-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ჩემი ფავორიტი დები იშხნელები არიან
-
სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ რწმენასა და ცრურწმენას შორის?
-
თემურ ბასილია საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს 04 / 02, 2010 15:56 თემურ ბასილია ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბასილია აშშ-ს საემიგრაციო სამსახურმა დააკავა. მას დევნილის სტატუსი არ ჰქონდა და აშშ-ში დარღვევით იმყოფებოდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სავარაუდოდ, მოხდება ბასილიას საქართველოში დეპორტაცია. ბასილია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. თუმცა, ბასილია აშშ-ში ძებნილის სტატუსით არ დაუკავებიათ. თემურ ბასილია 2006 წლიდან ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ბასილიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილმა 2008 წლის ზაფხულში 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას მსჯავრი დაედო ქრთამის აღებაში, უფლებამოსილების გადამეტების, თანამდებობის ბოროტად გამოყენებია და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებებში კი, გამართლდა. ბასილია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მისი ეკონომიკური მრჩეველი იყო. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა, ჩაიშალოს 04.02.2010 უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა, ჩაიშალოს. ამის მიზეზი ის გარემოება შეიძლება, გახდეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების იულია ტიმოშენკოს და ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე ვერ თანხმდებიან. იანუკოვიჩის რეგიონების პარტია კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, საარჩევნო კომისიის წევრთა ნახევრის არგამოცხადების შემთხვევაში კომისიას მუშაობის უფლება მაინც მიეცემა. ტიმოშენკოს ბლოკი კი აცხადებს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა არაკონსტიტუციური გზით ხდება, რადგან კანონით დადგენილი 14 დღე, რომლის გასვლის შემდეგაც ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ, ჯერ არ გასულა. შესაბამისად, ტიმოშენკოს ბლოკი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. რადამ გადაწყვიტა კანონში ყოვლად გაუმართლებელი ცვლილებების შეტანა, რაც არჩევნების გაყალბებისთვის სჭირდება. ეს კი იმის გამო ხდება, რომ იანუკოვიჩს გამარჯვების იმედი აღარ აქვს და არჩევნების გაყალბებას შეეცდება, - აცხადებს ტიმოშენკო. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 7 თებერვლისთვის არის დაგეგმილი. უკრაინელ ხალხს არჩევანის გაკეთება რეგიონების პარტიის ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩსა და უკრაინის პრემიერს იულია ტიმოშენკოს შორის მოუწევს. http://presa.ge/index.php?text=news&i=12209
-
kisa გავითვალისწინე
-
“ნეიშენალი” - “ტელეიმედის” მფლობელი “რაკიინი” არ არის 04 / 02, 2010 15:04 ბრიტანულ გამოცემა “ნეიშენალის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი არაბული კომპანია “რაკიინი” არ არის. სტატიაში აღნიშნულია, რომ “რაკიას” მიერ ტელეკომპანია “იმედის” ყიდვის ფაქტი სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გამოცემასთან ინტერვიუში უარყოფს, რომ რაკიინმა ტელეკომპანია “იმედი” იყიდა. “რატომ ვიყიდდი მე ტელევიზიას საქართველოში? ეს პატარა ქვეყანაა. რისთვის უნდა დამჭირდეს იქ სატელევიზიო სადგური?” - აცხადებს საინვესტიციო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჰატერ მესედი. მისივე თქმით, RAK Georgia Holding-ი, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” მფლობელად არის გამოცხადებული, რეალურად ქართული კომპანიაა და საერთო არაფერი აქვს არაბულ საინვესტიციო კომპანია “რაკინთან”. “საქართველოში არის ვიღაც, ვინც შექმნა საკუთარი კომპანია სახელწოდებით - RAK Georgia Holding“. ეს კომპანია მართლაც არსებობს, მაგრამ ჩვენ მასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. პრობლემა ის არის, რომ მე სახელწოდება RAK, როგორც ბრენდი, არ დავარეგისტრირე“, - განაცხადა მესედმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ეს თემა კარგი მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას ისევე სწრაფად ივიწყებენ, როგორც იმახსოვრებენ
-
DATA TUTASXIA ტეხნიკურად ატრიალებ "პლასტინკას", მაგრამ მაგრე სად არის გეუბნები ნაბოზარი და ქვეყნის მოღალატეა-თქო, მაგრამ გულუბყვილოდ რაღაცას მიმტკიცებ ისადა, მიამიტობა მძიმე ტვირთია?
-
http://s003.radikal.ru/i202/1002/cb/3e97b98c8584.jpg თემურ ბასილიას დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა 04 / 02, 2010 14:28 აშშ-ის შეერთებულ შტატებში თემურ ბასილიას დაკავების შესახებ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. საქართველოს პროკურატურა და შსს ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან ჯერ თავს იკავებენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბასილია აშშ-ში დააკავეს. ის ძებნილი იყო. ბასილიას კორუფციული გარიგეგების ბრალდებით საქართველოს სასამართლომ დაუსწრებლად 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბასილია ედუარდ შევარადნაძის პრეზიდენტობის დროს მისი ეკონომიკური მრჩეველი იყო. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მან საქართველო დატოვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ფული შემოაკლდათ, ალბათ .:viking:: უამრავი სიბინძურე და სიყალბე აქვს გაკეთებული
-
ქართული პრესის მიმოხილვა 04.02.2010 04 / 02, 2010 12:02 • ბადრი ბასიშვილი - “ზონდერბრიგადები თავიანთ რიგებში მოიკითხონ ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ, ძიძიგურმა, სანიკიძემ და დანარჩენებმა” • რატომ აღარ აგზავნის საქართველოს ხელისუფლება დამკვირვებლებს უკრაინაში • სოსო ცისკარიშვილი - “მივმართავ ოპოზიციას, თავი დავანებოთ იმ თარიღებით ექსპლუატაციას, რომელსაც საკუთარი დატვირთვა აქვს ჩვენს ცნობიერებაში” ბადრი ბასიშვილი - “ზონდერბრიგადები თავიანთ რიგებში მოიკითხონ ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ, ძიძიგურმა, სანიკიძემ და დანარჩენებმა” “ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ იყო. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ვიმყოფებოდი უკრაინაში დამკვირვებლის სტატუსით და მქონდა საკმაო გამოცდილება. დონეცკში უფლება არ მოგვცეს, რომ ერთ უბანზე გავჩერებულიყავით. ქართველები ამომრჩევლებს ხელს შეუშლიან ბიულეტენების ჩაყრაშიო. მქონდა უფლება, დავკვირვებოდი არჩევნების მიმდინარეობას და, სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვნახე, როგორ ყალბდებოდა არჩევნები რეგიონების პარტიის სასარგებლოდ და როდესაც ასე ხდება, ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება”, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზონდერბრიგადები თავიანთ რიგებში მოიკითხონ” / “გუბაზ სანიკიძეს თუ სურვილი ექნება, დამიკავშირდეს და გავცემ პასუხს”. “ჩვენთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, ქართველებს დიდი გამოცდილება გვაქვს დემოკრატიის საქმეში, არჩევნების ნორმალურად ჩატარებაც კარგად ვიცით და შეგვიძლია, თავისუფლად გავუზიაროთ გამოცდილება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. მქონდა უკრაინის რადას მოწვევა, იქ დამკვირვებლის სტატუსით ვყოფილიყავი, მაგრამ, რატომღაც უკრაინის ცესკომ ჩემი და ჩემი კოლეგების დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა. რა უფლებით უნდა შეგვეშალა არჩევნებისთვის ხელი, როცა არც რამე ბერკეტი გვქონია, არც სურვილი და არც ვინმეს მითითება? იქ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არ მინახავს. დონეცკში არჩევნების მეორე ტურზეც წასვლის დიდი სურვილი მაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ბასიშვილი. “სამწუხაროდ, ქართველი ოპოზიციონერები ყველაფერს სათავისოდ იყენებენ. გული მტკივა, რომ ცუდ პერიოდში მომიწია პარლამენტში მუშაობამ, ჩემი ამომრჩევლები დევნილები არიან და რაღაც პრეტენზიები მეც მაქვს ოპოზიციისადმი, თუნდაც ნოღაიდელის და ძიძიგურის მიმართ, რომლებიც გაიძახიან, პუტინთან ურთიერთობა შესაძლებელიაო. მათი სახლებისთვის რუსულ ტანკებს რომ გადაევლო ან გადაეწვათ, როგორ გაიქცეოდნენ პუტინთან შესახვედრად, მაგასაც ვნახავდით! არის გარკვეული ჯგუფი - ეკა ბესელია, ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე, მამუკა არეშიძე და სხვები - რომელიც ვიღაცის დაკვეთას ასრულებს. დარწმუნებული ვარ, ქუჩაში რომ შემხვდნენ, ვერც მიცნობენ... ეკა ბესელია, რასაც ქარელი და ოქრუაშვილი ეუბნებოდნენ, იმას ამბობდა. ოპოზიციას დევნილების სათავისოდ გამოყენება სურდა, მათდა სამწუხაროდ, დევნილებმა ჩვენ დაგვიჯერეს და დღეს შედარებით ნორმალურად ცხოვრობენ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ვიღაცისგან ფული ჰქონდათ აღებული და მის მითითებებს ასრულებდნენ, ხელს არ აძლევდათ დევნილების დაკმაყოფილება. მეც ვიყავი ოპოზიციაში და ვიცი, რას ნიშნავს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა ამას არ ვაკეთებდი. გუბაზ სანიკიძეს, თუ სურვილი ექნება, დამიკავშირდეს და გავცემ პასუხს. ისე, სიმართლე გითხრათ, არც მაქვს სურვილი, მის გამონათქვამებზე კომენტარი ვაკეთო... ზონდერბრიგადები თავიანთ რიგებში მოიკითხონ ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ, ძიძიგურმა, სანიკიძემ და დანარჩენებმა. ჩემ გარშემო არის ხალხი, ვისაც ქვეყანა უყვარს. შეიძლება ნოღაიდელსაც უყვარს თავისებურად სამშობლო, პუტინთან მიდის ხელის ჩამოსართმევად. ამ ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, მე ლიახვის ხეობიდან ბოლოს გამოვედი. ტანკების შემოსვლისას და არც მაშინ, როცა სახლებს ვაშენებდით, იქ არც გუბაზ სანიკიძე მინახავს, არც ძიძიგური, არც ბესელია და ნოღაიდელი”, - დასძენს ბადრი ბასიშვილი. რატომ აღარ აგზავნის საქართველოს ხელისუფლება დამკვირვებლებს უკრაინაში როგორც იქნა, ნავსი გატყდა და მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში მიიწვიეს. თანაც რამე არასამთარობო ორგანიზაციამ კი არა, თვით აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ამ ამბავმა ისე გაახარა სიარული მოყვარული სააკაშვილი, რომ უკრაინაში დამკვირვებლების გაგზავნა გადაიფიქრა. არადა, აქამდე მთელი ხელისუფლება იმის მტკიცებაში იყო, რო უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გაგზავნა აუცილებლობას წარმოადგენდა. გუშინ დილით კი გვაუწყეს, საქართველო უკრაინაში დამკვირვებლებს აღარ გააგზავნისო და არჩევნებში თბილისი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებსო. არადა, ორი დღის წინ სულ სხვანაირი პოზიცია ეკავათ. ობამას მიწვევამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ვინ აიძულა სააკაშვილი, დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი ეთქვა / ირაკლი ალასანია გამოძიების ჩატარებას ითხოვს. “უკრაინული ინტერნეტგამოცემები სააკაშვილის ახალ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ. ადიშლობრივი გამოცემების მტკიცებით, სააკაშვილს უკვე გაგზავნილი ჰყავს ხალხი უკრაინაში. რამდენიმე დღის წინ კი შივი თარგამაძის და იულია ტიმოშენკოს საიდუმლო შეხვედრაზე იყო საუბარი. გავრცელებული ცნობით უკრაინის პრემიერი და ქართველი დეპუტატი ერთმანეთს ვიპ-დარბაზში შეხვდნენ და იმ შეხვედრაზე უკრაინაში ქართველი ზონდერების ჩაყვანის გზებზე იყო საუბარი. ამიტომაც უკრაინულ მედიას არ სჯერა, რომ სააკაშვილმა მართლაც გადაიფიქრა დამკვირვებლების გაგზავნა. სააკაშვილის ბოლომდე არც მშობლიურ ოპოზიციას სჯერა. ჩვენებურების აზრით, სააკაშვილი დამკვირვებლების უკრაინაში ოფიციალურად აღარ გაგზავნის. მათი ვარაუდით, ჯანიანი დამკვირვებლები უკრაინაში სხვადასხვა გზებით მოხვდებიან. უფრო ლმობიერი შეფასება გააკეთა ირაკლი ალასანიამ. მან სააკაშვილს გადაწყვეტილება შეუქო, თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით სააკაშვილმა შეცდომა აღიარა”, - აღნიშნავს გამოცემა. “ალასანიას უხარია, სააკაშვილმა შეცდომა რომ აღიარა, მაგრამ მთლად კმაყოფილი მაინც არ არის. სხვა თუ არაფერი, ოპოზიციის ლიდერია და ძალიანაც რომ უნდოდეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვერ იქნება, - ყოველ შემთხვევაში, ამ კმაყოფილებას ხმამაღლა ვერ დააფიქსირებს. ალასანია სააკაშვილის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ არაობიექტურად მიიჩნევს, მისი თქმით, სააკაშვილი არასწორად მოიქცა, როცა უკრაინიდან ყველა ქართველი დამკვირვებელი უკან გამოიხმო. მისი თქმით, არჩევნების პირველ ტურზე იყვნენ დამკვირვებლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებსაც არავითარი პრობლემა არ შექმნიათ, მათ თავიანთი საქმე მეორე ტურშიც უნდა გააკეთონ და მათთვის აკრძალვა ან მოწოდება, რომ აღარ წავიდნენ, არ იქნება მთლად მართალი. ალასანია ისევე, როგორც სხვა ოპოზიციონერები გამოძიების ჩატარებას ითხოვს - მას ძალიან აინტერესებს გარკვევა, რა მოხდა არჩევნების პირველ ტურში”, - დასძენს გამოცემა. “მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ლღეისთვის ცნობილი არ არის ქართველ დამკვირვებელთა რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით არიან დარეგისტრირებულნი”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით სააკაშვილი დამკვირვებლებს უკან იხმობს. “გვესმის პრეზიდენტის განცხადება და დიდი სურვილი გვაქვს ანგარიში გავუწიოთ მას, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს იჩენს ერთი მთავარი პრობლემა. ჩვენ ვართ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის წევრი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ უკრაინაში ჩვენი მისია განვახორციელოთ. იმ შემთხვევაში, თუ დამკვირვებლებს არ გავგზავნით, ამით შეიძლება ჩრდილი მიადგეს საერთაშორისო მისიის განხორციელებას. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, ჩვენ სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებლად ჩატარების პრინციპის ერთგულნი ვრჩებით და დამკვირვებლებს გავგზავნით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე. “უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც კვირას გაიმართება, სიტუაცია უკვე უკიდურესად იძაბება. ტვეყნის სხვადსხვა ოლქში ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანოებმა გუშინ საშანშებო მიმართველი მიიღეს, სადაც მოსალოდნელ არეულობებსა და შესაძლოა სისხლისღრაზეა საუბარი. მათში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნიდან ჩარევის შედეგად ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყება. ზოგიერთი ოლქის დეპუტატთა მიმართვაში დაკონკრეტებულია, რომ ამ უცხოეთიდან ჩარევაში ქართველი დამკვირვებლები და ჟურნალისტები იგულისხმება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უკრაინელი პოლიტიკოსების მოსალოდნელ სისხლისღვრაზე ალაპარაკდნენ. “მიუხედავად იმის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურდ თქვა უარი უკრაინაში დამკვირვებლების გაგზავნაზე, მეორე ტურის შემდეგ მასობრივი არეულობების ალბათაობა მაინც მაღალია. უკრაინის შსს-ს ცნობით, კიევის მახლობლად შეინიშნება იანუოკვიჩის მომხრე ჯშუფების მობილიზება, რომლებიც ძირითადად სპორტსმენებისა და დაცვის ფირმების თანამშრომლებისგან შედგება. აღსანიშნავია, ტრომ ყველა მიმართვაში ადრესატებს შორის საქართველოს პარლამენტიცაა მოხსენიებული. ამასთან, ყველა შემთხვევაში მიმართვის ინიციატორები ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიის” წარმომადგენლები იყვნენ”, - აღნიშნავს გამოცემა. “იმდენად დიდია კონფრონტაცია და დაპირისპირება მხარეებს შორის, რომ გამორიცხული არაფერია. ამასთან, დიდი საფრთხე ქვეყნის გახლეჩის. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მიმართვებს, ამ შემთხვევაში იანუკოვიჩი წაუგებელ თამაშს თამაშობს - პასუხისმგებლობა იმ მახინჯი ფორმების გამო, რაც უნდა მომხდარიყო, მთლიანად დაკისრებულია ტიომშენკოზე, რომელიც არ მალავდა საკუთარი სიმპათიებს ე.წ. ქართელი დამკვვირვებლების მიმართ. ტიმოშენკომ, თავისი წინდაუხედაობით, პროცესები იანუკოვიჩის სასარგებლოდ წარმართა... სიქუაცია ახლა შეიცვალა, პრეზიდენტი არ აპირებს დამკვირვებლების გაგზავნას უკრაინაში. თუმცა, შედეგებზე მხოლოდ მომხდარის ანალიზით შეიძლება საუბარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. სოსო ცისკარიშვილი - “მივმართავ ოპოზიციას, თავი დავანებოთ იმ თარიღებით ექსპლუატაციას, რომელსაც საკუთარი დატვირთვა აქვს ჩვენს ცნობიერებაში” “მივმართავ ოპოზიციას - მოდით თავი დავანებოთ კალენდარს, თავი დავანებოთ იმ თარიღებით ექსპლუატაციას, რომელსაც საკუთარი დატვირთვა აქვს ჩვენს ცნობიერებაში. სულაც არ არის საჭირო მაინცდამაინც ასეთ საკრალურ დღეებში გამოვამჟღავნოთ პროტესტი ამა თუ იმ მიმართულებით”, - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოპოზიციას მოსკოვში საქართველოს სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს. “პროტესტი უნდა გამოიხატოს მაშინ, როცა ის მომწიფდება და არა მაშინ, როცა დადგება სამი თვით ადრე დაგეგმილი თარიღი. ეს მავნე პრაქტიკა, სამწუხაროდ, რეალობაა დღეს და საპროტესტო მუხტის ზრდას ხელს არ უწყობს. უბრალოდ, მიზეზი შემოელევათ ხოლმე ხალხის ქუჩაში გამოსაყვანი და და სთავაზობენ თარიღს, რომელსაც სრულიად სხვა დატვირთვა აქვს. ამიტომ ასეთი პერსპექტივა ასეთი თარიღომანიის, ჩვენ უკვე ვნახეთ რომ საკმაოდ უშედეგოა. ამავე დროს რჩება განცდა იმისა, რომ თითქოს რომელიღაც პარტიამ ნაადრევად დაიბევა საპროტესტო აქციისთვის ტერიტორია იმ თარიღისთვის, რომელზეც შესაძლოა სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ჰქონოდათ პრეტენზია. ამ ძალების აპოლოგეტიზმი, ჩემი აზრით, უკვე საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებს მაჩვენებილია. ასეთი პრაქტიკის გაგრძელებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ განცხადებები იმის თაობაზე, 2011 წლის 9 აპრილს ვინ ატარებს აქციას, 2012 წლის 9 აპრილს ვინ და ასე შემდეგ. აქცია უნდა ჩატარდეს მაშინ როცა ასეთი მიზეზი მწიფდება საზოგადოებაში. კალენდარი ამ შემთხვევაში არის სრულიად ყურით მოთრეული რამ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი. “ის ფაქტი, რომ თავად მე გახლდით იმ ჯგუფის წევრი, რომელიც სახალხო კრების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, მე მგონი, მეტყველებს იმაზე, რომ მეტნაკლები ოპტიმიზმი გამაჩნია ასეთი სტრუქტურის შექმნის მიმართ. ვთვლი, რომ ეს იდა არარახილა და საზოგადოებაში მუდმივად არსებობს. გაზაფხკლისთვის მოხეოხდება შეთანხმება წარმომადგენლობითი კრების დაკომპლექტების მეტანიზმზე და დაიწყება ამ იდეის გავრცელება უკვე ქვეყნის მასშტაბით, რათა დაიწყოს ამ წარმომადგენლების წარმოჩენა, ნდობის მანდატის მიცემა, ვნახოთ, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიძლება შეიკრიბოს გაზაფხულის განმავლობაში, რომ ლაპარაკი იყოს კრების წესდებაზე და სამოქმედო გეგმაზე”, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმის განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, ისინი ქართული ოპოზიციის ლიდერებს მოსკოვში ეპატიჟებიან, არც იმალება სურვილი იმისა, რომ ჩვენ ოპოზიციის ლიდერებს სურთ მოსკოვში ჩასვლა...” - პასუხობს: “რუსეთი ცდილობს რაღაც უკეთესი კუთხით წარმოჩნდეს დასავლეთის მიმართ, მაგრამ თავისთავად ცინიზმი ასეთ მოწვევაში, რასაკვირველია, არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსულ ხელისუფლებას აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა აქვს საქართველოზე, როგორც ერთიან სახელმწიფოზე. მაშინ, როდესაც საუბარია რუსეთის მხრიდა, ნუ იქნება წინაპირობა საქართველოდან, პრაქტიკულად წინაპირობას თავად რუსეთის ხელისუფლება აყენებს და გვთავაზობს ორი ახალი სახელმწიფოს არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ თუ ვინმეს საკუთარი გზა აქვს პოლიტიკურ ომში, კი ბატონო, იაროს ამ გზით, მაგრამ საქართველოს სახელით საუბარი მოსკოვში არავის ხელეწიფება”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124321.html
-
მოსკოვსა და სოხუმს შორის სკანდალი მწიფდება 04 / 02, 2010 12:29 მოსკოვსა და სოხუმს შორის სკანდალი მწიფდება. ამის შესახებ გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცი" იუწყება. გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის სგარეო საქმეთა სამინისტრომ სოხუმის რეჟიმს უკვე გაუგზავნა ნოტა, რომელშიც "რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლების მრავალრიცხოვანი დარღვევის გამო სერიოზული შეშფოთება" გამოთქვა. აფხაზი ადვოკატის, თამაზ ქეცბას განცხადებით, მისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევის ასეულობით ფაქტია ცნობილი. "მხოლოდ მე 30 ამგვარ საქმეს ვაწარმოებ. რუსეთის საელჩოში ციფრი 4000 დამისახელეს, მათგან უძრავი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ სწორედ ამდენი განცხადება დევს", - აღნიშნა ქეცბამ. როგორც გამოცემა წერს, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება აფხაზური კანონმდებლობით მხოლოდ "აფხაზეთის მოქალაქეს" აქვს, რუსეთის მოქალაქეები კი, უძრავი ქონების შესაძენად იძულებულნი არიან, სხვადასხვა საეჭვო სქემებში მიიღონ მონაწილეობა. "აქ რუსები ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აფხაზს ადვილად ვერ გაანაწყენებ, საცხოვრებელს ვერ წაართმევ, რადგან მის უკან მრავალრიცხოვანი ნათესაობა დგას. რუსებს კი აქ არავინ იცავს", - განაცხადა ადვოკატმა ქეცბამ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
"პირველი კავკასიური" გაითიშა თანამგზავრიდან
ლ ი ც ი replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
“პირველი კავკასიური” შესაძლოა, ამერიკულ თანამგზავრზე გავიდეს 04 / 02, 2010 11:33 “პირველი კავკასიური” შესაძლოა, ამერიკულ თანამგზავრზე გავიდეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” რუსულენოვანი არხის ხელმძღვანელმა, ზურაბ დვალმა განუცხადა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი “პირველი კავკასიურის" თანამგზავრით მაუწყებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სატელიტურ ქსელ Hot Bird-თან აწარმოებს. “ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ამერიკულ ოპერატორ კომპანიასთან წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა არიან სხვა ოპერატორებიც, რომელთა პაკეტსაც განვიხილავთ. ჩვენთვის არსეობობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი – ფასი, დაფარვის ზონა და ა.შ. რომელი ოპერატორიც უფრო ხელსაყრელ წინადადებას შემოგვთავაზებს, მასთან გავაფორმებთ კონტრაქტს", - განაცხადა დვალმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ “პირველი კავკასიური” თანაგზავრზე აუცილებლად გავა. Hot Bird-თან მას შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რაც ფრანგულმა EUTELSAT-მა საზოგადოებრივ მაუწყებელს უარი უთხრა “პირველი კავკასიურის" მაუწყებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამის გამო 2 თებერვალს ქართულმა მხარემ ფრანგულ კომპანიას პარიზის სასამართლოში უჩივლა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილი “პირველი კავკასიურის" ორკვირიანი საცდელი მაუწყებლობა EUTELSAT-მა 28 იანვარს შეწყვიტა. ქართულმა მხარემ ფრანგული თანამგზავრიდან “პირველი კავკასიურის" გათიშვის მიზეზად რუსეთის ზეწოლა დაასახელა, თუმცა EUTELSAT-მა ეს ფაქტი მაუწყებლობის საცდელი ვადის ამოწურვით ახსნა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
DATA TUTASXIA ჩემი შენ გითხარიო :viking: მუსაიფს დაფინანსება მოყვება და ა.შ. თუ ეჭვი გეპარება, რომ მაყუთს ეჩალიჩება?
-
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე სიმართლის დროში
ლ ი ც ი replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
10:18 / 04-02-2010 "იმიტირებული სასამართლო პროცესი" ტელეეთერში 2 თებერვალს "სიმართლის დროში" 22 წლის სოფო ჩიკვილაძემ სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან ყოფილი მეუღლის, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაკავებას სამართლიანი უწოდა; იგი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანად გამოაცხადა, ნარკოტიკების მომხმარებლადაც შერაცხა და უფრო მეტიც - ისიც კი თქვა, ცოტნე პოლიტიკაში რუსული სპეცსამსახურების დავალებით ჩაერთოო. ეს სენსაციური განცხადებები ყოფილი მეუღლის მხრიდან მართლაც რომ გამაოგნებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე დღეში ცოტნეს ბრალდების საქმის განხილვას იწყებს. ისიც ცნობილია, რომ ბრალდებული ცოტნე გამსახურდია არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს, დღემდე აპროტესტებს დაკავებას და რამდენიმე თვეა, შიმშილობს. ფოტომოდელი იმასაც აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიასგან უკვე მეორე შვილს ელოდება და 8 თვის ფეხმძიმეა. ირწმუნება: ამის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ და ტელევიზიით შეიტყობენო. სოფოსა და ცოტნეს 3 წლის გოგონა, თამარი ჰყავთ. 8 თებერვალს სასამართლო საქმის განხილვას იწყებს. ამ ფონზე ჩიკვილაძის განცხადებები ფაქტობრივად, პროკურატურის წისქვილზე წყლის დასხმაა. არავინ იცის, ეს საზოგადოებრივ აზრზეც როგორ იმოქმედებს. დეტექტორმა ახალგაზრდა ფოტომოდელის შოუში მისვლის მიზეზი მის ქვეცნობიერში ამოიკითხა. კითხვა, რომელიც სოფო ჩიკვილაძეს 10.000 ლარს აშორებდა, ასე ჟღერდა: "სიმართლის დროში" მხოლოდ იმიტომ მოხვედი, რომ გინდა, ყოფილ მეუღლეს სამაგიერო გადაუხადოო? მართალია, სოფომ ამ კითხვაზე უარყოფითად უპასუხა, მაგრამ გაირკვა, რომ იცრუა და სტუდია საბოლოოდ, 400 ლარით დატოვა. ჩვენ რამდენიმე კითხვით ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ ქეთი ბექაურს მივმართეთ: - ქალბატონო ქეთი, ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ ყოფილი მეუღლის სკანდალურ განცხადებებზე რას იტყვით? მან ფაქტობრივად, ბრალდების პოზიცია დაიკავა, არც ბაჯელიძის დაჭრა უარყო, უფრო მეტიც - ცოტნე გამსახურდია ნარკოტიკების მოხმარებაშიც ამხილა. თქვენ საპირისპიროს ამტკიცებთ. ეს განცხადებები ხომ არ შეგიშლით ხელს მის დაცვაში? - კიდევ ერთი გამოგრჩათ: სპეცსამსახურების აგენტადაც გამოაცხადა. რაც მოხდა, ეს არის სასამართლო საქმიანობაში უხეში ჩარევა. ჩემი პრეტენზია არა ვინმე სოფო ჩიკვილაძის მისამართით, არამედ ზოგადად, ამ გადაცემის ავტორების მისამართითაა: ვგულისხმობ წამყვანს და პროდიუსერსაც - არავის აქვს უფლება, წინასწარ ბრალი დასდოს ცოტნე გამსახურდიას, ვიდრე არ იქნება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი. რაც მოხდა, ამას ვაფასებ უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეშ დარღვევად. წინასწარ ბრალი დასდეს ცოტნე გამსახურდიას, რომლის სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა და პირველი სხდომა 8 თებერვალსაა დანიშნული. ვფიქრობ, პროცესის დაწყებას ეს პოლიტიკური შოუ შეგნებულად უსწრებდა წინ. ეს იყო გამიზნული და ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვისგან მოდიოდა. - კონკრეტულად, ვისგან? - ვისაც უნდა, რომ ცოტნე გამსახურდია დიდი ხნით გამოკეტოს ციხეში და არ დაუშვას მისი თავისუფლებაში ყოფნა. ჩვენ ახალი შეთხზული ბრალდების ირგვლივ პრესკონფერენცია მოვაწყვეთ და სწორედ იმ დღეს სოფო ჩიკვილაძე ჩაწერეს. ეს გადაცემაც ზუსტად აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა: უნდათ, საზოგადოებრივი აზრი შეცვალონ. ქართველმა მაყურებელმა ცოტნე გამსახურდიას იმიტირებული სასამართლო პროცესი იხილა, სადაც ფაქტობრივად, ორი პროკურორი იყო: ნანკა კალატოზიშვილი და სოფო ჩიკვილაძე. განაჩენი კი სოფო ჩიკვილაძემ გამოუტანა. მაგრამ კარგია, რომ დეტექტორმა ამოიცნო მისი მიზანი და ეს სწორედ კითხვაში გამოჩნდა: ის, რომ შურის საძიებლად იყო მისული, დეტექტორმა დაადასტურა და საბედნიეროდ, ეს რეზიუმე ბოლოში გაკეთდა. ეს იყო სამაგიეროს გადახდა, იყო შურისძიება და იყო სიცრუე. თუკი პიროვნება - ეს, მოწმე იქნება თუ დაზარალებული - აღმოჩნდება მეორე მხარესთან კონფლიქტში, გამოიკვეთება კერძო დაინტერესება და სამაგიეროს გადახდა, ის საქმეში არ ფასდება, როგორც მტკიცებულება. სოფო ჩიკვილაძეს მინდა ვუთხრა - არ გამოუვიდა ჩანაფიქრი, ის ხელმოცარული წავიდა მატერიალურადაც და საზოგადოებამ მთავარ კითხვაზე პასუხიც მიიღო, - ნახა, რა ამოძრავებდა მას. - თუმცა მანამდე იმ სკანდალურ კითხვებზე პასუხებს მისი ქვეცნობიერიც ადასტურებდა. ამაზე რას იტყვით? - ბოლოს გაირკვა ყველაზე მთავარი - რომ ის ცრუობდა. როცა ადამიანს სამაგიეროს უხდი, ტყუილზეც მიდიხარ. ეს დაადასტურა დეტექტორმაც. გადაცემამ გამოუტანა მას განაჩენი. - ცოტნესგან ის მეორე შვილს ელოდება; თუ არის ეს ცოტნესთვის ცნობილი და საერთოდ, რა ინფორმაციას ფლობთ მათ ურთიერთობაზე? - მათი ოჯახის წევრი არა ვარ, არც ნათესავი; ადვოკატი ვარ. ცოტნესთან მის პირად ცხოვრებაზე არასდროს მისაუბრია. ქალბატონმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ კი ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით განაცხადა, რომ სოფო ჩიკვილაძე მათი რძალი არასდროს ყოფილა, უფრო მეტიც - ცოტნეს ოფიციალურად ჯვარდაწერილი მეუღლე ჰყავს, ის ქართველი არ არის და ცოტნე სწორედ მას მოიხსენიებს მეუღლედ ჩემთან საუბრისას. მასთან ცოტნეს შვილი ჰყავს. - თუმცა ჩიკვილაძესთანაც ჰყავს შვილი, 3 წლის თამარ გამსახურდია და სოფო აცხადებს, რომ მეორე შვილსაც ცოტნესგან ელოდება. - ქალბატონი მანანას თქმით, ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილან და არც ჯვარდაწერილები არიან. რაც შეეხება ბავშვს, არ ვიცი, ის ვის გვარზეა. მისი დაბადების მოწმობა არ მინახავს და ესეც გასარკვევია, რადგან ქალბატონი მანანას თქმით, მას მათი გვარი არა აქვს. რაც შეეხება მეორე ბავშვს, - არ ვიცი, ცოტნე გამსახურდიამ რაიმე იცის თუ არა ამის შესახებ. - ცოტნეს ციხეში ამ გადაცემის ნახვის საშუალება ჰქონდა? - ვერ ნახავდა: სადაც ცოტნე იმყოფება, იქ არც რადიოა და არც ტელევიზორი. - აქვე მინდა, ახალი ბრალდების შესახებაც გკითხოთ: ცოტნეს ხომ კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. რას იტყვით ამაზე? - ესეც გარკვეული მოულოდნელობა იყო, თუმცა სამართალდამცავებისგან სიურპრიზებს მიჩვეულები ვართ. უკვე ერთი წელია, სასამართლოში დევს ცოტნე გამსახურდიას ბრალდების საქმე, სადაც ჯაშუშობა და შეთქმულება ჰბრალდება; ამასთან, კიდევ ერთი ეპიზოდი - მაღლაკელიძის დაჭრა. ამდენი ხნის შემდეგ კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. 12 წლის წინანდელ დანაშაულზეა ლაპარაკი - ვინმე ირაკლი სანიკიძისთვის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენებას ედავებიან. ამ მასალებში ვერ ნახავთ ირაკლი სანიკიძის საჩივარს. არადა, ეს გახლავთ კერძო ბრალდების საქმე, რომელიც მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით უნდა აღიძრას. - საბოლოოდ, ცოტნე გამსახურდიას რამდენ ეპიზოდში ედება ბრალი? - ცოტნეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ მოსამართლეს აქვს. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს აწერია საქმე, სადაც ცოტნეს ჯაშუშობაში, შეთქმულებასა და მაღლაკელიძის დაჭრაში სდებენ ბრალს; მეორე საქმე კი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძეს აქვს - იქ დავით ბაჯელიძის დაჭრას, იარაღის უკანონო შენახვას და ვინმე სანიკიძის სხეულის მსუბუქ დაზიანებას ედავებიან. 8 თებერვალს სწორედ მეორე ბრალდების საქმის განხილვა დაიწყება. სავარაუდოდ, საქმეების გაერთიანება მოხდება. ეს პროკურორმა უნდა მოითხოვოს - კანონით, მარტო მას აქვს ამის მოთხოვნის უფლება. - დავით ბაჯელიძემ წინასწარ გამოძიებაში ცოტნე გამსახურდია დაჭრაში ამხილა? - ის ცოტნეს არ ამხელს. იმის მიუხედავად, რომ ცოტნეს რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი, მერწმუნეთ, არც ერთი ბრალდების მტკიცებულება საქმეში არ არის. იმდენად უსუსური აღმოჩნდა გამოძიება ცოტნეს მიმართ და იმდენად არა აქვთ ხელთ ობიექტური სამხილი, იძულებულები არიან, ასეთი პოლიტიკური შოუები მოაწყონ. ეს იმიტირებული სასამართლო პროცესი იყო და ნამდვილ პროცესს 8 თებერვალს მოსამართლე გახსნის. ჟურნალი ”გზა” -

newstudio და რატომ გიკვირს? იძულებით ტაშისკვრაში და მოჩვენებით კეთილდღეობაშია მიშას აშენებული ვირტუალური სახელმწიფოს მთელი ხიბლი
-
საგარეო უწყება - რუსეთის ქმედებებმა ადამიანებზე ნადირობის ფორმა მიიღო 04 / 02, 2010 10:27 საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიერ მალხაზ ახვლედიანის გატაცების თაობაზე განცხადება გაავრცელა. “2010 წლის 31 იანვარს სოფელ ნიქოზთან ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ქალაქ ჭიათურაში მცხოვრები მალხაზ ახვლედიანი, რომელსაც წაუყენეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება. ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, თუ ისინი შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს. მიუხედავად ამისა, ახვლედიანი დღემდე არ გაუთავისუფლებიათ, რაც წარმოადგენს აქამდე მიღწეული შეთანხმებების დარღვევას”,-აცხადებენ საგარეო უწყებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრძელდება რუსეთის მიერ პროვოცირებული, უკიდურესად სახიფათო ქმედებათა ჯაჭვი, რომლებმაც აშკარად გამოხატული, ადამიანებზე ნადირობის ფორმა მიიღო. “ამჯერად კრემლი უკვე თავისი მარიონეტების ხელით ახორციელებს მზაკვრულ გეგმებს, რაც მდგომარეობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის მცდელობაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და მათი მარიონეტების ქმედებათა გამო და მოითხოვს გატაცებულ საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ დაბრუნებას”,- ნათქვმია საგარეო უწყების განცხადებაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
DATA TUTASXIA ნოღაიდელი ხელისუფალი არ არის. გაიმარჯვოს არჩევნების გზით და მერე იმუსაიფოს რუსებთან
-
მეგობარი შემხვდა დღეს დაბადების დღე ჰქონიაო მზეს, წავიდეთო... ვარსკვლავები იქნებიან შევაბათო... დავკეროთ, ფლირტი გავუბათო... მოგცლია-მეთქი, მე ვუთხარი... მიდი, სხვას უამბე ეს ზღაპარი... რა თქმა უნდა რომ არ დავუჯერე... ვეუბნები: ბიჭო, გაუბერე?! წვეტიანი აზრი რო გაწვალებს ეე, აზრზე მოდი პურის ყანავ, სკოლაში მაინც არ გასწავლეს მზესთან ვარსკვლავები რომ არ ჩანან?! თითქოს ყურები ჩამოყარა, და დარდიანმა მომაყარა: ეჰ, არც შენ გჯერა, მეხუთე ხარ, ვისაც ვუყვები და ვერ ვაჯერებ, ისევ მარტო წავალ, თუ არ გინდა. მოიცა, მანქანას გავაჩერებ. ხელი აუწია, ტაქსი გააჩერა, ეუბნება კრძალვითა და დიდი რიდით: „დაბადების დღე ჰქონიაო მზეს, წამიყვან, კარგად გადაგიხდი?!” „არა ძმაო, მთვარე მაინც გეთქვა, რომ გითხრა სახტად დამირჩები, მზის სახლთან მაგარი პრობკებია, რა ვქნა, ვერაფრით ვერ გავძვრები...” ტაქსისტიც ეტყობა კარგად იყო დაქოქილი, გაზს მიაჭირა, დაგვტოვა დაბოლილი. anonimi avtori
-
17:10 / 03-02-2010 რუსეთის უშიშროება:”ჩრდილო კავკასიაში მოკლული არაბი ტერორისტი საქართველოს სპეცსამსახურებზე მუშაობდა” ამოცნობილია დაღესტნის ბოტლიხსკის რაიონში შეტაკებისას განადგურებული ერთ-ერთი ბოევიკი - ეგვიპტის მოქალაქე უკანონო შეიარაღებულ ფორმირება ”იმარათ კავკაზის” გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა და ჩრდილოეთ კავკასიაში ალ-ქაიდას ქსელის ორგანიზატორად ითვლებოდა. ამოცნობილია ასევე მეორე ბოევიკი, იბრაგიმ მაგომედოვი. საბრძოლო მოქმედებების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა საბრძოლო მასალა. ”ინტერფაქსის” ცნობით, მოჰმად მოჰამად შაბაანზე მეტსახელად სეიფ ისლამზე, ეგვიპტის ხელისუფლებას საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. როგორც სააგენტო ”იტარ-ტასს" რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განუცხადეს, დივერსიებს სეიფი ქართული სპეცსამსახურების დაკვეთით ახორციელებდა. სეიფ ისლამი თბილისის დავალებით აფეთქებდა სარკინიგზო მაგისტრალებს, ელექტროგადამცემ ხაზებს, გაზისა და ნავთობსადენებს. ”დადგინდა, რომ სეიფ ისლამი 6 იანვარს მახაჩყალაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის მთავარი ორგანიზატორია" - განაცხადეს უშიშროების სამსახურში. მათივე მონაცენებით, 1990 წლების დასაწყისში სეიფ ისლამი ავღანეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, იგი იყო სუდანში, სომალიში, ლიბანსა და საქართველოში. 1992 წელს იგი ჩეჩნეთში ჩავიდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ”ძმები მუსლიმანების” ხაზით. ჰატაბთან ერთად ორგანიზებას უწევდა ჩრდილო კავკასიაში ”ალ ქაიდას” ქსელს. ახლო კავშირები ჰქონდა ჯოჰარ დუდაევთან და მონაწილეობდა პირველი ჩეჩნური კამპანიის საბრძოლო მოქმედებებში, რომლის დასრულების შემდეგ გროზნოს საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის სახსრებითა და დაკვეთით სეიფმა ჰატაბთან ერთად გახსნა ტერორისტების მოსამზადებელი ცენტრი ”კავკაზი”. 2009 წელს სეიფ ისლამი დაღესტანში გაგზავნეს. მას დივერსიულ-ტერორისტული აქციების ორგანიზება და საქართველოს ტერიტორიიდან იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაზიდვა ევალებოდა. მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით. საბაბს ხომ არ ეძებენ ნაბოზრები?
-
DATA TUTASXIA იმ ქვეყნის "კიტებთან" თანამშრომლობა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს "მოყომარებული" , შენი აზრით, ქვეყნის ღალატი არ არის?
-
ძალიან კარგი
-
lasha1997 კიდევ ერთხელ გიმეორებ: "აღდგომა და ხვალეო" :