Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ვარაუდები საჭირო არაა.ავტორს შეუძლია არგუმენტების წარდგენა და მშვიდი საუბარი ცოტა გაურკვეველი იუმორია,მაგრამ დაწყებული მიშადან და ბიბიდან, მივეჩვიე იუმორისადმი უდიერ დამოკიდებულებას ცოტა უფრო გასაგები ფორმით ჯობია აზრის ჩამოყალიბება. გაურკვეველ ფილოსოფიაში ათქვეფილი ირონია ხანდახან შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. ეს თემა , ქვეყანაში სადაც არანაკლები პრობლემები არსებობს , ვერ იქნება საზოგადოების პრიორიტეტი. როდესაც შვილი ნარკომანი გყავს , ვერ შესძახებ მეზობელს, რომ წამალი არ გაიიკეთოს. შესაძლოა ტკივილი გაუზიარო ან რჩევა კიტხოთ ერთმანეთს,მაგრამ .... კი ბატონო, თხარეთ, თხარეთ და ქართული დემოკრატიის იმპოტენციას გამოთხრით. ამის წინააღმდეგი არ ვარ მეტიც , მე ეს იდეა მომწონს, თუმცა წინასწარ გაფრთხილებთ , რაც მეტად ისაუბრებთ რუსეთის გაჭირვებაზე , მითუფრო აქტუალური იქნება ლოკალურუი საკიტხები ილაპარაკეთ, ჩემგან რა მიდის . მხოლოდ პარადოქსია თვალწინ არ დაინახო და ასეთ დონეზე შორსმხედველობა გქონდეს განვითარებული.....
  2. რაღაცეები იცვლება ამიტომ მოდერატორების როტაციას ვერიდებოდი. ამ დღეებში დასრულდება პროცესი.
  3. ბარსაფანი ვიღაც არაა. კი რაღაცეებში გეთანხმები . შეცდომები იყო...
  4. მოკლედ , პირადულზე გადასვლა და ეგრევე ბანი . არ მიანტერესებს ინსპირატორი. სულ არ მაქვს ინტერესი აქ იქნება ასეთი ბილწსიტყვაობით აღსავსე დებატები თუ არა. ეს საშინელებააა
  5. ტვინი წავიდა . მამას სამდღიანი ბანი . სხვების პოსტებს ფადავხედავ. სატურნის მოსვლამდე აქ ერთი ამბავი იქნება
  6. Watch live streaming video from tv9ge at livestream.com
  7. http://www.netgazeti.ge/GE/103/News/9385/ადგილობრივი-საქართველოს-რეგიონები-სამეგრელო–ზემო-სვანეთი.htm#.T6ATBKCcjxM.facebook დღეს ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას, რომელიც 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა, მწვავე დისკუსია მოჰყვა აუდიიტორიის მხრიდან. შეხვედრის მონაწილეებმა, რომელთა შორის ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, გააპროტესტეს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. შეხვედრის მონაწილეების დიდმა ნაწილმა მიუღებლად მიიჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრად შესაძლოა აირჩეს 21 წელს მიღწეული პირი. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ცენტრის" წარმომადგენელმა მურმან მალაზონიამ განაცხადა, რომ 21 წლის, „ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდები“, ხელისუფლებას გარკვეული დავალებების შესასრულებლად ჭირდება, ამიტომ, მისი თქმით, დაუშვებელია ამ ასაკში ადამიანი სახელმწიფოს უმაღლეს მმართველობით სტრუქტურაში მონაწილეობდეს. შეხვედრის მონაწილე ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება გამოიწვია ზუგდიდის სამუსიკო სკოლის პეტაგოგის მარინა ბუაძის მოსაზრებამ, რომლითაც მან დადებითად შეაფასა ეს ცვლილება. მარინა ბუაძის თქმით, ის მიესალმება ახალგაზრდების ჩართვას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, დალი ბულიამ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ის მიმდინარე წლის იანვარში სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, რადგან კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპატიას საჯაროდ გამოხატავდა. მან შეხვედრის დასრულებისთანავე კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლაშა თორდიას - შეექმნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს პრობლემები წინასაარჩევნო პერიოდში. „კი, შეექმნება. მას არ აირჩევენ,“ - უპასუხა თორდიამ. თორდიას თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი მიღწეულია: „ყველა შეხვედრა, რომელიც ამ საკითხზე ჩატარდა, საინტერესო იყო, რადგან მოვისმინეთ მოსახლეობის აზრი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერებული მოსაზრებები გახდება ჩვენი მსჯელობის საგანი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ლაშა თორდიამ. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ზუგდიდში ჩატარებულმა შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა: „მოქალაქეთა აქტიურობა ცხადხჰყოფს, რომ ზუგდიდი მზად არის ცვლილებებისთვის და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ძალიან წარმატებულად ჩაივლის“. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო–სახალხო განხილვას ზუგდიდში ესწრებოდა შეხვედრის ორგანიზატორი ორგანიზაციის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო. მისი განცხადებით, NDI ხშირად უკეთებს მსგავს შეხვედრებს ორგანიზებას, რითაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ჩაერთოს კანონპროექტის განხილვაში. ლუის ნავარომ უკვე გამართული შეხვედრების კომენტირებაზე უარი განაცხადა და განაცხადა, რომ NDI შეფასებებისგან თავს იკავებს. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებითა და აშშ–ის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ საყოველთაო–სახალხო განხილვა უკვე ჩატარდა რუსთავში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში. ბოლო შეხვედრა ახალციხეში 2 მაისა არის დაგეგმილი.
  8. ქართველი ექსპერტების თქმით, სალარო აპარატის ჩეკების გათამაშება გრანდიოზული აფიორაა და ამით ხელისუფლება დიდ ფულს შოულობს. ექსპერტს ეკონიმიკის საკითხებში, ლადო პაპავას, მიაჩნია, რომ ეს დაყაჩაღების შესანიშნავი სქემაა, რადგან, უნებურად, ყველა მომხმარებელი ლატარეის თამაშში იძულებით ერთვება. გარდა ამისა, ეს არის მეწარმეებისთვის წილში ჩაჯდომა, რადგან გათამაშებისთვის საჭირო ფონდის შესაქმნელად, ჩვენს მიერ ნაყიდ პროდუქციაში გადახდილი თანხიდან რაღაც ნაწილი ამ ფონდში უნდა შევიდეს. ამის გამო მეწარმე იძულებული გახდება, პროდუქტს ფასი მოუმატოს. ლადო პაპავას თქმით, ხელისუფლებამ ყველაზე მცირე ოდენობის ნავაჭრიდან საშუალოდ, 3-5 თეთრიც რომ ამოიღოს, ამით რამდენი მილიონი შემოსავლის მობილიზებაა შესაძლებელი სახელმწიფო ყულაბაში?! და ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ლეგალური გზით ხდება. სატელევიზიო თუ გარე პერიმეტრზე არსებული რეკლამები საზეიმოდ გვამცნობენ, რომ მომხმარებელი შეძენილ პროდუქტზე სალარო აპარატის ჩეკს თუ მოითხოვს, წამახალისებელ გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება და 2012 წლისთვის 9 მილიონი ლარით განსაზღვრული საპრიზო ფონდიდან 10, 20, 50, 100-ლარიან მოგებას მიიღებს. გარდა ამისა, თვეში ორჯერ გათამაშდება 10 000 ლარი, ხოლო კვარტალში ერთხელ - 50 000 ლარი. საინტერესოა, საიდან ფლობს სახელმწიფო ჩეკების გათამაშებისთვის გამიზნულ თანხებს? საპრიზო ფონდის შესავსებად ხომ არ მიმართავს უკვე არაერთგზის აპრობირებულ მეთოდს - მეწარმეების დაყაჩაღებას?! მართალია, ხელისუფალნი ირწმუნებიან, რომ ამ ნოვაციით რეალიზებული საქონლის აღრიცხვის კონტროლი მოხდება და გათამაშებაში ჩართულ მომხმარებელს ჩეკების მოთხოვნის მოტივაცია გაუჩნდება, მაგრამ ჩეკების გამოჩენის შემდეგ მოხერხებული გამყიდველები სულაც არ იწუხებენ თავს მყიდველისთვის ჩეკის გადაცემით. ალბათ, ჩეკების საშუალებით მოგებას თავად ელიან. განსაკუთრებით, ამას ნაცნობი მყიდველების დანახვისას რისკავენ. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან ივსება საპრიზო ფონდი. თუ ეს მომდინარეობს ბიუჯეტიდან, ბიუჯეტის კანონში მსგავსი არაფერი წერია. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტი საპრიზო ფონდისთვის თანხას გამოყოფს, საბიუჯეტო კანონმდებლობის დარღვევაა და მასში წყარო არ ჩანს. გარდა ამისა, ნოდარ ხადური წმინდა ფსიქოლოგიურ ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, ნებისმიერი გათამაშება და ლატარეა ადამიანის ნებაყოფლობით სურვილზეა დამოკიდებული; ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ყველა ადამიანი ჩეკების გათამაშების მონაწილე გახდება, ეს მართლაც არ გამოდის ნებაყოფლობითი სურვილი. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრს ადამიანს არანაირი სურვილი არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ გათამაშებაში. ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად კი ნოდარ ხადურს სალარო აპარატის ჩეკების გათამაშების აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესი მიაჩნია. „კაცმა არ იცის, რა მექანიზმებით ხდება და მოხდება გათამაშება, რა ალბათობა არსებობს და სხვა. აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესია, თანაც, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კეთდება მაშინ, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ანუ, ადმინისტრირებით ისე დაამახინჯეს სალაროებისა და ჩეკების სისტემა, რომ დღეს წამახალისებელი სიტუაციის გამოჩენა, უბრალოდ, დაცინვას ჰგავს“. ხადურის აზრით, ასეთი ტიპის წამახალისებელი ღონისძიებების გატარება უფრო უპრიანი იქნებოდა, როცა პირველი ნაბიჯები იდგმებოდა სალაროებთან და ჩეკებთან მიმართებით. კერძოდ, ექსპერტის თქმით, ყველას ახსოვს ის მექანიზმი, როცა ახალგაზრდები მაღაზიებში შედიოდნენ და პროვოცირებას უწევდნენ დანაშაულს, რათა ამ ობიექტებს 500 ლარიანი ჯარიმა გადაეხადათ. ეს წილი კი თავად ამ მოხალისე საგადასახადო ინსპექტორების მიმართულებით მიდიოდა. „ვფიქრობ, დღეისთვის ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი პროცესია. თუ ხელისუფლების არგუმენტი ისიცაა, რომ გამყიდველები აქამდე ჩეკებს არ იძლეოდნენ და ამით თანხის „მოტეხვა“ ხდებოდა, ასეთი არგუმენტი არადამაჯერებელია. მსგავსი სიტუაცია, როცა მომხმარებელი ითხოვდა ჩეკს და ვინმე არ აძლევდა, დედამიწის ზურგზე ვერ წარმომიდგენია. მას შემდეგ, რაც სადამსჯელო ღონისძიებებზე დაიწყო ხელისუფლებამ მუშაობა, პრაქტიკულად, ყველა სავაჭრო ობიექტში ანგარიშსწორება ჩეკით ხდებოდა. ასე რომ, მე იმის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რომ გარკვეული წამახალისებელი და ეკონომიკური სტიმულები შემოიღონ, რათა ადამიანებმა ჩეკები მოითხოვონ“. ნოდარ ხადურს ისიც აეჭვებს, რომ არანაირი საზოგადოებრივი ზედამხედველობა არ ხორციელდება, რაც ამ პროცესს ნათელს მოჰფენს. არავინ იცის, ვინ იგებს ამ ჩეკებით, რამდენს იგებს ან რატომ იგებს? „თუკი ჩეკების შემოღების შემდეგ გამყიდველები უბრალოდ აღარ იძლევიან ჩეკებს, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. არ ვიცი, შესაძლოა, გარკვეულ ქვენა გრძნობებსაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მოგების ალბათობა იმდენად მცირეა, რომ არა მგონია, გამყიდველმა ამისთვის იმ ფასეულობებზე თქვას უარი, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს შეეხება“ - ამბობს ხადური. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია საპრიზო ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ზეპირ განმარტებებს არასაკმარისად მიიჩნევს. „ბიუჯეტში ასეთი მუხლი არ დევს. შესაძლოა, სხვა ხარჯებიდან მოახდინონ დაფინანსება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მოქმედ ბიუჯეტში ცალკე გამოყოფილი საპრიზო ფონდის 9 მილიონი ლარი არ არის. ის ფაქტი, რომ ყველას ჩართვა მოხდა ამ გათამაშებაში, ეს მართლაც ასეა. თუმცა, ეს არ არის კლასიკური ლატარეა. ვფიქრობ, რომ ტრანზაქციების რაოდენობა იმდენად ბევრია და საპრიზო ფონდი ისეა შეზღუდული, რომ ეს არ იქნება მაინცდამაინც საზოგადოების მასობრივი კმაყოფილების გამომწვევი“. ამის მიუხედავად, აზარტული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არც ისე მცირეა, დავით ნარმანიას შეხედულებით, უკვე დაინტერესდა ამ თემით და ბევრი აგროვებს კიდეც სალარო ჩეკებს. დავით ნარმანია ადასტურებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში, გამყიდველები სალარო ჩეკებს მართლაც ბეჭდავენ სალარო აპარატიდან, მაგრამ სათავისოდ იტოვებენ, რათა მოგვიანებით თავად შეამოწმონ, რაიმე ხომ არ მოიგო ამ ჩეკმა. თუ რამ მიიყვანა ხელისუფლება ჩეკების გათამაშების იდეამდე, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ გამყიდველების მხრიდან მყიდველებისთვის ჩეკების გაუცემლობა ამის არგუმენტად არ გამოდგება. „ბოლო პერიოდში იმდენად მკაცრი იყო ადმინისტრირება, რომ ფაქტობრივად, ჩეკს ყველა გამყიდველი გასცემდა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ კარგად გათვალა, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი აზარტულია და ისინი დაინტერესდებოდნენ ამ თემით. ამის მიუხედავად, არც ეს არის მყარი არგუმენტი, თუ რატომ დასჭირდათ ამ ცვლილების განხორციელება. საკუთრივ მათ რომ ვკითხოთ, ისინი ამბობენ, რომ ბრუნვების ლეგალურობისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი, მაგრამ ესეც არ არის მყარი და საკმარისი არგუმენტი“. არის თუ არა ეს მეწარმეებისთვის იძულებით ჯიბეში ხელის ჩაყოფა და საპრიზო ფონდისთვის თანხის დაძალებით გაღება?! ამის შესახებ მსჯელობისგან ექსპერტი გარკვეულ დრომდე თავს იკავებს. მისი თქმით, ეს რაიმე დოკუმენტით ან სქემით არ დასტურდება, მაგრამ, ალბათ დრო გვიჩვენებს და გაირკვევა, დებენ თუ არა საპრიზო ფონდის თანხას მეწარმეები. თუმცა ერთი კია, ადმინისტრირების გამკაცრება თავისთავად ნიშნავს, რომ იმ მეწარმეებს, რომლებიც უფრო ჩრდილში იყვნენ და შემოსავლების გარკვეულ ნაწილს მალავდნენ, გაცილებით მეტი შემოსავლის აღრიცხვა და ბიუჯეტში მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ. „თუ საპრიზო ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, მეწარმეებისგან დაფარავს ამ ხარჯებს სახელმწიფო. ახლა შეიძლება ეს პირდაპირ ჯიბეში ხელის ჩაყოფა არ იყოს, მაგრამ არაპირდაპირი გზით, მათგან მეტი შემოსავლის მოთხოვნას ნიშნავს“. გარდა ამისა, გასათამაშებელი ჩეკების შემოღების შემდეგ დავით ნარმანია პროდუქციაზე ფასების გაზრდას ელის, რადგან ადმინისტრირების გამკაცრება ასახვას ყოველთვის ფასებზე ჰპოვებს. http://www.presage.tv/?m=society&AID=12025
  9. ვებმასტერთან უნდა შეთანხმდეს ისე სასურველი ტემები დადეთ აპა
  10. http://www.tabula.ge/article-21856.html ბენსიონ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთა­ნიაჰუს მამა, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბენსიონი აშშ-ში ის­რაელის სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძოდა. უფროსი ნეთანია­ჰუ სხვადასხვა დროს იყო ჟურნალისტი, ებრაული ენციკლოპედი­ის რედაქტორი, პროფესორი, ისტორიკოსი და აქტივისტი. ამასთან ერთად, ის იყო რევიზიონისტული სიონიზმის ფუძემდებლის ვლა­დიმირ ზეევ ჟაბოტინსკის მდივანი და თავისი შვილის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, არაფორმალური მრჩეველი. ბენსიონ მილეიკოვსკი, მოგვიანებით ნეთანიაჰუ, 1910 წელს ვარ­შავაში, რუსეთის იმპერიაში დაიბადა. მისი მამა, ნეთანი რაბინი იყო, რომელიც ევროპასა და აშშ-ში მოგზაურობდა და სიონიზმის იდეას უწევდა პოპულარიზებას. 1920 ნეთანი ოჯახით იერუსა­ლიმში გადასახლდა და გვარად ნეთანიაჰუ არჩია, რაც უფლის სა­ჩუქარს ნიშნავს. ბენსიონი იერუსალიმის უნივერსიტეტში სწავლისას სიონისტურ მოძრაობის, ე.წ. რევიზიონისტულ ფრთას შეუერთდა. მეინსტრი­მული სიონიზმისგან განსხვავებით, რევიზიონისტები სოციალის­ტური ინტერნაციონალიზმის იდეებს არ იზიარებდნენ და უფრო მეტად ნაციონალისტური და ლიბერალური შეხედულებების მატა­რებლები იყვნენ. მათ შორის განხეთქილება 1935 წელს მოხდა, როცა სიონისტური ორგანიზაციამ უარი განაცხადა თავის მიზნად ებრაული სახელმწიფოს შექმნის გამოცხადებაზე. რევიზიონისტებს მიაჩნდათ, რომ ებრაელები უსაფრთხოდ ვერსად იქნებოდნენ, თუ არა ბიბლიური ისრაელის მიწაზე (რომელიც თა­ნამედროვე ებრაული სახელმწიფოს გარდა ასევე მოიცავდა პალეს­ტინის და, ზოგიერთი ვერსიით, იორდანიის ტერიტორიას). მსოფ­ლიო ომებს შორის პერიოდში ისინი ამაოდ აფრთხილებდნენ ევრო­პულ ებრაელობას მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ და ცდი­ლობდნენ ევაკუაციის აუცილებლობაში მათ დარწმუნებას. 1940 წელს ბენსიონ ნეთანიაჰუ აშშ-ში გადასახლდა,რათა მხარში ამოდგომოდა ჟაბოტინსკის, ხოლო ამ უკანასკნელის დაღუპვის შემდეგ, მისი ახალი სიონისტური ორგანიზაციის ლიდერი გახდა. ამერიკაში მოღვაწეობისას უფროს ნეთანიაჰუს სისტემატური კონ­ტაქტი ქონდა ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა მომავალი პრეზი­დენტი, გენერალი დუაიტ აიზენჰაუერი და სახელმწიფო მდივანი დინ აჩესონი. ახალმა სიონისტურმა ორგანიზაციამ თავის მთავარ მიზანს - ისრაე­ლის ისტორიული ტერიტორიის დანაწევრების თავიდან აცილებას ვერ მიაღწია, თუმცა, უფროსმა ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ს პოლიტიკის ისრაელისთვის სასარგებლოდ შემობრუ­ნებაში. 1948 წელს, ისრაელის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ბენ­სიონ ნეთანიაჰუმ აკადემიური კარიერა განაგრძო. თავიდან ის იე­რუსალიმში დაბრუნდა, მოგვიანებით კი ისევ ამერიკაში გადასახ­ლდა. სხვადასხვა დროს იყო ებრაული ენციკლოპედიის რედაქტო­რი, კორნელის, დენვერისა და იერუსალიმის ებრაული უნივერსი­ტეტების პროფესორი. ბენსიონ ნეთანიაჰუ ისრაელში საბოლოოდ მხოლოდ უფროსი შვი­ლის, იონათანის დაღუპვის შემდეგ დაბრუნდა. იონათანმა იომ კი­ფურის ომის დროს განსაკუთრებული სამსახურისთვის მედალი მი­იღო. ის ისრაელის ჯარის ელიტური სპეცრაზმის, საიერეთ მატკა­ლის, მეთაური იყო. იონა ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა უგანდა­ში საფრანგეთის ავიახაზებიდან გატაცებული100 ებრაელი ტყვეს გათავისუფლების ოპერაცია ენტებეს. იგი ერთადერთი ებრაელი იყო, როგორც სამხედროებს, ისე სამოქალაქოთა შორის, რომელიც ამ ოპერაციისას დაიღუპა. 2005 წელს Ynet-ის მიერ ჩატარებულ 200 უდიდესი ებრაელების გამოკითხვაში იონა ნეთანიაჰუ მეცამე­ტე ადგილზე აირჩიეს. ბენსიონ ნეთანიაჰუს ეკუთვნის ცნობილი წიგნი ესპანური ინკვი­ზიციის შესახებ. ”ინკვიზიციის საწყისები მეთხუთმეტე საუკუნის ესპანეთში”. იგი მკვეთრად დაუპირისპირდა გავრცელებულ შეხე­დულებას, თითქოს გაქრისტიანებული ებრაელების დევნის ძირი­თადი მოტივი იუდეველობის ფარული აღსარება წარმოადგენდა. ნეთანიაჰუს მტკიცებით, სინამდვილეში კონვერსოს სახელით ცნო­ბილი ეს ებრაელები უკვე ბოლომდე გაკათოლიკებულები იყვნენ, ხოლო მათი დევნის მიზეზი არა რელიგია, არამედ შური და რასიზ­მი იყო. უფროსი ნეთანიაჰუ თვლიდა, რომ ებრაელების მთელი ისტორია ჰოლოკოსტების ქრონიკაა. ნაციონალ სოციალისტების მიერ ებრაუ­ლი საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტის მცდელობა დანარჩენი გენოციდებისაგან მხოლოდ მასშტაბით განსხვავდებო­და. მამისაგან მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისაა, რომ წარსულის ცოდნის გარეშე აწმყოს გაგება შეუძლებელია, აქე­დან გამომდინარე კი ვერც მომავალისათვის მომზადებას შევ­ძლებთ - ამბობდა ისრაელის ამჟამინდელი პრემიერი. მისი თქმით, ბენსიონ ნეთანიაჰუმ ჯერ კიდევ 90-იან წლებში იწინას­წარმეტყველა 9/11-ის ტერაქტი, აგრეთვე ტირანული ისლამისტუ­რი რეჟიმების მიერ ბირთვული იარაღის დაუფლების მცდელობა. იონათანისა და ბენიამინის გარდა ბენსიონ ნეთანიაჰუს ყავდა მე­სამე შვილი, ექიმი-რადიოლოგი და დრამატურგი იდო ნეთანიაჰუ. ბენსიონის ძმა, ილიშა ცნობილი მათემატიკოსი და ისრაელის მათე­მატიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. მისი მეუღლე, შოშანა ნეთანიაჰუ-შენბურგი ისრაელის უზენაესი სასამართლოს მეორე ქალი წევრი იყო.
  11. http://geonews.ge/category/382/chemi_auditi/news/172899/mindia-tabagua.html ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შემოღებასთან დაკავშირებით "ჯეონიუსმა კომენტარი სთხოვა "აუდიტესკორტი"-ს დირექტორს, მინდია ტაბაღუას. მან ელექტრონული ზედნადების სასიკეთო და ამასთან, პრობლემატურ მხარეებზე ისაუბრა. შპს "აუდიტესკორტი“, დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანიაა. ის უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს. მინდია ტაბაღუა:-ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შემოღება განპირობებული იქნა შესაძლებლობით, რასაც იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ სახელმწიფოს მხრიდან სამეწარმეო საქმიანობა უკეთ და უფრო მარტივად გაკონტროლდეს, ვინაიდან ასეთი წესით, საქონლის ბრუნვა დაუყოვნებლივ (საქონლის მიწოდების, გადაზიდვის, დისტრიბუციის და სხვა შემთხვევებში) შემოსავლების სამსახურის მიერ კონტროლირებულ ელექტრონულ ბაზაში აისახება. შესაბამისად იძლევა საშუალებას სავაჭრო ობიექტებზე, სასაწყობო მეურნეობებში, თუ ნებისმიერ საქონელბრუნვის ობიექტებზე საქონლის შეძენის, მიწოდების და გადაზიდვის ეტაპებზე, სახელმწიფოს მხრიდან, “ოთახიდან გაუსვლელად” კონტროლის გამარტივებულ შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ ელ. ზედნადები ასევე იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მარტივად გამოავლინოს ურჩი გადამხდელები და მოახდინის მათ მიმართ სათანადო რეაგირება, გაავრცელოს სანქციები. მყისიერად ინფორმირებული იყოს მეწარმის ტვირთბრუნვის ოპერაციების შესახებ და გაიმარტივოს საქონლის ინვენტარიზაციის პროცედურები. როგორც ვიცით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადების შემოღებას 2 თვით ადრე წინ უსწრებდა საერთო ელექტრონულ ქსელზე მიბმული სალარო აპარატების სავალდებულო შეძენა, რამაც სახელმწიფოს მისცა მეწარმეთა ფულადი შემოსავლების პირდაპირი კონტროლის საშუალება. აღნიშნული სალაროს აპარატი მეწარმეებს 300 ლარი დაუჯდათ დამატებით, თითოეულ გაყიდვის (სავაჭრო დახლი, მაღაზია და ასე შემდეგ) ობიექტზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ოპერაციების თანმიმდევრობით და სიმარტივით ახალი სალაროს აპარატს მეწარმეებისათვის არ შეუქმნია მნიშვნელოვანი პრობლემები, თუ არ ჩავთვლით შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრებში სალარო აპარატის შეძენის ეტაპზე რიგებში დგომასა და სალარო აპარატის სავალდებულოდ გადასახდელ ღირებულებას. იგივეს ვერ ვიტყვით ელექტრონული ზედნადების შემოღების შემთხვევაზე. მართალია, წინასწარ 2 თვით ადრე გაცხადებულ იქნა ელ. ზედნადების შემოღების შესახებ, ასევე გადამხდელებს დაეგზავნათ შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ჯერ 2012 წლის 1 მარტიდან, შემდეგ კი 1 აპრილიდან უკლებლივ ყველა მეწარმე ვალდებული იქნებოდა გადასულიყო ელექტრონული ზედნადებების გამოყენებაზე. ასევე ყოველდღიურად, დღეში რამდენმეჯერმე შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრებში ტარდებოდა ელ. ზედნადების გამოწერის შემსწავლელი ტრენინგები გადამხდელთათვის. მაგრამ, მიუხედვად ამისა, ელ. ზედნადების გამოწერასთან დაკავშირებით მაინც წარმოიქმნა რიგი პრობლემები. კერძოდ; ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით, "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" დამტკიცებული 25-ე მუხლის ელექტრონული ზედნადების გამოწერის ინსტრუქცია არ იძლევა სრულფასოვან განმარტებას ელ. ზედნადების გამოწერის შესახებ. არ გამოცემულა წერილობითი ინსტრუქცია, რომელიც მაგალითებზე განიხილავდა საქონლის მოძრაობის ტიპის მიხედვით ( მიწოდება ადგილზე, შიდა გადაზიდვა, მიწოდება საკუთარი ტრანსპორტირებით, დისტრიბუცია და სხვა) მოქმედებას და ახსნიდა ზედნადების შევსების შესაბამის წესს. მართალია, შემოსავლების სამსახურის გვერდზე არსებობს 12 წუთიანი ვიდეო განმარტება ელ. ზედნადების შევსების შესახებ, თუმცა ის ვერ იძლევა ბევრ დასმულ კითხვაზე პასუხს. გარდა ამისა, კანონის ძალაში შესვლიდან პირველივე დღეს გადამხდელებს შეექმნათ პრობლემები ელ. ზედნადების გამოწერასთან დაკავშირებით, ელ. სერვერის გადატვირთვის გამო, რაც ააშკარავებს იმ ფაქტს რომ ელ. სერვერი არ იყო სათანადოდ ტექნიკურად მომზადებული. ვფიქრობ, რომ ზემოთ აღნიშნული იმდენად არაპრობლემატურია და გამოსწორებადი, ვიდრე რიგი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მცირე მეწარმეობასთან. კერძოდ, ის ხარჯები, რომლის გაღებაც მოუწიათ და მოუწევთ მეწარმეებს კომპიუტერის (ან სხვა ელექტრონული საშუალების) და ინტერნეტის ქსელის მოწყობილობის შესაძენად, რაც არც ისე მცირე დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ მცირე მეწარმეების იმ ნაწილს, რომელთა ასაკიც გადაცილებულია 50 წელს, შეხება არ ჰქონიათ კომპიუტერულ ტექნიკასთან, შესაბამისად, ეს შეიძლება დამატებით კადრების აყვანასთან იყოს დაკავშირებული და კიდევ დამატებით ხარჯებთან. საინტერესოა, ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში, თუ როგორ უნდა მოახერხონ ელექტრონულად ასახონ საქონლის მიწოდების განხორციელება მცირე მეწარმეებმა. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ელექტრონული ზედნადების გამოწერის წესი საქონლის დისტრიბუციისას. სადაც ჯერ ერთი მთავარი ზედნადები იწერება და შემდეგ უკვე საქონლის ჩაბარებისას, უკვე ადგილზე (მაღაზია, ბაზრობა, სავაჭრო ქსელი და ასე შემდეგ) ქვეზედნადები, რაც დამატებით მოითხოვს თითოეულ დისტრიბუტორზე, როგორც სალარო, ასევე უკვე რადიო ინტერნეტ საშუალებით აღჭურვილ ელექტრონულ აპარატს. შეიძლება მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიებისათვის არ წარმოადგენს ეს დიდ პრობლემას (თითოეული ასეთი ელექტრონული მოწყობილობის ღირებულება შეადგენს მინიმუმ 600 ლარს), მაგრამ მცირე მეწარმეებითვის ხარჯები, რომელიც მან გაწია, არცთუ მსუბუქი ტვირთია.
  12. Anima Libera ამაზე მიბმულია ბლოგები და მთელი სისტემა. ისე კარგია გავიგოთ აზრი
  13. ზოგს მოწონს, ზოგს პირიქით.ერთსულოვნება ნაკლებად რეალურია.ციტირებაზე ვეტყვი ვებმასტერს
  14. ამის გაქრობა საჭირო იყო . ძალიან აირია მონასტერი იპბს კლასიკური დიზაინია
  15. _ ალბათ, გახსოვთ, რომ ხელისუფლებასა და რიგ ოპოზიციურ პარტიებს შორის როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება უნდა შესულიყო შეთანხმება შედგა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ზაფხულში მმართველმა პარტიამ გამოქვეყნა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი და შემდგომში უკვე მიიღო კიდეც. ზაფხულის პერიოდიდან დღემდე თვითონ ეს კოდექსი წიგნადაც კი დაბეჭდილი არ არის, რათა დაინტერესებულ პირს შესძლებოდა ჰქონდეს გაეცნოს. ეუთოს რეკომენდაციებში წერია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა უნდა შეწყდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მაინც, რომ დაინტერესებულ მხარეს საშუალება მიეცეს გაეცნოს მოქმედ ნორმებს. თუმცა როდესაც ვიკითხე, დღემდე რატომ არაა საარჩევნო კოდექსი დაბეჭდილი მითხრეს, რომ კოდექსში კიდევ ბევრი ცვლილება იგეგმება და ახლა დაბეჭდვას აზრი არ ექნება. ფაქტობრივად, ისეთ გარემოებას ვიღებთ, როცა არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე შესაძლებელია კიდევ კოდექსში სხვადასხვა ცვლილებები შეიტანონ, რაც თავისთავად ხელს შეუშლის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. სამწუხაროდ, ამ ცვლილებებით მარტივდება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების მოქმედებები. ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება აანალიზებს იმას, თუ წინა არჩევნების დროს დამკვირვებლების, პარტიების მხრიდან რაზე იწერებოდა ყველაზე ბევრი საჩივარი, განცხადება და ის მუხლი, რომელიც წინა არჩევნების დარღვევებს საფუძვლად ედო, ამარტივებენ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ოპოზიცია კანონპროექტების განხილვისა და მიღების დროს ნაკლებად აქტიურობს. თუნდაც დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, როცა ინიციატივას მხოლოდ არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა. იგივე თუნდაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით, იგივე იყო როდესაც მიიღეს კანონში ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", როცა ფაქტობრივად, შეტანილი ცვლილებების თანხამად შეუძლებელი გახდა მშვიდობიანი აქციის გამართვა. საინტერესოა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ოპოზიციის ეს მორჩილება. _ თქვენ რით ხსნით, ოპოზიციის პასიურობას? _ ვფიქრობ, ოპოზიცია ზედმეტად თავდაჯერებულია იმაში, რომ ნებისმიერი კანონის მიღების მიუხედავად მაინც შეძლებენ გამარჯვებას. ზოგ შემთხვევაში არსებობს ისეთი ინიციატივები რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას არ მოსწონს, მაგრამ ოპოზიციის ინტერესში შედის. თუმცა აშკარად არ აფიქსირებენ თავის პოზიციას. ასეთი შემთხვევა იყო დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ამ ინიციატივას არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ აპროტესტებდა და იმედი ჰქონდათ, ხელისუფლება ამ საკითხს პარლამენტში გაიტანდა და უკვე შემდგომში ოპოზიცია ისარგებლებდა დეპუტატების გაზრდილი რაოდენობით. _ შესაძლოა, ოპოზიციამ არსებული საარჩევნო კოდექსი არჩევნებში დამარცხების საბაბად გამოიყენოს? _ თუ ოპოზიციას საარჩევნო კანონი არ მოსწონს, მაშინ პროტესტი უნდა დააფიქსირონ და თქვან, არსებული საარჩევნო გარემო მათთვის მიუღებელია და ადეკვატური ცვლილებები მოითხოვონ.Aამიტომ ოპოზიციამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო იყო. უბრალოდ, შეუძლებელია ამ ვითარებაში მოვითხოვოთ ობიექტური საარჩევნო გარემო, მაგრამ ოპოზიციამ ისეთი ცვლილებები მაინც უნდა გააპროტესტოს, რომელიც არც ლოგიკასთან და არც კანონთანაა შესაბამისობაში. ვრცლად http://ghn.ge/news-65555.html
  16. http://www.radiotavisupleba.ge/content/military_programm/24564226.html გასულ კვირაში საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, გიორგი ტატუაშვილის დედამ, დარეჯან პატაშურმა, ღიად გამოხატა თავისი პროტესტი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკან დაუბრუნა სახელმწიფოს მიერ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისათვის უსასყიდლოდ გამოყოფილი ბინა. დარეჯან პატაშურის ნაბიჯი ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პოლიტიკურად მოტივირებულ დემარშად მონათლა, რამდენადაც ჯარისკაცის დედა კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისის მენეჯერად მუშაობს. თუმცა დარეჯან პატაშურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არასოდეს დაუმალავს ნეგატიური დამოკიდებულება ქვეყანაში გამეფებული უსამართლობისა და ტოტალური კონტროლის მიმართ, რაც ბოლო ხანს თავადაც იწვნია. „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“ საქართველოში გავრცელებულია აზრი, რომ ხელისუფლება ზრუნავს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებზე - მარჩენალდაკარგულის შვილები, მეუღლეები და მშობლები ღებულობენ პენსიას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ასაქმებენ სახელმწიფო სამსახურში და აძლევენ ბინებს სახელმწიფო ხარჯით ვარკეთილში აშენებულ სამხედრო დასახლებაში. ამგვარი სოციალური პაკეტი სრულად მიიღო დარეჯან პატაშურმა, 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან სნაიპერის ტყვიით მოკლული კაპრალის, გიორგი ტატუაშვილის დედამ. თავდაცვის უწყებამ ასევე იზრუნა დარეჯან პატაშურის ქალიშვილის დასაქმებაზეც სამინისტროს სტრუქტურაში, თუმცა გმირის დედობამ დარეჯან პატაშური მოსალოდნელი გაუგებრობებისგან ვერ იხსნა. როგორც კი მან კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის წარმომადგენლობაში გაწევრიანება გადაწყვიტა, დარეჯან პატაშურის თქმით, იმავე პიროვნებამ, რომელიც ხშირად ურეკავდა თავდაცვის სამინისტროდან და მოკითხვას უთვლიდა, ამჯერად „კეთილი რჩევის“ მისაცემად დაურეკა: „მანამდე სამხედრო პირმა დარეკა, წარმოადგინა საკუთარი თავი, მაგრამ მე ვერ დავიმახსოვრე. მეგონა სხვა საკითხთან დაკავშირებით მირეკავდა, რადგან ადრეც ხშირად რეკავდნენ, ხომ არაფერი პრობლემა გაქვთ, რამე ხომ არ გჭირდებათო, მეკითხებოდნენ, და გვარი არ დამიმახსოვრებია. კორპორაციული კი იყო, მაგრამ არ ვიცი ვინ იყო... არ ვიყავი „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებული, მაგრამ უკვე გრძნობდნენ, თუ რას ვაპირებდი. და დამირეკა იმ პირმა და მითხრა: იოცნებეთ, ქალბატონო, იოცნებეთ, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო.“ გასულ ორშაბათს, 23 აპრილს, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა, დარეჯან პატაშურმა დაასახელა თავდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი, ნატა ასლამაზიშვილი და ვინმე ბუჩუკური, რომლებიც მოგვიანებით მარნეულში ჩავიდნენ, მანქანაში ჩაისვეს დარეჯან პატაშურის 14 წლის ვაჟი და უთხრეს, გადაეცი დედას, ჭკვიანად იყოსო: „უკაცრავად, მაგრამ ქუჩურ დონეზე ხდებოდა ეს. გაჟღერდა ეს [მუქარა] არა სახელმწიფო სტრუქტურის დონეზე, არამედ იყო მოგზავნილი პიროვნება, რომელიც გვაშანტაჟებდა და გვაშინებდა, რომ, აი, ჭკვიანად თუ არ იქნები... თავდაცვის თანამშრომელია, გვარი დამავიწყდა, გეცოდინებათ თქვენ ის მამაკაცი - ბუჩუკური!“ თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული ჯარისკაცის თანამებრძოლების დუმილი თავდაცვის სამინისტროს დარეჯან პატაშურის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. სამხედრო უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამინისტროს, რომელმაც შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა გიორგი ტატუაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, არ სურს ქალბატონ დარეჯანთან პოლემიკაში შესვლა, რათა ამით ჩრდილი არ მიადგეს დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას. მარნეულის რაიონის სოფელ თამარისელი 21 წლის კაპრალი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც მე-3 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ჯგუფში იმყოფებოდა, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ერთ-ერთი პირველი დაიღუპა სამხედრო დავალების შესრულების დროს. ყოფილი მკლავჭიდელი და გამორჩეული სპორტული მონაცემების გიორგი ტატუაშვილი აგვისტოს ომამდე ექვსი თვე ერაყში იმყოფებოდა სამხედრო მისიით. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი კაპრალი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა და, როგორც ზემოთ ითქვა, ოჯახს უსასყიდლოდ მისცა ბინა და სამსახურში მოაწყო გიორგის და, თამთა. მაგრამ რაოდენ მოულოდნელიც უნდა იყოს, გიორგი ტატუაშვილის დედა, დარეჯან პატაშური, ხელისუფლებას სწორედ უყურადღებობაში სდებს ბრალს: „მე მეგონა, რომ გიორგის სახელობის სკოლა იქნებოდა ან პატარა სკვერი იქნებოდა რაიონში. ეს ხომ არაფერი არ განხორციელდა. ერთხელ არავინ ჩასულა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი. ეს პატარა სტიმული იქნებოდა მაგ მოსწავლეებისათვის.“ გარდა ამისა, როგორც დარეჯან პატაშური ამბობს, მას არა შეეძლო ქვეყანაში და, კერძოდ, მარნეულის რაიონში გამეფებული უსამართლობის ატანა, რის გამოც, ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება აპოლიტიკური იყო, იძულებული გახდა პოლიტიკაში ჩაბმულიყო და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეერთებოდა: „ და რაც ახლა ხდება საქართველოში, ხალხი დატერორებულია, ხალხს არ აქვს თავის ნების გამოხატვის უფლება, განა ეს ცოტაა? აი, ეს ყველაფერი დაგროვდა ცოტა-ცოტა. ამიტომ მე გიორგის წინაშე მართალი არ ვიქნებოდი, რომ გავჩუმებულიყავი. ეს გიორგის საქმის გაგრძელება.“ დარეჯან პატაშური დარწმუნებულია, მისი შვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მოუწონებდა გადაწყვეტილებას. სხვათა შორის, დედის ნაბიჯს გაგებით შეხვდა დარეჯან პატაშურის ქალიშვილი თამთა, რომელმაც ასევე დაწერა განცხადება თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის შესახებ. გიორგი ტატუაშვილის ოჯახმა - ზემოთაც ითქვა - დატოვა ბინა, რომელიც სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღეს, როგორც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ახლობლებმა. მათ ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.დარეჯან პატაშურის თქმით, მას არც მისი შვილის თანამებრძოლები დაჰკავშირებიან, რომლებიც ადრე ხშირად ურეკავდნენ. თუმცა ის მათ ასეთ დუმილს გაგებით ეკიდება: „არ შემხმიანებიან გიორგის მეგობრები. უყურადღებოდ არ გვტოვებდნენ გიორგის ბიჭები. ახლა არ შეგვხმიანებიან, მაგრამ მაგათ ვერ დავადანაშაულებ და ვერც ვუსაყვედურებ და არც წყენა მექნება გულში. მე მჯერა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ისინი დადებითად აფასებენ. მე მჯერა! შეიძლება ეს ვერ გამოთქვან ხმამაღლა, მაგრამ ჩემგან არ გაუკვირდებათ, როგორც გიორგის დედისგან, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. და ჩემთვის ესეც საკმარისია ამ ეტაპზე.“ დარეჯან პატაშური რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი გმირის პირველი მშობელია, ვინც ღიად დაუჭირა მხარი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და უარი თქვა კუთვნილ შეღავათებზე. თუ რას მოუტანს მას ეს ნაბიჯი, დარეჯან პატაშურმა ახლა არ იცის. იგი არც სხვა მშობლებს მოუწოდებს მიბაძონ მის ნაბიჯს. დარეჯან პატაშური ამბობს, რომ, როგორც გმირის დედას, სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო: „თქვენ გგონიათ მე ძალიან დიდი ძალა შემწევს, ძალიან განვითარებული ანდა გამორჩეული ადამიანი ვარ? არა, ეს გიორგის დამსახურებაა დღეს“, - ამბობს დარეჯან პატაშური, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერის, გიორგი ტატუაშვილის დედა.
×
×
  • შექმენი...