-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოში ტალიავინის გამოსვლა ორივე მხარემ “მოიწონა”?! “გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველო-რუსეთის ომის შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელმა ომის პროვოცირებაში ქართული მხარე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. თუმცა არც რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების “სუბსტანციური და მრავალჯერადი” დარღვევებისთვის აუვლია გვერდი. ტალიავინის გამოსვლამ სესიაზე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ტალიავინიმ ომის გაჩაღებაში ევროსაბჭოშიც დაგვდო ბრალი. “ყველა გამომსვლელი თავს ვალდებულად მიიჩნევდა, სიტყვა რამდენიმე ასეთივე “სუბსტანციური” კომპლიმენტით დაეწყო შვეიცარიელი დიპლომატის მიმართ. საქებარი სიტყვები არც ქართველმა და რუსმა დეპუტატებმა დაიშურეს, თუმცა ყოველი მათგანი იმ ასპექტებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც მისთვის იყო მისაღები. ტალიავინის გამოსვლის პარალელურად ასამბლეას რუსეთ-საქართველოს ომის პოლიტიკურ შედეგებზე რეზოლუციაც უნდა განეხილა და კენჭი ეყარა, მაგრამ თანამომხსენებელთა შორის არსებული არანაკლები “სუბსტანციური” შეუთანხმებლობის გამო, საკითხი ოქტომბრისთვის გადაიდო. ამ დროისთვის კი ეორში, “პროქართული” თანამომხსენებელი, ასამბლეის წევრი უკვე არ იქნება”, - წერს სტატიაში სტრასბურგიდან სპეციალური რეპორტაჟის ავტორი მალხაზ გაგუა. “თავისი გამოსვლის ფაქტობრივი ნაწილი ჰაიდი ტალიავინიმ, როგორც თავად უწოდა, “ყველაზე ხშირად გაჟღერებულ” კითხვაზე პასუხით დაიწყო - ვინ მოახდინა ომის პროვოცირება? კომისიის აზრით, ეს საქართველოა, რომელმაც 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალი მძიმე არტილერიით დაბომბა და სამხედრო შეტევა წამოიწყო. “არც ერთი ახსნა-განმარტება, რაც ქართულმა მხარემ შემოგვთავაზა ომის დაწყების გასამართლებლად, დეტალური შესწავლის შემდეგ დადასტურებული არ იქნა” - განაცხადა ევროკავშირის მიერ შექმნილი და დაფინანსებული მოვლენათა დამდგენი მისიის თავმჯდომარემ და დაუმატა, რომ “მეტიც, არ დასტურდება ქართული მხარის მტკიცება იმის თაობაზე, თითქოს 7 აგვისტომდე რეგიონში რუსეთის რეგულარული შენაერთების მნიშვნელოვან შემოჭრას ჰქონდა ადგილი”, - განაგრძობს სტატიის ავტორი. “ამასთანავე, ტალიავინის განცხადებით, 7 აგვისტოს შეტევა “იზოლირებული” შემთხვევა არ არის, მას წინ უსწრებდა “დაპირისპირების, ინციდენტებისა და ურთიერთობების გაუარესების თვეები და წლებიც კი, რაშიც დამნაშავე ორივე მხარეა”. მაგრამ, მართალია, უშუალოდ ომის დაწყების პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება, თუმცა რუსეთიც დამნაშავეა საერთაშორისო კანონმდებლობის სუბსტანციურ და მრავალჯერად დარღვევებში. ამაში ტალიავინი აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობის უმრავლესობისთვის რუსული პასპორტების დარიგებას გულისხმობს. ასევე, ღრმად შეჭრას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შეუძლებელია აიხსნას საკუთარი სამშვიდობოების დაცვის მოტივით. ამასთანავე შვეიცარიელი დიპლომატი საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეუთავსებელს უწოდებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. “უსაფუძვლოა რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების მტკიცება ქართული შენაერთების მიერ ჩატარებული გენოციდზე” - განაცხადა ტალიავინიმ და ამავე დროს, დადასტურდა ეთნიკური წმენდის ფაქტები ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. მისივე თქმით, სერიოზული პრეტენზიებია რუსული არმიის მიმართაც, რომელმაც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე “ვერ ან არ შეუშალა ხელი ცხინვალის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ჩადენილ მხეცობებს”. პრინციპში, ტალიავინის ამ გამოსვლაში ახალი არაფერი იყო მათთვის, ვინც ზედაპირულად მაინც იცნობდა კომისიის დასკვნას. შედეგად, დებატებიც, ცოტა არ იყოს, დუნედ წარიმართა. გამომსვლელთა უმრავლესობა რუსეთისგან წინა რეზოლუციების შესრულებას და ან თუნდაც “პატივისცემას” ითხოვდა, თუმცა რამე ქმედით ნაბიჯზე, რაც შეიძლება შეუსრულებლობას ან “უპატივცემულობას” მოჰყოლოდა, კონკრეტული არაფერი თქმულა”, - დასძენს სტატიის ავტორი. “თანამომხსენებლების პოზიცია გაყოფილია, ამ საკითხზე ზოგადად ევროსაბჭოშიც განხეთქილებაა” - განაცხადა ტალიავინის შემდეგ გამოსულმა მათიას ეორშმა, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელია საქართველო-რუსეთის ომზე, ბრიტანელ დევიდ უილშერთან ერთად. “აქ ბევრი ფიქრობს, რომ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. ჩემი აზრით, ევროპამ ახალი იალტა არ უნდა დაუშვას. მე მსუბუქი გულით ვტოვებ საბჭოს, რადგან იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები ამას არ შეურიგდებიან” - აღნიშნა იორშმა. “სწორედ ამ განხეთქილების გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ რუსეთ-საქართველოს საკითხი ვერ განიხილა. საქმე ისაა, რომ ეორშმა და უილშერმა დიამეტრალურად განსხვავებული მოხსენებები დადეს. ეორშის პოზიცია ქართველი მკითხველითვის კარგად არის ნაცნობი, დევიდ უილშერი კი პირიქით, რუსეთის ხელისუფლებასთან ძალიან თბილი ურთიერთობითაა გამორჩეული”, - განმარტავს სტატიის ავტორი. “ეს საკითხი სესიის გახსნამდე, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დადგა და შემდეგ ორშაბათს ბიუროზე გავიდა, სადაც ქართული მხარის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება, საკითხი სესიაზე არ გასულიყო და მხოლოდ ტალიავინის მოხსენებით შემოფარგლულიყვნენ. ამის მიზეზად კი ქართულმა დელეგაციამ დევიდ უილშერის მიერ მოსკოვში ცხინვალის სეპარატისტული “საელჩოს” სტუმრობა დაასახელა, რაც მომხსენებლის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. აღსანიშნავია, რომ ეორშს ვადა მაისში ეწურება, რადგან უნგრეთის პარლამენტში არ გადაირჩიეს და მის ადგილას მალე ახალ მომხსენებელს დანიშნავენ. საქართველო-რუსეთის ომის შესახებ რეზოლუციას ასამბლეა ოქტომბრის სესიაზე განიხილავს. შედეგით აშკარად კმაყოფილი ჩანდა რუსეთის დელეგაცია. მისმა ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა არაორაზროვნად აღნიშნა კიდეც, სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება ჩვენს სასარგებლოდო. ასეც არის - შარშანდელი სესიებისგან განსხვავებით, აპრილში რუსეთის გარიცხვის საკითხი არათუ დღის წესრიგში არ დამდგარა, საერთოდ არც გახმიანებულა - ერთ-ორი დეპუტატი გუშინდელ დებატებზე მოსკოვისთვის წინა რეზოლუციების შეუსრულებლობის შეხსენებით შემოიფარგლა”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.
-
asesino_141 კისას ამ თემაში არაფერია, თუ არ ჩავთვლით ორ თუ სამ პოსტს+ მე არ მითხოვია თქვენთვის მისი პოსტების ამ თემაში გადმოტანა. ჩემი თემა სხვის თემებთან ერთიანდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ახლადგახსნილი თემის იდენტურია. გუშინწინ იყო მსგავსი შემთხვევა ( ვერ დავინახე შარის რომ ჰქონდა გახსნილი და მეც გავხსენი იდენტური თემა), მაგრამ ანალგინმა მომწერა და პრობლემის გარეშე გაერთიანდა თემები+ ბოდიშიც მოვიხადე დაველაპარაკებოდი გაგის პირადში და მოყომარდებოდა სიტუაცია .
-
Pariz რეკლამა როგორ ხარ? :nekro:
-
ეგ კობა დავითაშვილს ჭირს :nekro:
-
გაასწორა "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს!" შეენც პარასკევა ? უფრო უპრიანი არ იქნებოდა? პიატნიცა და პარასკევა, მიშა და რობიზონი, დეფო და სოროსი გამარჯობა, მიშა დღეს თორმეტ საათზე მემარჯვენეების ცენტრალურ ოფისში ირაკლის წარდგენაა, მოდიხარ?
-
გია თორთლაძე-ერთადერთი ეროვნული ძალა ოპოზიციაში
ლ ი ც ი replied to Georgiana's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხელისუფლების პროექტებზეა ბაზარი? :party: -
მადლობა ამისთვის ბატონ მიშას და ნაცმოძრაობას
-
dire რუსეთი ასეთი ქვეყანა ვერასდროს ვერ გახდება
-
analgin გამარჯობა, ბატონო ირაკლი "ბებერი ბოზი" მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში შემოვიდა "ხმარებაში". analgin მიშა არაფერ შუაშია, უბრალოდ თავისი გაუაზრებელი და უკანალის ტინგიცით მიიყვანა მსოფლიო მსოფლიო ომამდე და ბასტა! დამეთანხმეთ , ჩემბერლენს რომ დროზე მოეყომარებინა ადოლფი, მაშინ მაღალი ალბათობით მსოფლიო მეორე მსოფლიო ომს გადარჩებოდა
-
კახა კუკავა და კობა დავითაშვილი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეხვდნენ 28 / 04, 2010 16:45 “ეროვნული საბჭოს” ლიდერები მოსკოვში “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის შეხვდნენ. როგორც კახა კუკავამ განაცხადა, ჟირინოვსკისთან საქმიანი და პრაგმატული საუბარი ჰქონდათ. მისი თქმით, უახლოეს რამდენიმე კვირაში შესაძლებელი იქნება “ლიბერალ-დემოკრატების” დახმარებით რუსეთ-საქართველოს ძირითადი პრობლემების მოგვარებაზე მოლაპარაკების დაწყება. კობა დავითაშვილის თქმით კი, იმედი აქვთ, მათი პოზიცია გათვალისწინებული იქნება რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემების განხილვის დროს მოლაპარაკებებში. როგორც ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, მოსკოვი იმიტომ დადგა აფხაზეთისა და ოსეთის მხარეს, რომ ამ ხალხს რუსეთისკენ სწრაფვა ჰქონდა, სთხოვდნენ დახმარებას და რუსეთზე კარგს ლაპარაკობდნენ. “თბილისთან დაკავშირებითაც პრობლემა არ იქნებოდა, თუ კარგს ილაპარაკებდნენ რუსეთზე და რუსულ არმიაზე”, - აღნიშნა ჟირინოვსკიმ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 http://s8.rimg.info/69119ef7b8fac98826e4c7119d4a461c.gif ვაი, უბედურო საქართველო!
-
ჰაიდი ტალიავინი: „2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო“ რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელის ჰაიდი ტალიავინის განცხადებით, „2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო“. სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა ტალიავინიმ დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. http://internet.ge/index.php?action=news&a...&news=72997 ლიცემერი: აი...ჩაგვისვა ბებერმა და ბოზმა ევროპამ ძველი და სანაქებო შამათი ეტლით თYრეEჭYყუ განმარტება იხ. გრეჩიხას ლექსიკონში