რომელზეც საქართველოდან რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა. გვაქვს სურვილი, რომ უახლოეს მომავალში გავმართოთ “მრგვალი მაგიდა”, რომელზეც მოწვეულნი იქნებაინ ირანის მასმედიის წარმომადგენლები და ისინი ადგილზე გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. - თქვენ შარშან პანკისის ხეობაში იმყოფებოდით და იქ მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს ესაუბრეთ. როგორ შეაფასებთ მათ და მთლიანად საქართველოში მცხოვრები მუსულმანური აღმსარებლობის ადამიანების მდგომარეობას? - საქართველოს ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ აქ ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ეს საერთო კულტურის ჩამოყალიბებას და ერთმანეთის კულტურის გამდიდრებას უწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა ირანშიც. ქვეყნებში, სადაც ეთნიკური სიჭრელე და რელიგიური მრავალფეროვნებაა, თეორიულად ყოველთვის არსებობს დაპირისპირებების საფრთხე, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოში ეს საფრთხე ძალიან ნაკლებია. აქ მუსულმანიც და ქრისტიანიც საქართველოს მოქალაქე, საქართველოს შვილია და ისინი ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობენ. საქართველოში მუსულმანებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, ისინი სრულიად თავისუფალად ასრულებენ თავის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, აშენებენ სამლოცველოებს. მე თავად მუსულმანი ვარ და ადვილად შევძელი მათი მდგომარეობის დანახვა. ბუნებრივია, ზოგჯერ შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემა, შესაძლოა, პროტესტი გამოთქვას გარკვეულმა ჯგუფმა, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა არანაირად არ არის მიმართული მუსულმანების წინააღმდეგ. - როდის მთავრდება თქვენი მისია და აპირებთ თუ არა, საქართველოს მისიის დასრულების შემდეგაც ესტუმროთ? - ჩემი მისია თებერვლის ბოლოს სრულდება. აუცილებლად ვეწვევი საქართველოს, რათა ისევ შევხვდე საქართველოს ძალიან საყვარელ, მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხს. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, ეს აშკარად იგრძნობა. ეს ძალიან დიდი კულტურის მქონე ხალხია. - ცნობილია თუ არა ახალი ელჩის ვინაობა და სად გააგრძელებთ თავად თქვენ საქმიანობას? - ახალის ელჩი ერთ თვეში ჩამოვა საქართველოში, იგი ძალიან გამოცდილი ირანელი დიპლომატია, რომელიც რეგიონსაც კარგად იცნობს. რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, მუშაობას დროებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაგრძელებ, ხოლო მოგვიანებით გადაწყდება, თუ სად გადამიყვანენ სამუშაოდ. - როგორც წესი, ელჩები საკუთარი დიპლომატიური მისიის დასრულებისას ქვეყნის მედია-საშუალებებთან დასამშვიდობებლად საერთო ღონისძიებას აწყობენ. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქართულ მედია-საშუალებებს ცალ-ცალკე დამშვიდობებოდით? - მიმაჩნია, რომ ამგვარად უფრო შემიძლია, მეტი პატივისცემა გამოვხატო პრესის წარმომადგენლების მიმართ. საერთო პრესკონფერენციაზე შესაძლოა, ყველას არ მიეცეს მისთვის სასურველი კითხვის დასმის საშუალება ან რომელიმე კითხვა გამომრჩეს. რაც შეეხება ზოგადად ქართულ მედიას, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ქართული მედიის მუშაობას დადებითად ვაფასებ. დაინტერესებული ვარ, რომ მედია-სფეროში ორმხრივი ურთიერთობა განვითარდეს. კარგი იქნება, თუ ქართული მედია ირანის შესახებ ინფორმაციას თავად ირანული წყაროებიდან აიღებს და ასევე, სასურველია, ირანულმა მედიამ საქართველოს შესახებ ინფორმაცია ქართული მედიიდან აიღოს. ეს ხელს შეუწყობს იმ რეალობების დანახვას, რაც ორივე ქვეყანაში არსებობს და ჩვენს ქვეყნებს უფრო დააახლოებს. “ინტერპრესნიუსი”
-
nuaka ბუნებაში ცხოვრობ?
-
Leo_Nafta ლოთაობა არა, ბოთლაობა-კი
-
ჩემი უსაზღვრო სიყვარული რომ დაეჯერებინა მეორე სართულიდან ვისკუპე
-
"იქ" ყველა თანაბარია
-
nuaka ტყუილებს არ ვამბობ, ტყუილებს ვერ ვიტან, მაგრამ სიმართლე რომ მღლის, მაშინ სხვა გზა აღარ მაქვს ხოლმე ...და მაშინ იწყება ლიცის მიუნჰაუზენიზმი ოთხათ ვიკეცები და ვიწყებ ტყუილ-მართალის ერთმანეთში წაღმა-უკუღმა ამოტრიალებას.
-
გადაპლეზილი და გადაზელი არა, მაგრამ კარგად გაკეთებული მაკიაჟი ყველა ქალს უხდება
-
ესე იგი, უნაკლოები ხართ, არა?
-
ჯინა http://s005.radikal.ru/i211/1002/81/2cd66895d095.jpg შენს ტუჩEბს ჰქვია-"მაკოცე", შენს თვალებს ჰქვია-"მიყურე", შენს ხელებს ჰქვია-"მეფერე", და შენს ხმას ჰქვია -"მისმინე" ანონიმი ავტორი
-
მენატრება ის, ვისაც მთელი ცხოვრება სიზმარ-სიზმარ დავეძებ , მაგრამ ვერ მიპოვია ვინ არის ხომ არ იცით? გზა-კვალს ხომ ვერ მიმასწავლით?
-
იყო, არის და იქნება ჯინა http://s43.radikal.ru/i101/1002/29/ed256d4d3752.jpg
-
არადა შეიძლება წესიერი და კარგი ადამიანია
-
სიყვარულმა, ჩემო ბატონო,- რელიგია, წონა, ზომა და ასაკი არ იცის
-
ყველა ქალს აქვს თავისი მარტივი, მაგრამ ძნელად მისაგნები წერტილი
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
nuaka შენ როდის "იმსხვრევი"? -
ლია ელიავაhttp://s006.radikal.ru/i214/1002/de/a1ccac574a42.jpg
-
QIROMANTI ესე იგი, შეყვარებული არ ყოფილა
-
nuaka არც ისე მოკლე, არც ისე გრძელი, ცოტა ნაკლები და ცოტა მეტი- გამოიარე , მისჯილი ბედით, ცხოვრების....( რამდენი) წელი?