Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. თამაზ მეჭიაურის მეგობარი თამაზ ჭეიშვილი ინფორმაციას აქვეყნებს თამაზის მთამაზის მდგომარეობა ამ წუთისთვის ასეთია! ზაზა მეჭიაური:ჯერჯერობით იგივეა! სატურაცია უჭირავთ სიპაპის აპარატით 89-90.დგომარეობა ამ წუთისთვის ასეთია! ზაზა მეჭიაური:ჯერჯერობით იგივეა! სატურაცია უჭირავთ სიპაპის აპარატით 89-90.
  2. ამჯერად ცეცხლი ერთ-ერთ შენობას უკიდია, რომელიც სამშენებლო მასალების ნაწილში მდებარეობს.
  3. თეა წულუკიანის ოფიციალურ გვერდზე მინისტრი ქართველ სპორტსმენებს ოლიმიური თამაშების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს
  4. „ქართულ ოცნებას“ და მის არაადეკვატურ განცხადებებს ევროპარლამენტარები მწვავედ აკრიტიკებენ. განსაკუთრებით პირდაპირია პოსტსაბჭოური ქვეყნების წარმომადგენელთა ტონი. ხელისუფლება ტრადიციულად“ნაციონალების“ ინტრიგას მიაწერს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უკვე ტენდენციაა, როდესაც მმართველმა ელიტამ არ იცის რა უნდა და როგორია თუნდაც საორიენტაციო მიზანი. ევროპარლამენტარი ლიეტუვადან პეტრას აუსტრევიჩიუსი ციტატა: - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა. ევროპელ პოლიტიკოსები ამ დამოკიდებულებებში რუსულ ხელს ხედავენ. მათი აზრით, საქართველოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებათა მიღება უჭირს, თუმცა პრობლემა ქართული პოლიტიკის მენტალურ აშლილობაშია,რადგან სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება მკაფიო და გასაგები იყო და თვითონ პარლამენტშიც პრორუსულ განწყობაზე მეტად იგრძნობა გაუბედაობა. შეიძლება არსებობდეს ეჭვი, რომ კულისებს მიღმა „ოცნება“ რუსებს ესაუბრება ან რაღაც ბენეფიტს ელიან და ჯერ ვერ გვიმხელენ. თუ ეს შიშიდანაა გამომდინარე, მაშინ გაუგებარია რისი გვეშინია, როდესაც რუსებს უკრაინაზე მეტადაც კი სამიზნედ საქართველო მიაჩნიათ და ჩვენ გვჭირდება მეტი ევროპული და დასავლური კავშირი. იანუკოვიჩს ძვირად დაუჯდა რუსეთთან კეკლუცობა. უფრო ძვირი გადაიხადა უკრაინამ რევოლუციით, რაც საქართველოშიც ხელისუფლებათა ცვლის ცივილურ გზად ვერაფრით ჩაითვლება. ამიტომ დროა მმართველ პარტიაში გაღვიძება დაიწყონ. საზოგადოება კი მეტად დააკვირდეს ევროპულ „შეშფოთებებს“
  5. წყარო https://www.interpressnews.ge/ka/article/693946-keli-degnani-droa-sakartveloshi-qvela-partia-gaertiandes-da-ertad-imushaos-rusetis-agresiis-cinaagmdeg-ruseti-ukrainastan-ertad-saprtxes-ukmnis-sakartvelosac მგონი ძალიან პირდაპირ ამბობს ელჩი სათქმელს და ამ სიტუაციაში სახელისუფლებო პარტიის გაჯიუტება ძალიან ცუდ ნიშნად მეჩვენება . უფრო გასაგები რომ იყოს ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ. იმდენად პირდაპირია დიპლომატი არ მგონია გაჭირდეს ამერიკის ხედვის სწორი გააზრება,
  6. ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით თუ პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მიიღებს და ეს გაზვიადება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა, უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, „გდრ-ის მატერიალური საფუძველი უკვე არსებობს, რადგან ეს არ არის მხოლოდ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ესენი არიან გერმანული სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები რუსული ხელფასებით, ესენი არიან ცალკეული ვიცე-ადმირალები, რომლებიც უცნაური განცხადებებით საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიან“. რეზნიკოვის განცხადებით, პუტინის საბოლოო მიზანი არა უკრაინის დაპყრობა, არამედ დასავლეთ ევროპაში მისი გავლენის გაფართოებაა. „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა უკვე გამოცხადებული რუსული მოთხოვნების ლოგიკური გაგრძელებაა. რუსეთმა უკვე ოფიციალურად წამოაყენა მოთხოვნები ნატო-ს დაშლის შესახებ 14 ქვეყანაში – ეს ასევე სრულიად შეუძლებელი ჩანდა. ძალიან კარგია, რომ ალიანსის წევრებმა მკაფიო პასუხი გასცეს, მაგრამ უნდა იყოს პრაქტიკული ნაწილი, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ პასუხის გაცემა მათთვის, ვინც ბერლინის კედლის აშენებას დაიწყებს“, – თქვა რეზნიკოვმა. https://1tv.ge/news/ukrainis-tavdacvis-ministri-berlini-rusetis-agresiis-mogeriebastan-dakavshirebit-tu-pozicias-ar-sheicvlis-mashin-germaniis-demokratiul-respublikas-miighebs-da-es-gazviadeba-ar-aris/
  7. კომპანიებმა „ბიონტექი“ და „ფაიზერი“ „ომიკრონი“-ს ვარიანტის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. კომპანიები გეგმავენ ახალი ვერსიის ვაქცინა, იმ ადამიანებში, რომლებიც ორი ან სამი დოზით არიან აცრილნი კლინიკურ კვლევებში 1400 ადამიანი მონაწილებს რეგულაციების მაღალი ხარისხის და მოთხოვნების გათვალისწინებით კლინიკური ცდები მარტამდე ვერ დასრულდება ორი დოზა სავარაუდოდ ომიკრონისგან თავდასაცავად უკვე საკმარისი არაა, მაგრამ მესამე დოზა ჰოსპიტალიზაციისგან 90 პროცენტით იცავს
  8. რატი იონათამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სურვილს საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთოს უკიდურესი სკეპტიციზმით ხვდება. მისი აზრით: " “ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღების რესურსი არ გააჩნია, დღესვე პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ საპრლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. როგორც ჩანს, ოპოზიციამ საბოლოდ გადახედა პრიორიტეტებს და პარლამენტში მუშაობა ბოიკოტს ამჯობინა
  9. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ერთი თვე დასჭირდა გონზე მოსასვლელად იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საპარლამენტო პროცედურები დაეწყო, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა პარტიიდან „საქართველოსთვის", ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა საკითხი პარლამენტში ერთი თვის წინ დააინიცირა, თუმცა მას შესაბამისი გაგრძელება არ მოჰყვა. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პარტია "საქართველოსთვის" უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს. "ცხადია, უკრაინაში მიმდინარე პროცესები არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. შესაბამისად, ეს არის საკითხი, რომელზეც წარმოუდგენელია რომელიმე პარტიას და პირველ რიგში ხელისუფლებას, ჰქონდეს განსხვავებული მიდგომა და მოსაზრება. რა თქმა უნდა, პირობითად ვამბობ, შეიძლება იყოს კონკრეტული საკითხები ტექსტში, რაღაც ფორმულირება იყოს მეტად გასამძაფრებელი, რაღაც ფორმულირება შესარბილებელი, თუმცა რეზოლუცია უნდა იყოს მიღებული. ჩვენ, პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა ეს ერთი თვის წინ დავაინიცირეთ და იმის მერე სამჯერ თუ ოთხჯერ ბიუროს სხდომაზე შევახსენეთ ხელისუფლებას, რომ ეს სასწრაფოდ მისახედია. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი თვე დასჭირდა გონზე მოსასვლელად საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო პროცედურები დაეწყო. ამიტომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა ფორმატში, ყველა შეხვედრაში, რაც ამ საკითხს უკავშირდება და ბუნებრივია გვექნება ჩვენი პოზიცია," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
  10. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აგზავნის , სადაც უკრაინაში ფართომაშტაბიანი გეგმის განხორციელების შემთხვევაში ოკუპანტების საქართველოში შემოჭრასაც არ გამორიცხავს. ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა. ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე. არამგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა. დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგას, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ. სხვათაშორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ.
  11. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით. https://www.interpressnews.ge/ka/article/692948-sakartveloshi-koronavirusit-inpicirebis-15-762-axali-shemtxveva-dapiksirda-gardaicvala-kidev-42-pacienti
  12. წყარო ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, ერთად მიიღონ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და კიევში ერთობლივი ვიზიტი განახორციელონ. ოპოზიციის ინიციატივებია: საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთობლივად მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუცია, სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვის მიზნით; საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება; მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით; მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით; საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე; მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად. აღნიშნული ინიციატივებით „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციები გამოდიან. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის ფონზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება კვლავ არ გააკეთა. მთავრობის სხდომა პირდაპირ ეთერში 14 წუთზე მეტხანს მიმდინარეობდა.
  13. საქართველოს მთავრობის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდა და დღევანდელ სხდომაზე ერთდროულად 4 მინისტრი არ მისულა. კორონავირუსი დაუდასტურდათ: სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს; ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს; თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს; განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს. წინასწარი ინფორმაციით, მინისტრებს კოვიდი იოლ ფორმებში გადააქვთ. რაც შეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას 2020 წელს ვირუსი უკვე დაუფიქსირდა.
  14. ომის გაჩაღების შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვადიმ პრისტაიკომ არ გამორიცხა ბრიტანეთს სამხედრო მოსამსახურეებიის ჩართვაც კი თხოვოს. პრისტაიკო უკრაინაში გავლენიანი პოლიტიკოსია. იყო ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
  15. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებისთვის განკარგულება გასცა, ორშაბათიდან ქვეყნიდან ევაკუაცია დაიწყონ,- ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, დაიწყონ უკრაინის დატოვება კომერციული ავიარეისებით, „სანამ ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. https://www.interpre...karguleba-gasca
  16. „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია დიდ დიღომში: მირიან მეფის, არჩილ მეფის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირზე, ე.წ. ამერიკელების დასახლებაში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; დიღმის მასივში: ლუბლიანას, ბელიაშვილისა და ბოხუას ქუჩებზე; სოფელ დიღომში, დიდგორსა და თელოვანში. გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში, შემდეგ ლოკაციებზე მიმდინარეობდა: დუმბაძისა და გურამიშვილის გამზირებზე, ქერჩის, ვეკუა-ხიზანიშვილის, ბარამიძის, გამყრელიძის, რჩეულიშვილის, ნონეშვილის, ანდრონიკაშვილის, გობრონიძის, რომელაშვილის, ვასაძის, ანაპის, ისააკიანის, ჩარგლის, ფეიქრების, ლიახვის, ხევძმარის, ქსნის, ურეკის, შატილის, გუდამაყრის ქუჩებზე, ასევე, სარაჯიშვილის გამზირზე, თემქის მე-3, მე-4, მე-11 მიკრორაიონების ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო. სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
  17. არსებული ინფორმაციით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მეუფე სტეფანე სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს მიღმაა გაყვანილი. წყარო მიტროპოლიტი სტეფანე (ერისკაცობაში — სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი; დ. 9 თებერვალი, 1959, ახალციხე, საქართველო) — ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი. ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.
  18. ჯანმრთელობის მინისტრმა თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში სწავლის გაგრძელების პროცესს „საფრთხილო უწოდა, მაგრამ შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. ხაზი გაესვა განათლების სამინისტროს ძალისხმებას და საჭიროების შემთხვევაში ჰიბრიდულ რეჟიმზე სწრაფი გადასვლის მექანიზმებს სკოლები დღეს კარგად არიან მზად პანდემიის მართვისთვის თავიანთ მიკრო გარემოში, ამდენად მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა გააგრძელონ ამ გარემოში სწავლა” ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია TV იმედის ეთერში.
  19. ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ259 (ქსანი-სამტრედია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხოლო კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
  20. ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ259 (ქსანი-სამტრედია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხოლო კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
  21. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა დღეს გაიმართება. https://www.interpre...denti-daescreba
  22. ზოგი სახელმწიფოს ხმა ჩვენთვის სასარგებლო ნაკლებადაა, თუმცა ფული არ მგონია აკლდეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 8 წევრ სახელმწიფოს გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაეროს ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანის გადაუხდელობა გახდა. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, ეს ქვეყნებია ირანი, ვენესუელა, სუდანი, ანტიგუა და ბარბუდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, პაპუა-ახალი გვინეა და ვანუატუ. გუტერეშმა ის თანხებიც დაასახელა, რომლების აღნიშნულმა ქვეყნებმა ხმის უფლების აღსადგენად უნდა გადაიხადონ. ირანი ვალდებულია 18 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადოს, სუდანმა - 300 000 დოლარი, ვენესუელამ კი- 40 მილიონი დოლარი. წყარო https://www.interpre...pleba-sheuchera
  23. ჯანდაცვის სამინისტრო კარანტინის ვადების შემცირებას განიხილავს,რაც ახალი შტამის- ომიკრონის განსხვავებულ მიმდინარეობას შეეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება თანარ გაბუნიამ გააკეთა. ვადები 8-10 დღემდე განისაზღვრება. კონტაქტების შემთხვევებიც მსუბუქდება. მიზნად კი სისტემის განტვირთვა სახელდება დღეს, ხვალ ეს საკითხები მოგვარდება,“- განაცხადა გაბუნიამ. 11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 893, ხოლო გარდაიცვალა — 46 ადამიანი. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 968 313-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 916 421, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 264 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 39 284, ხოლო PCR-ით — 18 262.
×
×
  • შექმენი...