-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად
-
კრიმინალური მენტალობის პოლიტიკოსი იყო...Gegius
-
კარგს ვერაფერს
-
ნესტან კირთაძე: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო მასშტაბით აღიარება იგეგმება 18.08.2009 თბილისი.18.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". „ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი, ნესტან კირთაძე აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო მასშტაბით აღიარება იგეგმება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნესტან კირთაძემ განაცხადა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლობირება საერთაშორისო მასშტაბით განხორციელდება ამერიკული პიარსააგენტო „შაყლორ ჩომპანყ"-ის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს გაზეთ „ლოს ანჟელეს თაიმსის" ყოფილი უფროსი რედაქტორი მარკ სეილორი. კირთაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რეგისტრაციაში გაატარა აღნიშნული ამერიკული კომპანიის კონტრაქტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობასთან. მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რეგისტრაციაში გაატარა აღნიშნული ამერიკული კომპანიის კონტრაქტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობასთან. „ლეიბორისტული პარტია" მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, განახორციელოს სანქციები აღნიშნული კომპანიის მიმართ, რომლის საქმიანობაც აკანონებს სეპარატიზმს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეწინააღმდეგება თვით აშშ-ის პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", _ აცხადებს ნესტან კირთაძე. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12816 როგორც წესი, ლეიბორისტული პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური არ შეესაბამება მოწოდებულ ინფორმაციას
-
newstudio :maladec:
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძეს 1 251 487,6 ლარის გადახდა დააკისრა თბილისის საქალაქო სასამართლომ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნინო ბურჯანაძის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა და სხვათა მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დაეკისრა 1 251 487,6 ლარის გადახდა. როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, საქმის სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 მაისის განკარგულებით, ნინო ბურჯანაძეს სიმბოლურ ფასად (1 ლარად) მიეყიდა დაბა წყნეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 12 109 997 ლარის ღირებულების სააგარაკე სახლი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით. „ნინო ბურჯანაძემ, შეისყიდა რა, უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად და მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, წარმოეშვა ვალდებულება, საგადასახადო ორგანოებში წარედგინა წლიური დეკლარაცია; 2009 წლის 1 აპრილამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო და სხვა გადასახადებში გადაეხადა შესაბამისი თანხა, რაც არ შეასრულა. იმის გათვალისწინებით, რომ ნინო ბურჯანაძემ სრულად და დროულად არ შეასრულა კანონისმიერი ვალდებულებები 2009 წლის 21 აპრილის და 2009 წლის 11 მაისის საგადასახადო მოთხოვნებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 251 487,6 ლარის გადახდა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არსებითად გამოკვლევისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კანონიერად იქნა ცნობილი ნინო ბურჯანაძისთვის თანხის დაკისრების შესახებ მიღებული სადაო აქტები და მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/106990.html&hd_line=1ღის ვადაში.
-
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106972.html
-
შეცვლის თუ არა რამეს დღეიდან ამოქმედებულ “ანტიმიტინგურ კანონში” ვენეციის კომისიის დასკვნა “დღეიდან ძალაში შედის “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილი ის ცვლილებები, რაც პარლამენტმა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის პოტესტის მიუხედავად, ერთი თვის წინ მაინც დაამტკიცა. აქციების ჩატარების გამკაცრების შესახებ ცვლილებები ისე ამოქმედდება, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა თავს იმით იმშვიდებს, რომ ამ დასკვნაში არანაირი უარყოფითი რეკომენდაცია არ იქნება, რაც ექსპერტებს საეჭვოდ მიაჩნიათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ანტიმიტინგური კანონი” ძალაში შედის, მთავრობა ვენეციის დასკვნას არ ელოდება. “პარლამენტმა ერთი თვის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები. კანონი ძალაში 18 აგვისტოდან ანუ დღეიდან შედის და ნებისმიერი აქცია უკვე ამ ახალი წესების გათვალისწინებით უნდა გაიმართოს. კანონში შეტანილი ცვლილებებით იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება და ტრანსპორტის მოძრაობის განზრახ ხელის შეშლა. ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამართვა სხვა მხრივ შეუძლებელი ხდება. ასევე, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად პოლიციას დაუკანონდა არალეტალური ტყვიების გამოყენების უფლებაც. ასევე გამკაცრდა ადმინისტრაციული ჯარიმები და გაიზარდა პატიმრობის ვადები”, - აღნიშნავს გამოცემა. “როდესაც ამ კანონის მიღება ხდებოდა, “ქრისტიან-დემოკრატებმა” მოითხოვეს, პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები ვენეციის კომისიისთვის გაეგზავნა და მხოლოდ მის შემდეგ დაეწყოთ განხილვა, რაც ვენეციის კომისია დასკვნას გამოგზავნიდა. თუმცა პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ გაიზიარა და როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ვენეციის კომისიას უკვე მიღებული კანონი გადაეგზავნებოდა და თუკი მათი რეკომენდაცია იქნებოდა უარყოფითი, შეიცვლებოდა ის ნაწილი, რაზეც ვენეციის კომისია რეკომენდაციას შეიმუშავებდა. კანონი დღეიდენ უკვე ძალაში შედის, ხოლო ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, ჯერ არ არსებობს. მისი თქმით, კანონი ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა, თუმცა მათ არც დასკვნა და არც რეკომენდაციები არ გამოუგზავნიათ”, - დასძენს გამოცემა. “ის, რომ არ დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩემთვის სრულიად არ არის გასაკვირი. 2004 წელს, როდესაც კონსტიტუციაში შედიოდა ცვლილებები, ვენეციის კომისიიდან იყო გამოგზავნილი არა კომისიის დასკვნა, არამედ ამ კომისიის ცალკეული წევრების დასკვნები, რადგან დრო იყო ძალიან მცირე. ასევე იყო მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი, რომ ვიდრე ვენეციის კომისია არ დადებდა დასკვნას, ამ ცვლილებების განხორციელებაზე თავი შეეკავებინათ. მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ არათუ თავი არ შეიკავა, არამედ პარლამენტის წევრებს დასკვნებიც კი არ გააცნეს. დასკვნები კი იყო მკვეთრად უარყოფითი. შემდეგ უკვე კომისიამაც გააკეთა დასკვნა და ისიც ასევე უარყოფითი იყო, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. ასე რომ, სრულიად არ გამიკვირდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა აღმოჩნდება უარყოფითი, ხელისუფლებამ ეს დასკვნა საერთოდ არ გაითვალისწინოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე. “საქმე ის არის, რომ ამ ცვლილებებიდან საზოგადოებაში ყველაზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ ამ პროექტის მიხედვით დაშვებული იყო პოლიციის მიერ ე.წ. არალეტალური იარაღის გამოყენება. ამის გამოყენების უფლებას ჩვენი კანონმდებლობა ადრე არ ითვალისწინებდა. თუმცა, ასეთი სახის იარაღის გამოყენებას არ კრძალავს საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. მაგრამ ის, რომ არ კრძალავს, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ გამოყენება იქნება კარგი და მოიტანს კარგ შედეგს. სამწუხაროდ, თუკი ჩვენში არსებულ პრაქტიკას შევხედავთ - როდის რა გამოიყენებოდა, სავალალო სურათია. პრაქტიკულად ყოველთვის ხდებოდა ძალის გადამეტება. როდესაც ასეთი რამ წესად არის ქცეული, უაღრესად სახიფათოა ისეთი საშუალებების დაშვება, რომლის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ზიანი მიაყენოს. ამიტომ, მხოლოდ იმის თქმა, რომ ასეა სხვაგანაც და საერთაშორისო ნორმები ამას არ კრძალავს, ნამდვილად არ არის სწორი”, - დასძენს ვახტანგ ხმალაძე. “რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, თუ რა ძალა შეიძლება ჰქონდეს მას, ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ორგანო, რომელიც განიხილავს ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებში არსებულ სამართლებრივ საკითხებს და ამასთან დაკავშირებით დებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კომისიის გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო შესასრულებელი ხასიათი. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული რეჟიმის თაობაზე მსჯელობენ და დასკვნას აკეთებენ სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორია ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ამა თუ იმ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნები. სწორედ ამიტომ, “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის ვარაუდით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა ოქტომბერში ან ნოემბერში დაიდოს, მნიშვნელოვნად ვერაფერს შეცვლის, რადგან არ არის სავალდებულო ხასიათის”, - წერს სტატიის ავტორი.
-
გიორგი ბარამია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე სოხუმის რეჟიმის მიდგომას მიესალმება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე სოხუმის რეჟიმის საგარეო საქმეთა უწყების მიდგომას მიესალმება. ამის შესახებ ბარამაიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი შამბას განცხადების კომენტირებისას განაცხადა. შამბამ „ინტერპრესნიუსთან“ გუშინდელ საუბარში ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას აუცილებელი და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სასურველი უწოდა. „სასურველია, შამბა უფრო კონსტრუქციული იყოს, როცა ერთიანობაზე საუბრობს. ხოლო როცა საუბარია მაესამე ძალის, ანუ რუსეთის როლზე, როგორც ისტორიკოსს, კარგად უნდა ახსოვდეს რუსეთის სცეპსამსახურების მონაწილეობა 1990-იან წლებში აფხაზეთში სეპარატისტული პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების პროცესში, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივება იყო“, - აღნიშნა გიორგი ბარამიამ. მისივე თქმით, აფხაზეთში 1992 წელს ქართული საჯარისო ნაწილების შესვლა უმეღლესი საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბასთან იყო შეთანხმებული და პირველი შეიარაღუბული დაპირისპირება ოჩამჩირესთან აფხაზური მხარის პროვოცირებული იყო. ბარამიამ, ასევე, იმედი განმოთქვა, რომ სერგეი შამბა სწორად შეაფასებს აფხაზეთში შექმნილ ვითარებას და საფრთხეს, რომელიც აფხაზ ხალხი რუსული მხრიდან ემუქრება. „აფხაზი ხალხი უკვე დაუპირისპირდა რუს ოკუპანტებს. გახშირდა ადამიანის უფლებების დარღვევები. ხალხმა უკვე დაინახა, რომ რუსეთისგან არა ხსნას, არამედ განადგურებას უნდა ელოდეს“, - განაცხადა ბარამიამ და დასძინა, რომ ძალაში რჩება პირდაპირი დიალოგის შესახებ შეთავაზება. “ამ შეთავაზებაზე აფხაზური მხარის რეაქციას გალის შეხვედრაზე გავიგებთ. თუმცა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან რუსული მხარე იქნება, არანაირი პირდაპირი დიალოგი არ გამოვა”, - განაცხადა ბარამიამ. 14 აგვისტოს გიორგი ბარამიამ აფხაზ ხალხს ენგურის ხიდიდან მიმართა და შერიგებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ალასანიას უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს სთავაზობენო
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემი აზრით, მთლად ასე უსაშველო არაფერი გვჭირს. -
თქვი რა უნდა გაკეთდეს ? პირადად მე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში სიამოვნებით აღმოგიჩენთ ხელშეწყობას
-
ალასანიას უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს სთავაზობენო
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ესე იგი, გვერხევა? საშველი საერთოდ აღარაა? -
სერიოზულად უბნობ...natasha21 ?
-
საგარეო უწყება დსთ-დან საქართველოს გამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დსთ-დან საქართველოს გამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ”2008 წლის აგვისტოში დსთ-ს მონაწილე სახელმწიფომ - რუსეთმა დსთ-ს მონაწილე მეორე სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აფხაზეთში (საქართველო) დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების საფარქვეშ მოქმედი რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მომზადებასა და განხორციელებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება დსთ-დან გამოსვლის შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს მიმართ შეწყვიტა მოქმედება ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ” 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებამ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებულმა "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდებამ" და "ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ" 1993 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებამ. "2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს ნოტით აცნობა საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილებებისა და დსთ-დან საქართველოს გამოსვლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დსთ-ს წესდების მე-9 მუხლის თანახმად დსთ-ს წევრობის შეწყვეტა ხდება წერილობითი შეტყობინების დღიდან 12 თვეში, შესაბამისად, 2009 წლის 18 აგვისტოსათვის დასრულდა დსთ-დან საქართველოს გამოსვლის ფორმალური პროცედურა~, - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში. ამასთან, "სახელშეკრულებო სამართლის შესახებ" ვენის 1969 წლის კონვენციის შესაბამისად, საქართველოსათვის ძალაში რჩება დსთ-ს ფარგლებში დადებული ის საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებები, რომლებში მონაწილეობაც არ არის შეზღუდული დსთ-ს წევრობით (სულ 75 ხელშეკრულება) მათ შორის შეთანხმება დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ, შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ, კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ და ა.შ. "საქართველო ადასტურებს თავის მზადყოფნას განავითაროს დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე~, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დსთ-დან საქართველოს ოფიციალურად გამოსვლის პროცესი დღეს სრულდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
რას გულისხმობ...Sakartwelo ?
-
"უცნობი" -"ამ უარის შემდეგ გაიყო ჩვენი გზები"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn vitaminC :hi: პრევენცია -
გრეჩიხა უმცროსზე უბნობს...Saturn
-
სოხუმი საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე "ბერლინის კედლის" მშენებლობას უარყოფს 18.08.2009 თბილისი.18.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". აფხაზი სეპარატისტები საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე "ბერლინის კედლის" მშენებლობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსის ზურაბ მარღანიას განაცხადებით, ქართული მხარის, განცხადება საზღვარზე რაიმე სახის მშენებლობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. "ამგვარი რამ არ ხდება. არავინ არავითარ "ბერლინის კედელს" არ აშენებს", - აცხადებს ზურაბ მარღანია. მისი თქმით, საზღვრის მთელ პერიმეტრზე მოწყობილია ერთობლივი აფხაზურ-რუსული სასაზღვრო საგუშაგოები. "რაც შეეხება საზღვრის გადაკვეთას ის შესაძლებელია ენგურის მთავარი ხიდით, საზღვრის გადამკვეთი პირის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის ქონის პირობებში", - აცხადებს ზურაბ მარღანია. მისივე განმარტებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის 30 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს საზღვრის დაცვის არა მხოლოდ ერთობლივ სამსახურს, არამედ დახმარებასაც თანამედროვე საინჟინრო ტექნიკური ნაგებობების მოსაწყობად. მარღანიამ ასევე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია რუს და აფხაზ მესაზღვრეებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12786
-
დღეიდან "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ კანონში შეტანილი ცვლილებები შედის ძალაში 18.08.2009 თბილისი.18.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". დღეიდან, 18 აგვისტოდან, საქართველოს კანონში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის. ცვლილებებით იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებებს ბლოკირება და ტრანსპორტის მოძრაობის განზრახ ხელისშეშლა. შეკრების მონაწილეთა მხრიდან ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სამართალდამცავები უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ აქციის შეწყვეტა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნას აქციის შეწყვეტის თაობაზე მომიტინგეები არ დაემორჩილებიან. ცვლილების მიხედვით, ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამართვა სხვა მხრივ შეუძლებელი ხდება. საავტომობილო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის ან ჯგუფური მოძრაობისთვის დაწესებული სანქციის (მძღოლებისთვის 2 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა) დაკისრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანების მიერ სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი. ასევე, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად პოლიციას არალეტალური იარაღის გამოყენების უფლება მიეცა. მმართველი პარტიისს მიერ ინიცირებული საკანონმედბლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით პოლიციას დაუკანონდა არალეტალური ტყვიების გამოყენების უფლება ასევე გამკაცრდა ადმინისტრაციული ჯარიმების და გაიზარდა პატიმრობის ვადები. შსს ვალდებულია ერთი თვის ვადაში მოამზადოს ბრძანება არალეტალური იარაღის გამოყენების წესებსა და გარემოებებზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მთავარი ცვლილება ეხება ადმინისტრაციული სასჯელის - რომელიც რიგ შემთხვევებში 30-დან 90 დღემდე იზრდება - ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12783 ლიცემერი: არ უშველის მკვდარსა კლიზმა :ena: თუ უშველის?
-
СНГ без Грузии: хорошо или плохо? Президент Грузии Михаил Саакашвили публично заявил, что его страна выходит из состава СНГ. Оставшиеся в Содружестве встретили эту новость то ли изумленно, то ли равнодушно - реакции официальных лиц почти не последовало. МИД Украины наотрез отказался комментировать слова Саакашвили до прихода официальных документов из Грузии в Исполком СНГ. Политики Киргизии заявили, что их страна выступает и будет выступать за будущее Содружества. Белоруссия отметила, что «является сторонником СНГ». МИД Азербайджана сделал такое замечание: «Выход Грузии из СНГ это дело самого Тбилиси». Внешнеполитическое ведомство России высказалось в том смысле, что шаг Саакашвили больно отразится на народе Грузии. Итак, страны постсоветского пространства пока не выразили своей солидарности с Саакашвили по поводу выхода «розовой республики» из Содружества. Впрочем, и возмущения его действиями в округлых дипломатических формулировках не прослеживается. Что означает такая реакция? Скажется ли уход Тбилиси на самой организации? Если да, то как? Эти вопросы вызывают споры в экспертном сообществе. Директор Информационно-аналитического центра по изучению общественно-политических процессов на постсоветском пространстве Алексей Власов высказал предположение, что для СНГ уход Грузии даже выгоден. «Последние два года СНГ – это универсальная переговорная площадка, где могут встречаться Владимир Путин и Михаил Саакашвили, президент Армении и президент Азербайджана», - поясняет он свою позицию. «Но на данный момент - это клуб по интересам, который, несмотря на попытки реформ, - их предпринимали президенты Казахстана и России – остается таковым. В связи с этим реальных дел в рамках СНГ почти не было», - сказал Власов. Вся проблема заключалась и заключается в том, что интересы в Содружестве у каждого свои. С уходом Грузии стран, чьи цели обратно пропорциональны интересам Москвы, становится меньше. Следовательно, появляется шанс на реформирование СНГ, его превращение в более практичную и деятельную структуру. Власов добавил, что после ухода Тбилиси российская элита, может быть, лучше поймет, что Россия нуждается в странах СНГ, от этого зависит ее судьба. Разумеется, такое понимание положительно отразиться на судьбе Содружества. Аналитик считает, что с демаршем Грузии в СНГ стало меньше стран, считающих Содружество Независимых Государств «приложением к российскому глобализму». Заведующий Центром стран СНГ и Балтии Леонид Вардомский придерживается другой точки зрения. По его мнению, уход Грузии и недавняя миротворческая операция затормозят реформирование СНГ. «Само по себе то, что Грузия уходит из СНГ, не так уж важно. Тбилиси в рамках Содружества в последнее время почти ничего не подписывал и использовал его только как переговорную площадку. Но этот провокационный шаг привлекает внимание элит Содружества к факту применения Россией силы против Грузии. Элиты СНГ начинают проецировать ситуацию на себя и испытывают недоверие к Москве. Особенно Азербайджан со своим Нагорным Карабахом», - заявил Вардомский. По его словам, новые проекты в рамках Содружества, скорее всего, будут свернуты до преодоления возникшего из-за Грузии недоверия. Оба эксперта согласились в том, что в нынешней ситуации вряд ли какая-либо другая страна СНГ последует примеру Грузии. Леонид Вардомский логично заметил, что Грузия из-за недавней экономической блокады со стороны России в деловом плане не много теряет от выхода из организации. Впрочем, российский импорт в этой стране на данный момент на том же уровне, что и до прихода Саакашвили. К тому же, как известно, между Россией и Грузией существует визовый режим. Другие страны благодаря Содружеству имеют возможность безвизового проезда граждан, а так же значительные экономические преимущества. Они не будут так просто расставаться с выгодной для себя организацией. Реакция стран СНГ с самого начала российско-грузино-южноосетинского конфликта была непонятна, точнее – ее не было. Это можно объяснять тысячей причин, в том числе испугом перед силовыми действиями России, а можно и простой растерянностью. Возможно, неожиданный выход Тбилиси из Содружества также вызвал растерянность у элит бывших советских республик, они просто не знают, как реагировать, и поэтому стараются держаться суховато и нейтрально. Так или иначе, солидарности с Грузией по поводу ее демарша пока никто не выказал. http://rian.ru/analytics/20080813/150343427.html
-
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალიც და მამაკაციც კურორტული რომანისგან მხოლოდ სიახლეს, თავგადასავალს და მრავალფეროვნებას ელის. მათ უბრალოდ სურთ გართობა, ურთიერთობა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. საკმაოდ ძლიერია ანონიმურობის მიმზიდველი მუხტიც: მათ ფაქტიურად არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ, ამიტომ შეუძლიათ, მითი შექმნან საკუთარ თავზე და ისე მოიქცნენ, როგორც არასდროს. ისეთ ადამიანებს შორის, რომლებმაც იციან რისთვის სჭირდებათ საკურორტო რომანი, ნაკლებად ხდება ჩხუბი. ისინი მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრობენ და ისედაც მცირე დროს გაუთავებელ ახსნა-განმარტებებში არ კარგავენ. მოკლედ, მხოლოდ გართობა და არანაირი ვალდებულება... მე მომწონს-თქვენ? :ena: