Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    311.166

შიმშილობა-ისტორიული კონტექსტი


lasha_alo

580 views

blog-0633445001640160242.jpg

შიმშილობა პოლიტიკური პროტესტის გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ჩვენთანაც ხშირად მიმართავენ.

„ერთიანი ნაციონალურმი მოძრაობა“ გამონაკლისი არაა. მათ „მასობრივი შიმშილობა“ დაანონსეს და ემოციური მუხტის აწევა ტრადიციული გზით ცადეს.

როგორია „შიმშილობის“, როგორც პროტესტის ისტორიული კონტექსტი?

მისი საფუძველი შორეულ წარსულს უკავშირდება. საჭმლის დეფიციტი ჰალუცინაციებსაც იწვევდა. ა.გ ადამიანები მას სულებთან კავშირის გზას და მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ

პროტესტის სახედ კი ინდოეთში ჩაისახა

კრედიტორები მევალეების სახლთან შიმშილობას იწყებდნენ. ხშირად ოჯახის წევრებიც მოყავდათ. მევალეს ოჯახისთვის ეს დიდი მორალური გამოცდა იყო, რადგან ადამიანის გარდაცვალება მის სინდისზე იქნებოდა, თან საკუთარ სახლთან ტრაგედია საზოგადოებრივ რეზონანსსაც გამოიწვევდა.

ცნობილია ე.წ ბრაჰმანთა შიმშილობა, როდესაც გადაყენებული მეფის მოთხოვნით გამოვიდნენ. შიმშილობის ფაქტები ინდოეთში ყოფითი დავების დროსაც ფიქსირდება. მეფეებიც კი ჩარეულან,რადგან ასეთი დრამატული ისტორიები ხალხის დიდ უკმაყოფილობას განაპირობებდა.

 

კლასიკურ მაგალითად მაჰათმა განდის განმანთავისუფლებელი მოძრაობაა მიჩნეული. მშვიდობიანი პროტესტის ინდური პრეცედენტი ევროპაში უაღრესად რეზონანსული იყო.

1570011449_5d947b310a058.jpg

ყველაზე ტრაგიკულია ირლანდიელი რესპუბლიკელების 1981 წლის შიმშილობა, რომელსაც 10 ადამიანი შეეწირა.

total_war1437744995_5484ca01ae78490c707e1255.jpg

ქართულ სინამდვილეშიც 80-ნ წლებში ეროვნული დაუმორჩილებლობის განდისეული მოდელი პოპულარულია. 88 წლის ნოემბერი, აპრილის მოვლენები, შემდგომ სხვადასხვა პროტესტი „ეროვნული დაუმორჩილებლობის ქართულ მოდელად“ ცხადდებოდა,თუმცა 9 აპრილის შემდეგ მას უპირისპირებდნენ საპარლამენტო გზას.

შიმშილობა უკვე უკიდურესად გავრცელებულ ამბად იქცა. საზოგადოების ყურადღება 0ს გაუტოლდა.

 

რეზონანსული იყო შიმშილობა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ,რომელიც პატრიარქის პირადი ჩარევის შემდეგ დასრულდა. აგრეთვე სააკაშვილის პერსონალური შიმშილობაც,თუმცა დიდი ხანია პროტესტის ფორმა ბანალურადაა ქცეული.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...