Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. იცი, ჩემო კარგო, ისეთი განცდა მაქვს, რომ, თითქოს წარსულში ვართ მომავალი და იქიდან ვბრუნდებით აწმყოში, რომ მერე წარსულში გადავბარგდეთ სამუდამოდ. დავიბენი, იქ მომავალში როგორ აღმოვჩნდით ერთად, როდესაც არც აწმყოში და არც წარსულში არ ვიცნობდით ერთმანეთს? მოკლედ, იმ მგზავრებს ვგავართ, გაღმა ნაპირზე რომ გავიდნენ, მდინარე კი არ გადაუცურავთ. ძალიან ხომ არ ჩავახუჭუჭე?
  2. ჩემი აზრით, ზვიადის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნას დაემთხვა საეჭვოდ...Lo Janko
  3. თოვლის , მე არ ვიცი რა მმართებს, რატომ მიმალავს შენს ნაფეხურებს-მისამართEბს, საოცნებო ქალბატონო, მაინც მივაგნებ თქვენს კვალს
  4. გადატრიალების შემდგომ ორი თვე უშიშროების მინისტრიც ყოფილა. იქნებ ზვიადის მკვლელობასთან დაკავშირებით ფლობდა ინფორმაციას... გამორიცხავ kontr-agent 007 ?
  5. Нинуа входил в высшее руководство МВД Грузии в 90-х годах при экс-президенте Эдуарде Шеварднадзе. По сообщениям ряда грузинских СМИ, он считался одним из ближайших соратников экс-министра внутренних дел Кахи Таргамадзе, ныне живущего в Москве и обвиненного грузинскими властями в финансировании оппозиции. http://www.rian.ru/incidents/20091113/193427899.html გე-დან გადმოვშუშე
  6. უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა დასრულდა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა დასრულდა. სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით შს მინისტრის მხრიდან მიწოდებული იყო დეტალური ინფორმაცია. ტყეშელაშვილის განცხადებით, რამე გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიღებული არ არის, რადგან მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება. თუმცა, მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი პრინციპია, დაცული იყოს საქართველოსთვის სასიცოცხლო ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური. ასევე დაცული უნდა იყოს მეზობელი სომხეთის ინტერესები. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, თუ მოლაპარაკებები ამ საკითხზე სასიკეთოდ წარიმართება, ეს იქნება ქვეყნისთვის მხოლოდ წარმატების მომტანი და არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  7. უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის და მისი მეუღლის ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  8. საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუა მეუღლესთან ერთად საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს 18:17 - 13.11.2009 საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუა მეუღლესთან ერთად საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს. სავარაუდოდ, წუხელ ჩაცხრილული მშობლების ცხედრები დღეს შვილმა აღმოაჩინა. თავად ნინუა სავარძელში ჩაცხრილეს, მისი მეუღლე კი – საწოლში. განხორციელდა ორი საკონტროლო გასროლაც. მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხამურდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები აგრძელებენ მუშაობას. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...20&Itemid=1
  9. მიცკევიჩის ქუჩაზე, უშიშროების სამინისტროს ყოფილი (მინისტრის მოადგილე)თანამშრომელი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები(ჩაცხრილულები) იპოვეს წყარო:ერორი + Нинуа входил в высшее руководство МВД Грузии в 90-х годах при экс-президенте Эдуарде Шеварднадзе. По сообщениям ряда грузинских СМИ, он считался одним из ближайших соратников экс-министра внутренних дел Кахи Таргамадзе, ныне живущего в Москве и обвиненного грузинскими властями в финансировании оппозиции. http://www.rian.ru/incidents/20091113/193427899.html Это самое громкое убийство за последние годы в Грузии. http://www.google.com/search?hl=en&saf...art=20&sa=N
  10. ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2009 • თარხნიშვილი მოხსნილია, საარჩევნო ბარიერი - თითქმის შეთანხმებული • “ჩემ უკან არავინ დგას” - ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” 3 წლით უხელმძღვანელებს • სოზარ სუბარი - “პრაიმერი უნდა ჩატარდეს არა ოპოზიციის ერთიან ლიდერზე, არამედ მერობის ერთიან კანდიდატზე” თარხნიშვილი მოხსნილია, საარჩევნო ბარიერი - თითქმის შეთანხმებული “ხელისუფლება და ოპოზიცია თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებისას ბარიერის საკითხზე შეთანხმებას აპირებს. ხელისუფლებამ ნულოვანი ბარიერის შემდეგ ცოტა დათმო და ოპოზიციას 30%-იანი ბარიერი შესთავაზა და ოპოზიცია კინაღამ დათანხმდა - ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით 50%-იან ბარიერს მხოლოდ ალიანსი არ თმობს. თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ კომპრომისის მოძებნა შესაძლებელია. ხელისუფლებამ კი კეთილი ნების ნიშნად, ცესკოს თავმჯდომარე უკვე მოხსნა”, - წერს გაზეთ “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თარხნიშვილი მოხსნილია, საარჩევნო ბარიერი - თითქმის შეთანხმებული / ცესკოს ახალ ხელმძღვანელს ოპოზიცია აირჩევს, ოღონდ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატურიდან. “თარხნიშვილის მოხსნას ოპოზიციის მხრიდან სწორედ ასეთი შეფასება მიეცა, რომ ეს იყო “ხელისუფლების მხრიდან ჟესტი, რომ ამ მიმართულებით გარკვეული დინამიკა შეიმჩნეოდეს”. ეს შეფასება არც არის გასაკვირი, ვინაიდან საარჩევნო რეფორმა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესსაც შეეხო და ცხადია, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ თარხნიშვილს თანამდებობის დატოვება ისედაც მოუწევდა. მით უმეტეს, რომ ამის შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაკეთდა, როდესაც ეს კომისია შეიქმნა. ცხადია, ოპოზიციას ხელისუფლების მიერ ლევან თარხნიშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილების გამო “გული არ დასწყვეტია” მაგარმ იმასაც აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება საკმარისი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა. “დავით ბერძენიშვილის თქმით, “ხელისუფლებას სურს წარმოაჩინოს, რომ გარკვეული დათმობებზე მიდის და ცდილობს არაპოპულარული სახეები მოიცილოს. თარხნიშვილს იმაზე მეტრი დაბრალდა, ვიდრე გაუკეთებია - ის არჩევნებს სააკაშვილის ბრძანებით აყალბებდა. ხელისუფლება შეეცდება თარხნიშვილის ნაცვლად უფრო რესპექტაბელური კანდიდატურა შესთავაზოს ოპოზიციას, მაგრამ ილუზია, რომ სააკაშვილი თარხნიშვილს უმწიკვლო რეპუტაციის მქონე და საქმის მცოდნე ადამიანით ჩაანაცვლებს ოპოზიციას არ აქვს”. თუმცა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს უკვე ახალი კოდექსი გაითვალისწინებს და ესეც ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმების საგანი იქნება. მართალია, ჯერჯერობით საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს კენჭი არც ერთი საკითხისთვის არ უყრია და ეს მომავალ სხდომაზე მოხდება, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხები, რაც უკვე შეთანხმებულია და მათ შორის არის ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხიც”, - დასძენს გამოცემა. “არსებული ინფორმაციით, ცესკოს ხელმძღვანელს აირჩევს ოპოზიცია, ოღონდ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატურიდან. ამ ინფორმაციას ალიანსის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძეც ადასტურებს. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმება იმაზე, თუ ოპოზიციას არჩევანის გაკეთება რამდენ კანდიდატს შორის მოუწევს. ცხადია, ეს პრინციპი გარკვეულ კითხვებს მაინც აჩენს, ვინაიდან კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს და ოპოზიციას არც ისე დიდი ალტერნატივა ექნება. თუმცა, ჩანს, აქაც ის პრინციპი ჭრის, სულ არაფერს ცოტა რომ სჯობს” , - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “გარდა ამისა, როგორც მამუკა კაციტაძე განმარტავს, არსებობს შეთანხმება, რომ ორივე დონის საარჩევნო კომისიაში თანამდებობების გადანაწილება მოხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - საუბარია კომისიის თავმჯდომარეზე, მის მოადგილესა და კომისიის მდივანზე. საინტერესო ის არის, რომ კაციტაძის განმარტებით, შეიცვლება საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღების წესი _ არსებობს მოსაზრება, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის 2/3. მისი თქმით, ორი ძირითადი განსახილველი საკითხიდან, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას თავისი ბარიერით და საარჩევნო ადმიინისტრაციის დაკომპლექტების წესს, ნაწილზე მოხდა შეთანხმება და ნაწილი ჯერ ღიად არის დარჩენილი. ბარიერთან დაკავშირებით შეთანხმება მომავალი შეხვედრისთვის გადაიდო, მაგრამ თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით შეთანხმება მოხერხდა და როგორც აცხადებენ, საკრებულო 50 წევრით განისაზღვრა, სადაც მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები პარიტეტულად იქნებიან წარმოდგენილი”, - წერს სტატიის ავტორი. ეს სისტემა ოპოზიციისთვის მისაღები აღმოჩნდა, ვინაიდან, მათი თქმით, 25 მაჟორიტარი თბილისისთვის ბუნებრივია და ასევე პროპორციული სისტემით არჩევნებისას 4%-იანი ბარიერის პირობებში ამ წესით არჩეული 25 დეპუტატი სრულიად ლოგიკური იქნება. ყველა ამ საკითხზე კენჭისყრა მომავალ შეხვედრაზე გაიმართება და ამის შემდეგ განიხილება უკვე მეორე რიგის საკითხები, რაც საარჩევნო პროცესს უკავშირდება. ეს იქნება ვიდეოკამერების დამონტაჟება, მედიასთან ურთიერთობა და ა.შ. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმედოვნებს, რომ ამ საკითხებზე შეთანხმებას მოახერხებენ და თვის ბოლომდე შეთანხმებები კანონპროექტად ჩამოყალიბდება”, დასძენს სტატიის ავტორი. “დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევა 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში მოხდება - ასეთ შეთანხმებას საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მიაღწიეს. თუმცა, ამ შეთანხმებაში არ მონაწილეობს “ალიანსი საქართველოსთვის”. ალიანსში აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან საუბარი უნდა გაგრძელდეს. აქვე ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება კიდევ ერთი კომპრომისისთვის - ცესკოს თავმჯდომარის გადასაყენებლად არის მზად”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით კომპრომისი შედგა, საბოლოო შეთანხმება ვერა. “ჩემ უკან არავინ დგას” - ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” 3 წლით უხელმძღვანელებს “ტელეკომპანია ”მაესტროს” ირგვლივ დაწყებული მითქმა-მოთქმა დასრულდა. ასე ფიქრობს არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი. თუმცა ჩანს, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება - 12 ნოემბერს ტელეკომპანია მაესტროს ოფისში გამართული ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ არხი, 3-წლიანი მართვის უფლებით, “რუსთავი 2”-ის ყოფილ და “რუსთავი-მედია-მართვის კომპანიის” ახლანდელ მფლობელს, ეროსი კიწმარიშვილს გადაეცა. იმის დამტკიცება, რომ ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” სრულყოფილ არხად გადააქცევას ადრეც გეგმავდა, რთულია, თუმცა, ერთი რამ ფაქტია - თანამშრომბოლის იდეა, ჩანს, საკმაოდ დიდი ხანია არსებობს, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ბიზნეს- გარიგებები, ასე მოკლე დროში იშვიათად იდება”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით ეროსი კიწმარიშვილმა “მაესტროში” წასვლის გადაწყვეტილება “ვერსიაში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მიიღო. “როგორც ახალი მენეჯერისგან გახდა ცნობილი, ძირითადი მიმართულები იქნება საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სამუშაო კონცეფცია ახლა მზადდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მოსალოდნელი ცვლილებებისა და ახალი პროექტების შესახებ კომენტარები ჯერ არ კეთდება. ცნობილია ერთი - არხზე მომუშავე არც ერთი ადამიანი სამსახურს არ დატოვებს. თუმცა, არაა გამორიცხული ოაიხუროს გადაცემა “საკანი #5”. თუმცა ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ გადაცემების შეცვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთობლივად მიიღებენ ისე, რომ დისკომფორტი არც ერთ მხარეს შეექმნას. ტელეკომპანიის მუშაობას გააკონტროლებს სპეციალური სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტება ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან”, - აღნიშნავს გამოცემა. “ბრიფინგზე ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ არხის საკონტროლო პაკეტის არც ერთი პროცენტი არ გაყიდულა და არხს იურიდიულად 4, რეალურად კი 10 დამფუძნებელი ჰყავს და მამუკა ღლონტი, ეკა აკობია, მალხაზ რუხაძე, ლევან ჩიკვაიძე, ბაჩო კიკაბიძე, მაგდა გახარია, ელენე კვარაცხელია, კახა ოთარაშვილი და ზურაბ ბითაძე კი თავისი წილის (10-10%) გაყიდვას არ აპირებენ. არხის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იგეგმება არხის ფინანსური მოძლიერება, ტექნიკური ბაზის განახლება, მაუწყებლობის რეგიონებში გასვლა და სამაუწყებლო შენობის შეცვლა”, - დასძენს გამოცემა. “ვხედავ, საქართველოს ელექტრონულ მედიაში სიტყვის თავისუფლების ლიკვიდაციაა დაწყებული. ამ პრობლემის წინაშე დგას “მაესტროც”. თუ ეს ბოლომდე გამოუვიდათ, საქართველოს მოსახლეობა ვერ მიიღებს თავისუფალ, ობიექტურ ინფორმაციას. ჩემი მიზანი კი სწორედ ისაა, რომ ხალხს ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეს და მედია განვითარდეს. არ ვფიქრობ, რომ უნდა ვამტკიცო ამ სფეროში როგორი გამოცდილება და კვალიფიკაცია მაქვს. არც იმის დისკომფორტს განვიცდი, ვთქვა, რომ მაგარ არხს გავაკეთებ. არხს ჩემი ხედვები უკვე შევთავაზე. დარწმუნებული ვარ, წარმატებამდე ერთად მივალთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეროსი კიწმარიშვილი და შეკითხვას - ამბობენ, რომ არხს უკან ნინო ბურჯანაძე დგას...” - პასუხობს: “როგორ შეიძლება ჩემს უკან, საერთოდ, ვინმე იდგეს? ცხოვრებაში არავის დავალებით არ მიმუშავია. ისიც არასწორი ინტერპრეტირება იყო, როცა ამბობდნენ, “რუსთავი 2”-ის უკან სააკაშვილი დგასო. ჩვენ, უბრალოდ, პარტნიორები ვიყავით. ამ ტელევიზიაში ჩემი მოსვლა არ უკავშირდება მოლოდინებს. არც მაშინ არ იყო ეს მოლოდინი. არაფერს ვგეგმავთ. უბრალოდ, საინფორმაციო სივრცის გამოჯანსაღება გვსურს და თუ ეს მოხდა, დანარჩენი უკვე პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის საქმეა”. “დღეიდან ტელეკომპანია “მაესტროს” “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი უხელმძღვანელებს. არხის სადავეები მას სამი წლის ვადით გადაეცა. არხის ერთ-ერთი დამფუძნებელის მამუკა ღლონტის თქმით, ხელშეკრულებაში, რომელიც ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ეროსი კიწმარიშვილს შორის გაფორმდება, 100 პროცენტით იქნება დაცული სარედაქციო დამოუკიდებლობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მაესტროს” 3 წლით კიწმარიშვილი უხელმძღვნელებს / ღლონტს კი მის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ექნება”. “მამუკა ღლონტი განმარტავს, რომ “მასეტრო” არ გაყიდულა და არც უახლოეს ხანში გაიყიდება. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” წილი ნინო ბურჯანაძემ შეისყიდა. “მაესტროს” არც ერთი პროცენტი არ გაყიდულა არც ნინო ბურჯანაძეზე და არც ალასანიაზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ”, - აღნიშნა მამუკა ღლონტმა. პრესკონფერენციაზე კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ისინი შეთანხმდნენ ურთიერთობის ფორმებზე და მამუკა ღლონტს, როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა. “არ არის გამორიცხული, ტელეკომპანია “მაესტროზე” ვიხილოთ ბევრი ის ჟურნალისტი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო არ მიუწვდება დღეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაზე. ეს შეიძლება იყვნენ “რუსთავი 2”-ის ძველი სახეები, თუმცა ძირითადი აქცენტი გაკეთდება “მაესტროში” მომუშავე კორესპონდენტებზე. მე სიამოვნებით ვნახავ ყველა პროფესიონალს “მაესტროზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეროსი კიწმარიშვილი. სოზარ სუბარი - “პრაიმერი უნდა ჩატარდეს არა ოპოზიციის ერთიან ლიდერზე, არამედ მერობის ერთიან კანდიდატზე” “ისინი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს სააკაშვილის რეჟიმი, უნდა შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე. ვიღაცები შეიძლება არ წამოვიდნენ ამაზე ორი მიზეზის გამო: პირველი - არასწორი ან გადაჭარბებული წარმოდგენა თავის შესაძლებლობებზე და მეორე - შესაძლოა, ეს პარტიები ფარულად ხელისუფლების თამაშს თამაშობენ”, - აცხადებს სოზარ სუბარი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ოპოზიციას მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს. “პრაიმერი უნდა ჩატარდეს არა ოპოზიციის ერთიან ლიდერზე, არამედ ერთიან მერობის კანდიდატზე. ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო. უნდა ვიცოდეთ ვინ იღებს მონაწილეობას და რამდენად წარმომადგენლობითია ეს პრაიმერი. თუ მხოლოდ ორი-სამი პარტია გამოთქვამს ამის სურვილს, მაშინ პრაიმერის ჩატარებას აზრი არ აქვს. პრაიმერს გარკვეული სირთულეებიც ახლავს. იმისთვის, რომ საერთო კანდიდატზე შევთანხმდეთ, ფართომასშტაბიანი გამოკითხვის ჩატარებაცაა შესაძლებელი ან რამე ამგვარი. ჩვენ ზოგადად მოგებისთვის ვართ განწყობილნი და პრაიმერის მოგების იმედით მივდივართ. თუ ვერ გაიმარჯვებს, ალასანია, რა თქმა უნდა, თავის კანდიდატურას მოხსნის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/116540.html
  11. მართლა კარგი თემაა მეც გავჩითავ რამეს
  12. ვხედავ და სველი ხარ მთლად, მოდი ჩემი ქოლგის ქვეშ, ასე შორით დგეხარ რად, მთლად დაუსველებიხარ თქეშს შენ რომ მოწყენილი ხარ, მეც რაღა თქმა უნდა მწყინს მშვიდობისდილაო :hello: ფიქრები ხშირად განიცდის- "სიშავეს" ღამის ცის, დროც არასდროს არ გაცდის, კაცს ყოველი წამი ცდის
  13. უშნოდ ლამაზია ეს ქალი,ადამიანისფერ თვალებით.... სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით.... მზეზე სახრჩობელა კიდია ,სხივებმა ატმები დახოცეს... ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს... სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა.. ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად... ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა... არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია... სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას... ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია.. იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს... გიორგი ზანგური
  14. სერიოზულად კი, მართლა მაგრად გაასწორებს რომ წამოხვიდე
  15. არადა გუშინ პლანეტაზე ერთმანეთი გავიცანით, ირიჟრაჟა, წამოვხტით და ერთმანეთის სიყვარულით "დავიხრჩვით" :2kiss: "ისე მომენატრა დღეს შენი ალერსი, თუ გნახე იქნება კოცნითაც დაგახრჩო, რომ სული განაბონ ჩიტებმა ხეებზე, რომ უფრო გაწითლდეს სირცხვილით ყაყაჩო". ეჰ, ჩემო კარგო, ასაკგათანგული მოჯადოებულ წრეში ჩავრჩი, და ვერ ვწყეტ წყეულ ჯაჭვს, რომლითაც ათას წვრილმანს მიმაბეს. მაგრამ ვნატრობ, რომ ჩემი ცრემლები მაინც იქცნენ ჩიტებად, ჩამოსხდნენ შენი ფანჯრის წინ და ჩემს სიყვარულზე გელაპარაკნონ
  16. უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო! მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია, მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფვა; და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან, შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება! მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია! რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან, რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან, ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა! უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია, შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ! მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია, იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ? ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია, თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით; ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა, შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით! მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია, თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის... კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია! მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის?! უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო! შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო! დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ დუდუნით შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი! ნუგეშ-ნუგეშ, ნუგეშ-ნუგეშ ნუგეში კვამლი იდგა მატარებლის კუპეში! რადგან-რადგან, რადგან-რადგან რადგანაც შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც, ჩქარი-ჩქარი, ჩქარი-ჩქარი ჩქარია ამ სულსწრაფი ვაგონების არია!... გიორგი ზანგური
×
×
  • შექმენი...