Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. თუ გატყუებდეთ ბებიაჩემ აღათას ვფიცავ
  2. Private Nodari სამუშაოდან დაბრუნდა ვანია მეუღლის ღირსებით, მეუღლის უფლებით, შეხედე აწყვია საძილე ოთახთან 47 ნომერი ტუფლები, არც ჩხუბი ატეხა, დილამდე იცადა, რადგანაც ნამდვილად არ იყო ს უ ლ ე ლ ი
  3. Private Nodari იბარებ თუ აბარებ? ჩაგეთვალა:sicili: :sicili: :sicili:
  4. ფხუუუკ! კარგი, ოღონდ სამაგიეროდ რამე გამოცანა დატოვე თემაში ...TATASTROFA
  5. მიმზიდველი რომლისაგანაც ჯადოქრობას მოვითხოვთ, არა? არა , ჩემო კარგო ქალბატონო, მაგიტომ კი არა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ფსიქიკა , ხანგძლივი, შეიძლება ითქვას საუკუნოვანი მონობის გამოძახილია...dariala
  6. გამარჯობა ნინო :hello: :2kiss: მზე შემოდგომის თვალებს იფშვნიტავს, როგორ ყვითლდები, ჩემო ედემო, სხარტი ხარ ნინო, როგორც ლიფსიტა და + არ ვიცი ვინ ხარ, ან სად გეძებო. მალე ჩადგება სულში წყვიადი და ზამთრის სუსხი ხეებს გალოკავს, იმ ფოთოლივით ვარ დარდიანი ჭადარს რომ ხეზე შერჩა მარტოკა
  7. პასუხი არასწორია, რამეთუ ვანია ნამდვილად თავის სახლში მივიდა...TATASTROFA კომბინაციაში
  8. ორიგინალური პასუხია, მაგრამ საერთოდ სხვაგან წახვედი
  9. Private Nodari კარგი პასუხია, მაგრამ გამაზე
  10. სამუშაოდან დაბრუნდა ვანია მეუღლის ღირსებით, მეუღლის უფლებით, შეხედე აწყვია საძილე ოთახთან 47 ნომერი ტუფლები, არც ჩხუბი ატეხა, დილამდე იცადა, რადგანაც ნამდვილად არ იყო... რა არ იყო ვანია? გამოიცანით და სახინკლეს ვკისრულობ :
  11. ობამა არ არის ქარიზმატი...newstudio ჩემი აზრით, არ არის მასე. სხვაგან დავპოსტე და აქაც გადმოვშუშავ. პოლიტიკური ლიდერის ფსიქოტიპს ერის ხასიათი განსაზღვრავს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ ქართველები ჯერ არ ვართ მზად გაწონასწორებული ლიდერი მივიღოთ კარგი იქნება, ჩემო ბატონო ჭანო . ქართული სოციუმის მენტალობა მეტად რთული და საინტერესო მოვლენაა
  12. უზერებო, რატომ არის ქართული საზოგადოება მიდრეკილი ქარიზმატული ლიდერისკენ?
  13. ნინო რა სასწაული მღელვარებით მოვიდა თოვლი, გადაათეთრა მიდამო და სული დათენთა, ცაში აიჭრა მოგუგუნე ბუხრების ბოლი, მოვიდა თოვლი და ბავშვივით დადგა კარებთან. მოწყენილი და შეცივნული თბება ლიცი ბუხართან და ვერა ხვდება, რა აწუხებთ გარეთ ფანტელებს, შემოიტანე ნინო ფიფქები გაშლილი თმებით და ლიცის სულში გააცამტვერე
  14. ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2009 16 / 11, 2009 11:31 · სოსო ცისკარიშვილი - “იმისთვის, რომ რამე შედეგამდე მივიდეთ, პირველ რიგში, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და პრინციპი უნდა გადაიხედოს” · ანდრო ბარნოვი - “სალომე ზურაბიშვილის სვლა სწორედ იმის მცდელობა მგონია, რომ ალასანიას სახით განსხვავებული ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვან” · ჯაბა ხუბუა - “ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ!” სოსო ცისკარიშვილი - “იმისთვის, რომ რამე შედეგამდე მივიდეთ, პირველ რიგში, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და პრინციპი უნდა გადაიხედოს” “ცხინვალის იზოლატორში მოზარდების თითქმის ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ ევროკავშირის შეფიქრიანება ღრმა შეშფოთებაში გადაიზარდა. ერთი კია, მისიის ხელმძღვანელმა ჰაბერმა გულწრფელად აღნიშნა - ჩვენს მისიას, გარდა სამშვიდობო დაკვირვებისა, არაფერი შეუძლია, ევროპის მხარდაჭერა კი მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ვცნობთო. ესეც საქმეა... სად, მარტოს, სიჩუმეში რომ გცემენ და სად, ამ დროს ვინმე რომ გაკვირდება და შეშფოთებასაც გამოთქვამს. თანაც, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მხოლოდ მაყურებლის პოზიციაში ყოფნა ერთხელ, დასავლეთსაც მოჰბეზრდება და სხვა უფრო ქმედით ღონისძიებასაც გაატარებს მადაზე მოსული რუსეთის დასაშოშმინებლად”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით “საომარი მდგომარეობის დროს რა საზღვრის გახსნაზეა ლაპარაკი?!” / “თარხნიშვილს ღირსების ორდენით გააცილებენ, რაკიღა უკვე დიდი ხანია, თავად ამ ორდენმა ღირსება დაკარგა”. “საქართველო კი ამასობაში მორიგი არჩევნებისთვის ემზადება. ამ მხრივ, გასულ კვირას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - თარხნიშვილი ცესკოს ჩამოშორდა, კიწმარიშვილი კი ტელევიზიას დაუბრუნდა. თუმცა დასკვნების გამოტანა ნაადრევია - თუ გასულ არჩევნებში რამე დაშავდა, საეჭვოა, ეს თარხნიშვილის პირადი ინიციატივითა და ნებით მომხდარიყო. კიწმარიშვილის “მაესტროში” დაბრუნებას რაც შეეხება, ვინ, ვინ და, მას ალბათ ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს, რომ მასებზე ზემოქმედების მქონე ტელევიზიის შესაქმნელად მხოლოდ სურვილი არ კმარა - ამისთვის ბევრი ფული, შემდეგ კი ოდნავი დემოკრატია მაინც არის საჭირო, ამ ფულის დახარჯვის უფლება რომ მოგცენ”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “განვლილმა წელმა ძალა გამოაცალა ევროპის ქვეყნებს - საშინაო პრობლემების გადაჭრამ, ვგულისხმობ ეკონომიკურსა და ფინანსურს, საერთაშორისო პრობლემები მეორე პლანზე გადაატანინა. მაგრამ ახლა, როდესაც კრიზისიდან გამოსავალი გამოჩნდა, ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროპაც უფრო მზად აღმოჩნდებიან იმ შეფასებებისა და დასკვნების გასაკეთებლად, რასაც რუსეთი იმსახურებს. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ ღრმა შეშფოთებას კი არ გამოხატავენ, იმ ბერკეტებს აამოქმედებენ, რომელიც “შენახული” აქვთ საკუთარ სანახებში და ცდილობენ, მხოლოდ კეთილი სიტყვით მოიყვანონ გონს დღევანდელი რუსული ხელისუფლება. ეს უკანასკნელი რომ ქმედითი ღონისძიება არ არის, ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ ეს პოლიტიკა რამე ტიპის უხეში ძალის გამოყენებით შეიცვლება. ისიც უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის ზონებში შექმნილ ვითარებას რუსეთი აფასებს არა როგორც მოსკოვის გამარჯვებას თბილისზე, არამედ როგორც მოსკოვის გამარჯვებას ბრიუსელსა და ვაშინგტონზე და ეს ჩვენზე უკეთ ბრიუსელსა და ვაშინგტონში მოეხსენებათ. ასე ფიქრობს არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება, არამედ რუსეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. “შეუძლებელია და არც არის საჭირო, ოცდაშვიდი ქვეყანა ტყუპისცალივით აზროვნებდეს და ერთნაირი ხედვა ჰქონდეს ყველა პრობლემაზე. აქედან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობაც სრულიად ბუნებრივია. ევროკავშირი არ გახლავთ საბჭოთა კავშირი, სადაც ყველა რესპუბლიკის წარმომადგენელი თავის გამოსვლას ერთი და იმავე ადამიანის ნათქვამის ციტირებითა და ლოზუნგით იწყებდა და ამთავრებდა. მანდატის გადახედვა, რასაკვირველია, შესაძლებელია, თუ ამის პოლიტიკური ნება ევროპას გაუჩნდება და ვფიქრობ, საქმე აქეთკენ მიდის, რადგან რუსეთი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას - რუსულ ხელისუფლებაში არის განცდა, რომ სულ მალე საკუთარ პოლიტიკურ ნებას სრულიად ევროპას უკარნახებენ. ამის წინაპირობა კი გახლდათ სარკოზისთან მიღწეული შეთანხმების იგნორირება და სრული დაუსჯელობა ასეთი პოზიციის გამო. რაც შეეხება მანდატს - იმისთვის, რომ რამე შედეგამდე მივიდეთ, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და პრინციპი უნდა გადაიხედოს, რომელიც მუდმივად რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა. ეს პრინციპი დღესაც იმავე ინტერესებს ემსახურება, რადგან უშედეგობა არის ერთადერთი შედეგი, რაზეც რუსეთი იყო, არის და იქნება ორიენტირებული კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ჩემი აზრით, ევროპა უნდა იყოს გაცილებით მკაცრი, რათა “კვარტეტი”, რომელიც ჟენევაში იკრიბება, სამ დუეტად დაიშალოს. კერძოდ, პირისპირ მოსალაპარაკებლად დასხდნენ ქართველები და რუსები, მეორე შემთხვევაში ქართველები და ოსები, მესამე შემთხვევაში - ქართველები და აფხაზები. ეს არ ნიშნავს რამე ტიპის სახელმწიფოებრივი აღიარების პერსპექტივას ან ცდუნებას, ეს გახლავთ რეალური ფორმატი, რომლის პირობებშიც რეალური შედეგის მიღწევაზე შეიძლება ვილაპარაკოთ... სხვათა შორის, რუსეთისა და საქართველოს ექსპერტთა წრეებში არის სრულიად ერთნაირი განცდა, რომ ამერიკა პასიური გახდა და ნაკლებად აინტერესებს საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე შიდა პროცესები. ამას იმით ვხსნი, რომ განვლილი წელი იყო “ჯერ თავო და თავოს” პრინციპით განვითარებული და ამდენად, საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ ყურადღების მიქცევა მათ ვერ შეძლეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ასეთი გათამამება აუცილებლად გახდება ამ პოლიტიკის გადაფასების გამომწვევი მიზეზი და დასავლეთი მეტ ყურადღებას გამოიჩენს”, - დასძენს სოსო ცისკარიშვილი. “ვფიქრობ, როდესაც გავიგებთ, რომელ სამ კანდიდატს სთავაზობს პრეზიდენტი ოპოზიციას, გაჩნდება განწყობა - “ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთო...” რაც შეეხება თარხნიშვილს, მას ალბათ ღირსების ორდენით გააცილებენ, რაკიღა უკვე დიდი ხანია, თავად ამ ორდენმა ღირსება დაკარგა. ასე რომ, ოფიციალური საყვედური მის მიმართ გამოთქმული არ იქნება. ფაქტია, რომ ეს ჩაითვლება კონსენსუსად და ოპოზიციისადმი ხელისუფლების დიდ დათმობად, რაკიღა ეს საკითხი ბევრი ოპოზიციური ლიდერის გამოსვლაში ფიგურირებდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობა თარხნიშვილების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, ამიტომაც სულაც არ წუხან ამ ფაქტზე. უბრალოდ, საკითხი ბოლო წუთამდე მიიყვანეს იმისთვის, რომ ახალდანიშნული თარხნიშვილი #2 დროზე ადრე არ ყოფილიყო დისკრედიტებული თავისი საქმიანობით”, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - “კიდევ ერთი თანამშრომლობის წერტილი თუ პუნქტი ხელისუფლებისა და ოპოზიციისა, უშიშროების საბჭო გახლავთ. მის სხდომაზე, გასულ კვირას ლარსის სასაზღვრო საგუშაგოს გახსნაზეც იყო ლაპარაკი”, - პასუხობს: “რაც შეეხება ლარსის საგუშაგოს - რამდენადაც ცნობილია, საქართველოს რუსეთთან კაპიტულაციაზე ხელი ჯერ არ მოუწერია. ამდენად, საომარი მდგომარეობა, შესაბამისად ურთიერთმტრობა ორ ქვეყანას შორის კვლავ ძალაშია. ასეთ დროს, რა საზღვრის გახსნაზეა ლაპარაკი? თუ ამ საგუშაგოზე, ორივე მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებლების ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი არ დაწესდა, ორივე ქვეყნის ხელისუფლებისგან ბრალდებათა კორიანტელი წამოვა, რაშიც ორივე მხარე კარგად გაწაფული გახლავთ...” ანდრო ბარნოვი - “სალომე ზურაბიშვილის სვლა სწორედ იმის მცდელობა მგონია, რომ ალასანიას სახით განსხვავებული ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვან” “ჩვენ ვიწყებთ ტოტალურ ბრძოლას ყველა ფრონტზე, ეს იქნება ქუჩის აქციები, იქნება სასამართლოები, საარჩევნო კომისიები, რომ არ დავთანხმდეთ იმ კაბალურ პირობებს, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ადამიანები ისე არიან დაშინებული, რომ ჯერ ძლივს მოდიან ჩვენთან და მერე მზად არ არიან, რომ საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. ამ სიტუცაციაში უნდა განვაგრძოთ საერთაშორისო კუთხით მუშაობა, ასევე საჭიროა ქუჩაში დგომაც. არ შეიძლება გავჩერდეთ, რადგან ბაიდენის ვიზიტის შემდეგ არათუ გაჩერდა ხელისუფლება, არამედ უარესებს აკეთებს”, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი გაზეთ “მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას აერთიანებს / ის მერობის კანდიდატზე მოლარაკებებს იწყებს. “ალასანია იყო პირველი, ვინც კანდიდატურა დააყენა და მიმაჩნია, რომ არის ძალიან კარგი კანდიდატი მერობისთვის. მას იცნობენ უცხოელები და არის კონსტრუქციული. როცა მისგან გაცხადდება, რომ ვერაფერს მივაღწიეთ და საარჩევნო გარემო არ ვარგა, უფრო დამაჯერებული იქნება, ვიდრე მე და სხვა რომელიმე ოპოზიციონერი რომ იტყვის, რომელიც მეტი რადიკალიზმითაა ცნობილი. ტაქტიკურად შეიძლება ეს იყოს უკეთესი და საერთოდ, მე მომხრე ვარ ერთიანი კანდიდატურის. ჩვენ არ მივდივართ ჩვეულებრივ არჩევნებზე, სადაც საარჩევნო კამპანია მოეწყობა. იმედი მაქვს, მრავალპარტიული არჩევნებიც გაიმართება, მაგრამ დღეს არის ბრძოლა საჭირო და გვჭირდება ერთი კანდიდატი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილი. “მე დავდივარ ყველასთან და ვმუშაობ ამ მიმართულებით. როცა ვიგრძნობ, რომ რაღაც მომწიფებულია, განვაცხადებ კიდეც. ყველას ვუხსნი, რამდენად გვჭირდება ამ ტიპის ბრძოლაში კიდევ უფრო ერთად დგომა, რაც არის აუცილებელი და ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ერთი სტრატეგიის ირგვლივ ვართ გაერთიანებული. არის კრიზისი იმ მხრივ, რომ ოპოზიციური გარემო არის ყველაზე საზიზღარი, რაც შეიძლება არსებობდეს. არსებობს ფსევდო-ოპოზიცია, რომელიც ხელს გვიშლის საქმიანობაში და ლახავს ჩვენს იმიჯს. არის მუდმივი მოსმენები, ჭორები, ჩარევა, დისკრედიტაცია და ეს არის ის გარემო კვაზიტოტალიტარული ქვეყნისა, რომელიც არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ოპოზიცია გახდეს ძლიერი”, დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “სიმართლე გითხრათ, ქალბატონის სალომესი ვერაფერი გავიგე. ვის დაუჭერს მხარს, მისი საქმეა, მაგრამ მთავარია, გულწრფელი იყოს. სალომე ზურაბიშვილის სვლა სწორედ იმის მცდელობა მგონია, რომ ალასანიას სახით განსხვავებული ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვან”, - აცხადებს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციამ ჰარაკირი ჩაიტარა. სალომე ზურაბიშვილის სვლა სწორედ იმის მცდელობა მგონია, რომ ალასანიას სახით განსხვავებული ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვან”. “ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ზოგადად არჩევნებს ძალიან ცოტა ადამიანი აღიქვამს სერიოზულად. შეურაცხმყოფელია, როდესაც “ამტკიცებენ”, თითქოს არჩევნები არის ის, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, ვინ რომელ სკამს დაიკავებს. ასე არ არის ბატონო! უნდა მითხრან, რატომ მოდიან, ტყუილი მაინც მითხრან, ოღონდ თქვან, რა გეგმები აქვთ. დაანახვონ ხალხს, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის რას შეცვლიან. იდეალური არავინაა, მაგრამ უახლოესი მაგალითია დღევანდელი პრეზიდენტი. ყველას შეუძლია გაიხსენოს, რამდენი წელი მოდიოდა ეს კაცი იქამდე, სადაც მივიდა. შეიძლება ადამიანი არ გიყვარდეს, მაგრამ პროცესი ხომ უნდა აღიქვა? სააკაშვილი ყოველთვის იყო სისტემური მოთამაშე, სისტემიდან არ ამოვარდნილა და ქუჩის პოლიტიკოსი მაშინაც არ გამხდარა, როცა მიტინგები იმართებოდა. ამიტომ მიაღწია დასახულ მიზანს - თუ სისტემის გარეთ გადიხარ, ხარ მარგინალი”, - აცხადებს ანდრო ბარნოვი და შეკითხვას “- გამოდის, ოპოზიციამ საკუთარი თავის მარგინალიზაცია მოახდინა?” - პასუხობს: “დიახ. ვაფრთხილებდი ამის შესახებ. მარტში ვთქვი, ამგვარი ქმედებებით სააკაშვილს მთლიანად დაუბრუნებენ ლეგიტიმაციას-მეთქი. მაშინ ეს გაუგებარი იყო. საბოლოოდ, საკუთარი თავის მტრები თავადვე აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჰარაკირი ჩაიტარა და თუ დაკარგული მხარდაჭერის დაბრუნება სურთ, სისტემაში დაბრუნებას უნდა შეეცადონ. სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებაში შეიტანონ წვლილი. სხვაგვარად ხელისუფლების დამარცხება პანაცეა გამოდის. ამიტომ, სადაც არაეფექტურია ხელისუფლება, იქ გამოიჩინოს ოპოზიციამ თავი. დაარწმუნოს საზოგადოება, რომ აქვს უკეთესი ხედვა, გეგმა”. ჯაბა ხუბუა - “ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ!” “ჩვენ საქმე გვაქვს ოკეანის გაღმა მოკალათებულ იმ ქრისტეს ფეხის მკვნეტელებთან, რომელთა მთავარი მიზანიც მართლმადიდებლობის განადგურება და მოსპობაა. ბუნებრივია, ამ ძალებს თავისი დასაყრდენი ჰყავთ როგორც მართლმადიდებელ რუსეთში, ისე მართლმადიდებელ საქართველოში. თუ ეს ძალები საქართველოში თეა თუთბერიძეს, ლევან რამიშვილსა და სხვებს აყეფებენ, მათ რუსეთშიც ჰყავთ თავიანთი თუთბერიძე-რამიშვილები. მაგალითად, ვალერია ნოვოდვორსკაია და ალექსანდრ დუგინი!” - წერს გაზეთი “ასავალ-დასავალი” სტატიაში სათაურით СЛОВО О ПОЛКУ антиКИРИЛОВЕ / ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ! “ნოვოდვორსკაია რუსეთის თეა თუთბერიძეა, დუგინი კი რუსეთის ლევან რამიშვილი! ასე რომ, დღეს ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს ერთი და იგივე ძალა ებრძვის! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და რუსეთის პატრიარქს დღეს ერთსა და იმავე ბუდეში გამოჩეკილი ყვავის ბახალები დასჩხავიან თავს! დღეს ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ! სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე თავდასხმის პარალელურად რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგაც რომ გაშლიდა კამპანიას, ეს მე ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, როცა ამ ათიოდე დღის წინ წინათ ილია მეორე და კირილე ერთმანეთს ბაქოში შეხვდნენ. ხოლო როცა იმის შესახებ გახდა ცნობილი, რომ ილია მეორე კირილე საქართველოში მოიწვია და შესაძლოა, უახლოეს თვეებში რუსეთის პატრიარქი თბილისში ჩამოვიდეს, მაშინვე ვიფიქრე, სააკაშვილი შეღებილ თმებს ღერა-ღერა დაიპუტავს და ეჭვითა და შურით გაგიჟებულმა შესაძლოა, ავლაბრის რეზიდენციის კვერცხოვან გუმბათზე თავი ჰალსტუხით ჩამოიხჩოს-მეთქი”, - წერს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა. “იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა სააკაშვილია, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია.. 2009 წლის 14 ნოემბერს სააკაშვილის ფეხისგულების მფხანველად გადაქცეული ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ახალი გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟი” გავიდა და სწორედ ამ გადაცემაში პოვა სუბლიმაცია სააკაშვილის ხელისუფლების ავადმყოფურმა იდეოლოგიამ და შიზოიდურმა ბოდვებმა. სწორედ ამ გადაცემაში ვიხილეთ ჩვენ თეა თუთბერიძისა და ლევან რამიშვილის რუსი კოლეგების მთელი თაიგული, რომლებიც რუსულ მართლდმადიდებლურ ეკლესიასა და რუსეთის პატრიარქ კირილეს ზუსტად ისე უღრენდნენ, როგორც თუთბერიძე-რამიშვილები ქართულ ეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელს. “კრემლის პატრიარქი” ასე დაასათაურეს “იმედის” ახალი გადაცემის ავტორებმა რუსეთის პტარიარქისადმი მიძღვნილი საკმაოდ ვრცელი პასკვილი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი “კაგებესა” და “ეფესბეს” აგენტად, არყის, ხიზილალის, თამბაქოს ბიზნესის მამამთავრად და მილიარდერად გამოაცხადეს. დააკვირდით, ბრალდებათა შინაარსი ზუსტად იგივეა, როგორც თეა თუთბერიძის მიერ ატეხილი ისტერიის დედააზრი: ქართულ ეკლესიაში კორუფცია ჰყვავის, სასულიერო პირები მდიდრულად ცხოვრობენ, ილია მეორე კი “კაგებეს” აგენტი იყო!” - განაგრძობს სტატიის ავტორი. “იგივე ბრალდებები გაისმის მოსკოველი თეა თუთბერიძე-რამიშვილების მხრიდან რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ. თუმცა, აქ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა, აქ საუბარია თავად მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ასეთის, უვარგისობაზე. აი რას ამბობს რუსეთის თეა თუთბერიძე - ვალერია ნოვოდვორსკაია: “ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ღმერთი სწამს, არ ითანამშრომლებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან”. რუსეთის ლევან რამიშვილი - ალექსანდრ დუგინი კი ასეთ რამეს ამბობს: “კირილე მიეკუთვნება არა უბრალოდ მომლოცველთა ტიპს, არამედ ის წარმოადგენს მებრძოლ ეკლესიას, რომელიც იცავს ქრისტეს სახეს გარესამყაროსგან, მაგრამ სამყარო ეწინააღმდეგება ქრისტეს”. ძვირფასო მეგობრებო, მე რუსი თეა თუთბერიძისა და რუსი ლევან რამიშვილის ამ ნაბოდვარზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, საკომენტაროდ ქართველი თეა თუთბერიძისა და ლევან რამიშვილის ბოდვებიც მეყოფა!” - დასძენს ჯაბა ხუბუა. “მე დარწმუნებული ვარ, ქართველი თუთბერიძე-რამიშვილების ლაშქრობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, აგრევე რუსეთის თუთბერიძე-რამიშვილების გამოხტომა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ ამ შავბნელი ძალებისთვის ისეთივე უიღბლო და არაფრისმომტანი იქნება, როგორც მთავარ იგორ სვიატოსლავის ძისთვის ყივჩაღებზე ლაშქრობა!” - აცხადებს ჯაბა ხუბუა. “მე ზემოთ ვთქვი, რომ ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს, ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს დღეს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მართლმადიდებელი რუსი და ქართველი ერები, რომლებსაც სხვადასხვა დროს არაერთხელ გადაუტანიათ უმძიმესი განსაცდელი მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად, ქართველი და რუსი მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად, ქართველი და რუსი მართლმადიდებელი ერები, რომელთა არაერთ საუკეთესო შვილს დაუთმია სიცოცხლე ქრისტეს რჯულის დასაცავად, თანამედროვე ანტიქრისტეთა ლაშქარსაც ღვთის შეწევნითა და თავიანთი პატრიარქების ლოცვა-კურთხევით კუდს ამოაძუებინებენ!”- დაასკვნის სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/116809.html
  15. ვალერია ნოვოდვორსკაია: "რუსეთი კავკასიას დამსახურებულად კარგავს" 17:42 - 16.11.2009 ინტერვიუ რუსული ოპოზიციის წარმომადგენელთან, "დემოკრატიული კავშირის" ლიდერთან ვალერია ნოვოდვორსკაიასთან. - საქართველოს პარლამენტში პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისია შეიქმნა. პარლამენტის წევრი ხათუნა ოჩიაური თქვენთვის აღნიშნულ კომისიასთან თანამშრომლობის შეთავაზების ინიციატივით გამოვიდა და განმარტა, რომ თქვენ საკმარისი ინფორმაცია გაგაჩნიათ იმის შესახებ, რამდენად იყო ჩართული 1992-93 წელს საქართველოში მიმდინარე პროცესებში რუსეთი. ითანამშრომლებთ თუ არა აღნიშნულ კომისიასთან და შეგიძლიათ თუ არა მისთვის სერიოზული ინფორმაციის მიწოდება? - საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ რუსეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების პრობლემების "გადაწყვეტა" საკუთარი შეიარაღებული ძალების გამოყენებით დაიწყო. მაშინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები მხოლოდ საქართველოს რკინიგზას დაიცავდნენ, რა თქმა უნდა, იმთავითვე ტყუილი იყო. ზვიად გამსახურდიამ თავად მითხრა, რომ რუსული ჯარი საქართველოში იმ მიზნით შეიყვანეს, რომ სამოქალაქო ომში შევარდნაძის სასარგებლოდ ჩარეულიყო. ელცინის მრჩეველების თხოვნით ვამზადებდი მოხსენებით ბარათს თემაზე, ვისი მხარდაჭერა უფრო სასარგებლო იყო – შევარდნაძის, თუ გამსახურდიასი. ბუნებრივია, დარწმუნებული ვიყავი, რომ საჭირო იყო დემოკრატი გამსახურდიას მხარდაჭერა, თუმცა მათ შევარდნაძე აირჩიეს. ქართულ არმიას იმ დროს ამერიკული მომზადება არ ჰქონდა გავლილი და რუსულ არმიასთან დაპირისპირება არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, მათ სამოქალაქო ომის მოგება შესძლეს. ზვიად გამსახურდიას სიკვდილშიც რუსული სპეცრაზმის ხელი ურევია. ასეთი ცნობები მანანა არჩვაძისა და იმ ჩეჩნებისგანაც მოდიოდა, რომლებიც იმ დროს საქართველოში ჩადიოდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამსახურდიას სიკვდილი თვითმკვლელობა არ ყოფილა და ის რუსეთის სპეცრაზმმა მოკლა! არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ამ საკითხზე შევარდნაძესა და რუსეთს შორის სრული კონსენსუსი არსებობდა. თუმცა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საქართველოს პარლამენტში ახლადშექმნილმა კომისიამ გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით არა რაღაც მორალიზებული დასკვნა, არამედ იურიდიული მტკიცებულებები უნდა მოამზადოს, რომელიც მე, სამწუხაროდ, არ მაქვს, რადგან რუსეთის იმჟამინდელი ხელისუფლების ბინძურ ქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია. - რა აზრის ბრძანდებით საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზე – როგორც პიროვნებაზე, მეცნიერზე, მწერალზე, საზოგადო მოღვაწეზე და პოლიტიკოსზე? რა მოუტანა, თქვენი აზრით, მისმა მმართველობამ საქართველოს? დაუშვა თუ არა პირველმა პრეზიდენტმა რაიმე შეცდომა? რა როლი აკისრია მოვლენათა ასეთ განვითარებაში რუსეთს და მის კონკრეტულ წარმომადგენლებს? - ზვიად გამსახურდია იყო უფლებადამცველი, ჰუმანისტი, ლიტერატორი და მეცნიერი. შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ის იყო ძალიან კარგი დისიდენტი, კარგი დისიდენტებისგან კი ყოველთვის კარგი პრეზიდენტები დგებიან! თუმცა, სამწუხაროდ, მაშინდელი ქართული ოპოზიცია ბევრ საკითხში ისევე იქცეოდა, როგორც დღევანდელი. სააკაშვილის ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე ცეკვავს, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს და ერთხელ უკვე კინაღამ შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ნიჭიერი და ძლიერი სახელმწიფო მოღვაწეა, ის არსად წავა და ერთხელ უკვე აღკვეთა ოპოზიციის მცდელობა, საქართველოში რუსულ ჯარს შემოჰგებებოდა (2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც საუბარი იყო პარლამენტში შეჭრაზე). დღევანდელი ოპოზიციისგან განსხვავებით, გამსახურდიას პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა სრულიად წარმატებულად განახორციელეს საბჭოთა სპეცსამსახურების სცენარი. ოპოზიციამ გამსახურდია რუსეთის მოთხოვნით გადააყენა. იმ დროს არსებული გათვლის თანახმად, გამსახურდია შევარდნაძეს უნდა ჩაენაცვლებინა. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ დღევანდელ პოლიტიკაში ისევ ჩანს იგივე ხაინდრავა, სარიშვილი, წერეთელი, რომელთაც იარაღით ხელში პარლამენტის შტურმით აღება სურდათ. ტელევიზიიდან ჟურნალისტებს აძევებდნენ იმის გამო, რომ ისინი თითქოს მხარს უჭერდნენ გამსახურდიას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ნაცნობი სურათია. მაშინ მათ შეძლეს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა და რა დარჩა რუსთაველის პროსპექტიდან, თავად ვნახე. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოს ამჟამინდელმა თაობამ ნახოს ის, რაც მე მაშინ საკუთარი თვალით ვნახე. სხვაობა ისაა, რომ ზვიად გამსახურდიამ, სამწუხაროდ, მართვის ტექნოლოგიები არ იცოდა. მახსოვს მისი არაჩვეულებრივი გამონათქვამი: “ისინი გვესვრიან ტყვიებს და ჩვენ ყვავილები ვესროლოთ”. მან ე.წ. ოპოზიციის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებაზე უარი განაცხადა, ოპოზიციონერები კი იყვნენ იდიოტები, ან რუსული სპეცსამსახურების აგენტები, ან ჯაბა იოსელიანის ბანდიტები. ამ ყველაფერმა კატასტროფა მოიტანა და ცხადყოფს, რომ საპრეზიდენტო მმართველობის სირბილე ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. მიუხედავად ამისა, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს ძალიან ბევრი მისცა: მან დაწერა ბევრი წიგნი, მოამზადა საქართველო დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად და ქვეყანაში არ არსებობდა არავითარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სსრკ-დან გამოყოფა იყო საჭირო. გარდა ამისა, გამსახურდია იყო ბრწყინვალე დისიდენტი. ის და მერაბ კოსტავა შეთანხმდნენ, რომ მერაბი ციხეში ჩაჯდებოდა, ზვიადი კი ბრძოლას გააგრძელებდა (ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომლის გამოც ზვიადი ძალიან წუხდა). მან მართლაც გააგრძელა ბრძოლა, მშიშარა არასოდეს ყოფილა და ლაჩრობაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ, მაგრამ იდეა ძალიან წარუმატებელი იყო. ასე თუ ისე, საქართველომ დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნა და რუსეთის ორბიტას დაუბრუნდა. მოგვიანებით შევარდნაძე მიხვდა, რომ რუსეთისგან სარგებელს ვერ მიიღებდა და მისგან გამიჯნვა დაიწყო. შემდეგ აშშ-მა ურჩია მას, რომ გადამდგარიყო და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს არ შესწინააღმდეგებოდა. შემდეგი პრეზიდენტი კი - მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა არა მარტო განათლებული ადამიანი და პატრიოტი, არამედ კარგი სახელმწიფო მოღვაწეც, რაშიც მას ზვიად გამსახურდიას ვერ შევადარებთ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამსახურდიამ საქართველოსთვის სიცოცხლე გაიღო, რითაც დაშვებული შეცდომები გამოისყიდა. მას შეეძლო, არ დაბრუნებულიყო საქართველოში, როდესაც ჯოხარ დუდაევთან თავშესაფარი მიიღო, თუმცა სურდა, საქართველო ბადნიტებისგან გაეთავისუფლებინა და მშობლიურ მიწაზე მომკვდარიყო. იგი მოკვდა ღირსეულად, იარაღით ხელში. ასე, რომ, ზვიად გამსახურდიამ, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ როგორც დემოკრატს, შეცდომები არ დაუშვია. მას ეუბნებოდნენ, რომ როგორც კონსტანტინე გამსახურდიას შვილს, არ დაიჭერდნენ და დასავლეთში გაამგზავრებდნენ, მაგრამ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს წაართმევდნენ. როგორც ხედავთ, ეს დაპირება შესრულდა. ოსეთისგან სარგებელი არასოდეს ყოფილა. რაც შეეხება აფხაზეთის კურორტებს, სანერვიულო არაფერია, რადგან მათგან სარგებელი დღეს აღარავის აქვს – არც აფხაზებს, არც რუსებს და არც ქართველებს. ამის მიზეზი ისაა, რომ საჭიროა მენეჯმენტი და არა სამხედრო ნაწილების შენება, რუსეთს კი შენების და რაიმეს შექმნის უნარი არ აქვს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ადამიანები დაისვენებენ ბათუმსა და ფოთში, პიცუნდასა და გაგრაში კი უკვე სპეცსამსახურების თავშესაფარია: ისინი იქ მიწებს იაფად ყიდულობენ და რეგიონს ინაწილებენ. შესაბამისად, იქ არავითარი საერთაშორისო კურორტი არ იქნება. - სააკაშვილის მმართველობას მთელი რიგი პრობლემები შეექმნა – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თქვენ რას მიიჩნევთ სააკაშვილის შეცდომებად და რა პროგნოზს გააკეთებდით მისი ხელისუფლებისთვის? - საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად სწორი პოლიტიკა აქვს. ამჟამინდელ პრეზიდენტს სწორი კურსი აქვს აღებული დასავლეთისკენ – ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ, ასევე მშვენივრად გატარებული ეკონომიკური რეფორმები. რა თქმა უნდა, ყველაფერი უცებ არ ხდება, ახლა ლოდინია საჭირო, რათა ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღოს. 10-20 წლის შემდეგ საქართველო შესაძლოა, ძალიან მდიდარი და აყვავებული ქვეყანა გახდეს. მაშინ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაინახავენ, რას იძლევა საქართველოს მოქალაქეობა. რუსეთთან პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ თავად რუსეთი დამღუპველი გზით მიდის, ამიტომ ის თქვენ დიდხანს ვეღარ შეგიშლით ხელს. რაც შეეხება თქვენს ე.წ. ოპოზიციას, რომელიც რატომღაც მუდმივად ითხოვს, რომ კანონიერი პრეზიდენტი გადადგეს და ხელისუფლებაში მას დაუთმოს ადგილი, ხალხი ნელ-ნელა თავადაც ხვდება, რომ ეს ოპოზიცია მას ახალს და უკეთესს არაფერს სთავაზობს. დღევანდელი ქართული ოპოზიციის ნაწილი ის პატივმოყვარე ადამიანებია, რომელთაც ხელისუფლების სათავეში სურთ მოსვლა, ნაწილი კი - ისეთივე ექსტრემისტები, როგორიც, მაგალითად, ბატონი ხაინდრავა. ისიც ვიცი, რომ ამ ოპოზიციის ნახევარი რუსეთის მიერ ფინანსდება. ეს ნაწილი პრეზიდენტად გიორგაძეს ამზადებს, რომელიც რუსეთში სახელმწიფო აგარაკზე ზის. რომ არა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ბოლო ომის დროს არ დააყოვნა, შეაკავა რუსული ჯარი და აშშ-ს რეაგირების დრო მისცა, დღეს მთელი საქართველო დაპყრობილი იქნებოდა და შეიძლება, ახლა თბილისში გიორგაძე მჯდარიყო. ბუნებრივია, რუსეთი გულუხვად აჯილდოებს თავის აგენტებს. ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს საფულეში მწვანე ქაღალდები აქვს, მაგრამ არა აშშ-სგან, არამედ რუსეთის საელჩოდან მიღებული. ის ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის საელჩოში შედიოდა, შეიძლება, სახელმწიფო მოღალატედ ჩაითვალოს, რადგან წესიერ პოლიტიკოსს იმ დროს რუსეთის საელჩოში არაფერი ესაქმებოდა. - თქვენ განაცხადეთ, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი რუსეთიდან ფინანსდება. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? - იმ საქმეებს ვხედავ, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებს, ასევე იმას, რომ ისინი პირდაპირ ეკონტაქტებოდნენ რუს დიპლომატებს. გარდა ამისა, ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები პირდაპირ გამოდიოდნენ ქართული რეფორმების და საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის წინააღმდეგ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მსგავსი განცხადებებით დემოკრატიისთვის ბრძოლა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ისინი პირდაპირ და ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღებული კურსი არ აწყობთ, ისევე, როგორც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, არ აწყობთ, რომ საქართველო კამათობს რუსეთთან. მსგავსი განცხადებების ყველა ავტორი რუსეთის 100%-იანი აგენტია! წერეთელი და ხაინდრავა შეიძლება, პროფესიონალი აგენტები არიან, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ პირველი სამოქალაქო ომის შედეგად ვერაფერი გაიგეს და ახლა მეორეს მოწყობას აპირებენ, - ეს უკვე იდიოტიზმია! ასეთი ადამიანები პოლიტიკით საერთოდ არ უნდა დაკავდნენ! რაც შეეხება ირინა სარიშვილს და მის მეუღლეს გია ჭანტურიას, ისინი თითქოს იყვნენ დისიდენტები, თუმცა რაღაცნაირად ძალიან მალე გახდნენ შევარდნაძის მომხრეები. არც ერთი დისიდენტი არც ერთ გარემოებაში არასოდეს ყოფილა შევარდნაძის მომხრე, რადგან შევარდნაძე დისიდენტებს ისეთ დღეში აგდებდა, მოსკოვშიც არ ჩაუგდიათ. შევარდნაძე, მეტისმეტად დიდი ხნის განმავლობაში იყო საბჭოთა გოშია, შეგახსენებთ მის ერთ-ერთ ფრთიან გამონათქვამს: “საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და არა აღმოსავლეთიდან”. ასე, რომ, მისი არცერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება! მის დროს უკვე გავიარეთ ის სცენარი, რომლის განმეორებას დღეს მხოლოდ “მასოვკის” როლის შემსრულებელი ქართული ოპოზიცია ცდილობს: მას უნდა ერბინა პარლამენტის ირგვლივ, რუსეთს კი დესანტი გადმოესხა თითქოსდა საქართველოსთვის სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად. - და მაინც, თუ ხედავთ მოქმედ ოპოზიციაში საპრეზიდენტო კანდიდატს? - ვერ ვხედავ! ადრე შეიძლება, ვხედავდი ნინო ბურჯანაძის სახით, თუმცა თქვენი პარლამენტის ექს-სპიკერმა გული დამწყვიტა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოპოზიცია ასე ადვილად შესძლებდა ბურჯანაძის ჩათრევას საკუთარ “ღირსეულ” ტაშ-ფანდურში მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მას პრეზიდენტობა სურს. ბურჯანაძეში კანდიდატს ვხედავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველო მისთვის სულერთია, რაც იგი რუსთაველზე შეკრებილ ნაყარ-ნუყარ საზოგადოებას შეუერთდა, მივხვდი, რომ მისთვის საქართველო პრიორიტეტი არ არის. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ვხედავ და არ ვიცი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რამდენჯერ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა, მაგრამ ღმერთმა ქნას, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გახდეს პრეზიდენტი! - როგორ შეაფასებდით რუსეთ-საქართველოს გასული წლის აგვისტოს ომს და როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა მან საქართველოსთვის? - როგორ შეიძლება, შეაფასო ომი უზარმაზარ სახელმწიფოსა და პატარა ქვეყანას შორის, რომელიც მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება სურს?! ეს რუსეთის მხრიდან ფაშიზმის მორიგი გამოვლინება იყო, თუმცა დამერწმუნეთ, მოსკოვს ეს არ შერჩება! რუსეთს უკვე ძალიან მტკივნეულად მოარტყეს ხელებში. მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალურად მიერთება ვერ შეძლო. სადღეისოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სრულიად გულახდილია: რუსეთი გულახდილად ვერ იტანს საქართველოს. თავის მხრივ, საქართველომ აჩვენა რუსეთს, რომ მისი ნავთობი და გაზი არ სჭირდება; საქართველოს ეყო ღირსება, დიპლომატიური ურთიერთობა გაეწყვიტა რუსეთთან, რაშიც სააკაშვილს რატომღაც ადანაშაულებენ. პირადად ჩემი აზრით, მან ყველაფერი სწორად გააკეთა! ასე, რომ, საქართველო ამ ომში ყველა მხრიდან სწორია. - თქვენ თქვით, რომ "რუსეთი გულახდილად ვერ იტანს საქართველოს". აქედან გამომდინარე, რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის განმეორება? - თუ თქვენი ოპოზიცია ნორმალურად მოიქცევა და ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ იქნება, ვფიქრობ, ეს ნაკლებ სავარაუდოა. უახლოესმა წარსულმა უკვე აჩვენა რუსეთს, რომ მისი მხრიდან მსგავს ჟესტებს საერთაშორისო იზოლაცია მოჰყვება. თუ ამას საბაბის არარსებობა დაემატება, მაგალითად, ისეთის როგორც საქართველოს მიერ თოთქოსდა ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაა, რუსეთი ამის გაკეთებას ვეღარ გაბედავს. უკვე ვხედავთ, რომ იგივე დნესტრისპირეთთან მიმართებაში მოსკოვი მკვეთრი განცხადებების კეთებას თავს არიდებს. გარდა ამისა, ამჟამად რუსეთს სამხედრო მოქმედებებისთვის საშუალებები არ აქვს. ნავთობისა და გაზის მარაგების მიუხედავად, რუსეთი თავად არის ღრმა კრიზისში. - თუმცა რუსეთი კვლავინდებურად არ ასრულებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს და საერთოდ, მის აზრს ნაკლებად აქცევს ყურადღებას... - რუსეთი ვალდებულებებს მანამ არ შეასრულებს, სანამ ძალით არ აიძულებენ. სამწუხაროდ, აშშ-ს ამისთვის ჯერჯერობით პოლიტიკური ნება არ აქვს, ევროპას ნავთობი და გაზი სჭირდება, ამიტომ ამას იქით არც მომავალში წავა. მათ "მოინელეს" აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. - პუტინის მმართველობას როგორ შეაფასებდით? - რუსეთში ღია დიქტატურაა, არ არის არც რეგიონალური, არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნები, ეჭვქვეშ დგას ადამიანის უფლებების მომავალი, კონსტიტუციას ჩექმით თელავენ, ბიზნესი ჩამკვადარია, ჩეკისტურმა ხუნტამ ნორმალური ეკონომიკა ჩაკლა... რუსეთმა თვითონ მოიმწყვდია თავი გალიაში, დემოკრატიის ჩანასახებზეც კი საუბარი ზედმეტია! - მიუხედავად ამისა, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი შესაძლოა, კვლავ პრეზიდენტი გახდეს. თქვენ თუ თვლით ამას შესაძლებლად და როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებთ რუსეთს ასეთ შემთხვევაში? - ვთქვათ და მოვიდა ხელისუფლებაში ისევ პუტინი, მერე რა? რა შეიცვლება? ბრეჟნევიც დიდხანს იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ამით ვინ გრძნობდა თავს კარგად? რუსეთში პოლიტიკური სტაგნაციაა. რუსეთი ჭაობია და პუტინი ამ ჭაობში ზის. შედეგად რუსეთი ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. - ჩრდილოეთ კავკასიაში უკიდურესად მძიმე პროცესები ვითარდება, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში და რამდენად საშიშია კრემლისთვის იქ მიმდინარე პროცესები? - რუსეთი კავკასიას დამსახურებულად კარგავს. იგი დიდხანს უსწორდებოდა და არაფრად აგდებდა კავკასიას, ძალიან დიდხანს მართავდა რეგიონს ტერორით. ინგუშეთი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ მხარი უნდა დაუჭიროს ჩეჩნეთს და არა ცალ-ცალკე ავტონომიებად შედიოდნენ რუსეთის შემადგენლობაში. მათ გაიგეს, რომ ვაინახებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ადგილი არ აქვთ, მით უფრო, რომ ეს ფედერაცია კი არა, უნიტარული სახელმწიფოა. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება დაღესტანშიც. ამიტომ რუსეთი კარგავს კავკასიას. - უკრაინაში 2010 წლის 17 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურია პრორუსული ძალების მოსვლა ხელისუფლებაში? მოქმედი პრეზიდენტის შანსებზე რას იტყვით? - იუშჩენკოს შანსები არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში ტიმოშენკო მოვა, რომელიც მეიდანზე იდგა და მომავალში რუსეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებს. რაც შეეხება მის პოპულიზმს, ვფიქრობ, ის გაპრეზიდენტებასთან ერთად დასრულდება. იგი ძალიან პატივმოყვარეა. ღმერთმა არ ქნას, უკრაინის ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მოვიდეს. ვიმედოვნებ, რომ იგი პრეზიდენტი ვერ გახდება, რადგან ჯერ ერთი, უკრაინამ "ნარინჯისფერი" არჩევანი გააკეთა, მეორეც, მოსკოვი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად ვეღარ ჩაერევა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...36&Itemid=1
  16. პოლიტიკაში ჰონორარის პრინციპით ვმუშაობდი, ასე რომ, პოლიტიკით თავი არასდროს არ შემიქცევია და კიდევ ერთი: პოლიტიკაზე სასაუბროდ პოლიტიკის განყოფილება არსებობს...Private Nodari
  17. დილამშვიდობისაო ყველას კაცი? კაცი ოხერია თქმა იციან ქალებმა ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათ სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან. წარბი თუ არ გაუხსენი წავა, არც მოგინატრებს, ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე. კაცი? კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე არაყს დალევს, ღვონოს დალევს და გულს გადააყოლებს. ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს, რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის, იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც. თუ დაგჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან, ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს. მარტოობის წლები გულში გაეყრება ხანჯლებად შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება. ანონიმი ავტორი
  18. TATASTROFA უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო! მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია, მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფვა; და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან, შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება! მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია! რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან, რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან, ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა! უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია, შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ! მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია, იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ? ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია, თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით; ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა, შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით! მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია, თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის... კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია! მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის?! უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო! შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო! დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ დუდუნით შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი! ნუგეშ-ნუგეშ, ნუგეშ-ნუგეშ ნუგეში კვამლი იდგა მატარებლის კუპეში! რადგან-რადგან, რადგან-რადგან რადგანაც შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც, ჩქარი-ჩქარი, ჩქარი-ჩქარი ჩქარია ამ სულსწრაფი ვაგონების არია!... გიორგი ზანგური
×
×
  • შექმენი...