ამ ხელისუფლების ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ერთი რამ ფაქტია-ხელისუფლებამ ჩვენი გამოფხიზლება სცადა. მათი იაღლიში კი მხოლოდ ის იყო, რომ ამის გაკეთება არაპროფესიონალთა ხელით სცადეს. ხოდა ამ მცდელობიდან რაც გამოვიდა, თქვენ თვითონ ნახეთ. მოკლედ, მინდა მოზაიკის ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ: გენო კალანდიას აქვს გენიალური ლექსი "ოლიფანტე" (ლოტოფაგები-ლოტოსის მჭამელი მითიური ტომი. "ოდისეას" მიხედვით ლოტოსის მჭამელ ადამიანს ავიწყდება წარსული). ოლიფანტეც ლოტოსს მიძალებული ქართველია ("რეფორმირებული" ლუარსაბ თათქარიძე). ადრეც გამოვიყენე ეს ლექსი რომელიღაც თემაში, რამეთუ ამ ლექსში სრულყოფილად არის ნათქვამი ის, რასაც წლების განმავლობაში ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინც ვერ გავითავისეთ. "მიირთვი, მიირთვი უშფოთველად მიირთვი, კარგად მიეძალე მორჩილად დახარე ეგ თავი მონის, თხუნელასავით სარდაფში ჩადი ..." ოლიფანტე ლოტოსის მჭამელი ქართველია, ბევრი ოლიფანტეს გამაერთიანებელი სახე, რომლებმაც რუსული ორასწლიანი მარაზმი დაივიწყეს, რომლებმაც სტალინ-ორჯონიკიძე ტანდემი დაივიწყა... შორს რატომ მივდივარ-ედუარდის-ჯაბას-კიტოვანის და სიგუას "ბრწყინვალე" კვარტეტი მეხსიერებიდან წაშალა იმედის დედაც და ზეიდან კიდევ ნაცების, მაგრამ გაკეთდა გადაცემა, რომელიც მაღალი ალბათობით რეალურად შეიძლება მოხდეს. მაგრამ ჩვენი( "ლოტოსნაჭამის") გამოფხიზლება შეუძლებელია, ისე, როგორც თავის ქალაზე ტყავგადაკრული მანქურთის გამოფხიზლება. რა გნიასი ავტეხეთ...ჰა? მაშინვე დავუდექით გვერდით ფქვილოვნას და ნოღაიდელს. ანუ იმ ადამიანებს, ვინც ხვალ შეიძლება რუსებმა " ტახტზე" დაგვისვან. მაგარი მახსოვრობადაკარგული ერი ვართ, მ ა გ ა რ ი. არ მინდა დავიჯერო რომ ჩვენი საქმე წასულია. მოკლედ, თანაფორუმელებო, მომავალი წარსულის ხსოვნის გარეშე არ არსებობს... ნუ დავივიწყებთ... უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით. გააჩერეთ ფორუმი, უნდა ჩავიდე!