-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ფალოიმიტატორების ბუმი ზუგდიდში :)))))))))))
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T ისტორიაა ზემუაგარი )))))))))))))))))))))))))))))))))))) -
http://boqlomi.blogspot.com/2010/12/blog-post_4288.html 6 წლის მარია ზუგდიდში ოქტომბერში ჩავიდა. ის ავსტრალიაში თურმე სანიტრად მუშაობდა. საქართველოში კი სიახლეების საძიებლად ჩამოვიდა. ბუკიების ოჯახმა მარიას სახლში მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ორი ბავშვი ყავთ. 12 და 14 წლის გოგოები. ოჯახის ყოფილი დიასახლისის, მანანას თქმით, უნდოდათ, ბავშვებს ინგლისურის ცოდნა გაემყარებინათ. ქალბატონი მანანა თავადაც ინგლისურის სპეციალისტია, მაგრამ რამდენიმე წელია აღარ მუშაობს და თვითონაც უნდოდა ენის გაწაფვა, თურმე. მარიას ყველაზე უკეთესი ოთახი გამოუყვეს და მეგრული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ. ნუ იტყვით და, ელარჯი და გებჟალია მოსწონებია და ამას როგორ მოაკლებდნენ ძვირფას სტუმარს! ერთ დღესაც სახლში მოსულ მარიას ქალბატონ მანანასთვის აღშფოთებულს მოუყოლია, რომ მისი ქართველი კოლეგა 31 წლის ასაკში ჯერ კიდევ ქალიშვილია და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქმარი არ ჰაქვს. ასე ვის გაუგია, ეს ხომ საშინელებაა, თავის ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას დაიღუპავსო – ცხარობდა თურმე უცხოელი. ქალბატონ მანანას აღშფოთება მარიათი მაშინ დაიწყო, როცა შემთხვევით მის ოთახში შევიდა და რამდენიმენაირი ფალოიმიტატორი და ვიბრატორი აღმოაჩინა ტუმბოზე. მისი თქმით, შორიდან ვერც კი მიხვდა, რა იდო და ლამაზის ფერის სათამაშოებმა მოხიბლა. ოთახში შემოსულ მარიას აუხსნია დიასახლისისთვის „სათამაშოების“ დანიშნულება და მოხმარების წესები. თანაც, შესთვაზა, თუ გინდათ, ასეთს თქვენთვისაც გამოვიწერ და გაჩუქებთო. ქალბატონ მანანას, ზრდილობიანად უთხოვია, რომ „ეს სათამაშეოები“ შეენახა, რადგან მარიას ოთახში, შესაძლოა, ბავშვები შესულიყვნენ. “ეს რომ ვუთხარი, გადაირია, უნდა ნახონ და იცოდნენ კიდეც ესენი, თორემ იქნებიან ჩემ ქართველ კოლეგასავით სამარის კარამდე ქალიშვილობის გაფრთხილებაშიო“ – ყვება ქალბატონი მანანა. რამდენიმე დღეში კი, ბაზრიდან დაბრუნებულ ქალბატონ მანანას საკუთარ საძინებელში მონებივრ მეუღლისა და პედაგოგოისთვის შეუსწრია: „საშინელება იყო, არც კი მახსოვს, როგორ გამოვვარდი იქიდან, ბავშვებს მივაკითხე სკოლაში და დედჩემთან გავვარდი. მაგრამ დრო რომ გავიდა, ცოტა გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ამის გამო ოჯახი არ უნდა დამენგირა, შეცდომას ყველა კაცი უშვებს, თანაც, ჩემი ქმარი შერიგებას მეხვეწებოდა. მაგრამ მარიასთან ერთად ხომ არ ვიცხოვრებდი?! მივედი ჯერ დირექტორთან, მერე რესურსცენტრში და მარიას სხვა სახლში გადაყვანა ვთხოვე. მიზეზს რომ მეკითხებოდნენ, ვერ ვეუბნებოდი, ყველას ხომ ვერ მოვუყვები ჩემს ამბავს. იმათ კი მიპასუხეს, თუ მიზეზი არ გაქვს, გყავდეს სახლში, მშვენიერი გოგოა და წლის ბოლომდე შენთან იცხვოროსო“. ქალბატონი მანანა კვლავ დედასთან ცხოვრობს. მისი თქმით, ვერაფერს ამბობს, რადგან ეშინია: „შარის თავი ვის აქვს! ამ მთავრობას რას მოედავები! ჯობია, ისევ ასე ვიყოთ.“
-
ნუ იგინებით რა .მართლა ამაზრზენია ამ ყველაფრის ნეიტრალური თვალით კითხვა . არაერთმა ნაცნობმა (ოპომ,თან პარტიულებმა არა ) მომცა შენიშვნა და სავსებით ვიზიარებ. უნდა მოვახერხოთ შეუარცხყოფების გარეშე გამოვხატოთ აზრი.
-
ლუკაშენკოს გამარჯვება ქართული სიმღერით მიულოცეს
lasha_alo replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მერიკის შეერთებული შტატები ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევს. დიქტატორის მეოთხედ არჩევის შემდეგ, ოფიციალური თბილისის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები: პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ბელორუსიაში გამართულ არჩევნებს ძალადობრივს, არათავისუფალს და არადემოკრატიულს უწოდებენ, ამერიკის შეერთებული შტატები კი ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევს. ამ ფონზე, საქართველოს საგარეო უწყების წინასწარი შეფასება ნეიტრალურად და ლუკაშენკოს მხარდამჭერადაც კი შეიძლება შეფასდეს. მსგავსი ტონის შემცველი განცხადება ევროპაში მხოლოდ რუსეთმა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სადამკვირვებლო მისიამ გააკეთეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ კერძოდ თქვა, რომ თბილისს ბელორუსიასთან არსებული კარგი ურთიერთობების გაღრმავება სურს: „შეფასება ნაადრევი იქნება, იმდენად, რამდენადაც არჩევნები არ დასრულებულა. ჯერ კიდევ გადათვლის პროცესში იმყოფება საარჩევნო შედეგები. რასაკვირველია, ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ჩვენს ინტერესშია, რომ ბელორუსიაში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ბელორუსიის სახელმწიფოსთან, ისევე როგორც ბელორუს ხალხთან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. ამ ურთიერთობების გაღრმავება გვსურს, როგორც ხალხთა შორის ურთიერთობების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს.“ თუ ბელორუსიის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ საქართველომ მინსკთან ურთიერთობის ვექტორი 180 გრადუსით შეცვალა. მაშინ არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების არდაშვების გამო საქართველოს საგარეო უწყება ლუკაშენკოს რეჟიმს დიქტატორულს და „ევროპის რუქაზე არსებული პოლიტიკური გაუგებრობას“ უწოდებდა. ოთხი წლის წინ სააკაშვილის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა მინსკში არსებული ოპოზიციური სტუდენტური მოძრაობა „ზუბრის“ გაძლიერებას, თუმცა ლუკაშენკოს რეჟიმმა, მაშინ პოპულარული „კმარას“ ორი ქართველი აქტივისტი, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრია, ორი კვირით ციხეში გამოკეტა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ თბილისის ახალი სტრატეგია ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს: „საქართველოს პრეზიდენტი გაცდა პრაქტიკულად რეგიონის ფარგლებს. ის პრაქტიკულად დსთ-ს ფარგლებში შეიჭრა, საიდანაც ჩვენ გამოვედით, მაგრამ რეალურად უკვე რუსეთს ვავიწროვებთ. მისი ჩასვლა იგივე უკრაინაში, ეს იყო ამის დადასტურება. იგივე არის ბელორუსიასთან მიმართებაში. იგივე დამოკიდებულება აქვთ შუა აზიის რესპუბლიკებს და მათ ინვესტიციებს ხედავთ საქართველოში.“ ბელორუსიისა და საქართველოს დაახლოება 2007 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა მინსკს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეწვია. უკვე 2008 წელს, რუსულ-ქართული ომის დროს, ლუკაშენკომ რუსების მხარე დაიჭირა და მოსკოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას დაპირდა. მოგვიანებით, ბელარუსმა ბაწკამ აღიარების თემით მოსკოვთან ვაჭრობა დაიწყო, რის გამოც თავს რუსული მძვინვარება დაიტეხა. საპასუხოდ, ლუკაშენკომ სააკაშვილის ინტერვიუ ბელორუსიის ცენტრალური არხითაც გაუშვა. ახლახანს, „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებით ცნობილი ხდება, რომ ლუკაშენკო გაწბილებული დარჩენილა ევროკავშირის პოზიციით, რომელმაც მინსკს აფხაზეთის და ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ კრედიტები არ მისცა. ცნობილი რუსი ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე ფიქრობს, რომ ლუკაშენკო უფრო იყენებს სააკაშვილს, ვიდრე სააკაშვილი ლუკაშენკოს: „სააკაშვილს რა თქმა უნდა აწყობს ლუკაშენკოსთან მეგობრობა, მით უმეტეს, რომ ლუკაშენკო ამის უფლებას აძლევს და რბილ ფორმაში უთხრას, რომ აი, მოდი ლუკაშენკო ზურგი შევაქციოთ რუსეთს და შემოვტრიალდეთ სახით ევროპისკენ. ლუკაშენკო კი არ ებმევა ამაში, ამ შემთხვევაში სააკაშვილთან დუეტში, ის პასიურ როლს სულაც არ თამაშობს, ის გათვითცნობიერებულად მიდის იმაზე, რომ თქვას: აი შეგვხედეთ, ჩვენ სააკაშვილთან ვმეგობრობთ! ვის წინააღმდეგ ვმეგობრობთ? ჩვენ თქვენს წინააღმდეგ ვმეგობრობთ! აი, ამას ეუბნება ის რუსეთს! მე ასე ვიტყოდი, ლუკაშენკო იყენებს სააკაშვილს, სააკაშვილს ეს რა თქმა აწყობს, იმიტომ რომ მისი ურთიერთობა რუსეთთან ცნობილია. ლუკაშენკო ეს არის ადამიანი, რომელიც რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობაში კოზირს იყენებს ისე, როგორც ეს იმ მომენტში მას აწყობს, საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად.“ შეუძლია, თუ არა თბილისს მშვიდად იყოს იმის გამო, რომ მინსკი არასოდეს სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?! ექსპერტები ფიქრობენ, ლუკაშენკო მომავალი ხუთი წლის მანძილზეც გააგრძელებს ერთდროულად შანტაჟისა და დაბალანსების პოლიტიკას, როგორც რუსეთის, ისე ამერიკისა და ევროკავშირის მიმართ. შესაბამისად, არაღიარების თემასაც სავაჭროდ გამოიყენებს ისე, როგორც მისი რეჟიმის ინტერესებში იქნება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს: „თქვენ მოგეხსენებათ ბატონო ლუკაშენკოს პიროვნული თვისებები. მისთვის პოლიტიკაში პრონციპებზე უფრო მნიშვნელოვანი კონიუნქტურაა. ამიტომ, იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში, რა თქმა უნდა ადვილი არ არის. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მინსკი თავის უკვე გაცხადებულ პოზიციას არაღიარებასთან დაკავშირებით, არ შეიცვლის. ბატონი ლუკაშენკო სწორედ ამ ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც დგამს იმ ნაბიჯებს, რომელსაც იმ წუთში აუცილებლად თვლის ერთი პრინციპის რეალიზაციისთვის, რომელიც მისთვის მართლაც ძვირფასია. ეს არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება.“ საქართველოს პრეზიდენტს ბელორუსი კოლეგისთვის ოფიციალურად ჯერ კიდევ არ მიულოცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. თუმცა ეს უკვე გააკეთა სააკაშვილის ერთერთმა საყვარელმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ, რომელმაც ოპოზიციის დარბევის მიუხედავად, გუშინ მინსკში, დიდი კონცერტი გამართა. ნიშანდობლივია, რომ ეს ღონისძიება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული და მას სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაიაც ესწრებოდა. -
ჟურნალმა "Forbes"-მა ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობების ათეული გამოაქვეყნა, სადაც პირველი ადგილი ლეონარდო დი კაპრიომ დაიკავა. "ნიუსრუს" ცნობით, დიკაპრიოს მონაწილეობით გადაღებული ფილმების გაქირავების შედეგად კინოკომპანიებმა 1.1 მილიარდი დოლარი მიიღეს. ლეონარდოს შემდეგ "Forbes"-ის სიაში მია ვასიკოვსკა მოხვდა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ალისა საოცრებათა ქვეყანაში. ტიმ ბერტონის ფილმი წელს მიღებული შემოსავლის მიხედვით მეორე ჰოლივუდური კინოპროექტი გახდა. მესამე ადგილს დასჯერდა ჯონი დეპი, მეოთხეზე აღმოჩნდა რობერტ დაუნი, მეხუთეზე კი დენიელ რედკლიფი.
-
გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) განცხადებით, საქართველოში პოლიტიკოსების მიმართ ნდობა დაიკარგა და ამიტომ ხელისუფლების შეცვლისთვის ინიციატივა ხელში საზოგადოებამ უნდა… ლინკი მედიანიუსზე უცნაური თეზისია ანუ რაღაც ვირტუალურ "საზოგადოებას" შეუძლია პროცესები აღოს, მაგრამ მაშინ ხომ ეს წრე ხდება პოლიტიკოსთა ადგილზე?! იგივე გრეჩიხას უპასუხისმგებლო ქმედებამ ხომ ჩაკლა ოპოზიციური მუხტი . პური მეპურემ უნდა აცხოს ა.გ კი პარტიებმა . ამ უნდობლობის მიზეზი გასაგებია- ჩვენ დიდი ხანია სიცრუის ზღვაში ვცურავთ და პოლიტიკოსები მეტად გულახდილნი უნდა გახდნენ ხალხთან ;) თითოეულ კითხვას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს ;) გვინდა მიშას შეცვლა? მასზე უფრო დალაგებულები უნდა ვიყოთ ეს მგონი არაა ძნელი მისი არაადეკვატურობისა და ხელისუფლების სიმხეცის გათვალისწინებით ;)
-
ბექა მინდიაშვილი ,პარასკევს 7 საათზე
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ამიტომ მისივე თხოვნით, ონლაინ კონფერენცია გადაიდო პარასკევს 7 საათზე რისთვისაც ადმინისტრაცია გიხდით ბოდიშს -
კარგია SHARI ნუ დაემსგავსები სნობებს , თორემ მოგკლავ მე შენ
-
ხელისუფლება ინტერნეტში ხელის ფათურს აგრძელებს
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko აქაა სახიფათო .დაარეგისტრირებს შპს"პლანეტა" ბრენდს და სდიე შემდეგ. ამის ხიფათი არსებობს. მე მინდოდა ერთი ენჯეოსათვის სახელის დარეგისტრირება და დაუსწრია ერთს ,რომლის სახელიც ემთხვევა რეგისტრაციის სახელს. თუ მექნება სურვილი უნდა ვიყიდო მისგან და არა რაღაც შემოვლითი ინტრიგების ქსელი ვხლართო , თან უამრავი ნაღმით. -
ხელისუფლება ინტერნეტში ხელის ფათურს აგრძელებს
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio ბრენდირებაზე აქვთ ჩაციკვლა. + მომგებიანი იქნება მცირედით მაინც რეგისტრანტების შექმნა. მაგრამ რა გზითაც აპირებენ არის მიუღებელი . http://www.domenua.com.ua/index.php აქააა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რეგისტრაციის წესზე . ერთერთი უარესი მდგომარეობა ჩვენთანაა . -
გვაქვს ასეთი იდეა გაკეთდეს ჩვენი საერთო ბლოგი. ვისაც ექნება ამ ბლოგის მუშობაში მონაწილეობის სურვილი....დიიიიიიდი დიდი სიამუვნებით ველით. ძირითადი კონცეფცია: blog.planeta.ge 1)აქ დაიდება ვიდეოსტრიმინგის ჩანაწერები; 2)ყველა პლანეტელს შეეძლება შექმნას თავისი კუთხე; 3)შესაძლებელია ვიდეოფაილები მოგვაწოდოთ და გავუშვათ ვიდეობლოგინგის სახით; 4) სტრიმინგის დროს ყურება აქაც შესაძლებელი იქნება ყურება; 5) თქვენგან ველით :დ ხარვეზები: 1) ჯერ შერჩეული არაა სკინი ; 2)ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი 3) ინტეგრაცია ძირითად საიტთან არაა (ჯერ) თანამშრომლობის მსურველებს ველით
-
ამაზე ცალკე
-
ხელისუფლება ინტერნეტში ხელის ფათურს აგრძელებს
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დომენების რეგისტრაცია მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის. ეს არაა ამ პროცედურის გამარტივების მცდელობა, არამედ, როგორც ჩანს, ბიუროკრატია ცდილობს გარკვეული ბერკეტები ჩაიგდოს ხელში და კიდევ უფრო გაამკაცროს ისედაც არცთუ ოპტიმალური სარეგისტრაციო სისტემა. მიმაჩნია ინტერნეტმომხმარებლები შეძლებისდაგვარად წინ უნდა აღუდგნენ ამ მცდელობას, მოითხოვონ მკაფიო პასუხი . თუ საერთაშორისო დომენების აღების წესი უკიდურესად გამარტივებულია ,რატომ უნდა გვიწევდეს ჰალსტუხიანი ბიძიების და დეიდების ბიუროკრატიული მექანიზმების გავლა?! რატომ უნდა მამოწმოს მარეგულირებელმა კომისიამ .მას შეეძლო შეექმნა თამაშის წესები , მიეცა რეგისტრაციის გავლის გამარტივებისკენ მითითება, მაგრამაშკარად სურთ გვაგრძნობინონ თავიანთი არსებობა. მგონია რაღაც სახით უნდა შევებრძოლოთ ამას, მოვითხოვოთ მომხმარებლის უფლებების დაცვა და ვინც კომპეტენტურია ასეთ პროცედურებში , იქნებ დაგვეხმაროს არგუმენტების განმტკიცებასა თუ ალტერნატივის შეთავაზების საკითხში. არ შეიძლება "გავატაროთ" ინტერნეტკონტროლის ყვეელა მცდელობა. ჯერ იყო და პედოფილიასთან თუ საავტორო უფლებების გამო ბრძოლის მოტივით ფაქტიურად დაგვიკანონეს თავიანთი "მონაწილეობა ჩვენს ინტიმურ ნეტცხოვრებაში , შემდეგ კავკასუს ონლაინი აიძულეს დაენიშნათ სახელისუფლებო რუპორ "დრონი ჯის " შტატიანი აგიტატორი პირველი ქართული ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორად , პრესა ჯი მოაქციეს საკუთარ კლანჭებში. მეგობრებო , აქ საქმე არ შეეხება არამარტო დომენებს, არამედ ჩვენს უძლურებას ბიუროკრატიის უხამს მცდელობების მიმართ. ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას თუ ოპოზიციას. ჩვენ რისი თავი გვაქვს ?! ისიც ვერ მოგვითხოვია დეტალური პასუხი იქნეს გაცემული. თუნდაც ამ შესაძლოა სხვა საკითხებზე ნაკლებად აქტუალურ თემაში პროტესტის დაფიქსირებას აქვს არსებითი მნიშვნელობა. მე გთავაზობთ(თუ დაინტერესდებით) შევიმუშავოთ ინტერნეტ საიტების და მომხმარებელთა მიმართვა, რომელიც დაემყარება მყარ არგუმენტებს. ისედაც ზედმეტად ცენტრალიზირებული იყო კავკასუსის მხრიდან რეგისტრაცია,მაგრამ ახლა ? მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. განსაკუთრებული თხოვნა გამომეხმაუროს საერთაშორისო პრაქტიკის მცოდნე ადამიანები , აგრეთვე ყველა, ვინც საქმის კურსშია ამ თემასთან დამოკიდებულებაში სხვა სახელმწიფოებში. ვარ მართალი? იქნებ ვცდები? -
რამდენად მოესწრება ამ ეთერისათვის ვერ გეტყვით, მაგრამ იარსებებს მალე live.planeta.geანუ აღარ შეწუხდებით სტრიმინგის ხმით და გამოსახულებით.ეს სპეციალურად დიტოს და ირაკლის სურვილების გათვალისწინებით. ბექას ეთერზე ვნახოთ...თუ გამოვა.... ესაა ტესტი ჯერ ......
-
blog.planeta.ge ტესტურ რეჯიმში მუშობა დაიწყო ჩვენმა ბლოგმა. მიზანი: 1)აქ დაიდება ვიდეოსტრიმინგის ჩანაწერები; 2)ყველა პლანეტელს სეეძლება შექმნას თავისი კუთხე; 3)შესაძლებელია ვიდეოფაილები მოგვაწოდოთ და გავუშვათ ვიდეობლოგინგის სახით; 4)და ა.შ ,რომელსაც ჯერ არ გავამხელთ 5) სტრიმინგის დროს ყურება აქაც სესაზლებელი იქნება ხარვეზები: 1) ჯერ შერჩეული არაა; 2)ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი 3) ინტეგრაცია ძირიტად საიტთან არაა (ჯერ) მაგრამ დავიწყოთ მუშაობა და აბა ვიბნნმეს გინდათ თქვენი კუთხე ...ჰა არავინაა მსურველი ?
-
თუ დაგჭირდათ ან პლანეტის ან ალოს დახმარება . აგერ ვართ
-
ხელისუფლება ინტერნეტში ხელის ფათურს აგრძელებს
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰავლავრის რეზიდენციიიდან რატომ არა?! -
გააქტიურდით რა.
-
ჯერ მოვიფიქროთ რა სახე ჰქონდეს :TAT:
-
აბა ომში პირდაპირ არ ჩეჩხირებოდა,ცხადია ....ობიექტურობისათვის.