-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
12 - 13 საუკუნეებში ტერმინს - აფხაზი 3 მნიშვნელობა ჰქონდა
lasha_alo replied to mrgogi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს ავტორი საკმაოდ სუბიექტურია.მეურე უკიდურესობაა -
ვინც ფაცეზე ხართ ამის წინააღმდეგ ამოიღეთ ხმა
lasha_alo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მიუღებელია -
სეთინგებიდან დააყენე .
-
საინტერესო სპამი :დ ჩვენი გუნდი არის უნიკალური პროდიუსერი ხარისხის ყალბი დოკუმენტების. ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ ორიგინალი მაღალი ხარისხის ყალბი პასპორტების , მართვის მოწმობების, ლიცენზიების, პირადობის მოწმობა , შტამპები და სხვა პროდუქტების რიგი ქვეყნების მსგავსად,: ამერიკა , ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, კანადა, იტალია , ფინეთი, საფრანგეთი , გერმანია , ისრაელი , მექსიკა, ჰოლანდია , სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო . ეს სია არ არის სრული. რათა მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია და განათავსეთ მიზნით იხილეთ ჩვენი საიტი : http://@@@@@@@@ თუ გსურთ შეუკვეთოთ ჩვენი ყალბი დოკუმენტები , გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ჩვენს E-mail: General support: support@მმმმმ Technical support: tech@კკკკკკკ ვაი :|
-
რისთვის დააკავეს შორენა ხანგოშვილი?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://ick.ge/ka/articles/7959-2011-09-19-16-03-35.html ჩემი ყოფილი კოლეგა შორენა ხანგოშვილი ოთხი დღეა დაპატიმრებულია. მის დასაკავებლად 16 სექტემბერს, ახმეტაში, სოდ-ის 20-ზე მეტმა თანამშრომელმა სპეცოპერაცია ჩაატარა. მეგობრები დღეს გამომიტყდნენ, რომ შორენამ რაღაც იცის, რის გამოც ის დააპატიმრეს, ოღონდ ეს არც მის ძებნილ ძმას და არც წლების წინ ხეობაში მომხდარი მკვლელობის გამო შესაძლო შურისძიებას არ უკავშირდება. მითხრეს, დაიფიცეს, რომ ჯერ არაფერს იტყვიან და დღეს მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ ის მძევალია. არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ მათ ნათქვამში ეჭვი შევიტანო, მითუფრო როცა გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით, შორენას დაკავებას, ჩხრეკას არც მოწმეები დაასწრეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია არავითარი მტკიცებულება. უფრო მეტიც, შსს-ც და მთავარი პროკურატურაც ბრალდების შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავენ. სინამდვილეში რა გახდა შორენას დაკავების მიზეზი, ამას, პანკისში, ხვალ იმ შემთხვევაში გაახმაურებენ თუ შორენა არ გაათავისუფლეს. იმედი აქვთ, რომ ხვალ შორენა პანკისში დაბრუნდება. თუ არა, ისინი ხალხმრავალი აქციების გამართვას აპირებენ, პანკისშიც და თბილისშიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. საპროტესტო აქციები პანკისში უკვე ორი დღეა იმართება. დღეს, პოლიციაზე მეტად ახმეტის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსმა ბელა მარუქაშვილმა იაქტიურა. დუისის სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს აქციაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა, თუ მაინც გახვალთ, სამსახურიდან გაგყრითო. მასწავლებლებზე მეტი სითამამე მოსწავლეებმა გამოიჩინეს. როცა გაიგეს, რომ მასწავლებლები დააშინეს, მესამე გაკვეთილზე საკლასო ოთახები დემონსტრაციულად დატოვეს და აქციას შეუერთდნენ. პოლიციის ჯგუფები პანკისის ხეობაში დილიდანვე პატრულირებდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც აქციას ზურგზე ჩანთამოკიდებული ბავშვები შეუერთდნენ, სამართალდამცავები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. თითოეული ბავშვის ვინაობას ბლოკნოტში იწერდნენ. აქციის თითქმის ყველა მონაწილე აღრიცხეს. აქციის მონაწილეები აპირებდნენ, დახმარება ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისთვის, პეტრე ცისკარიშვილისთვის ეთხოვათ. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ რომ ცისკარიშვილმა დაკავების შემდეგ შორენას ნარკობარიგა უწოდა. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ გამიკვირდებოდა, ცისკარიშვილს ეს განცხადება, სადმე ოფიციალურად რომ გაეკეთებინა, მაგრამ პეტრე შორენაზე რომ იტყვის ნარკობარიგააო, ცინიზმს და უსაფუძვლო ბრალდებებსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი? ამ ორი დღის განმავლობაში ვნახე და დავრწმუნდი, რომ პანკისის ხეობაში ხალხი შეშინებულიც არის, შეურაცხყოფილიც და აღშფოთებულიც. ბოლო პერიოდში, რაც ხეობაში ტრადიციული ისლამის მიმდევრებსა და ე.წ. ვაჰაბისტებს შორის დაპირისპირებაა, ისინი ერთად არსად მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ პანკისის ხეობაში, ყოველთვიურად, რამდენიმე დღე მაინც მიხდება მუშაობა. გუშინ, ორივე მეჩეთის იმამმა მორწმუნეებს შორენას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დღეს, ხეობის მაცხოვრებლები ხელისუფლების მისამართით ზიზღს და სიძულვილს ვერ მალავდნენ. ვიდეომასალის დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტებმა პანკისის ხეობაში გადაიღეს, არ გამოვაქვეყნეთ. პანკისში დაძაბული ვითარებაა. ამ სიტუაციას ვერც მარუქაშვილი განმუხტავს მასწავლებლების დაშინებით, ვერც ადგილობრივი პოლიცია და ვერც ის ვერტმფრენი, დღეს პანკისის ხეობას თავზე რამდენჯერმე რომ გადაუფრინა. გელა მთივლიშვილი -
ერთადერთი თამაში, რომელსაც ვთამაშობ :TAT:
-
ფეისბუქთან მსგავსება დიდია
-
-
ყველას ვეპატიჟებით
-
აბსოლიტურად ყველას
-
გვერდთან ერთად იარსებებს ჩვენი ჯგუფი. ჩვენ შეგნებულად არ დავამატეთ ასეულობით ადამიანი,ვისაც მოესურვება ,დაემატოს თვითონ http://www.facebook.com/groups/278484032174540/ შემოერთდით. გაიგებთ თემების შესახებ, იქაც ვისაუბრებთ.მოკლედ მგონი არაა ურიგო საქმე ჩვენი საიტისათვის.
-
სოციალური ქსელი "google plus" პოზიციებს კარგავს. ყოველდღიურად გამოქვეყნებული საჯარო შეტყობინებების (პოსტების) რაოდენობა სამჯერ შემცირდა. ამ ინფორმაციას 15 სექტემბერს კომპანია "89n" აქვეყნებს. კომპანიის მონაცემებით, მიმდინარე თვეში, ერთ მომხმარებელზე საშუალოდ 0,4 გამოქვეყნებული პოსტი მოდის, ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი 0,68 შეადგენდა, ხოლო საიტის გახსნის დროს 1,4. „მომხმარებლებს არაფერი აქვთ სათქმელი google plus-ში"-ამბობენ ექსპერტები. „google"-მ სოციალური ქსელი 2011 წლის ივნისში აამოქმედა. შემქმენელების აზრით, მას კონკურენცია „facebook"-ისთვის უნდა გაეწია. „google+" პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვინდა გადმოვცეთ ქსელში ინფორმაციის გაცვლის ყველა ნიუანსი და სიმდიდრე", აცხადებდა "google"-ს ინჟინერული განყოფილების ვიცე- პრეზიდენტი ვიკ ჰანდოტრა. „facebook"-ის მსგავსად „google plus"-იც იძლევა ფოტოების, შეტყობინებებისა და კომენტარების გაცვლის საშუალებას, გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ მეგობრები გააერთიანონ ე.წ „წრეებში" და თითოეულ წრეს განუსაზღვრონ ინფორმაციაზე წვდომის უფლება. http://www.media.ge/ka/node/42390 სულ რაღაც რამდენიმე თვეში „გუგლ პლუსის" აუდიტორია 25 მლნ -მდე გაიზარდა, თუმცა ინფორმაციის გაცვლის ფართო შესაძლებლობას ისინი, არ იყენებენ. დაეცა საჯარო შეტყობინებათა რაოდენობაც, მიუხედავად ფუნქცია „+1"- ისა, რომელზე დაჭერის დროსაც მომხმარებელს შეუძლია გაიზიაროს „google plus"-ში ის ინფორმაცია, რომელიც მას ინტერნეტში მოეწონა. სოციალურ ქსელს ვერ დაეხმარა "google"-ს ექაუნთის მიკრობლოგ twitter-ზე მიბმის შესაძლებლობაც. კომპანია 89n მომხდარს იმით ხსნის, რომ „მომხმარებელს ახალი „სათამაშო" მაშინვე მოსწყინდათ, რაც მათ კაშკაში შეწყვიტეს". საჯარო პოსტების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ მომხმარებელი "google plus"-ს მხოლოდ პირადი შეტყობინებების გასაგზავნად იყენებს, რასაც კომპანია ნაკლებ დამაჯერებლად მიიჩნევს. bizSmart.com-ის ინფორმაციით, "facebook" უშვებს ახალ ფუნქციას, რომელიც "google plus" მსგავსად შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას „მეგობრების წრე". მომხარებლებს საშუალება ექნებათ გაცვალონ ინფორმაცია, არა ყველასთან, არამედ წინასწარ განსაზღვრულ მეგობრების ჯგუფთან. ფუნქცია ნაწილობრივ ავტომატიზირებული იქნება. პროფილში მითითებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფეისბუქი თავად შექმნის კოლეგების, ოჯახის წევრების სიას, , რომელსაც შემდგომ მომხარებელი დაარედაქტირებს.
-
ასეთ დროს კოსმოპოლიტი ვარ
-
კონსერვატორებმა ხმა ნაციონალებს მისცეს
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX რეგიონში აგრესიულობა კი არა აქტიურობაც ძნელია -
საქართველო და რუსეთი- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თემა
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://epn.ge/?p=79479 კალანდაძე: მთელ რიგ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, აქვს დაინტერესება, რუსეთი ვმო-ში წლის ბოლომდე გაწევრიანდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მთელ რიგ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს აქვს დაინტერესება, რომ რუსეთი ვმო-ში წლის ბოლომდე გაწევრიანდეს. ამის შესახებ განცხადება, კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ორგანიზაციას აქვს უნარი რუსეთი ცივილიზებული მოთამაშე გახადოს, ხოლო ის ფაქტი რამდენად წარმატებული აღმოჩნდება რუსეთის გაწევრიანება, ეს თავად ქვეყანაზეა დამოკიდებული. ვაი -
კონსერვატორებმა ხმა ნაციონალებს მისცეს
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფრიდრიხ,რას გვიხეთქავ ამ ოპოებს გულს :nekro: ? -
აუ მქონდა ის კასეტა, დამიზიანდა . მოვძებნი აპა ნეტში თუა :nekro: ეს მაგარი ეზემპლარია :TAT:
-
-
ხანდახაბნ ვერ გაიგებ ვისი ვისაშია. აქ ერთი პრობლემაა, რეგიონებს პარტიები ხშირად ვერ აკონტროლებენ და ამას ხელს ნაცბანდაც უწყობს ხელს http://ick.ge/ka/rubrics/politics/7940-2011-09-19-07-24-16.html თელავის საარჩევნო ოლქში, კონსერვატიული პარტიიდან საუბნო - საარჩევნო კომისიების წევრებმა, თავმჯდომარეების არჩევის დროს ხმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მისცეს. თელავის საარჩევნო ოლქში სულ 54 საარჩევნო უბანია. კონსერვატორებმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მხარი 22 საარჩევნო საარჩევნო უბანში დაუჭირეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით მკალავიშვილმაც დაუდასტურა. უნდა აღინიშნოს, რომ კონსერვატიული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გივი რაზმაზიშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის ყოფილი გამგებელია. რაზმაზიშვილი კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, გიორგი სიბაშვილთან მეგობრობს.
-
საკმაოდ დაძაბული ფონია. თურქეთის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ ის ებრაელებს აღარ ენდობა. დიპლომატიური ურთიერთობა რეალურად შეწყვეტილია. არადა ორივე ქვეყანა ამერიკულ ბანაკშია. მოხერხდება ცეცხლის ჩაქრობა ? როგორ განვითარდება პროცესები? http://www.inopressa.ru/article/16Sep2011/sueddeutsche/tur.html
-
http://inopress.ru/article/19Sep2011/foreignpolicy/Abkhaz1.html Foreign Policy http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fa/AndreyIllarionov_-_RussiaMeeting-2003.jpg/200px-AndreyIllarionov_-_RussiaMeeting-2003.jpg
-
http://ghn.ge/news-50644.html ნიკარაგუას - 130 ავტობუსი და 1 ვერტმფრენი. ვენესუელას - რუსეთთან კონტრაქტები ენერგეტიკისა და იარაღის მიწოდების სფეროებში და რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სარგებელი. ნაურუს - 50 მილიონი დოლარი. ყოველივე ეს მოყვანილია ინტერნეტგვერდ "WikiLeaks"-ის მიერ ამერიკელი დიპლომატების იმ დეპეშებეში, რომლებიც საქართველოს მიერ თავისი ოკუპირებული რეგიონების "არაღიარების" პოლიტიკას ეხება. "WikiLeaks"-ის გამოქვეყნებულ მასალებში კარგად ჩანს აშშ-ს მიერ გაწეული ძალისხმევა მაშინ, როდესაც ლათინული ამერიკის ქვეყნებმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების სურვილი გამოთქვეს. მაგალითად, 2010 წლის იანვარში აშშ-მ გაიგო, რომ ეკვადორი სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. ამერიკელებმა დაუყოვნებლივ მიმართეს ჩილეს, პერუსა და არგენტინის მთავრობის წევრებს, იმისათვის რათა მათ ეკვადორზე გავლენა მოეხდინათ. შედეგად, მალევე ეკვადორმა თავის განზრახვაზე უარი თქვა. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ ქვეყნებმა რომლებმაც საქართველოს ორივე სეპარატისტული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს ეს მოსკოვის ზეწოლითა და გარკვეული "ქველმოქმედების" გაწევის შემდეგ გააკეთეს. კერძოდ, ნიკარაგუამ რომელმაც რუსეთს პირველმა "მიბაძა" აღიარების სანაცვლოდ მოსკოვიდან 130 ავტობუსი და ორტეგასათვის ერთი ვერტმფრენი მიიღო. "რუსეთმა "ქველმოქმედების სახით" მანაგუას 130 ავტობუსი და პრეზიდენტ ორტეგას ტრანსპორტირებისათვის ერთი ვერტმფრენი გამოყო", _ ნათქვამია დოკუმენტებში. ვენესუელამ აღიარების სანაცვლოდ რუსეთთან ენერგეტიკისა და იარაღის მიწოდების სფეროებში რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა და ამით რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი "იშოვა". ყველაზე "კომედიურს" ამერიკელი დიპლომატები საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას - ნაურუს მხრიდან უწოდებენ. ამ აღიარებით ნაურუმ შოკში არა მხოლოდ ამერიკელები ჩააგდო, არამედ მისი მთავარი პარტნიორი - ავსტრალია. აღიარების სანაცვლოდ ნაურუმ რუსეთისგან 50 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. დოკუმენტებში მოყვანილია კომენტარი, რომელიც რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა მაშინ გააკეთა: "ალბათ, იქ წინასაშობაო ფასდაკლება იყო და რუსებმა შეძლეს აღიარების სულ რაღაც 50 მილიონ დოლარად ყიდვა. მიმაჩნია, რომ სერიოზულად თუ შევხედავთ ამას ეს უფრო კომედიას მაგონებს... ეს არაფერს ცვლის საერთაშორისო პოლიტიკაში და თუ ვინმე ბედნიერია იმით, რომ ნაურუ - რომლის შესახებაც ორი დღის წინ არავინ არაფერი იცოდა ნიკარაგუასა და ვენესუელას შეუერთდა, იყოს ბედნიერი. მიმაჩნია, რომ ეს სინამდვილეში არაფერს შეცვლის". დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ყველაზე მეტად საქართველო ბელორუსის მხრიდან "აღიარებას" უფრთხოდა და შიშობდა, რომ ამას შესაძლოა დსთ-ს ქვეყნებს შორის "ჯაჭვური რეაქცია" გამოეწვია - საფრთხის შემცველ ნუსხაში მოხდა ყველა - უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის გარდა. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და მოუწოდებდა აშშ-ს დაეინტერესებინა ბელორუსი ახალი პროექტებით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას თქმით, მინსკზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მაგრამ ლუკაშენკო აცნობიერებდა, რომ მოსკოვური "ჰონორარი" ერთჯერადი იქნებოდა და შესაძლო დანაკარგების საპიწონედ ვერ გამოდგებოდა. საქართველო ბელორუსის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამიდან გამორიცხვა მოითხვა, იმ შემთხვევაში თუ ის გარისკავდა და სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ასეთი სცენარი სავსებით რეალური იყო, მით უფრო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო აპირებდა პროგრამიდან გასვლას. შედეგად ბელურუსმა აღიარების საკითხი "უკეთესი დროისათვის" გადადო.