Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. T_A_T თვლის დროს მამაო ჩვენოს ხომ არ კითხულობდი კრიალოსანის პონტში? :mad:
  2. lasha1997 უნდა ვემზადოთ 2013 წლისთვის . არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის საფუძველზეც მიშა კვლავ მოგვევლინება, ოღონდ პრემიერ-მინისტრის რანგში...ან რუსული ვარიანტის გათამაშება
  3. lasha1997 მაშინ უბრალოდ ძAლიან გაგვიმართლა, ჩემო დიტო. ასე რომ, ხავერდოვან რევოლუციაზე არც იოცნება
  4. ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2010 08 / 02, 2010 11:38 • თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ” • ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის” • ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში” თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ” “შევარდნაძე, სანამ ცოცხალია, არ დაუშვებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამოძიებულ იქნას. შევარდნაძის ნამუსზე არის ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და მიხეილ სააკაშვილზე არის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. ეს ორი კაცი - მოსწავლე და მასწავლებელი არიან მკვლელები. ერთმა ჟვანია მოკლა და მეორემ ნახევარი საქართველო გაწყვიტა. თქვენ არ იცით, როგორ ყვიროდა, მე რომ დამიჭირეს და ცოცხალი ჩამომიყვანეს, რატომ მოგყავთ ცოცხალიო? თქვენ მასწავლით, შევარდნაძე რა არის? ეგ არის მსოფლიოში აღიარებული მკვლელი”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ კიტოვანი: ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ მათ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”. “შოთა კვირაია ერთადერთი კაცია ცოცხალთაგან, ვინც მოწმე და უშუალო მონაწილეა ზვიად გამსახურდისა მკვლელობისა. შოთა კვირაიას ჩემთან წამოსცდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. სიმთვრალეში წამოსცდა. მაგან მითხრა ყველაფერი. აბა, მე რა დამესიზმრებოდა, როგორ მოხდა ზვიადის მკვლელობა? ინფორმაციის წყარო ბევრია და დოკუმენტური მასალებიც ბევრია. შოთა კვირაია იყო ერთ-ერთი შემსრულებელი მკვლელ გულუასთან ერთად. რატომ არ აქცევთ ყურადღებას გუგუშვილის სიტყვებს? მან რამდენჯერმე თქვა, ბიჭებს დასაძინებელი წამალი დავალევინე იმიტომ, რომ დაღლილი იყვნენ და მშვიდად დაეძინათო. ფაქტობრივად, ის ამით აღიარებს ამ საქმეში თანამონაწილეობას. რა დროს დასაძინებელი წამალი იყო, მან ხომ კარგად იცოდა, რომ მდევარი მოსდევდათ. დაეძინათ ბიჭებს, შემოვიდა მკვლელი ფანჯრიდან, ორი ტყვია ესროლა ზვიად გამსახურდიას. დიახ, გამსახურდიას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ კიტოვანი. “ამას მე დაბეჯითებით ვამბობ. ჯერ ქვემოდან არის ნასროლი, ტყვია ტვინშია გასული და მოხვედრილი აქვს ლოგინის საბჯენს. მეორე ზემოდან, თავის ქალიდან აქვს მოხვედრილი და გამოსულია ყურში. მე მაინტერესებს, მანანა არჩვაძემ რატომ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე მაშინ, როცა გროზნოში წაასვენა თავისი ქმარი? ჯოხარ დუდაევი უარს ეტყოდა? არ არის დანაშაული ეს? წლების მერე, როცა უკვე რბილი ქსოვილი აღარ არსებობდა, ჩაიტანეს ნეშტი სადღაც როსტოვში და იქ გაასინჯეს ექსპერტებს... ეს გაკეთებული არის მაყუჩიანი “სტეჩკინით”. ამ ყველაფრის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ფეხებზე დაიდო იარაღი? ეს ხომ აბსურდია. ყველაფერ ამას დასჭირდა მაქსიმუმ 40 წამი, არც კი - მკვლელმა ესროლა, დაადო მუცელზე იარაღი და წავიდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “გამყიდველია ის, ვინც დაცვის ბიჭები დააძინა და მკვლელს ფანჯარა გაუღო. შესაძლოა ფანჯრიდან კი არა, კარიდან შევიდა მკვლელი - სულაც კარი გაუღეს მას. შეიძლება გუგუშვილმა გააღო. თუკი გუგუშვილმა მისცა ბიჭებს დასაძინებელი წამალი, რატომ არ შეიძლებოდა, მას გაეღო კარი? რად უნდოდათ დასაძინებელი წამალი, თუკი დაღლილი იყვნენ და ეძინებოდათ! ან საიდან ჰქონდა ძილის წამალი, აფთიაქში შეიარა და იყიდა? მე მაქვს ის ინფორმაცია, რასაც ვამბობ. სხვა ინფორმაცია რომ მქონდეს, სხვა რამეს ვიტყოდი. მცველებში მკვლელი არ არის. მკვლელი, რომელსაც ფული ჰქონდა აღებული, შევიდა, ისროლა და წავიდა. თუ მცველთაგან ერთ-ერთმა გაუღო მას კარი ან ფანჯარა, ვინც ეს გააკეთა, ისიც მკვლელია!” - დასძენს თენგიზ კიტოვანი. “ყველაფრის თქმა საჭირო არ არის. კონსტანტინე გამსახურდიაც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შევიკავოთ. შევარდნაძეა პირველი მკვლელი. შევარდნაძემ მოკლა ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, შევარდნაძემ მოკლა ზურაბ პატარიძე - მას ავარია მოუწყვეს. მეც მომიწყვეს ავარია. ჩემს მოკვლასაც აპირებდა და შემთხვევით გადავრჩი. ავსტრიაში რომ ვიყავი, იქ გამომიგზავნა მკვლელები! შევარდნაძე რაც არის, ყველამ იცის. სირცხვილი იმ მეგრელებს, ვინც გაყიდა ზვიად გამსახურდია”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი და შეკითხვას - “ვის გულისხმობთ ამ მეგრელებში?” - პასუხობს: “გულუაც და კვირაიაც მეგრელები არ არიან? მათ ჰქონდათ დავალებული სამეგრელოს მოსახლეობის მოსყიდვა, რათა მათ მიეწოდებინათ ინფორმაცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ. სწორედ სამეგრელოში, გულუას ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახლში მოხდა შეკრება, სადაც გაცხადდა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ და იქ შეკრებილი მებრძოლები დაეთანხმნენ ამას. სირცხვილი მათ, ვინც ფული აიღო ამაში და იუდასავით გაყიდა ზვიად გამსახურდია!” ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის” “ამ სამი დღის განმავლობაში აქ იმყოფება თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქვეყნების ხელმძღვანელ პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ კონფერენციაზე დასწრებას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე მქონდა შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის სენატორებთან. გარდა ამისა, შევხვდი ეუთო-ს გენერალურ მდივანს. ყველა ამ შეხვედრის ძირითადი თემა არის ეროვნული უსაფრთხოება და ვითარება ავღანეთში, რადგან ამ კონფერენციაზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ ავღანეთში არსებულ ვითარებას”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საერთაშორისო უსაფრთხოება და საქართველოს არჩევნები / ირაკლი ალასანია: “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის”. “მაგრამ როცა განვიხილავთ ევროპის უსაფრთხოებას, გვერდს ვერ ავუვლით საქართველოში არსებულ კონფლიქტურ ვითარებას და აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები უნდა იყოს ერთსულოვანი. აქ ყველა - მეც და საგარეო უწყების ხელმძღვანელიც წარმოვადგენთ საქართველოს და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე არსებული უთანხმოებისგან განსხვავებით, აქ ყველამ ერთი პოზიცია უნდა წარვადგინოთ - ეს არის ქართული პოზიცია!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია. “მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე დიდი ინტერსია, თუ როგორ ემზადება საქართველო არჩევნებისთვის. ყველა პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც აქ არის და ჩემთან მართავს შეხვედრას, აღნიშნავს, რომ აუცილებელია შესრულდეს დანაპირები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ არჩევნებზე მათ ეყოლებათ დამკვირვებლები და მათი მხრიდან პირდაპირ არის გამოხატული განწყობა, რომ არჩევნების არასწორად გამართვის შემთხვევაში ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ეცდებიან პროცესები დააბრუნონ ისევ კონსტიტუციურ და სამართლიან ჩარჩოებში. ეს არის მათი პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენ მიერ არაერთხელ გამოხატულ პოზიციას, რომ ეს არის შანსი მთელი საქართველოსთვის, მათ შორის, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც და ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი. “არჩევნები არის პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, შედგა თუ არა საქართველო და შეუძლია თუ არა ქვეყანას, გახდეს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ეს განსაზღვრავს ჩვენდამი დასავლეთისა და ევროპული უსაფრთხოების დამოკიდებულებას. დღეს საქართველოში დემოკრატია და უსაფრთხოება პირდაპირ არის გადაბმული ერთმანეთთან. ეს არის საუკეთესო თავდაცვაც და ეს არის საუკეთესო მიდგომა ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ სახლში ჩვენი ინტეგრაციისადმი. დღეს არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია. ეს ყველას მხრიდან აღინიშნა, მაგრამ ეს არის პროცესი. აქ ყველანი გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ დემოკრატიულ პროცესებს”, - დასძენს ირაკლი ალასანია. “ეს არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტული არჩევნების ნაწილი. ადგილობრივი არჩევნები იქნება პირველი ყველაზე სერიოზული გამოცდა ბოლო პოლიტიკური კრიზისის შემდეგ საქართველოში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში სამ თვეში იქნება სრულყოფილი დემორატია და ამის ილუზია არც ჩვენ გვაქვს. ჩვენ, უბრალოდ, სწორი გზით უნდა დავიწყოთ სიარული და სწორი გზა არის ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიმართ ნდობა ექნება საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს. ვიმეორებ, ეს არის განმსაზღვრელი საქართველოსთვის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად - როგორც არის უსაფრთხოება და ევროპული ინტეგრაცია, ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელება ჩვენს პარტნიორებთან”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - “ობამას მრჩეველთან რაზე ისაუბრეთ... რამდენად კრიტიკულია მისი შეფასებები საქართველოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით?” - პასუხობს: “ბატონი ჯონსის მტკიცე პოზიცია იყო ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უსაფრთხოებას, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების ხარჯზე არ მოხდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში რამე ცვლილება. პირიქით, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად... აქ არ არის საუბარი კრიტიკაზე. აქ არის საუბარი საქართველოში არსებული ვითარების შეფასებაზე და ამ მხრივ, საქართველოში აშკარად არის დემოკრატიის დეფიციტი. ყველა ღონეს ხმარობს აშშ, ფინანსურს თუ ინსტიტუციურს, ეს დეფიციტი შეავსოს. ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ არა ამის ეფექტურად გამოყენებას. აქ არის საუბარი სწორედ პოლიტიკურ ნებაზე ხელისუფლების მხრიდან”. ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში” “ვინ სად გადავიდა ან გადმოვიდა, ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მხოლოდ მერაბიშვილისა და სააკაშვილის სიზმრებია. “დაიცავი საქართველო” ვერ მუშაობს, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური ტერორი გამოგვიცხადა. ძალიან გართულდა პროექტების დაფინანსება. “დაიცავი საქართველო” არსებობს და მასში დიდი ვნებათაღელვაა იმის გამო, რაც ოპოზიციაში ხდება”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზოგ ოპოზიციონერს სააკაშვილზე მეტად სხვა ოპოზიციონერი ეზიზღება” / “უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ”. “თვეების წინ ხალხის დიდ სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობდი, დღეს ასე აღარ არის და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ყველაფერი რომ ლოგიკურად დასრულებულიყო და იურიდიულად გავმხდარიყავი საქართველოს პრეზიდენტი, სიყვარული და ნდობა უწინდელივით მექნებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ვერ მოვაწერე ხელი სისხლის ღვრასა და სამოქალაქო ომს. საქართველოს მტრების წისქვილზე წყალი არ დავასხი. თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას არ განვაგრძობ. თუ კიდევ ფორსმაჟორში აღმოვჩნდით, თუ ისევ ომი ან მსგავსი დიდი პროვოკაცია მოხდა, ადგილობრივი არჩევნები ყველას დაავიწყდება და დაირაზმება, რომ ეს ხელისუფლება როგორმე მმართველობას ჩამოაშოროს. თუ ასეთი ფორსმაჟორი არ მოხდა, მაშინ რეჟიმის შეცვლის გზად ადგილობრივი არჩევნები მიმაჩნია. ადგილობრივი არჩევნები უნდა გახდეს სანთებელა დიდი კოცონის დასანთებად, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან გაჩეჩილაძე. “თავისუფალი საარჩევნო გარემოსთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ცხადზე უცხადესად ვხედავ, რომ იმ ოპოზიციას, რომელიც ქუჩაშია, სააკაშვილი მერის სკამს არ გამოუწერს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაიჩაგრება და სწორედ ეს საბაბი უნდა გამოვიყენოთ, რომ რეჟიმს რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო. თუ სააკაშვილს ჰქონდა იმის იურიდიული უფლება, არჩევნების გამო რევოლუცია მოეხდინა, ხალხსა და ოპოზიციასაც აქვთ. გულწრფელად გეტყვით, ოპოზიციაში დღეს კრიზისია, ბევრი სხვადასხვანაირი ხედვაა. ყველა ოპოზიციური ლიდერი იმას ფიქრობს, რომ სწორედ მისი არჩეული გზაა ქვეყნის გადარჩენის საშუალება. დამოუკიდებელი აზროვნება ერთიანობას გამორიცხავს. ერთიანობა თუ არ იქნა, გამორიცხულია, საპროტესტო ტალღა ისევ მძლავრად აგორდეს და ხალხს გამარჯვების რწმენა ჩაესახოს. ჩემთვის მთავარი სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაა და არა მერობა, პრეზიდენტობა ან პარლამენტის თავმჯდომარეობა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ღმერთმა ქნას, ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას მივაღწიო. ამჟამად იმ ალიანსებთან ვმუშაობ, რომლებიც არჩევნებს უჭერენ მხარს. ხალხს რევოლუციის მოხდენის უფლება 5 იანვარსაც ჰქონდა, 20 იანვარსაც და 26 მაისსაც. ღვთის წინაშე მართალი ის ხალხია, რომელიც ყველა გზას მოსინჯავს. საზოგადოებასა და ოპოზიციას უნდა გაევლო მშვიდობიანი მანიფესტაციების, პერმანენტული აქციებისა და საკნების, ეკლესიისა და პატრიარქის გზაც იმისთვის, რომ სისხლის ღვრა აეცილებინა თავიდან. ოპოზიცია ვალმოხდილია, თუმც ჩვენმა მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო”, - მიიჩნევს ლევან გაჩეჩილაძე. “ამერიკული დელეგაციის წევრებსაც ვუთხარი, ძალიან მსიამოვნებს თქვენთან შეხვედრა, მაგრამ დამანახეთ მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგი. როგორ დავიჯერო, რომ აშშ-ის რაღაცის გაკეთება უნდა და ვერ აკეთებს. ჩვენ დიპლომატიური პასუხები კი არა, შედეგი გვაინტერესებს. თავად ამერიკელები ლაპარაკობენ სასამართლოს ნაკლზე, მედიაზე, უკანონოდ დაპატიმრებულებზე, არჩევნებზე, მაგრამ ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ხალხმა ყველა მშვიდობიანი ხერხი ამოწურა. არ მგონია, მეყოს ძალა, რომ სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის წინააღმდეგ აზღვავებული ხალხის ტალღა კიდევ ერთხელ გავაჩერო” - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “უცნაურია საზოგადოების ნაწილის განცხადებები, უგულავა ამასა და ამას გვიკეთებსო. უგულავა სააკაშვილის ბოროტი ხელისუფლების გაგრძელებაა. მეტსაც გეტყვით, თუ ოპოზიციაში კრიზისი არ დაიძლია, შესაძლოა, კარის გადატრიალება მოხდეს. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ენას, სულიერებას, ეკლესიასა და სამშობლოს გვართმევენ? საქართველოს უხილავი, ფარული გზებით იპყრობენ! სააკაშვილის მართვის სტილი ასეთია: ადამიანი ბოლომდე უნდა დააბეჩავოს და მერე 200 გრამ პურსა და ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერს რომ მისცემ, კმაყოფილი იქნება. უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ. ასეთი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე უგულავას თუ დაუჭერს მხარს ვინმე, ეს ოპოზიციაში კრიზისის ბრალი იქნება, რომელიც ერთმანეთის გინების გამო კიდევ უფრო ღრმავდება”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე და შეკითხვას - “საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეთანხმება, ადგილობრივ არჩევნებზე რატომ იმძლავრა ერთმანეთის სიძულვილმა?” - პასუხობს: “ოპოზიციამ ერთმანეთის ნდობა დაკარგა. როგორ შეიძლება ძლიერი იყოს ოჯახი, სადაც ნდობის ნაცვლად გაუთავებელი ეჭვიანობაა. საქართველოში არ მოიძებნება არავინ, ვისზეც ვიტყვი, ამას სააკაშვილი ჯობს-მეთქი. ყველა მირჩევნია სააკაშვილს. ვიღაც-ვიღაცებს კი ურჩევნიათ, სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში. აი, ეს დავინახე ორწელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ. ამ ქვეყანას ყოველდღიურად ნამუსს ხდიან, აუპატიურებენ და გასაკვირია, რომ ძალადობას საზოგადოებაც შეეჩვია. სწორედ ოპოზიციის კონსოლიდაცია გაუღვიძებს ხალხს გამარჯვების რწმენასა და ღირსებას, სხვა ვერაფერი”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124648.html ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2010 08 / 02, 2010 11:38 • თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ” • ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის” • ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში” თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ” “შევარდნაძე, სანამ ცოცხალია, არ დაუშვებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამოძიებულ იქნას. შევარდნაძის ნამუსზე არის ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და მიხეილ სააკაშვილზე არის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. ეს ორი კაცი - მოსწავლე და მასწავლებელი არიან მკვლელები. ერთმა ჟვანია მოკლა და მეორემ ნახევარი საქართველო გაწყვიტა. თქვენ არ იცით, როგორ ყვიროდა, მე რომ დამიჭირეს და ცოცხალი ჩამომიყვანეს, რატომ მოგყავთ ცოცხალიო? თქვენ მასწავლით, შევარდნაძე რა არის? ეგ არის მსოფლიოში აღიარებული მკვლელი”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ კიტოვანი: ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ მათ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”. “შოთა კვირაია ერთადერთი კაცია ცოცხალთაგან, ვინც მოწმე და უშუალო მონაწილეა ზვიად გამსახურდისა მკვლელობისა. შოთა კვირაიას ჩემთან წამოსცდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. სიმთვრალეში წამოსცდა. მაგან მითხრა ყველაფერი. აბა, მე რა დამესიზმრებოდა, როგორ მოხდა ზვიადის მკვლელობა? ინფორმაციის წყარო ბევრია და დოკუმენტური მასალებიც ბევრია. შოთა კვირაია იყო ერთ-ერთი შემსრულებელი მკვლელ გულუასთან ერთად. რატომ არ აქცევთ ყურადღებას გუგუშვილის სიტყვებს? მან რამდენჯერმე თქვა, ბიჭებს დასაძინებელი წამალი დავალევინე იმიტომ, რომ დაღლილი იყვნენ და მშვიდად დაეძინათო. ფაქტობრივად, ის ამით აღიარებს ამ საქმეში თანამონაწილეობას. რა დროს დასაძინებელი წამალი იყო, მან ხომ კარგად იცოდა, რომ მდევარი მოსდევდათ. დაეძინათ ბიჭებს, შემოვიდა მკვლელი ფანჯრიდან, ორი ტყვია ესროლა ზვიად გამსახურდიას. დიახ, გამსახურდიას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ კიტოვანი. “ამას მე დაბეჯითებით ვამბობ. ჯერ ქვემოდან არის ნასროლი, ტყვია ტვინშია გასული და მოხვედრილი აქვს ლოგინის საბჯენს. მეორე ზემოდან, თავის ქალიდან აქვს მოხვედრილი და გამოსულია ყურში. მე მაინტერესებს, მანანა არჩვაძემ რატომ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე მაშინ, როცა გროზნოში წაასვენა თავისი ქმარი? ჯოხარ დუდაევი უარს ეტყოდა? არ არის დანაშაული ეს? წლების მერე, როცა უკვე რბილი ქსოვილი აღარ არსებობდა, ჩაიტანეს ნეშტი სადღაც როსტოვში და იქ გაასინჯეს ექსპერტებს... ეს გაკეთებული არის მაყუჩიანი “სტეჩკინით”. ამ ყველაფრის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ფეხებზე დაიდო იარაღი? ეს ხომ აბსურდია. ყველაფერ ამას დასჭირდა მაქსიმუმ 40 წამი, არც კი - მკვლელმა ესროლა, დაადო მუცელზე იარაღი და წავიდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “გამყიდველია ის, ვინც დაცვის ბიჭები დააძინა და მკვლელს ფანჯარა გაუღო. შესაძლოა ფანჯრიდან კი არა, კარიდან შევიდა მკვლელი - სულაც კარი გაუღეს მას. შეიძლება გუგუშვილმა გააღო. თუკი გუგუშვილმა მისცა ბიჭებს დასაძინებელი წამალი, რატომ არ შეიძლებოდა, მას გაეღო კარი? რად უნდოდათ დასაძინებელი წამალი, თუკი დაღლილი იყვნენ და ეძინებოდათ! ან საიდან ჰქონდა ძილის წამალი, აფთიაქში შეიარა და იყიდა? მე მაქვს ის ინფორმაცია, რასაც ვამბობ. სხვა ინფორმაცია რომ მქონდეს, სხვა რამეს ვიტყოდი. მცველებში მკვლელი არ არის. მკვლელი, რომელსაც ფული ჰქონდა აღებული, შევიდა, ისროლა და წავიდა. თუ მცველთაგან ერთ-ერთმა გაუღო მას კარი ან ფანჯარა, ვინც ეს გააკეთა, ისიც მკვლელია!” - დასძენს თენგიზ კიტოვანი. “ყველაფრის თქმა საჭირო არ არის. კონსტანტინე გამსახურდიაც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შევიკავოთ. შევარდნაძეა პირველი მკვლელი. შევარდნაძემ მოკლა ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, შევარდნაძემ მოკლა ზურაბ პატარიძე - მას ავარია მოუწყვეს. მეც მომიწყვეს ავარია. ჩემს მოკვლასაც აპირებდა და შემთხვევით გადავრჩი. ავსტრიაში რომ ვიყავი, იქ გამომიგზავნა მკვლელები! შევარდნაძე რაც არის, ყველამ იცის. სირცხვილი იმ მეგრელებს, ვინც გაყიდა ზვიად გამსახურდია”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი და შეკითხვას - “ვის გულისხმობთ ამ მეგრელებში?” - პასუხობს: “გულუაც და კვირაიაც მეგრელები არ არიან? მათ ჰქონდათ დავალებული სამეგრელოს მოსახლეობის მოსყიდვა, რათა მათ მიეწოდებინათ ინფორმაცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ. სწორედ სამეგრელოში, გულუას ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახლში მოხდა შეკრება, სადაც გაცხადდა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ და იქ შეკრებილი მებრძოლები დაეთანხმნენ ამას. სირცხვილი მათ, ვინც ფული აიღო ამაში და იუდასავით გაყიდა ზვიად გამსახურდია!” ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის” “ამ სამი დღის განმავლობაში აქ იმყოფება თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქვეყნების ხელმძღვანელ პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ კონფერენციაზე დასწრებას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე მქონდა შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის სენატორებთან. გარდა ამისა, შევხვდი ეუთო-ს გენერალურ მდივანს. ყველა ამ შეხვედრის ძირითადი თემა არის ეროვნული უსაფრთხოება და ვითარება ავღანეთში, რადგან ამ კონფერენციაზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ ავღანეთში არსებულ ვითარებას”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საერთაშორისო უსაფრთხოება და საქართველოს არჩევნები / ირაკლი ალასანია: “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის”. “მაგრამ როცა განვიხილავთ ევროპის უსაფრთხოებას, გვერდს ვერ ავუვლით საქართველოში არსებულ კონფლიქტურ ვითარებას და აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები უნდა იყოს ერთსულოვანი. აქ ყველა - მეც და საგარეო უწყების ხელმძღვანელიც წარმოვადგენთ საქართველოს და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე არსებული უთანხმოებისგან განსხვავებით, აქ ყველამ ერთი პოზიცია უნდა წარვადგინოთ - ეს არის ქართული პოზიცია!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია. “მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე დიდი ინტერსია, თუ როგორ ემზადება საქართველო არჩევნებისთვის. ყველა პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც აქ არის და ჩემთან მართავს შეხვედრას, აღნიშნავს, რომ აუცილებელია შესრულდეს დანაპირები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ არჩევნებზე მათ ეყოლებათ დამკვირვებლები და მათი მხრიდან პირდაპირ არის გამოხატული განწყობა, რომ არჩევნების არასწორად გამართვის შემთხვევაში ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ეცდებიან პროცესები დააბრუნონ ისევ კონსტიტუციურ და სამართლიან ჩარჩოებში. ეს არის მათი პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენ მიერ არაერთხელ გამოხატულ პოზიციას, რომ ეს არის შანსი მთელი საქართველოსთვის, მათ შორის, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც და ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი. “არჩევნები არის პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, შედგა თუ არა საქართველო და შეუძლია თუ არა ქვეყანას, გახდეს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ეს განსაზღვრავს ჩვენდამი დასავლეთისა და ევროპული უსაფრთხოების დამოკიდებულებას. დღეს საქართველოში დემოკრატია და უსაფრთხოება პირდაპირ არის გადაბმული ერთმანეთთან. ეს არის საუკეთესო თავდაცვაც და ეს არის საუკეთესო მიდგომა ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ სახლში ჩვენი ინტეგრაციისადმი. დღეს არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია. ეს ყველას მხრიდან აღინიშნა, მაგრამ ეს არის პროცესი. აქ ყველანი გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ დემოკრატიულ პროცესებს”, - დასძენს ირაკლი ალასანია. “ეს არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტული არჩევნების ნაწილი. ადგილობრივი არჩევნები იქნება პირველი ყველაზე სერიოზული გამოცდა ბოლო პოლიტიკური კრიზისის შემდეგ საქართველოში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში სამ თვეში იქნება სრულყოფილი დემორატია და ამის ილუზია არც ჩვენ გვაქვს. ჩვენ, უბრალოდ, სწორი გზით უნდა დავიწყოთ სიარული და სწორი გზა არის ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიმართ ნდობა ექნება საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს. ვიმეორებ, ეს არის განმსაზღვრელი საქართველოსთვის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად - როგორც არის უსაფრთხოება და ევროპული ინტეგრაცია, ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელება ჩვენს პარტნიორებთან”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - “ობამას მრჩეველთან რაზე ისაუბრეთ... რამდენად კრიტიკულია მისი შეფასებები საქართველოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით?” - პასუხობს: “ბატონი ჯონსის მტკიცე პოზიცია იყო ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უსაფრთხოებას, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების ხარჯზე არ მოხდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში რამე ცვლილება. პირიქით, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად... აქ არ არის საუბარი კრიტიკაზე. აქ არის საუბარი საქართველოში არსებული ვითარების შეფასებაზე და ამ მხრივ, საქართველოში აშკარად არის დემოკრატიის დეფიციტი. ყველა ღონეს ხმარობს აშშ, ფინანსურს თუ ინსტიტუციურს, ეს დეფიციტი შეავსოს. ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ არა ამის ეფექტურად გამოყენებას. აქ არის საუბარი სწორედ პოლიტიკურ ნებაზე ხელისუფლების მხრიდან”. ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში” “ვინ სად გადავიდა ან გადმოვიდა, ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მხოლოდ მერაბიშვილისა და სააკაშვილის სიზმრებია. “დაიცავი საქართველო” ვერ მუშაობს, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური ტერორი გამოგვიცხადა. ძალიან გართულდა პროექტების დაფინანსება. “დაიცავი საქართველო” არსებობს და მასში დიდი ვნებათაღელვაა იმის გამო, რაც ოპოზიციაში ხდება”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზოგ ოპოზიციონერს სააკაშვილზე მეტად სხვა ოპოზიციონერი ეზიზღება” / “უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ”. “თვეების წინ ხალხის დიდ სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობდი, დღეს ასე აღარ არის და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ყველაფერი რომ ლოგიკურად დასრულებულიყო და იურიდიულად გავმხდარიყავი საქართველოს პრეზიდენტი, სიყვარული და ნდობა უწინდელივით მექნებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ვერ მოვაწერე ხელი სისხლის ღვრასა და სამოქალაქო ომს. საქართველოს მტრების წისქვილზე წყალი არ დავასხი. თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას არ განვაგრძობ. თუ კიდევ ფორსმაჟორში აღმოვჩნდით, თუ ისევ ომი ან მსგავსი დიდი პროვოკაცია მოხდა, ადგილობრივი არჩევნები ყველას დაავიწყდება და დაირაზმება, რომ ეს ხელისუფლება როგორმე მმართველობას ჩამოაშოროს. თუ ასეთი ფორსმაჟორი არ მოხდა, მაშინ რეჟიმის შეცვლის გზად ადგილობრივი არჩევნები მიმაჩნია. ადგილობრივი არჩევნები უნდა გახდეს სანთებელა დიდი კოცონის დასანთებად, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან გაჩეჩილაძე. “თავისუფალი საარჩევნო გარემოსთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ცხადზე უცხადესად ვხედავ, რომ იმ ოპოზიციას, რომელიც ქუჩაშია, სააკაშვილი მერის სკამს არ გამოუწერს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაიჩაგრება და სწორედ ეს საბაბი უნდა გამოვიყენოთ, რომ რეჟიმს რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო. თუ სააკაშვილს ჰქონდა იმის იურიდიული უფლება, არჩევნების გამო რევოლუცია მოეხდინა, ხალხსა და ოპოზიციასაც აქვთ. გულწრფელად გეტყვით, ოპოზიციაში დღეს კრიზისია, ბევრი სხვადასხვანაირი ხედვაა. ყველა ოპოზიციური ლიდერი იმას ფიქრობს, რომ სწორედ მისი არჩეული გზაა ქვეყნის გადარჩენის საშუალება. დამოუკიდებელი აზროვნება ერთიანობას გამორიცხავს. ერთიანობა თუ არ იქნა, გამორიცხულია, საპროტესტო ტალღა ისევ მძლავრად აგორდეს და ხალხს გამარჯვების რწმენა ჩაესახოს. ჩემთვის მთავარი სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაა და არა მერობა, პრეზიდენტობა ან პარლამენტის თავმჯდომარეობა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ღმერთმა ქნას, ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას მივაღწიო. ამჟამად იმ ალიანსებთან ვმუშაობ, რომლებიც არჩევნებს უჭერენ მხარს. ხალხს რევოლუციის მოხდენის უფლება 5 იანვარსაც ჰქონდა, 20 იანვარსაც და 26 მაისსაც. ღვთის წინაშე მართალი ის ხალხია, რომელიც ყველა გზას მოსინჯავს. საზოგადოებასა და ოპოზიციას უნდა გაევლო მშვიდობიანი მანიფესტაციების, პერმანენტული აქციებისა და საკნების, ეკლესიისა და პატრიარქის გზაც იმისთვის, რომ სისხლის ღვრა აეცილებინა თავიდან. ოპოზიცია ვალმოხდილია, თუმც ჩვენმა მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო”, - მიიჩნევს ლევან გაჩეჩილაძე. “ამერიკული დელეგაციის წევრებსაც ვუთხარი, ძალიან მსიამოვნებს თქვენთან შეხვედრა, მაგრამ დამანახეთ მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგი. როგორ დავიჯერო, რომ აშშ-ის რაღაცის გაკეთება უნდა და ვერ აკეთებს. ჩვენ დიპლომატიური პასუხები კი არა, შედეგი გვაინტერესებს. თავად ამერიკელები ლაპარაკობენ სასამართლოს ნაკლზე, მედიაზე, უკანონოდ დაპატიმრებულებზე, არჩევნებზე, მაგრამ ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ხალხმა ყველა მშვიდობიანი ხერხი ამოწურა. არ მგონია, მეყოს ძალა, რომ სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის წინააღმდეგ აზღვავებული ხალხის ტალღა კიდევ ერთხელ გავაჩერო” - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “უცნაურია საზოგადოების ნაწილის განცხადებები, უგულავა ამასა და ამას გვიკეთებსო. უგულავა სააკაშვილის ბოროტი ხელისუფლების გაგრძელებაა. მეტსაც გეტყვით, თუ ოპოზიციაში კრიზისი არ დაიძლია, შესაძლოა, კარის გადატრიალება მოხდეს. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ენას, სულიერებას, ეკლესიასა და სამშობლოს გვართმევენ? საქართველოს უხილავი, ფარული გზებით იპყრობენ! სააკაშვილის მართვის სტილი ასეთია: ადამიანი ბოლომდე უნდა დააბეჩავოს და მერე 200 გრამ პურსა და ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერს რომ მისცემ, კმაყოფილი იქნება. უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ. ასეთი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე უგულავას თუ დაუჭერს მხარს ვინმე, ეს ოპოზიციაში კრიზისის ბრალი იქნება, რომელიც ერთმანეთის გინების გამო კიდევ უფრო ღრმავდება”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე და შეკითხვას - “საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეთანხმება, ადგილობრივ არჩევნებზე რატომ იმძლავრა ერთმანეთის სიძულვილმა?” - პასუხობს: “ოპოზიციამ ერთმანეთის ნდობა დაკარგა. როგორ შეიძლება ძლიერი იყოს ოჯახი, სადაც ნდობის ნაცვლად გაუთავებელი ეჭვიანობაა. საქართველოში არ მოიძებნება არავინ, ვისზეც ვიტყვი, ამას სააკაშვილი ჯობს-მეთქი. ყველა მირჩევნია სააკაშვილს. ვიღაც-ვიღაცებს კი ურჩევნიათ, სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში. აი, ეს დავინახე ორწელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ. ამ ქვეყანას ყოველდღიურად ნამუსს ხდიან, აუპატიურებენ და გასაკვირია, რომ ძალადობას საზოგადოებაც შეეჩვია. სწორედ ოპოზიციის კონსოლიდაცია გაუღვიძებს ხალხს გამარჯვების რწმენასა და ღირსებას, სხვა ვერაფერი”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124648.html
  5. ძუკუ არ დაგავიწყდეს, რომ ძალოვანებშიც არიან უკმაყოფილო ადამიანები, ჩემო მიშა lasha1997 რევოლუცია და გადატრიალება ყველა ვარიანტში უნდა გამოვრიცხოთ
  6. fashisti ჰერმანს დაეთათბირე, ჩემო ფიურებო, იქნებ რამე ღირებული გირჩიოს
  7. lasha1997 ხოდა ამას 1991-92 წლებზე არანაკლებ მოვლენები მოჰყვება... მოვლენათა განვითარების ჯაჭვური ბუნების განვითარების გამო. შედეგად კი წაიშლება რუკიდან ჩვენი ქვეყანა, ჩემო დიტო
  8. და რაოდენ უზომოდ დიდი იყო შენი გაოცება, როდესაც აღმოაჩინე რომ მწარედ ცდებოდი, არა?
  9. გრეჩიხა-" თუ სააკაშვილს ჰქონდა იმის იურიდიული უფლება, არჩევნების გამო რევოლუცია მოეხდინა, ხალხსა და ოპოზიციასაც აქვთ" წყარო: "კვირის პალიტრა" 08.02.2010 ლიცემერი:კიდევ რევოლუციის გარდუვალობაზე "გვინამიოკებს" ეს დაუნი. აღარ ახსოვს ალბათ 1991 წლის ნანგრევებად ქცეული რუსთაველის პროსპექტი, პირველი საშუალო სკოლა, , ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორია, მთავრობის სახლი... თუმცა ვატრაკებ და მიხარია. რა უნდა მოთხოვო კლიენტს, რომელმაც პირადი "მე" ბევრჯერ დააყენა ერის ინტერესებზე მაღლა. მოკლედ, უზერებო, თქვენი აზრით, ხალხი კიდევ ერთხელ ენდობა გრეჩიხას და კამპანიას? პ.ს. სერაფიმ საროველი -"პირველი რევოლუციონერი სატანა იყო ზეცაში, მაშასადამე, ყველა, რევოლუციონერი მისი მოწაფეა" :
  10. ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩს შორის პროცენტული სხვაობა კიდევ შემცირდა 08 / 02, 2010 14:01 ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩს შორის პროცენტული სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი მონაცემებით, ამ დროისთვის დამუშავებულია საარჩევნო ოქმების 95,04 პროცენტი - ვიქტორი იანუკოვიჩს ხმების 48,23; ხოლო იულია ტიმოშენკოს 46,14 პროცენტი აქვთ. სხვაობა იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს ხმებს შორის 2,09 პროცენტამდე შემცირდა, ორივე კანდიდატის წინააღმდეგ 4,43 პროცენტმა მისცა ხმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყველაზე ნაკლები ბიულეტენები ყირიმისა და ლუგანსკის ოლქებშია დათვლილი, სადაც, წინასაწარი ინფორმაციით, იანუკოვიჩი ლიდერობს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  11. თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ” “შევარდნაძე, სანამ ცოცხალია, არ დაუშვებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამიძიებულ იქნას. შევარდნაძის ნამუსზე არის ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და მიხეილ სააკაშვილზე არის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. ეს ორი კაცი - მოსწავლე და მასწავლებელი არიან მკვლელები. ერთმა ჟვანია მოკლა და მეორემ ნახევარი საქართველო გაწყვიტა. თქვენ არ იცით, როგორ ყვიროდა მე რომ დამიჭირეს და ცოცხალი ჩამომიყვანეს, რატომ მოგყავთ ცოცხალიო? თქვენ მასწავლით, შევარდნაძე რა არის? ეგ არის მსოფლიოში აღიარებული მკვლელი”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ კიტოვანი: ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ მათ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”. “შოთა კვირაია ერთადერთი კაცია ცოცხალთაგან ვინც მოწმე და უშუალო მონაწილეა ზვიად გამსახურდისა მკვლელობისა. შოთა კვირაიას ჩემთა წამოცდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. სიმთვრალეში წამოცდა. მაგან მითხრა ყველაფერი. აბა, მე რა დამესიზმრებოდა, როგორ მოხდა ზვიადის მკვლელობა? ინფორმაციის წყარო ბევრია და დოკუმენტური მასალებიც ბევრია. შოთა კვირაია იყო ერთ-ერთი შემსრულებელი მკვლელ გულუასთან ერთად. რატომ არ აქცევთ ყურადღებას გუგუშვილის სიტყვებს? მან რამდენჯერმე თქვა, ბიჭებს დასაძინებელი წამალი დავალევინე იმიტომ, რომ დაღლილები იყვნენ და მშვიდად დაეძინათო. ფაქტობრივად, ის ამით აღიარებს ამ საქმეში თანამონაწილეობას. რა დროს დასაძინებელი წამალი იყო, მან ხომ კარგად იცოდა, რომ მდევარი მოსდევდათ. დაეძინათ ბიჭებს, შემოვიდა მკვლელი ფანჯრიდან, ორი ტყვია ესროლა ზვიად გამსახურდიას. დიახ, გამსახურდიას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი!”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ კიტოვანი. “ამას მე დაბეჯითებით ვამბობ. ჯერ ქვემოდან არის ნასროლი, ტყთვია ქვინშია გასული და მოხვედრილი აქვს ლოგინის საბჯენს. მეორე ზემოდან თავის ქალიდან აქვს მოხვედრილი და გამოსულია ყურში. მე მაინტერესებს, მანანა არჩვაძემ რატომ თქვა უარი ეტსპერტიზის ჩატარებაზე მაშინ, როცა გროზგოში ჩაასვენა თავისი ქმარი? ჯოხარ დუდაევი უარს ეტყოდა? არ არის დანაშაული ეს? წლების მერე, როცა უკვე რიბილი ქსოვილი არღარ არსებობდა ჩაიტანეს ნეშტი სადღაც როსტოვში და იქ გაასნიჯეს ექსპერტებს... ეს გაკეთებული არის მაყუჩიანი “სტეჩკინით”. ამ ყველაფრის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ფეხებზე დაიდო იარაღი? ეს ხომ აბსურდია. ყველაფერ ამას დასჭირდა მაქსიმუმ 40 წამი, არც კი - მკვლელმა ესროლა, დაადო მუცელზე იარაღი და წავიდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “გამყიდველია ის, მინც დაცვის ბიჭები დააძინა და მკვლელს ფანჯარა გაუღო. გეიძლება, ფანჯრიდან კი არა, კარიდან შევიდა მკვლელია - სულაც კარი გაუღეს მას. შეიძლება გუგუშვილმა გააღო. თუკი გუგუშვილმა მისცა ბიჭებს დასაძინებელი წამალი, რატომ არ შეიძლებოდა მას გაეღო კარი? რად უნდოდათ დასაძინებელი წამალი, თუკი დაღლილები იყვნენ და ეძინებოდათ! ან საიდან ჰქონდა ძილის წამალი, აფთიაქში შეიარა და იყიდა? მე მაქვს ის ინფორმაცია, რასაც ვამბობ. სხვა ინფორმაცია რომ მქონდეს, სხვა რამეს ვიტყოდი. მცველებში მკვლელი არ არის. მკვლელი, რომელსაც ფული ყტონდა აღებული, შევიდა, ისროლა და წავიდა. თუ მცველთაგან ერთ-ერთმა გაუღო მას კარი ან ფანჯარა, ვინც ეს გააკეთა ისიც მკვლელია!” - დასძენს თენგიზ კიტოვანი. “ყველაფრის თქმა საჭირო არ არის. კონსტანტინე გამსახურდიაც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, გამოძხიების ინტერსებიდან გამომდინარე, ჯობს კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავი შევიკავოთ. შევარდნაძეა პირველი მკვლელი. შევარდნაძემ მოკლა ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, შევარდნაძემ მოკლა ზურაბ პატარიძე - მას ავარია მოუწყვეს. მეც მომიწყვეს ავარია. ჩემს მოკვლასაც აპირებდა და შემთხვევით გადავრჩი. ავსტრიაში რომ ვიყავი, იქ გამომიგზავნა მკვლელები! შევარდნაძე რაც არის, ყველამ იცის. სირცხვილი იმ მეგრელებს, ვინც გაყიდა ზვიად გამსახურდია”, -ქ აცხადებს თენგიზ კიტოვანი და შეკითხვას - “ვის გულისხმობთ ამ მეგრელებში?” - პასუხობს: “გულუაც და კვირაიაც მეგრელები არ არიან? მათ ჰქონდათ დავალებული მოესყიდათ სამეგრელოს მოსახლეობა, რათა მათ მიეწოდებინათ ინფორმაცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ. სწორედ სამეგრელოში, გულუას ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახლში მოხდა შეკრება, სადაც გაცხადდა ზვიად გამსახურიდას ლიკვიდაციის შესახებ და იქ შეკრებილი მებრძოლები დაეთანხმნენ ამას. სირცხვილი მათ, ვინც ფული აიღო ამაში და იუდასავით გაყიდა ზვიად გამსახურდია!” http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124648.html ლიცემერი: ალბათ ზოგიერთი ადამიანის უზნეობას მართლა არ გააჩნია წერტილი. ალბათ ზნეობრივი მეხსიერება მართლა ადვილად ავადდება ქრონიკული სკლეროზით. ბევრ ქვეყანაში მომხდარა რევოლუცია, მაგრამ ფსკერიდან ამდენი ნაგავი არ ამოუყრია...კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი, მარგიანი, კვირაია, გუგუშვილი, მანანა, ლელა, აკაკი , სარიშვილი, ედუარდი და კიდევ მრავალი ნაძირალა ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას "დაამშვენებდა" კიდევ კარგად ვართ კომენტარები თქვენთვის მომინდია
  12. T_A_T ალბათ წინა ცხოვრებაში მაიას ტომის მეომარი იყავი და ამიტომ ინერვიულე, არა? კონკისტადორები გახსოვს?
  13. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება...
  14. უკრაინელი ექსპერტებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი არჩევნების მესამე ტურის დანიშნვაზე საუბრობს 12:49 08.02.2010 უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს კიევში აზრთა სხვადასხვაობა და პოლიტიკური მღელვარება მოჰყვა. უკრაინელი ექსპერტებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკვე არჩევნების მესამე ტურის დანიშნვაზე საუბრობს. ამ წუთებში უკრაინის ცსკ-ის შენობასთან იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს მხარდამჭერების ერთობლივი აქცია მიმდინარეობს. ქვეყნის პრემიერის ელექტორატი არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს. ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, უკრაინის 25 საარჩევნო ოლქიდან 15-ში უპირატესობა ქვეყნის პრემიერმა მოიპოვა, რაც არჩევნების წინასწარ შედეგებთან სრულ შეუსაბამობაში მოდის. თავის მხრივ, იანუკოვიჩის ამომერჩევლები აცხადებენ, რომ ცსკ-ის შენობას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვებენ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე უკრაინის ცსკ-ს 10 დღე რჩება. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს მიერ მოპოვებულ ხმებს შორის სხვაობა 3%-ზე ნაკლებია. http://presa.ge/index.php?text=news&i=12283
  15. Lo Janko იულია ასე ადვილად არ დანებდება უკრაინაში აღმოსავლეთის ელექტორატმა იმარჯვა 24 საათი 08.02.10 უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. არჩევნებში ამომრჩევლის 69 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ცნობილია ეგზიტპოლების შედეგებიც - სხვადასხვა მონაცემებით, ვიქტორ იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს 3-5 პროცენტით უსწრებს. დაწინაურებულმა კანდიდატმა მხარდამჭერებს უკვე მიულოცა გამარჯვება - რუსულ ენაზე. არჩევნების პროცესთან დაკავშირებით უკვე გააკეთა პირველი კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ეგზიტპოლების შედეგები უკრაინაში საღამოს 8 საათის, ანუ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მცირე სხვაობაა იანუკოვიჩის სასარგებლოდ. ეგზიტპოლების მონაცემებით, იანუკოვიჩს ამომრჩეველთა - 48,7-მა, ტიმოშენკოს კი - 45,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი. იანუკოვიჩის შტაბში გუშინ საღამოს რვა საათიდან ზეიმობენ - ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე პარტია “რეგიონების" ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა გერმანმა სპეციალური პრეს-კონფერენცია მოაწყო, რომელზეც იულია ტიმოშენკოს მოუწოდა, აღიაროს არჩევნებში დამარცხება და თავი შეიკავოს სასამართლოსა და ცესკო-ს ბლოკირებისაგან. პრესკონფერენციიდან ცოტა ხანში შტაბში იანუკოვიჩის გამოცხადდა. ვიქტორ იანუკოვიჩის ბრიფინგი გუშინ კიევის დროით საღამოს 10 საათზე შედგა. ბრიფინგმა მთლიანად რუსულ ენაზე ჩაიარა - იანუკოვიჩს უკრაინულად კომენტარი არ გაუკეთებია, რამაც, ბი-ბი-სის ინფორმაციით, დამსწრე ჟურნალისტებში ერთგვარი გაოცება გამოიწვია. ვიქტორ იანუკოვიჩმა მომხრეებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ “გადადგმულია პირველი ნაბიჯი გაერთიანებისკენ". მან ისიც განაცხადა, რომ ხმები, რომელიც მიიღეს ტიმოშენკომ და მეორე ტურში ვერგასულმა სხვა კანდიდატებმა, მხედველობაში იქნება მიღებული. ტელეკომპანია “ინტერთან" პირდაპირი ჩართვისას კი ვიქტორ იანუკოვიჩი პირდაპირ შეტევაზე გადავიდა: "იულია ტიმოშენკო უნდა მოემზადოს პრემიერის პოსტიდან გადადგომისთვის. ის ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა მან უნდა აღიაროს დამარცხება, როგორც ეს მე ვაღიარე პრემერის არჩევის დროს." ამ სიტუაციაში ყველაზე საინტერესო, ცხადია ის იყო, თუ რა ვითარებაა იულია ტიმოშენკოს შტაბში. ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე, შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ “ინტრიგა შენარჩუნდება". მისი თქმით, შტაბში ცესკო-ს პარალელურად დათვლას აწარმოებენ. საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ჟურნალისტებს იულია ტიმოშენკოც შეხვდა. მან ხაზი გაუსვა, რომ აპირებს დაიცვას თითოეული ამომრჩევლის ხმა. მისი შეფასებით, ეგზიტპოლების შედეგები აჩვენებს, რომ სიტუაცია მყიფეა. ამიტომ მოუწოდა საკუთარ მომხრეებს, დაიცვან ხმები ადგილებზე: “იბრძოლეთ თითოეული პროტოკოლისა და აქტისთვის, რადგან თითოეულმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების ბედი!" პირველი კომენტარი გუშინვე გაკეთდა ცესკო-შიც, სადაც პირველყოვლისა აღნიშნეს, რომ არჩევნებმა განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა; რომ უფრო აქტიური იყო აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლოება; ყველაზე მაღალი აქტივობა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში დაფიქსირდა. ზოგადად კი, ცესკო-ს მონაცემებით, 77 ოლქში ამომრჩეველთა 69 პროცენტმა მიიღო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. პირველი კომენტარების გაკეთება იჩქარეს დამკვირვებლებმაც: ევროსაბჭოს დამკვირვებელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა გამჭვირვალედ ჩაიარა. სადამკვირვებლო მისიის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას პრეზიდენტის არჩევნების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება “ევროპულ ნორმებს არ შეესაბამება", ამას არ მოუხდენია მნიშვნელოვანი ზეგავლენა ხმის მიცემის პროცესზე. ცხადია, რუსეთის ფედერაციის დამკვირვებლებმა კიდევ უფრო სწრაფად და დაბეჯითებით შეაქეს არჩევნები. “არჩევნების პერიოდში არ დაფიქსირებული ისეთი სერიოზული დარღვევები, რომელიც შედეგზე რაიმე სახის ზეგავლენას მოახდენდა" - განაცხადა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა ალექსანდრ ბროდმა. გავრცელდა მოქმედი პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს აპარატის ხელმძღვანელის მარინა სტავნიჩუკის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, ვიქტორ იუშენკო მზადაა, კანონის შესაბამისი პროცედურების თანახმად, გადასცეს უფლებამოსილება არჩეულ პრეზიდენტს. თუმცა ისიც ითქვა, რომ მცირე სხვაობის გამო მოსალოდნელია სასამართლო გარჩევები და დავები. კიევში ვარაუდობენ, რომ იულია ტიმოშენკო ასე ადვილად არ დანებდება და იგი აუცილებლად მოითხოვს შედეგების გადათვლას. მიღწეულის დაცვისთვის ემზადება იანუკოვიჩის მხარეც. წინასწარ ცნობილი იყო, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტია" დღეს კიევში 50-ათასკაციანი მიტინგის გამართვას გეგმავდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ რაევსკიმ გუშინ, კიევში გამართულ ბრიფინგზე, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებამდე აუწყა საზოგადოებას. მისი თქმით, 3 თებერვალს, დეპარტამენტს ცსკ-ს წინ აქციის გამართვის უფლებაზე განცხადებით მიმართა იანუკოვიჩის საარჩევენო შტაბის უფროსმა ნიკოლაი აზაროვმა. რაევსკის ინფორმაციით, 8 თებერვალს კიევში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონებიდან მოქალაქეები ავტობუსებით ჩამოვლენ. მისივე მტკიცებით, ამავე მიზნებისთვის კიევისა და კიევის ოლქის სანატორიუმებსა და დასვენების ბაზებში კვირას 3 ათასამდე მოქალაქე უკვე იმყოფებოდა. რაევსკის თქმით, უკვე გუშინ კიევში პრეზიდენტის სამდივნოსთან, მინისტრთა კაბინეტთან, ცესკო-სთან, უმაღლესი რადას შენობებთან, “რეგიონების პარტიის" 160 კარავი იყო გაშლილი, რომელთაგან 12 სამხედრო ტიპისაა. დღისით ამ კარვებში 400-მდე, ხოლო ღამით 20-150 მოქალაქე იმყოფებოდა. საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, აქციის მონაწილეების რიცხვის ზრდის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინიტრო საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში მილიციელთა რაოდენობას გაზრდის. კიევში აქციების დაწყების შესახებ განცხადება იულია ტომოშენკომ 6 თებერვალს გააკეთა. შესაბამისად, კიევში მის მხარდამჭერთა მიტინგსაც ელოდებიან. სწორედ ამ მზადების გამოხატულება გახლდათ ის ფაქტი, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკვე გაშლილი კარვების ფონზე გაიმართა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მომხრეებს კარვები დილიდან თითქმის ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან ჰქონდათ "დაცემული". ექსცესებისა და პიკეტირებების თავიდან ასაცილებლად ადმინიტრაციულ შენობებს 1500 მილიციელი იცავდა. თუმცა საარჩევნო დღემ შედარებით უპრობლემოდ ჩაიარა. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. 113 საარჩევნო უბანზე 225 საარჩევნო კომისია მუშაობდა. უკრაინაში სულ 36 576 763 ამომრჩეველია. საპრეზიდენტო არჩევნებზე 3780 ოფიციალური საერთაშორისო დამკვირვებელი გახლდათ რეგისტრირებული. რეგიონების პარტიის" ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩი საარჩევნო ყუთთან მე-20-ე საარჩევნო უბანზე დილის 10 საათისთვის მივიდა. "უკრაინელმა ხალხმა დაიმსახურა უკეთესი ცხოვრება. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ხმა მისცეს უკეთესობისკენ ცვლილებებს, სტაბილურ და ძლიერ უკრაინას", - განაცხადა იანუკოვიჩმა. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის უკრაინაში მოსალოდნელი არჩევნების მესამე ტურის გამართვა, მან განმარტა, რომ პრეზიდენტის გამოსავლენად ორი ტურიც საკმარისი იყო. გარდა ამისა, მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური არის პირველი ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად "და ეს ნაბიჯი იქნება დამაჯერებელი". აქვე "რეგიონების პარტიის" ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საქართველოზეც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა დაბალანსებული იქნება. პრეზიდენტობის კანდიდატის მისვლას უბანზე პატარა ინციდენტი უძღოდა წინ. კიევში, იმავე მე-20 უბანზე, რადიკალური ფემინისტური ორგანიზაციის 5 აქტივისტი 09:00 საათზე შეიჭრა და წელამდე გაშიშვლდა. მათი მოთხოვნები შემდეგი შინაარსის იყო - "პოლიტიკოსებმა ქვეყანა არ უნდა გააუპატიურონ". გოგონები საარჩევნო უბნიდან მილიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს. 1984-1991 წლებში დაბადებული გოგონები ობოლონის მილიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, პროტოლოკი შედგა. დარღვევა ჯარიმას და 15 დღე-ღამის განმავლობაში ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. საინტერესოა, რომ პროტესტის მონაწილეებს კონკრეტული პოლიტიკური სიმპათიები რომელიმე კანდიდატის მიმართ არ დაუფიქსირებიათ. მიუხედავად ამისა, მათ აქციაზე კომენტარი გააკეთა იულია ტიმოშენკომ, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება საკუთარი მოსაზრებების დემონატრირების თავისუფლებას ნებისმიერი ფორმით. აქვე მან, აღნიშნა, რომ ევროპული და დემოკრატიული უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. საარჩევნო ინციდენტებს შორის იყო იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერის საიტი ჰაკერებმა დაბლოკეს, ერთ-ერთ უბანზე კი, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, საარჩევნო კომისიის მდივანი იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან, რომელიც წინა ღამით საარჩევნო უბაზე იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ, უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იულია ტიმოშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით იტყობინებინებოდნენ. ტიმოშენკოს შტაბის ხელმძღვანელის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი N26 საუბნო საარჩევნო კომისიაში აღმოაჩინეს. “ბიულეტენები იმ სეიფში აღარ იყო, სადაც ღამით ინახებოდა", - აღნიშნა ტურჩინოვმა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გავრცელებულა. არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ, თავისი მოქალაეობრივი ვალის შესრულების დროს, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმაც გააკეთა. "უკრაინელებს შერცხვებათ თავიანთი არჩევანის გამო, მაგრამ ეს დემოკრატიაა", - განუცხადა იუშჩენკომ გუშინ ჟურნალისტებს. მისივე განმარტებით, “უკრაინამ უნდა ისწავლოს სამართლიანი და კანონიერი არჩევნების გამართვა, ამიტომაც დღევანდელი დღის მთავარი ამოცანაა, უკრაინელებმა თავიანთ თავს დაუმტკიცონ, რომ შეუძლიათ ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარება". და ბოლოს: საინტერესოა, რომ ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უკრაინის არჩევნებს გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. შუსტერის სატელევიზიო თოქ-შოუში პირდაპირი ჩართვისას, საქარველოს პრეზიდენტმა განაცხადა: “მე კმაყოფილი ვარ პროცესის მიმდინარეობით. მიმაჩნია, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, უკრაინელმა ხალხმა გაიმარჯვა, რადგან ისე, როგორც აქ მიდიოდა არჩევნები, ევროპის ქვეყნებსაც გაუჭირდებოდათ არჩევნების ჩატარება. მიუხედავად ეკონომიკისა, მიუხედავად სიღარიბისა და უამრავი გამოწვევისა, უკრაინელი ხალხი იქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა სუპერცივილზებული ევროპული ერი. მე თქვენი გულწრფელად მშურს ამ თვალსაზრისით." მან ისიც აღნიშნა, რომ საქართველომ თავი შეიკავა მეორე ტურზე დამკვირვებელთა გაშვებისგან, პირველ ტურში წარმოშობილი გაუგებრობების გამო. სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/...02-08/3331.html მიშაა ლიცემერი თუ მე
  16. არის თუ არა ნოღაიდელი ხელისუფლების პროექტი “რაც შეეხება ნოღაიდელისა და პუტინის პარტიათა შორის ხელშეკრულების გაფორმებას, ალბათ, ამ სიტუაციაში, თავს ყველაზე უხერხულად კონსერვატიული და ხალხის პარტიები უნდა გრძნობდნენ - ისინი, ისევე როგორც მე, ალბათ, ვერ პოულობენ არგუმენტს, რომელი ნიშნით სჯობია პუტინის პარტია სააკაშვილის პარტიას. ისეთს რას საქმიანობენ, ნოღაიდელის აზრით, პუტინის გუნდი და პარტია, რაც ენატრება და რომლის დანერგვას თუ ხილვას საქართველოში ისურვებდა”, - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არა მგონია, ნოღაიდელის ვოიაჟებს დამაჯერებლობა ჰქონდეს ქართველი მოსახლეობისთვის” / “მცირდება ეკონომიკური აქტივობა, მცირდება აქტივები, მაგრამ ხელისუფლების მადა არ მცირდება” “თუ საქმე გვაქვს ახალი ტიპის მაზოხიზმის გამოვლინებასთან, ხომ არ სჯობდა, თავიდან სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან ეცადა ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება და საქმე უკეთესად გამოსულიყო. ამავე დროს, სულ უფრო მიჭირს საიმისო არგუმენტების პოვნა, რომ ნოღაიდელი დამოუკიდებელია თავის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ არჩევანში. ჩემი აზრით, სულ უფრო მეტი ნიშანი გამომჟღავნდება, რომ მისი ფუნქცია კრემლსა და ავლაბრის რეზიდენციას შორის ინფორმაციის მიტან-მოტანაა. ასეთი ნაბიჯი მისაღები თუ არა, გასაგები მაინც იქნება, მაგრამ ის, რომ უცებ, აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენილი ადამიანი, რომელიც მთელი საპროტესტო აქციების განმავლობაში ახლოსაც არ გაიკარა ოპოზიციამ, პრეტენზიას აცხადებს ერთ-ერთი ლიდერის სავარძელზე ოპოზიციაში, თანაც რის ხარჯზე - მიდის და ისეთ პარტიასთან აფორმებს ალიანსს, რომელსაც არათუ მეზობელი ქვეყნებისთვის, რუსეთისთვისაც კი სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. ჩემი აზრით, ეს არცთუ ლოგიკური საქციელი უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი. “სხვათა შორის, ჩემი რუსი კოლეგები თუნდაც აგვისტოს ომის შედეგების განხილვისას ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად მიჯნავენ ერთმანეთისგან კრემლსა და რუსეთს - აღნიშნავენ, რომ ეს ომი კრემლმა მოიგო და არა რუსეთმა. მართალია, მასებში ჯერ ასეთი განწყობა არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ შეხედულება სულ უფრო მკაფიო და გავლენიანი ხდება. ამიტომ, არა მგონია, ნოღაიდელის ვოიაჟებს დამაჯერებლობა ჰქონდეს ქართველი მოსახლეობისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა ვიცით შურისძიების პოტენციალი არათუ ასეთი ქმედებების, არამედ პრეზიდენტისთვის ნაკლებსასიამოვნო ფრაზების გაჟღერების შემთხვევაშიც კი. შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის აგიტატორები გულწრფელნიც იყვნენ, რაკიღა ბოლომდე საქმის კურსში არ არიან და მათი დემარში ნოღაიდელის პოლიტიკური ორიენტაციის გამო ბოლომდე ამყარებს იმ განცდას, რომ ეს ყველაფერი არის შეთანხმებული, ოღონდ ცხადია, არა დარჩიაშვილისა და მალაშხიას დონეზე”, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - “გამოდის, რომ ნოღაიდელისა და საქართველოს ხელისუფლების სურვილი ერთმანეთთან შენივთებულია?” - პასუხობს: “სურვილის რა მოგახსენოთ - ნოღაიდელს იმხელა ქონება აქვს, მისი პატრონი თავს დამოუკიდებლად ვერ იგრძნობს... სურვილი ჰქონდა თუ არა, ასეთ შემთხვევაში ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თან, ის ფაქტიც, რომ პრაიმერში ნოღაიდელს ჯერ საკუთარი კანდიდატიც არ წამოუყენებია, მაფიქრებინებს, რომ მის გუნდს გარანტია წინასწარ აქვს აღებული” “ნოღაიდელთან პოლიტიკური ურთიერთობისგან თავს შეგნებულად ვიკავებდით და ამის ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს. ამ საკითხებზე, მით უმეტეს ასეთი მედიის პირობებში, არასოდეს გვისაუბრია. ნოღაიდელს საკმაოდ კარგად ვიცნობ და დღეს მისი “გახულიგნებული” რიტორიკა ჩემში სერიოზულ ეჭვს იწვევს. იგი ასეთი გულადი მოღვაწეობის ართ ერთ ეტაპზე არ ყოფილა. მგონია, რომ მას ოპოზიციაში გარკვეული ფუნქცია აქვს შესასრულებელი და ეს ხელისუფლების ინტერესში ჯდება”, - აცხადებს “მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მემარჯვენეებმა ალიანსზე “თავდამსხმელებს” ცეცხლი გაუხსნეს! “კარგი იქნება, ჭანტურია ჩამოყალიბდეს, ხელისუფლების კანდიდატია თუ ოპოზიციისა... ეს სუფსის მერის კი არა, თბილისის მერის არჩევნებია!” / ქალბატონ ნინოსაც ვურჩევდი, ალიანსზე საუბრისას ცოტა მოზომილი ტერმინოლოგია შეარჩიოს!” “ვიღაცას შეიძლება მიაჩნდეს, რომ ეს შეუგნებლად კეთდება, მაგრამ მე მგონია, რომ სწორედ შეგნებული ნაბიჯია. თუმცა, ვიმეორებ, ამაზე ხმამაღლა არასოდეს გვილაპარკია. ადრე თუ გვიან, ყველას ქმედებას აეხდება ფარდა. ნოღაიდელმა გადაწყვიტა საკმაოდ მძიმე ფუნქციის შესრულება. ერთი ის, რომ გაიქცა და პუტინს, აბსოლუტურად უდროო დროსა და გაუგებარი არგუმენტით სალაპარაკოდ ჩამოუჯდა, რითაც ხელისუფლებას გაუხსნა ხელ-ფეხი ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარი აწარმოოს, რაც წინასაარჩევნოდ სჭირდება. მეორე - გამიზნულად გადადგა ნაბიჯი, რითაც სახელისუფლებო იდეოლოგიის პროპაგანდა ამუშავდა. ჩემი ეჭვები კი გამძაფრდა მაშინ, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფულით ლობირება დაიწყო”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფიქრია ჩიხრაძე. “ძიძიგურსა და დავითაშვილზე ვერ ვიტყვი, მაგრამ გული მწყდება - ჩვენ ერთად ბრძოლას ვთავაზობდით, მათ ნოღაიდელთან წასვლა არჩიეს და პრაიმერიც თვითმიზნად იქცა მაშინ, როცა შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიციის დამხმარე საშუალება უნდა ყოფილიყო და არა მის წინააღმდეგ მიმართული იარაღი. რას ვიზამთ, გზას ყველა თავად ირჩევს. ოპოზიციაში მყოფ ბევრ ადამიანს აქვს ფინანსური პრობლემები, მაგრამ როცა ერთი ოპოზიციური პარტიიდან მეორეში ფულის გამო მიდიან, ეს უკვე ამორალურია. კობა მოდებაძეს ჩვენთვის ეს არც დაუმალავს. კობა მოდებაძესთან წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და ვიცით, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ვურჩიეთ, სხვა პარტიაში ფინანსური ინტერესებით წასვლას, სხვა გამოსავალზე ეფიქრა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნოღაიდელის ახირება იყო მას აუცილებლად სკანდალური განცხადებები გაეკეთებინა. ნოღაიდელმა ცეცხლი გახსნა და უპასუხოდ დატოვებას აღარ ვაპირებთ”, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე და შეკითხვას - “თქვენთვის საპასუხო ცეცხლი ნოღაიდელსაც მზად აქვს, მაგრამ კეთილშობილი პატრიოტია და ოპოზიციურ ერთობაჩს უფრთხილდება...” - პასუხობს: “სიამოვნებით მოვისმენდი, ნოღადელს “ახლებისთვის” რა აქვს სათქმელი... ბურჯანაძესთანაც ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგრამ არასოდეს მქონია ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან გარიგებულია. ნოღაიდელთან დაკავშირებით კი ეს ეჭვი ყოველთვის მქონდა და ვერ დავიჯერებ, რომ პეტრე მამრაძეც, რომლის მოღვაწეობასაც ასევე კარგად ვიცნობ, უცებ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლი გახდა. ოქრუაშვილი, როგორც კი მან ხელისუფლებას პრობლემები გაცსინა მაშინვე ციხეში გამოამწყვდიეს და არა მგონია, მასზე ნაკლები ხელმოსაჭიდი ნოღაიდელთან მიმართებაში ჰქონდეთ. მისთვის კი მედიაც გახსნილია. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლების გათვლით, ეს სქემა გათამაშდეს, როცა “მოქალაქეთა კავშირი” “აღორძინების” ფონზე მაინც სიმპათიურ ორგანიზაციად ჩნდებოდა”. 08.02.2010
  17. ძუკუ უკრაინის შსს ცესკო-ს დაცვას აძლიერებს 08 / 02, 2010 12:45 უკრაინის შს სამინისტროს შინაგანი ჯარი ცესკო-ს შენობის დაცვას აძლიერებს. ამის მიზეზი დღეისთვის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი აქციებია. ამასთან, უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ”რეგიონების პარტიის” მხადამჭერების მიტინგი უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინაული ”უნაინი” იტყობინება. ”პარტია რეგიონების” დეპუტატმა, ნესტორ შუფრიჩმა მიტინგის მონაწილეებს არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღედან უკრაინაში ახალი ცხოვრება იწყება. ამ დროისთვის უკრაინის ცესკო-ს შენობასთან 3 000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. საღამოსთვის კი, იანუკოვიჩის 10 ათასამდე მომხრე აპირებს შეკრებას. ბოლო მონაცემებით, რომლებიც ბიულეტინების 92,14 პროცენტს ეყრდნობა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 48,48 პროცენტი მიიღო, ხოლო იულია ტიმოშენკომ – 45,88 პროცენტი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  18. იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის სხვაობა 2,58 პროცენტია 08 / 02, 2010 11:58 უკრაინის ცესკო-ს ბოლო ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩს ამომრჩეველეთა 48,47 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო იულია ტიმოშენკოს - 45,89 პროცენტი. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტინების 91,79 პროცენტი. სხვაობა 2,58 პროცენტს შეადგენს. ამასთან, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეზერვი აქვს ვიქტორ იანუკოვიჩსაც და იულია ტიმოშენკოსაც. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის ანდრეი მაგერას განცხადებით, კომისია მეორე ტურის სავარაუდო შედეგების გამოქვეყნებას 24 საათის განმავლობაში გეგმავს. მისივე თქმით, უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის დასავლეთ და სამხერთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ბიულეტინების ნახევარზე ოდნავ მეტია დათვლილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  19. საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოშიც, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები იულია ტიმოშენკომ მოიგო 08 / 02, 2010 12:00 საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოშიც, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები იულია ტიმოშენკომ მოიგო. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “უნიანის” ინფორმაციით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ ტიმოშენკომ მოიგო. ამ დროისთვის უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნების მონაცემების 61.06 პროცენტია დათვლილი. შედეგების თანახმად, უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების 52.43-მა პროცენტმა იულია ტიმოშენკოს მისცა ხმა, ხოლო 42.48 პროცენტმა იანუკოვიჩს. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად, ტიმოშენკომ არჩევნები საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებშიც მოიგო. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კი ამ დროისთვის ხმების 91.79 პროცენტი აქვს დამუშავებული. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩს ხმების 48.47 პროცენტი, ხოლო ტიმოშენკოს 45,89 პროცენტი ერგო. იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს მიერ დაგროვილ ხმებს შორის განსხვავება სულ 2,58 პროცენტს შეადგენს. ყველას წინააღმდეგ ამომრჩეველთა 4,45-მა პროცენტმა მისცა ხმა. საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ დაგროვებული პროცენტები კი ციფრებში შემდეგნაირად გამოიყურება: იანუკოვიჩს - 11 286 807-მა, ხოლო ტიმოშენკოს 10 686 415-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  20. shavlego91 ლომინაძეს არავინ არაფერს არ ეკითხებოდა. ის უბრალოდ ზესაშვილის და გოგორიშვილის მარიონეტი იყო და ბასტა!
×
×
  • შექმენი...