Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ძალიან კარგი და აქტუალური თემაა და ნუ ჩავძირავთ
  2. ძალიან საინტერესო სტატიაა, ძ ა ლ ი ა ნ სამხედრო 09:00 / 15-08-2009 ლუსტრაციის თამაში პოლიტიკურ ყანაში ჩანს, საქართველოს ხელისუფლება საშემოდგომოდ სერიოზულად ემზადება. ეს მხოლოდ დაპირებებით კახელი გლეხების მორიგ გაბითურებას არ ეხება - თუნდაც ტონობით ყურძენი ჩააბარონ, ფულს სრულად მაინც რომ ვერ იღებენ. საქმე შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საშემოდგომო სერიასთან გვაქვს. სექტემბრიდან ახალი საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ "რადიკალური ოპოზიციის" მუქარას ხელისუფლება უმალვე გამოეხმაურა და "საპარლამენტო ოპოზიციის" გახმოვანებით საკმაოდ სერიოზული მინიშნება გააკეთა, საიდანაც ჩანს, რომ შემოდგომიდან "უცხო ქვეყნის" აგენტებზე ნადირობის სეზონი გაიხსნება. ხელისუფლების მესიჯი - "რადიკალურო ოპოზიციავ, გეშინოდეს, ლუსტრაცია მოდის" - უკვე გაცხადებულია. საინტერესოა, რომ ვინც ბევრს ლაპარაკობს ლუსტრაციაზე, აგენტების გამოვლენასა და სხვის შესაძლო აგენტობაზე, რატომღაც ჰგონია, რომ ეს მათთვის ინდულგენცია იქნება. ვითომ მართლა ასეა? რატომ იქცა საქართველოში ლუსტრაციის საკითხი "პოლიტიკურ სათამაშოდ" მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს საპარლამენტო ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძემ განაცხადა, რომ "ლუსტრაციის შესახებ" კანონპროექტზე იწყებს (?!) მუშაობას და მას მალევე წარუდგენს პარლამენტს. ბატონ თორთლაძეს მიზნად დაუსახავს იმ ადამიანების გამოაშკარავება, ვისაც 1991-1992 წლების მოვლენებსა და თბილისის ომთან ჰქონდა კავშირი: "ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიონალ სახელმწიფო გადამტრიალებლებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ დროა, ყველას და ყველაფერს შეფასება მიეცეს და თავისი სახელი დაერქვას"; "არანაირ პოლიტიკურ რეფორმებსა და ცვლილებებს აზრი არ ექნება, თუკი ქვეყანა ლუსტრაციის კანონს არ მიიღებს", - განაცხადა საკმაოდ აღელვებულმა გია თორთლაძემ. როგორც იტყვიან, თქვენს პირს შაქარი, ბატონო გია, უკვე კარგა ხანია, ჩვენც ამას გავიძახით, მაგრამ, სამწუხაროდ, არც შევარდნაძის და ჯერჯერობით არც დღევანდელ ხელისუფლებას ლუსტრაციის კანონის მიღების ძირითადი პრინციპებიც კი არ განუხილავს. ამ კუთხით მასმედია უფრო აქტიურობდა და ამ საჭირბოროტო საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვას ცდილობდა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ ლუსტრაციის კანონის მიღების პროცესი თვითდინებაზე მიუშვა და თვითონ პილატესავით ხელები დაიბანა, ბევრი ვერაფრის გაკეთება მოხერხდა. ახალი ინიციატივის ავტორს, გია თორთლაძეს, სახელისუფლებო გუნდმა კანონპროექტის მომზადებაში უმალვე დახმარება აღუთქვა - ჩანს, ერთად ამზადებდნენ ამ "ინიციატივას". თან პრეზიდენტი სააკაშვილიც თანახმა ყოფილა. -აბა, რაღა გიშლით ხელს, ბატონებო, ან აქამდე რამ შეგიშალათ ხელი, რომ ლუსტრაციის კანონი თუნდაც 2004 წელს, მიგეღოთ? - იკითხავს საქართველოს რიგითი მოქალაქე. პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ ჯერ არ იციან, რა პრინციპებზე აიგება კანონი, თანაც ხაზს უსვამენ, რომ სუკ-ის არქივის ნაწილი განადგურებულია, ნაწილი კი საქართველოდან არის გატანილი. მაშინ რა სრულყოფილი ლუსტრაციის კანონის მიღებაზეა ლაპარაკი? უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლუსტრაციის კანონის სწორედ ის პრინციპებია მთავარი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სპეციფიკას მიესადაგება, თორემ მზა ლუსტრაციის კანონის ვარიანტებზე მეტი რა არის აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში? აიღეთ, თარგმნეთ და მიიღეთ, მაგრამ რეალურად რომ არ იმუშავებს?! ლუსტრაციის კანონის ძირითადი პრინციპები საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში ლუსტრაციის ურთულესი საკითხებისადმი მიდგომა, ცოტა არ იყოს, დილეტანტურია. ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ეს თემა უკვე სარფიან და ადვილად გასაყიდ "საქონლად" იქცა. ამ დროს კი ეს პრობლემა ერთ-ერთი ურთულესთაგანია და მრავალ კითხვაზე ათასჯერ აწონილ პასუხს მოითხოვს. უწინარეს ყოვლისა, გასარკვევია: 1. როგორია სპეცსამსახურების არქივების დღევანდელი მდგომარეობა და რა რეალური ბაზა გაგვაჩნია ლუსტრაციის პროცესის დასაწყებად; 2. რომელ დოკუმენტურ წყაროებს უნდა ვენდოთ; 3. რა კრიტერიუმებით, სამართლებრივი ბაზით და რომელი არქივებით უნდა ვისარგებლოთ აგენტების დასახელებისას; 4. საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელთა რა კატეგორიას უნდა შეეხოს ლუსტრაცია; 5. რა საკანონმდებლო შეზღუდვებია ამჟამად ამ კუთხით და როგორ უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო ბაზა; 6. როგორია პოსტსოციალისტური ქვეყნების გამოცდილება სპეცსამსახურების არქივების გახსნისა და ლუსტრაციის მხრივ; 7. რა თანამდევ პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციალურ პროცესებს უნდა ველოდეთ საზოგადოებაში ლუსტრაციის დაწყების შემთხვევაში. ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გარეშე, შესაძლოა, ლუსტრაციის მართლაც აუცილებელი პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების საგნად იქცეს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების არქივები სადღეისოდ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, იმდენად შეუსწავლელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ნამდვილად გაუჭირდება საარქივო ერთეულების ზუსტი რიცხვის დასახელება და მათ სრულ სანდოობაზე თავის დადება, არაზუსტ არქივებზე დაყრდნობით კი ჩვენ კარგ შანსს მივცემთ მოწინააღმდეგეს და მხოლოდ საზოგადოებრივ დაპირისპირებას გავაღვივებთ, რადგან ფარულ თანამშრომლებს აგენტობას ვერ დავუმტკიცებთ, ხოლო შტატიანი თანამშრომლების სამართლებრივ დევნას ვერ მოვახერხებთ, ვინაიდან ისინი მაშინ არსებული ქვეყნის (საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ-ის) კანონებით მოქმედებდნენ, დაძაბულობასა და ქაოსს კი ნამდვილად შევქმნით. ლუსტრაცია თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება? სამწუხაროდ, უკვე ჩანს, რომ "თორთლაძის ინიციატივის" შემთხვევაშიც ჩაფიქრებულია ამ კანონის პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოყენება. უკვე გამოიკვეთა მთავარი სამიზნეც - ის ხალხი, ვინც გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში მონაწილეობდა ან მხარს უჭერდა ამ პროცესებს. ლუსტრაციის "ახალი იდეის" ავტორი არ მალავს, რომ ამ ხალხს პოლიტიკურ ჯგუფებშიც ხედავს და საზოგადოებრივ წრეებშიც. ლუსტრაციის კანონის მიღების ახალი ინიციატივა იმ კონკრეტულ პირთა წინააღმდეგ არის მიმართული (პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვა, სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობა და ა. შ.), რომლებიც, გია თორთლაძის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, "პროფესიონალ გადამტრიალებლებად" ჩამოყალიბდნენ. ჩანს, კანონი მთელი სიმკაცრით სწორედ ამ კატეგორიის ხალხს გაუსწორდება. ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, მაგრამ გვარს არ დავასახელებო - ასეა ამ შემთხვევაშიც. ყველამ კარგად იცის, ვის გულისხმობენ საპარლამენტო უმრავლესობა და თორთლაძე "პროფესიონალ გადამტრიალებლებში". სხვათა შორის, ეს ხალხი შევარდნაძის მთავრობაშიც იყო და ამ ხელისუფლების დროსაც მინისტრების სავარძლები ეკავა. თუ მათზე რაიმე ეჭვი გქონდათ, ბატონებო, ამ თანამდებობებზე რაღად ნიშნავდით?! ვინ შეედრება საქართველოს აგენტების გამოვლენაში? ლუსტრაციის კანონპროექტების წერის მოდა და ლუსტრაციის კანონის ირგვლივ პოლიტიკური თამაშები კარგა ხანია დაიწყო. ჯერ კიდევ 2005 წელს საპარლამენტო ოპოზიცია "დემოკრატიული ფრონტის" მიერ შემუშავებული კანონპროექტი უმრავლესობამ პირველსავე განხილვაზე ჩააგდო. ამის მიზეზი დოკუმენტის აშკარა სისუსტესა და უხარისხობაზე მეტად მისი ოპოზიციური წარმომავლობა იყო. ამის შემდეგ "თავისუფლების ინსტიტუტმა" დაამუშავა ლუსტრაციის ახალი პროექტი. ძველ დოკუმენტს ის იმით ჰგავდა, რომ აშკარად ეტყობოდა სიჩქარისა და პოლიტიკური კონიუნქტურის დამღა. ორივე დოკუმენტის ავტორებისთვის ალბათ პირველობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ხარისხი. ამ პროექტებში ლუსტრაციის ურთულესი საკითხებისადმი, ცოტა არ იყოს, დილეტანტური მიდგომა გამოსჭვიოდა. თორთლაძის ინიციატივიდან უკვე გამოიკვეთა, რომ საქართველოში მოქმედი საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტურის საარქივო მასალების გახსნის ძალზე რთული და ფაქიზი საკითხი კვლავ "აორთქლდება" სამართლებრივი სიბრტყიდან და საგაზეთო სენსაციების, პოლიტიკური დაპირისპირებისა და ვაჭრობის საგნად იქცევა. ერთი რამ არის დამაფიქრებელი: 1991 წლის შემდეგ ლუსტრაციაზე ლაპარაკისა და პოლიტიკური ქულების მოპოვების სურვილს იქით საქმე არ წასულა. ზვიად გამსახურდია საქართველოს მოქალაქეებს კა-გე-ბეს აგენტების გამომზეურებას ბევრჯერ დაჰპირდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, სუკ-ის არქივები შემოდგომის ფოთლებივით გაიფანტა. ედუარდ შევარდნაძის დროს ეს საკითხი "რატომღაც" აქტუალური აღარ იყო. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2004 წლის თებერვალში განაცხადა ლუსტრაციის აუცილებლობის შესახებ და კონკრეტული დავალებებიც მისცა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს. მას შემდეგ ხუთ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. რატომ? პასუხი არავინ იცის. ეს პრობლემა მარტო საქართველოსთვის არ არის აქტუალური, ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიც ამ სენით არიან ავად, თუმცა, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რეალურ ნაბიჯებს დგამენ საბჭოთა და რუსეთის აგენტურის ლუსტრაციისთვის. ლუსტრაცია ბულგარეთში ბულგარეთში ამ რამდენიმე დღის წინ იმ ჟურნალისტების გვარები დაასახელეს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის დროს უშიშროების სტრუქტურებსა და მილიციასთან ფარულად თანამშრომლობდნენ. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც საჯარო პირების კომუნისტური რეჟიმის უშიშროებისა და მილიციის ორგანოებთან თანამშრომლობის ფაქტებს შეისწავლის, გამოაქვეყნა ბულგარეთის მასმედიის იმ თანამშრომელთა გვარები, რომლებიც სპეცსამსახურების მიერ იყვნენ გადაბირებული. მათ რიცხვში აღმოჩნდა ბულგარეთის უდიდესი საინფორმაციო-ანალიტიკური რადიოს "დარიკის" მფლობელი რადოსვეტ რადევი, რომელიც უშიშროების სამინისტროს მეექვსე სამმართველოს აგენტი (ოპერატიული ფსევდონიმი - "უიღბლო") იყო და ინტელიგენციის თვალთვალი ევალებოდა. უშიშროების ორგანოებთან ფარულად თანამშრომლობდნენ კერძო საინფორმაციო სააგენტო "ფოკუსის" მფლობელი, ასევე - მრავალი ცნობილი მუსიკოსი და ჟურნალისტი. კომისიამ დაადგინა, რომ უშიშროების აგენტი იყო ცნობილი ბიზნესმენი კრასიმირ გერგოვიც, რომელიც მილიარდერ რუპერტ მერდოკის სახელზე გაფორმებული კერძო სატელევიზიო არხის ფაქტობრივი მფლობელია. გერგოვი 1985-1989 წლებში ასრულებდა უშიშროების დავალებებს. ამჟამად ის ფლობს ხუთ გასართობ ტელეარხს და ორ მუსიკალურ რადიოსადგურს. დამეთანხმებით, საკმაოდ მძლავრი იდეოლოგიური იარაღი ყოფილა კრასიმირის ხელში... საინტერესოა ამ კომისიის შექმნის ისტორიაც. 2006 წელს ბულგარეთის პარლამენტში შემავალმა პარტიებმა დაასახელეს კომისიის წევრობის კანდიდატურები (ცნობილი ისტორიკოსები ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ა. შ.), რომლებიც საპარლამენტო განხილვის შემდეგ ამ საზოგადოებრივი ორგანოს წევრები გახდნენ. კომისიამ ბულგარეთის უშიშროების ორგანოების არქივებში რამდენიმე ათასი საარქივო დოკუმენტი შეისწავლა კონკრეტულ საჯარო მოხელეებზე (დეპუტატებზე, მუნიციპალურ მოხელეებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე, სამხედრო და პოლიციის მაღალჩინოსნებზე და ა. შ.), 2009 წლიდან კი შესწავლის ობიექტები უკვე მასმედიის წარმომადგენლები გახდნენ. აი, ასეა რეალურად "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" ბულგარელების შესრულებით. "ბუკოვსკის არქივიდან" ბრეჟნევის სრულიად საიდუმლო მადლობა "ყველა სიახლის" წინა ნომერში ცნობილი საბჭოთა დისიდენტის ვლადიმირ ბუკოვსკის მიერ საბჭოთა კომპარტიისა და სპეცსამსახურების საიდუმლო არქივებიდან მოპოვებული ზოგიერთი დოკუმენტის შესახებ გიამბეთ. დღეს "ბუკოვსკის არქივიდან" კიდევ ერთ, გრიფით "სრულიად საიდუმლო" დამშვენებულ, მაგრამ ძალზე კურიოზულ დოკუმენტს გადავავლოთ თვალი. სსრკ ცკ-ის სამდივნოს 1981 წლის 13 იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერში ვკითხულობთ: "დამტკიცდეს ნიკარაგუის რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის ელჩისადმი მითითების ტექსტი (თან ერთვის). შეთანხმებულია ცკ მდივნებთან". შემდეგ მოდის საბჭოთა იმპერიის "ნორჩი" ბელადების ჩამონათვალი სუბორდინაციის მიხედვით: სუსლოვი, კირილენკო, ჩერნენკო, გორბაჩოვი, პონომარევი, კაპიტონოვი, ზიმიანინი, რუსაკოვი. ყველა მათგანი ეთანხმება სრულიად საიდუმლო მითითების მომცრო ტექსტს. საინტერესოა, ასეთი რა მნიშვნელობის იყო ეს დოკუმენტი, რომ მის განსახილველად ძველით ახალი წლის დღეს შეიკრიბნენ ეს მართლაც რომ უღმერთო კომუნისტები? მითითების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "მანაგუა. საბჭოთა კავშირის ელჩს შეხვდით ამხანაგ ბაიარდო არსე კასტანიოს და მას, ასევე ნიკარაგუას ეროვნული განთავისუფლების სანდინისტური ფრონტის მთელ ხელმძღვანელობას ლ. ი. ბრეჟნევის სახელით გადაეცით მადლობა საახალწლო მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის. შესრულება გვაცნობეთ". ნეტავ ვის და რატომ უმალავდნენ ამ "სახელმწიფო საიდუმლოს"? თუმცა "ბოროტების იმპერიებს" რას გაუგებ... ”ყველა სიახლე” http://www.ambebi.ge/samkhedro/8806-lustra...ur-yanashi.html
  3. პოლონეთში ქართველთა გაფიცვა მესამე დღეა რაც გრძელდება 2009 წლის 15 08, შაბათი - 12:15 პოლონეთში ქართველთა გაფიცვა კვალვა გრძელდება, ისინი მესაზღვრეების უხეშ მოპყრობას აპროტესტებენ და ლტოლვილის სტატუსის მიღებას მოითხოვენ, 21 ქართველი, რომლეთაც პროტესტი “ქართული მეთოდებით” შიმშილობით, მისასვლელების გადაკვტვით და ხმაურით გამოხატეს, პოლონეთის იურისდიქციაში იმყოფებიან და პოლონეთში საქართველოს ელჩს, მათთან შეხვედრა საერთაშორისო კანონმდებლობით ეკრძალება, ლტოლვილთა ბანაკში ქართველები საზღვნის უკანონო გადაკვეთის გამო მოხვდნენ. საქართველოს ელჩი პოლონურ მხარეს სთხოვს, ფრთხილად და გაგებით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას. http://fact.ge/news.aspx
  4. საქართველოში ამერიკელი ინსტურქტორების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ფილიპ ქროულიმ სპეციალური განცხადება გააკეთა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. 09:00 / 15-08-2009 რუსეთი მეზობლებს კუნთებს უჩვენებს Libration პროვოკაციული განცხადებებით, მოსკოვი 2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და იმავდროულად, ყურადღებით აკვირდება საქართველოს. ბოლო დღეებში რუსეთი დიპლომატიურ ფრონტზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. ადანაშაულებს რა ერთის მხრივ უკრაინას, რომ ის შარშანდელი ომის დროს საქართველოს იარაღს აწვდიდა და დღესაც იგივეს განაგრძობს, მეორეს მხრივ თავად საქართველოსაც ემუქრება. "იმპერიული კომპლექსები" უკრაინასთან დაძაბულობა გუშინ არ დაწყებულა. სინამდვილეში მოსკოვს დღემდე ვერ მოუნელებია 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუცია" და ხელისუფლებაში პრო-დასავლელი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მოსვლა. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო უარესდებოდა, იგივე გაზის კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ყოფილ საბჭოთა სატელიტს მძიმე ზამთრის სეზონებს ახსენებს ხოლმე. უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2010 წლის იანვარშია და როგორც სჩანს მოსკოვმა დესტაბილიზაციის კამპანია წამოიწყო. ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მის უკრაინელ კოლეგას წერილი გაუგზავნა. მან კიევი ერთდროულად საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაში, ნატო-ზე გამობმის სურვილსა და ევროკავშირთან ენერგეტიკული მოლაპარაკებების ცალმხრივად წარმოებაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ კიევში ახალი ელჩის გაგზავნას გაურკვეველი ვადით აყოვნებს. "ზოგიერთ უკრაინელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მოსკოვი მსგავსი თავდასხმებით საპრეზიდენტო კანდიდატების ტესტირებითა და იმის გარკვევითაა დაკავებული თუ რომელი კანდიდატი უფრო მეტ მხარდაჭერას გამოიჩენს მოსკოვის მიმართ. უფრო ზუსტად, მოიქცევიან თუ არა ისინი რუსეთთან, ისე როგორც ამას იუშჩენკო აკეთებს, რომლის პირობებშიც მოსკოვთან ნორმალური ურთიერთობები ვერ აეწყობა", - წერს პრორუსული გაზეთი "სეგოდნია". კანდიდატების ამ პატარა ნაკრებში სწორედ იანუკოვიჩი, 2004 წელს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ინარჩუნებს რუსი გიგანტის სიმპათიას და მათ საარჩევნო სიაში ლიდერობს. უკრაინის დიპლომატიამ ეს ფრონტალური შეტევა უპასუხოდ არ დატოვა. "სამწუხაროდ, რუსეთის ახალგაზრდა ხელმძღვანელობა ძველი იმპერიალისტური კომპლექსების მძველად რჩება, რაც მათ საგარეო მტრის ხატის სიყვარულისკენ უბიძგებს", - სინანულით აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვირა ულიანჩენკომ. დიმიტრი ორეშკინს, დამოუკიდებელ პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ -"რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის შენარჩუნებას შოლტის გამოყენებით შეეცდება". მისი აზრით, პრობლემა ის არის, რომ - "პრინციპი შეშინება დამორჩილებისთვის, აღარ მუშაობს. რუსებს თაფლაკვერი აღარ აქვთ, მათრახი კი დაუმოკლდათ". აფხაზეთის სამხედრო დახმარება რეგიონში მეორე "პრობლემური" ქვეყანა საქართველო, ასევე რუსეთის ყურადღების ცენტრშია. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და ნიკარაგუამ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, რუსეთი კი თბილისს კვლავ მუშტებს უქნევს. თუ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მოვა დრო როდესაც ამ პროვინციების ბედი "მოსკოვში აღარ დაიწერება", ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათის ვიზიტით აფხაზეთში აჩვენა, რომ კონფლიქტი დასრულებისგან ჯერ შორს არის. მან განაცხადა, რომ - "რუსეთი მზადაა "აუცილებლობის" შემთხვევაში შავი ზღვის ამ პატარა პროვინციას სამხედრო ძალით დაეხმაროს". პრემიერ-მინისტრის სიტყვები შემაშფოთებლად დაემთხვა იმ კანონპროექტს, რომელიც დიმიტრი მედვედვმა ორშაბათს რუსეთის პარლამენტს წარუდგინა. ტექსტში ნათქვამია, რომ - "მოსკოვს შეუძლია გამოიყენოს მისი არმია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც, თუკი რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შეტევა განხორციელდება და დაიცვას სხვა სახელმწიფო აგრესიისგან", - ესაა მკაცრი გაფრთხილება გაკეთებული საქართველოს მისამართით. ForeignPress
  6. ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106794.html
  7. მდაას! პირველი შემთხვევაა და სიტყვიერ გაფრთხილებას + პოსტის წაშლას დავჯერდები, მაგრამ ნაცისტური იდეების პროპაგანდის გამეორების შემთხვევაში ულაპარაკოდ ბანს დაგადებთ და ბასტა!...bergman
  8. აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური საქართველოში საზღვაო ქვეითების გამოგზავნაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პრესსამსახური საქართველოში საზღვაო ქვეითების გამოგზავნის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული ბატალიონის მომზადების მიზნით, რომელიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში (ISAF) მიიღებს მონაწილებას, საქართველოში 60-დან 70-მდე ამერიკელი სამხედრო ჩავა. „მიღებულია გადაწყვეტილება, გავაგზავნოთ საქართველოში საზღვაო ქვეითები, რომლებიც 750-კაციან ქართულ ბატალიონს სწავლებას ჩაუტარებენ. 6-თვიანი სწავლება პირველ სექტემბერს დაიწყება, ხოლო საზღვარო ქვეითთა რაოდენობა 60-დან 70-მდე იმერყევებს“,- ნათქვამია განცხადებაში. პრესსამსახური მიუთითებს, რომ აშშ-სა და საქართველოს ერთობლივი სწავლების დიდი ხნის ისტორია აქვთ. 1990-იან წლებში ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოში ნატო-ს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოში დღეს, 15 აგვისტოს უნდა ჩამოვიდნენ. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში მონაწილეობის მისაღებად მეორე და მესამე ბრიგადები გაიწვრთნება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  9. უზერებო, თქვენი აზრით, რა სახელით შევა მიშა ისტორიაში: 1. დიდი; 2. მცირე; 3.გრძელი; 4.ცრუ; 5.მართალი; 6.ჰალსტუხმღეჭავი; 7.აღმაშენებელი; 8. დაღმამშენებელი; 9."ბაბნიკი"; 10.სპრინტერი განაგრძეთ :ena:
  10. 07:46 15/08/2009 ВАШИНГТОН, 15 авг - РИА Новости, Мария Табак. Количество американских морских пехотинцев, направляемых в Грузию для подготовки грузинского батальона к службе в составе международных сил содействия безопасности в Афганистане (ISAF), будет варьироваться от небольшой группы до 60-70 человек, говорится в сообщении пресс-службы Вооруженных сил США. Ранее о том, что США направляют группу военных инструкторов в Грузию, объявил заместитель официального представителя госдепартамента США Филип Кроули. "Было принято решение направить в Грузию морских пехотинцев для обучения батальона, численность которого составит 750 человек. Во время шестимесячного цикла тренировок (начинающегося 1 сентября), количество морпехов будет колебаться от небольшой группы до 60-70 человек", - говорится в документе. Пресс-служба напомнила, что у США и Грузии есть давняя история совместных учений. В 1990-х годах группа американских морпехов была направлена в Грузию в рамках программы НАТО "Партнерство во имя мира". Представители американских властей не раз говорили о том, что США продолжат оказывать поддержку Грузии и ищут пути укрепления связей с этой республикой, в частности, в военной сфере. http://rian.ru/world/20090815/180992896.html
  11. გეტყოდი რაღაცას , მაგრამ მეშინია იუმორმა არ გიღალატოს და ნაწყენი არ დამრჩე...kisa :2kiss: :2kiss:
  12. რა თქმა უნდა მასეა და ეს არის რომ ანგრევს ქვეყანას...kisa
  13. სანამ არ მივხვდებით, რომ ხელი ხელს ბანს პრინციპი მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებისთვის
  14. ეე, ეს უკვე წელს ქვევით დარტყმაა
×
×
  • შექმენი...