Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. Lips LiKe MorphiNe ამაღამ მგონი იქნება ქარი... ვაი,ქალბატონ LiKe MorphiNe' ბრალი. გაბრაზებული წავიდა ქმარი და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.
  2. ვაა, ეს რა თემა გაიჩითა ლივერპულიც ფაიზაღი დაიხატება რა შემთხვევებში აწყობთ ოპოზიციონერებს ხელისუფლების დამარცხება “ჩვენს კამპანიას არავინ აშუქებს. ზაფხულშიც მუდმივად ვხდებოდით ხალხს, მაგრამ ჟურნალისტები არ დაგვინახავს. სამაგიეროდ, აქტიურად წერენ, თითქოს ალიანსში დაპირისპირებაა. საოცარი სამკუთხედი გაჩნდა - ხელისუფლების სააგენტო გაავრცელებს ჭორს, დაწერს მერე მისივე გაზეთი და დააგვირგვინებს ტელევიზია”, - აცხადებს “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თინა ხიდაშელი დუმილს არღვევს. “კუკავამ აშკარად არასწორი გზა აირჩია. ჩემი ინფორმაციით, კობა დავითაშვილიც გააქტიურებულა “რესპუბლიკელებთან” ქილიკში. ჩვენი დუმილი დიდხანს არ გაგრძელდება”, - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი და შეკითხვას - “ისე, მათ გაღიზიანებას სერიოზული არგუმენტიც აქვს - პრაიმერზე უკარით წიხლი” - პასუხობს: “არგუმენტი ასეთია - დაინახეს, გააცნობიერეს პრობლემა. იციან, რომ პოლიტიკურად აღარ არსებობენ და გაახსენდათ ქართული პოლიტიკის პრინციპი “უჩემოდ ვით იმღერე”. სინამდვილეში, სხვა ოპოზიციური ძალის გამარჯვების შემთხვევაში, დამარცხებული სააკაშვილი მათ ინტერესებში არ შედის. ამიტომ გადაწყვიტეს, ორ ხმაში, ხელისუფლებასთან ერთად, იმას ებრძოლონ, ვისაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს. რეფერენდუმის იდეაც ამიტომ “დაგვიწუნეს”. დღეს კი ნათელია, სად მიგვიყვანდა 5 მაისს ჩვენი იდეა და სად მიგვიყვანა აპრილის აქციებმა... არ ვამბობ, რომ ისინი ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებენ. უბრალოდ, მათ ინტერესებში არ შედის, მათი გამარჯვების გარეშე, სააკაშვილის დამარცხება”. კორესპონდენტის შენიშვნას - “ისე, “რესპუბლიკელებს” ამიერიდან ერთი მლანძღველით ნაკლები გეყოლებათ - უცნობის საკანი დაიხურა” - თინა ხიდაშელი პასუხობს: “ეს სულაც არ გვიხარია. პირიქით. სამწუხაროა, როცა ადამიანებს საკუთარი ამბები ავიწყდებათ, ისტორიების მოყოლისას. ეს გიასაც ეხება. რამდენჯერმე იჯდა ეთერში და ჭორაობდა. არ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი ილაპარაკო, რაც იცი. იმაზეც უნდა იფიქრო, რომ ამ ქალაქში ერთად უნდა ვიცხოვროთ, საერთო სამეგობრო გვყავს... ვერავინ გაგიკეთებს იმაზე უარესს, რაც შეიძლება საკუთარ თავს დამართო. ვფიქრობ, გიამ ყველაზე ცუდი სამსახური საკუთარ თავს გაუწია. ასე რომ, ჩემთვის ეს პოლიტიკური ფურცელი, უბრალოდ, დახურულია”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120178.html
  3. რეიტინგული მანიპულაციები “ხელისუფლება და ოპოზიცია კარდინალურად განსხვავებულ წინასაარჩევნო რეიტინგებს აქვეყნებენ. “ალიანსი” სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტზე (ISSA) დაყრდნობით აცხადებს, რომ მერობის არჩევნებში მათ ლიდერ ირაკლი ალასანიას ამომრჩეველთა 61% უჭერს მხარს. პარალელურად რეიტინგებს აქვეყნებს მმართველი გუნდი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რეიტინგული მანიპულაციები / სოციოლოგიური კვლევების შედეგებს მთავრობა და ოპოზიცია თავის სასარგებლოდ ასაღებენ. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, მმართველი გუნდის ფავორიტ გიგი უგულავას რეიტინგი 35%, ირაკლი ალასანიასი კი 13%-ია. ამავე კვლევის მიხედვით, თბილისელთა 23%-ს არ გადაუწყვეტია, ხმას რომელ კანდიდატს მისცემს. 67% მიიჩნევს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქში პოზიტიური ცვლილებები მოხდა, რაც ძირითადად მოქმედი მერის დამსახურებაა. “ალიანსის” ცნობით, ირაკლი ალასანის თბილისის მერობის ყველაზე სერიოზული ოპოზიციური კანდიდატის პოზიციებს იმყარებს. მათ მიერ მოყვანილი ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, მოქმედ მერს თბილისის ამომრჩეველთა მხოლოდ ერთი მესამედი უჭერს მხარს. უმუშევრობა, ეკონომიკური არასტაბილურობა და სოციალური დაუცველობა კი ამომრჩეველს ყველაზე მეტად აღელვებს”, - აღნიშნავს გამოცემა. “ალიანსის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ეს მაჩვენებელი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრაქტიკულად იდენტურია... მათი თქმით, ISSA-ს კვლევებზე დაყრდნობით, ალასანიასადმი ხალხის მხარდაჭერა უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება... კვლევამ დაადასტურა, რომ ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს თბილისის მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა, ხოლო თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას მონაწილეობას მხარს თბილისის ამომრჩეველთა 61% უჭერს”, - აღნიშნავს გამოცემა. “რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას მხარს უჭერს გამოკითხულთა ორი მესამედი. IRI-ს მონაცემებით, ირაკლი ალასანიას მხარდამჭერების რაოდენობა 21, ხოლო პოტენციური მხარდამჭერების რაოდენობა 29%-ია, რაც ჯამში 50%-ს უდრის. უსუფაშვილის განცხადებით, ეს ხელისუფლებასთან შედარებით ოპოზიცის ცალსახა გამარჯვებაა. “IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით ერთი დიდი პრობლემაა. ჩვენ სიტყვას ვინახავთ და შედეგებს არ ვახმაურებთ, რადგან ეს IRI-ს მოთხოვნაა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებას იწყებს. მაგალითად, დღეს მათ ტირაჟირება გაუკეთეს იმ მონაცემებს, რომლის შეკითხვაც ასე ჟღერს - “ვინ შეძლებს მეტი უცხოური ინვესტიციების მოპოვებას ქალაქისთვის”. ამ კითხვაზე პასუხის შედეგით მათ დაასკვნეს, რომ გიგი უგულავას რეიტინგი 35%-ია”, - განმარტავს დავით უსუფაშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120178.html
  4. ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2009 16 / 12, 2009 11:55 · ყოფილი ელჩის სახლში შეჭრის გამოძიება შსს-სთვის ღირსების საკითხი უნდა იყოს · რეიტინგული მანიპულაციები · ფარული პოლიტიკური რეკლამა მედიასივრცეში ადვილად ვერ მოისპობა · ორი მოზარდი შაშიაშვილმა გამოაშვებინა და ოსებს ბოდიშიც მოუხადა... · რა შემთხვევებში აწყობთ ოპოზიციონერებს ხელისუფლების დამარცხება ყოფილი ელჩის სახლში შეჭრის გამოძიება შსს-სთვის ღირსების საკითხი უნდა იყოს “ირაკლი ალასანიამ შს მინისტრს თანაპარტიელის, “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრ ზაზა გოგსაძის საცხოვრებელ სახლში დაუდგენელ პირთა შეჭრის ფაქტზე აღძრული საქმის გამოძიება კატეგორიულად მოსთხოვა... მან პირველად გააკეთა კომენტარი მისი და მისი ოჯახის ირგვლივ დაწყებულ “შავ პიარზე” და განაცხადა: “კამპანია, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ დაიწყო, ამორალურია და ხელისუფლების პოლიტიკურ სისუსტეზე მიუთითებს”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებზე პოლიტიკური ტერორი დაიწყო! “ბრახუნი გაისმა, დედაჩემმა კარი გააღო და სახლში იარაღიანი ხალხი შემოვიდა. ზუსტად არ მახსოვს, ოთხნი თუ ხუთნი იყვნენ, ნიღბები არ კეთებიათ, მათგან მხოლოდ ორს ეცვა ქურთუკი წარწერით “პოლიცია”. დედაჩემი გვერდით გაწიეს, ჩემს მეგობარს თავზე იარაღი დაადეს, ისიც გასწიეს და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში დაიარეს ყველა ოთახი, გახსნეს ყველა კარადა. არავითარი განმარტება არ გაუკეთებიათ და არც საბუთები უჩვენებიათ. როცა მიდიოდნენ, ერთ-ერთმა კი მაჩვენა საბუთი, მაგრამ ისეთი აღელვებული ვიყავი, აღარც მინახავს. მითხრეს, სპეცოპერაციას ვატარებთო. ძალიან უჩვეულო და ბუნდოვანი ვითარება იყო. რისთვის მოვიდნენ, ისიც არ ვიცი, სახლიდანაც არაფერი წაუღიათ. შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლაც იყო... ჩემთან რას ეძებდნენ, ვერ გეტყვით, ალბათ უფრო დაშინება უნდოდათ. სხვა ახსნა ნამდვილად არ მაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა გოგსაძე. “დიპლომატიურ სისტემაში 1991 წლიდან ვმუშაობდი. კარიერული დიპლომატი გახლდით... 2004 წლის დეკემბრიდან იტალიაში ვიყავი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. თანამდებობიდან წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ ვადა მეწურებოდა და ცოტა ხნით ადრე უკან გამომიწვიეს. გრიგოლ ვაშაძე რომ მინისტრად დაინიშნა, შემომთავაზეს ისევ საგანგებო ელჩის თანამდებობა, თუმცა უარი ვთქვი, რადგან უკვე კრიტიკულად ვიყავი მათ მიმართ განწყობილი, განსაკუთრებით 7 ნოემბრისა და აგვისტოს მოვლენების შემდეგ. გარკვეული პერიოდი, დათო მაღრაძესთან ერთად, საზოგადოებრივი დარბაზის წევრიც გახლდით. აქტიურად ვმონაწილეობდით აქციებში და ვცდილობდით, ოპოზიციური ერთობა შექმნილიყო... ალასანიას პარტიაში სულ ორი-სამი თვეა, რაც ვარ. თუმცა ამ გუნდთან ურთიერთობა დიდი ხანია მაქვს”, - განმარტავს ზაზა გოგსაძე და შეკითხვას - “არადა, საკმაოდ უცნაური ვითარებაა. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თქვენ მიერ დასახელებული ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი კანდელაკი კი საერთოდ არ მუშაობს ამ სტრუქტურაში...” - პასუხობს: “ამათ ხელში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ ვიცი, რა გითხრათ. თავადაც გაოგნებული ვარ. სხვათა შორის, როცა გენინსპექციიდან მოვიდნენ, გულისყურით მოისმინეს ჩემი ნაამბობი და შემპირდნენ, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ. მათაც მითხრეს, რომ ეს გიორგი კანდელაკი, რომელმაც თავი ასე გაგვაცნო, არაა სტრუქტურის თანამშრომელი. ჰოდა, გაარკვიონ თავად, ვინ არის და რა მოხდა...” “ის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენ გვერდით დადგა და მის წინააღმდეგ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ბრძოლის წამოწყება, ამ შემთხვევაში პოლიციის ძალებით სახლში შევარდნა და უკანონობა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში უნდა გაიმართოს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები და ხალხი ამის მოლოდინშია, ხელისუფლება ამ დროს უშვებს ასეთ სავალალო შეცდომებს”, - აცხადებს “ალიანსის” ლიდერი ზურაბ აბაშიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში, სტატიაში სათაურით “ალიანსი” ყოფილი ელჩის სახლზე პოლიციის თავდასხმის გამოძიებას მოითხოვს / “აი, თუ პოლიტიკოსებს ასე ვექცევით, ჩვეულებრივ ადამიანებს რას ვუზამთო”. “ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ამ ხელისუფლების ამგვარი ქმედება არავის გაკვირვებია. ამ შემთხვევაში, უშუალოდ პოლიციის საქციელი, მაგრამ ეს ისევ მათ მოუტანს ცუდს. ისინი ძალიან მიუღებელი გზებით მიდიან, ძალიან პირადს ეხებიან - შინ შესვლა, ოჯახზე ინფორმაციების გავრცელება, ძალიან ცუდია და ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს უდგას სათავეში, ვერც კი ხვდება, რას სჩადის”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე. რეიტინგული მანიპულაციები “ხელისუფლება და ოპოზიცია კარდინალურად განსხვავებულ წინასაარჩევნო რეიტინგებს აქვეყნებენ. “ალიანსი” სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტზე (ISSA) დაყრდნობით აცხადებს, რომ მერობის არჩევნებში მათ ლიდერ ირაკლი ალასანიას ამომრჩეველთა 61% უჭერს მხარს. პარალელურად რეიტინგებს აქვეყნებს მმართველი გუნდი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რეიტინგული მანიპულაციები / სოციოლოგიური კვლევების შედეგებს მთავრობა და ოპოზიცია თავის სასარგებლოდ ასაღებენ. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, მმართველი გუნდის ფავორიტ გიგი უგულავას რეიტინგი 35%, ირაკლი ალასანიასი კი 13%-ია. ამავე კვლევის მიხედვით, თბილისელთა 23%-ს არ გადაუწყვეტია, ხმას რომელ კანდიდატს მისცემს. 67% მიიჩნევს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქში პოზიტიური ცვლილებები მოხდა, რაც ძირითადად მოქმედი მერის დამსახურებაა. “ალიანსის” ცნობით, ირაკლი ალასანის თბილისის მერობის ყველაზე სერიოზული ოპოზიციური კანდიდატის პოზიციებს იმყარებს. მათ მიერ მოყვანილი ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, მოქმედ მერს თბილისის ამომრჩეველთა მხოლოდ ერთი მესამედი უჭერს მხარს. უმუშევრობა, ეკონომიკური არასტაბილურობა და სოციალური დაუცველობა კი ამომრჩეველს ყველაზე მეტად აღელვებს”, - აღნიშნავს გამოცემა. “ალიანსის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ეს მაჩვენებელი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრაქტიკულად იდენტურია... მათი თქმით, ISSA-ს კვლევებზე დაყრდნობით, ალასანიასადმი ხალხის მხარდაჭერა უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება... კვლევამ დაადასტურა, რომ ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს თბილისის მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა, ხოლო თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას მონაწილეობას მხარს თბილისის ამომრჩეველთა 61% უჭერს”, - აღნიშნავს გამოცემა. “რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას მხარს უჭერს გამოკითხულთა ორი მესამედი. IRI-ს მონაცემებით, ირაკლი ალასანიას მხარდამჭერების რაოდენობა 21, ხოლო პოტენციური მხარდამჭერების რაოდენობა 29%-ია, რაც ჯამში 50%-ს უდრის. უსუფაშვილის განცხადებით, ეს ხელისუფლებასთან შედარებით ოპოზიცის ცალსახა გამარჯვებაა. “IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით ერთი დიდი პრობლემაა. ჩვენ სიტყვას ვინახავთ და შედეგებს არ ვახმაურებთ, რადგან ეს IRI-ს მოთხოვნაა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებას იწყებს. მაგალითად, დღეს მათ ტირაჟირება გაუკეთეს იმ მონაცემებს, რომლის შეკითხვაც ასე ჟღერს - “ვინ შეძლებს მეტი უცხოური ინვესტიციების მოპოვებას ქალაქისთვის”. ამ კითხვაზე პასუხის შედეგით მათ დაასკვნეს, რომ გიგი უგულავას რეიტინგი 35%-ია”, - განმარტავს დავით უსუფაშვილი. ფარული პოლიტიკური რეკლამა მედიასივრცეში ადვილად ვერ მოისპობა “ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩნდება ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობაში პოლიტიკური რეკლამის ცნების გაფართოებასა და მასში ახალი ფორმულირების - “ფარული რეკლამის” დამკვიდრებას. ინიციატივის ავტორთა მოსაზრებით, “ფარული რეკლამის” გამო კონკრეტულმა მედიასაშუალებამ პასუხი უნდა აგოს”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით “ფარული რეკლამის” აკრძალვა - რეალობა თუ “დედ ლო”. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი, რომელიც მიზნად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს. საია-ს განმარტებით, პროექტი მიმართულია “წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის სხვა ფორმების აკრძალვისკენ”. საია-ს კოორდინატორ ნინო ლემონჯავას თქმით, ძალიან ხშირად ეთერში გადაიცემა რეკლამები, რომლებიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა მას საარჩევნო პოლიტიკური რეკლამად არ აღიქვამს: “დღევანდელი კანონმდებლობით, პოლიტიკურ რეკლამად განიხილება ისეთი რეკლამა, სადაც არის პირდაპირი აგიტაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად გვხვდება რეკლამა, რომლებშიც პირდაპირი მოწოდება არ არის, მაგრამ ჩანს სუბიექტი, მისი რიგითი ნომერი, პარტიის ლოგო... ასეთი რეკლამები, ფაქტობრივად, საარჩევნო ხასიათისაა და რომელიმე კანდიდატის გამარჯვებას ისახავს მიზნად. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლო მათ პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამებად არ აღიარებს. ამ ტიპის რეკლამას ჩვენ ვუწოდეთ “ფარული რეკლამა”, - აღნიშნავს გამოცემა. “მაგალითად, წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მერია გამოსცემდა სხვადასხვა ბროშურებსა და ბუკლეტებს, რაც პრაქტიკულად სახელისუფლებო გუნდის რეკლამას წარმოადგენდა... სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განთავსებულ რეკლამებს სოციალური სტატუსი აქვთ, თუმცა რეკლამის რეალური მიზანია ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო აგიტაცია... საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა “24 საათს” განუცხადა, რომ იგი მხარს ვერ დაუჭერს წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამის აკრძალვას და არგუმენტად ხალხის ინტერესები მოჰყავს. “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის წარმომადგენელ გურამ ჩახვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარია იმის შესახებ, რომ ბეჭდვითი პრესა გათავისუფლდეს ყველანაირი შეზღუდვისან, რაც კი “ფარული რეკლამის” აკრძალვას ეხება და ეს “ნაციონალების” პოზიციაა”, - წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს: “სოციოლოგ გოჩა ცქიტიშვილის მოსაზრებით, კანონის მოთხოვნა მარტივი უნდა იყოს: “შეზღუდვა უნდა მოიცავდეს განსაზღვრულ დროს. რომლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილე პირს (რომელიც იმავდროულად სახელმწიფო მოხელის ფუნქციას ასრულებს) ეკრძალება ეთერით გამოსვლა და პირდაპირი გზით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. სხვა ნებისმიერი ნორმა მკვდარი იქნება”. მისი განმარტებით, ჩვენში სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელებს, თუნდაც დედაქალაქის მერ გიგი უგულავას ბევრი და ძლიერი ინსტრუმენტი აქვთ მოსახლეობაზე ზეგავლენის მოსახდენად, თანაც ისე, რომ ეს არც “ფარულ” და არც ფასიან პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩაეთვალოთ”. ორი მოზარდი შაშიაშვილმა გამოაშვებინა და ოსებს ბოდიშიც მოუხადა... “ვლადიკავკაზში შაშიაშვილი მოსკოვიდან ჩავიდა... ცნობილ რეჟისორ ვალერი გერგიევთან მან ტელეფონით გამართა მოლაპარაკებები. გერგიევს შაშიაშვილი ქართველი მოზარდების გათავისუფლებაზე ესაუბრა. ამ საკითხთან დაკავშირებით მან ძასოხოვსაც გადაურეკა. ამ დიალოგიდან ცოტა ხანში სეპარატისტულმა რეჟიმმა ორი ქართველი მოზარდი გაათავისუფლა. შაშიაშვილმა მაშინვე გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ მოზარდები ძასოხოვის დახმარებით გათავისუფლდნენ”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით თბილისი და ცხინვალი ტყვეებით ვაჭრობენ / თემურ შაშიაშვილი ისევ ვლადიკავკაზში ჩადის. “შაშიაშვილს იმედი აქვს, რომ მალე სხვა ქართველების გათავისუფლებაც მოხდება. ამ საქმეში ის დახმარებას ისევ თავის ძველ ნაცნობებს სთხოვს, რომლებთანაც შეხვედრა ვერ მოახერხა... ვლადიკავკაზში შაშიაშვილს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაუმართავს და როგორც თავად ამბობს, ძალიან გავლენიან პირებს შეხვდა. იმ გავლენიან პირებს შაშიაშვილისთვის პირდაპირ უთქვამთ, ოსებს ქართველებზე ახლობელი არავინ გვყავს, მაგრამ თქვენმა ხელისუფლებამ ერთმანეთს დაგვაშორაო. ხელისუფლების გამო შაშიაშვილს ვლადიკავკაზში ბევრი საყვედური მოუსმენია და ოსებითვის ბოდიშიც მოუხდია”, - აღნიშნავს გამოცემა. რა შემთხვევებში აწყობთ ოპოზიციონერებს ხელისუფლების დამარცხება “ჩვენს კამპანიას არავინ აშუქებს. ზაფხულშიც მუდმივად ვხდებოდით ხალხს, მაგრამ ჟურნალისტები არ დაგვინახავს. სამაგიეროდ, აქტიურად წერენ, თითქოს ალიანსში დაპირისპირებაა. საოცარი სამკუთხედი გაჩნდა - ხელისუფლების სააგენტო გაავრცელებს ჭორს, დაწერს მერე მისივე გაზეთი და დააგვირგვინებს ტელევიზია”, - აცხადებს “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თინა ხიდაშელი დუმილს არღვევს. “კუკავამ აშკარად არასწორი გზა აირჩია. ჩემი ინფორმაციით, კობა დავითაშვილიც გააქტიურებულა “რესპუბლიკელებთან” ქილიკში. ჩვენი დუმილი დიდხანს არ გაგრძელდება”, - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი და შეკითხვას - “ისე, მათ გაღიზიანებას სერიოზული არგუმენტიც აქვს - პრაიმერზე უკარით წიხლი” - პასუხობს: “არგუმენტი ასეთია - დაინახეს, გააცნობიერეს პრობლემა. იციან, რომ პოლიტიკურად აღარ არსებობენ და გაახსენდათ ქართული პოლიტიკის პრინციპი “უჩემოდ ვით იმღერე”. სინამდვილეში, სხვა ოპოზიციური ძალის გამარჯვების შემთხვევაში, დამარცხებული სააკაშვილი მათ ინტერესებში არ შედის. ამიტომ გადაწყვიტეს, ორ ხმაში, ხელისუფლებასთან ერთად, იმას ებრძოლონ, ვისაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს. რეფერენდუმის იდეაც ამიტომ “დაგვიწუნეს”. დღეს კი ნათელია, სად მიგვიყვანდა 5 მაისს ჩვენი იდეა და სად მიგვიყვანა აპრილის აქციებმა... არ ვამბობ, რომ ისინი ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებენ. უბრალოდ, მათ ინტერესებში არ შედის, მათი გამარჯვების გარეშე, სააკაშვილის დამარცხება”. კორესპონდენტის შენიშვნას - “ისე, “რესპუბლიკელებს” ამიერიდან ერთი მლანძღველით ნაკლები გეყოლებათ - უცნობის საკანი დაიხურა” - თინა ხიდაშელი პასუხობს: “ეს სულაც არ გვიხარია. პირიქით. სამწუხაროა, როცა ადამიანებს საკუთარი ამბები ავიწყდებათ, ისტორიების მოყოლისას. ეს გიასაც ეხება. რამდენჯერმე იჯდა ეთერში და ჭორაობდა. არ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი ილაპარაკო, რაც იცი. იმაზეც უნდა იფიქრო, რომ ამ ქალაქში ერთად უნდა ვიცხოვროთ, საერთო სამეგობრო გვყავს... ვერავინ გაგიკეთებს იმაზე უარესს, რაც შეიძლება საკუთარ თავს დამართო. ვფიქრობ, გიამ ყველაზე ცუდი სამსახური საკუთარ თავს გაუწია. ასე რომ, ჩემთვის ეს პოლიტიკური ფურცელი, უბრალოდ, დახურულია”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120178.html
  5. Lips LiKe MorphiNe შენ კი არ გინდა, მაგრამ... Ах, далеко до неба! Губы — близки во мгле... — Бог, не суди! — Ты не был Женщиной на земле! :2kiss:
  6. Lips LiKe MorphiNe სანამ ნორჩი ხარ იგალობე ჩიტო, იგალობე, მოვა დრო და სხვანაირად აჭიკჭიკდები
  7. Lips LiKe MorphiNe ძალიან ხშირად იმეორებ ამ სიტყვებს და რა გჭირს ასეთი უსაშველო-გაუთხოვარი? :2kiss:
  8. gurulo9 საჭესთან არ ვილეშები ბავშვების გაკეთება "ლევათაც" შეიძლება მშვენიერი მზარეული ვარ და ასეც რომ არ იყოს, უამრავი რესტორანი და კაფე-ბარი არსებობს, სადაც გემრიელ კერძებს აკეთებენ ამ პოსტით ქალების კი არა, არამედ მანქანის წისქვილზე ასხავ წყალს "კაკრას" მაგ დროს ანჩხლდებიან ცოლები ასე რომ...
  9. shamili გამოკითხვის დროს ტრაქტორისტი პავლე და და აკადემიკოსი პავლე ერთი ქინძია
  10. მაგრად მაინტერესებს, მაგრამ ზუსტად ხუთ საათზე მაქვს ხვალ თათბირი
  11. gurulo9 ეხლა ღიღინებ ასე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, მაშინ ვინ იცის... ხომ იცი რომ ოჯახი ხრამია
  12. gurulo9 და რატომ არის სისულელე? შენი აზრით, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს?
  13. უზერებო, თქვენი აზრით, ოკუპაციის პირობებში მოსკოვთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენაზე საუბრი შეიძლება? მარტო "რუსეთის დდშვ" (მეც დდშვ ) ნუ დაპოსტავთ, არგუმენტები მოიყვანეთ მრავლისმეტყველი (მრავალმეტყველი) და შორსმჭვრეტელი აზრებით დახუნძული
  14. ქუთაისში H1N1 ვირუსით ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა 16 / 12, 2009 11:49 ქუთაისში H1N1 ვირუსით ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ხობის რაიონში მცხოვრები, 24 წლის ციალა ესაკია თავიდან სენაკის საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც მას აღნიშნული დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ იგი ქუთაისში დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუშინ მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, ბავშვი ჯანმრთელია, დედა კი დღეს დილით, გამთენიისას გარდაიცვალა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  15. 1. ცოლს ყოველწლიურად არ სჭირდება ტექნიკური შემოწმება; 2.მანქანის ცუდი გარეგნული მდგომარეობის გამო შეიძლება დაგაჯარიმონ, ცოლის შემთხვევაში-არა; 3. თუ სხვისი მანქანის უკანა ნაწილს დაინახავთ, ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებთ; 4.თქვენ არ მოგიწევთ წლების განმავლობაში იმაზე ზრუნვა, რამდენად გაყიდით ცოლს და რამდენად იყიდით; 5. ცოლის მოსაყვანად არ არის საჭირო ბაზრობაზე სიარული და ვიღაცეებთან ვაჭრობა; 6. ცოლის მოყვანის დროს არ არის საჭირო შევამოწმოთ, გარეთა და შიგა ფერები ემთხვევა თუ არა; 7. შეგიძლიათ მეგობართან ისაუბროდ თქვენი მანქანის ღირსებებზე, რასაც ცოლის შემთხვევაში ვერ გააკეთებთ; 8. ცოლს არა აქვს რამდენიმე მოდელის არჩევანი; შეგიძლიათ მანქანას გაუკეთოთ საჩუქარი, რომელსაც თავად მოიხმართ. განაგრძეთ , ოღონდ მალალეტკური ლაი- ლაის გარეშე :ena: პ.ს. ადრე ეს თემა გე-ზე მქონდა გახსნილი
  16. მისცემთ თუ არა თანხმობას მეუღლეს (საცოლეს, საქმროს, საყვარელს), რომ მან ითამაშოს ეროტიკულ ფილმში?
  17. gadya "სიყვარული იმდენად გამძლეა, რაც უფრო მეტი სიმწარე დაგრჩება მისგან. დასასრულ სიმწარე სიტკბოზე უფრო გამძლე ყოფილა თურმე". დიდოსტატი ''მთვარის მოტაცება''
  18. დილამშვიდობისაო ყველას :hi: ამ თემაში უღონოდ ვღიღინებ, ცოტაც და ვიყვირებ. პოეზია არ გიყვართ? ხოდა თუ გიყვართ , მაშინ შემოიჭყიტეთ ხოლმე...ვახ
×
×
  • შექმენი...