აფხაზეთში 12 დეკემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა 12 / 12, 2009 20:43 აფხაზეთში 12 დეკემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები შედგა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 18.00 საათისთვის „არჩევნებში“ მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 58%-მა. არჩევნებში გამარჯვების ზღვარი კი, 50%-ს შეადგენს. სეპარატისტების მტკიცებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 127 ათასამდე მოქალაქეს ჰქონდა. „არჩევნებს“ აკვირდებოდა 100-მდე უცხოელი დამკვირებელი, მათ შორის - რუსეთის ფედერაციიდან. ამასთან, ე.წ. ოპოზიციის კანდიდატებმა უკვე განაცხადეს მრავალი დარღვევის შესახებ. მათი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა დამატებითი სიების უეცარ ზრდას. აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალ, 12.00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. მარიონეტული რეჟიმის არჩევნებში კენჭს იყრიდა 5 კანდიდატი - მოქმედი "პრეზიდენტი" სერგეი ბაღაფში, ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციის წარმომადგენელი ბესლან ბუთბა, ასევე, ზაურ არძინბა და ვიტალი ბღანბა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 "მონაწილეობის უფლება 127 ათასამდე მოქალაქეს ჰქონდა". გლდანი-ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველთა რაოდენობა გაცილებით მეტია