Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. იქნება რიდმი რეჟიმში. გთხოვთ გახსნათ ჩვენტან ბლოგი
  2. გადასარევი.შორი კია ქალაქიდან .სამაგიეროდ ქალაქის ნეგატივს გავიწყებს
  3. http://s019.radikal.ru/i625/1204/78/9c13a4f62c3d.jpg ჩემს რაიონს თავისი მიზიდულობის ძალა აქვს. დედამიწის ზურგზე არანაირი ემოცია არ არსებობს, რომ ეს მაგნიტური ზემოქმედება აღვწერო. პათეტიკის გარეშე ასეა.... უბრალოდ მიყვარს ჩხოროწყუ- პატარა "პარიზი". თბილისელი გახლავართ. დიდუბეში დავიბადე და დიდ დიღომში ვბერდები.... მაგრამ გონებით სულ იქ ვარ, გონებას ბებიაჩემის დანატოვარ ოდაში მივყავარ. ვდარდობ მობერებულ "კარალიოკის" ხეზე თუ დანგრეული ღობის პრობლემების მოსაგვარებლად მინდა როგორმე მოვიცალო. http://s019.radikal.ru/i640/1204/9d/9d35fcbcf898.jpg (ჩემი მეგრელი და თბილისელი ბებიები ) ბებია ამ გრძნობის საწყისი ეს სასწაული ადამიანი გახლდათ. ჩვეულობრივი ქალბატონი, სესილიას და სხვა მსახიობების მიერ გაცოცხლებული ქართველი სოფლელი ბებოს რეალური სახე.... ცუდი ჩვევა ქონდა- ქათამს როდესაც დაკლავდა, გემრიელ ნაჭრებს არასოდეს ეტანებოდა. მარტო თავს აიღებდა და დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ უყვარდა. არა, ასე არ იყო. დაქვრივებულმა შვილები მარტო გაზარდა. იმ პერიოდიდან გამოყვა მომჭირნეობა. როცა წამოვიზარდე, ვუბრაზდებოდი, მაგრამ ჩვევა ბოლომდე არ შეიცვალა. ცუდი დრო ყველას დაღს გვასვავს.... ჩემი ფორუმული ნიკი მის პროფესიას "მაგონებს" . პენსიაზე გასვლამდე სოფლის ტელეფონისტი იყო "ივერიის " ცნობილი ფრაზა "გავარიტე ს ჩხოროწყუ" რეალურად, მილიარდჯერ გამიგია. კაბინეტში რაღაც სატრიალებელი აპარატი ქონდა, იმით ხდებოდა კონტაქტი. ბებია საჭმელს არასოდეს მაძალებდა. თუ ჭიაკოკონობაზე ან სადმე გვიანობამდე შემოვრჩებოდი, მკითხავდა "ხომ არ მშიოდა", უარს ვიტყოდი, ჩუმად დაიძინებდა, მაგრამ მაგიდაზე გემრიელი საჭმელი ელაგა, სუნი თავისას გააკეთებდა ან თუ არ მშიოდა, დილისათვის მშვიდად აალაგებდა. კარგად ერკვეოდა ბავშვების ფსიქოლოგიაში,ერთი ხმამაღალი შენიშვნა არ მახსოვს, ამ ტიპის მახეებს გვიგებდა მისი საკმაოდ პრინციპული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ლიბერალიზმი შეჯერებული კანონიერების აუცილებელ, მკაცრ დაცვასთან. ზედმეტი "ლაქუცი" არ უყვარდა, პატარაობისას, ღამე როდესაც მძინავდა, მკოცნიდა და მკოცნიდა. მეც ვითომ ვერ ვგრძნობდი, ბავშვურად გავინაბებოდი. ზოგჯერ, თუ თბილად გადამეხვეოდა,ეს იყო წარმოუდგენელი სიყვარული, რასაც შვილიშვილებს თანაბრად გვინაწილებდა ...ერთის გარდა. ის მისთვის ანგელოზად დარჩა... უფროსი შვილიშვილი ოდაში გაზრდილი ნარგიზა იყო. ექიმებმა გაჩენისთავე სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. მათივე კატეგორიული მოთხოვნით ხაბუმეში გადაიყვანეს, დედმამის ოჯახს იძულებით მოშორდა. ბებომ მოახერხა, უძლურ ავადმყოფს ღიმილიანი 3 ათეული წელი აჩუქა. მეტი ფიზიკურად შეუძლებელი ყოფილა.... მისმა წასვლამ დაასუსტა ძლიერი ქალი. ამიტომ ოჯახი მასთან მე მაგზავნიდა, მეც მეტი რა მინდოდა, ვიყავი როგორც თევზი წყალში. უმცროსი შვილიშვილი სასიამუვნო გარემოში. "მაროსთან" თვეობით ვრჩებოდი, არასოდეს მომბეზრებია მოხუცი ქალბატონის გვერდზე ყოფნა. ბოლო წლებში ჯამრთელობა სულ შეერყა, არადა სტუმრიანობა არ გვაკლდა. 12 ვოლტიან ტელევიზორის სანახავად რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბებოდა. მხოლოდ მე ვიცოდი, თუ რა საშინელ დისკომფორტში იყო . შევუთანხმდი, ღამის პირველ საათამდე გვქონდა ხმაურის უფლება, მერე ტელევიზორს ვთიშავდი. არა,სტუმრებს მისივე მოთხოვნით ვერაფერს ვეტყოდით, "მათი ხმა მიხარიაო, უბრალოდ ნუ დააღამებთ შვილებო"-ეს იყო მისი მორიგი დიპლომატიური ბრძანება,რომლის შედეგადაც შედგა გონივრული "კონსენსუსი". აჟიოტაჟისგან დასვენებულს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა მიყვარდა, მშვიდი აურა, სუფთა ჰაერი და გარეთ ზაფხულის ჩუმი სუნთქვა გაჯერებული ხობისწყლის ექოთი. ბოლოს თითქმის წელიწადი გავჩერდი ხაბუმეში, ზამთარში საქმეზე გამომიძახეს. დამშვიდობება დაუვიწყარი გახლდათ. კატეგორიულად მომთხოვა არ მოვბუნებულიყავი, გულმა არ გამიძლო, ჩავეხუტე. თვალცრემლიანი დამემშვიდობა "პატარა" მარო. ( მეორე ბებია ასაკით უფროსი გახლდათ და მასაც მარიამი, შვილიშვილებისთვის "დიდი მარო" ერქვა" . ) http://s018.radikal.ru/i509/1204/85/5ab754555438.jpg მეზობელო კარისაო - ჩამოვიდნენ,ჩამოვიდნენ.... -სად ხართ დაკარგული ამდენი ხანი? სახლი გაგისუფთავეთ, ბზიკები იყო იმდენი, მაიამ ყოფა უტირა,ის ხე გახმა, მოვჭერით,შევინახეთ - აუ მერაბ, დამასვენე ახლა. ნუ შემჭამ აქაური პრობლემებით. ხომ კარგად ხართ? ნუცა, გუტი ბიძია როგორ არიან? -რა უჭირთ ? არიან რა. მოხუცდნენ. გვალვამ ყურძენი გაგვიფუჭა. ეჰ... - კარგი ახლა, ცოტათი მოვწესრიგდები და მერე ვიჭორავოთ. მერაბი ჩემი გაჭირვების წალკვესია. ძმა ვუწოდო? მეგობარი? მეზობელი? არ ვიცი. იქაურობას მისი ოჯახი პატრონობს. ჩასვლისთანავე ყველაფერი გაკრიალებული მხვდება. ყურადღება ერთი წამით არ მაკლდება. ცოტა ხანში მეორე ოჯახიდან ბედიშა მორბის, მუდმივად საყვედურებით, მეგრულად "თბილ" სიტყვებსაც არ მაკლებს,თან "სკან გოლუაფირო" მეფერება. დედაჩემის თაობაა, ახლა ისაა თავისი შვილიშვილებისათვის სესილიას გმირის განსახიერება. ჩვენი ნათესავები არიან. სანამ სახლს ააშენებდნენ, ჩვენთან ცხოვრობდნენ. სახელით რატომ ვიხსენიებ? ასე ვართ სულ. ერთხელ დავუძახე ბედიშა ბიცო და წამოვიდა ცოცხი ჩემი მიმართულებით. ახლა ავადაა, გული ტკივა. ყოველდღე მასზეც ვფიქრობ. ჩემი ხაბუმელი ბოსია, ბიძაშვილების დედა. ცხოვრებამ ყველას თავისი გზა მისცა,ოჯახები ყავთ, თავიანთი შვილები და შვილიშვილი. პერიოდულად აკითხავენ, თან მირეკავენ"შენს იმედზე ვართო" ბედიშა სახლს არ ტოვებს, "ვერ შევეგუები ქალაქის ცხოვრებასო". - თოხლი რა გაქვს "ბედული"? -თოხლი კი არა ჩაგარტყავ ახლა რაღაცას თავში. პირი მაინც დაიბანე ბიჭო, სულ საჭმელზე როგორ უნდა ფიქრობდე?-მისთვის კიდევ პატარა ვარ.მეც ძველებურად ვბავშვდები ბედიშას გარემოცვაში.. ძალიან მიყვარს მისი მომზადებული სადილი.იფ,იფ,იფ... გოგოებიც კარგი მზარეულები არიან. შვილიშვილმა კი ყველა გაგვახარა, სახელმწიფო გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღო. თუ იქ დამხვდა, იცის, ცივი წყალი ძალიან მიყვარს და მაშაყირებს, სავსე "ვედროს" დამიდგავს ხოლმე წინ."შენი ხასიათი რომ ვიცი სულ გამოცლი და "მგონი" ეს გეყოფაო ცოტა ხანში მეგობრებიც მოდიან . "იხსნება პარლამენტი" -იტყვიან და სტუმრიანობა,როგორც ყველა იქაურ სახლში, მეც არ მაკლია. "სოლიდარულობა"- ეს ის გრძნობა,რაც დროს არ ექვემდებარება. ცუდიც ხდება, კარგიც, თუმცა სოფელს მეზობლობით გააქვს დღემდე თავი. თუ ვინმე ამ ემოციას უარყოფს, ის დაკარგავს კავშირს საკუთარ თავთან, ვერასდროს იგრძნობს ურთიერთდახმარების დიდ ეფექტს .საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დიდი ხანია დამკვიდრდა, რაც ხელს არ უშლის კარგი ტრადიციულად დარჩეს. http://s019.radikal.ru/i641/1204/d9/53b8e4b52e5d.jpg ხობისწყალი ჩამოსვლისთანავე, რამდენიმე საათში მდინარესთან ჩავდივარ. ატყდება ჩვეულობრივი ამბავი კლასიკური მოკითხვა, საყვედურები უცოლობასთან დაკავშირებით. ბოლოს პოლიტიკა..... http://s019.radikal.ru/i603/1204/34/a1d6096b4613.jpg სტუდენტობისას ხშირად გვიკამათია. ფორუმი იმასთან შედარებით პატარა სიზმარია. ბოლოს სასმელთან მთავრდებოდა ჩვენი ბჭობა ან სადმე კარტის თამაშს დავიწყებდით. პუტჩისტებმა ყველაფერი ააოხრეს. საშინელი შეგრძნება იყო მაშინ იქ ყოფნა. ერთი ჩამოსვლისას იკარუსმა სამტრედიაში გააჩერა , მხედრიონელები ძაღლს "ზვიადას" ეძახდნენ, ფეხით გავიარეთ ხიდი ,იქ კი ისეთივე ჩაცმული ბიჭები, ისეთივე ძაღლით ოღონდ სახელით "ედიკა" დაგვხვდა. რეგიონმა უამრავი მსხვერპლი ნახა .საშინელ ისტორიებს მოვესწარი თუ გავიგე. აღარც მინდა გავიხსენო.... ახლა პოლიტიკაზე თითქმის აღარ ვსაუბრობთ. მე კატეგორიულად ვერიდები. მხოლოდ ვუსმენ. ნაწილი ხელისუფლებას ემხრობა, ნაწილი სასტიკად კრიტიკულადაა განწყობილი. როგორც წესი, გამოვექცევი და მდინარის მორევში ვპოვებ შვებას. ძალიან სუფთაა ჩქი ხობწყარი. ლუგელას ხეობის გაჩეხვამ ნაკადი საგრძნობლად შეამცირა,თუმცა ბებერი ტალღები ძველებურად სასიამუვნოდ მოედინებიან. ადრე ბავშვობაში მეორე ადგილას, სქურჩაში ვბანაობდით. ახლა დალპა.ჩემი ოდა ერთგვარ "შუამდინარეთშია" სქურჩა ხობის შენაკადია. ყოველწლიურად კალაპოტი იცვლება,არავინ იცის შემდეგ როგორ იქნება. არასოდეს დავბერდები ისე , რომ იქ ბანაობის ხალისი მომბეზრდეს. ძალას იძლევა, რაღაც მაგიურ, გამოუცნობ ძალას.... http://s017.radikal.ru/i432/1204/ad/75a9d9954dd6.jpg ჩემი ერთი თავგადასავალი რამდენიმე წლის წინ სტუმრები მეწვივნენ და ტრადიციულად დილამდე გაგრძელდა ჩვენებური ქეიფი. მათი წასვლის შემდეგ ნასვამმა დასვენება გადავწყვიტე , მუთაქაზე თავი დავდევი თუ არა...... ...ვაი..... ღორების ღრუტუნი შემომესმა. სურათი წარღვნას გავდა. ოცამდე ღორი ღიად დარჩენილი ჭიშკრიდან „შემოიჭრა“ და გემრიელად შეექცეოდნენ ჩემს თხილს. რა მექნა ? ავიღე ჯოხი , უმრავლესობა გავყარე,მაგრამ ერთი „ბურვაკი“ ვერაფრით ვერ მოვიცილე . ნახევარი საათი დევნის შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე მისი თავი ტაფაზე მენახა!! იარაღი შევცვალე , ნაჯახზე გადავედი და აქ დაიწყო ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი... ))) ჯერ გათენებული არ იყო და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ჩემს გარდა ვინმე სულიერს ეღვიძა,თან ჭაჭის ძალაც მოქმედებდა .... ამიტომ თამამად დავიწყე გინება .წარმოიდგინეთ სურათი - ეკლიან ღობესთან საშუალო ასაკის კაცი ნაჯახით ხელში მწარედ იგინება . ტექსტი ? -მოდი აქ შენი დედა ########-ამ დროს ერთი პატიოსანი გლეხი კაცი ზუსტად ჩემს ეზოსთან გაჩერდა , დამაკვირდა,ღორი კი ცოტა მოშორებით დადგა ,თან მემალებოდა,თან შორიდან მიყურებდა .... -რას მომშტერებიხარ შე შობელძაღლო. იცოდე , თავს წაგაძრობ .... კაცი შეცბა ,სათვალე გაისწორა, ნელი ნაბიჯებით გაცლა გადაწყვიტა ....პარალელურად ღორიც გამირბოდა. -ა , მიიპარები?! იცოდე ჩემი წერა უნდა გახდე!!!! კაცმაც „ ეს თბილისელი შეიშალაო“ და მთელი სიჩქარით მოკურცხლა ...ჰმ, ღორიც გამექცა .არ მოინდომა ჩემს ტაფაზე გორაობა :| -გაიქეცი ?! დაგეწევი , დედას ###### ცოცხალი ვერ გადამირჩები,შენი ხორცი უნდა ვჭამო "-ეს იყო და მეზობლის სახლიდან შემომესმა სიცილის ხმა . ამდენი ხანი თურმე სიტუაციას აკვირდებოდნენ და არ უშლიდნენ ხელს „მოვლენების განვითარებას“.ვიფიქრე ,დამერხა , მორჩა, მოვხდი ხაბუმის ფარულ კამერაში . გაკვეთილი 1 - დაკეტეთ ჭიშკარი; გაკვეთილი 2 - არ დალიოთ ბევრი ; გაკვეთილი 3 - სოფელში უფრო მეტი დრო გაატარეთ , ასეთ სიტუაციაც კი გონებაში ტკბილად აისახება )))))))) გაკვეთილი 4-ცხოვრება მაინც მშვენიერია ;). არ გაგიკვირდეთ, შემდეგშიც ხშირად ვიმოგზაურებ ჩხოროწყუში. დღეისათვის კი კმარა. მადლობა თუ ჩანაწერის დასრულება ბოლომდე მოახერხეთ....
  4. აბა ხეები ქალაქშI მერიას აბარია და მაგან სხვა რა უნდა აკეთოს?
  5. http://www.youtube.com/watch?v=nlj9t_2fLmA&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=14&feature=plcphttp://www.youtube.com/watch?v=DygRXTrWbNk&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=13&feature=plcp http://www.youtube.com/watch?v=Vc_4jk9jxjI&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=12&feature=plcp http://www.youtube.com/watch?v=sqV2ehu2pkc&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=11&feature=plcp http://www.youtube.com/watch?v=FGmcEI_98KQ&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=10&feature=plcp
  6. http://www.youtube.com/watch?v=HXse1ujNaRc&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=24&feature=plcp http://www.youtube.com/watch?v=aBFKUAADsQk&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=23&feature=plcp http://www.youtube.com/watch?v=onMtdChiKt8&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=22&feature=plcp http://www.youtube.com/watch?v=KAXvLMXuuP0&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=21&feature=plcp http://www.youtube.com/watch?v=fx8AtOrEGMQ&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=20&feature=plcp
  7. lasha_alo

    პრეანდერძი

    ინტეგრაცია ფორუმთან რაოდენობის მომატების შემდეგ უფრო კატეგორიზირებული იქნება თემები. აქ მალე ცნობადი ბიჭებიც გამოჩნდებიან.
  8. გადავწყვიტე გამაერთიანებინა რამდენიმე თემაში მიმოფანტული ინფორმაციები "კავკასიის მედია ჯგუფის" შესახებ" 1)პრესა ჯი არაა დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო. ისაა "კავკასიის მედია ჯგუფის" ნაწილი ანუ თქვენი უმრავლესობის პროვაიდერის"კავკასუს ონლაინის" კუთვნილი კანტორა. იხილეთ "მედია ჯგუფის" ოფიციალური პეიჯის სკრინშოტი http://s017.radikal.ru/i408/1111/83/2adb67d3b426.jpg აგრეთვე ნახეთ itv.geს შესახებ ცნობა ფეისბუქზე http://s017.radikal.ru/i409/1111/15/a158cb195b80.jpg https://www.facebook...6587246?sk=info 2) პრესა ჯი, როგორც ბრენდი შექმნა სხვა ჯგუფმა. მამია სანადირაძის კომპანიიდან წასვლის შემდეგ "რატომღაც" გამზადებული ბიზნესი გადავიდა პროსახელისუფლებო აგიტატორების ხელში. დამატებითი ინფირმაცია გთხოვთ ნახოთ: http://www.media.ge/node/39720 ანუ ადამიანები, ვინც იდგნენ სათავეებთან დღეს მუშაობენ http://presage.tv . შეიძლება არც მაშინდელი, არც დღევანდელი ამ ჯგუფის მუშაობაც არ მხიბლავდა,მაგრამ უშუალოდ პროექტის ავტორები იყვნენ ისინი, ხოლო დღევანდელმა "მფლობელებმა " ეს მნიშვნელოვანი ჰოლდინგი ხელში ჩაიგდეს "კავკასუს ონლაინის" მეშვეობით. 3)დავუბრუნდეთ მედია ჯგუფს . როგორც ხედავთ მასში შედის არამარტო თქვენთვის ყველასთვის "საყვარელი საიტი და სატელევიზიო პორტალი",არამედ ის საიტებიც, რომელსაც ყოველდღე ტრადიციულად ყველა ჩვენთაგანი სტუმრობს : მათ შორის http://avoe.ge http://tvali.ge ასე რომ ძვირფასმა მმართველმა ჯგუფმა გაიფორმა სათანადო სარეკლამო ბექგრაუნდიც . თვალი.ეუ ს სქრინშოთი: http://s017.radikal.ru/i440/1111/1f/acceecd7326b.jpg 4) სარეკლამო საქმიანობაზე ძვირფასი ბატონები სხვაგვარადაც ზრუნავენ. მათ ან მათი ახლობლების განკარგულებაშია რამდენიმე ცნობილი ადამიანის ფეიკგვერდი. ა) ქართველი კალათბურთელები: http://s017.radikal.ru/i431/1111/5e/87b4fc5574db.jpg https://www.facebook...261501160536824 ბ) ქართული არმია გვერდის სახელი "საქართველოსთვის ბიჭებო სწორდით" https://www.facebook...169748653097129 გ)ქაქუცა ჩოლოყაშვილი https://www.facebook...54523438?ref=ts დ) ჰამლეტ გონაშვილი https://www.facebook...111043368994254 ხალხს იზიდავენ სახელით , მამულიშვილური ჩარჩოთი ,ხოლო შემდეგ ხდება მათი "საინფორმაციო უზრუნველყოფა". 5) კავკასუს ონლაინი თავის მომხმარებლის პოლიტიკური გემოვნებაზე სხვაგვარად ზრუნვაც უწევს. გადავხედოთ მათ პაკეტებს- http://s017.radikal.ru/i438/1111/f8/71cdb5f18c2e.jpg http://www.co.ge/geo/tv.php ერთი კომპანია აკლია . დიახ,დიახ ტელეკომპანია "მაესტრო", რომელიც აგრეთვე არ შევიდა "სრულიად შემთხვევით" არც სილქ ტვის პაკეტში . მე ბრალდებას არ ვუყენებ ინტერნეტ პროვაიდერს, მაგრამ სამწუხაროდ მიწევს ფაქტის კონსტატაცია- საქართველოში ბიზნესი თავისუფალი არაა. აგრეთვე ფაქტია, რეჟიმი ცდილობს "განგვანათლოს ინტერნეტში", ხოლო თუ ვინმეს სხვისი ქონების მისაკუთრება და გამოყენება ნორმალური გგონია , მათთან კამათი ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. კოდი: ვინ უზრუნველყოფს თქვენს ინტერნეტ კავშირს?
  9. მეშვიდეს სასტავია..... ?
  10. lasha_alo

    პრეანდერძი

    ვებმასტერმა ნახა ,გაასწორებს. პატარა ტექნიკური წუნია. ბლოგზე ვცდილობ შეძლებისდაგვარად იყო ისეთი,როგორიც ვარ,მაგრამ ყველაფერს გარეთ ვერ გამოვიტან ეს 2ჯერ 2ია
  11. ვა,რა სტუმრობაა :დ
  12. ამჯერად კუკავას დაუწყია "მესამე ძალის" შექმნა. მათემატიკაში ძლიერი არ ვარ,მაგრამ 2+ ედეპე + ქდმ + კუკავა +++++ სამი როგორ გამოდის? არ მობეზრდათ "მესამე ძალის" , "განსხვავებულის" გაცვეთილი თემა? ფირფიტა ცოტათი მაინც შეცვალონ. ჩამოაყალიბონ კონცეპტუალური ხედვა, მაგრამ...
  13. lasha_alo

    პრეანდერძი

    ისე ეს ტენდენცია არის ბლოგსფეროში -დაწერენ,მერე უტყდებათ. მე პირიქით ეს მგონია ბლოგების ღირსება. ხარ ისეთი როგორიც ხარ
  14. lasha_alo

    პრეანდერძი

    სურათი ჩაასწორე
  15. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ( ლიდერი მიხეილ სააკაშვილი) ლიდერი- https://www.facebook...kashviliMikheil153 k ოფიციალური გვერდი http://unm.ge/ ფეისბუქპეიჯები: https://www.facebook...UNMYOUTH?ref=ts ახალგაზრდული გაერთიანება 10 736 https://www.facebook...ationalMovement5927 - ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ (ლიდერი-ბიძინა ივანიშვილი) ლიდერი- https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?ref=ts 223 k საზოგადოებრივი მოძრაობა“ ქართული ოცნება“ http://georgiandream.ge -ვებგვერდი https://www.facebook.com/officialgeorgiandream -ფეისბუქი19 419 თავისუფალი დემოკრატები(თავმაჯდომარე -ირაკლი ალასანია): http://fd.ge https://www.facebook.com/alasaniairakli 14 580 http://www.youtube.com/FreeTVGeorgia 84 subsc რესპუბლიკური პარტია(თავმჯდომარე -დავით უსუფაშვილი) http://republicans.ge/ https://www.facebook.com/republicans.ge ეროვნული ფორუმი: http://forumi.ge/ ფეისბუქში აქვთ დახურული ჯგუფი . https://www.facebook.com/pages/Erovnuli-Forumi-ეროვნული-ფორუმი/156460471052699?ref=ts 143 საქართველოს გზა http://twg.ge/ https://www.facebook.com/twg.ge კონსერვატიული პარტია(თავმჯდომარე-ზვიად ძიძიგური) http://www.conservators.ge/ გამორთულია https://www.facebook...52143550&ref=ts ლიდერის პირადი აქაუნთი ხალხის პარტია (ლიდერი-კობა დავითაშვილი) https://www.facebook...13090191?ref=ts https://www.facebook...38824155&ref=ts ლიდერის პროფილი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა(ლიდერი -გიორგი თარგამაძე) https://www.facebook...argamadzeGiorgi ლიდერი 6889 ოფიციალური საიტი- http://cdm.ge/ge/ https://www.facebook...100000885105139 - იუზერი ფეისბუქზე https://www.facebook.com/ycd.ge 6797 ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები http://ycd.ge/ ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების საიტი https://www.facebook...argamadzeGiorgi ლიდერი 6889 სახალხო კრება ლიდერები: https://www.facebook...ze/170350578129 გია ბურჯანაძე https://www.facebook...agafrindashvili ნონა გაფრინდაშვილი https://www.facebook...43900955&ref=ts ნინო ბურჯანაძე (იუზერი) საიტი: http://www.kreba.info/ https://www.facebook...102784066450304 7985 დემოკრატიული საქართველო- ერთიანი მოძრაობა(თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე) http://www.democrats.ge/ka.html თეთრები( ლიდერი -თეიმურაზ შაშიაშვილი) https://www.facebook...rebigeo/?ref=ts https://www.facebook.com/pages/მოძრაობა-თეთრები/196087830431673 30 http://www.itetv.ge/ თეთრების ტელევიზია ლეიბორისტული პარტია(ლიდერი-შალვა ნათელაშვილი) ლიდერი: https://www.facebook...lishalva?ref=ts 1900 საიტი: http://www.labour.ge/ ლეიბორისტული პარტია ფეისბუქი: https://www.facebook...gianlabourparty პეიჯი 1700 https://www.facebook...gianlabouryouth ახალგაზრდული 472 ქართული პარტია (ლიდერები ირაკლი ოქრუაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი) ლიდერი: https://www.facebook.com/Okrua?ref=ts 18 105 https://www.facebook.com/isaniaxalgazrduli?ref=ts ოფიციალური იუზერი პოლიტიკური მოძრაობა“თავისუფალი საქართველო“: (ლიდერი კახა კუკავა) ლიდერი: https://www.facebook.com/profile.php?id=1506302314&ref=ts პირადი პროფილი საიტი: http://www.freegeorgia.ge/ ახალი მემარჯვენეები (დავით გამყრელიძე) საიტი: http://www.nrp.ge/ https://www.facebook.com/profile.php?id=100001839363303 ოფიციალური იუზერი https://www.facebook.com/pages/New-Rights-Party/188332271936 ოფიციალური პეიჯი 15 000 მწვანეთა პარტია: http://www.greensparty.ge/ https://www.facebook.com/profile.php?id=100002898193031&ref=ts ოფიციალური იუზერი https://www.facebook...anGreens?ref=ts 90 პეიჯი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ლიდერი-ბაჩუკი ქარდავა) საიტი: http://www.ndp.ge/ https://www.facebook.com/NDP.GE პარტია 1724 http://twitter.com/#!/@NDPge თვითერი http://www.youtube.com/user/NDPMEDIA იუთუბი https://www.facebook.com/pages/ახალგაზრდა-ეროვნულ-დემოკრატი/190188634337746 სოციალ-დემოკრატები (გია ჟორჟოლიანი) საიტი: http://www.sdd.ge/ge/ https://www.facebook...emocratsgeorgia ოფიციალური პეიჯი ქართული დასი ( ჯონდი ბაღათურია) ლიდერი: https://www.facebook...22351935&ref=ts საიტი: http://www.kartulidasi.ge/ https://www.facebook...uli.dasi?ref=ts იუზერი პოლიტიკური მოძრაობა“მძლეველი“ http://mdzleveli.narod.ru/ ხსნის ეროვნული ფრონტი http://nationalfront.narod.ru/ ევროპელი დემოკრატები( პაატა დავითაია) საიტი: http://weourselves.ge/ https://www.facebook...eli.demokratebi ფეიჯი პარტია“მთლიანი საქართველო“ mtlianisaqartvelo.ge/ არ დავლინკე,დავირუსებულია. სახალხო პარტია http://sakhalkho.ucoz.com/ დოკუმენტები: http://www.electionsportal.ge/parties/ - სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება http://ka.wikipedia....ი_პარტიების_სია ვიკიპედია http://www.cec.gov.g...=62&lang_id=GEO ცსკ http://planeta.ge/in...p?showforum=209 პლანეტაზე http://www.transpare...ge/nis/ka/2011/ პოლიტიკური-პარტიები,ფინანსები გთხოვთ იხილოთ პოლიტიკური პარტიების ნეტ-მისამართები. შეგიძლიათ დააკოპიროთ ეს ინფორმაცია,მაგრამ მიუთითეთ პირველწყარო. > ;)
  16. lasha_alo

    კუკუ

    როგორც ფორუმში იდება პოსტი,აქაც ანალოგიურია თან კომენტარების ფორმა საკმაოდ დახვეწილია.
  17. lasha_alo

    კუკუ

    აჰა, არის ასრულდა ოცნება :დ
  18. ქართველი ებრაელი? ვა ,ეს არ ვიცოდი
  19. აბა რით ავხსნათ http://internet.ge/?l=GE&m=12&sm=0&ID=1238 ქვეყანას სხვა პრიორიტეტული ამოცანები აქვს და 100 ფრონტზე არის საჭირო მუშაობა.ესენი კი დაბოლილები უტოპიურ ქალაქზე გვაფიქრებენ
×
×
  • შექმენი...