-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ძუკუ
-
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T ძალიან დამავალებ თუ ერთ კიკინნარევ პოსტის ლინკს დადებ -
ძუკუ დღეს იყავით?
-
T_A_T ჩაგიბურჯღნია?
-
ევგენი პრიმაკოვი საახალწლოდ თბილისში ჩამოსვლას აპირებს?!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თარგამაძესთან შედარებით გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვთ -
ევგენი პრიმაკოვი საახალწლოდ თბილისში ჩამოსვლას აპირებს?!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 სავარაუდოდ სანიკიძე-შარტავას ტანდემზე გააკეთებენ "სტავკას" -
ევგენი პრიმაკოვი საახალწლოდ თბილისში ჩამოსვლას აპირებს?!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 მეეჭვება ჩემო დიტო -
ზანგების რა მოგახსენო, მაგრამ მულატების შეფასებაში გეთანხმები
-
ჭანო +1
-
ევგენი პრიმაკოვი საახალწლოდ თბილისში ჩამოსვლას აპირებს?!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეც რაღაც მაგდაგვარს ვფიქრობ...Lo Janko H1N1 ვირუსით ბათუმის საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 შემთხვევით ხომ არ იცნობდი? -
babuagiorgi შენს გვერდით მიგულე
-
Lo Janko და როდის და სად ვთქვი, რომ ცოდვას სჩადიან?
-
მოკლედ, კითხვა პასუხია კომბინაციაში
-
Leo_Nafta არ გინდა ახლა დაბოლება. კითხვებს კი სვამთ, მაგრამ იმ კითხვებში პასუხიც კარგად იკითხება
-
ევგენი პრიმაკოვი საახალწლოდ თბილისში ჩამოსვლას აპირებს?! “ექსკლუზიური ინფორმაციით, ევგენი პრიმაკოვის ჯგუფი თბილისში ჩამოდის. თბილისში საახალწლოდ ჩამოსვლას გეგმავენ პრიმაკოვის ოჯახის წევრები და დაახლოებული პოლიტიკური პერსონები. ეს საკითხი, როგორც პარტია “სამართლიანი მოძრაობის” ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში აცხადებენ, უკვე გადაწყვეტილია. პრიმაკოვს მოსკოვში ვიზიტით მყოფი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა და მასთან დახურულ ფორმატში საუბარიც ჰქონდა. ევგენი პრიმაკოვი რუსულ პოლიტიკურ ბაზარზე კვლავ აქტუალური პერსონა ხდება. რატომ გაახსენდათ “პოლიტიკური გვამები” კრემლში, რთული მისახვედრი არ არის”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით “ევგენი პრიმაკოვი საახალწლოდ თბილისში ჩამოსვლას აპირებს / პრიმაკოვის მასპინძელი ნოღაიდელი იქნება?! http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/119774.html ლიცემერი: ეჰ, არ იციან ეტყობა რუსეთში, რომ შეუძლებელია ხვალინდელ გზებზე გუშინდელი მანქანით იარო უზერებო, ვითომ რუსები ამ წაკუზულ მასტზე (ნოღაიდელზე) აკეთებენ "სტავკას"?
-
Siknadmo დაისვენე ორი დღე
-
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2009 12 / 12, 2009 11:55 დავით ზურაბიშვილი - “რეიტინგებში იმდენად დიდი სხვაობაა, პრაიმერის აზრს ვერ ვხედავთ. პირიქით, ჩვენს ადგილას, ზოგიერთი მათ საერთოდ არ დაელაპარაკებოდა” “რად უნდა ამას ლაპარაკი? სიტყვა პრაიმერი რას ნიშნავს, არ იცის ათიდან ცხრამ. ან 30% ხელისუფლების თუ არის, ე.ტ. დანარჩენი 70% არ არის მისი, ხომ? დანარჩენი ოპოზიციის გადასაწყვეტია, ხელისუფლებას შეუწყონ ხელი თუ არა. ჩვენ მომხრე ვართ არსებობდეს ძლიერი ოპოზიციური ფლანგი. თუ უნდათ, ხელახლა ჩავატაროთ გამოკითხვა მათთან ერთად, რათა თვითონაც ნახონ, ვის რამდენი აქვს. მაგრამ ასეთი შინაარსის საუბარი - მოდი, შევეჯიბროთ და პირველ ადგილზე გასული მერი იყოს, მეორე ადგილზე გასული- საკრებულოს თავმჯდომარე და მესამე მდივანიო, უბრალოდ, არასერიოზულია”, - აცხადებს ალიანსი საქართველოსთვის”ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალიანსი საარჩევნო კამპანიას იანვრიდან დაიწყებს / დავით ზურაბიშვილი: “ოპოზიციაში პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად სხვის ჭკუაზე სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ”. “ჩვენ არავისგან არავითარი გარანტიები არ გვქონია, ვცდილობდით და ვცდილობთ, რომ დასავლეთის ფაქტორი გამოვიყენოთ. ეს პროცესი დამთავრებული არ არის. საარჩევნო გარემო არ ამოიწურება მხოლოდ 50%-იანი ბარიერით. უამრავი სხვა პრობლემაა. იმედი გვაქვს, რომ რაღაცების მიღწევას შევძლებთ. უსაფუძვლოა იმაზე ფიქრი, რომ დასავლეთი ჩვენ მაგივრად რაღაცას გააკეთებს. თუმცა, თუ ჩვენ თანამიმდევრულები ვიქნებით, თუ დასავლეთს ცვლილებებისკენ, მათ შორის საარჩევნო გარემოს ცვლილებებისკენ ხალხის მისწრაფებას ვაჩვენებთ, მისი მხრიდან ზეწოლა გაიზრდება - თუკი აქ ერთი-ორი კაცი რამეს იძახის და მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ შენთვის თავს არავინ მოიკლავს. პოლიტიკური ძალა საზოგადოების ნებაზეა დამოკიდებული და ასევე თავად პოლიტიკურმა ძალამაც გარკვეულწილად უნდა გამოაფხიზლოს საზოგადოება. ეს ორმხრივი პროცესია. თუ ჩვენ შევძლებთ, მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნები, განსაკუთრებით თბილისის არჩევნები პრაქტიკულად გადამწყვეტი ეტაპია ხელისუფლების შეცვლისთვის, სააკაშვილს ვერაფერი უშველის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი. “თავიდანვე ვიცოდით, რომ ორი წამყვანი ოპოზიციური ძალა - “ეროვნული ფორუმი” და ლეიბორისტული პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, არც პრაიმერში მონაწილეობენ. ასევე არ მონაწილეობენ პრაიმერში “ქრისტიან დემოკრატებიც”. და ასეთ ვითარებაში პრაიმერს რა აზრი აქვს? ალასანიას რეიტინგი ისედაც ვიცით ყველამ. და დანარჩენების რეიტინგიც ვიცით. ალასანიაც და ჩვენც ვამბობდით, რომ პრაიმერში მონაწილეობას მივიღებდით, თუც მასში ყველა ჩაერთვებოდა. და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ვერ მოხდებოდა: როცა, მაგალითად, ერთს 12% აქვს, მეორეს - 9, მესამეს - 8, ამ შემთხვევაში პრაიმერის ჩატარებას აზრი აქვს. მაგრამ ერთს რომ 12 აქვს და მეორეს 2, იქ აზრი არ აქვს. თუ არ სჯერათ, ჩავატაროთ ერთობლივი გამოკითხვები და დარწმუნდნენ ამაში. პრაიმერში მონაწილეობის კანდიდატები ჯერჯერობით ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი არიან. თვითონაც კარგად იცის ორივემ, რომ მათი რეიტინგი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ალასანიასი და რატომ უნდა ჩავატაროთ?” - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად სხვის ჭკუაზე სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. მათი გადასაწყვეტია, ხელისუფლებას შეუწყონ ხელი თუ არა. ჩვენ მომხრე ვართ არსებობდეს ძლიერი ოპოზიციური ფლანგი. კი ბატონო, კონსულტაციები დაიწყოს, ლაპარაკი შეიძლება, - გააჩნია რა გინდა და რამდენი გინდა... კვლევა ჩატარებულია, ვიცით ჩვენი რეიტინგი როგორია და ვიცით როგორია სხვების რეიტინგიც. ციფრებს, უბრალოდ, ვერ დავასახელებ: იმდენად დიდი სხვაობაა, რომ პრაიმერის აზრს ვერ ვხედავთ. პირიქით, ჩვენს ადგილას, ზოგიერთი მათ საერთოდ არ დაელაპარაკებოდა. ჩვენ მათთან საუბარი გვექნება. თუ დააპირებენ რომ ხელი შეგვიშალონ, არ მგონია ეს მათთვის მომგებიანი იყოს. ის ხალხი, ვინც ვინც ამ პრაიმერს ითხოვს არ არის იმ პოზიციაში, რომელშიც იყვნენ 2008 წელს - როდესაც ისინი წამყვან ძალას წარმოადგენდნენ. გაერთიანებული ოპოზიციას, ლევან გაჩეჩილაძის მეთაურობით, საზოგადოებაში მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ხომ არ გვითქვამს მაშინ რესუბლიკლებს, პრაიმერი ჩავატაროთო?”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი. “დღეს სრულიად სხვა სიტუაციაა. განსაკუთრებით გაზაფხულის აქციების შემდეგ მოსახლეობაში რადიკალური ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება ძალიან ძლიერია. და ახლა იგივე პოზიციიდან ლაპარაკი არა მგონია მთლად რელევანტური იყოს. კარგად გაიაზროს ყველამ, ვინ რა მდგომარეობაშია და კი ბატონო, მოვნახოთ საერთო ენა. თუკი დანარჩენი ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ცალკე გავიდეს და დაგვიპირისპირდეს, მათ იგივე და კიდევ უარესი დაემართებათ, რაც ჩვენ 2008 წელს ცალკე გასვლით დაგვემართა. მათ თავი ისევ 2008-ში ჰგონიათ. თუ უნდოდათ რაღაცის შენარჩუნება, არ უნდა დაეწყოთ ეს საგაზაფხულო აქციები. ვერ გადავათქმევინე ამათ! სწორედ ამან მისცა საშუალება სააკაშვილს, წელში გამართულიყო. გაზაფხულისთვის ის პრაქტიკულად მკვდარი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით”, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვას - “მათ ვერ გადაათქმევინეთ. პირიქით, თქვენ ჩაგითრიეს არა?” - პასუხობს: “იმიტომ, რომ მაშინ გამოვდიოდით მოღალატეები: ხალხში დიდი მოლოდინები იყო”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/119774.html
-
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ინფექციურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსის მქონე კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა 12 / 12, 2009 11:29 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსის მქონე კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს~ საავადმყოფოში განუცხადეს, აუცილებელი მისი სასუნთქ აპარატზე მიერთება. პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ორმხრივი, ტოტალური პნევმონია აღენიშნება. მძიმე მდგომარეობაში რჩება სასუნთქ აპარატზე შეერთებული კიდევ ორი პაციენტი. მათგან ერთი 48 წლის ქალბატონია, მეორე კი, 55 წლის მამაკაცი. მათაც ორმხრივი, ტოტალური პნევმონია აღენიშნებათ. მდგომარეობის გართულების მიზეზად ექიმები დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას ასახელებენ. ამ დროითვის საქართველოში H1N1 ვირუსის 460-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
Leo_Nafta თანაფორუმელი დებილად მონათლე გიპატაკებთ მგოსანო, "ბეზ პრიჩინი" არ ვივორნები
-
დღეს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სოხუმის რეჟიმის შსს საგანგებო რეჟიმში მუშაობს 12 / 12, 2009 10:12 სოხუმის რეჟიმის ე.წ. შსს-ს პირადი შემადგენლობა “საპრეზიდენტო არჩევნებთან” დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, ამის შესახებ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ განაცხადა. მისი თქმით, მილიცია 12 დეკემბერთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. ხეციამ აღნიშნა, რომ დღეს ყველა უბანზე 3-5 მილიციელი განთავსდება, ზოგ უბანზე კი მათი რაოდენობა შვიდს მიაღწევს. წესრიგის დასაცავად იმუშავებს 26 საპატრულო მანქანაც. ”ამ ღონისძიებებში, მთლიანობაში, შინაგან საქმეთა ორგანოების 700 თანამშრომელი და 26 ავტოპატრული იქნება ჩართული”, - დასძინა მან. ხეციას ინფორმაციით, ზოგ სოფელში დაუდგენელი პირები დადიან, მოსახლეობას ემუქრებიან და ამა თუ იმ კანდიდატისთვის ხმის მიცემას მოითხოვენ. მისივე განცხადებით, “შსს მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის და შესაძლო დესტაბილიზაციის გამო მთელი პასუხისმგებლობა კანდიდატებს და მათ საარჩევნო შტაბებს დაეკისრებათ”. სოხუმის რეჟიმი დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს. კენჭს ხუთი კანდიდატი იყრის – სერგეი ბაღაფში, რაულ ხაჯიმბა, ბესლან ბუთბა, ზაურ არძინბა და ვიტალი ბღანბა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სულ 129 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
ნავთობის ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა 12 / 12, 2009 10:38 მსოფლიო ბაზარზე გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა – ამერიკაში ბარელი “შავი ოქროს” ფასი 70 ნიშნულზე ქვევით ჩამოვიდა, დიდი ბრიტანეთში კი, უმნიშვნელოდ გაიზარდა. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.67 აშშ დოლარით შემცირდა და 69.87 აშშ დოლარამდე დაეცა. ფასის ზრდა აშშ-სა და ჩინეთიდან დადებითმა ეკონომიკურმა ინფორმაციამაც ვერ განაპირობა. ბოლო რვა დღის განმავლობაში, აშშ-ში ნავთობის ფასმა 8.5 აშშ დოლარით დაიკლო, რაც მთლიანობაში 11 პროცენტს შეადგენს. ლონდონის ბირჟაზე კი, Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.02 აშშ დოლარით გაიზარდა და 71.88 აშშ დოლარი შეადგინა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
Leo_Nafta სიტყვიერი გაფრთხილება ლეო, სუფთა ვორნოლოგი გაქვს და ნუ დააბინძურებ
-
დღეს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio კარგი იდეაა -
დღეს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ლ ი ც ი posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
ლიცემერი: იცით რომ დღეს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამასთან დაკავშირებით "კომერსანტი" წერს, რომ აფხაზეთში დამკვირვებლები რუსეთიდან, ნიკარაგუადან და ვენესუელადან ჩავიდნენ. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ არაოფიციალური დამკვირვებლების სტატუსით ჩასულები არიან, ასევე, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან და აშშ-დან. “აფხაზეთის არჩევნების შედეგები არც ისეთი ნათელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ფავორიტებად სამი კანდიდატი - სერგეი ბაღაფში, ბესლან ბუთბა და რაულ ხაჯიმბა ითვლებიან. სოხუმში ამბობენ, რომ სამივეს სხვადასხვა ფორმით მოსკოვი უჭერს მხარს. კერძოდ, ბაღაფშს – მედვედევის ადმინისტრაცია, ხაჯიმბას – ფედერეალური უშიშროების სამასახური და შესაძლოა, პრემერი პუტინიც, ხოლო ბუთბას – მოსკოვის მერია. თუმცა, აქ ყველა აღიარებს, რომ ბაღაფშის შანსები მაინც ყველაზე მაღალია. მოკლედ, ჩვენ ეს არ გვეხება არ გვაინტერესებს, მაგრამ გვინდა ყველაფერი ვიცოდეთ. ისე კი რატომღაც ავადმოსაგონარი ოთხმოცდაათიანი წლების საქართველო მომაგონდა .