Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. უკომენტაროდ ,სოფიო ხორგუანის კომენტარი. http://www.youtube.com/watch?v=WU95s3qhajY&feature=player_embedded აქაც გასაგებია აზრი ორად გაიყოფა, მაგრამ იდოს ინფორმაცია განსჯისათვის.
  2. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატ სერგეი შამბას საარჩევნო შტაბი დე ფაქტო პროკურატურისგან და შსს-სგან გუშინ მომხდარი ავარიის გამოძიებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრის შტაბის უფროსმა გურამ დოპუამ გაავრცელა. "მივმართავთ გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, რომ მომხდართან დაკავშირებით სრული მოკვლევა ჩაატაროს", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლებით 13:30 საათზე გაგრის რაიონის სოფელ ბზიფთან ავტოავარია მოხდა, რომლის დროსაც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი შამბამ მრავლობითი ტრამვა მიიღო. შამბას კორტეჟი, რომელიც ქალაქ პიცუნდაში "ამომრჩეველთან" შესახვედრად მიდიოდა, მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა. ე.წ. პრემიერის შტაბის მტკიცებით, ავარიული მდგომარეობა სწორედ მოპირდაპირე მხრიდან მოძრავმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ შექმნა. სერგეი შამბა გაგრის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. http://ghn.ge/news-48932.html
  3. დიტო,უმჯობესი არაა პირადად მიწერო? ფეისბუქზეცაა და ფორუმზეც
  4. ტექნიკურად მე ხელს ვერ ვკიდებ,რადგანა ამდენი ცოდნა არ მაქვს. ვნახოთ.... ხელი არაფრისთვის მიხლია, რეგიონში ვებპროგრამებთან ვერ ვმუშაობ
  5. ჩვენი პრიორიტეტი ერთიან ევროპაში ინტეგრაცია, რუსეთთან პარიტეტული ურთიერთობები და ნატოსთან თანამშრომლობა არისო. http://www.newsland.ru/news/detail/id/762528/
  6. ამას აქ არ ვდებ რადგანაც ვეტანხმები ან მითუმეტეს მიხარია ხელისუფლების ფიასკო. ცდება ეს გერმანელი ექსპერტი? რეალური პერსპექტივა როგორია? http://ghn.ge/news-46829.html გერმანელი პოლიტოლოგი და ექსპერტი ალექსანდრე რარი აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოსთვის სამუდამოდ დაკარგულია და მისი დაბრუნება არასოდეს მოხდება. ამას გარდა "ვესნიკ კავკაზასთან" საუბარში ექსპერტი 2008 წლის აგვისტოს ომს განიხილავს, პასუხს სცემს კითხვას როგორი იყო საქართველოს ხელისუფლების გეგმა 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით და აღნიშნავს იმასაც თუ როგორ შემოატრიალა ეს გეგმა რუსეთმა თავის სასარგებლოდ, რომელიც რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიას, ექსპერტის აზრით "არასოდეს დათმობს". "ამის გამორიცხვა არ შეიძლება და მიმაჩნია, რომ ორი მეზობელი იმისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რომ ურთიერთობები დაალაგონ. ის რაც არის დღეს არც ერთ და არც მეორე სახელმწიფოს არ აწყობს. ორი ქვეყანა კვლავინდებურად სერიოზული კონფლიქტების პირას დგას და ეს კარგი არ არის. მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს ეს სიტუაცია? ფილოსოფიურად თუ ვიმსჯელებთ, მაშინ სიტუაცია შესაძლოს შეიცვალოს თუ რუსეთსა და საქართველოში ამჯამად არსებული ხელისუფლებები შეიცვლება, შეიცვლება ხალხი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებულნი 2008 წლის აგვისტოს ომთან", _ აცხადებს რარი და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ეს სიტუაცია შესაძლოა განვითარდეს საქართველოში, მაგრამ რუსეთში მდგომარეობა ამ კუთხით "უფრო რთულადაა". "საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს უნდა გაიმართოს და რამდენადაც მე ვიცი სააკაშვილი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ქართული ელიტის თვალსაზრისით, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ნებისმიერი სხვა პრეზდენტი, რომელიც 2013 წლის შემდეგ მოვა ხელისუფლების სათავეში ეცდება რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. რუსეთში კი როგორც თავად ხვდებით სიტუაცია უფრო რთულია, იმიტომ , რომ ბატონი პუტინი ხელისუფლებას არავის მისცემს - იგი ან პრეზიდენტი გახდება ან ისევ პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს ქვეყანას. მიმაჩნია, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობების ქონა. ისტორიულად ხომ მხოლოდ ნეგატიური მომენტები არ ყოფილა. ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და იქ ქართველების მიმართ ნეგატიური გრძნობა არავის ჰქონია. ნორმალიზაციის საკითხი რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულია და სავარაუდოდ საქართველოს ეხება, რადგან ჩემი აზრით, საქართველოს შემადგენლობაში აფახზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება აღარ მოხდება", _ აცხადებს გერმანელი ექსპერტი. მისივე თქმით, აქ საქე მხოლოდ რუსეთში არ არის, საკითხი აფხაზეთშიცაა - რომელიც არასოდეს არ დათანხმდება მისცეს ვინმეს თავისი ის სუვერენიტეტი, რომელიც მან რუსეთისაგან მიიღო. "იგი თავის სახელმწიფოს აშენებს და თუ თქვენ მე კონკრეტულად მკითხავთ, მე გეტყვით, რომ დროთა განმავლობაშო აფხაზეთს აღიარებენ სხვა სახელმწიფოები, მათ შორის თურქეთიც. მიმაჩნია, რომ ეს ვარიანტი რეალურია. ხოლო თუ არა, მაშინ ცალკეულ სახელმწიფოებს აფხაზეთთან ექნებათ ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობა და ის გადარჩება და არა მხოლოდ გადარჩება, არამედ განვითარდება როგორც სუვერენული სახელმწიფო და ასეთი იქნება თუნდაც აუღიარებელი. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პოლიტიკა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკომპრომისოდ დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და არ წავა რუსეთთან მიმართებით რაღაც კომპრომისებზე - ამ შემთხვევაში კონფლიქტი შენარჩუნდება და პრობლემები გადაუწყვეტელი იქნება. მიმაჩნია, რომ საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი იმისათვის, რომ დაასტაბილუროს სიტუაცია თავის ქვეყანაში და მეზობლებთან, რაღაცნაირად უნდა ეცადოს და აღიაროს ის შეცდომები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში დაუშვა", _ აცხადებს რარი და საუბარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს მეორე რეგიონზე ე.წ. სამხრეთ ოსეთზე აგრძელებს. "რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს - ეს საკითხი არც ისე ადვილია და არც ისე ცხადი. იქ, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია საქართველოს შემადგენლობაში თავიანთი ნებით დაბრუნებაც კი. მაგრამ იქ სულ სხვა პირობების შესრულება იქნება საჭირო. ქართველებმა ეკონომიკურად ძალიან მჭიდრო ურთიერთობები უნდა დაიწყონ ოსებთან და მათ თავიანთი ეკონომიკური უპირატესობა უნდა დაუმტკიცონ - ეს კი ადვილი არ იქნება", _ აცხადებს ალექსნდრე რარი და ჩრდილოეთ ოსეთის ფაქტორზე საუბრისას მიანიშნებს, რომ - იქ გეოგრაფიაა წინააღმდეგ. "გეოგრაფია ისეთია, რომ ართულებს სამხრეთ ოსეთის გაწევრიანებას რუსეთთან. რუსეთამდე იქ გვირაბია, სინამდვილეში კი საქართველოში არსებულ ანკლავი გამოდის. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გეოგრაფია განსაზღვრავს ამ რესპუბლიკის განვითარებას. იქ კოკოითის წასვლის შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი. მართალია ოსების გარკვეული ნაწილი არ მოინდომებს ქართველებთან ცხოვრებას ჩრდილო ოსეთში წავა საცხოვრებლად ან რუსეთში. თავად სამხრეთ ოსეთში კი შესაძლოა სიტუაცია სხვაგვარად განვითარდეს. იქ შესაძლებელია კვლავ საქართველოზე ორიენტაცია, თუ თბილისი მათ საინტერესო ეკონომიკურ პროექტს შესთავაზებს და ზეწოლას არ მოახდენს. აი რაც შეეხება აფხაზეთს მიმაჩნია, რომ იგი წავიდა... თუ ამ საკითხის ირგვლივ არსებულ სიტუაციას გადავხედავთ, მიმაჩნია, რომ ის, სწორედ ასე განვითარდება. თუ ამას ყველაფერს სულ უკეთ და უკეთ გაიგებენ პოლიტიკოსები საქართველოსა და რუსეთში ისინი სულ უფრო და უფრო უკეთ გაუგებენ ერთმანეთს და მალე მოილაპარაკებენ. მართალია მათ მეგობრული ურთიერთობა არ იქნებათ, ვინაიდან საქართველოს დიდი იმედი აქვს იმისა, რომ მას ნატოში მიიღებენ და მისი ახლანდელი ხელისუფლების პირობებში იგი ნატოში გაწევრიანებას რუსეთთან კონფლიქტებით შეეცდება. შეეცდება დაამტკიცოს, რომ მას დაცვა სჭირდება ცუდი რუსეთისგან. მაგრამ დასავლეთის ძალებიც იწურება უკვე, ეს უნდა ვაღიაროთ და ლიბიაში, ავღანეთსა და ერაყში არსებულ სიტუაციას შევხედოთ. უველა ქართველმა ლიდერმა უნდა შეიგნოს, რომ ნატო და დასავლეთის სოლიდარობა მხოლოდ ქაღალდზეა და ისიც საკითხავია აქაც როდემდე. დასავლეთი ახლა თავის კრიზისს გადის და ჯერ კიდევ გაუგებარია თუ რა ფორმაციაში იქნება იგი 10- და 20 წლის შემდეგ", _ აცხადებს ალქსანდრე რარი. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასაც გეოგრაფია განსაზღვრავს. "თურქეთის გარეშე ეს გამორიცხულია. თუ თურქეთი შევა ევროკავშირში მაშინ საქართველოს შანსები გაიზრდება", _ აცხადებს ექსპერტი და საუბარს კვლავ საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს მომხდარ ომზე აგრძელებს. "დღეს ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ამისათვის წლების განმავლობაში ემზადებოდა. რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს 18 წლის განმავლობაში, დასაწყისიდანვე უჭერდა მხარს. იქ მას თავისი გავლენა და სამხედრო ბაზები ჰქონდა. ომამადე ორი კვირით ადრე რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიყვანა ანუ რუსეთის დაზვერვას ჰქონდა რაღაც მონაცემები იმის შესახებ, რომ ასეთი თავდასხმა შეიძლება მომხდარიყო. მე არ გამოვრიცხავ, მართლაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც ვიცი, რომ სააკაშვილს ხაფგანგი დაუგეს. ეს ჰიპოთეზაა. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რუსეთის პოლიტიკის მიზანი იყო დაედასტურებინა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთი მთავარი ფაქტორია და დასავლეთი იქ არ უნდა მიძვრებოდეს და არავითარი ნატოს გაფართოება აქ არ იქნება, იმიტომ რომ ეს რუსეთის გავლენის ზონაა: ეს რუსეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორიაა, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის და რუსეთი მას ასე ადვილად არ დათმობს. მიმაჩნია, რომ მრავალმა ეს ასეც გაიგო, ყოველ შემთხვევაში საფრანგეთსა და გერმანიაში გაიგეს. აშშ-ში ამაზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ესმით, რომ ამ სივრცეში არსებობს დიდი ზესახელმწიფოს ინტერესები და საქართველოს პოზიციის დაცვა არავითარ დადებით შედეგამდე არ მივა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება კოვბოური მეთოდებით... შეიძლებოდა რამდენიმე თქვენ დაეცადათ, და ეს მათი დამოუკიდებლობა იმ გზითვე გაეკვალათ რა გზითაც ეს კოსოვოში მოხდა. მეტად იურიდიულად... საჭირო იყო ამ საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში გაერა და მართლაც დალოდებოდნენ იმ სიტუაციას, როდესაც თავად ევროკავშირი იტყოდა, რაც მან მოგვიანებით მაინც გააკეთა, რომ კონფლიქტში მთავარი ბრალდებული საქართველო იყო. და მაშინ ეს დამოუკიდებლობა ცოტა უფრო მეტად ლეგიტიმური იქნებოდა. გასაგებია, რომ სამხრეთ ოსეთს იცავდა რუსეთი საქართველოსგან, მაგრამ რა შუაშია აქ აფხაზეთი? ისიც მაშინვე აღიარეს. ეს ისეთი საკითხია, რომელიც დღემდე ჰაერშია გამოკიდებული. არავინ დღემდე არ იცის, აფხაზეთზეც მზადდებოდა ასეთი "თავდასხმა" ქართული ჯარისა თუ ის "ბარემ აფხაზეთიც"- პრინციპით ჩაიგდეს ხელში. სწორედ ეს მაქვს მხედველობაში როდესაც კოვბოურ პოლიტიკაზე ვსაუბრობ. თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილის გეგმა გამართლებულიყო... რა უნდოდა მას? მას უნდოდა 7-8 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შორის პანიკა გამოეწვია, ამიტომაც იბომბებოდა "გრადით" ბრმად ეს ტერიტორია. გათვლა შემდეგნაირი იყო: რომ მთელი მოსახლეობა გადარჩენის მიზნით როკის გვირაბს მიაწყდება, იქ წარმოიქმნება საცობი, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდება. შედეგად როკის გვირაბი ჩაიკეტება რუსული ტანკებისათვის, რომლებიც ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო ვერ გადმოვიდოდნენ აქეთ მხარეს მყოფი რუსი სამშვიდობოების დასახმარებლად. სააკაშვილი იმედოვნებდა ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა, თუმცა მართალია ამისათვის მას სამშვიდობოების მოცილება დასჭირდებოდა და ეს რა თქმა უნდა დანაშაულია, მაგრამ სააკაშვილი ამაზე მიდიოდა იმისათვის, რათა მეორე დღეს ეთხოვა ნატოსათვოს ამ ტერიტორიაზე თავისი სამშვიდობო ძალებით შესულიყო, რომლებიც რუსული არმიის ნაცვლად რეგიონის კონტროლს დაიწყებდნენ. ამის შემდეგ კი ნატოსთან ერთად სამხრეთ ოსეთის, შემდეგ კი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხი გადაწყდებოდა. რუსეთისათვის ასეთი სცენარით მოვლენების განვითარება კატასტროფა იქნებოდა, იმიტომ, რომ იგი ამგვარი სამხედრო მოქმედების სულ რამდენიმე საათში ან შესაძლოა წუთში სახეს დააკგავდა. რაღა დიდი ზესახელმწიფო იქნებოდა თუკი მისი ტანკები გვირაბში იჩხირებიან და რომელსაც არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა უზრუნველყოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები ფორმალურად იყვნენ რუსეთის მოქალაქეები რუსული პასპორტებით. კაპიკის ფასი გახდებოდა მაშინ რუსეთის ყველა ამბიცია მთელს რეგიონში - დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღში. რუსეთი გახდებოდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და საჭირო მომენტში ომს პატარა საქართველოსთან აგებს. ამიტომაც, რუსეთის ხელისუფლებამ იცოდა რა ეს ყველაფერი და აცნობიერებდა, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს ხაფანგი დაუგო - წააქეზა, ზურგი მოიმზადა, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა გაიყვანა, ტანკები და ვერტმფრენები კი შეიყვანა - მიმაჩნია, რომ ყველაფერი ზუსტად ასე ხდებოდა. იმ სახელმწფოს პოზიციიდან, რომელიც თავს ზესახელმწიფოდ მიიჩნევს ვჰგონებ, ყველაფერი გასაგებია", _ აცხადებს საუბრის ბოლოს ალექსანდრე რარი.
  7. http://www.facebook.com/IntProtest დავალაიქოთ. სამწუხაროდ ქართული ნეტი ხშირად უაზროდ ძვირია და არ შეესაბამება რეალურ ფასებს.
  8. უცნაურ დროს უყვარს უცნაური სენსაციების დადება. ჯერ დასკვნა მიჭირს,მაგრამ ამ საიტის უკან ვინ დგას ერთობ საინტერესოა
  9. სოროკა საკმაოდ უცნაური საიტია
  10. http://www.ghn.ge/news-47888.html "ჯაშუშების საქმე და ეროვნული რორშაჰის ტესტი საქართველოში", - ამ სათაურით ეხმაურება ფოტორეპორტიორების დაკავებისა და მათი გათავისუფლების საქმეს გავლენიანი The New York Times. ჟურნალისტი ელენ ბარი ფოტოგრაფების ბრალეულობას ეჭვის თვალით უყურებს და წერს, რომ მათი თხუთმეტდღიანი სამართლებრივი დევნა ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო. „აბდალაძისა და დანარჩენი სამი ფოტოგრაფის წინააღმდეგ აღძრული საქმე გაურკვევლია, იმ ფონზეც კი, როდესაც საქართველოში რუსეთის საიდუმლო ქმედებებთან დაკავშირებით სერიოზული შფოთი არსებობს. იმის გამო, რომ საქმე ბრალის აღიარებაზე შეთანხმებით დასრულდა, ისევე როგორც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეების უმრავლესობა, მას სასამართლოში არასდროს განიხილავენ, ხოლო თუკი ეს ოთხი ბრალდებული ამ თემაზე ილაპარაკებს და შეთანხმებას დაარღვევს, ისინი რამდენიმე წლით ციხეში აღმოჩნდებიან", - ნათქვამია სტატიაშ. მასალის ავტორის შეფასებითვე, ბრალდებები უფრო ირიბი ხასიათისაა, ვიდრე პირდაპირი, „თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რაღაც უფრო მეტი არსებობს". „დასავლელმა დიპლომატმა საქმეს ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარი რორშაჰის ტესტი" უწოდა ("რორშაჰის ტესტი" - ფსიქოგიაგნოსტიკური ტესტი ადამიანის გამოცდისთვის, რომელიც შეიქმნა 1921 წელს შვეიცარელი ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის გერმან რორშაჰის მიერ. ჯი-ეიჩ-ენი). ნამდვილი ტრაგედია არის საზოგადოებრივი ნდობის კოროზია სამართალდამცველი და განსაკუთრებით სასამართლო სისტემის მიმართ", - თქვა დიპლომატმა, რომელმაც პროტოკოლის თანამხად ანონიმად დარჩენა ისურვა. „დასავლურ დედაქალაქებში ადამიანები უყურებენ ამას და უჩნდებათ კითხვა: ეს ალოგიკურ ექსტრემამდე დაყვანილი პარანოიაა? რას ხედავთ თქვენ ისეთს, რასაც დანარჩენები ვერ ხედავენ?", - აღნიშნულია სტატიაში. გამოცემის აზრით, ეს საქმე უჩვეულოა იმ მხრივაა, რომ ისეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა ადამიანები, როგორებიც ფოტოგრაფები იყვნენ, პატიმრობას გადაურჩნენ. „ეს აჩენს კითხვას: მართლაც ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მტკიცებულებები მათი გასამართლებისთვის?", - აინტერესებს ჟურნალისტს?
  11. უკვე ისტორიაა ,მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს თვითმართველობის არჩევნები და ნაცების გამარჯვება. დღეს მივიღეთ ხალხისგან დამოუკიდებელი მერი , გაძვირებები და ა.შ როგორ შეაფასებდით თქვენს მაშინდელ პოზიციას , იმ არჩევნებს ? რითი შეიძლება დაემსგავსოს ადგილობრივი და მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს? ოპოზიციის და ხელისუფლების შეცდომები?! შეიძლება მოქკავშირის ანუ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის დამარცხება? ყველას გთხოვდით მოერიდეთ ოფტოპებს და ვიმსჯელოთ დალაგებულად
  12. რად უნდათ ეს ზაგარი , აი რაა მაგაში კარგი, ვერ გავიგე
  13. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და წესრიგი როგორც პარლამენტის შენობაში ისე მის გარეთ. გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს. ოპოზიციის ლიდერებთან ერთად შენობაში მომხრეებიც შევიდნენ. ამჟამად პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია გაერთიანებული ოპოზიციის ათეულობით ათასმა მომხრემ დაიკავა. ხელისუფლებისა და "აღორძინების" მომხრეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოატოვეს. ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის მომხრეებმა ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე შეაღწიეს დარბაზში. ნინო ბურჯანაძემ მადლობა მოუხადა პოლიციას და ჯარს, რომელმაც ოპოზიციის მომხრეები თავისუფლად გაატარა პარლამენტის შენობისკენ. ბურჯანაძემ თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ დატოვონ პარლამენტის დარბაზი და შენობის წინ გადაინაცვლონ. ბურჯანაძემ ასევე მიმართა თავდაცვის მინისტრს, რომ "ამ შენობაში გაისმა მუქარა, რომ შემოგვიტევს ან ჩვენი, ან უცხო ქვეყნის ჯარი. მაგრამ მინდა შევახსენო თავდაცვის მინისტრს, რომ პრეზიდენტის დაცვის გარდა, ევალება ყველა ჩვენგანის დაცვა. და მიიღოს ყველა ზომა, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული წესრიგი და ყველა ჯარისკაცს მოვუწოდებ, რომ ისევე ვაჟკაცურად გააგრძელოს თავისი ვალის მოხდა". ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩატარდება ახალი საპარლამენტო არცევნები და პარლამენტის შენობაში ახალი ლეგიტიმური პარლამენტი შევა.
  14. შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შორის. ამერიკის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჯორჯ ბუშმა გამოხატა თავისი კეთილგანწყობა საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მიმართ და კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ბოლოდროინდელი კრიზისული სიტუაციის მშვიდობიანი მოწესრიგების გამო. http://www.civil.ge/geo/article.php?id=5508&search=
  15. ესაა თემა, სადაც შეგვიძლია დავდოთ უკვე არქივად ქცეული მასალა , რათა გავიხსენოთ რაც იყო. მარნეულში დღეს ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია გამართეს სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ და ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ. "მე არ მესმის, როგორ უნდა მოხდეს ქვემო ქართლის, მთელი რეგიონის ანულირება, რასაც ოპოზიცია მოითხოვს. აქ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. ის რასაც ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს არის ნაციზმი და ექსტრემიზმი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ" - განაცხადა ლევან მამალაძემ. "ეს არ არის საპროტესტო აქცია, უბრალოდ ვაფიქსირებ, რომ თუ ხელისუფლება ქვეყანაში ვერ ახერხებს წესრიგის დაცვას, მაშინ ის ვერ შეძლებს ხალხის დაცვას", - განაცხადა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ. http://www.civil.ge/geo/article.php?id=5321
  16. როგორ არაა მისაღები, სიამუვნებით
  17. ვინ მოვიწვიოთ? როგორი ფორმატი გვინდა? შეგიძლიათ სტუმრების მოძიებაში ხელშეწყობა. გთხოვთ ვიმსჯელოთ. უახლოეს ხანში გავაგრძელებთ
×
×
  • შექმენი...