Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. analgin ნაცების მოსვლამდე უნიკალური იყო ქართველის დამოკიდებულება მტრისადმი. იგი მტერს პატივს სცემდა, რადგან მიაჩნდა, რომ მისი მტერიც ღირსეული კაცია. ჩვენ სათაკილოდ მიგვაჩნდა, არათუ მტრის წყევლა-კრულვა, არამედ მტრის საჯაროდ აუგად ხსენება, გაკილვა, დამცირება. ახლა კი, ჩვენ კაპასი დედაკაცებივით სახალხოდ ვლანძღავთ და ქოქოლას ვაყრით მტერს (მტრისგანაც იგივეს ვღებულობთ). მოკლედ, გაგვადედაკაცეს ამ ბოზებმა ჩემი აზრით, სიძულვილით დაბრმავებული ბრიყვები არიან
  2. აზრი არათუ არ , არამედ ვერ გააშიშვლებ. ხვდებიან , მაგრამ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ორი და ათი შაური
  3. ებრალიძისტობა და რუსეთუმეობა, ჩემი აზრით, კავშირში არ არის. ებრალიძე მხოლოდ ბრიყვს ან ანგარებიან ადამიანს შეიძლება მოწონდეს
  4. აბა ქვეყანა? ქვეყანა კი არა, არამედ ქვეყნის პაროდიაა
  5. საქართველოს საპატრიარქო ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ მორიგ მცდელობაზე საუბრობს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  6. არადა ესპენეთში სიწყნარე და სიმშვიდე მეგონა რომ იყო
  7. რა საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა უშიშროების გენერალი 13 ნოემბერს, მცირე პაუზის შემდეგ, კიდევ ერთმა ჯერჯერობით ბურუსით მოცულმა, აშკარად შეკვეთილმა მკვლელობამ შეძრა თბილისი. უშიშროების ყოფილი მინისტრის, თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის სასტიკი მკვლელობის ვერსიებზე მოსაზრებას გამოხატავს უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ალადაშვილი. - თამაზ ნინუას 2000 წლიდან ვიცნობდი, თუმცა, ჯერ კიდევ 1996 წელს, როცა უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი, მასთან ურთიერთობა მქონდა. ძალიან გაწონასწორებული პიროვნება გახლდათ, ცდილობდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, დაპირისპირებას თავს მაქსიმალურად არიდებდა, მართლაც ასე იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველები, მიცვალებულზე ან კარგს ვამბობთ, ან - არაფერს. უშიშროების სისტემის წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ დიდ ინფორმაციას ფლობენ, ყოველთვის დგანან ცდუნების წინაშე, გარკვეული ზემოქმედება მოახდინონ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებზე. 2010 წლის 3 იანვარს, თამაზ ნინუას 66 წელი შეუსრულდებოდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მის ასაკს ხშირად შეცდომით მიუთითებენ. - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში, დიდი პოლიტიკური რყევების დროს, თამაზ ნინუა ჯერ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ - მინისტრი... - თამაზ ნინუა უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 1991 წლის 2 დეკემბრიდან 1992 წლის 8 იანვრამდე გახლდათ, მან ოთარ ხატიაშვილი შეცვალა, მანამდე კი მინისტრის მოადგილე იყო. გენერლის წოდება მას 1996 წლის 30 ნოემბერს მიენიჭა... - ანუ, ის უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, სამხედრო გადატრიალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა? - დიახ, და 8 იანვარს, გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნისთანავე, პოსტიდან გაათავისუფლეს. თუმცა, უშიშროების სისტემაში ამის შემდეგაც დიდხანს იმუშავა. შოთა კვირაიას მინისტრობისას ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გახლდათ. მოგვიანებით კი მოდულის ხელმძღვანელი იყო. - ნოდარ ნათაძემ განაცხადა, რომ თამაზ ნინუა მოკლეს, როგორც ინფორმაციის მქონე... - ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებისა და პროკურატურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მაღალჩინოსნებმა, 1980-90-იანი წლების მოვლენებზე ბევრი რამ იციან, მათ შორის - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია. - უშიშროების ყოფილი მინისტრი სიმონ ნოზაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თამაზ ნინუამ უშიშროების სისტემა 1991-92 წლების დაპირისპირებაში არ ჩართო. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ის? - ამ დროს პროცესები ისე შორს იყო წასული, რომ უშიშროება, ალბათ, ვეღარც ჩაერეოდა, მაშინ მას არც სპეცრაზმები ჰყავდა. ეს გადატრიალება კარგა ხნით ადრე, მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრში მომზადდა, მოხდა გარიგება, ინტერესთა თანხვედრა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, სამწუხაროდ, ასე გადაწყდა გამსახურდიას ბედი. მრავლისმეტყველია ის, რომ რომ 1991-92 წლების მოვლენების უშუალო მონაწილეთა უმრავლესობა - სამხედრო პირებიც და პოლიტიკოსებიც, დღეს ცოცხლები აღარ არიან: გია გულუა, გია ჭანტურია, ბესიკ ქუთათელაძე და სხვები. არც ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნილი არ არის, ცხადია, ამ ადამიანებმა ბევრი რამ იცოდნენ, იმიტომაც გახდნენ სამიზნე. - თუნდაც ამდენი მკვლელობის გაუხსნელობამაც ხომ არ გაუხსნა ხელ-ფეხი თამაზ ნინუას მკვლელებს, ანუ ისინიც დარწმუნებული ხომ არ არიან, რომ ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩება? - ეს საქმე ან ძალიან სწრაფად, ან საერთოდ არ გაიხსნება. თუ გარედან, სნაიპერის ტყვიით არ არის მოკლული ცოლ-ქმარი, ოთახში არაერთი სამხილი იქნება. რაც შეეხება ვერსიებს, მკვლელობის მოტივი შეიძლება ყოფილიყო პირადი უთანხმოებიდან დაწყებული, სახელმწიფო საიდუმლოებით დამთავრებული, ისეთი ფართოა იმ ინფორმაციის არეალი, რომელსაც უშიშროების მაღალჩინოსანი ფლობს. ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყო ლუსტრაციის ის კანონპროექტიც, რომელიც პარლამენტში ამჟამად განიხილება. არ არის გამორიცხული, ეს საქმე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა დამდგენი კომისიის შექმნასაც უკავშირდებოდეს. შესაძლოა, თამაზ ნინუას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის, ამერიკელი მზვერავის ვუდროფის სიკვდილის გარემოებების შესახებ, - ეს იქნებოდა ზეპირი ინფორმაცია, დოკუმენტური მასალა ასეთ დროს არ იქმნება. არც ის არის გამორიცხული, მას ჰქონოდა საიდუმლო ინფორმაცია დღევანდელი ან მომავალი პოლიტიკური ლიდერების შესახებ. როგორც ჩანს, ახალმა ნიუანსებმა იჩინა თავი და თამაზ ნინუა ვიღაცებს საფრთხეს უქმნიდა. ან რას ნიშნავს, როცა გამოძიება აცხადებს, რამდენიმე ოფიციალურ ვერსიაზე ვმუშაობთო? "არაოფიციალური ვერსია" რომელია? ყველა ვერსია უნდა დამუშავდეს. - 1991-92 წლების ან შემდგომი მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების შესახებ თუ ჰქონდა თამაზ ნინუას ოდესმე თქვენთან საუბარი? - ჩვენ პატივს ვცემდით ერთმანეთს, არაერთხელ შევხვედრივართ თათბირებზე, კაბინეტში, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურ ჩარჩოებს არ გასცილებია. თქვენ მიერ აღნიშნული თემები კი ისეთია, რომ ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს უშიშროების გენერალი, ახლო წრეს თუ გაუმხელს. კა-გე-ბეში დაუწერელი კანონი იყო: არ ენდო არავის, საკუთარ თავსაც კი... არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს მკვლელობა სწორედ ახლა მოხდა. აუცილებელია, რომ გამოძიების პროცესი ხელისუფლების უმაღლესმა პირმა კონტროლზე აიყვანოს, რათა ათასგვარი ეჭვის, პოლიტიკური ინსინუაციების სარჩული გაქრეს, რადგან, პირადზე მეტად ამ ტრაგედიაში, თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის სასტიკ მკვლელობაში სახელმწიფო საიდუმლოების, სახელმწიფო ინტერესების ფაქტორი იკვეთება. ამიტომ ეს საქმე ისე უნდა გამოიძიონ, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუსრულებელი მითქმა-მოთქმა და პოლიტიკური სპეკულაციები იქნება. ”ყველა სიახლე”20-11-2009
  8. Saturn Beqo ხოხ, მაღარიჩი თქვენზეა. მაშ-ს ასე, სახინკლეს როდის კისრულობთ? ;)
  9. “ხელოვნური სკანდალი” სკანდალური შალვა რამიშვილის “თანამონაწილეობით”?! “შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სიმართლის დრო” დატოვა. “იმედის” ხელმძღვანელობა რამიშვილის გადაცემიდან წასვლას მისი სხვა პოექტებში დაკავებით ხსნის. თუმცა, წყაროს ინფორმაციით, რამიშვილის წასვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მისი გადაცემით უკმაყოფილოა. ცნობილი გახდა, რომ უკმაყოფილება გადაცემაში აქცენტების პიკანტურ თემებზე გაკეთებამ გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რამიშვილი “ სიმართლის დროს” აღარ წაიყვანს. “შეგახსენებთ, რომ “სიმართლის დროში” მოწვეულ სტუმარს წამყვანი სხვადასხვა უხერხულ შეკითხვებს უსვამს და ამ კითხვებზე გაცემული პასუხები სიცრუის დეტექტორით მოწმდება. ყოველივე ამას დაემატა ჟურნალისტ მარინა სალუქვაძის შესახებ გადაცემაში დასმული შეკითხვა, რის გამოც სალუქვაძე სასამართლოში ჩივილს აპირებდა. წყუროს ინფორმაციით, “იმედის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პოლბლემა შედარებით მარტივად მოეგვარებინა და რამიშვილს გადაცემის დატოვება მოსთხოვეს. როგორც შალვა რამიშვილმა “რეზონანსს” განუცხადა, იგიგ უკომენტაროდ ტოვებს გავრცელებულ ინფორმაციას მისი “იმდედიდან” წასვლის შესახებ”, - აღნიშნავს გამოცემა. “რამიშვილი “იმედიდან” არ წასულა, ის რჩება ჩვენს თანამშრომლად. ეს გადაცემა იჰო “იმედის” ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და მხარში ვედექით ყველა შალვას და ვგულშემატკივრობდით. თუმცა, შალვას ამ გადაცემის გარდაკიდევ აქვს სხვა პროექტები და აქედან გამომდინარე თავად ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გადაწყვიტა დროში გამოთავისუფლება და ამ გადაცემიდან წასვლა. სხვა პროექტებზე მუშაობა არჩია და არარ “სიმართლის დრო. მე ვიცი, რომ ხელმძღვანელობას ეს პროექტი ძალიან მოსწონდა და მხოლოდ იმის გამო წავიდა გადაცემიდან შალვა, რომ დრო დაეზოგა. სხვა არაფერი ვიცი. პროექტი გაგრძელდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “იმედის”გენდირექტორის მოადგილე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებში უკე წამალაშვილი. “ეჭვს იმის შესახებ, რომ რამიშვილს მართლაც უთანხმოება მოუვიდა “იმედის” ხელმძღვნელობასთან, მისი დუმილი ამძაფრებს. რადაგან, თუკი დროის უქონლობის გამო წავიდა რამიშვილი გადაცემიდან, ამის თქმა მისთვის რთული არ ანდა ყოფილიყო. შალვა რამიშვილის გადაცემა “სიმართლის დრო”ეთერში დაახლოებით ერთი თვის წინ გავიდა. გასული კვირის გადაცემაში რამიშვილმა მსახიობ მიშა მესხს ჟურნალისტ მარინა სალუქვაძეზე დაუსვა შეკითხვა - გიფიქრიათ თუ არა მარინა სალუბვაძესთან სექსზე”, რომლის გამოც სალუქვაძე სასამართლოში ჩივილს აპირებდა. არსებული ინფორმაციი, რამიშვილის გადაცემიდან წასვლა ამ საკითხს უკავშირდება”, - დასძენს გამოცემა. “სკანდალური შალვა რამიშვილის გარშემო ისევ სკანდალი აგორდა. შუგინ ცნობილი გახდა, რომ აან ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. მაშინვე გავრცელდა ჭორი, რომ რამიშვილის წასვლა მარინა სალუქვაძესთან დაკავშირებულ სკანდალს უკავშირდება. თავის გადაცემაში რამიშვილმა “ტაბუს” ყოფილ წამყვანზე უხერხული კითხვა დასვა, რამაც მარინა სალუქვაძის აღშფოთება გამოიწვია. სალუქვაძემ რამიშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და სასამართლოში ჩივილსაც არ გამორიცხავს”, - წერს გაზეთ “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით სკანდალურმა შალვა რამიშვილმა “სიმართლის დრო” სკანდალურად დატოვა / რა მოხდა “იმედში”? “სკანდალური შოუ “იმედზე” ისევ გაგრძელდება, თუმცა “სიმართლის დრო” შესაძლოა ძველებურად სკანდალური აღარ აღმოჩნდეს, რადგან მას უკვე სხვა ადამიანი წაიყვანს. რამიშვილისნაირი თამამი და სკანდალური კითხვების დასმას კი ბევრი ვერ გაბედავს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ”იმედის” და “თიბისის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულია. ახლა პროექტი ჩემთვის ნაკლებად საინტერესო გახდა. თუმცა, ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ძალიან კარგი პროექტია. მე, ალბათ, წვლილი შევიტანე იმაში, რომ მას რეიტინგი აქვს. მაგრამ ახლა სხვა პირორიტეტები, სხვა საქმეებია საკეთებელი და ამ საქმეებისთვის მეტი დრო მჭირდება.. მე არ ვრჩები “იმედში” ჩემი პროექტი გადის გადის “იმედზე”. მე “იმედის” თანამშრომელი არასოდეს ვყოფილავ. მე ვაკეთებ უკვე პროექტს “იმედზე” - სამსონაძეებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი და შეკითხვას - “გავრცელებული აზრით, გადაცემა მარინა სალუქვაძეზე დასმული კითხვის გამო დატოვეთ” - პასუხობს: “არა, ეს აბსურდია”. “მიზანი მიღწეული, - გადაცემა გასკანდალდა. თუმცა რის ფასად, ეს სხვა საკითხია. მერე წამყვანიც შეიცვლება. ყველაფერი კი მიშა მესხის სტუდიაში მიწვევით დაიწყო. “გიფიქრიათ თუ არა მარინა სალუქვაძესთან სექსზე”? - იკითხა რამიშვილმა და გადაცემაც, მეტი ინტრიგისთვის მომავალ კვირამდე შეწყდა. ამ ხნის განმავლობაში კი სარეკლამე რგოლებში სწორედ ეს კითხვა ფიგურირებდა”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით რა სკანდალს შეეწირა “სიმართლის დრო” და რამდენ ათასიან კომპენსაციას გადაუხდიან შალვა რამიშვილს? “მოგეხსენებათ, “იმედის” მფლობელი “რაკიინ ჯორჯია” გახლავთ. ქალბატონი მარინას მეუღლე კი აღნიშნული კამპანიის ვიცე-პრეზიდენტია, რაც არა მხოლოდ შალვა რამიშვილმა იცის, არამედ, ვფიქრობ, მთელმა საქართველომ. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია შალვა რამიშვილისთვის “ზედა ეშელონებიდან” თითი დაექნიათ - “დაუკრეფავში” ნუ გადადიხარო. თუცმა, ამავე დროს, ისიც წარმოუდგენელია, რამიშვილს ეს ამბავი არ სცოდნოდა და მაშინ კიდევ უფრო გაურკვეველია ამ შეკითხვის არსი. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, მისი შედეგზე არ ეფიქრა. მაგრამ საკმარისია უახლოეს წარსულს მიმოვავლოთ თვალი და მაშინვე ძალიან ბერი კიხვა და ვერიას გაჩნდება”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “როდესაც პოლიტპატიმრად წოდებული შალვა რამიშვილი ციხიდან გამოვიდა, ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი იყო, რომ იგი “იმედში” წავიდოდა, რომლის შეფიც ნაციონალების რუხ კარდინალად მონათლული გიორგი არველაძეა. თუმცა 202-ის სკანდალური შოუს წამყვანი იმის მოლოდინს ნამდვილად ქმნიდა, რომ შალვა რამიშვილის გადაცემაში მაინც დადგებოდა “სიმართლის” დრო. უნდა ითქვას, რომ გადაცემის ფორმატი, ხელისუფლებისა და ქართული მენტალობის პირობებში, თავიდანვე ფიასკოსთვის იყო განწირული. მით უმეტეს, თუკი მის ტექნიკურ მხარეს შევაფასებთ, არც ისე დამაჯერებელი იყო მაყუოებლისთვის, სიცრუის უჩინარი ლექეტქორი აფასებდა რესპონდენტს თუ ვიღაც უჩინარი, ვისაც ამ შოუთი ფულის გაკეთება ჰქონდა მიზნად და სხვა არაფერი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დეტექტორი შოუს დროს საერთოდ არ ასრებობდა და მონაწილე კითხვებს ჩაწერამდე პასუხობდა. პასუხების სისწორეც სწორედ მაშინ მოწმდებოდა დეტექტორზე. აქ თავისთავად იკარგებოდა ემოცია და ძალიან არ გაგვეგო ახლა ჩვენ, ვინ, როდის ტყუოდა”, - დასძენს სტატიის ავტორი. “მოკლედ, მედიატესპერტებმა ამას “ჩვეულებრივი ტელეაფერა” უწოდეს. თუმცა მაინც გაუგებარი იყო, ვის სჭირდებოდა ეს გადაცემა? პასუხი, ალბათ, მარტივია - რამიშვილს და ხელისუფლებას, რომელსაც მისთვის, როგორც ლევან გაჩეჩილაძე იტყოდა, ჯიგრული ვალი ჰქონდა გადასახდელი ციხეში გატარებული წლების სანაცვლოდ. მართალია, რამიშვილი არც ერთ ინტერვიუში არ ადასტურებს, რომ ეს პროექტი უშუალოდ სააკაშვილის ნებართვითა და დავალებით გაკეთდა და აცხადებს, რომ რომ “სიმართლის დროცა” და “სამსონაძეებიც” მხოლოდ მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა... მოკლედ, არსებობს უამრავი კითხვა, რაზეც პასუხს ვერასდროს მივიღებთ და ვერც ვერავის შევამოწმებთ სიცრუის დეტექტორზე”, - დაასკვნის სტატიის ავტორი. რეზონანსი 20.11.2009
  10. http://pic.ipicture.ru/uploads/091120/wWh60GjE7d.jpg ახალგორის ქართულ სკოლებში პიონერხელმძღვანელის შტატი შემოიღეს ახალგორის ქართულ სკოლებში პიონერხელმძღვანელის შტატი შემოიღეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ აცნობა. “რამდენიმე დღის წინ სკოლაში ბავშვებს ერთ-ერთ პირი წარუდგინეს და უთხრეს, რომ მათი პიონერხელმძღვანელი იქნება. მართალია, ბავშვები პიონერები არ არიან, მაგრამ მასწავლებლებმა უთხრეს, რომ მალე პიონერთა რიგებშიც მიიღებენ”, - ამბობენ ახალგორელები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: როგორც პრინცი ჰამლეტი იტყოდა: "სულო ჩემო, დადეგ, დაწყნარდი" ;):
  11. აშშ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული დაძაბულობით შეშფოთებულია შეერთებული შტატები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული დაძაბულობით და ადამიანების გატაცებით შეშფოთებულია. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იან კელიმ განაცხადა. “ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ ვითარება ბევრი მიმართულებით ისევ დაძაბულია. გასული წლის აგვისტოს შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შესრულებულა. არსებობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც მხარეებს ამ საკითხის განხილვა შეუძლიათ, ეს ჟენევის პროცესია. ჟენევის პროცესი კარგი ფორუმია იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას”, - განაცხადა იან კელიმ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობით http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  12. აზრი საშიში ურჩხულია, რამეთუ ღმერთის სახელით ჩუმად და მშვიდად ანგრევენ საქართველოს. ასეა ეს. დღეს საქართველოში ორი სეპარატისტული რესპუბლიკის გარდა კიდევ არსებობს იეღოველთა "სეპარატისტული" რესპუბლიკაც... თავისი ავტონომიური ბიუჯეტით, მმართველობის დამოუკიდებელი სტრუქტურით, თავისი შიდა "კონსტიტუციით", თავისი ადმინისტრაციული ცენტრებით და რეგიონალური ოფისებით. თუ "სამხრეთ ოსეთის" "იურისდიქცია" სადღაც, რომელიღაც სოფელთან მთავრდება, იეღოველთა "იურისდიქცია" მთელ საქართველოზე ვრცელდება, ყველგან მიუწვდებათ ხელი. ასეა ეს. მოვა დრო და დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ ვერასდროს ვერ დავიბრუნებთ მათ მიერ მოპარულ სულებს
  13. და სხვა არავინ? ;) ნუთუ უკანასკნელი მოჰიკანი ვარ? ღმერთმა ქნას
  14. nekroo მაგი დღეს პრობლემა აღარაა, შენ ფული და სურვილი თქვი და ნებისმიერი ზომის მკერდში "ჩაიზმანებოდი" ;)
  15. machkatela იგივე შეიძლება თქვას მამაკაცმა ქალზე...მაგაზე წარმატებით სხვას ვერაფერს "იყენებს" კაცი :love2: ;)
  16. დღეს საპროტესტო აქცია "მაყურებლის გზავნილი "რუსთავი 2"-ს" გაიმართება 08:56 - 20.11.2009 დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინ საპროტესტო აქცია "მაყურებლის გზავნილი "რუსთავი 2"-ს" გაიმართება. აქციის მონაწილეები პროექტ “ვარსკვლავების აკადემიის” საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ხელახალ გამოძიებას და "რუსთავი 2"-ის მიერ საქმესთან დაკავშირებული დეტალების გაშუქებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი შენობის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 აპრილს სანდრო ეულის ქუჩაზე "რუსთავი 2"-ის კუთვნილი შენობა ჩამოინგრა, რომელშიც ტელეკომპანიის თანმშრომლები და პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად "რუსთავი 2"-ის ორი თანამშრომელი ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია გარდაიცვალნენ. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...57&Itemid=1
  17. მშვიდობისდილაო ყველას :hello: ...:სახლი მინდოდა მქონოდა:... სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდი საცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში შუბლხე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჟებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჯებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად - ნუშის ბაღნარი, საბნად - თიბათვის ნისლი გიორგი შალამბერიძის დღეს ეს ლექსი ვარ
  18. აზრი ეს პასაჟი მომეწონა ძლიერ Saturn როგორ მიხვდი?
  19. ნინო "არიან სიტყვები, რომელნიც გამოთქმისას შეიბღალებიან ხოლმე, მხოლოდ იმ სიტყვას აქვს წონა, რომელთაც საქმე მოჰყვება და მსხვერპლი...უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი.გინდა სითბოს მოკლებული მზეი" კ.გამსახურდია
  20. აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხში პერუს კონგრესის გადაწყვეტილებას ოპოზიციაც შეუერთდა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ერთეულებად ცნობის საკითხში პერუს კონგრესის გადაწყვეტილებას ოპოზიციაც უერთდება. სააგენტო ‘’რია ნოვოსტის’’ ცნობით, ამის შესახებ განცხადება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის, ‘’პერუს ნაციონალური პარტიის’’ ლიდერმა ოლანტა ჰუმალამ გააკეთა. პარტიის ლიდერს სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად ცნობის სამართლიანობის დამადასტურებლად კოსოვოს აღიარების ფაქტი მოჰყავს. ‘’პერუ ერთ-ერთია იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც 2008 წლის თებერვალში კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც აქვთ უფლება იარსებონ როგორც დამოუკიდებელმა ერთეულებმა. ახლა, როდესაც კოსოვო დამოუკიდებელია, ამ რესპუბლიკების აღიარებას განსაკუთრებული არგუმენტირება არ სჭირდება’’, - აცხადებს ოლანტა ჰუმალა. ანტიამერიკული იდეოლოგიის მქონე ‘’პერუს ნაციონალური პარტია’’ ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. ოლანტა ჰუმალამ 2006 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 44.56% მოიპოვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მდააას!
×
×
  • შექმენი...