Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. დილის ექვსი საათია და სასტიკ პახმელიაზე ვარ ფორუმზე ხაშს არ ამზადებენ?
  2. აბა "უპავაროტნიკოთ" ჩვენი ცხოვრება ცხოვრებაა?
  3. მე არა, მაგრამ მეზობელი დადიოდა და 21 კილო დაიკლო+დღემდე ინარჩუნებს წონას
  4. newstudio სოკრატე: "ილაპარაკე რათა შენი დანახვა შევძლო"-მართლა ბრძნული გამონათქვამია
  5. lasha_alo მოისვრიან , ჩემო დიტო. მიშა იაღლიშს მარტო თავის თავს პატიობს
  6. არ დაიჯერო, ჩემო დიტო. ნოღაიდელ ნაბოზარს ეს თემა მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ჭირდება და ბასტა! სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დაშლის შემთხვევაშია შესაძლებელი
  7. ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2010 09 / 02, 2010 11:48 • მოჰყვება თუ არა “მოღალატეთა სიას” კომპრომატებიც? • საკაბელო ტელევიზიებს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რუსული “ევრონიუსისა” და სომხური არხის გათიშვა მოსთხოვა • გამოჩნდებიან თუ არა ლეიბორისტები პარლამენტში საკუთარი კანონპროექტების განხილვის დროს • ვახტანგ კაპანაძე: “მასირებული შეტევების გაძლება შესაძლებელია, თუ...” მოჰყვება თუ არა “მოღალატეთა სიას” კომპრომატებიც? “ედპ-მ მოღალატეების სია გამოაქვეყნა. ამ სიაში მოხვედრილი პირები ედპ-ს მორალურ-პატრიოტული შეხედულებებით არიან შერჩეული. სხვა მტკიცებულებები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ედპ-ს ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდა და კომენტარებსაც დაუზარებლად, მთელი სერიოზულობით აკეთებდა. სწორედ ამიტომაც ოპოზიციაში გაჩნდა მოლოდინი, რომ საარჩევნოდ ხელისუფლება ისევ “ჯაშუშების თემას” წამოსწევს წინ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ედპ და ხელისუფლება “მოღალატეების” თემით დაინტერესდნენ. “სხვათა შორის, ეს თემა ძალიან აქტუალური იყო 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ორივე არჩევნების წინ. ასევე აქტუალური იყო შარშანდელი აქციების წინ და სწორედ ამის გამო უკვე არსებობდა მოლოდინი, რომ ჯაშუშების თემა ისევ გააქტიურდებოდა. სწორედ ამიტომ ოპოზიცია ედპ-ს ამ თემატიკით დაინტერესებას ამ კონტექსტში მოისაზრებს. იმის გამო, რომ შარშანდელი აქციების შემდეგ ჯაშუშების თემატიკით ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია თორთლაძეა დაინტერესებული, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს თემა ახლაც მისი მეშვეობით გააქტიურებულიყო, მაგრამ ე.წ. მოღალატეების სია ედპ-მ გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ მოღალატეთა სიაში, სერგო ორჯანოკიძისა და ფილიპე მახარაძის გვერდით, ზურაბ ნოღაიდელის სახელიც უნდა იყოს. ედპ მოღალატეებად მიიჩნევს იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც მხარს არ უჭერენ ნატო-ში ინტეგრაციას და “ნეიტრალიტეტის საფარქვეშ რუსეთს ემსახურებიან”, - აღნიშნავს გამოცემა. “ედპ მოღალატეებს უწოდებს ასევე პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერებს - კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს, კახა კუკავას. ამ სიაში მოხვდა ვალერი კვარაცხელიაც. საგანგებო ბრიფინგის გარდა, ედპ-მ საკუთარი შეფასებები საგანგებო ბუკლეტებითაც გაავრცელა - პარტიის წევრებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე საგანგებო ბუკლეტები დაარიგეს, სადაც მათ მიერ შედგენილი მოღალატეთა სია იყო ჩამოწერილი. მოღალატეთა სიაში მოხვედრილი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. სამაგიეროდ, ედპ-ს ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა საკმაოდ დიდი ენთუზმიაზით გამოეხმაურა და ამ შეფასებებსაც იზიარებენ. როგორც უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, დროა საქართველოში კოლაბორაციონიზმს თავისი სახელი დაერქვას”, - განაგრძობს გამოცემა. “ცისკარიშვილის თქმით, საინტერესოა, რომ ედპ-ს მიერ დასახელებულმა მოღალატეებმა მოსკოვში სიარული და კრემლში ხელშეკრულებების დადება სწორედ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ დაიწყეს. ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ნოღაიდელისა და სხვა პოლიტიკოსების ნაბიჯები ცუდი პრეცედენტია იმ ქვეყნებისთვის, რომლებზეც რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მიზნით წნეხის განხორციელებას ცდილობს და ამ მხრივ საშიშროებასაც წარმოადგენენ. იგი დარწმუნებულია, რომ ზურაბ ნოღაიდელი და მისი თანამოაზრე პოლიტიკოსები კარგად ხვდებიან, რომ მოსკოვში მათ ვიზიტებს საქართველოსთვის კარგი შედეგი არ მოჰყვება. “მოღალატეების” შეფასებას ეთანხმება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილიც. უმრავლესობის ამ კომენტარების გამო კი ოპოზიციას ედპ-ს და ხელისუფლების კავშირის ეჭვები უფრო მეტად გაუძლიერდა”, - წერს სტატიის ავტორი. “დღეს ექსპრემიერი პუტინის პარტია “ედინაია როსიასთან” ოფიციალურ შეთანხმებას გააფორმებს. პუტინის პარტიის სახელით ხელშეკრულებას ხელს ბორის გრიზლოვი მოაწერს, ნოღაიდელის პარტიის სახელით კი, რა თქმა უნდა, ნოღაიდელი. “ედინაია როსიისა” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” შორის ამ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კომენტარი გაკეთდა. ამის მიუხედავად, ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში ვერ გაიგეს, რა საჭიროა ამ შეთანხმების გაფორმება. ამ შეთანხმებით ნოღაიდელის პარტიამ შესაძლოა მართლა იხეიროს. ხეირს ნაციონალებიც ნახავენ. სალაპარაკოგამოლეულ ნაციონალებს ნოღაიდელმა სალაპარაკო თემა ნამდვილად მისცა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით რა დოკუმენტები მისცა პუტინმა ნოღაიდელს / ყოფილი პრემიერი ედპ-მ მოღალატედ გამოაცხადა. “ნაციონალებისთვის მიუღებელი ოპოზიცია ბოლო დროს რუსეთისკენ ძალიან ცუდად იქაჩება. წინა კვირას რამდენიმე ლიდერი გამოვიდა და განაცხადა, რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დავიწყოო. იმდენად ხშირად გააჟღერეს თავიანთი რუსული ვნებანი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც კი გადარიეს. მოკრძალებული შეფასებების მოყვარულმა სააკაშვილმა ასეთ პოლიტიკოსებს სულ “ჩმორები” უძახა. ზურაბ ნოღაიდელს წინ ძალიან სერიოზული უსიამოვნება ელის. ხელისუფლება რომ აკრიტიკებს, ეს მის იმიჯზე დადებითად მოქმედებს. მისი რუსული ვოიაჟებით არც მოსახლეობაა ძალიან კმაყოფილი. გუშინ კი ის საქართველოს მოღალატედ გამოაცხადეს. ედპ-ს ახალგაზრდულმა ფრთამ გუშინ საქართველოს მოღალატეების სია გამოქვეყნა”, - აღნიშნავს გამოცემა. “მოღალატეთა 4-კაციან სიას სათავეში სერგო ორჯანიკიძე და ფილიპე მახარაძე უდგანან. მესამე ადგილზე იმყოფება უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე. მეოთხე ადგილი კი ყოფილმა პრემიერმა დაიკავა. მართალია, სიაში ოფიციალურად არ შეუტანიათ მათი გვარები, მაგრამ მოღალატის იარლიყი ზვიად ძიძიგურს, კახა კუკავასა და კობა დავითაშვილს ერგოთ. ნოღაიდელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიძლება ბევრი სიურპრიზი დახვდეს. როგორ უმბობენ, ხელისუფლება მის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებს. არც იმას გამორიცხავენ, რომ ექსპრემიერი გისოსებს მიღმა გაუშვან”, - წერს სტატიის ავტორი. “ნოღაიდელი აცხადებს, რომ მისი დაჭერა არც ისე ადვილი იქნება. თავის დროზე იგივეს ამტკიცებდა ირაკლი ოქრუაშვილი. მისი დაპატიმრება ლამის რევოლუციის საბაბი გახდა. ნოღაიდელის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ იქნება. “ოქროსგან” განსხვავებით, ყოფილ პრემიერს ფანები არ ჰყავს. ამდენად, ხელისუფლებას გამოსვლების შიში არ აკავებს. აქ რაღაც სხვა ამბავია და ეს ამბავი, როგორც ამბობენ, პუტინს უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, პუტინმა მას რაღაც საიდუმლო დოკუმენტი მიაწოდა და სავარაუდოდ, ამის გამო ვერავინ უბედავს ბუზის აფრენას. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ნოღაიდელი ჩინოსნებს ხელების მომტვრევით ემუქრება, ხელისუფლებაც რატომღაც მორჩილად ითმენს ამ ყველაფერს. აქ ორი ამბავია - ან მართლა რაღაც იცის ნოღაიდელმა, ანდა ხელისუფლება ელოდება საჭირო დროს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. საკაბელო ტელევიზიებს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რუსული “ევრონიუსისა” და სომხური არხის გათიშვა მოსთხოვა “კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საკაბელო კომპანიებს რუსულენოვანი და სომხური არხების ამოღების რეკომენდაციით მიმართავს. საუბარი რუსულენოვან “ევრონიუსზე”, რამდენიმე რუსულ მუსიკალურ არხზე და ერთ-ერთი სომხურ ტელევიზიაზეა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსული “ევრონიუსისა” და სომხური არხის გათიშვას მოითხოვენ / კომუნიკაციების კომისია საკაბელოებს “თამაშის ახალ წესებს” სთავაზობს. “კაბელური ტელექსელების კავშირის 50-მდე წევრს კომისია “მეგობრულ” რჩევას აძლევს და ამ არხების ამოღების მოთხოვნით მიმართავს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად აღნიშნულ კავშირს პრობლემები აქვს არალიცენზირებული არხების ჩვენებასთან დაკავშირებით, გამოსასწორებლად ორ კვირას აძლევს - კონტექსტი ისეთია, რომ ამ პირობის შესრულების სანაცვლოდ, ირიბად, საკაბელოებს გარკვეული არხების ულიცენზიო ჩვენებაზე თვალის დახუჭვას ჰპირდებიან. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი რატიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ეს თავად კაბელური ტელექსელის წარმომადგენლებს არ უნდა აძლევდეთ ხელს, ვინაიდან კომისიას შეუძლია თვალი არ დახუჭოს მათ მიერ უცხოურენოვანი არხების ულიცენზიოდ ჩვენებაზე და ეს საბოლოო ჯამში თავად საკაბელო არხებს დააზარალებს”, - აღნიშნავს გამოცემა. “სხდომაზე საკითხი ასევე შეეხო ქართული ნაციონალური არხების რეტლანსლირებისთვის, საკაბელო ტელექსელების კავშირის მიერ, ყოველთვიურად მათგან მოთხოვნილ გადასახადს 1000 დოლარის ოდენობით. რატიშვილი დაინტერესდა, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ კავშირის წევრებმა. სხდომაზე საუბარი იყო იმაზე, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში განსაზღვრული არხების რეტლანსლირებაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თვალს დახუჭავს. მაგალითად, არ გაითიშება “ენ-ტე-ვე პლუს ფეხბურთი”, ენ-ტე-ვე - კინოჰიტი” და “ენ-ტე-ვე - პრემიერა”. ამასთან კომისია ურჩევს საკაბელო ოპერატორებს, ჩართონ თავიანთ ჩამონათვალში ისეთი არხები, რომლებითაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ტელეარხების ჩანაცვლება მოხდება. რატიშვილმა განაცხადა, რომ თუკი საკაბელო ქსელი ოპერატორები დაარღვევენ ამ პირობას, “თამაში სხვანაირად დაიწყება”, - დასძენს გამოცემა. “შეხვედრაზე რატიშვილმა რეკომენდაციის სახით რამდენიმე არასასურველ არხზეც გააკეთა მინიშნება. მათ შორის რუსულ “ევრონიუსსა” და სომხურ საინფორმაციო არხზე, თუმცა ამ უკანასკნელის სახელწოდება არ დაუკონკრეტებია. “მუსიკალური არხები, რომელზეც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეა გამოყოფილი და სადაც ეს-ემ-ესებით მიდის მათი ქება-დიდება, არაა სასურველი, რომ გადიოდეს. ასევე, “ევრონიუსის” რუსული და ორიგინალურ ენაზე გაშვებული ნიუსები არის განსხვავებული, რადგან რუსული ვერსია მოსკოვურ სტუდიაში მზადდება. დიდ სირთულეს არ წარმოადგენს მისი ჩანაცვლება თუნდაც ფრანგულენოვანი “ევრონიუსით” - აღნიშნა რატიშვილმა. მისი თქმით, განსაზღვრული თამაშის წესები იქნება ყველასთვის, რაც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. კომუნიკაციების კომისია 2-კვირიან ვადას აძლევს საკაბელო ოპერატორებს, რათა ამ პერიოდში მათ შეძლონ ხელშეკრულებების მოწესრიგება”, - წერს სტატიის ავტორი. გამოჩნდებიან თუ არა ლეიბორისტები პარლამენტში საკუთარი კანონპროექტების განხილვის დროს “ლეიბორისტებმა პარლამენტს საკუთარი კანონპროექტები წარუდგინეს. სამი კანონპროექტი, რომლებიც ერთ პაკეტადაა, გუშინ ბიუროზე მსჯელობის საგანი გახდა. ამ სამი კანონპროექტის ინიციატორები არიან: შალვა ნათელაშვილი, იოსებ შატბერაშვილი, კახა ძაგანია და გიორგი გუგავა. ოთხივე მათგანი პარლამენტის წევრია, თუმცა ისინი პარლამენტის სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ლეიბორისტები შესაძლოა პარლამენტში გამოჩნდნენ. “ლეიბორისტების მიერ მომზადებულ პაკეტთან დაკავშირებით გუშინ ბიუროზე განმარტება გააკეთა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა. მისი თქმით, ეს კანონპროექტები სამი დამოუკიდებელი კანონპროექტია და ისინი ერთ პაკეტში არ უნდა იხილებოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა, რომ სამივე კანონპროექტი ცალ-ცალკე ინიციატივებად განიხილონ. არანაირი ხელის შეშლა არ მოხდება და კანონპროექტების განხილვა დაიწყება - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. აქამდე ლეიბორისტები არც ერთ სხდომას არ დასწრებიან. ამიტომ ზოგიერთს აინტერესებს, საკუთარი კანონპროექტების განხილვას დაესწრებიან თუ არა ისინი. ვინ წარადგენს სამ კანონპროექტს კომიტეტის ან საპარლამენტო სხდომაზე, ეს ჯერ გარკვეული არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა. “რაც შეეხება კანონპროექტებს, ისინი სხვადასხვა საკითხს შეეხება. ერთი კანონპროექტი შეეხება “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებს, მეორე - “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებებსა და დამატებებს, მესამე კი - “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებსა და დამატებებს. ლეიბორისტების მიერ მომზადებული “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები პენსიის დანიშვნის საკითხებს შეეხება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, პენსიის დანიშვნის საფუძვლად განიხილება საპენსიო ასაკის - 60 წლის მიღწევა 65-ის ნაცვლად (ქალებისთვის - 55 წლის მიღწევა 60-ის ნაცვლად). ამასთან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, პენსიის ოდენობა განისაზღვრება კანონით დადგენილი პენსიის მინიმალური ოდენობისა და ნამსახურობის თითო წელზე თითო ლარის დანამატის ჯამით”, - დასძენს გამოცემა. “ლეიბორისტების მიერ მომზადებული კანონოპროექტი თუ გავიდა, მაშინ ქალების საპენსიო ასაკი 55 წლით განისაზღვრება, ხოლო მამაკაცების - 60 წლით. სანამ ლეიბორისტების მიერ მომზადებული კანონპროექტი კანონად იქცევა, ამისთვის განსაზღვრული პროცედურების გავლაა საჭირო. საკითხი განსახილველად შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე უნდა გავიდეს, შემდეგ - პარლამენტის სხდომაზე. კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საპარლამენტო უმრავლესობა დაუჭერს მხარს. მართალია, ლეიბორისტების კანონპროექტების განხილვა საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე არ მოხდება, მაგრამ სესიის გახსნას ლეიბორისტები კანონპროექტებით შეიარაღებული” დახვდებიან”, - წერს სტატიის ავტორი. ვახტანგ კაპანაძე: “მასირებული შეტევების გაძლება შესაძლებელია, თუ...” “მიუხედავად იმისა, რომ მცხეთისა და საგარეჯოს რაიონებში საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა, დანაღმული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხე დიდია. თავის დროზე, მცხეთასთან, ჯვრის მონასტრის ქვევით, და საგარეჯოში რუსმა სამხედროებმა თავიანთი სამხედრო ნაწილების პერიმეტრები დანაღმეს, მაგრამ საქართველოდან წასვლის შემდეგ ნაღმური ველების რუკები არ გადმოუციათ. მას შემდეგ ამ ადგილებში ათზე მეტი კაცი აფეთქდა”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (5 - 18 თებერვალი, #3) რედაქტორის სვეტში. “გასულ კვირას იაპონიის მთავრობამ თითქმის 700 ათასი დოლარი გამოყო ზემოხსენებულ ადგილებში ჰუმანიტარული განნაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად, რომელიც ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. სამწუხაროდ, შიდა ქართლის ქართულ სოფლებში უკვე განაღმულ ტერიტორიებზე კვლავ პოულობენ ნაღმებს, რაც მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს. იმედია, მცხეთისა და საგარეჯოს რაიონებში განნაღმვითი სამუშაოები ამჯერად უფრო ხარისხიანად ჩატარდება”, - აღნიშნავს გამოცემა. “ნუ უგულებელყოფ მტრებს; ისინი პირველები ამჩნევენ თქვენს შეცდომებს”. ამ გამონათქვამის მნიშვნელობა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს რეალობისთვის, რადგან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში არა პირობითი, არამედ რეალური მოწინააღმდეგის ძალები არიან შემოჭრილი და დღესაც აპირებს აგრესიის გაგრძელებას. თანაც, საომარი მოქმედებები შესაძლებელია იყოს როგორც სრულმასშტაბიანი, ასევე შეზღუდული... ყველაზე მოწყვლადი საოპერაციო მიმართულების ღერძი განედური გადაჭიმულობისაა და ზღვიდან იწყება. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიმართულებიდან განაგრძობს ჩვენი მოწინააღმდეგე აგრესიას, ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვაო დესანტების გადმოსხმის ალბათობა უმაღლეს ნიშნულზეა“, - წერს ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე “არსენალში” გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ბრძოლა საზღვაო დესანტებთან. “თუ რად შეიძლება დაუჯდეს შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის საბრძოლო მოქმედებებისთვის მოუმზადებლობა, 1993 წლის ივლისში ტამიშის აფხაზთა საზღვაო დესანტის რეიდმა ცხადყო. შეცდომებმა და მოუმზადებლობამ გამოიწვია ქართველი ჯარისკაცების ძალიან დიდი მსხვერპლი, მორალური ზემოქმედება და ძალების წინა ხაზიდან გადმოსროლა, რამაც დაღი დაასვა კონფლიქტის მსვლელობასა და მის შედეგს... აფხაზებმა 2 ივლისის დილის 5:00 სთ-ზე ოჩამჩირის რაიონში, დაბა ტამიშთან საზღვაო დესანტი, 600 კაცი, ძირითადად, რუსი სამხედროები გადმოსხეს. რუსული წყაროების ინფორმაციით, დესანტში ოსურ-ყაბარდოული და დნესტრისპირეთის ბატალიონის მებრძოლებიც შედიოდნენ, რომლებიც სხვა მოხალისეებთან შედარებით პროფესიონალიზმითა და მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. საზოგადოდ, საზღვაო დესანტი ყველაზე მოწყვლადი ზღვაზე გადასვლისა და ნაპირზე გადმოსხმის დროს არის. ქართულმა სანაპირო დაცვის ქვედანაყოფებმა რადარების საშუალებით დააფიქსირეს ბარჟებით დესანტის გადაადგილება, მაგრამ სანამ ხელმძღვანელობასთან და ერთმანეთში არკვევდნენ, ვისი მცურავი საშუალებები ჩანდა ლოკატორებზე, აფხაზებმა ისარგებლეს და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდნენ... პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდნენ ოჩამჩირეში მოქმედი სეპარატისტთა საბრძოლო რაზმებიც. მოუმზადებელმა ქართულმა მხარემ ბრძოლის პირველ საათებში დაახლოებით 300 კაცზე მეტი დაკარგა. მოწინააღმდეგემ ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის გაკონტროლება დაიწყო, რითაც უახლოესი ამოცანა შეასრულა”, - აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე. “ქართულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ პრიორიტეტულ ამოცანად შემოჭრილი დესანტის განადგურება დასახა, დაიწყო ძალების მობილიზება და ყურადღება გადაიტანა სოხუმის მიმართულებიდან... ორ ცეცხლს შორის მოქცეული, დესანტის გადარჩენილი ნაწილი დაიქსაქსა და მცირე ჯგუფებით ტყვარჩელისკენ მოახერხა “გაჟონვა”. საინტერესოა ერთი დეტალიც: 1999 წელს შამილ ბასაევის შესახებ გამოცემული წიგნის ავტორი ევგენი კრუტნიკოვი იხსენებს, რომ გუდაუთაში დესანტის გადარჩენილმა ერთ-ერთმა მეთაურმა, ოსმა ვალერი ხუბულოვმა, რომელმაც პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაკარგა, პირველ რიგში მოძებნა ის ოფიცრები და პოლიტიკოსები, რომლებმაც დესანტისთვის დამხმარე ძალების გაგზავნაზე უარი თქვეს. მან უსიტყვოდ გაარტყა ავტომატის კონდახი ყბაში აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ჯარების სარდალს, მერე თავზე დაადგა და ყველას გასაგონად რუსულად სულ დედის სული უტრიალა. მიწაზე გაშხლართულ სარდალს წინააღმდეგობის გაწევა და თავის მართლება არ უცდია, მიუხედავად კავკასიელი კაცისთვის ყველაზე სასტიკი დამცირებისა. ეს კაცი შამილ ბასაევი იყო! თავად ხუბულოვი მოგვიანებით გამოასალმეს სიცოცხლეს - მას თავს დაესხნენ 1998 წლის 31 მაისს და ვლადიკავკაზის ბაზრის ახლოს ჩაცხრილეს. შესაძლოა, მას ბასაევის შეურაცხყოფა არ აპატიეს... სანამ ქართველები დესანტს ებრძოდნენ, აფხაზებმა 14 ივლისს შრომა-კამანის მიმართულებით ყველა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს. სოხუმზე შეტევისთვის სეპარატისტებმა შესანიშნავი პლაცდარმი შექმნეს”, - განმარტავს ბრიგადის გენერალი და დასძენს: “რამდენიმე სიტყვა არსებულ საფრთხეზე. დავესესხები გერმანელ გენერალ ფონ მელენტინს: “უმცროსი მეთაურების უუნარობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად, ყოველთვის აიძულებდა რუსებს, წარემართათ მასირებული შეტევები მჭიდრო საბრძოლო წყობით. რიცხობრივი უპირატესობის წყალობით მათ შეძლეს არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. თუმცა, როგორც გამოცდილება ცხადყოფს, მასირებული შეტევების გაძლება შესაძლებელია, თუკი დამცველები კარგად არიან მომზადებული, აქვთ საკმარისი შეიარაღება და მოქმედებენ უნარიანი მეთაურების ხელმძღვანელობით”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124784.html
  8. ცდები, ჩემო მიშა, ბოლო ჟამს იბერია გაბრწყინდება და თუ ვინმე რამეს დაგვიშავებს ყველას დედიკო და მამიკო ეტირება
  9. მოვა დრო და იბერია გაბრწყინდება
  10. სისხლის კომპლექსური ანალიზი-47 ლარი გულის კარდიოგრამა და ექოსკოპიური გამოკვლევა -50 ლარი ექიმის კონსულტაცია-30 ლარი პრინციპში ნორმალურია
  11. არა, უბრალოდ მსუბუქად ვიღრძე ფეხი
  12. lasha1997 ჯერჯერობით ჩუმად არიან shamili ღადაობ ალბათ shamili კარგი რა... რა მხილება უნდოდა ნოღაიდელ ნაბოზარს და არანაკლებ დედა ##### ძიძიგურს და კუკავას
  13. lasha1997 "ოპოზიციაშია", მაგრამ მჭიდროდ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან
  14. სააკაშვილი - მთავარ საკითხებზე ეროვნული ერთიანობის დარღვევა დემოკრატიისთვის მომაკვდინებელია 08 / 02, 2010 19:46 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ბედი საქართველომ არასოდეს უნდა გაიზიაროს. როგორც პრეზიდენტმა დღეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, უკრაინის სამწუხარო მაგალითი არის ის, რომ კომპრომისები რეფორმებზე და ეროვნული ერთიანობის დარღვევა მთავარ საკითხებზე, ნებისმიერი დემოკრატიისთვის მომაკვდინებელია. ~ეს არის ჩვენთვის აცრა იმაზე, რომ ეს არასოდეს დაგვემართოს~, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ტურისტულ პროექტებზეც ისაუბრა და ასევე პარლამენტის გარდაცვლილი დეპუტატი ვანო ხუხუნაიშვილი გაიხსენა. მისი თქმით, იგი ვანო ხუხუნაიშვილთან მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა. მან ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როცა ვანო ხუხუნაიშვილი რადიკალურ ოპოზიციაში იყო. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ზოგჯერ მას მსგავსი ოპოზიცია ენატრება. მისი თქმით, ხუხუნაიშვილმა არც ერთი უცხო ენა არ იცოდა, გარდა რუსულისა, მაგრამ მაინც ყველასთან ახერხებდა საერთო ენის გამონახვას. ~იგი მიიჩნევდა, რომ საქართველოს გაძლიერება და კეთილდღეობა იყო მისი გამარჯვება. ნამდვილად არ ფიქრობდა, როგორც დღეს ბევრს მიაჩნია, რომ პარტიზანივით მოქმედება, ყველაფრის გადაწვა, მოსპობა და მთავრობის დაზიანება გაამთლიანებდა და გააძლიერებდა ქვეყანას~, - განაცხადა პრეზიდენტმა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  15. მიხეილ სააკაშვილი - რევოლუცია მხოლოდ დროშების ქნევა არ არის 08 / 02, 2010 19:10 რევოლუცია არა მხოლოდ დროშების ქნევა და ქუჩაში გამოსვლაა, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, რევოლუცია არის მტკივნეული და რადიკალური რეფორმები, ეროვნული ერთიანობა და კონსენსუსი მთავარი საკითხების გარშემო. ~ის, რომ საქართველო და უკრაინა - ძალიან ახლობელი და ბეგობრული ქვეყნები სხვადასხვა გზით წავიდნენ, არ მინდა ცალკე აღებულ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას დავაბრალო, რადგან ეს არ იყო ცაკლე აღებული არავის ბრალი. ეს გამოიწვია იმან, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვერ მოახერხეს კონსენსუსის მოპოვება მთავარ საკითხებზე და მთელი ეს ბრძოლა მუდმივად ურთიერთდაპირისპირებაზე, ქიშპობასა და ერთამანეთის ჩაძირვაზე დაიხარჯა~, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, სწორედ ამის “გამოწერა” უნდათ საქართველოსთვის ზოგიერთ რადიკალურ ოპონენეტებს საქართველოს შიგნით და მათთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოს გარეთ. ~სად უკრაინის საწყისი პოზიცია და სად ჩენი პოზიციები, როცა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; სად მათი გეოგრაფია და სად ჩვენი~, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
×
×
  • შექმენი...