Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ხმეტაში ყოფილი ჟურნალისტი შორენა ხანგოშვილი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, სამართალდამცავებმა დაკავებისას შორენა ხანგოშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს. სპეცოპერაცია ახმეტის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გუშინ ჩატარდა. პანკისის ხეობის მაცხოვრებლების თქმით, შორენა ხანგოშვილის დაკავება მის ძმას მუსლიმ ხანგოშვილს უკავშირდება, რომელსაც საქართველოს შს სამინისტრო რამდენიმე წელია ეძებს. „პოლიციას იმედი აქვს, რომ შორენა ხანგოშვილის დაკავების შემდეგ ძებნილი მუსლიმ ხანგოშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდება“, – ვარაუდობენ დაკავებულის ახლობლები. შორენა ხანგოშვილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა. ამჟამად ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტში იყო დასაქმებული და პანკისის ხეობაში ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. მას მეთორმეტეკლასელი შვილი ჰყავს. შორენა ხანგოშვილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აქვს დამთავრებული ჟურნალისტიკის სპეციალობით და სხვადასხვა დროს კახეთის რეგიონულ გამოცემებში მუშაობდა. ის აქტიურად აშუქებდა პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. როდემდე შეიძლება ავიტანოთ ასეთი პირდაპირი უნამუსობა?
  2. კუკავა ებრალიძეს მადლობას უხდის. ინტერნეტში მისი პარტია საკმაოდ აქტიურობს. მისი ოპონენტები: პანფილოვის ბლოგი: http://olegpanfilov2.livejournal.com/2526125.html დრონი ჯის ინფორმაცია: http://droni.ge/?m=9&AID=4233 კახა კუკავას პოლიტიკური თვალსაზრისით სენსაციური განცხადებები რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის შესახებ რუსულმა პრესამ წამსვე აიტაცა და ამ წუთებშიც ისე წარმოაჩენს, როგორც ქართული ოპოზიოციისა და საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების თაობაზე განცხადებები კახა კუკავამ დღეს გააკეთა. აი, როგორ გააშუქა მისი თვალსაზრისი რუსულმა საქმიანმა ინტერნეტგაზეთმა “ვზგლიადმა”: „რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება შესაძლებელია, თუ მათ არ დავუძახებთ მონღოლოიდებს და თათრებს, თუკი არ დავუმიზნებთ ნატოს რაკეტებს, თუკი არ მოვუწყობთ პროვოკაციებს, როგორც ამას 2006 წლიდან მიხეილ სააკაშვილი აკეთებს”, - თქვა მან. კახა კუკავას თქმით, რეგულარულმა შეხვედრებმა რუს პოლიტიკოსებთან დაარწმუნა, რომ “რუსეთი მზადაა შემხვედრი პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ განათავსებს თავის ტერიტორიაზე უცხოურ სამხედრო ბაზებს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც ლობირებას უწევს მიხეილ სააკაშვილი. “ჩვენ გვაქვს შემუშავებული კონცეფცია, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთში”, - დაამატა კახა კუკავამ და იქვე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების “რეცეპტიც” გაამხილა: “ჩვენი მთავარი პრინციპი იმაში მდებარეობს, რომ რუსეთს საქართველოში არა ჯაშუშები და მარიონეტები, არამედ მოკავშირეები სჭირდება და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დაეხმარება საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იურისდიქციის აღდგენაში”, - თქვა კუკავამ. “თუკი რუსეთი მხარს დაუჭერს საქართველოს სწრაფვას აფხაზებთან და ოსებთან ინტეგრაციისთვის, აშშ-ის პოლიტიკისადმი საზოგადოების მხრიდან მზარდი ინდიფერენტულობის გათვალისწინებით, მთელი ქართველი საზოგადოება მზად იქნება რუსეთთან სტრატეგიული სამოკავშირეო აქტის ხელმოსაწერად”, - დაასკვნა “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა. თქვენი აზრი. კუკავას აქვს რაიმე შანსი და ეტანხმებით მის განცხადებებს. http://erovnulisabcho.ge/wp-content/uploads/2009/06/kaxa.jpg
  3. ეს თემა ტელევიზიებში კონფლიქტებს მივუძღვნათ. აგერ ცხელცხელი კლასიკა:
  4. PRODY კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებს. არ მევასება ეს ექსპლორერი :დ ცხრიანი ცოტა გალაითებულია ,მაგრამ მაინც მსუბუქი ბრაუზერები მიჯობს
  5. სარკო თბილისში ჩამობრზანებას აპირებს და თან პარალელურად რუსეთთან სერიოზულ შეთანხმებას აფორმებს. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთს და როგორ იმოქმედებს ეს შეტანხმება ჩვენზე იხილეთ ცისკარიშვილის მოსაზრება: http://www.kvirispalitra.ge/politic/9424-safrangethi-kavkasias-moadga.html
  6. დაარტყავს სუპერრეჩს, მერე პირიქით, ცივი წყალი. ჯუბაზა ახურებ :დ
  7. თუ ადამიანი გვეტყვის რა შეიძლება გაკეთდეს, გავისაუბრებთ. ახლა უკაცრავად და საიტს ასე ვერავის ვაჩუქებთ
  8. არც წაადგება აქაურობას :დ ჩვენ მზადა ვართ ახალი იდეების მქონე ხალხს ჩვენთან მოვუხმოთ.ამის დიდი სურვილი გვაქვს,თუმცა არაა მარტივი საკითხი და ასეთი მომხმარებლის მოძიება ადვილი არ იქნება
  9. Newstudioმ და მე გადავწყვიტეთ პატარათი განვაახლოთ პლანეტის ცხოვრება. ამ ეტაპზე ვიწყებთ ისეთი კანდიდატურის მოძებნას , ვინც გახდება პლანეტის ადმინისტრატორი და მთლიანად უხელმძღვანელებს მოდერაციას და წესებს, იქნება პლანეტის ერთგვარი დირექტორი.რათქმაუნდა მფლობელობას არ დავთმობთ,მაგრამ ახალი ადამიანი ახალი იდეებია . მოკლედ ვისაც ექნება ამის სურვილი, გვითხრას თავისი გეგმა და ვნახოთ. ;) მოთხოვნები: არ შეიცვლება თავისუფალი ფორუმის პრინციპები; ესმოდეს როგორ შეიძლება ფორუმის განვითარება, სხვადასხვა განყოფილებების ნულიდან დაწყება .
  10. თხრობის სტილი, სტილისტურად გამართულია. მე მომეწონა
  11. Saturn მაგთიფიქსით ვიდეოებს ვერ ვუყურებ. დადევით თუ იპოვით
  12. ფეისბუქის მეშვეობით ნინო ბურჯანაძე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: მაქვს სერიოზული ინფორმაცია, რომ ჩემი შვილების მიმართ შეიძლება პირდაპირი პროვოკაცია განხორციელდეს. ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ერთ-ერთი სცენარის თანახმად, რომელიმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე უნდა მოხდეს ჩემი რომელიმე შვილის შეურაცხყოფა და ამ გზით მისი კონფრონტაციაში ჩათრევა, რის შემდეგაც აღმოჩნდება, რომ ჩემი შვილის კონფლიქტში ჩამთრევი პირი პოლიციის თანამშრომელია. ბოლო დროს მიღებული ცნობილი კანონის თანახმად კი, თუ როგორ ისჯება პოლიციელის შეურაცხყოფა ეს ყველასთვის ცნობილია. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ხელისუფლება დიდი ხანია მიმართავს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და ეს ყველაზე ნათლად 26 მაისს გამოჩნდა, როცა ხელისუფლება დილიდან ცდილობდა გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ ანზორ ბიწაძე მართავდა იმ მანქანას, რომელმაც თითქოსდა პოლიციელი გაიტანა. მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ამგვარი პროვოკაცია მათ ძალიან ძვირად დაუდებათ, თუმცა მანამ გვინდა საზოგადოება წინასწარ ჩავაყენოთ საქმის კურსში. გარდა ამისა, ამ და ჩვენი და ჩვენი მხარადამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლის საკითხებზე საქმის კურსშია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ინფორმირება პერმანენტულად ხდება http://www.facebook.com/notes/ნინო-ბურჯანაძე/მაქვს-სერიოზული-ინფორმაცია-რომ-ჩემი-შვილების-მიმართ-პროვოკაციები-მზადდება/263320343679427
×
×
  • შექმენი...