http://atb.ge/?addre...=news&id=122342 2 წუთის წინ – მოსკოვში ოპოზიციის ლიდერები დააკავეს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. მას სემდეგ, რაც ვლადიმერ რიჟკოვმა მიტინგის დასრულების შესახებ განაცხადა, მომიტინგეთა ნაწილი მოედანზე დარჩა. ისინი შეგროვდნენ შადრევნის გარშემო, სადაც აქციის გაგრძელება გადაწყვიტეს. მათ ომონმა ალყა შემოარტყა. პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა ხალხის დასაშლელად. აქციის დაშლის დროს პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ლიდერები სერგეი უდალცოვი და ალექსეი ნავალნი. დააკავეს აგრეთვე ილია იაშინი. http://atb.ge/?addre...=news&id=122296 რუსეთის ოპოზიციამ მიტინგზე ახალი არჩევნები მოითხოვა ნახევარი საათის წინ მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, დაიწყო ოპოზიციის მიტინგი ”ზა ჩესტნიე ვიბორი” /პატიოსანი არჩევნებისთვის./ მიტინგი ვლადიმერ რიჟკოვმა გახსნა და გუშინ ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა. _ მათი არჩევნები ფარსია, მათი ძალაუფლება _ არალეგიტიმური, _ განაცხადა მან. ამის შემდეგ რიჟკოვმა მოითხოვა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მიტინგი სანქცირებულია. მასში შეიძლება 10.000 ადამიანის მონაწილეობა. ამ დროისთვის მომიტინგეთა რაოდენობა 6.000-ს უახლოვდება და ხალხი მოსვლას ისევ აგრძელებს. ამ მიტინგის გარდა, მოსკოვში, მანეჟის მოედანზე, პუტინის მხარდამჭერთა მიტინგიც მიმდინარეობს.