Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ფორუმ ჯიზე დაწერილი ჩემი პოსტია. მარტივი ენით გადმოვეცი ჩემი აზრის ნაწილი . სტილისტურად გაუმარტავია,მაგრამ იყოს ამ სახით, უფრო ბუნებრივია იქნებ ძირითადი მიზეზი ქვეყნის განვითარების ვექტორი და სახელმწიფო ინსტიტუციების მდგომარეობაა? სააკაშვილი ჩვეულობრივი ჰომო-სოვეტიკუსია, ყოფილი კომკავშირის მდივანი, შევარდნაძის ერთერთი აქტიური პამპერსი, რომელიც როცა მიხვდა საჭირო იყო თავის პოლიტიკურ ბაბუსთან დაპირისპირება, მოახერხა და აქ დაამკვიდრა საკმაოდ უსიამუვნო , ავტორიტარული სიმყრალე. კი ბატონო, მიშამ ძველი ორდენოსანი ინტილიგენციის მაგივრად თავისი ელიტა შექმნა, არასანდო მილიციიის მაგივრად საკუთარი პოლიცია ჩამოაყალიბა ,მაგრამ მან ეს განახორციელა არა "ერზე ზრუნვით", არამედ საკუთარი სკამის გასამყარებლად . სამწუხაროდ ვარდისფერმა ინტელიტამ და ძალოვანებმა მამების თაობას გადაუჯიკრეს მორალურად გაფუჭებულობის კუთხით. ასე რომ საჭიროა მარტივი- დესოვეტიზაცია, მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრება, მაგრამ რომელიც იქნება სტაბილური პოლიტიკური ისტიბლიშმენტის ნაწილი. არ ივარგა ოპოზიციამ. აქ ჩამავალი 3 შენაკადი არის უბინძურესი. ვგულისხმობ ა)"კონსტრუქციულებს" (ახლები,თორთლაძე, ქდმ, დავითაია და სხვა ბალასტი, რომლებიც სახელისუფლებო ცხოვრების ნაწილია და მათი მეშვეობით ხდება ოპოელექტორატის დაბნევა) ; 2) ლიზუნებს ( რუსეთის ხატი რომ უდევთ სახლში და ცდილობენ ჩრდილოელ მეზობელს გააკეთებინონ თავიანთი პოლიტიკური კარიერა), 3) გაყიდულ ფარისევლებს( არ დავასახელებ ვის. აი დილით რომ მიტინგზე მიშას აგინებენ და საღამოს მაგის კანტორაში ვაჭრობენ) ჩემთვის ეს ხალხი არაა ოპოზიცია, არაა ალტერნატივა ,ესაა პოლიტიკური ჭუჭყი , რომელიც უნდა ჩამოვიბანოთ. დღეს არ დგას პრობლემა რუსეთი თუ ამერიკა , ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მემარცხენეები თუ მემარჯვენეები. პრობლემა ტრივიალურია - ან ნეობოლშევიზმი ან დალაგებული ქვეყანა. სააკაშვილი არის წარსული, ერთი რეტროგრადი ტიპი . შესაძლებელია ის შეიცვალოს სხვა ჯუჯა პოლიტიკანით ან თუნდაც პრორუსული ტიპით, მაგრამ მისი სისტემაა ძალიან საშიში. ამაზეა საუბარი , ეს მაწუხებს და არა იქნება თუ არა ენ პოლიტიკოსი სკამზე. თუ საზოგადოებამ ეს აიტანა, შეეგუა, გადაყლაპა , საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება ან რუსულ პოლიტიკურ სივრცეს ან იქნება საზიზღარი, უპერსპექტივო სახელმწიფო. თვალები გავახილოთ, ესაა სიმართლე. გადახედეთ თელავის არჩევნებს. სახელმწიფო ბიუჯეტს, ამომრჩეველთა მოსყიდვას , საარჩევნო კორუფციას ვინმე მოერევა ავტოდრაფტით? არ იციან გგონია?....მაგრამ ფული ბაბა ფული და ამიტომ დროა დავფიქრდეთ, რა გველის, დააკვირდით ე.წ მიშისტების აზროვნების მუტაციას და დაფიქდით, ეს ხალხი პროგრესისისკენ წაგვიყვანს . უკან დაგვრჩება საუბრები,თუ ნემსში რამდენი კონსტრუქციული მოექცევა. ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ. :|
  2. მარიონეტები აქ ფესვებს ვერ გაამაგრებენ თუ........
  3. http://www.lifenews.ru/news/70938#content ძალოვანები თედეევის სახლს უტევენ და ცხინვალში ბანდიტებს შორის სერიოზული გაურკვევლობაა
  4. ასაწყისშივე ვიტყვი, მე ვარ ანარქისტი და ჩვენი, ანარქისტების მთავრი მიზანი არის საზოგადოების აშენება თავისუფლების, თანასწორობის, თვითმართველობის, თვითორგანიზების, სოლიდარობისა და ფედერალიზმის პრინციპებზე და არა ის მარაზმი რასაც ვიდეოში ამბობენ! ჩვენ გავუგზავნეთ მიმართვა გაფიცულ მუშებს( მიმართვის ტექსტი იხილეთ აქ) სადაც ვწერდით რომ მუშებს სოლიდარობას უცხადებს “რკას”-ის საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, ისრაელის, გერმანიის, ლატვიის და ბულგარეთის სექციები და ეს ასეცაა, ჩვენ მათ, ყველას გავაგებინეთ საქართველოში მომხდარი უსამართლობისა და ჩაგვრის შესახებ... ისინი კი იქაურ მუშებში გაავრცელებენ! რის შემდეგაც რეალტვ "დაინტერესდა" ჩვენით და მოამზადა ასეთი ბინძური სიუჟეტი http://www.myvideo.ge/?video_id=1480361 სადაც უკრაინულ ორგანიზაციას(რომელიც ჩვენთვის არის არაკონტროლირებადი საინფორმაციო კავშირი სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან) ასაღებენ რუსულად, ჩვენ შეიარაღებულ ბანდად გვრაცხავენ რომელიც სადღაც იწვრთნება(რუსეთში ალბათ )... ვიდეოში(რომელსაც ჟურნალისტი მოპოვებულ მასალად ასაღებს) არ ვართ ჩვენ, აღებულია იუთუბიდან! სურათები კი არის პირველ მაისს გადაღებული სადაც ხალხს ვახსენებდით პირველი მაისის ისტორიას... ტექსტი აი ეს იყო http://www.facebook.com/note.php?note_id=126962787380943 ისე იმაზე კი გამეცინა საშიში ტონით რომ თქვა ისინი ხმამაღლა აცხადებენ რომ არიან ანარქისტებიო... იქ სურათში კარგად წერია, სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია, გაეპარათ ალბათ, მართალია, ჩვენი აზრი სწავლა მართლაც არ უნდა იყოს მდიდრების პრივილეგია! მე კი ვუკავშირდები კანადელ, ბერძენ ფრანგ და სხვა სტუდენტებს, ვაცნობ აქ არსებულ მძღნერს და ვიგებ რას აკეთებენ... ინებეთ ვისაც არ გეზარებათ კითხვა, განსაკუთრებით საინტერესო ლიბერტარული პედაგოგიკაა, ამ პრინციპებით გვინდა მოხდეს განათლება http://pirdapirimoqmedeba.wordpress.com/
  5. რუსეთი vs საქართველო. რა გვაერთიანებს და რა გვყოფს? როგორ წარმოგიდგენიათ პერსპექტივა?! რეალურად რა განსხვავებაა ქართულ და რუსულ პოლიტიკურ აზროვნებებს შორის? ვინ ვართ ჩვენ და ვინ არიან ისინი? რატომ ემსგავსება ქართული პოლიტიკური მოდელი პუტინიზმს ? რითი ჯობია ნაციონალური მოძრაობა ედინაია რასიას, იმედი ენტევეს ან სააკაშვილი პუტინს?! საით მიდის რუსეთი და საით ჩვენ? შევადაროთ ამ 2 სახელმწიფოს შინაგანი მდგომარეობა და აღნიშნულთან დაკავშირებული ფაქტორები. კარგი იქნება იგივე კონტექსტში გავიაზრებთ ბალტიისპირულ ან აღმოსავლურ ევროპულ არჩევანს . თხოვნა მაქვს, თემას ნუ მიეკარებიან ნებისმიერი პოზიციის არაადეკვატური,აფექტური ტიპები.მათი აზრები საინტერესო არაა.
  6. ხელისუფლების ანტირუსილი რიტორიკა მხოლოდ დემაგოგიაა.
  7. მეგობრებო,ერთი ასეთი იდეა გამიჩნდა. ხომ არ გავაკეთოთ თემატური ჯგუფები ფეისბუქზე მაგალითად: პლანეტა ჯი ფეხბურთი, პლანეტა ჯი თავისუფალი თემა, პლანეტა ჯი შემეცნება,პლანეტა ჯი ვვვ სამყარო.საკმაოდ რთულია,მაგრამ თუ გექნებათ სურვილი,არაა მგონი ურიგო.გაერტიანდებიან მხოლოდ თემატიკით დაინტერესებულები.
  8. სეოთი მეც ვინტერესდები ნელნელა :დ ბლოგის ერთი მკითხველი გეყოლებათ . http://seoforgeorgians.com/
  9. Nino Rostomashvili კარგი სტატიაა უმეტესწილად ეს ნიუანსები ჩემთვის ცნობილია,მაგრამ რამდენიმე დეტალი მაინც ვიპოვე. ყველას ვურჩევდი წაიკიტხოს, სამუშაოს გაიადვილებენ. ტქვენ კი ხშირად გვესტუმრეთ.
  10. კარგი თემაა ,მაგრამ მე დაგაკვირდებით შედარებით ახალგაზრდებს
  11. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის 133-ე სეზონი რობერტ სტურუას სპექტაკლით "ნადირობის სეზონით" გაიხსნა. დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნა თამაზ ჭილაძის პიესაზე აწყობილი ერთმოქმედებიანი ტრაგიკომიკური ფანტასგამორია. "ნადირობის სეზონზე" მონაწილეობდნენ რუსთაველის დასის მსახიობები ია სუხიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, ზუკა პაპუაშვილი, სანდრო მიკუჩაძე... როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსახიობებმა განუცხადეს, ეს არის სპექტაკლი, რომელიც დროს დარჩება. "ვერ წარმოგვიდგენია ბატონი რობიკოს გარეშე თეატრი. ყველანი ბედნიერები ვართ, რომ მასთან ვთანამშრომლობთ. მისგან ვსწავლობთ და მისივე სპექტაკლში ვთამაშობთ. რაც შეეხება, იმ საკითხს, რომ დასრულდა თუ არა სტურუას მუშაობა რუსთაველის თეატრში გეტყვით, რომ არა", - აღნიშნავს გოგა ბარბაქაძე. "რობერტ სტურუას სპექტაკლებს პოლიტიკური სარჩული უდევსო, რომ ამბობენ აბა სად ნახეს აქ პოლიტიკა? ხალხი ფეხზე იდგა და ტიროდა. ცრემლები ვერც მე შევიკავე ეს არ იყო დამშვიდობება, მინდა ვიფიქრო, რომ ეს თეატრის სეზონის ლამაზად გახსნის ემოციაა", - ამბობს "ნადირობის სეზონის" ერთადერთი მსახიობი ქალი ია სუხიტაშვილი. სცენაზე რამდენჯერმე გამოიყვანეს სტურუა. ცრემლი და ოვაციები არ წყდებოდა დარბაზში. მსახიობებმა ხელში აიყვანეს რეჟისორი და მაესტროს ბუტაფორიასთან ერთად სამახსოვრო კადრებიც გადაიღეს. ყველა ტიროდა... ტიროდა რეჟისორიც... რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო? ამ კითვაზე თავად რეჟისორი თავს აქნევს და იღიმის. "არ შემიძლია რამის თქმა. ემოციების ქვეშ ვარ", - აღნიშნავს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სტურუა და დასთან ერთად ფოტოს გადასაღებად სცენაზე კიდევ ერთხელ შედის. "არც ერთი სიტყვა არ იკმარებს იმ ემოციების გადმოსაცემად რაც სპექტაკლის შემდეგ ხდებოდა. მე სპექტაკლის რაობაზე აღარ ვლაპარაკობ, ეს იყო ნამდვილი გამოთხოვება ჩვენი მაყურებლისა ასეთ დიდ ხელოვანთან. მე ვხედავდი პარტერში ცრემლებით სავსე თვალებს და აქვითინებულ ხალხს. იგივე ხდებოდა სცენაზე და იგივე ჭირდა ბატონ რობერტსაც. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკარგია. ვინც ასე არ თვლის ეს მისი უბედურებაა", - ამბობს მარინა ჯანაშია. მსახიობ ჯემალ ღაღანიძე კი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სხვებისგან განსხვავებით 23 სეტქმბერს რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გამოსამშვიდობებელ დღეს არ უწოდებს. "არ მინდა ეგ რომ დავიჯერო. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ზოგიერთებივით ცრემლებს არ ვღვრი. მე ვიცი, რომ რობიკო ჩვენი თეატრის გარეშე ვერ გაძლებს, იმიტომ რომ 48 წელი ცოტა არ არის. ვფიქრობ ეს დროებითი ამბავია, ისევ დაბრუნდება რობიკო და არის ამის ნიშნები, რომ ისევ დადგას სპექტაკლები. ის დირექტორი იქნება, სამხატვრო ხელმძღვანელი თუ მეხანძრე ამას ჩვენ თეატრში მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იყოს და სპეტაკლები დადგას", - ჯემალ ღაღანიძე. "ნადირობის სეზონი" თამაზ ჭილაძის პიესაზე სტურუასეული ხერხებით გადმოცემულია. ამ ყველაფერს კი ჭილაძე ქართული თეატრალური ისტორიის შედევრს უწოდებს. http://ghn.ge/news-51030.html "ეს არის მომავლის სპეტაკლი. მე ვიტყოდი შედევრია ქართულ თეატრალურ ისტორიაში. ვერ ვხედავ რუსთაველის თეატრს რობერტ სტურუას გარეშე. ჩემი მეხუთე ნაწარმოები დადგა რობიკომ. ძალიან ძნელია ჩემთვის, არც ერთი რომ არ დაედგა იმხელა ხელოვანია, რომ როგორ უნდა გავუშვათ მე არ ვიცი. ძალიან მეტკინა გული ეს ამბავი რომ მოხდა. ეს ხომ ჩვენი, ჩემი და შენი თეატრია, მაგრამ არ ვიცი როგორი იქნება ხვალ", - აღნიშნავს თამაზ ჭილაძემ. ემოციებს ვერ მალავდა ნიკუშა შენგელაიაც. "ძალიან საინტერესო სპექტაკლი, ძალიან საინტერესო აქცენტები და ძალიან ემოციური იყო. ეს ყველაფერი ასახავს იმას, როგორც რობიკოს მოექცნენ. მან თავისი სიტყვა თქვა, რობიკო და ეს თეატრი დარჩება და მავნები წავლენ", - აღნიშნავს ნიკუშა შენგელაია. თეატრში განვითარებულ მოვლენებზე კომპოზიტორი გია ყანჩელი არ საუბრობს, თუმცა, რეჟისორის გვერდით დგას და მეგობრულ რჩევებს უზიარებს. უთქმელად დატოვა დარბაზი რუსთაველის თეატრის დირექტორმაც ზაალ ჩიქობავამ და თავის კაბინეტში შეიკეტა. შეგახსენებთ, რომ "ნადირობის სეზონის" საპრემიერო ჩვენებები 24, 25 და 29 სექტემბერს გაიმართება. "ნადირობის სეზონი" ასევე ნაჩვენები იქნება 29 სექტემბერტს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანის თანხხლებით. და მაინც მშვიდობით მაესტრო თუ შეხვედრამდე?
  12. http://ghn.ge/news-51018.html პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს პალესტინის გაეროს ოფიციალურ და სრულუფლებიან წევრად აღიარების შესახებ განაცხადი გადასცა. "თავმჯდომარე აბასმა ახლახანს გაეროს გენერალურ მდივანს თავისი განაცხადი გადასცა", _ იუწყება გაეროს პრესსამსახური. შეგახსნებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ პალესტინის მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოში დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების დასასრულის მაუწყებელი იქნება და მოლაპარაკებებისთვის ადგილი "ნაკლებად დარჩება".
  13. http://ghn.ge/news-51028.html აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ მიიღო დასტური თანამგზავრი UARS-ის დედამიწაზე ჩამოვარდნის შესახებ. NASA-ას ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია სად ჩამოვარდა თანამგზავრი. გავრცელებული ინფორაციით, NASA მოსახლეობაში შესაძლო ზარალის ან სხვა შედეგების გარკვევას, რომელის გამოწვევა თანამგზავრის ჩამოვარდნას შეეძლო Twitter-ის დახმარებით ცდილობს. NASA-ას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "თუ თანამგზავრი დედამიწაზე დაეცა (რაც დიდი კითხვისნიშნის ქვეშაა), მაშინ სავარაუდოდ, მისი ტრაექტორიიდან გამომდინარე, ეს მოხდა კანადაში". აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო შეახსენებს ყველას, რომ ნამსხვრევები წარმოადგენს "აშშ-ის კუთვნილებას" და და მათ დაბრუნებას ითხოვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კანადის ორი ქალაქის - ოკოტოქსისა დალეტბრიჯის მოსახლეობა აკვირდებოდა თუ როგორ მოემართებოდა თანამგზავრი ციდან დედამიწისკენ. შგახსენებთ, რომ 1991 წლის 15 სექტემბერს კოსოსში გაშვებული თანამგზავრის წონა 6,5 ტონაა, ხოლო სიგრძე 11 მეტრი. თავდიდან გასაზღვრული იყო , რომ თანამგზავრი ორბიტაზე 3 წელი იმუშავებდა, მაგრამ ის ექსპლუატაციიდან ხოლოდ 2005 წელს მოხდნეს. NASA-ას გათვლებით თანამგზავრს ატმოსფეროში შემოსვლისას ცეცხლი უნდა გასჩენოდა, მაგრამ მისგან 26 კომპონენტი "უნდა გადარჩეს", რომლის საერთო წონა 532 კგ-ია. გაფანტული ნამსხვრევების მასა სავარაუდოდ 804 კგ იქნება.
  14. ესაა ხომ? http://a1.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/27870_128993840462293_100000550331083_229085_2637680_n.jpg
  15. ვიდეოებს ვერ ვუყურებ :|
  16. FRIDRIX გთხოვ კორექტულად mrgogi თქვენც აგრეთვე.იმედია გაგებიტ მოეკიდებით ადმინისტრაციის თხოვნას.
  17. არა.ნუკრი,ეს კაცი ეთნიკურად აფხაზია და ყოველთვის ცდილობს თავისი ხალხის პოზიციები დაიცვას. აბა დააკვირდი ;) ეს გასაგებია,მაგრამ ყველაფერი ისე არაა,ხშირად როგორც წერს
×
×
  • შექმენი...