-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ყარიბო მგზავრო, ჩამოვსხდეთ ერთად, თვალთ გიბნელდება, კრთება თავანი, სული მოითქვი, შემოდი ჩემთან, ბინდდება, ჩადის მზე ჩამავალი. საიდან მოხველ ან საით მიხვალ _ არ გეკითხები, არაფერს გერჩი, მე გიპასუხებ, სახელს თუ მკითხავ და სასოებით ჩაგიკრავ მკერდში. დრო და სიკვდილი არ აკლებს ზრუნვას ხალხს, და ქვეყანას ანგრევს ღალატი, ყველაფერს შთანთქავს წყვდიადის ბრუნვა, სიყვარულია მხოლოდ მარადი. ვლადიმირ სოლოვიოვი ვარდი ხარ?!ვარდის რტოდ ვიქცე მინდა, ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ, რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა, ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს. ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად. ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?! ჩავიდენ ცოდვას,ჩამოვალ შენთან, რომ სული ჩემი შემოგთავაზო. შანდორ პეტეფი +
-
ო,სატრფოვ, მოდი, მო, მორჭმული ერთი საათით, მო, განაახლე ჩემი სული ერთი საათით. მო, მეჯლისში და გაგვალაღე მომეჯლისენი, გვიძღვენ ლხინი და სიხარული ერთი საათით. ხამსცის თავანმა შუაღამის ბინდში იხილოს მზე სხივსრული და სხივასხმული ერთი საათით. ხამს მიეწიოს ბუხარას და სამარყანდს ვნება და მიეცისკროს სიყვარული ერთი საათით. ჰოი, ეს ღამე გაათენე, ჰოი, ყოველგან აღკვეთე ძილი, მოსპე რული ერთი საათით. ხამს გამოსჭრას და გამოჰკვეთოს ეს მკერდი მზემან, ვით წყალმა - ტინის კლდეში ღრმული, ერთი საათით. ხამს დარიოსის ქალაქად და ანუშირვანის სატახტრევანოდ იქცეს გული ერთი საათით. რუმი
-
მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი, ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს, მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს. და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა და მიწად ვიქეცით როცა, მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა, ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა. მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს. ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ. გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი, რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი - თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი, ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის: წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული, ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის... შოთა ნიშნიანიძე
-
ოცი წლით შეწყვეტილი საუბრის გაგრძელება გემუდარებით, ნუ დადებთ ყურმილს, ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას, ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს, რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც. იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი, შვილების დედას რას გკადრებთ აბა, მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი, გაშლილი თმები და ჩითის კაბა... ახლა ძნელია დაბრუნდეს ისევ აპრილის სუნთქვა, იების ფერი, გამწირე რისთვის, დავეძებ მიზეზს, და სიყმაწვილე შორიდან მღერის... ო, ქალბატონო, გეძებდით დიდხანს, გახსოვთ, მჯეროდა მუდამ იმ ხატის, მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა, მართლა გიყვარდით, თუ არ გიყვარდით... გათავდა, მორჩა, თავდება ამით, ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი, არ გაგიკვირდეთ, აპრილის ღამეს, ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით. ახლა კი დადეთ თქვენი ყურმილი, რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ, მე ვიცი ფასი თქვენი დუმილის, და პატიებას გთხოვთ, ქალბატონო!...
-
ნეტავ... ნეტავ შენი პერანგის ღილად გადამაქცია, ღვინო გავხდე წითელი, ჭიქაში ჩამაქცია, ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი, ჩემით დათვრებოდი და ფეხზე ვერ დადგებოდი... ნეტავ შენი სარკმელის ფარდა ვიყო, შრიალა, ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო, წკრიალა, ნატავ ვიყო მე შენი დარდი, ჯავრი, ფიქრები, შენი ბინის მტვრად ვიქცე, ბედნიერი ვიქნები... ნეტავ შენი ოთახის ნივთად გადამაქცია, ნეტავ შენი ოცნების მამაკაცად მაქცია...
-
ისე ახლოს ხარ, მკლავები რომ გამოგიწვდინო, ალბათ მოგწვდები. ისე შორსა ხარ, როგორც ვარსკვლავი შორეული ჩემი ოცნების. ისე ახლოს ხარ, რომ დაგიძახო, გაიგონებ ჩემს ხმას განწირულს, ისე შორსა ხარ, ისე გეძებ, როგორც თეთრ ხომალდს ზღვაში ჩაძირულს. ისე ახლოს ხარ, გორიჯვრის ქარს შენი სუნთქვას კი მოაქვს ჩემამდე, ისე შორსა ხარ, თითქოს გნახე მომავალ დროში, ან ჩვენს ერამდე.
-
მივეჯაჭვე ლამაზთვალას, არ ჩანს მშველი, რაღა ვქნა, ვბორიალობ მინდორ-ველად როგორც შველი რაღა ვქნა. მაგ ფერიის ღაწვმშვენისგან სიყვარული მედება, მარტო შთენილს მომეძალა შფოთვა მშლელი, რაღა ვქნა. კმარა რაც კი ნამი მდინა, ვშიშნეულობ რომ თავზე, უცაბედად არ დამემხოს ზეცა მთელი, რაღა ვქნა. ჩემს თვალთაგან კი მოწვეთობს სისხლრეული ცრემლები, მაგრამ დღესაც უსაშველოდ ნაყოფს ველი, რაღა ვქნა. ხალხი ამბობს, მიჯნურია კვლავაც გლახა ქიშვერი, მართალ სიტყვას ვერ დავუშლი, არ ვარ მქმნელი, რაღა ვქნა. ნემათულაჰ ქიშვერი ნოემბრის ღამე მენატრება, ხმელი ფოთოლი, რძისფერი კვამლი_ დანთებული ჭიაკოკონის. შეშლილი ქარი, შემოდგომის დღეთა სურნელი, გიჟური ლტოლვა, სიყვარული განუკურნელი. შენზე სიზმარი მენატრება უცხო ფერებით, რამეთუ ჩემს სულს ვერასოდეს შეეშველები. ისიც და ესეც, მედარდება ათასი რამე, ყველაზე მეტად - მაინც შენ და ნოემბრის ღამე...
-
კაცს პატიოსანს თუ სიღარიბე და არ ქონება გეთაკილება, ზიზღის ღირსი ხარ, მონა, ლაჩარი, სირცხვლით არსად გაგემხილება. ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს, არ გვედარდება, არ გვერცხვინება, ვიყოთ ღარიბი და უსახელო, არ გვსურს წოდება და წარჩინება. ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს, წოდება ვის რას შემატებს ვითომ? ის ოქროს ფულის ყალიბს ჰგავს მხოლოდ, ბაჯაღლო ოქრო კაცია თვითონ. დაე, ტანთ გვეცვას ძველმანი, ფლასი, დე, გვაკლდეს ლუკმა, რაგინდ რა იყოს, ბრიყვს ეცვას ფარჩა, ღვინო სვას თასით, კაცი კაცია, რაგინდ რა იყოს. ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს, მარტო აბჯარი ვერ შექმნის რაინდს, კონკიც რომ ეცვას კაცს პატიოსანს, გვირგვინის ღირსი იქნება მაინც. შეხედეთ ამ კაცს, მას ლორდი ჰქვიან, თვალს აბრიალებს, იფერებს პატივს, სათაყვანებელ კაცადაც თვლიან, მაგრამ ბრიყვია, ჭკუა აქვს ბატის. ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს, ჯვრები, მედლები, სირმა ნაფრენი, მისი წოდება და წარჩინება სასაცილოა, სხვა არაფერი. მეფემ წყალობით თუ გადმოგხედა, აგაღზევებს და გაგათავადებს, მაგრამ გულითაც რომ მოინდომოს, პატიოსნებას ვერ გიტავაზებს. ვინც რა უნდა თქვას, დიდი წოდება კაცის ღირსება ნუ გეგონება, ღირსებად მითქვამს პატიოსნება და გამჭრიახი ჭკუა გონება. გვჯეროდეს, გვწამდეს, დადგება ჟამი, გადაიქცევა ცხადად ოცნება, ღირსეულ ადგილს მოიპოვებენ ქვეყნად ჭკუა და პატიოსნება. ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს, ეს ჩემი სიტყვა არ გაწბილდება, მოვა დრო, ქვეყნად გაქრება შუღლი და კაცთან კაცი დაძმობილდება. რობერტ ბერნსი
-
მესიჯი მოვიდა მოკლე... კონკრეტული – მე შენი გაცნობა მინდა! სულ შენ გითვალთვალებ და მუდამ მახსოვხარ შენი დაბადების დღიდან... ნომერი არ მეცნო, ან არც დაფიქსირდა, რა ვუყო? – ვერაფერს ვიზამ... უნდა და გამიცნოს... ვერც თვალი მოვკარი ბოლოში ღიმილის ნიშანს... დამაინტერესა... ნეტა რანაირად როდის და სად უნდა მნახოს?.. მერე ჩავიკითხე ტექსტი ბოლომდე და წავაწყდი უცნაურ პათოსს: სულაც არ გითანხმებ შეხვედრის ადგილებს, ჩემთვის არ იქნება ძნელი - სადაც უნდა იყო მოვალ და რომ მიცნო ხელში მეჭირება... ცელი! ბაკურ სვანიძე
-
პირველი ის იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქორწინო ოქროს ბეჭედი მიართვა მეორე-გამთენიისას რომ გამოეღვიძა, იდაყვზე დაყრდნობილმა კარგა დიდხანს უყურა , მერე დაიხარა და აკოცა ხოლო მესამე და უკანასკნელი ის გახდათ, რომ სიყვარულს თავი დაანება და სიკვდილამდე ცხოვრობდა მასთან
-
ყავა უშაქრო ან ჩაი "ლიმნიანი", "KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური, დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი, შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური. წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა, სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან, ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს, ჰოდა, თუნდაც ერთი იყოს, მხოლოდ შენთვის მინდა. მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს, სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას, მოდი, დაენახე წამებს გაჩერებულს, მოდი, გეხვეწები, კოცნით დამღალე და გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით, ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები, რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.... ნიკა ჩერქეზიშვილი
-
როდის - არ ვიცი, ადრე თუ გვიან, მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი, დაგრჩება გულის კარები ღია და ჩაგაფიქრებს ტკივილი: რისთვის? რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს, წმინდა სხეული ვის დაანებე? მოვა, დარეკავს წვეთები წვიმის და წაიშლება ღიმი თვალებზე. ღირდა თუ არა იგი რაიმედ, ვისაც კარივით გაუღე გული? მოვა, დარეკავს წვიმა, ვაიმე, და გაგეხსნება ვარდივით წყლული როდის - არ ვიცი, ადრე თუ გვიან, მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი, დაგრჩება გულის კარები ღია, როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი... არჩილ სულაკაური
-
ვლადიმერ პოზნერი: რუსეთს საკუთარ სამშობლოდ ვერ აღვიქვამ ცნობილ ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს მართლმადიდებლებმა და იუდეველებმა შეუტიეს, ტელეწამყვანს კრიტიკის ქარცეცხლი ჟურნალ "Cher Ami"-ის მიცემულ ინტერვიუში, მართლმადიდებლობაზე გამოთქმული შეხედულებების გამო დაატყდა. პოზნერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის მიღება რუსეთისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. "განვიხილოთ ევროპა და ქრისტიანული ქვეყნები. დღეს ქრისტიანობის სამი განშტოებაა: კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა და პროტესტანტობა. თუკი ევროპის სახელმწიფოების დავახარისხებთ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: დემოკრატია, ცხოვრების დონე და ხარისხი, ამ მაჩვენებლებით პირველ ადგილზე პროტესტანტული ქვეყნები აღმოჩნდებიან. მეორეზე - კათოლიკური ქვეყნები, ბოლო ადგილს კი ისეთები დაიკავებენ, როგორიცაა: რუსეთი, ბულგარეთი და ა.შ. ეს შემთხვევითი არაა, რადგან მართლმადიდებლობა შედარებით ბნელი და დახურული რელიგიაა", - განუცხადა ჟურნალს პოზნერმა. ინტერვიუში პოზნერი, რომელმაც ეკლესია საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას შეადარა და პოლიტიკასა და განათლებაში ჩარევის გამო გააკრიტიკა, აღიარებს, რომ რუსეთს თავის სამშობლოდ ვერ აღიქვამს. რუსეთის მართლმადიდებელ ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვნელმა კირილ ფროლოვმა პოზნერს რადიო-ეთერით უპასუხა. მისი თქმით, პოზნერს რუსეთის "ათეიზმის ტოტალიტარული იდეოლოგიაში" დაბრუნება სურს. "ამ ინტერვიუს აგრესიულ ცილისწამებად და გამოწვევად განვიხილავ, - განაცხადა ფრილოვმა, - მიმაჩნია, რომ ადამიანს, რომელიც რუსეთისა და მართლმადიდებლობის მიმართ ასეთი არალოიალურია, სახელმწიფო ტელეარხზე გადაცემა არ უნდა მიჰყავდეს". თავად პოზნერი, საკუთარ გამონათქვამებზე საზოგადოების მძაფრი რეაქციის გამო გაკვირვებულია. მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით http://www.ambebi.ge/masmedia/23798-vladimer-pozneri-ruseths-sakuthar-samshoblod-ver-aghviqvam.html#ixzz0uZjdc6Ty ლიცემერი: "და ასე შემდეგში" რა თქმა უნდა საქართველოც ფიგურირებს. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული რელიგია , კერძოდ, მართლმადიდებლობა , მარტო ჩვენი ისტორიის და კულტურის ნაწილი (თუნდაც რუსეთის, ბულგარეთი და ა.შ. )კი არ არის, თავად არის ამ ისტორიის კულტურის შემქმნელი, ვფიქრობ, რომ დღეს მართლა ამუხრუჭებს ამ კონფესიის მიმდევარი და აღმსარებელი ქ ქვეყნების განვითარებას. ერთი სიტყვით, რაში ეთანხმებით ბატონ პოზნერს და რაში არ ეთანხმებით?
-
რატომ წავიდა საქართველოდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის გარეთ მცხოვრები ოსების ნახევარზე მეტი... "მათ საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლიათ, რადგან გაუცხოებულები არიან აქ, მათთვის სამშობლო საქართველო აღარ არის" გოჩა ძასოხოვი, არსენ კასაბიევი, ლერი ხაბელოვი და ახლა უკვე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა - ცნობილი ეთნიკური ოსების ემიგრაციას უკვე ეს უკანასკნელიც შეუერთდა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოდან ეთნიკური ოსები აბარგება საკმაოდ მასშტაბური მოვლენა გახდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლისა და უკუღმართი პოლიტიკის შედეგია. არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერ-ირონის" თავმჯდომარეს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ოსების ინტეგრაციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთი პერიოდი დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში მინისტრის პოსტი ეკავა, ახლა თავად მოუწია ქვეყნის დატოვება. ის ამჟამად კანადას აფარებს თავს. ამის შესახებ კი ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე თავად დაპოსტა. თავად ამ თემაზე საუბარი არ სურს, რადგან ამბობს, რომ შესაძლოა ეს ოკუპანტებმა და სეპატარისტებმა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სანაკოევის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა საქართველო დატოვა. "პირადად მე არ შემქმნია პრობლემები, მაგრამ რაც შეეხება ინფორმაციებს, რომლებიც ჩემამდე მოდის ეთნიკურ დევნასთან დაკავშირებით, იმით ავხსნი, რომ ოსებში გაჩნდა შინაგანი ანუ ქვეცნობიერი შიში. სწორედ ამიტომ გაუჩნდათ იმის სურვილი, რომ საქართველო დატოვონ. სულ ცოტა ხნის წინ ეუთოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანიდან მთხოვეს დახმარება, რათა საქართველო დატოვონ და წავიდნენ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალბათ, მინიშნება იყო რუსეთზე. ჩემთვის გასაგებია ეს რატომაც ხდება: იმიტომ კი არა, რომ მათ ამას აიძულებენ, ოსებში ხდება ქვეცნობიერ დონეზე დალექვა იმ გაურკვევლობისა და შიშისა, რომელიც ბუნებრივად არის განპირობებული. ბოლო 20 წლის განმავლობაში 2008 წლის აგვისტომდე იყო დაშვებული ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოს ხელისუფლების მიერ, რამაც გამოიწვია სერიოზული კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის", - აღნიშნავდა რამდენიმე თვის წინ "რეზონანსთან საუბრისას მაია ცაბოშვილი. "შეიძლება ვიღაცამ მითხრას და ნამდვილად მეტყვის იმას, რომ იყო გარეფაქტორიც, კი ბატონო, ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ფაქტია, რომ ადეკვატურად არ შეფასდა ის გარე ფაქტორები, რომლებიც რეალურად მართლაც არსებობდა. ყოველი რიგითი ოსის მხრიდან, რომელმაც დატოვა საქართველო, ჩანს რომ ქართუულმა მხარემ დაუშვა სერიოზული შეცდომები, რაც სამჯერ (89-90 წლები 2004 წლის და 2008 წლის აგვისტოს ომი მაქვს მხედველობაში) მოხდა. შედეგად, მათ შინაგანი განცდა გაუჩნდათ: რა იქნება ხვალ და ზეგ. ეს ბევრად უფრო საშიში განცდაა, ვიდრე ვინმე სახლში შემოგივარდება და წასვლას ძალით გაიძულებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეთნიკური ოსები ტოვებენ საქართველოს. ბევრი ამიტომ წავიდა და ბევრიც მზად არის ამისთვის. ცნობილებიდან კასაბიევი წავიდა, ხაბელოვი წავიდა, ძასოხოვი წავიდა. რამდენიმე ხნის იყო ჩემთან მოსული ვოვა გუცაევი და მითხრა, დავიღალე, აღარ შემიძლიაო", - აცხადებდა მაია ცაბოშვილი. "ოსებით დასახლებული ბორჯომის ხეობაშია რამდენიმე სოფელი, კახეთშია ლაშოდეხის რაიონში ოსებით დასახლებული სოფელი, ოსური სოფლებია ქარელის რაიონში. აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოსი ეროვნების ადამიანების აქედან წასვლის პროცესი მასობრივი გახდა. საქართველოდან - სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიის გარეთ ვგულისხმობ, - ოსების ნახევარზე მეტი უკვე წავიდა. ეს პროცესი ომამდე დაიწყო, მაგრამ ომის შემდეგ ეს მასშტაბური გახდა. მიდიან შიშის გამო. მათ ეშინიათ იმისა, ვინმე სახლში არ შეუვარდეს, რამე არ წაართვან, არ მოკლან. მათ საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლიათ, რადგან გაუცხოებულები არიან აქ, მათთვის სამშობლო საქართველო აღარ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი. "მაია ცაბოშვილმა მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებოდა, ოსების მხრიდან საკმაოდ ბევრი აიტანა შეურაცხყოფები, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლება არ დაუფასა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აქედან ძალიან ბევრი ოსი წავიდა და ბევრიც მიდის პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მიდიან ისეთები, რომლებსაც აქ ცხოვრება მართლა უნდოდათ. რა თქმა უნდა, ამის მიხეზი არის ის, რომ მათზე ზეწოლას ჩვენი უკუღმართი ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა. მიდიან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ განიზრახა მათი გამოყენება თავისთვის და ემუქრებოდნენ კიდეც: უშიშროება ცდილობდა თავიანთ სამსახურში ჩაყენებას. ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ ოსების გამოყენება სცადა არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ თავის სასარგებლოდ. ეს ხალხიც იძულებული იყო, არჩევანი გაეკეთებინა და გააკეთეს კიდეც", - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი. http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/140866-22072010.html ლიცემერი: როდესაც ადამიანს არ შეუძლია პრობლემის (პრობლემების) მოგვარება ის, ძალიან ხშირად გაუაზრებელ და შეუწონელ ნაბიჯს გადადგავს, უკვე მერე იწყებს დამნაშავეების ძებნას , რათა ყველა უბედურება მას გადააბრალოს და მერე ერთგვარი სიამოვნები დაანარცხოს მიწას. ჩემი აზრით, ლილიკოს შემთხვევაშიც ასეა , საქართველოზე "დამნაშავეს " და ადვილად დასაბრიყვებელს სად იპოვიდა, ჰოდა "დაანარცხა" და ფეხითაც შედგა.