Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. თუ ვირტუალურ დისკუსიებში მიგიღიათ მონაწილეობა, შეამჩნევდით იუზერებს, რომლებიც სხვა მომხმარებლების პროვოცირებას აქტიურად ცდილობენ. ზოგი ამას საკმაოდ ოსტატურად ახერხებს, ნაწილი არა. გილოცავთ , თქვენ ტროლები უკვე გაგიცნიათ. ესაა ახალი დროების ინტერნეტ-აბეზრები, რომლებიც სხვების “აგდებით” ცდილობენ საკუთარი ჭიის გახარებას. [media]http://youtu.be/X4QFdGnxMVA[/media] გაითვალისწინეთ, მათი გაშიფვრის მცდელობის დროს, თქვენს თავში დარწმუნებულიც ნუ იქნებით, ტროლოფობია ხშირად ტროლებზე არანაკლებ რთული ფენომენია. ნებისმიერი ოპონენტი შეიძლება ეჭვების გამო ამ დეფინიციის ქვეშ გაატაროთ და საბოლოოდ თქვენვე იქცეთ სოციალური ქსელის პარაზიტად. ვინ არიან ტროლები ტროლები ყველგან არიან,სადაც მაღალია ჰოსტია, ხალხი ფუსფუსებს და ერთმანეთს ეკამათებიან .ნებისმიერი მსხვილი საიტი მათ აუცილებლად წააწყდება. ამერიკელი მეცნიერები ტროლინგს ალკოჰოლურ მდგომარეობას ადარებენ.მკვლევართა აზრით ანონიმურობა ეხმარება ადამიანებს შეზღუდვების გარეთ გავიდნენ და განიცადონ ერთგვარი ეიფორია , ალკოჰოლის,ნარკოტიკის ან ძალაუფლების ტკბობის მსგავსი. ვიკიპედიაში ნამეტანი ერთსახოვანი მიდგომაა ,მაგრამ ეს დეფინიცია ჯანსაღ აზრს სულაც არაა მოკლებული. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/678780.jpg სურათზე გამოსახული კაცუნა შონ დაფია. იგი მიცვალებულების ვოლზე გამომწვევ საზიზღრობებს წერდა და ამ ვირტუალურ ვირთხას მოუწია რამდენიმე კვირით ვირის აბანოს ხეხვა. ანალოგიურად უხეში სახით ტროლინგია, როცა მერსედესის ფანების გვერდზე იუზერი ბმვს სურათს დადებენ რაიმე მაპროვოცირებელი წარწერით ან ებრაელების ფორუმზე ფაშისტების სიმბოლოებს გამოიყენება. ესაა ყველაზე ვულგარული ფორმა ,რომელიც უკვე ძალიან ბანალურია და აღარაა დამაკმაყოფილებელი ემოციებზე „კაიფის„ (ლულზების) დაჭერისათვის. ტროლინგური ლექსიკით ეს მსუყე ტროლინგია. “პროფესიონალები კი “თხელ ” სტილს ამჯობინებენ. ტერმინის წარმოშობა და შინაარსის განვითარება ტერმინი ერთ რიგით დისკუსიას უკავშირდება ,როცა მომხმარებელმა მარკ მილერმა ვინმე თედს მკაცრად მიმართა. თროლი უკავშირდება თევზაობას და ნეტშიც ანკესზე დამწყებების წამოგება არის მისი სტრატეგია.. 90ნ წლებში თროლინგს ახალბედების გამოსაფხიზებლად. გამოცდილი მომხმარებლები იყენებდნენ. ეს იყო მეტნაკლებად უწყინარი იუმორი,ხოლო შემდეგში კი მან მუტაცია განიცადა. რამდენიმე საიტმა ტროლების მოზღვავების გამო ფუნქციონირებაც კი შეწყვიტა . იუზერი Callidice ისტორიაში შევიდა. მან მოახერხა და მთელი ფორუმი ერთმანეთს გადაკიდა. არაერთხელ დაიბანა,მაგრამ ასპარეზს დაუბრუნდა,ხოლო ბოლოს კი უძლურმა ადმინებმა საერთოდ გააუქმეს საიტი. ნებისმიერი ტროლის ამოცანაა მშვიდი თრედი აყალმაყალად აქციოს. სულაც არაა სავალდებულო პროვოკატორი იყოს სათვალებიანი, მორცხვი, ასექსუალური ტიპი. შესაძლოა თქვენს პროვოცირებას პროფესორი ან რესპექტაბელური ბიზნესმენი ცდილობდეს. ვიკიპედიის მიხედვით ტროლის ტიპები 1) ტროლ-კომენტატორი- როგორც წესი, ამ კატეგორიაში შედიან გასართობად შემოსული ქსელური ერუდიტები,რომლებიც ახერხებენ ინფორმაციის თავისებურ ინტერპრეტირებას. 2) ერთდღიანი ტროლი- აქტიური პროვოკატორი ,რომელიც იწვევს კონფლიქტს. 3)ტროლ-ოფტოპიკი- იუზერი, რომელიც შეგნებულად უცვლის თემას მიმართულებას. 4) ტროლ-ეგოცენტრისტი- ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს. 5)ტროლი- პლეიბოი – ქალებთან ურთიერთობის დიდოსტატი 6)ტროლი-მრჩეველი – ადამიანი, ვინც შეგნებულად ცდილობს არასწორი ურჩიოს ახალბედას,რაც შემდეგში იწვევს ფლეიმს და მომხმარებელი იბანება.. 7)ტროლი პოლიტიკოსი – გამოცდილი ტროლი,რომლებიც სხვადასხვა პარტიებზე მუშაობენ და აქვთ მულტიაქუნთი . ტროლინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ,როგორც ადამიანის მოთმინების ზღვრის დადგენის ბოროტი საშუალება , ჯიბრზე მოახდინოს მოწინააღმდეგე ჯგუფების პროვოცირება, გამოხატოს გარკვეული რასისადმი აგრესია , უბრალოდ სურვილი საკუთარ თავში დაინახო უნარი მოახდინო პროვოცირება და ა.შ. ყველაზე გამოცდილი ტროლები ცდილობენ ტროლინგისაგან სხვებმაც მიიღონ „სიამუვნება“ და ისინიც ჩართონ დესტრუქციულ საქმიანობაში. არის შემთხვევები,როცა ტროლები მოდერებშიც პოულობენ დასაყრდენს.მეტიც, შესაძლოა ადმინისტრატორმაც აირჩიოს პიარ-ტროლინგის გზა. ტროლების ტაქტიკა ერთი უცხოური საიტის მიხედვით 1)ტროლი ხშირად ცდილობს იყოს თეთრი ყვავის პოზაში. თვალცრემლიანმა მოთხოვოს მოდერაციას მკაცრად დასაჯოს ოპონენტი…. 2)შესაძლებელია გაშიფვრამდე ღიმილის სმაილები მოგაყაროთ და გამცნოთ, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო; 3)ძალიან პოპულარულია ალტერნიკების შექმნა და დისკუსიის მუხტის აწევა. 4) ტროლს გაურკვეველი საიტებიდან არგუმენტების მოხმობა ჩვევია ,ხოლო შემდეგ დემაგოგიით ცდილობს ერთიდაიგივე ფირფიტა ატრიალოს. 5) თუ აყევით, ის დამშვიდებისაკენ მოგიწოდებთ . მოდერაციას თქვენს აფექტურობაზე მოუყვება ზღაპრებს. 6) უყვართ მტკიცებულებების მოთხოვნა ,რომ ვითომ გაამყაროთ თქვენი არგუმენტები. ესეც პროვოცირების საშუალებაა. 7) იგნორირებას უკეთებენ მთელ დისკუსიას და სამაგიეროდ რომელიღაც პოსტიდან ამოჭრიან ფრაზას ,რაზეც ააგებენ თქვენი ანკესზე წამოგების ტაქტიკას. უპს, ყველაფერს ,რაც წერია, ნუ ენდობით .მაგალითად არგუმენტს პატიოსანი ოპონენტიც მოგთხოვთ. საერთოდ კი, თუ ვინმეზე ეჭვი გაქვთ, გამოიყენეთ ცნობილი პრინციპი: არაა სასურველი მისი დაბანვის საჯარო მოთხოვნა, უმჯობესია პირადი მიმოწერით ამცნოთ ადმინისტრატორს მავნებლის შესახებ. არსებობს ელფების ტაქტიკა , კონტრტროლინგი, რომლის დროსაც თქვენ ირონიულად მხარს უჭერთ ტროლს . პრინციპში, მაშინ თქვენ თვითონ არღვევთ წესს და მოდერაციამ შეიძლება თქვენც მოგხედოთ. ტროლებს უყვართ საზოგადოებების შექმნა. ხშირად მიზანმიმართულად ხდება გარკვეული სამიზნე ჯგუფების არჩევა. არსებობს სხვადასხვა საიტი,რომლებიც თავს სულაც არ თვლიან აგრესიულ ჯგუფებად. ჩანაწერის ბოლოს კი ყველას გიძღვნით ტროლურ კლასიკას – ღიმილიანი კაცუნას სიმღერას. გემრიელ გართობას გისურვებთ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში )))) http://www.youtube.com/watch?v=OR9GpFhCelQ&feature=player_embedded
  2. მაგრამ საქართველოში პოპულარულია :დ
  3. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/ATD_CopyrightInfringements.jpg ინტერნეტი ზეკორპორაციული იმპერია გახდა და დიდი ხანია დაიწყო მომხმარებელთა და საავტორო უფლებების მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინტერესების კონფლიქტი . ვინ არის მტყუანი ? სად გადის ოქროს შუალედი ? მესმის იმ ადამიანების , ვინც პროდუქტს შექმნის , სურს ფული იშოვოს და ვიღაც ჩემნაირი ამას უფასოდ ავრცელებს. ცხადია, მისი მისი უფლებები ირღვევა,თუმცა ინტერნეტი თავისი ხასიათით ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პრინციპს ემყარება და თუ მარტივად დავიცავთ ყველა წესს , აღმოჩნდება, რომ მოვხდებით „საოცრებათა ქვეყანაში“ ,რომელიც სხვათაშორის ფირმა“ადობეს „ მიერ გამოიცა და არც მეტი არც ნაკლები , კომპანიის მოთხოვნებში მითითებული იყო, რომ მისი ხმამაღლა წაკითხვაც კი სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს….. საგიჟეთია? არა,სამწუხაროდ რეალობაა. ამერიკული კანონმდებელიც კი კინაღამ საღ აზრს მთლიანად მოწყდა და ინიცირებული კანონით კორეული ტიპის შეზღუდვებამდე ცოტაღა აკლდა. ოდნავ შერბილდა ფორმულირები, მაგრამ ინტერნეტ-ომი გრძელდება-იკეტება ასაქაჩი საიტები,ტორენტ-ტრეკერები და გონივრული ზღვარი სავარაუდოდ ჯერჯერობით არ ჩანს. შევხედოთ მონეტის ორივე მხარეს: სოპას პრობლემა მარტივი კაპრიზი არაა. წარმოიდგინეთ, n კომპოზიციის ავტორი ნახულობს ფაილს,რომელიც დევს სადღაც, nklhnikbhikbh.comზე. გასასაჩივრებლად მიდის , მას მოპასუხედ ხვდება საიტის ადმინისტრატორი,რომელიც ეუბნება, რომ პორტალმა მხოლოდ ლინკი მიუთითა , უმჯობესია მიმართოს ფაილების ასაქაჩ ujguguguyguyguyguyg.netს, ის თუ უშველის,თორემ თვითონ უდანაშაულოა. სასამართლოს მიერ საიტი უქმდება, ასაქაჩი საიტიდან კი პროტესტის ნიშნად, ჰიპერბმული ასეულობით სხვა პორტალზეა უკვე დადებული. ამიტომაც მისთვის არსებობს 2 მარტივი გამოსავალი ან სახელმწიფო მექანიზმებით შეიზღუდოს მომხმარებელი ან გაუქმდეს პირველწყარო. ვარიანტი ა ნაწილობრივ ჩაფლავდა, გადადის ბ გეგმაზე – filesharing-ს სხვადასხვა სახეობების ჩაძირვა. მაგრამ მოდით ქართველი მომხმარებლის პოზიციიდან შევხედოთ. ბატონმა xმა იყიდა კომპიუტერი, მეზობელი გერონტი 20 ლარად უწერს ოპერაციულ სისტემას . სდექ, კანონის შესაბამისად ორივე კრიმინალია! ლიცენზირებული ვინდოუზის ღირებულება ძალიან მაღალია, თქვენ სარგებლობთ უკანონო კოპიით . გაქვთ ალტერნატივა ჩაიწეროთ თავისუფლად გავრცელებადი LINUX ,მაგრამ მასზე ყველა სოფტი , ბავშვისთვის საყვარელი თამაში ვერ განთავსდება . თუ თქვენ „ლეგიტიმური“ შვიდიანი დააინსტალირეთ, თითოეული თამაში თუ სოფტი ცალკე ფულს გთხოვთ, ფილმების ხილვაზე დოლარები უნდა ხარჯო და საყვარელი ანსამბლის დისკს კი თუ კანონით გინდა, სადმე ევროპულ ფასებში წააწყდები. ძნელია ცთუნებას გაუძლო, არა? ამ სიტუაციიდან არის გამოსავალი . პროგრამების ნაწილი უფასოა (freeware) ან შესაძლებელია გარკვეული დროით ან შეზღუდვებით (shareware)ისარგებლოთ,მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერნეტ-მომხმარებელთა 95 პროცენტი ასეთ პატიოსან ყოფას ფინანსურად მაინც ვერ მიწვდება. მწარმოებლები კი კომპრომისზე წასვლას სულაც არ აპირებენ. ჩვენს გამო პროდუქციის ფასების შემცირებასაც კი არავინ დაიწყებს ანუ თქვენ, მოქალაქე მკითხველო, თქვენი ვინდოუზით, ნოდ32ით, კასპერსკით, ფოტოშოპით , დრიმვიუვერით, თამაშებით თუ ა.შ კორპორაციების მიერ ბრალდებული ხართ საავტორო უფლებების დარღვევაში! ჩემს ლოგიკასთან დაკავშირებით უკვე ვგრძნობ ერთეულების პროტესტს-„თუ პროდუქტი ფასიანია , არავინ მაღაზიაში არ გაჩუქებს“,მაგრამ ჩემი,როგორც მომხმარებლის უფლებებსაც ხომ უნდა იყოს დაცული ? საავტორო,მუსიკალური საზოგადოებების ზეწოლით, კანონებით ინტერნეტ პროვაიდერი წნეხში ექცევა- ის ვალდებულია დაამუხრუჭოს საკუთარი იუზერის „მავნე“ ჩვევა.ეს კი გულისხმობს ვიღაც გაურკვეველი ვირთხა ჩემს კონტაქტებში იქექებოდეს, მიკონტროლოს რა გადმოვიწერე და რა არა. სულაც არ მსურს პირადი მიმოწერა ვიღაც კანტორის ინტერესების დაცვის გამო მთლიანად დაუცველი იყოს. იქნებ სულაც არ მიზიდავს მათი საქონელი, ოჯახის წევრებთან მინდა დავწერო გზავნილი ვირტუალური დამსწრეების გარეშე. კი ბატონო, აუცილებელია პატივი ვცე საავტორო უფლებებს,თუმცა როცა ამის გამო ჩემს ნივთებში ძვრებიან, მუშტის მოქნევის ხასიათზე ვდგები. ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა მაშფოთებს და ვერავითარი ავაზაკი ჩიკოტილოს ან პედოფილი ნაძირლის აღმოჩენის სურვილი ვერ მიკმაყოფილებს პროტესტს. მზად ვარ გავუგო მუსიკანტ „ჰ“ს , ვისაც სურს მეტი ჰონორარი ქონდეს, მაგრამ თუ ის ფულის აღებას ჩემი უფლებების უფრო მეტი შელახვით შეეცდება, მაშინ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. ცალსახა აზრი მაქვს კომერციული მიზნით სხვისი პროდუქციის გამოყენებაზე ,მაგრამ ფაილების გადმოწერაზე რაიმე პასუხისმგებლობა აბეზრობაა .იგივე საიტების მიმართ უდიერი დამოკიდებულება საქართველოშიც შეინიშნება და მეტი პასუხისმგებლობითაა მოსაკიდი სხვების უფლებების მიმართაც. მაგალითები? „აგვისტოს 7 დღის“ გამოსვლა ნეტში იდიოტურად აღინიშნა.დაბლოკეს რამდენიმე საიტი. არ ვიცი, ვინ ბრძენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება,თუმცა მეეჭვება ამას რიგები დაეყენებინა კინოთეატრებთან. „უფასოს“ მოყვარული კინოში მაინც არ წავა. ბოლობოლო მეგობარს დისკს გამოართმევს. ქართული ნეტი საერთოდ ვერ განვითარდებოდა, რომ არა ფაილების თავისუფალი გაზიარება პირველ ეტაპზე „საავტორო უფლებების“ ჩარჩოებში ძნელი იქნებოდა გვეხილა ასი ათასობით მომხმარებელი,რომლებმაც მოდემი ნეტთან მპ3ის გადმოსაწერად შეართეს და არა ჰალსტუხიანი ოლიგარქების ინტერნეტ-მაღაზიებში საძრომიალოდ . არ ვუარყოფ, ეს ქაოსი მოსაწესრიგებელია ,მაგრამ აქ ნოტაციები არ შველის,საჭიროა ღია პროექტების პოპულარიზაცია, საავტორო უფლებების უფრო გონივრული ფორმების დანერგვა. კომერციული საიტების გაჩენის შემთხვევაში ტრაფიკის ფასი იზრდება , აზრი ეძლევა რეკლამას,შესაბამისად კი ვარეზის მაგივრად,უფრო მოწესრიგებული გვერდების გაჩენა გარდაუვალია. ესაა ევოლუციური პროცესი,სადაც საიტების,მომხმარებლების,საავტორო უფლებათა მფლობელების ინტერესები თანმიმდევრულად უნდა შეზავდეს. ძვირფასო სახელმწიფო, ძია ქართველო კომერსანტებო, შეეშვით სერვერების უპრაგუნო გამორთვას. გარისკეთ და პატარა რეკლამა მიიტანეთ თქვენთვის საინტერესო პროექტებში. სულაც არაა წამგებიანი ინტერნეტში ფულის ჩადება.ვგულისხმობ პერსპექტიულ საიტებს….ისე ბლოგების გამოყენების ტექნოლოგიებსაც თუ შეისწავლით,თქვენთვისვე კარგია.ჩვენც არ ვართ დასაკარგი ხალხი. ;) საზღვარგარეთ განიხილება პრობლემის გადაჭრის ცივილური გზები. იგივე იუთუბი ცდილობს საკითხის ნორმალურ ფარგლებში გადაწყვეტას. სრული პანაცეის მოძებნა უბრალოდ არარეალურია. მომხმარებელი ვალდებულია გონივრულობის საზღვრებში დაიცვას თავისი ინტერესები, საავტორო ორგანიზაციებმა კი პრობლემა სასურველია სხვადასხვა რაკურსიდან დაინახონ. დასკვნა კორპორაციები საკუთარ წარმატებებს გვიმტკიცებენ -მუსიკალურ პროდუქციაზე საავტორო უფლებების დაცვის შედეგად მარტო ამ სახის კონტენტის რეალიზაციის თანხა 5.3 მილიარდ დოლარამდე ავიდა. პატივცემულები აჭარბებენ. მხედველობაშია მისაღები მომხმარებელთა რაოდენობის ზოგადი მატება მსოფლიოში პლუს არაერთი პოპულარული მუსიკალური ჯგუფი ტორენტ-ტრეკერებს სარეკლამო საშუალებად იყენებს.არაფერს ვამბობ საქართველოზე,სადაც ისედაც მკვდარი შოუ ბიზნესი უარს ვერანაირად ვერ იტყვის პროდუქციის ინტერნეტ გავრცელებაზე .თვალს მაინც დახუჭავენ ,რამდენიც არ უნდა იგლოვონ ახლადშექმნილი ქართული საავტორო სააგენტოების წარმომადგენლების გვერდით. საჭიროა ლეგალური დისტრიბუციის ხელშეწყობა, უფასო და ფასიანი გზების სინთეზი.მოკლედ , მომხმარებლების მდგომარეობა საქართველოში დასაცველია!!! ამ დავას აქვს თავისი პოზიტივი- იბადება ერთმანეთის პოზიციების გაგების აუცილებლობა. მთავარია არ იყოს ცენზურა , პეპლის ეფექტით უარესი ბოროტება არ წარმოიშვას. ინტერნეტის კონტროლის სურვილი ხომ ყველა რჯულის ხელისუფლებათა თავის ტკივილია. რუსეთში ბლოგერებს იჭერენ, ვკონტაქტეს თხოვენ ურჩი გვერდების ოფიციალურ დახურვას, კორეაში საერთოდ კომედიაა , ჩინეთი უმკაცრესად აკონტროლებს „ანტისახელმწიფოებრივ“ ინფორმაციებს, ინდოეთში რელიგიური წესების შელახვის მოტივით ანტისამომხარებლო კანონმდებლობებს იღებენ, ევროპა იმდენად აფეტიშებს ოლიგარქთა ინტერესებზე, მომხმარებლები მეკობრეთა საკმაოდ კონკურენტუნარიანი პარტიების შექმნასაც ახერხებენ. შვეციაში კოპირების მეხოტბეებმა საკუთარი რელიგიაც კი შექმნეს , რათა უფლის სახელით დაეცვათ „კოპი-პეისთის „ პრინციპი….ეს პროცესები საყოველთაოა და მე ვარ მაქსიმალურად ნაკლები კონტროლის ფანატიური აპოლოგეტი . არ დაგიმალავთ , ბერნის კონვენციაზე არანაკლებ ჩემი პირადი უსაფრთხოება მაწუხებს,რომელიც კიბერდამნაშავეებისგანაც დასაცველია და ნებისმიერი სახის უცნაური მონიტორინგისაგან. არ ვიცი ამ ბლოგს ვინ როგორ აღიქვავს ,მაგრამ შევეცადე ერთი მომხმარებლის გადმოსახედიდან შემეხედა რთული საკითხისათვის. დისკუსია კი დასაწყებია. მომიტევონ ქართულმა საავტორო საზოგადოებებმა თუ მათ მენტორულ ტონს მინდა დაუპირისპირდეს დისპუტის რეჟიმი .
  4. ჭადრაკი მაგარია "ძირს ნიკოლოს მაღლა მუშა"-ს იდეაა ხომ?
  5. დაგიმხეცებია ნელნელა
  6. ქართველები მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაცხოვრებელთა მსგავსად დავირუსდნენ სოციალური მედიის სინდრომით. იშვიათია მომხმარებელი, ვინც პასიურად მაინც არ სარგებლობს ქსელებით. ამიტომ გადავწყვიტე ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განმეხილა.პრევენცია! ეს არაა ექსპერტის ჩანაწერი ,არამედ ერთი მომხმარებლის პირადი აზრია, რომელიც ჭეშმარიტებაზე პრეტენზიას არ აცხადებს. ჩანაწერის მისამართი: http://site.alo.ge/2012/01/02/საქართველო-და-სოციალური/
  7. 1300$ სავარაუდოდ, ბოლომდე არცაა მგონი დადასტურებული სერიულად გამოუშვებენ თუ არა იმედია გამოუშვებენ
  8. July 28, 2010 http://2.bp.blogspot.com/_SAstcVNBrU0/TE_TW8ONg5I/AAAAAAAAABw/DQpisTCdwXw/s320/bb5a5d1bc1fd.jpg ბანალური დასაწყისია..... სკოლა , პიონერის ფიცი,რომელიც არავის არ გვწამდა. ჯვრის ტარებით გაღიზიანებული პედაგოგები და ამით განცვიფრებული ბავშვური გულუბყვილობა. ამერიკის ხმა ვაშინგტონიდან სხვა ცხოვრებაზე გვიყვებოდა ,ხოლო აქ კი სკოლაში ლობიოს ტალონებს გვირიგებდნენ. გვასმენინებდნენ ლევ ლეშჩენკოს ,ჩვენ კი ქუინის მელოდიები უფრო მოგვწონდა..... გვთხოვდნენ წითელი ჰალსტუხის გაკეთებას ,არადა რემბო გვერჩივნა კოშევოის მთელ გვარდიას.... "მონანიებას" ჩუმად ვუცქერდით და კარებთან ერთი უფროსთაგანი აკვრდებოდა საეჭვო ნაბიჯებს..... საშიშროება იყო, კედლებსაც კი ყურები ჰქონდა,თან დიიიდი. ია ნინიძეს შიშველი სხეული გვიზიდავდა თუ აკრძალული ხილის ეფექტი ვერ გეტყვით,მაგრამ მთავარია საბჭოთა სტიგმები აშკარად გვაფრთხობდა და სტაკანჩიკის ფონზე აკრძალული ჰოთდოგის დაგემოვნებას ვლამობდით. ცხონებული ბაბუა კი ყურში ჩაგვჩურჩულებდა -ნუ გეშინიათ შვილებო!!! "ამათ" მალე ბოლო მოეღებათო...თქვენი თაობა მოესწრება....მე .... უნდოდა სხვა საქართველო ....ლელთ ღუნიას გორისა იყო მაინც. ერთხელაც რუსთაველზე ბიძიები და დეიდები სამიტინგოდ გამოვიდნენ . ვიღაც ულვაშიანი კაცის სურათი ეჭირათ და საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრობდნენ. საშუალო ასაკს გადაცილებული,რიხიანი ტემბრით მოსაუბრე,სიმპათიური ტიპი იდგა მიკროფონთან......ეს ზვიადია, კონსტანტინეს შვილი......მოგვესმა ჩურჩული..... ვაჰ, ნახე ბაბუა არ ცდებოდა..... თურმე კომუნისტების წინააღმდეგ გამოსვლა შეიძლება,დაუმარცხებელნი არ ყოფილან ........გაიფიქრა ბავშურმა ჭკუამ და შინდისფერ შავთეთრდროშიანი პატარა, უხარისხო სამკერდე ნიშანი დემონსტრაციულად გავიკეთე.მეზიზღებოდა პიონერის ჰალტუხზე მიჯაჭვული უსახო სტერეოტიპები.გულწრფელი პროტესტი გამოვხატე ყმაწვილური გონებით.... ვიგრძენით თავისუფლების სული სადღაც ახლოს იყო, კომუნისტური უგემოვნების აგონიის დრო დამდგარიყო. ვისაც სიმღერა შეეძლო, "შავლეგო" ისწავლა,რობაქიძე და ნიცშეს წიგნები ჩვენს მაგიდაზე დასახლდნენ ,ჩვენ ისეთი საქართველო გვინდოდა,როგორი ცხოვრებაც სხვაგან შორეულ ჰორიზონტზე გვეგულებოდა წითელი 1/6ს იქით... სასიამუვნო იყო ახალი ჰაერის შეგრძნება,მაგრამ საშიში და გამოუცნობი.... სასწრაფოდ სოფელში წამიყვანეს.შარიანი ვიყავი და მომაშორეს მოვლენათა ეპიცენტრს..... უკანდაბრუნებულს კი შავი დროშები დაგვხდა ქალაქში. საოცარი შეგრძნება ჰქონდა ნაციონალურ პროტესტს.უხმო,რაღაც იდუმალი.ასეთი, მხოლოდ საპირისპირო 13 მაისს ვიგრძენი,როცა დინამომ თასები აიღო....... მათ აერთიანებდათ საერთო ენერგია ამაღლებული მტკიცე ,ქედმოუხრელი..... ქვეყანა ერთ დღეში შეიცვალა. კომუნისტების გაგონება აღარავის სურდა. ყველა ელოდებოდა ქვეყნის განთავისუფლებას, თუმცა მოვლენებმა სხვა სახე მიიღო.სადღაც გაქრა აპრილის მცხუნვარება და ძალიან ბანალური ინტრიგების სახით გამოგვეცხადა . ხელისუფლება არ იბრძოდა, ოპოზიცია ერთმანეთს ჭამდა და ვერ გარკვეულიყო რა უნდოდა. მიტინგთუხუცესები 100 კაცის წინაშე მორიგ სისულელეს როშავდნენ , ხოლო სკოლაში უკვე აღარ ვმღეროდით შავლეგოს.უბრალოდ ვატყობდით ბავშვობა გვშორდებოდა.დანების ტრიალი უფრო მოდური გახდა... დაპირისპირებები, ომი , დაძაბული სახეები და ვისღა ახსოვდა რა იყო 2-3 წლის წინ?! განვიცადეთ მეტამორფოზა, გავბოროტდით. "გაიგე ის ბიჭი მოკლეს ერთი კვირის წინ ავტობუსში რომ ვნახეთ"...აუ მართლა? საწყალი...უი მაგას არ აბრალებდნენ "იმის" მოკვლას? ჰო , ეტყობა "სასტავი დაადგა" და.... დღემდე მტკივა ჩემი ბავშვობა . ისიც მოკლეს ნაადრევად, დაუნდობლად. დენთის სუნით ააყროლეს და ვინც მთელი გულით მიყვარდა ჩემთვის უცხო ადამიანებად აქცია დროებამ. მტკივა , მტკივა, რადგანაც ბევრ მათგანს ცივად გამოვემშვიდობე . უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო .მე ჩვეულობრივი,პატიოსანი სტუდენტის ცხოვრება ავირჩიე, მათ კი საძმოები საზარბაზნე ხორცით შეავსეს. წყალგამყოფი თავისით შეიქმნა,არც გვიჩხუბია, პატარა გაუგებრობაც კი არ მომხდარა. არ მსიამუვნებდა "რაღაც" და გავშორდი,მაგრამ ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვა . დრო გავიდა და მნიშვნელოვანწილად ჩარეცხა ტკივილი,თუმცა ნალექები დარჩა და ეს თითოეული ჩვენთაგანის ხვედრია. ჩვენ იმ დროების მსხვერპლნი ვართ,რომელიც პუტჩის ინიციატორებმა დაგეგმეს და შედეგიც მიიღეს. გავიზარდეთ, წარმოდგენები გადაგვისხვაფერდა , პიროვნული იმუნიტეტი გაძლიერდა გარე ბოროტებებისადმი ,მაგრამ არ იცვლებოდა არაფერი გარშემო...მხოლოდ დრო გადიოდა .... 2003 წლის რევოლუციას სოფელში შევხდი. არ მესიმპათიურებოდა ტრიუმვირატი,მაგრამ სასაიხარული გახლდათ რომ ხალხში იმედი გაჩნდა, გაიღიმა ქალაქმაც ,მაგრამ მალე ყველაფერი ძველებურ დროს დაუბრუნდა... მღვრიე სახეები ჩვეულობრივ პოზად იქცა და შევამჩნიეთ არც არაფერი შეუცვლიათ "დიდ რევოლუციონერებს " დღეს სარკეში შუა ხნის მამაკაცი მიყურებს ,რომელსაც წაართვეს ბავშვობაც და ახალგაზრდობაც, რომელიც დღემდე ერთგულია იმ იდეალებისა ,რისიც "ულვაშიანი კაცის " დანახვისას ინსტინქტურად იწამა ,მაგრამ ილუზიების მსხრევა ყველაზე მეტად მასაც ესაჭიროება. არერთხელ აგვიწონესთავისუფლება , ჩამოგვისხეს ის "ეროვნულობის" ყალიბში, შემდეგ სულ დაამსხვრიეს და სუნთქვაც დაგვამადლეს(ბევრი მეგობარი და ახლო ნათესავი ხომ აღარც სუნთქავს ) , ჩადეს ვარდებიან ქოთანში .... არადა ყველაფერი რა ბანალურია?! ადამიანს თავი თვითონ უნდა ეკუთვნოდეს და თავისუფლება შინაგანი განწყობილებაა, რომელიც უფლებაცაა და მოვალეობაც . მენატრება ბავშვური შავლეგო .ყველაზე ძლიერი, ქმედითი და გულწრფელი ემოცია მტრის წინააღმდეგ , ის სამფეროვანი დროშის "ზნაჩოკიც" მინდა ისევე გავიკეთოთ ,თუნდაც ახალი დროშის ფერებში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ კვლავ ცურვას განვაგრძობთ უსახო წარსულიდან ცივილურ ქვეყნამდე. დღეს ჩვენი გემი დამუხრუჭებულია. უმსგავსო რეჟიმი რიტორიკით გვაბოლებს თითქოს მართლა სადღაც მივდივართ , სინამდვილეში კი უკან წარსულისაკენ ვიწევთ.ახალი თაობა ჩვენებურ კომსომოლებს ქმნის , ვრემია რეინკარნიზირებულია "ეროვნული " სახით ,მაგრამ მჯერა იმ ნაპირზე უნდა გადავიდეთ თუნდაც იმ დაღუპული შავლეგოს მომღერალი ბიჭების სახელით. უკან არავის უნდა მიუეცეს ჩვენი მოტრიალების შესაძლებლობა არც ხელისუფლებას და არც კრემლში მტერთან კუდის მოქიცინე უზნეო პოლიტიკანებს. არავის უნდა მიეცეს ჩვენი თავის მართვის უფლება. ეს ძირითადში ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ უნარზე არ დავუშვათ ახალი კატაკლიზმები და ჩავრეცხოთ ჩასარეცხი. მხოლოდ ამაყ, პესიმიზმისგან განთავისუფლებულ სოციალურ ერთობას ანუ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ეს. ეს შესაძლებელია და ზუსტად ამირტომაც არ უნდა ჩავიკეტოთ პარტიული, ხელოვნური ტრადიციების თუ უბრალოდ შიშის სტერეოტიპების მორევში. დავფიქრდეთ და დროა შეწყვეტილი შავლეგოს ნოტები გავაცოცოცხლოთ.... საუბარი არაა მის ტექსტზე ,არამედ თავისუფლების სწრაფვის მუხტზე ,რომელიც ჩვენივე სიბრიყვით 89 წლის აპრილში დავკარგეთ .ჩვენ დავთმეთ და არა წაგვართვეს. * * * PS ავტორი უცნობია,რადგანაც შეიძლება ერთის აზრს არ გამოხატავდეს ისე ჩემი დაწერილია... განხილვა ქართულ ფორუმებში: http://planeta.ge/index.php?showtopic=17484 http://forum.ge/?f=29&showtopic=34093922
  9. ვისაც გექნებათ სურვილი , გთხოვთ გახსნათ თქვენი ბლოგ-ბუდე პლანეტაზე თემატიკა შეუზღუდაავი. რაც გინდათ ის წერეთ გადაჭარბებული ბილწსიტყვაობის გარდა
  10. ნელნელა აქეთ გადმომაქვს ჩემი ჩანაწერები. 2010 წლის ოქტომბერში დაწერილი ჩემი იმჰო ფირმები“- ამ ჟარგონით ხშირად მოიხსენებდნენ დასავლეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საბჭოთა საქართველოში. “სოვიეთ “ ქართველისთვის ის იყო განსხვავებული პლანეტიდან ,სადაც გაცილებით ლამაზად აქვთ ქალაქები მოწყობილი , ხოლო ცათამბჯენები კი ლამის მზეს წვდება. მაშინდელი ჯინსებში გამოწკეპილი მოზარდი ტურისტის შორტებზე გადაიხარხარებდა, მაგრამ აუცილებლად იამაყებდა იმით , თუ მოახერხებდა და იქაური მოდის ტანსაცმელს საიდანმე ჩაიგდებდა ხელთ . საღამოს კი, ქალაქის მეორე ბოლოდან მეგობართან საყურებლად ახალ კინოს აიტანდა . კინოზე გამახსენდა ...... აბა გადავხედოთ ქართულ ფილმებს .... ჩვენებურებისა და უცხოელების შეხვედრის სცენები შეზავებულია უცნაურ ელემენტებთან, უცხოელი იდუმალ სამყაროში მოდის, სადაც ჯორჯიელი გლეხი კახური ღვინოთი ათრობს . „ვერი გუდ“- წამოცდება მადლიერს და სამუდამოდ საქართველოს გულშემატკივარი ხდება . http://youtu.be/pxNd5qFL918 თუმცა .... .ქართველი ფეხბურთის თამაშისას მათთან მარცხდება, თხილამურებითაც შეჯიბრში ფეხებს იმტვრევს ,მაგრამ ესეც გარდაუვალია ,რადგანაც ისინი ჩვენზე წინ არიან წასულები. http://jini.clan.su/2/bscap0024nf4.jpg ამ ფრაგმენტებში ქვეცნობიერად ანტისაბჭოური სულისკვეთება ამოიკითხება . ქართული ოცნებაა გაარღვიოს არსებული კედელი და ოკუპანტების დაწესებული საზღვრები. გადის წლები . ლედი კარატით ეკრანზე შემოჭრილი „ილუზიონი“სა და „ეს ესტრადაა“ ს გადაცემების ყურებით შეთამამებული ქართველი ქაქუცას სურათს მიიტანს მიტინგზე. მას სჯერა ძია სემი უყურადღებოდ არ დატოვებს ,რადგანაც იმსახურებს მეტ თავისუფლებას და გამოცდილი უცხოელი ამით დაინტერესდება, http://experti.ge/nomebris-shimshiloba-PAT-KA.jpg მაგრამ ილუზიების მსხვრევა და დასავლეთის აკრძალული ვაშლის გაცნობის პროცესი პარალელურად მიმდინარეობს კინოპერსონაჟი განსხვდება რეალური “ ფირმისაგან“.შესაძლოა მას მწვადი არ მოეწონოს და ვეგეტერიანელი აღმოჩნდეს ან საერთოდ ჩამოვიდეს ,ქართული ისწავლოს და ჯორჯ ჰიუტად იქცეს დიდ ბრიტანეთში.... იქნებ ყურში საერთოდ არ ხვდება ნაციონალისტური ყოყლოჩინობა , დინების საწინააღმდეგო ცურვად მიიჩნიოს საქართველოს პრეზიდენტის სვლები და ინერტულობით რუსეთს ნება დართოს ზვიადის ზიზღისგან გაბრუებული „მამულიშვილების“ ხელით მოახდინოს ნომენკლატურული რევანში საქართველოში..... „ფირმები“ უცხოელ პარტნიორებად,ტურისტებად, ელჩებად იქცნენ ,მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად ან „დეპორტაციამდე“ მაინც მოინახულა ედემი , მაგრამ შეფასებისას კვლავაც დაგვკრავს პროვინციული ინტონაციები . ველით რაღაც იდუმალს მათგან , გვინდა არჩევნები ჩაგვიტარონ, დემოკრატია მოგვიწესრიგონ, ომი მოგვაგებინონ და ხშირად უცნაურად ვიბუზებით ეს ყოველივე რომ არ „გვაღირსეს“ დღემდე დასავლეთს ვერ აღვიქვავთ ადეკვატურად- უცხოელები ისეთივე მოკვდავი ადამიანები არიან ,როგორც ჩვენ . მათი კულტურა ,შოუბიზნესი და მიღწევები აშენებულია ორფეხიანი არსებების მიერ და სულაც არაა ზღაპარი მათი გამოცდილება შეერწყას ადგილზე არსებულ ღირებული ტრადიციების ფუნდამენტს ანუ ჩვენც შევძლოთ გლობალურ სამყაროში ჩვენი პატარა ადგილი დავიკავოთ . საბოლოო ჯამში ახალი საქართველო ძველისა და შემოსული კულტურების მუდმივი კონკურენციის პოლიგონი უნდა იყოს. უცხოელების მიერ იმპორტირებული ელემენტები ფასეული მაშინ იქნება ,თუ მოახერხებს და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს არსებულ პირობებთან ადაპტაციის შემთხვევაში, აი ტრადიციები კი მაშინაა ნამდვილად ნაციონალური ხასიათის მატარებელი ,რამდენადაც შეძლებს თავისი უნივერსალურობა დროსა და სივრცეში შეინახოს,მაგრამ ბუნებრივი განვითარების კანონით და არა ხელოვნურად დაგებული ახალი კედლების მეშვეობით. უკიდურესობებია აღმატებითი თუ სოროსფობიური დამოკიდებულებანი მთლიანად დასავლეთისადმი, კალაპოტში სასურველია მოექცეს ჩვენი ემოციები . ზემოლოდინი ზეიმედგაცრუებას იწვევს და სულაც არ უნდა დაგვბოღმოს ,თუ უცხოელმა ღვინო დაგვიწუნა ან თუ შეცდომებს უშვებს შეფასებებისას. ამ მითოლოგიის ორივე უკიდურესობა ( „ სნობური ფსევდოპროდასავლურობა“ და „სოროსოფობია“ ) მონეტის ორი მხარეა, იარსებონ, საჭიროც კია მათი წრიოხი ,მაგრამ საბოლოო ჯამში, ნებისმიერი მსოფლმხედველობა მხოლოდ შენაკადია ,რომელიც ზემოქმედებს კალაპოტის დონეზე. უცხოელებთან ხშირი კონტაქტი კი დაკვირვების საშუალებას იძლევა .ასე რომ ...წინ..... ჰო, კიდევ ერთი - რუსთან დღემდე არსებული კულტურული კავშირი გამოწვეულია ურთიერთობათა ხანგრძლივი დროით. აი სამყაროს დანარჩენ ნაწილთან კი არსებობს ზღვარი, კომპლექსები, სტერეოტიპები. მე ზუსტად ამ რაკურსიდან ვაფასებ სააკაშვილის ინიციატივას ჩამოეყვანა საქართველოში პედაგოგთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ინგლისურის მასწავლებლებად რამდენად გამოდგებიან ვერ გეტყვით ,მაგრამ როდესაც პერიფერიულ დასახლებულ პუნქტებშიც მიეჩვევიან მათთან ყოველდღიურ ურთიერთობას,ენას გაიტეხენ , ეს დანახარჯად ღირს . ასე რომ ეს იშვიათი შემთხვევაა ,როცა ნაციონალების ამ პროექტს ვეთანხმები. „ფირმები“ აღარ არიან ეგზოტიკული არსებები, შორტები ჩვენც ჩავიცვით ,ზოგმა ბლანჟეც გაიკეთა და უკვე აღარავის უკვირს. შემდეგი ეტაპი მათთან გაშინაურება უნდა იყოს , მათი ბუნებრივი აღქმა და ახალი სტიგმების თავიდან აცილებაც. მთავარი მიზანი კი საკუტარი თავების განვითარებაა . გარე სამყარო ამაში უნდა დავიხმაროთ. ტელევიზიით ჭღრპღრ ევროპული ფონდების გამოკითხვებით ხალხის მოწამვლა ისეთივე უმსგავსო საქციელია, როგორც ეროვნული და რელიგიური დემაგოგიის ქვეშ გახვეული რუსული ბუასადმი მოწიწების აპოლოგია. ეჰ, ვითარცა დიდი პლაკატი იტყოდა , რომელიც უკვე მეხსიერებაში თუ შემოგვრჩა: ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ;)
  11. თუ გექნებათ კითხვები , გიპასუხებთ
  12. http://www.myvideo.g...ideo_id=1678939 ამ ბმულიდან გვჭირდება id= შემდეგ მოცემული მონაცემი ანუ ამ შემთხვევაში 1678939 სპეციალური სიმბოლოებიდან ვიჩევთ ან ხელით ვწერთ მაივიდეოს თეგს http://s019.radikal.ru/i634/1204/b0/91f0053f41a3.jpg ვსვავთ აიდის ნომერს
  13. ნელნელა პლანეტა აღარ იქნება მარტო ფორუმი და ჩანაწერების როლი გაიზრდება 2 საკმაოდ კარგი სიახლე 1) პლანეტას დღეიდან აქვს მობილური ვერსია ანუ კაპრიზულ ქართულ ფონტებთან კონფლიქტი მოგვარებულია; 2) შექმენით თქვენი ბლოგები. ეს უკვე შესაძლებელია
  14. ვამოწმებ ბლოგს მგონი კარგია
  15. დაბადების დღიდან გამოყოლილმა ნაბახუსევმა წარსულის მიმართ სენტიმენტები გამიძლიერა "დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა"ასე ერქვა ჩვენს ორგანიზაციას. რამდენიმე სატელიტი გაერთიანებაც გვქონდა .ერთერთის ეგიდით არცთუ სუსტ საფეხბურთო ტურნირებს ვატარებდით
  16. ეს საოცარი და უაღრესად მოხერხებული ულტრაბუქი 2012 წლის ბოლოსთვის იხილავს დღის სინათლეს, მისი მთავარი ღირსება არის მისი მოქნილობა, ნოუთბუქი შეგვიძლია რამოდენიმე წამში ვაქციოთ პლანშეტად და მისი სენსორული ეკრანით გავაგრძელოთ მუშაობა, მასზე დაინსტალირებულია Windows 8 შესაბამისად პრობლემები რაც პლანშეტებზე გვხვდებოდა Windows 7-ზე მუშაობის დროს აქ არ იქნება და კიდევ, იგი თვით Macbook Air-ზე თხელია ) http://www.youtube.com/watch?v=xCxwWIGW0NA http://www.youtube.com/watch?v=5ZmQHnjCm7I
  17. გამარჯობა ჯიმშერ ! სხვები შეიძლება ალტერ ეგოთი მოგმართავენ ან გონებაში ჩამჯდარ საბჭოთა მეტასტაზებს გიწოდებენ , მე ასე მოგნათლე ,იმედია არ გეწყინება. ძალიან კაპრიზული ხარ , მეოცნებე , ზარმაცი ....რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას არ აძლევ კაცს.პროფესიონალიზმი არ გიყვარს, კერპობა გინდა და თან კერპებს ეძებ. მოკლედ ,ნარცისიზმის აპოლოგეტი ბრძანდები. ჯიმშერ, გახსოვს ისტორიის წიგნისაკენ რომ მიბიძგე? „ დიდი ისტორიული წარსულიო“, „მებრძოლი ერიო“ -ჰმ,შენ რა გითხარი ...... წავიკითხე და აღმოვაჩინე ,თუ რაოდენ წარმოსახვითია ეს სამყარო. მატიანის ტექსტების სამყაროში გარნისის პერიპეტიებიც ღიად ჩანს,თან მსოფლიო ისტორიის წიგნიც დესერტად დავაყოლე და თურმე ერთი ,საინტერესო,მაგრამ ჩვეულობრივი ხალხის ნაწილი ვყოფილვარ. ჰმ,ვეღარ მომატყუილებდი, ფირფიტა მოაბრუნე ,“1000 ქართულ სირცხვილზე“ ალაპარაკდი. ვაი შენს პატრონს, შე უბედურო.... დიდგორის ომი ხომ ნამდვილად მოხდა , ვაჟკაცი ქართველებიც ხომ იყვნენ ?- ეჰ ჯიმშერ,ჯიმშერ.....მითებისაკენ გაქვს მიდრეკილება ,არ შეგიძლია წყაროების შეჯერება და ობიექტური დასკვნების გაკეთება. ჭეშმარიტება უკიდურესობების მხარეს თითქმის არასოდეს არაა. ყველა უკიდურესობა ერთ ნიადაგს ემყარება.....გაუცნობიერებლობას. ტრადიციებიო,ქართველობა დავიცვათო, ტვინში ჩიპი ბუა მასონებმა არ ჩაგვიდონ,თორემ ყველაფერს დავკარგავთო. დადუმდი რა . ტრადიცია ღირებული მაშინაა,თუ კონკურენციის არ ეშინია,სიახლეს არ გაურბის ,არამედ ექვემდებარება ახალ დროებასთან ადაპტაციას. ფარისევლობაა შენი სადღეგრძელოები.სიცრუე ,რომელიც ადვილად ქარწყლდება. მიყვარს ბახუსი ,მხოლოდ ზომიერად . მიყვარს წარსულის ანალები ,მაგრამ წასაკითხად ,გასააზრებლად და არა მათგან ზღაპრების შესათზობად. ჯიმშერ, ვიცი შენც კი არ მოგწონდა საბჭოთა კავშირი.... ჩარჩოებში ჩაკეტვა და წითელი ცენზურა რა მოსაწონია?! შენი „უქარქაშო ხმლები“ ამ ზიზღს ერთ ეტაპზე ებრძოდა კიდევაც,მაგრამ ნელნელა ეს ზღაპრები მავნებელი გახდა ჯანსაღი გონებისათვის,რადგანაც იზოლაციონისტური მიდრეკილებებისკენ უბიძგებდა. ჯიმშერების რევოლუციად აქციეთ სსრკდან განთავისუფლების ეპოქა. ჩვენ მხოლოდ საბჭოთა უგემოვნების თავიდან მოშორება გვინდოდა,მაგრამ თქვენმა გავლენამ მძიმე იდოლოგიური ბექგრაუნდი შექმნა,რომელიც ბოლშევიზმის ნაყოფი იყო. სად მივედით? ისევ იქ საიდანაც მოვედით.ერთ წრეზე დავდივართ და ამაში დამნაშავე ქართველთა გონებაში ჩასახლებული პატარა კაცუნიებია . ძალიან გიყვარს ილია ჭავჭავაძე არა? ქართველობის სიყვარული ამით ისწავლეო. ჰეჰე, მართლა გენიოსი იყო,რადგანაც შენ გხედავდა , სამშობლოს სადღეგრძელოების მაგივრად პრაქტიკულ საქმიანობაზე ჰქონდა აქცენტი, მისი აზრები კი ზუსტად ლუარსაბული ფილოსოფიის წინააღმდეგი იყო , საერთო კარგახსნილობის მომხრე ყოველივე პროგრსულისადმი. წმინდა ილია მართალიო -შეეშვით მის სახელს, ნუ ითვისებთ ამ გზით .მოკვდავი გახლდათ თავისი სისუსტეებით და ზუსტად ამით გახდა ახალი საქართველოს შექმნის იდეის ავტორი,რომელიც ლუარსაბებმა და ჯიმშერებმა საკუთარ თავში ჩაკეტეთ. ბოლო დროს ეკლესიას მიეძალე. ამ მასიური იმედგაცრუებით გაწამებულებმა რელიგიაში დაიწყო ხალხმა შვების ძიება.შენ ცდილობ მათ გონიერებაში ჩაძვრე და „გააქვაკუთხედო“ ჩვენი ფილოსოფია. წადი რა... დაიკარგე ,შენი დრო უნდა გავიდეს . დასანგრევი იქნება ყველა ის ტაძარი ,რომელშიც შენი აზროვნება იქმნება გამეფებული. კონფორმისტი ხარ და საკუთარ სისუსტეებს ადამიანების წარმოსახვაში ჰპოულობ...... უი ჯეკ .....შენი დედაც..... აქ რა გინდა ? შენ ვინღა ხარ? „ბანძი ქართველი ერიო“,“ არაფერში ვარგივართო და კერპებს რახან ვექვემდებარებით ,უმჯობესია ისევ ჩვენ ვმართოთო,ჩვენ ხომ „ევროპეისკი“ ელიტა ვართ ...ისინი კი ეს ხალხი.... „აუ გრუზინებიო“ , ჯიმშერს აგინებ ? მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მაშინ შენი ტელევიზიები მის ინსტინქტებს რატომ აძლიერებს ჩვენში? ღია ჯიმშერული „სახალხო კრების“ კრახით ხალისობ და კონფორმისტული აურა კი გიხარია. ა შენ ჩამოკიდე წარწერა... „საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი.წყარო: მსოფლიო ბანკი“?! ერიჰა..... მე ვთქვი რა ხდება ,საიდან მოვიდა ეს ჯეკი-თქო. უცებ ვერ გიცანი ჯიმშერ. სნობის კოსტუმში გამოწყობილი ,ერთი შეხედვით, სხვაგვარად გამოიყურები ,მაგრამ ასე ადვილად ვერ დაიმალები. იგივე სულელი ხარ,რაც იყავი. ჰომო სოვეტიკუსი ,რომელიც უნდა გადაშენდეს ჩვენი გონიერებიდან. არაფერი ზემაგიური არაა ამისათვის საჭირო, მივყვეთ მსოფლიო განვითარების დინებას , ჰორიზონტი უკეთესად დავინახოთ და დავივიწყოთ ჯიმშერული ზღაპრები. ძლიერი ხარ შე ოხერო კიდევ,ძალიან ძლიერი, მაგრამ თუ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა საკუთარი ჯიმშერები მოიგერია ,აუცილებლად ეს ჩვენც უნდა მოვახერხოთ,თუმცა შენი განდევნა შოკით შეუძლებელია,შევიცვლებით? თავისით წავხვალ და დაიკარგები უკვალოდ,ხოლო ჯეკი,შრეკი თუ სხვა ნიღბები შენი სახეებია ......სხვა არაფერი იმედია მალე დაგვემშვიდობები და ამას ეს ქვეყანაც შეძლებს ნაკლები პატივისცემით: ალოანთ ლაშა
  18. შარშანდელი პოსტია ამ თემამ ერთი მემუარული ტიპის პოლიტიკური ნოველა დამაწერინა იმედია ძალიანაც სერიოზულად არ აღიქვავთ მის ლიტერატურულ მხარეს...უბრალოდ ვეცადე "მხატვრული" ფორმებით გამეხსენებინა ერთი დღე, თან ეს პოსტია და არა ნაწარმოები 1989 წლის 9 აპრილი დაბადების დღე სოფელში გადავიხადე და დილით ქალაქში უნდა დავბრუნდეთ. - აუჰ, როგორ მეზარება 8 საათი მანქანაში ჯდომა..... ნეტა რუსთაველზე რა ხდება?! აქ არავინ არაფერი არ იცის . პირიქით, მე მეკითხებიან. რადიო ცუდად იჭერს . საგზალს ვამზადებთ. სადაა დრო სიგნალი კარგად მოვძებნო... მიტინგებზე ჩუმჩუმად დავძვრებოდი. ნოემბრის აქციებისგან განსხვავებით სულ სხვა ატმოსფეროა.ვატყობდი ლიდერებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებული არაა. ქალაქში კი პატიაშვილის იმედი აქვთ. „არ წავა ეგ ხალხის წინააღმდეგ ,წესიერი კაცია ,მაგრამ არ მოკლან , რუსები ამას არა აპატიებენ...“ -რა მიამიტურად მსჯელობენ, მე ვხდები ჩემი ბავშვური ჭკუით ,ესენი კი ..... სადღაც სენაკთან ვართ. მამაჩემი ერთ ნაცნობს მეგრულად ელაპარაკება. ორივეს სახეზე ფერი არ ადევს.... -ჭორები დადის ,თითქოს შეტაკება მომხდარა .... - აუუ, ჩვენები როგორ არიან?! - არავინ არაფერი არ იცის , ზოგი ამბობს ათასი კაცია დაღუპული , ზოგი რას ,ზოგი რას..... -დედა,დედა კიდევ კარგი ბავშვები აქეთ წამოვიყვანეთ.... --...... თბილისს ვუახლოვდებით . იმატა შავდროშიანმა მანქანებმა . უეჭველი რაღაც მოხდა . ნუთუ მართლა ამდენი ადამიანი ჩახოცეს?! ნათესავებზე ვდარდობთ ,მეგობრებიც გვახსენდება ... . ქალაქი გატენილია რუსების ტექნიკით. -წყეულები..... -ჰმ.... მეზიზღება საბჭოთა კავშირი, ორგანულად მეზიზღება ეს ბინძური ნამგალი და ურო. ნუთუ არა ვართ ღირსნი დამოუკიდებლები ვიყოთ?! რითი ვართ ვინმეზე ნაკლები?! ასეთი ქალაქი ჯერ არ მინახია. სახეებზე შიშს ვერ ვკითხულობ.მხოლოდ სიფრთხილე და სიძულვილი.განსხვავებულ გამოხედვას ვერ მოძებნი. უცხო ადამიანები ერთმანეთს თბილად ვესალმებით. ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით რა მოხდა,მაგრამ მსხვერპლი არის,სისხლი დაიღვარა. ქალაქში ჩასვლისთანავე სტადიონზე შევიარე. ბიჭებმა სიგარეტი მომაწევინეს. ახლობლები არავინ დაღუპულა , თუმცა რამდენიმე ადამიანის კვალს ჯერ ვერ პოულობენ. სავარაუდოდ ცოცხლები არიან... -საღამოს ეზოში ხალხი იკრიბება. ერთი მეზობელი ქალბატონი ფერეიდნელი მოლას მკითხაობას იხსენებს ....“რა ზუსტად იწინასწარმეტყველა?! წითელი ურჩხული მალე აღარ იარსებობსო“ -აუფ, კარგით რა , ამათ რა მოერევა.. -ჩვენი ზიზღი ქალბატონო, ჩვენი ზიზღი. ბავშვები რაღაც პლაკატს ვაკეთებთ ...„დიდება დაღუპულ გმირებს“..... „დღე დგება უტყვი და უჩვევი,მეწამულ ბილიკზე ვდგებით“...... ეს სიტყვები რამდენიმე დღე პირზე ყველას ეკერა.ნამდვილ თავისუფლების ჰიმნად იქცა. ყველას გვეგონა ,რომ ტიტების ჩუქების დრო დადგა, ლიდერები გამოვიდოდნენ ციხიდან და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალი ტალღა დაიწყებოდა.... გვეგონა...... რა ალალი იყო მაშინ თბილისი, მაგრამ ერთიანი და იმედიანი.ასეთი საერთო კონსოლიდაცია მხოლოდ 13 მაისს თუ მახსოვს,მაშინ ყველა ხარობდა, დღეს ,პირიქით მოღუშული,მაგრამ რაღაც საერთო ქონდა 89 წლის აპრილსა და თასების თასის აღების სიხარულს.ესაა ის ,რასაც ჭეშმარიტი პატრიოტიზმი ქვია პოლიტიკოსების, ამბიციების ინტრიგების გარეშე.....
  19. თარგამაძეს ჩააწოდებინეს პადაჩა. უნდათ მასთან იყვნენ კონსტრუქციულები. მასხარაობა, .თარგამაძე :beat:
×
×
  • შექმენი...