რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ პერევის მოსახლეობამ განუცხადა. როგორც პერევში მცხოვრებლები ამბობენ, მოსახლეობას შესაბამისი ანკეტები უკვე შეავსებინეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რადგან ამან შეიძლება მათი ყოფა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო დაამძიმოს. საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის გამგებლის დიანა ბერიძის თქმით, რუსული პასპორტებით უკვე სარგებლობს სინაგურის, თედელეთის, ჯალაბეთისა და ქარძმანის ნაწილი, სადაც მთლიანად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. ბერიძის თქმით, შესაბამისად ამ სოფლების მოსახლეობა ქართულ პასპორტებსაც ატარებენ და სარგებლობენ, როგორც ქართული ადმინისტრაციის მომსახურებით, ასევე ოსური. მისივე განცხადებით, ამ სოფლების მცხოვრებლები ყოველგვარი საყოფაცხოვრებო მომსახურებით საჩხერის რაიონში არიან ინტეგრირებული და რუსული ბლოკსაგუშაგოების არსებობის მიუხედავად, მათი გადაადგილება არ იზღუდება. 1991 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ყველა ეს სოფელი საჩხერის რაიონის დაქვემდებარებაში გადავიდა. პერევის მოსახლეობა, დიანა ბერიძის განცხადებით, 265 ოჯახს შეადგენს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ამბროსი აღმსარებელი (ხელაია):-"თუ ჩვენი შეუგნებლობა და მტერთა ძალმომრეობა წაგვართმევს იმ ადგილებს, რომელიც ჩვენმა მამაცმა მხედრებმა მორწყეს უკვე სისხლით,- თუ ისტორიულ უფლებებით ახლა ვერ ვისარგებლებთ, მაშინ ამ მოკლე წერილის მიზანი მაინც შერჩეს, რომ მან გააღვიძოს ხალხში ისტორიულ უფლებათა შეგნება"