Saturn ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის სურვილს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ 02 / 03, 2010 15:14 “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის სურვილს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოთქვამენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, უერთდებიან “ქართული აკადემიის” მიერ გუშინ გამოთქმულ აზრს, რომ მოცემულ სიტუაციაში ირაკლი ალასანიასთან საზოგადოების შეხვედრა აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან მის გარშემ ბევრი კითხვა დაგროვდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ეთანხმებიან მოსაზრებას იმის შესახებაც, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის რანგში ირაკლი ალასანიას ალტერნატივა არ მოეძებნება. დღევანდელ პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ შემდეგ არასამთვრობო ორგანიზაცები - “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის”, არასამთავრობოთა კოალიცია “ჩვენი უფლებებისთვის”, “ტექნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრი”, “სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის ცენტრი”, “გადაარჩინე ქონება და გადაარჩინე სიცოცხლე”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1