-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ჭანო ინფარქტმა
-
განმარტება "ნორჩი მიშისტის გზამკვლევის" შესახებ
ლ ი ც ი replied to UTUFURS's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
UTUFURS კი ბატონო -
განმარტება "ნორჩი მიშისტის გზამკვლევის" შესახებ
ლ ი ც ი replied to UTUFURS's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi არ გეკადრება, ჩემო გიორგი სიტყვიერი გაფრთხილება ჩემი აზრით კი, უტუ, ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური, ზომიერი და კონსტრუქციული მოდერი იყო გე-ზე -
განმარტება "ნორჩი მიშისტის გზამკვლევის" შესახებ
ლ ი ც ი replied to UTUFURS's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
SHARI ამაში გეთანხმები UTUFURS ლაშა, შენის ნებართვით გადმოვაკოპირებ ტექსტს...ოკ? -
განმარტება "ნორჩი მიშისტის გზამკვლევის" შესახებ
ლ ი ც ი replied to UTUFURS's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
SHARI და რას გიშლის? ძAლიან კარგია აქაც რომ გახსნა. ასე რომ, იყოს -
განმარტება "ნორჩი მიშისტის გზამკვლევის" შესახებ
ლ ი ც ი replied to UTUFURS's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
UTUFURS როგორ ღირსეულად ჟღერს "prodeo Larratus" ("ხელებდაფარებული მივიწევ წინ"). როგორი ტრაგიკული და პოეტურია "კამიკაძე" (ღვთიური ქარი") -
dire და რას აკეთებს? მართლა არა გცხვენია ტო? რასაც ამ ფორუმზე გითმენენ, სხვა ფორუმზე საერთოდ "წაგშლიდნენ". გულწრფელად გირჩევ: საკუთარი თვალიდან ამოიღე დირე და მერე ეძიე სხვის თვალში ბეწვი
-
newstudio 30 წელი ვეწეოდი "გამწარებული" და ვერაფრისდიდებით ვერ ვაგდებდი, მაგრამ შიშმა გადამაგდებინა
-
dire "გ(რ)ცხვენია" თავად არ გცხვენია
-
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა 06 / 02, 2010 22:11 ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა,- დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელებული ეს ინფორმაცია დღეს თავად ჟურნალისტმა დაადასტურა. როგორც გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟის” დღევანდელი გამოშვების ბოლოს სანაიამ აღნიშნა, მაყურებელს სხვა არხზე და სხვა გადაცემაში შეხვდება. ჟურნალისტს ტელეარხი და გადაცემა არ დაუკონკრეტებია. აგრეთვე, არ უსაუბრია მიზეზებზე, რის გამოც “ტელეიმედი” დატოვა. ამასთან, გასული შაბათს გადაცემა სპეციალური რეპორტაჟი ვახო სანაიას გარეშე გავიდა ეთერში. ვრცელდებოდა ვერსია, რომ “იმედის” დატოვება ვახო სანაიამ და გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა “სპეციალური რეპორტაჟის” იმ გამოშვების შემდეგ მიიღეს, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის თინა ხიდაშელი იყვნენ მიწვეული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
chegesto ვეღარა გავიგე რა
-
მთლად მასეც არ არის
-
რომელ ქვეყანაშI ისურვებდით დასვენებას
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
იტალიაში -
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2010 06 / 02, 2010 11:23 · რა მისწერეს “კონსერვატორებმა” ვლადიმერ პუტინს?! · “რა მოითხოვა ამერიკულმა დელეგაციამ ხელისუფლებისაგან?” · “ეროვნულ ფორუმში” გაწევრიანებული ნოდარ ჯავახიშვილი ნიკო ორველაშვილის საქმეს გააგრძელებს რა მისწერეს “კონსერვატორებმა” ვლადიმერ პუტინს?! “ალიას”ინფორმაციით, “კონსერვატიული პარტია” რუსეთის ოფიციალურ ხელმძღვანელობას წერილს უგზავნის. მიმართვა, რომელიც ოფიციალურადაა გაფორმებული, რუსეთის მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის სახელზეა და “კონსერვატორები” მათგან გამოხმაურებას ელოდებიან. “კონსერვატორების” წერილში, რომელიც პუტინისა და მედვედევის მისამართითაა შედგენილი, რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ნაწილს (მათ შორის ოპოზიციის) შორის ურთიერთობების აღდგენა, რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა და ურთიერთობების გაღრმავებაა მოთხოვნილი”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რა მისწერეს “კონსერვატორებმა” ვლადიმერ პუტინს?! “მოკლედ, მიმართვის შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს: “კონსერვატორებს” მიაჩნიათ, რომ კრემლთან მოლაპარაკებები და პარტნიორული ურთიერთობები უნდა აღდგეს და ამაში არა მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი, არამედ საპატრიარქო, არასამთარობო ორგანიზაციები და სხვა სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ. “თავად კონსერვატორები” მზადყოფნას ისედაც გამოთქვამდნენ პუტინთან შესახვედრად და ნოღაიდელის “სტილში” კრემლის აპარტამენტებში საახლებლად. ამჯერად კონსერვატორებმა” პუტინს ეს სურვილი ოფიციალურად გაუფორმეს და ვარაუდობენ, რომ გამორიცხული არ არის “კონსერვატორთა” ნაწილი კრემლში რამდენიმე დღეშიც გაემგზავროს. ამაზე მზადება დაწყებულია და წერილიც, როგორც ჩანს მოსამზადებელი ფონია, რომ პუტინს სიგნალი გაუგზავნონ, თქვენთან მოსალაპარაკებლად მზად ჩვენ ვართო”, - აღნიშნავს გამოცემა. “კი ბატონო, ასეა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთ მეზობელს, როგორიც არის არაპროგნოზირებადი რუსეთი, არ შეიძლება იმპერიული ტონით ველაპარაკოთ და იგივე გზა გავატაროთ, რასაც ეს მთავრობა შვრება. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვკითხოთ, რა უნდა რუსეთს - კეთილმეზობლობა თუ აგრესია... აბა რა ვქნათ? მასე ჰიტლერიც ბომბავდა ევროპას, მაგრამ ევროპული ლიდერები ბოლოს მაინც მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებოდნენ. როცა დათვს გააღიზიანებ, აბა, მისგან რას უნდა ელოდო? საბოლოოდ ყველა ქვეყანა მაინც მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება და ცივილიზებულად არკვევს პრობლემებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “კონსერვატიული პარტიის” მთავარი საბჭოს წევრი ბიძინა გუჯაბიძე და შეკითხვას - “ეს მიმართვა იმის წინაპირობა ხომ არაა, რომ მალე მოსკოვში ვიზიტით “კონსერვატორებიც” ჩავლენ?” - პასუხობს: “კი, ამაზე არის საუბარი, გამორიცხული არ არის და თუკი გადაწყდება, მეც მივიღებდი მონაწილეობას მოსკოვში ვიზიტში”. “რა მოითხოვა ამერიკულმა დელეგაციამ ხელისუფლებისაგან?” “გუშინ თბილისს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი სტუმრობდნენ. პირველი შეხვედრა საპარლამენტო და არასაპრალამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართა, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და ასევე ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და დემორატიული რეფორმების განხორციელება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა მოითხოვა ამერიკულმა დელეგაციამ ხელისუფლებისაგან? / რამაზ საყვარელიძე: “მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა ხანმოკლე იყო, ოპოზიციას კი ერთი საათს ესაუბრნენ”. “საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე, მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე. საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან შეხვედრისას კი აშშ-ი ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინტონმა ახალი გავლენის სფეროებისა და ახალი გამყოფი ხაზების დაუშვებლობის შესახებ ისაუბრა. სააკაშვილმა ჯეიმს სტეინბერგს მადლობა გადაუხადა ახალი ეკონომიკური პაკეტისთვის და აღნიშნა, რომ ეს დევნილებისთვის დიდი დახმარება იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა. “შეხვედრის შემდეგ თბილისის აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე ჯეიმს სტეინბერგმა საქართველოში ვიზიტს წარმატებული უწოდა. “აშშ-მ შეასრულა დაპირება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტისას ითქვა საქართველოსთვის ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. ერთი მილიარდი დოლარი უკვე გამოყოფილია. ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე. უსაფრთხოება კავკასიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ამიტომაც შევეხეთ რეგიონში უსაფრთხო გარემოს შექმნის საკითხს. საჭიროა მეტი გამჭვირვალობა და დაძაბულობის შემცირება”, - აღნიშნა სტეინბერგმა, ხოლო შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა აშშ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას გამოიყენოს ავღანეთში ტვირთების ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია, სტეინბერგმა განაცხადა, რომ ეს წინადადება აშშ-ის ადმინისტრაციამ პენტაგონთან ერთად უნდა განიხილოს და საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება”, - დასძენს გამოცემა. “გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ მთავარი სიახლე, რაც საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა სტუმრებისგან მოისმინა იყო ის, რომ აშშ აპირებს გაზარდოს დახმარება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. “მე პირადად ვთხოვე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომ მათი და მათი სამსახურების კოორდინაცია საქართველოს ხელისუფლებასთან იყოს უფრო მჭიდრო, არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის, არამედ ვითარების მართვის კვალობაზე, რათა საქართველოს ხელისუფლება იყოს უფრო მეტად თავშეკავებული და ყურადღებიანი”, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. მისივე თქმით, საუბრის ძირითადი ნაწილი დაეთმო რეგიონის უსაფრთხოების პრობლემებს, იმ საფრთხეებს, რომელიც მოსალოდნელია გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად და როგორ უნდა განეიტრალდეს ეს საფრთხეები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით”, - წერს სტატიის ავტორი. “ნინო ბურჯანაძის თქმით, შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისთვის მთავარია არა მხოლოდ ამერიკის მეგობრის იმიჯის შექმნა, არამედ დემოკრატიული ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას. “ქართველი ხალხი ელოდება იმ კულუარული მუშაობისა და ზეწოლის შედეგებს, რასაც ნამდვილად აქვს ადგილი აშშ-ის მხრიდან, რომ ადამიანებმა რეალურად იგრძნონ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების რამე ნიშნები” , - აცხადებს ბურჯანაძე. ლევან გაჩეჩილაძე უფრო კრიტიკულია და ამბობს, რომ მიუხედავად ამერიკულ მხარესთან ხშირი შეხვედრებისა და დიდი მეგობრობისა, ჯერ მუშაობის შედეგი არც ქვეყნის უშიშროებას, არც შიდა დემოკრატიის და არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არ დამდგარა”, - დასძენს სტატიის ავტორი. “პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ეს იყო კრიტიკული ვიზიტი, რადგან ამერიკული მხარე მაისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს “კრიტიკული თვალით უყურებს”. მისი თქმით, ამით შეიძლება აიხსნას ფაქტი, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებმა თბილისში ხანმოკლე ვიზიტიდან მეტი დრო ოპოზიციის წარმოადგენლებთან შეხვედრას დაუთმეს: “მსგავსი ვიზიტებისა და შეხვედრების დროს ქრონომეტრაჟს დიდი მნიშვნელობა აქვს. აშშ-ის მაღალჩინოსნებისა და ოპოზიციის შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა, მიხეილ სააკაშვილთან აუდიენცია კი ხანმოკლე იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე. “პარასკევს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ამერიკული დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწფიო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი შედიოდნენ. ამერიკელი სტუმრები შეხვდნენ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს. ოპოზიცია ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დარჩა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ამერიკა ხელისუფლებას დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას სთხოვს”. “თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკელი პოლიტიკოსების შეხვედრა ჯერ ოპოზიციასთან და შემდეგ ხელისუფლებასთან არის ხაზგასმა ისმისა, რომ მათთვის პრიორიტეტი არის საქართველო და არა ამ ქვეყნის რომელიმე ლიდერი ან პრეზიდენტი”, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციონერებმა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სერიოზული დაპირებები მიიღეს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამერიკელი სტუმრების ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება უფრო ნორმალურად მოიქცევა... სხვათა შორის, ოპოზიცია სხვა ამერიკელ სტუმრებსაც ბევრჯერ შეხვედრია. თითქმის ყველა შეხვედრიდან იმედიანად გამოდიოდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში იმედგაცრუებულნი რჩებოდნენ ხოლმე”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “ეროვნულ ფორუმში” გაწევრიანებული ნოდარ ჯავახიშვილი ნიკო ორველაშვილის საქმეს გააგრძელებს “ნოდარ ჯავახიშვილი “ეროვნულ ფორუმს” შეუერთდა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. ასევე სათავეში ჩაუდგება ექსპერტთა საქმიანობას, რომლებიც ფორუმელების საპროგრამო დოკუმენტზე მუშაობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნოდარ ჯავახიშვილი “ეროვნული ფორუმის” ახალი წევრია. “ახალი წევრი გუშინ პრესონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა შარტავამ წარადგინა. მისი თქმით, რთული იქნება ნიკო ორველაშვილის შეცვლა, თუმცა, საპროგრამო და ექსპერტთა საქმიანობა უნდა გაგრძელდეს. ამიტომ ფორუმმა ნოდარ ჯავახიშვილს თანამშრომლობა შესთავაზა. ნოდარ ჯავახიშვილმა პარტიაში მუშაობა უკვე დაიწყო. მან აღნიშნა, რომ “ფორუმი” მისთვის იდეურადაც და პიროვნულადაც მისაღებია. მისი თქმით, ყოველთვის ჰქონდა ამბიცია, საკუთარი შესაძლებლობები ხალხის დასახმარებლად გამოეყენებინა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ შემოთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან ჰქონდა, არჩევანი მაინც “ეროვნულ ფორუმზე” გააკეთა. მისი თქმით, ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია გაემიჯნოს იდეურად არათანმხვედრ ოპოზიციას. ჯავახიშვილი ამბობს, რომ შეძლებს შეებრძოლოს ქვეყანაში შექმნის სიტუაციას”, - აღნიშნავს გამოცემა. “ჯავახიშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ვერანაირი ეკონომიკა ვერ იმუშავებს, თუ ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება არ იქნება. მისი თქმით, მართალია, ჯერ “ფორუმის” საპროგრამო დოკუმენტს ბოლომდე არ გასცნობია, თუმცა მისი აზრით, არ არსებობს დოკუმენტი, რომელსაც დახვეწა აღარ უნდა. ჯავახიშვილი აღნიშნავთ, რომ საქართველო. რომელსაც “ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, თურქეთის მოსავალზე არ უნდა იყოს დამოკიდებული”. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკური სექტორის განვითარებამდე, პოლიტიკური სიტუაციის დაბალანსებაა საჭირო”, - დასძენს გამოცემა. “ჩვენ უცხოელ მეგობრებს საქართველო აღქმული არ ჰყავთ, როგორც სახელმწიფო და თვლიან, რომ ეს არის მათი ინტერსების ან გავლენის სფერო. უნდა დავანახოთ ნებისმიერ ქვეყანას, რომ ჩვენთან მეგობრობა შეიძლება მხოლოდ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების ბაზაზე. არ შეიძლება ვიყოთ მონურად მორჩილი ნებისმიერი “მეგობრის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუ გნებავთ, დახმარებების საკითხი ავიღოთ. აშშ, ფაქტობრივად, ქართველ ხალხს კი არა, სააკაშვილის ხელისუფლების განმტკიცებას ეხმარება. სწორედ ის უნდა ვანახოთ, რომ ერი ვართ და ამას არ ავიტანთ. თუ არ უნდათ, ყველაფერი ქართველი ხალხის სასარგებლოდ კეთდებოდეს, მაშინ ნუ დაგვეხმარებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ჯავახიშვილი. “არ არსებობს მიმართულება, საქართველოს პოტენციალი არ ჰქონდეს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს საზღვარგარეთ ვუშვებთ და ისინი შესანიშნავად იყენებენ შემდეგ. უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ არც ერთი მარჯვე და გონიერი ძალა არ გაიყიდოს საქართველოდან და საქართველოს განვითარების საზიანოდ. შეიძლება საერთაშორისო პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პოტენციალის განვითარებაზე იქნება საუბარი”, - დასძენს ნოდარ ჯავახიშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124531.html
-
უფ, ჯერჯერობით არაფერი მაგისდამაგვარი არ მჭირს
-
Jonathan Livingston რაღა არაფერი. შუნტირების შემდეგ კიდევ ინფარქტმა მხია და სტენდი ჩამიდგეს
-
მალინა პამპერსი არ გიცდია? :2kiss:
-
კოლაუ ნადირაძე თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი – ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი! მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს! თოვდა და თბილისს ებურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა, ეფინებოდა გმირების გვამებს – განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს, და უძრავ იყო თებერვლის ღამე. თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები, სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, - წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
-
დროებით უნდა მოითმინოს, რადგან ასეთი ტიპის კაცი მომავალში აუცილებლად ცოლის კალთას გამოებმევა
-
შურისძიებაზე არასოდეს მიფიქრია და იმედია არც არასდროს არ ვიფიქრებ. ღმერთი სამართლიანია და ადრე თუ გვიან ყველას თავისი მიეზღვება.
-
ძალიან ნუ იდარდებ , გეთაყვა, ჩათვალე რომ გენეტიკაში გიზის კიდევ თუ განაგრძობ პოსტების ქარაგმებით კემსვას , მოდერატორს ვთხოვ მცირე ხნით დაგასვენოს
-
გიყვარს, მაგრამ არ უყვარხარ
-
გული არ ბერდება,მაგრამ ასაკი გემატება და ტვინის ხვეულები ...