-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
მე არ დამიანტერესა და
-
ოპოზიციონერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას აზრით, ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს „ღვინო, დუდუკსა და ქალებში". ზაფხულის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ „განიავებულ მილიარდებზე" ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო გახდა იმის მოწმე, „თუ როგორ ატარებდა დროს მშიერი ხალხის მაძღარი ხელსუფლება". „მილიარდები იხარჯება ღვინო, დუდუკსა და ქალებში. მილიარდები იხარჯება დროსტარებაში, შადრევნებში, ფოიერვერკებში,", - აღნიშნა ბაღათურიამ, რომელსაც „ძალიან აინტერესებს, რას ზეიმობს მთავრობა"? „რას ზეომობს მთავრობა? - ტრანსპორტის გაძვირებას? წამლებზე ფასების ზრდას? კვების პროდუქტებისა და ბენზინის გაძვირებას?", - განმარტა დეპუტატმა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას ასლან აბაშიძე და ბადრი პატარკაციშვილიც გაიხსენა, რომლებსაც „თავიდან უამრავი ხალხი ეხვივნენ, თუმცა ბოლოს მარტო დარჩნენ". http://ghn.ge/news-50334.html
-
საერთოდ არც დავრეგისტრირდი.
-
რისთვის დააკავეს შორენა ხანგოშვილი?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დღეს, 19 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი არ იმუშავებს. პროტესტის ნიშნად, სკოლაში არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები არ მივლენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. დუისის მოსახლეობა შორენა ხანგოშვილის გათავისუფლებას ითხოვს. 11:00 საათზე, დუისის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდება. დღესვე, შორენა ხანგოშვილის მხარდასაჭერად, დუისში, ჩეჩნეთში მოკლული ინგლისელი ჟურნალისტის როდი სკოტის მშობლები ჩავლენ. შორენა ხანგოშვილი „როდი სკოტის" ფონდის თანამშრომელია. ფონდი, რომელიც მოკლული ჟურნალისტის მშობლებმა დაარსეს, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. შორენა ხანგოშვილი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. შორენა ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით, პარასკევს, ახმეტაში დააკავეს და იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. http://ghn.ge/news-50672.html -
პარლამენტში დღეს "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები იქნება ინიცირებული . ამის პირობა კოლეგებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა გასული კვირის ბიუროს სხდომაზე მისცა. "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას, აგვისტოს ბოლოს გადაეგზავნა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, მიუხედავად ინიცირებისა, პროექტის განხილვას პარლამენტი მას შემდეგ დაიწყებს, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ცნობილი. "საარჩევნო კოდექსზე" მუშაობა თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს. მუშაობის პროცესს 6 პოლიტიკური ჯგუფი გამოეთიშა, რის მიზეზადაც მათ ხელისუფლების შეთავაზებებისა და "დათმობების" მიუღებლობა დაასახელეს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/179205-parlamentshi-dghes-qsaarchevno-kodeqsshiq-cvlilebebi-iqneba-inicirebuli-thbilisi.html დაგვცინიან?
-
რისთვის დააკავეს შორენა ხანგოშვილი?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX რეებს წერ? -
აშკარად კარგი კარტა უნდა . ლეპტოპზე არ მიცდია
-
რისთვის დააკავეს შორენა ხანგოშვილი?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყოფილი ჟურნალისტისა და ამჟამად ინგლისური ენის მასწავლებლის შორენა ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით არის დაკავებული, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პანკისის ხეობის მაცხოვრებლები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ. აქციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეებიც, რომლებსაც შორენა ხანგოშვილი ინგლისურს ასწავლიდა. სოფელ დუისის მაცხოვრებლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ დაკავებულს დანაშაულთან რაიმე კავშირი აქვს. აქციის ზოგიერთი მონაწილე შორენა ხანგოშვილის დაკავებას მის ძებნილ ძმას მუსლიმ ხანგოშვილს უკავშირებს. „პოლიციას იმედი აქვს, რომ შორენას დაკავების შემდეგ მუსლიმ ხანგოშვილი მათ ჩაბარდება“, - ვარაუდობენ აქციის მონაწილეები. ხანგოშვილის ახლობლები დაკავების მიზეზად შურისძიებასაც განიხილავენ. მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ, პანკისში ერთი ქალი მოკლეს. მკვლელობას შორენას ძმას მუსლიმ ხანგოშვილს აბრალებდნენ, რომელიც მაშინ პანკისში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტთან შოთა ჭიჭიაშვილთან მეგობრობდა. ჭიჭიაშვილი და ხანგოშვილების ოჯახი ერთმანეთის ნათესავები არიან. მუსლიმ ხანგოშვილზე ძებნა სწორედ ჭიჭიაშვილის დაკავების შემდეგ გამოცხადდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად სოდ-ის თანამშრომლის მეუღლეა. დაკავებულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შურისძიების მიზნით, შორენას დაკავება შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. „ჩვენთან, შური შესაძლოა 20-30 წლის შემდეგაც იძიონ, არა აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი“, - აღნიშნეს დუისის მაცხოვრებლებმა. შორენა ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა, პარასკევს, ახმეტაში დააკავეს და იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს. ადვოკატის მეშვეობით ხანგოშვილმა ახლობლებს შეატყობინა, რომ არც ის და არც რომელიმე მოწმე არ დაუკითხავთ და, მეტიც, თბილისში გადაყვანისას, ავტომანქანაში სამართალდამცავები მსჯელობდნენ, თუ რომელი სახის ნარკოტიკი „ჩაეწერათ“, აბების სახის თუ ფხვნილის. ხანგოშვილი ახმეტაში დუისიდან, საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად იყო ჩასული. შორენა (ასმათ) ხანგოშვილის დაკავების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. შორენა ხანგოშვილი „როდი სკოტის“ ფონდის თანამშრომელია, რომელიც ხეობაში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. როდი სკოტი ინგლისელი ჟურნალისტი იყო. იგი ჩეჩნეთში მოკლეს. პანკისის ხეობაში კი ჟურნალისტის სახელობის ფონდი მისმა მშობლებმა დააარსეს. შორენა ხანგოშვილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა. მას მეთორმეტეკლასელი შვილი ჰყავს. შორენა ხანგოშვილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აქვს დამთავრებული ჟურნალისტიკის სპეციალობით და სხვადასხვა დროს კახეთის რეგიონულ გამოცემებში მუშაობდა. ის აქტიურად აშუქებდა პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. შორენა ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ხვალ, 19 სექტემბერს, სოფელ დუისში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი არ იმუშავებს. პროტესტის ნიშნად, სკოლაში არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები არ მივლენ. 11:00 საათზე, დუისის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდება. ხვალვე, შორენა ხანგოშვილის მხარდასაჭერად, დუისში, როდი სკოტის მშობლები ჩავლენ. გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი http://ick.ge/ka/articles/7932-----photo.html -
Самые знаменитые фразы из фильмов
-
გრეჩო დაბალი გაქანების ვაჭარი ყოფილა თავსაც გაუჩალიჩა ,ქვეყანასაც http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=4784&Itemid=1 კიდევ ერთი დადასტურება 2009 წელს ირაკლი ალასანიას ოპოზიციის ლიდერად ლევან გაჩეჩილაძე არ სურდა. ამის შესახებ ინფორმაცია Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ტელეგრამაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ტეფტის მიერ 2009 წლის 8 ივნისს არის შედგენილი. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან პაატა დავითაია ლევან გაჩეჩილაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის გასამართი შეხვედრის შესახებ საუბრობს. დავითაია აცხადებს, რომ ლევან გაჩეჩილაძეს სურს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება, თუმცა სააკაშვილი ამაზე არ დათანხმდება. „დავითაია აცხადებს, რომ გაჩეჩილაძეს პრემიერ-მინისტრობა სურს, თუმცა სააკაშვილი ამას არ დათანხმდება (საელჩოს კომენტარი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 5 ივნისს საელჩოს წარმომადგენელს მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა)... დავითაი ამბობს, რომ ირაკლი ალასანია გაჩეჩილაძის ოპოზიციის ლიდერად გახდომას მხარს არ უჭერს. დავითაის თქმით, ალსანიას ბანაკი ავრცელებს ჭორს, რომ ალასანია ამერიკის რჩეული კანდიდატია“, - აღნიშნულია ტელეგრამაში. აღსანიშნავია, რომ Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც ამავე პერიოდშია შედგენილი, ალასანია აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ გაჩეჩილაძეს პრემიერ-მინისტრობა სააკაშვილმა შესთავაზა.
-
შენ კარგ რაღაცეებს აძრობ
-
უნიჭიერესი ერია
-
freeware, დავაზუსტებ ანუ უფასოა
-
აქ 2 100გვერდიანი თემა აივსო. :დ
-
მართლა მეცამეტე რაიონია რა
-
თავისი ორიგინალური სახე შექმნეს. იდეა კი დაძველდა,მაგრამ რამდენიმე ფრაზა დარჩა. "სგ,სგ" პირველ ადგილზეა
-
http://www.youtube.com/watch?v=GKw9Ukw2_6A&feature=player_embedded დავამატოთ ინფორმაცია
-
გაფიცებთ ყველაფერს. აი ამ თემაში ნეგატივი როგორ შეიძლება დაინახოთ? მგლებე
-
წავიდა, წავიდა, წავიდა მეცამეტე რაიონში :დ
-
რუსეთი გაჭრილი ვაშლივით ემსგავსება საქართველოს. რელიგია და პოლიტიკა გადაიხლართა. ავტორიტარიზმს ეს განსაკუთრებით მწვავედ ახასიათებს.
-
"მადლობა ყველას, ვისაც ჩემი უდანაშაულობისა სჯერა" http://www.ambebi.ge/samartali/41443-qmadloba-yvelas-visac-chemi-udanashaulobisa-sjeraq.html მას შემდეგ, რაც "ქურდული ტრადიციების მიმდევრობისთვის" გასამართლებული საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი დემეტრაძე გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის მე-6 საპყრობილეში გადაიყვანეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემეტრაძე საპყრობილეში გაუსაძლისი პირობების გამო თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. გიორგის მისი ადვოკატის, მარიკა ფხალაძის მეშვეობით დავუკავშირდით და შევეცადეთ გაგვერკვია, ამჟამად როგორია მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა. - ასეთ მოპყრობას და ზეწოლას ვერაფრით ვხსნი. რუსთავის მე-6 დაწესებულებაში შესვლის მომენტიდან ჩემსა და ადმინისტრაციას შორის უკმაყოფილება არ ყოფილა, არავისთან მომსვლია კონფლიქტი. დაწესებულებაში შეყვანისთანავე აღმოვჩნდი სრულიად განსხვავებულ და უმძიმეს პირობებში. გაურკვეველია, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი ჩემთან მოვიდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ქალბატონი ლალი აფციაური, რის შემდეგაც ციხის ადმინისტრაციამ ჩემდამი დამოკიდებულება შეცვალა. სამკვირიანი კოშმარის შემდეგ თავს შედარებით კარგად ვგრძნობ. მომეცა ბარათის გამოყენების საშუალება და შევიძინე პირადი ჰიგიენის ნივთები, საკვები. მაქვს ვარჯიშის და გასეირნების საშუალებაც. 3 სექტემბრიდან არსებითად შეიცვალა მდგომარეობა. - გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკანში სამართებელი დაგიდეს და თავის მოკვლასაც აპირებდით... - საშინელი პირობების გამო დეპრესიაში ჩავვარდი და ვიფიქრე, ასე დიდხნას რომ გაგრძელდეს, ვერ გავუძლებ-მეთქი. მას შემდეგ, რაც ჩემმა მოძღვარმა, მამა იოანემ მომინახულა და პირობებიც შეიცვალა, ამაზე აღარ მიფიქრია. ვერ გეტყვით, როგორ მოხვდა ჩემს სასთუმალზე სამართებელი, ვის სურდა ჩემი სიკვდილი... გარდა იმისა, რომ არ მაძლევდნენ ბარათით სარგებლობის საშუალებას, ჩემზე სხვა ზემოქმედება არ ყოფილა. ამ დამოკიდებულებამ ჩემი მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საკვებს ვერ ვყიდულობდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდი ოთხშაბათს და პარასკევს, რადგან ამ დღეებში იყო ლობიო. სხვა დღეებში კი ვჭამდი მხოლოდ ხილს, რომელსაც ახლობლები მიგზავნიდნენ. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. როდესაც ჩემი ადვოკატი მოდიოდა, მრცხვენოდა მასთან პირისპირ საუბარი, შორს ვჯდებოდი, რომ არ შემეწუხებინა - საპონი, კბილის პასტა და ჯაგრისი არ გვქონდა. ამ ყველაფერმა დამთრგუნა... - ითქვა, თითქოს იმისთვის დაისაჯეთ, რომ მეგობარს, დავით გაგნიძეს გამოესარჩლეთ. - გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს გაგნიძე ფიზიკურად შეურაცხყვეს და მე გამოვესარჩლე. მსგავსი არაფერი ყოფილა. გაგნიძეც ამავე დაწესებულებაშია და ჩემი ადვოკატისგან ვიცი, რომ იგი 4 დღეს იყო საკარანტინო რეჟიმში, ანუ ისიც არ სარგებლობდა ბარათით. მე იმ დღესვე ვთხოვე ადვოკატს, განცხადება დაეწერა დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე, რომ მოეცათ ბარათით სარგებლობის უფლება. გაგნიძეს არ დაუწერია, მაგრამ ფაქტია, რომ მას ოთხი დღის შემდეგ მოეხსნა საკარანტინო რეჟიმი, ჩემი კი სამ კვირას გაგრძელდა. საკარანტინო რეჟიმი, საერთოდ, 3-4 დღეს გრძელდება და შეზღუდვებს გულისხმობს. მაგრამ ეს უკვე აღარ იყო საკარანტინო რეჟიმი და თუ ის გაგნიძეს მოეხსნა, ლოგიკურად, მეც უნდა მომხსნოდა. რუსთავის მე-6 დაწესებულება გლდანისას რომ შევადარე, ისეთი განცდა, მქონდა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან საერთო საცხოვრებელში რომ მოხვდები. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირობები უკვე გათანაბრებულია. - გიორგი, გაქვთ იმედი, რომ უზენაესი სასამართლო თქვენს გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს? - უზენაესი სასამართლოსგან ნამდვილად არაფერს ველი. იმედი მაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს ჩემს საკითხს და ისინი მიიღებენ ამ საქმეზე კანონიერ გადაწყვეტილებას. ამ ქვეყანაში სიმართლის პოვნის იმედი არ მაქვს. იმედიანად ვიყავი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვამბობდი, როგორ გამომიტანს მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს-მეთქი. არავინ ყოფილა, ვინც პროცესზე მოვიდოდა და ჩემზე იტყოდა, კრიმინალიაო, განაჩენის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა და ამის შემდეგ სასიკეთოს აღარაფერს მოველი. უბრალოდ, ეტაპებია გასავლელი იმისთვის, რომ სტრასბურამდე მივიდე. - კახი კალაძის გარდა, ამ დღეებში ლეიბორისტებმა გამოთქვეს სურვილი, თავდებში დაგიდგნენ.. - არ ვიცი, ეს რა შედეგს გამოიღებს. რა თქმა უნდა, მახარებს ადამიანების მხარდაჭერა, პატივისცემა და ჩემი უდანაშაულობის რომ სჯერათ. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი უდანაშაულობისა სჯერა. ეს დიდ ძალასა და სტიმულს მაძლევს იმისათვის, რომ ამ ყველაფერს გავუძლო. დიდი სურვილი მაქვს, ნებისმიერმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩემი ბრალდების საქმე შეისწავლოს, გამოიტანოს დასკვნა, რომელიც გავრცელდება მედიასაშუალებებით და ვისაც ჩემს საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი აქვს დარჩენილი, ამ საქმის ფართო ანალიზმა დაარწმუნოს, რომ მე ნამდვილად უდანაშაულო ვარ. - პატიმრობამ თუ შეცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში? - სანამ მძიმე პირობებში ვიყავი, რამეზე ფიქრი შეუძლებელი იყო. ახლა ჩემი დილა ლოცვით იწყება, შემდეგ ვვარჯიშობ. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობდი, იყო ის, რომ მოვხვედრილიყავი რუსთავის 1-ელ ან მე-2 დაწესებულებაში, სადაც ბურთით თამაშის საშუალება მექნებოდა. სამწუხაროდ, ჩაკეტილ და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოვხვდი.
-
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=18-09-2011%2011:14 მრეწველების ჯგუფის მორიგი მასხარაობა. რაღაც გაუგებარი დასუფთავების აქცია. ნაციონალებს მათივე წესებით ეთამაშებიან. აბა უალტერნატივოდ ხომ არ მოიგებდნენ თელავში მიშას ბიჭები? კარგად იციან დამარცხდებიან ,მაგრამ ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის მათი ეს განწირული სულისკვეთება? ყვავს მომავალაში კაკალს გააგდებინებენ ქდმ, პადოშა, მრეწველები,მემარჯვენეები არიან ღია მეძავეები. მათი პატივისცემა არა მაქვს და კეთილი ინებონ და შეეშვან ოპოზიციური პარტიის იმიჯს. თბილისი პატარაა, ყველა ყველაფერს ხედავს.