Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. Его в аэропорту Ататюрка встретил помощник губернатора Стамбула Ахмед Айдын, пишет CNN Turk.
  2. პრაიმერის პროექტი შესაძლოა ძალაში დარჩეს 01 / 03, 2010 18:34 პრაიმერის ინიციატორი პარტიები თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად შესაძლოა, პრაიმერის პროექტს დაუბრუნდნენ. ‘’ინტერპრესნიუსთან’’ საუბრისას ‘’კონსერვატორმა’’ კახა კუკავამ არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოციოლოგიური კვლევის ჩატარების შესახებ პრაიმერის ინიციატორთა ერთობლივ განცხადებას ოპოზიციური პარტიები 7 მარტამდე არ გამოეხმაურებიან, პრაიმერი ისევ ძალაში დარჩება. ‘’ჩვენ პოლიტიკური ძალებისგან ველოდებით წინადადებებს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სოციოლოგიური გამოკითხვა საერთო კანდიდატის შესარჩევად, თუ ისინი 7 მარტამდე არ გამოგვეხმაურებიან, სავარაუდოდ, პრაიმერს დავუბრუნდებით’’, - განაცხადა კუკავამ. პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის თანახმადაც, უარი თქვეს პრაიმერის ჩატარებაზე და დაეთანხმნენ წინადადებას, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაიმერის ინიციატორები მზად არიან, ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ ნებისმიერი წინადადება განიხილონ დაინტერესებულ მხარესთან 7 მარტის ჩათვლით, ხოლო 7 მარტის შემდეგ სოციოლოგიური გამოკითხვის წესებს დამოუკიდებლად შეიმუშავებენ. უკვე ცნობილია, რომ სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილეობას არ მიიღებს ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ ლიდერი ირაკლი ალასანია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: გამოვქლევდიიიიი-თქვენ?
  3. ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2010 01 / 03, 2010 11:36 · ანდრო ბარნოვი - ეს “ერთობა” რუსული პროექტია და იმედი მაქვს, ის ირაკლი ალასანიას სახლი არ არის და ასეთად ვერც იქცევა · “ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია პრობლემის გადაჭრა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. დაუჭიროს ალასანიას მხარი და მორჩა” · კონსტანტინე გამსახურდია - “ღმერთმა უწყის, რომელი უფრო დიდი ბოროტებაა - ხელისუფლება თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია” ანდრო ბარნოვი - ეს “ერთობა” რუსული პროექტია და იმედი მაქვს, ის ირაკლი ალასანიას სახლი არ არის და ასეთად ვერც იქცევა “რა სახის მხარდაჭერა უნდა მიიღოს ირაკლი ალასანიამ ამ ხალხის თანადგომით? სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ამ ხალხისაგან გამოკვეთილად ვიცით, ის არის, რომ თურმე რუსეთთან უპირობო ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ და კიდევ ის ვიცით, რომ არშემდგარი რევოლუციონერები არიან და დღემდე მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, გადატრიალება მოაწყონ და სააკაშვილი ჩამოაცილონ ხელისუფლებას. ფაქტია, ოპოზიციონერთა ამ ჯგუფმა მთლიანად დაკარგა ხალხთან კონტაქტი და მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებს. და რატომ უნდა სჭირდებოდეს ისინი ალასანიას? ძალიან უცნაური და გაუგებარია ეს ამბავი”, - აცხადებს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ალასანიას რუსეთის სათამაშოდ გადაქცევა ემუქრება” / “ეს არის სომხების დიდი თხოვნა და მათ ამას კეთილმეზობლობის გამო ვუკეთებთ”. “გარდა ამისა, მიზნებს თავიც რომ დავანებოთ, ალასანიას ნაბიჯი ტაქტიკურადაც ყოვლად გაუმართლებელი ჩანს. რეალურად, ეს არის გზა გაურკვევლობაში, რადგან “ერთიანი ოპოზიცია” ძალზე ჭრელია. ამიტომ ამ ხალხის ერთად შეკვრა არ მგონია, რამე სიკეთის მომტანი იყოს. მათთან ერთად ალასანიას გაუჭირდება გამოკვეთილი იმიჯის შექმნა, მით უმეტეს, დასავლური იმიჯისა. თანაც, ეს მხოლოდ სიჭრელე არ არის. ეს ამბიციური ხალხია, ყველას საკუთარი გეგმა აქვს, მათი ერთპიროვნული ლიდერი კი ფულია, რომელიც ალასანიას კი არა, ნოღაიდელს აქვს! საბოლოოდ, ეს ფული რუსეთს უკავშირდება. ამიტომ, თუ ალასანიამ ამ გუნდში გადაწყვიტა დარჩენა, მაშინ რუსეთის სათამაშოდ გადაქცევა ემუქრება. რა თქმა უნდა, ეს არის ნოღაიდელის ტაქტიკური გამარჯვება. იგი ცდილობს, ლეგიტიმური მოთამაშე გახდეს ოპოზიციის ფრონტზე და ამ კონგლომერატში მის როლს თუ გავითვალისწინებთ, უკანასკნელი ვიოლინო ნამდვილად არ იქნება. ამიტომ, თავიდანვე ცხადია, ირაკლი ალასანია ამ გუნდის ერთპიროვნული ლიდერი ვერ გახდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო ბარნოვი. “არ მინდა დავიჯერო, რომ ის დათანხმდება რუსული ფულით შექმნილი გუნდის ლიდერობას. ფაქტია, სხვის სახლში მაგიდის თავში მხოლოდ მასპინძლის ნებით ჯდები. ეს “ერთობა” კი რუსული პროექტია და იმედი მაქვს, ის ირაკლი ალასანიას სახლი არ არის და ასეთად ვერც იქცევა. ეს ხალხი მხოლოდ იმისთვის იკრიბება, რომ კიდევ ერთხელ სცადოს რევოლუციის მოწყობა. ამას კი, როგორც თვითონ აცხადებს, ირაკლი ალასანია არ გეგმავს. რაც მთავარია, ეს არავის გვჭირდება, რადგან ახლა რევოლუცია კი არა, კონსოლიდაციაა საჭირო. სხვა გზა არის გზა სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ყველა საღად მოაზროვნე ქართველს მოვუწოდებ, ხელი აიღოს ასეთი განზრახვებისგან”, - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი. “დავამტვრევ” არა, - “მივატეხ”! - სწორედ ასე თქვა ნოღამდელმა! ძალიან სასაცილოა. ეს ალბათ პიარფანდიცაა და პუტინის მფარველობის იმედად ყოფნაც. მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი სასაცილო კი არა, ძალიან ნაღვლიანი ამბავია. ტრაგიკომედია არ არის, რომ უცებ ყველაზე გონებაგახსნილი ნოღაიდელი და კუკავა აღმოჩნდნენ?! თურმე მათ გარდა არავის ესმის, რა არის სახელმწიფოს ინტერესი! ვინც მათ არ გაჰყვება, “ხელებს მიატეხენ”. გენიალურია! მგონი, ამ ძალების მარგინალიზაცია მალე დასრულდება და პოლიტიკურ სცენასაც მიატოვებენ. პოლიტიკოსები კი ქართულ პოლიტიკაში იზრდებიან, მაგრამ იმ სისწრაფით და რაოდენობით არა, ჩვენ რომ ვისურვებდით. ყველაფერს დრო სჭირდება და, რაც მთავარია, აუცილებელია მთლიანად საზოგადოების გაზრდა. პოლიტიკოსი საზოგადოებასთან ერთად იზრდება”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, დროს გაუსწრონ. გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. ნათლად ჩანს, რომ 99% ხალხის განწყობით ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა თავისუფლებასა და განათლებას, რომ არსებობდეს აზროვნების სივრცე და საზოგადოება სწორ, ცივილიზებულ დაკვეთას იძლეოდეს. მინდა, საღი აზრი იდგეს ყველაფერზე წინ და საზოგადოება სწორად აფასებდეს მოვლენებს. მხოლოდ ეს იქნება მშვიდობისა და განვითარების გარანტია. არ შეიძლება, მოსახლეობა სიბნელეში ვამყოფოთ, მხოლოდ აგრესიულობისკენ მოვუწოდოთ და არ განვუმარტოთ, რა ხდება. რაციონალიზაციაა საჭირო, როგორც ისტორიის, ისე დღევანდელობისა. ცრემლებისა და დედის გინების დრო, იმედია, მალე წავა. ასე მგონია, რომ ძალიან მალე მოხდება ეს. იქნებ, ამ წლის ბოლომდეც კი. ოპოზიციის ეს ნაწილი საზოგადოებასთან კავშირს კარგავს. თუ ასე განაგრძეს, მალე თვითონ დარწმუნდებიან ამაში, მაგრამ უკვე გვიან იქნება და მწარედ ინანებენ”, - მიიჩნევს ანდრო ბარნოვი. “ლარსის გახსნა არ ნიშნავს ოკუპანტთან თანამშრომლობას, თუმცა არც იმას ნიშნავს, რომ ეს სწორი ნაბიჯია. ხელისუფლება ამაში საფრთხეს ვერ ხედავს, მაგრამ ეს სწორად არ მიმაჩნია და ვთქვი კიდეც ამის შესახებ. როგორც ჩანს, ეს არის სომხების დიდი თხოვნა და მათ ამას კეთილმეზობლობის გამო ვუკეთებთ და კიდევ იმისთვის, რომ ურთიერთობის გაწყვეტაში ვინმემ საქართველო არ დაადანაშაულოს. სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში უფრო მტკიცე პოზიციის დაკავება ვერ ხერხდება. საინტერესოა, რომ მოლაპარაკებების დასაწყისში რუსებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია მოუსურვებიათ და თურმე ამბობდნენ, ქართველებს არ გავატარებთო. კარგი იქნება, ჩვენი მეგობარი სომხები თუ სათანადოდ შეაფასებენ ამ ნაბიჯის სიმძიმეს, რომელსაც, რეალურად, მათთვის ვდგამთ. მიმაჩნია, რომ რეგიონული სტაბილურობისა და ერთიანობის თვალსაზრისით ეს სასიკეთო ნაბიჯია და აუცილებელია, მისი მნიშვნელობა კარგად განვმარტოთ ყველასთვის”, - ამბობს ანდრო ბარნოვი. “სიმართლე ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი თავს დაგვესხა. გამუდმებული ცეცხლით ჩვენს პროვოცირებას ცდილობდა, ბოლოს კი დაიწყო ჯარის შემოყვანა და სამხრეთ ოსეთში გამაგრება. სწორი იყო ამ ჯარისთვის ცეცხლით პასუხი? რთული კითხვაა! სამართლებრივად სწორი იყო და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არსებობს სტრატეგიული მხარეც და მე არ მინახავს სერიოზული კაცი, ვისაც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლია ამ კითხვაზე. წარმოვიდგინოთ, რომ არ გვეპასუხა. ჯერ ერთი, ასეთ “პასუხს” თვითონაც მშვენივრად გაითამაშებდნენ. იცით თქვენ, არაერთხელ უქნიათ ასეთი რამ. ან მოურიდებლად და ღიად დაიწყებდნენ ადგილზე გამაგრებას და ქართველების იქიდან გამოყრას. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ამ დროს? მთელი ქვეყანა ფეხზე დადგებოდა და სააკაშვილს ეტყოდნენ, რომ მან უბრძოლველად დაკარგა სამაჩაბლო. ნაწილი ომს მოითხოვდა, ნაწილი იტყოდა, უკვე გვიანია და ყველაფერი სააკაშვილის ბრალიაო. ატყდებოდა საშინელი აურზაური და ხელისუფლება, რომელმაც აგრესორს ვერანაირი პასუხი ვერ გასცა, ძალიან მალე დაემხობოდა”, - განმარტავს ანდრო ბარნოვი. “დამერწმუნეთ, მასთან ერთად ბევრი სხვა რამ დაემხობოდა, პირველ ყოვლისა კი - ქვეყნის დამოუკიდებლობა! მით უმეტეს, წარმოიდგინეთ დილემის სიმძიმე, როცა იცი, რომ დიდი ალბათობით, მოსახლეობაზე ძალადობა დაიწყება ან უკვე დაწყებულია. კრიტიკა ადვილია, მაგრამ აბა, ვცადოთ და რეალურად წარმოვიდგინოთ სიტუაცია. ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ალბათ მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე მეტი პრეტენზია იმის გამო მაქვს, რომ მანამდე ვერ მოხერხდა საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია და პირველ დღეებში პრაქტიკულად მარტო დავრჩით რუსების წინააღმდეგ. დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი კრემლის გეგმების შესახებ და ალბათ მეტი მუშაობაც შეიძლებოდა, მაგრამ ასევე ძნელია კლიშეების ნგრევა და როგორც ჩანს, ეს არ გამოგვივიდა. თუმცა დღეისთვის, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი უცხოელი ექსპერტი აღიარებს, რომ აგვისტოს ომი სწორედ რუსებმა დაიწყეს. უკვე ყველამ იცის ასმუსის წიგნის შესახებ, სადაც სწორედ ამაზეა ლაპარაკი”, - აცხადებს ანდრო ბარნოვი და შეკითხვას - “საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ ლელუშის განცხადება, საფრანგეთი რუსეთისთვის მხოლოდ სამოქალაქო “მისტრალის” მიყიდვას აპირებსო, პოლიტიკური ფანდია, სააკაშვილის მიერ ატეხილი განგაშის შედეგი თუ აშშ-ის კულუარული დიპლომატიის გამარჯვება?” - პასუხობს: “ალბათ შენიშნეთ, როგორ გახშირდა ბოლო დროს აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები საქართველოს შესახებ. მალე ალბათ ქარტიით გათვალისწინებულ ყველა შეთანხმებასაც მოეწერება ხელი. აშკარაა, რუსეთი ცდილობს, მაგრამ ვერ აღწევს საქართველოს იზოლაციას. ამიტომ ფრანგებიც იძულებული არიან, ერთგვარად შეალამაზონ თავიანთი ქცევა და თავი იმართლონ. დამერწმუნეთ, მათაც ჰყავთ პასუხის მომთხოვნი. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვებია. წარმოიდგინეთ, რომ იყიდოთ თოფი გადასაკიდებელი ქამრის გარეშე. ამით მის თოფობას არაფერი აკლდება. ასეა აქაც. ჰყიდიან ცარიელ ხომალდს, რომლის დაკომპლექტება ყოველთვის შეიძლება. ესეც არ იყოს, რუსებს პირველ რიგში სწორედ ხომალდის ინტერესი აქვთ და არა მასზე განსათავსებელი ვერტმფრენებისა. ასე რომ, ლელუშის ნათქვამი მხოლოდ ფუჭი სიტყვებია. ფრანგები, ტრადიციულად, ყველა მხარეს თამაშობენ. არ არის ეს ჩვენთვის სასიამოვნო, მაგრამ რეალობაა და თვალი უნდა გავუსწოროთ”. “ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია პრობლემის გადაჭრა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. დაუჭიროს ალასანიას მხარი და მორჩა” “ალასანიას პოლიტიკური პარტნიორები არ გამოუცვლია და რეალური გაერთიანებისთვის განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ალასანია უახლოეს დღეებში გაახმიანებს. “მთელი კვირის” ინფორმაციით კი საუბარი მიდის იმ სქემაზე, როლ ალასანია ოფიციალურად უარს იტყვის ნოღაიდელთან პარტნიორობაზე და მას ოპოზიციის ერთიან კანდიდატად ყოველგვარი გამოკითხვებისა და პრაიმერის გარეშე დაასახელებენ. ამასთან, მას მხარს ლევან გაჩეჩილაძე დაუჭერს”, - წერს გაზეთი “მთელი კვირა” სტატიაში სათაურით ოპოზიციის საიდუმლო გეგმა / რაზე მოილაპარაკეს შაბათ ღამით ალასანიამ, სუბარმა და უსუფაშვილმა? “ბოლო დღეებში ყველაზე დიდ ინტერესს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები იწვევს და ეს არც არის გასაკვირი. ბოლოს და ბოლოს, საუბარი ოპოზიციის ერთიანობას შეეხება და გასაგებია, რომ არჩევნებისთვის ოპოზიციის რეალურ ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ისიც ცხადია, რომ ალასანიამ წინა კვირას გადაწყვეტილებები, რომელიც პრაიმერის მომხრე პარტიებთან ერთიანობას გულისხმობს, სწორედ ამ მიზნით მიიღო. რა თქმა უნდა, აქ ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ერთი მხრივ, ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას საერთო კანდიდატის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ მას თბილისში ჯერ კიდევ მკვეთრად ჩამოყალიბებული მხარდამჭერები ჰყავს. დღეს არსებული რეალობა ასეთია, და პოლიტიკოსებს რეალობასთან მორგება უწევთ. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ალასანიასთვის ეს დამატებითი ფაქტორი აღმოჩნდა”, - აღნიშნავს გამოცემა. “გასათვალისწინებელია აგრეთვე იმ ელექტორატის განწყობის გათვალისწინებაც, რომელიც დღეს ნოღაიდელის პოლიტიკას ამართლებს და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ელექტორატი არც ისეთი უმნიშვნელოა, როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს. ეს პოზიცია კი გარკვეულწილად ნოღაიდელთან “კონსერვატორების” ალიანსმაც განაპირობა. მოსახლეობის ამ კატეგორიაში მხოლოდ ე.წ. პრორუსული ორიენტაციის მოსახლეობა არ მოისაზრება. ის კიდევ სხვა საკითხია, “კონსერვატორებმა” ნოღაიდელთან რა საერთო პოლიტიკური ხედვები აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაში მთავარი ელექორატის პოზიციაა. ალასანიას გადაწყვეტილების მიზნად, შესაძლოა ოპოზიციიას გაერთიანება ჰქონდა, მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ თავად გადაინაცვლა ოპოზიციის ერთი ჯგუფიდან მეორეში. ოპოზიცია კი ისევ ისე დარჩა გაყოფილი”, - დასძენს გამოცემა. “როგორც ჩანს, ალასანია ისეთი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რომელიც დღეს არსებულ პოლიტიკურ განლაგებას კიდევ შეცვლის. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ალასანიას არჩევანი, ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური განცხადება და განმარტება არ კეთდება, მათ შორის, არც ალასანიას პარტიაში. “მთელი კვირის” ინფორმაციით კი მოვლენები დაახლოებით ასეთი სქემით განვითარდება - ალასანია ნოღაიდელს გაემიჯნება, მას კი მხარს ლევან გაჩეჩილაძე დაუჭერს, რაც ოპოზიციიდან ფართო სპექტრს მისცემს საშუალებას, ალასანიასთან მისასვლელი ექნეს. პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები კი დღეს გააკეთებენ განცხადებას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევნის ახალი წესის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ ღამით ერთმანეთს “ალიანსის” ლიდერები შეხვდნენ და როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, ირაკლი ალასანიამ, დავით უსუფაშვილმა და სოზარ სუბარმა მომავალი თანამშრომლობის გზები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ კი ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენებსა და თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც ჩანს, ოპოზიციის ერთიანობისთვის მთავარი პირობა ნოღაიდელთან ურთიერთობაზე უარის თქმაა”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “პირდაპირ ვთქვათ, ოპოზიციის ნაწილს ნოღაიდელი იმდენად ეძვირფასება, რომ არ აპირებენ მასთან შეკრული ურთიერთობების დაშორებას და კითხვის ნიშანი აქ ჩნდება. ამაზე მაქვს საუბარი და რიტორიკა, რომ ის არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არ არის არგუმენტი. ის არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ აფინანსებს მათ ღონისძიებებს. ცნობილი გამოთქმაა, ვინც იხდის ფულს, მუსიკას ის უკვეთავსო. დამთავრებული ამბავია. თქვენ გგონიათ, ეს ჯგუფი პრაიმერის იდეამ შეკრა? პრაიმერი არის უბრალოდ ფორმა, თორემ მათი ურთიერთდაინტერესების საფუძველი უფრო სხვა და უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე პრაიმერის მეთოდიკა. პრაიმერის იდეა ჩავარდება, მაგრამ ეს კავშირი დარჩება ურყევ კავშირად და ამაში დავრწმუნდებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “მემარჯვენე” მამუკა კაციტაძე. “ალასანია “ალიანსიდან” გასული არ არის და ძალიან მარტივად მოგვარდება პრობლემა - დაუჭიროს ლევან გაჩეჩილაძემ მას მხარი ლა ირაკლი ალასანია იქნება ოპოზიციის პრაქტიკულად ერთიანი კანდიდატი. გაჩეჩილაძის განცხადება, რომ ყველამ დაუჭიროს მხარი ალასანიას და მეც დავუჭერო, მახსენებს “დათა თუთაშხიადან” ფრაგმენტს, როცა რაჟა სარჩიმელიას მიერ დატყვევებული ქალები ამბობენ, იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეცო. ნუ ჩადგება ლევან გაჩეჩილაძე ამ რიგში, საჯაროდ დაუჭიროს ალასანიას მხარი და ამით პრობლემა იხსნება. იმიტომ, რომ იმის მერე ვინმე სხვა დასახელებული კანდიდატებიდან დაუჭერს თუ არა მხარს ალასანიას, ეს აღარ არის არსებითი. ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია პრობლემის გადაჭრა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. დაუჭიროს ალასანიას მხარი და მორჩა. ამით ალასანია იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი ძალიან მარტივად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი. კონსტანტინე გამსახურდია - “ღმერთმა უწყის, რომელი უფრო დიდი ბოროტებაა - ხელისუფლება თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია” “ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ნოღაიდელი მოგვევლინა ოპოზიციის “რუხ კარდინალად”. მას ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აქვს და მისი მნიშვნელობაც ამით გაიზარდა. ეს ფული საიდან მოაქვს? რა თქმა უნდა, რუსეთიდან, რადგან სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მობილიზება შეუძლია. სხვა ქვეყნებიდან მხოლოდ პატარა გრანტები მოდის, რითაც “ნაცმოძრაობის” დამარცხება რთულია”, - აცხადებს პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია დაშლისკენ მიდიოდა, მაგრამ ვანო ჩხარტიშვილის ფულმა გაამთლიანა და შემდეგ დიდი “ტიტანიკი” ერთიანად ჩაძირეს!” “ამასთან დაკავშირებით ერთი გამონათქვამი მახსენდება: მსოფლიოს ისტორია, ეს არის ბოროტების ბრძოლა კიდევ უფრო დიდი ბოროტების წინააღმდეგ! ამათ შორის კი ღმერთმა უწყის, რომელი უფრო დიდი ბოროტებაა - ხელისუფლება თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია... აქ ორი ვარიანტია - ან ალასანია იყოს არჩეული მერობის კანდიდატი და ლევან გაჩეჩილაძე ვიცე-მერი, ან პირიქით. თუმცა გაჩეჩილაძის პოლიტიკური რეაბილიტიაცია ძალიან რთული იქნება. მით უმეტეს, თუ იმ პროცესებს გავიხსენებთ, რაც 2008-2009 წლექში განვითარდა. ნოღაიდელის როლი ამ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია. ანეკდოტი მოხსენდება: კაცი მიდის თუთიყუშების გამყიდველთან, რომელსაც სამი თუთიყუში ჰყავს. გამყიდველი უხსნის, რომ ერთი თუთიყუში მსოფლიოს ყველა ცოცხალ ენაზე ლაპარაკობს, მეორე - მსოფლიოს ყველა მკვდარ ენაზე, მესამე კი საერთოდ არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაზე ძვირი ღირს. რატომო, ჰკითხა მყიდველმა. გამყიდველმა უპასუხა: არც ერთ ენაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ დანარჩენი ორი “შეფს” ეძახისო. დაახლოებით ასეთი სიტუაციააა ოპოზიციაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტანტინე გამსახურდია. “ამ ეტაპზე მირჩევნია პროცესს დავაკვირდე და მასში მონაწილეობა არ მივიღო, რადგან ჩემთვის ძალიან დიდი რისკია. იქ ერთხელ უკვე ვიყავი. გაჩეჩილაძე 2007 წელს ნახევარ საქართველოში, როგორც კანდიდატი მე წარვადგინე, მაგრამ როცა ვერ გაამართლებ, სხვა რაღა უნდა ითქვას? მე შედეგზე ვიყავი ორიენტირებული და არა დაპირებებზე. იმიტომ, რომ ჩემი წარდგენილი იყო, საარჩევნო სიაშიც მეორე ვიყავი. მერე, საპარლამენტო არჩევნებზე გამყრელიძემ მოითხოვა მეორე ადგილი, რადგან დაფინანსება მოჰქონდა - უფრო სწორად, ვანო ჩხარტიშვილის დაფინანსება მოჰქონდა. ლაპარაკი სამ მილიონზე იყო. მეტს ნურაფერს მკითხავთ. ჩხარტიშვილის ინტერესი, ალბათ, ის იყო, რაც სააკაშვილისა და მერაბიშვილის. ოპოზიცია დაშლისკენ მიდიოდა, მაგრამ ამ თანხებმა გაამთლიანა და შემდეგ დიდი “ტიტანიკი” ერთიანად ჩაძირეს. მერე ნაწილს დააფიცებინეს, ანუ დააგინებინეს, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, რათა ხალხისთვის დაემტკიცებინებინათ, მანდატებისთვის რომ არავინ იბრძოდა”, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია და შეკითხვას - “საინტერესოა, ვის ვინ დააფიცებინა?” - პასუხობს: “ყველაზე აქტიური დამფიცებლები, ანუ დამგინებლები იყვნენ გამყრელიძე, გაჩეჩილაძე და კუკავა. როგორც ჩანს, შემკვეთმა დააგინებინა და ის შემკვეთი ვანო ჩხარტიშვილია. მის უკან კიდევ უფრო დიდი შემკვეთები - მიშა და დიდი ვანო იდგნენ. მეტს ვერაფერს გეტყვით”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126925.html
  4. “დარიალის” ყოფილი წევრი საქართველოს ყაზბეგის რაიონის დაკარგვის საფრთხის შესახებ აფრთხილებს 01 / 03, 2010 16:02 ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი ორგანიზაცია “დარიალის” ყოფილი წევრი საქართველოს ყაზბეგის რაიონის დაკარგვის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ამ შინაარსის წერილი ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა გაზეთ “კვირის პალიტრას” გამოუგზავნა. წერილის ავტორი წერს, რომ ორგანიზაციის წევრებს ყაზბეგში ბინებს და გუდაურში ვილებს სთავაზობენ. მისივე განცხადებით, ყაზბეგის რაიონის საქართველოსთვის წართმევის გეგმის შესახებ “დარიალის” იანვრის სხდომაზე შეიტყო. “ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს, წაგლიჯოს საქართველოს ყაზბეგის რაიონი თრუსოს ხეობითურთ და გუდაური. აქვთ რუკები და პროექტები, სადაც ჩამოყალიბებულია, როგორ უნდა შეუერთდეს თრუსოს ხეობის გავლით ცხინვალის მხარე კობსა და გუდაურს. მე ეს ამბავი საგანგაშოდ მეჩვენა. სომხეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე ოსებს შეჰპირდნენ, შეადგენენ დოკუმენტებს, თითქოს სომხეთის ისტორიულ წყაროებში აღმოაჩინეს, რომ ყაზბეგის რაიონი ალანთა ძირძველი მიწაა, საიდანაც ოსები ქართველმა მეფეებმა განდევნეს. აი, ამ დოკუმენტით აპირებენ “თავიანთი მიწის” დაბრუნებას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განუმარტეს დამსწრეებს, საქართველოს ისტორია სომხური წყაროების მონაცემებზეა შექმნილი”, - ნათქვამია წერილში. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ სხდომაზე განიხილეს, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. მისი ინფორმაციით, ოსები ლარსის გზის გახსნას ელოდებიან. “იციან, რომ კობსა და თრუსოს ხეობის სოფლებში ოსთა საცხოვრებელი სახლები გაძარცვულია. როდესაც ლარსი გაიხსნება, ოსები შევლენ სოფლებში და დაიწყება შეჯახება ოსებსა და ყაზბეგის მოსახლეობას შორის, რაც კონფლიქტის საუკეთესო პირობა იქნება. ამ გეგმით ოსები რუსეთის დახმარებით დაიკავებენ ყაზბეგის რაიონს, თრუსოს ხეობასა და გუდაურს”, - აღნიშნული წერილში. “დარიალის” ყოფილი წევრი აცხადებს, რომ სხდომაზე დაისვა საკითხი, გახსნიდა თუ არა საქართველო 1-ელ მარტს ლარსის გზას. მისი განცხადებით, სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან “სომხეთს საქართველოს პრეზიდენტისთვის ათეულობით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი სომხეთში ვიზიტის დროს”. წერილის ავტორი მოუწოდებს ქართველ ხალხს, არ დაუშვან ლარსის გზის გახსნა და მაქსიმალურად შეუშალონ ხელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ლარსის გზის გახსნის შესახებ, რადგან მიაჩნია, რომ ეს საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. აღნიშნულ თემაზე დღეს რადიო “პალიტრის” გადაცემა “რეზიუმეში” ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ისაუბრებენ. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ოფიციალურიად დღეს, 1 მარტს გაიხსნა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. კი ბატონო, კარგი თემაა, მაგრამ სამწუხაროდ არა ყველაზე აქტუალური
  6. ძუკუ მეც მაგას ვჩივი, ჩემო მიშა. მაგარი მამალი ტყუილი დააბრეხვა
×
×
  • შექმენი...