-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
თემა ამოიწურა.მგონი უმჯობესია დაიხუროს
-
უი ეს რა წავიკითხე. იქნებ.....
-
ანუ ჩვენ ყველანი მოცლილები ვართ? კარგი დაველოდები როდის გამაგებინებ
-
ვეცნობი,მაგრამ რა წყინს რთული გასაგებია
-
არ მიჭირს,მაგრამ აკაი ერთში ცდები . პიემში გეტყვი. თხოვნა მაქვს გავიაროთ ეს თემა.
-
კარგი ინიციატივაა , ზუსტადაც რომ.....
-
არის თუ არა მართლმადიდებლური შობა სწორი?
lasha_alo replied to Dr. George's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ეგ ვინღაა , ქრისტეს რომელიმე უცნობი მოწაფე აპოკრიფული ტექსტებიდან? -
პლანეტაძე კი პიემში მითხარი რა როგორ შევქმნა და
-
ასეთ პასუხზე რეალში მისექსავდნენ ამის მთქმელს ნებისმნმიერ ცივილურ ქვეყანაში. მკიდია თქვენი კომპანია, ჯერ ის გარკვიოთ ეს როგორ იგდეთ ხელში...;)
-
ბლოგი.....
-
გზამკვლევი?ეგ აქაურობის შექმნამდე იყო
-
ღამე ჩვენ კომენდატის საათით უნდა ვიცხოვროთ ,ვისაც მანქანა არ გვყავს ?! პერიფერიების მაცხოვრებლებს ხანდახან გვიწევს საქმეზე ღამემდე ყოფნა . სულ ხომ არაა ტაქსის შესაძლებლობა?! ამაზე არ ფიქრობენ..სმაზე არაა საუბარი . როცა სუფრაზე მიდიხარ , ტაქსის ფული მაშინ გიდევს ,მაგრამ აი სამსახური ღამემდე გაგრძელდა .......მოკლედ რა მალე მეც შვუერთდები დონკარედოს აჯანყებაში
-
ბექა მინდიაშვილი ,პარასკევს 7 საათზე
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Watch live video from planeta_ge on Justin.tv -
მამულის, ენისა და სარწმუნოების "დამცველები"
lasha_alo replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს რა უბედურებაა? საერთოდ გადაირივნენ. ამათი დაცული მამული, ენა, სარწმუნოება ვატირე მე -
მაგი მეც არ ვიცი... მიხარია რომ გაგვიხსენე
-
უცხო_პლანეტელი რავა ხარ ჭანო ბატონო?
-
ქართული პარტიის წარმოადგენელო ვასილ მაღლაფერიძეს ჩანაწერი ვასილ მაღლაფერიძე რას მოგვითხრობს ბადრი ბიწაძის ნაამბობი ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2010 16:36 http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=147%3A2010-12-23-12-49-03&catid=53%3A2010-11-04-11-42-05&Itemid=112 ბოლო დღეებში იმდენად დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სკანდალს, რომლის ამგორებელიც, როგორც აღმოჩნდა, ბადრი ბიწაძე ყოფილა, რომ ნაკლები ყურადღება მიექცა თავად მისი მონათხრობის შინაარსს. ვინაიდან, ამ ნაამბობში ხშირად არის ნახსენები ლევან გაჩეჩილძე და სტატიის სათაურიც ბრალდებას შეიცავს, ბევრმა სიმართლის გარკვევა მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძის ღირსების საქმედ მიიჩნია, თუმცა, თუ ბადრი ბიწაძის ნაამბობს ყურადღებით წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ იგი მთელ საზოგადოებას გაცილებით მეტად ეხება ვიდრე ერთ პიროვნებას. ცარიელი ქვევრის მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ და ის არ ამოვიძახოთ, რასაც ჩაგვძახებენ, დეტალურად გავაანალიზოთ ბატონი ბადრი ბიწაძის ნაამბობი. ეპიზოდი პირველი ბადრი ბიწაძე აცხადებს: ”2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მითხრა ვანო მერაბიშვილმა, ჩვენ ”გრეჩიხას” ფული მივეცით, მაგრამ 2 მილიონი კიდევ მისაცემი გვაქვსო. ისიც კი მითხრა, 5 მილიონი დაიწერე შენს სამსახურზე, რომ იქიდან მივცეთ 2 მილიონი ”გრეჩიხასო”. მე უარი ვუთხარი, ვერ გავაკეთებ ამას-მეთქი! რატომო, გაუკვირდა.”(”ასავალ-დასავალი” #51, 20-26,12,2010. ქვემოთ ყველა ციტირება ამ გაზეთიდან არის მოყვანილი) ამ შემთხვევაში ბადრი ბიწაძისთვის ინფორმაციის წყარო არის შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. აქ ჩნდება რამდენიმე კითხვა თავის შესაძლო პასუხით: 1. რას წარმოადგენდა ხსენებული ჯგუფი ”ჩვენ”, რომელმაც თითქოს 2 მილიონი გადაიხადა? კონტექსტიდან გამოდის, რომ ბადრი ბიწაძის აზრით, ვანო მერაბიშვილი ”ჩვენ-ჯგუფში” გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს. 2. რა მიზანს ისახავდა ჯგუფი ”ჩვენ”? იმის მიხედვით რაც ვანო მერაბიშვილს ბადრი ბიწაძესთვის უთქვამს, გამოდის, რომ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის შტაბს დაწყებული ჰქონია პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის მოსყიდვა. 3. ვისგან შედგებოდა ჯგუფი ”ჩვენ”? ბადრი ბიწაძის ნაამბობის მიხედვით, ამ ჯგუფის წევრები დადასტურებულად იყვნენ მერაბიშვილი და სააკაშვილი. დანარჩენების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა, როგორც ჩანს, ბადრი ბიწაძემ იცის (ან დარწმუნებულია, რომ იცის!) მათი ვინაობა, რადგან არ ინტერესდება მათი ვინაობით. ირკვევა ისიც, რომ ”ჩვენ-ჯგუფის” წევრი ჯერ კიდევ არ იყო ბადრი ბიწაძე, რომლისთვისაც, ვანო მერაბიშვილს, ფაქტობრივად, იმ მომენტში შეუთავაზებია, გაეთეთრებინა 5 მილიონი და შეერთებოდა მათ. 4. რა უნდა ყოფილიყო ბადრი ბიწაძესთვის ”ჩვენის” წევრობის შეთავაზების მიზეზი? ალბათ ის, რომ იმ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა ნინო ბურჯანაძე. სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილის მიერ ბადრი ბიწაძისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება ნინო ბურჯანაძის საქმის კურსში ჩაყენებას ნიშნავდა, რომ არსებობდა ჯგუფი ”ჩვენ”, რომელიც მიმართავდა ყველა ხერხს, რათა პრეზიდენტის პოსტი მოეპოვებინა. 5. რატომ გაუკვირდა ვანო მერაბიშვილს, როდესაც ბადრი ბიწაძემ უარი უთხრა? ეს გაკვირვება საკმაოდ მნიშვნელოვანია დეტალია. ვინაიდან, მათი გამოცდილების გათვალისწინებით, შეუძლებელია, რომ ვანო მერაბიშვილს ასე ჰაიჰარად, ყოველგვარი პრელუდიის გარეშე შეეთავაზებინა ბადრი ბიწაძესთვის ფულის გათეთრება, რაც, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობასაც ნიშნავდა. როგორც ჩანს, ამას წინ უძღვოდა გარკვეული საუბრები, რომელთა შინაარსიც, ჯერჯერობით, ბატონ ბადრის არ გაუხმაურებია და რომლებზე დაყრდნობითაც ვანო მერაბიშვილი უარს არ ელოდა. 6. რითი ახსნა თავისი უარი ბადრი ბიწაძემ? ეს ადგილი ერთ-ერთი საკვანძო ადგილია ბადრი ბიწაძის ნაამბობში. ვინაიდან, მისივე თქმით, მან ”ჩვენ-ჯგუფში” მონაწილეობაზე კი არ თქვა უარი, არამედ მერაბიშვილს მხოლოდ ის უთხრა, რომ იმ მომენტისთვის არ იყო მზად ფულის გათეთრებისთვის: ”მე არ მყავდა ხალხი. მოადგილეები უნდა გყავდეს, საფინანსოს უფროსი უნდა გყავდეს ისეთი, რომ ეს ფული გაათეთრო. მე ასეთი ხალხი არ მყავდა და ამიტომ უარი ვუთხარი.” როგორც მისი ნაამბობიდან ჩანს, უარის მიზეზი დამაჯერებელი ყოფილა მერაბიშვილისთვისაც, რომელიც აღარ დაუჟინია, გინდა თუ - არა, გაათეთრეო. . ნიშანდობლივი და მეტველი ფაქტია, რომ ბადრი ბიწაძე შემხვედრი გაკვირვებით (ან აღშფოთებით!) კი არ შეხვედრია ვანო მერაბიშვილის წინადადებას – ან თავად როგორ იკადრეთ, ან მე როგორ მკადრეთ, ფულის გათეთრებაში მონაწილეობაო, არამედ იმ მომენტისთვის არსებული პრობლემა ახსენა - არ მყავს შესაფერისი მოადგილეები და საფინანსოს უფროსიო. 7. რით დასრულდა ეს საუბარი? ბადრი ბიწაძემ უარი თქვა იმ ეტაპზე ფულის გათეთრებაზე საპატიო მიზეზით, თუმცა, მისი ნაამბობიდან გამომდინარეობს, რომ მას უარი არ უთქვამს სახელმწიფო გადატრიალების პროექტში მონაწილეობაზე. მისი მონაყოლიდან მიხედვით, მან იცოდა შეთქმულების შესახებ და ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც როგორც ”ჩვენ-ჯგუფის” სრულფასოვან წევრს ისე ესაუბრებოდნენ. ძნელია იმ ვარაუდის გამორიცხვა, რომ ამ ინფორმაციის ადრესატი სინამდვილეში იყო ნინო ბურჯანაძე, რომელსაც აფრთხილებდნენ, რომ ოპოზიციისა და ”გრეჩიხასკენ” გახედვას აზრი არ ჰქონდა. პირველი ეპიზოდის რეზიუმე ბადრი ბიწაძის ნაამბობში მოგვითხრობს კრიმინალურ ”ჩვენ-ჯგუფზე”, რომელიც გეგმავდა და ახორციელებდა სახელმწიფო გადატრიალებას. ამ დანაშაულებრივი ჯგუფის არსებობის შესახებ იცოდა და არ განაცხადა, ანუ მისი თანამონაწილე გახდა თავად ბადრი ბიწაძე და, წესით, ამის შესახებ უნდა ცოდნოდა ნინო ბურჯანაძესაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვეულებრივ მიღებული ყოფილა ფულის გათეთრებაზე საუბარი. ამას გვიყვება ბადრი ბიწაძე, რომელიც, მისივე მისივე თქმით, სრულად ენდობა და ეყრდნობა მერაბიშვილის ნაამბობს. სხვა მოწმე ან რამე საბუთი არ არსებობს. ეპიზოდი მეორე ბადრი ბიწაძე გვიამბობს: ”სააკაშვილი ამბობდა, ”გრეჩიხა” მოვიდა ჩემთან და გოგა ხაინდრავა ჩაუშვა, რომ ბადრი პატარკაციშვილი აძლევს ფულს და ”სტანდარტ ბანკიდან”, რამდენიც უნდა, იმდენი გამოაქვს ფული მიტინგებისთვისო”. ვინმე თუ მართლა გადაწყვეტდა გოგა ხაინდრავას ”ჩაშვებას”, ცხადია, რომ თავად ეს ინფორმაცია ვერაფრით დააინტერესებდა ვერც სააკაშვილის და ვერც - საზოგადოებას, ვინაიდან, თავად ბადრი პატარკაციშვილმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ბოლო კაპიკსაც არ დავინანებ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველადო. სამაგიეროდ საინტერესოა სხვა რამ, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში ამყოფებს ბადრი ბიწაძეს, როგორც უკვე ”ჩვენ-ჯგუფის” წევრს, რომ შეთქმულება წარმატებით მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ უმეორებს, რომ პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, სინამდვილეში, მასზე მუშაობს. ძნელია იმ ვარაუდის გამორიცხვა, რომ ამ ინფორმაციის ადრესატი სინამდვილეში იყო ნინო ბურჯანაძე, რომელსაც აფრთხილებდნენ, რომ ოპოზიციისა და ”გრეჩიხასკენ” გახედვას აზრი არ ჰქონდა. ამას გვიყვება ბადრი ბიწაძე, რომელიც, მისივე მისივე თქმით, სრულად ენდობა და ეყრდნობა სააკაშვილის ნაამბობს. სხვა მოწმე ან რამე საბუთი არ არსებობს. ეპიზოდი მესამე ბადრი ბიწაძე აგრძელებს თხრობას: ”ახლა გეტყვით, რაზე ილაპარაკეს სააკაშვილმა და ”გრეჩიხამ” ერთი-ერთზე. სააკაშვილმა მითხრა, ახლა ჩემთან მოდის ”გრეჩიხა”, შენ აგერ შედი ოთახში და რასაც ”გრეჩიხა” დამელაპარაკება, ყველაფერს მოისმენო. შევედი ოთახში, დავჯექი და ვუსმენ სააკაშვილის და ”გრეჩიხას” ლაპარაკს! ეს ხდება შავნაბადაზე. 7 ნოემბრის მერე და საპრეზიდენტო არჩევნების მერე. ამ ლაპარაკს ვისმენ მე ყველაფერს. ”გრეჩიხა” უმტკიცებს სააკაშვილს, რომ შეუძლია ”გადმოაყუდოს”, ეს უქნას, ის უქნას! სააკაშვილი ეუბნება, რა გინდა, რა გაგიკეთოო? ”გრეჩიხა” ამ დროს ხმას არ იღებს და როგორც მერე ვნახე, თურმე, ფურცელზე უწერდა თავის პირობებს. ”გრეჩიხა” რომ წავიდა, შევედი სააკაშვილთან და იმანაც ეგრევე ფურცელი გამომიწოდა, აჰა, წაიკითხე, რა მომთხოვაო! რა ეწერა და ახლავე გეტყვით, რაც ეწერა. დროებით დამნიშნე პრემიერ-მინისტად 6 თვით. აი, ეს ხალხი, რომელიც 7 ნოემბერს გაიწირა, მე ვალდებული ვარ ამ ხალხთან და უნდა მომცე დაახლოებით ხუთი მილიონი. მესამე პუნქტი იყო ილია ჭავჭავაძის ბანკის შექმნა, რომელშიც უნდა ჩამიდოთ საწყისი კაპიტალიო, ეს ფურცლები არსებობს და მე თქვენ ამ ფურცლებს მოგცემთ. სააკაშვილი დაეთანხმა ”გრეჩიხას” პირობებს. ჭყლოპინებდა, გახარებული იყო, ესენი ყურებით მყავს დაჭერილიო.” ბატონი ბადრის ნაამბობში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, მაშინ თუ არა, შემდეგ მაინც თუ გაუჩნდა რაიმე შეკითხვები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. მაგალითად ამგვარი, რომელთაც ვერავინ წაართმევს არსებობის უფლებას: რა მიზნით გადაწყვიტა ჯერ ისევ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ მისი კონფიდენციალური საუბრისთვის ვიღაცას უნდა მოესმინა? რით დაიმსახურა მაინცდამაინც ბადრი ბიწაძემ პრეზიდენტობის კანდიდატი სააკაშვილის ისეთი ნდობა, რომ მხოლოდ ის დასვეს გვერდზე ოთახში ამ საუბრის მოსასმენად? მაინცდამაინც ბადრი ბიწაძის გვერდითა ოთახში დასმა ხომ არ განაპირობა იმან, რომ მას ეს ამბავი მოეყოლა ჯერ ისევ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლი ნინო ბურჯანაძესთვის და დაერწმუნებინა იგი, რომ ლევან გაჩეჩილაძე ”დაკერილია”, იგი წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს და ყველაფერი დამთავრებულია. რატომ არ უსმენდნენ ამ საუბარს ”ჩვენ-ჯგუფის” სხვა წევრები, თუნდაც იგივე ვანო მერაბიშვილი? ”ჩვენ-ჯგუფის” წევრების ოთახში არყოფნა ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი ამ საუბრის ჩანაწერს სხვა ოთახში ისმენდნენ? რატომ არ შეიძლებოდა, რომ ბადრი ბიწაძესაც მათთან ერთად კომფორტულ გარემოში ესმინა ამ საუბრის ჩანაწერისთვის, იმის მაგივრად, რომ სულგანაბული, გაუნძრევლად მჯდარიყო გვერდზე ოთახში? ბადრი ბიწაძეს ამაზე ბევრად მეტი შეკითხვაც რომ გასჩენოდა, ამას ვერავინ ჩაუთვლიდა ავადმყოფური ცნობისმოყვარეობის გამოვლინებად. ბადრი ბიწაძის ნაამბობის მიხედვით, ეს ამბავი ვითარდება იმ პერიოდში, როცა არჩევნები უკვე ჩატარებულია, მაგრამ ინაუგურაცია ჯერ არ ჩატარებულა და წერტილი ჯერ არ დასმულა. მდგომარეობა ძალიან დაძაბულია და უამრავი ადამიანი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. პრეზიდენტის მოვალეობას უკვე მეორედ ასრულებს ნინო ბურჯანაძე და არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მას სრულფასოვანი პრეზიდენტობის ამბიციაც აქვს. ეს, ცხადია, შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდათ ”ჩვენ-ჯგუფის” წევრებს, რომელთაც სერიოზული პრობლემა შეექმნებოდათ, ბურჯანაძეს რომ დამოუკიდებელი მოძრაობა დაეწყო, ან კიდევ უარესი - ოპოზიციას დაკავშირებოდა. ცხდია, რომ ”ჩვენ-ჯგუფი” გულდასმით შეეცდებოდა ბურჯანაძის ყველა მოძრაობის გაკონტროლებას, ვინაიდან, განხეთქილება ხელისუფლების შიგნით ანუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და მისი ოპოზიციაში გადასვლა, თავდაყირა დააყენებდა ყველაფერს. ასეთი საფრთხე კი არც თუ მხოლოდ თეორიის სფერო იყო, ვინაიდან, ერთის მხრივ, ბურჯანაძეს ჰქონდა დიდი გამოცდილება და ამბიციები, მეორეს მხრივ, იგი ყოველთვის ცდილობდა გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და 7 ნოემბრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ გაღრმავდ მისი ხელისუფლებასთან გაუცხოების პროცესი. საქმეში ჩახედულთათვის ნათელი იყო, რომ სააკაშვილის და ბურჯანაძის დაშორება მხოლოდ დროის საკითხიღა იყო და ორივე ხელსაყრელ დროს ელოდა. ამ ვითარებაში, ლოგიკურია, ”ჩვენ-ჯგუფის” ძალიანც მოაწყობდა, თუ ბურჯანაძეს ეჭვი ექნებოდა, რომ ოპოზიციას სინამდვილეში მართავდა სააკაშვილი და აქტიური მოქმედებების შემთხვევაში, იგი მარტო აღმოჩნდებოდა. ამითაც შეიძლება აიხსნას, რატომ ჩართეს ბადრი ბიწაძე ”ჩვენ-ჯგუფში” სწორედ მაშინ, როცა სააკაშვილი ყველაზე ნაკლებად ენდობოდა ბურჯანაძეს. არის ერთი ყურადღებამისაქცევი დამთხვევაც - სწორედ იმ დროს, როდესაც სააკაშვილს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ბურჯანაძის დარწმუნება, რომ ოპოზიციას თვითონ მართავდა, მას ციურ მანანად მოევლინა სანუკვარი კომპრომატები ლევან გაჩეჩილაძეზე. ნაამბობიდან გამოდის, რომ სააკაშვილმა წინასწარ განჭვრიტა, როდის შექმნიდა ”გრეჩიხა” საკუთარ თავზე კომპრომატებს და სწორედ იმ შეხვედრის მისაყურადებლად მიიწვია მაინცდამაინც ბადრი ბიწაძე. ანუ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ლევან გაჩეჩილაძე საკუთარ თავს ისე წარმოაჩენდა, რომ ნინო ბურჯანაძე კიდევ ბევრს იფიქრებდა ოპოზიციაში გადასვლის მიზანშეწონილობაზე. შეიძლება ვინმემ თქვას და ამას ვერ დავუშლით, რომ ეს იღბლიანი დამთხვევა იყო დროსა და სივრცეში სააკაშვილს უბრალოდ გაუმართლა, რომ ყველაზე საჭირო მომენტში მისმა ერთმა კონკურენტმა მის კაბინეტში ნებაყოფილობით თვითკომპრომეტაციის სეანსი მოაწყო, რასაც მეორე კონკურენტის მეუღლე გვერდით ოთახიდან ადევნებდა თვალს. როგორც ბადრი ბიწაძე გვიყვება, უშუალოდ საუბრის დროს ”გრეჩიხას” საკუთარი თავის მაკომპრომიტირებელი არაფერი უთქვამს, პირიქით, როგორც ყოველთვის, თურმე მაშინაც ”გადმოყუდებით” ემუქრებოდა სააკაშვილს, თუმცა, მოულოდნელად გაჩუმებულა და დაუწყია თხოვნის გრძელი არზის წერა რამდენიმე ფურცელზე. და არა მხოლოდ დაწერა, არამედ დაუტოვა კიდეც სააკაშვილს ეს ფურცლები და ასე მდუმარედ და ხმის ამოუღებლად გავიდა ოთახიდან. უკეთესი საჩუქარი ძნელი წარმოსადგენია, კონკურენტი თავის ფეხით მოვიდა, საკუთარ თავზე თავისი ხელით შექმნა კომპრომატი, დატოვა და წავიდა. ბადრი ბიწაძე იხსენებს, სააკაშვილი გახარებული ჭყლოპინებდა, ოპოზიცია ყურებით დავიჭირეო. ახლა რამდენიმე კითხვა დავსვათ, რომლებზე პასუხების გაცემაც მეფით და ლაზიერით შამათის ჩასმაზე ძნელი არ უნდა იყოს. ანუ სააკაშვილმა ასეთი მნიშვნელოვანი კომპრომატი მოიპოვა ”გრეჩიხას” წინააღმდეგ და იგი არა მხოლოდ აჩვენა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის მეუღლეს, არამედ გაატანა კიდეც?! მაშინ რა აჭყლოპინებდა სააკაშვილს?! თუ ეს ტექსტი მართლაც ”გრეჩიხას” დაწერილი იყო და მას და სააკაშვილს ერთმანეთში აღებ-მიცემობა ჰქონდათ გაჩაღებული, მაშინ სწორედაც რომ ბურჯანაძე დაიჭერდა ყურებით ორივე კანდიდატს და კონკურენტს და მაგრადაც დააჯანჯღარებდა! წავიწიოთ წინ. ბადრი ბიწაძეს, ერთი მხრივ, კარგად ახსოვს, რაც დაინახა და მოისმინა, თუმცა ზოგ დეტალს ტოვებს და აპრიორი მომხდარად მიიჩნევს. ამას აფექტური ილუზია, ყველას ემართება და ამაში არაფერია დასაძრახი. ამ ფენომენს წარმატებით იყენებენ ილუზიონისტები, როცა სურთ, რომ რამე მოგაჩვენონ. ბადრი ბიწაძე ყვება, სააკაშვილმა მითხრა, ”გრეჩიხა” უნდა მოვიდეს და გვერდით ოთახში შედიო, მაგრამ ბადრი ბიწაძე არ ამბობს, რომ დაინახა მოსული ან წასული ”გრეჩიხა”. არ ამბობს! არ დაუნახავს და არც არასდ ამბობს, დავინახეო. მას ესმის გვერდით ოთახიდან მხოლოდ ხმა. ”გრეჩიხა” ემოციურად იმუქარება და სააკაშვილის შეკითხვის შემდეგ, რა გაგიკეთოო, ”გრეჩიხა”, თითქოს ღილაკს დააჭირეს ხელი და მაგნიტოფონი გამორთესო, უცებ დუმდება და ამის მერე საერთოდ ხმას აღარ იღებს. ბადრი ბიწაძემ უკვე შემდეგ დაასკვნა - ”გრეჩიხა” იმიტომ დადუმდა და აღარ იღებდა ხმას, რომ საკუთარ თავზე კომპრომატს წერდა. და ეს დაასკვნა იმის გამო, რომ აჭყლოპინებულმა სააკაშვილმა მას ფურცლები მისცა, ნახე, ”გრეჩიხამ” რა დაწერაო. თუმცა, ”გრეჩიხა” რომ რაღაცას წერდა, ბადრი ბიწაძეს არ დაუნახავს. როცა ოთახში შესულს, სააკაშვილმა უთხრა, ”გრეჩიხამ” წერილი დამიწერაო, მას ოდნავადაც არ შეჰპარვია ეჭვი ამ სიტყვების სიმართლეში. თუმცა, მის ნაამბობში არასაიდან ჩანს, რომ გრეჩიხა რამეს წერს, ან იმას ეუბნებოდეს სააკაშვილს, დავწერ ჩემს სურვილებსო, ან მოვრჩი წერასო, ან სულაც კარგად იყავი, წავედიო. ბადრი ბიწაძე ნაამბობის მიხედვით, სააკაშვილის შეკითხვის შემდეგ ”გრეჩიხა” გამორთული მაგნიტოფონივით დადუმდა და დარჩა ასე დადუმებული. ბადრი ბიწაძის თქმით სააკაშვილმა არა მხოლოდ უთხრა ”გრეჩიხამ” წერილი დაწერაო, არამედ წერილიც გადასცა. და არა მხოლოდ გადასცა, არამედ თან გაატანა კიდეც. შეიძლება იმის იმედით, რომ ბადრი ამ წერილს ნინო ბურჯანაძეს ანახებდა. დასკვნების გამოტანის დრო კიდევ გვექნება, ჯერჯერობით კი მხოლოდ დავაფიქსიროთ, რომ ბადრი ბიწაძემ, საკუთარი ნაამბობიდანვე გამომდინარე, გვერდზე ოთახში ყოფნისას გაიგონა ხმა და გადაწყვიტა, რომ იქ ”გრეჩიხა” იყო, ხოლო შემდეგ კი ნახა ნაწერი და დაიჯერა, რომ იგი ”გრეჩიხამ” დაწერა. მისი ნაამბობი ამას გვიამბობს, არც - მეტს, არც - ნაკლებს. ბადრი ბიწაძის ნაამბობის მიხედვით, როგორც წესი, ერთი-ერთზე, პრივატულ გარემოში, მერაბიშვილი და სააკაშვილი მას უყვებიან სხვადასხვა ამბებს. ერთი შეხედვით ისე ენდობიან, რომ გვერდით ოთახშიც კი აჯენენ, რათა კმან ოფიდენციურ საუბრებს უსმინოს და თუმცა, სულ მალე, რამდენიმე თვეში, თავად ბადრი ბიწაძეს და ნინო ბურჯანაძეს აბრალებენ შეიარაღებული რაზმების შექმნას სახელმწიფო გადატრიალების მიზნით და მოღალატეებად აცხადებენ. რასაკვირველია, ბადრი ბიწაძის უფლებაა, უეჭველ ჭეშმარიტებად მიიღოს, რასაც მერაბიშვილი და სააკაშვილი უამბობდნენ და ანახებდნენ ხოლმე, თუმცა, სხვებს არა აქვთ აკრძალული მის მიერვე მოყოლილი ფაქტების განსხვავებული ინტეპრეტაცია.
-
აიპიენს კითხე ჩემი ნიუსი არაა
-
როგორი უნდა იყოს ოპონირების რეჟიმი ფორუმში?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არაფერ შუაშია ერთი იუზერი ლაპარაკი რომ მივეჩვიოთ ფორუმში აზრთასხვადასხვაობას. ამისთვისაა ზუსტადაც ეს ფორუმი ;) იკეტება. -
აღარ მიკვირს ...ჰო მიშამ მე ეს არ მეხებაო არა ? :დ ვავა ჩვენი ცოდვა
-
როგორი უნდა იყოს ოპონირების რეჟიმი ფორუმში?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გვიან წავიკითხე,მაგრამ ესეც ლირიკაა. ამაზე არაა გახსნილი თემა რომ ჩემი და შენი "ამბე" გავარჩციოთ. იყო საქმეზე,თორემ რასაც შენ გთვლი, აქ არ დავწერ. ერთი ვიცი....უკვე აზრი 100პრ განმიმტკიცდა და ამიტომ მოგერიდები. ''''''''''''''''''''''''''''''''''''' [თემა არ შეეხება ჩემს და ამ უზერის ურთიერთობას. არამედ მთლიანობაში ბოლო დროს არსებულ ბრალდებებს საქმის ჭრილში, ზოგადად თქვენს აზრს -
როგორი უნდა იყოს ოპონირების რეჟიმი ფორუმში?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გვიან წავიკითხე,მაგრამ ესეც ლირიკაა. ამაზე არაა გახსნილი თემა რომ ჩემი და შენი "ამბე" გავარჩიოთ. იყო საქმეზე,თორემ რასაც შენ გთვლი, აქ არ დავწერ. ერთი ვიცი....უკვე აზრი 100პრ განმიმტკიცდა და ამიტომ მოგერიდები. იგნორის რეჟიმი ჩაირთო ძველებურად. -
როგორი უნდა იყოს ოპონირების რეჟიმი ფორუმში?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს ლირიკაა... ესეც ესეც ესეც მოკლედ კამათი არ ღირს , იგნორის რეჟიმი გაგრძელდა :TAT: გამეცი რა პასუხი?! ვინ გეუბნება არაო. რაც შეეხება ვიგოდას , ჩვეულობრივ სიტუაციაში ეთქმებოდა მაშ მტყუვნის....:დ აქ თავს შევიკავებ . ისე კი... ვინც მიცნობს ,იცის ვინც ვარ. ასე რომ ეს ნახალკები ვერ იმუშავებს . ტაქტიკა შეცვალე კამათი ამოწურულია. გასაგებია ,რომ ამ არსებას აქვს მხოლოდ თავისი სუბიექტური მოტივები ჩემდამი. ქონდეს ... ვიტოვებ უფლებას არ ვიდარდო მის ტყუილებზე.აშკარად ძალიან ხელოვნურია ეს "ამბე"