-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
თქვენ სხვებზე მეტად გაქვთ დემოკრატიულობის აღქმა
lasha_alo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უკაცრავად და შსს მონები სხვაგან მოიკითხოს .ეს შეურაცყოფაზე მეტია -
თქვენ სხვებზე მეტად გაქვთ დემოკრატიულობის აღქმა
lasha_alo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბაბუაგიორგი დაისვენე 24 საათი . მე შენი ბავშვი არ ვარ აქ ილაზღანდარო ჩემზე. -
მემარცხენე მოძრაობის პერსპექტივები საქართველოში
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DonCaredo უკაცრავად და კორექტულად . აქ მართლა პატარა ბიჭიკო კი არ ვზივარ ყველამ, რომ ზრდილობა დაივიწყა. ამოვიდა ყელში. ცოტა დაიმშვიდეთ ინტონაციები . -
დრო არ მაქვს ,რათა უფრო მომზადებულად მიმოვიხილო სოციალურ ქსელებში წარმოშობილი ეს ტენდენცია ,რომელსაც გარკვეული პრაქტიკული პერსპექტივა აქვს. აღვნიშნავ მხოლოდ რამდენიმე დეტალს და ბოდიშს მოგიხდით სუმბურულობისათვის. 1) ჩეგესტოს და ნიკუშას საუბარმა დაადასტურა , რომ ილუზიები მათი რეტროგრადობის შესახებ მხოლოდ სტერეოტიპია, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავიანთი მსოფლმხედველობა და მგონი ყველაზე უგუნური ადამიანიც კი დანახავდა- ეს მოსაზრებები უფრო ახლოა ევროპულ მემარცხენეობასთან , ვიდრე ბოლშევიზმთან ,რომელიც არანაირი "ლევაკობა" არ ყოფილა. ის რომ"კომუნისტების"იდეოლოგიური წყარო მარქსის ფილოსოფიაა, საერთოდ არაფერს ნიშნავს. მაშინ ქრისტიანული ფილოსოფია უნდა გავაიგივოთ ინდულგენციების გაყიდვებთან და ა.შ. სისასტიკეს და ტირანიას არ აქვს სახე , ის ერთნაირია სხვადასხვა ნიღბით თუ დემაგოგიით. 2)ბიჭები არ შეეხნენ ერთ არსებით პრობლემას . ესაა საინტერესო შედარება მეოცე საუკუნის დასაწყისში საზოგადოებრივ აზრსა და დღევანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურას შორის .კერძოდ ,იმ პერიოდში ყველა გალევაკდა , ჩაიცვეს სოციალისტის ტყავი, ტყუპის ცალივით დაემსგავსნენ ერთმანეთს , ხოლო საბოლოოდ გაიმარჯვა მათ შორის ყველაზე მეტად უკადრებელის მკადრებელმა რომელმაც შემზარავი სახე მისცა წითელ დროშას 3) 90-ნებში კი ზუსტად ანალოგიური პროცესებს აქვს ადგილი, მაგრამ ამჯერად მოდაშია" ეროვნულობა". ერთ მაგალითს გავიხსენებ, როცა სოციალისტ-ფედერალისტებად გამოცხადებულმა რაღაც ჯგუფმა სახელი გადაიკეთა.... სამწუხაროდ დღესაც ამ ზღვაში ვცურავთ და არ გვსურს მივეჩვიოთ პოლიტიკური ოპონირების კულტურას და პლატფორმებს შორის განსხვავება ბუნებრივად აღვიქვათ. ზუსტად ესაა მთავარი მიზეზი, რომ მე გულწრფელად მივესალმები ამ ახალი ტენდენციის გაააქტიურებას ;) მესმის, გარკვეულ თემებზე უტრირებენ, მაგრამ ისინიც დაღვინდებიან, ხოლო პოლიტიკურ კულტურას ახალი სუბიექტის გაჩენა, ოდნავ,მაგრამ მაინც მაღლა აწევს(ზოგადად ვამბობ მემარცხენეების ევოლუციაზე საქართველოში და არა ჩვენს დუეტს ) 4)ნიკას და ოთოს საუბარში ერთი პრობლემა დავიჭირე.... ესაა "ეროვნულისადმი" ერთგვარი გამიჯვნა, მანქანაში სახეზე შევატყვე არ მოეწონათ ჩემი ეს თეზისი ,მაგრამ აქაც გავიმეორებ- მემარცხენე მოძრაობას მომავალი ექნება თუ გააცნობიერებს ადგილობრივ რეალობას, პატრიოტიზმს აღიქვავს არა როგორც ოპონენტს, არამედ მოკავშირედ , რადგანაც პატრიოტიზმი ჩემთვის მოიცავს "საერთოს" სიყვარულს" , თანამოქალაქის პატივისცემას ანუ იდეაში ის ვერ შეეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის მოწოდებებს.მეტიც , მას შეავსებს, თუმცა გასაგებია როგორც სოციალისტური იდეეები შეიძლება გადააქციო ავტორიტარული რეჟიმის ფუნდამენტად, აგრეთვე ქვეყნის პატივისცემა ტრანსფორმიმდეს ფაშიზმის სავანედ . ეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზეა დამოკიდებული და არა უშუალოდ ზოგად ღირებულებებზე . ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს რელიგიისადმი. აქაც ზღვარია გასავლელი ჭეშმარიტ რწმენასა შავრაზმელობას შორის. ეროვნული და რელლიგიური თემა არის 2 ნაღმი , რომელზეც შესაძლოა აფეთქდეს ნებისმიერი მემარცხენე ძალა,რადგანაც მოხდეს მისი ასოცირება ოდიოზურ, მიშისტურ ლიბერასტლენდთან ,თუნდაც იგივე ფეისბუქში. 5) მესამე დიდი ნაღმი სოციალური თემების მიტანაა. რეკუსოს ერთი საინტერესო ფრაზა მახსენდება ტელევიზიაში გამოსვლის დროს. "ეროვნულობით ხალხს ვერ გამოიყვანდით, გასაგები იქნებოდა გეთქვათ "მშია". კონტესტის პირველი ნაწილი გასაგებია ,მაგრამ მეორე ნაწილში ჯერ ერთი იგრძნობა გამოსული ხალხისადმი უცნაური ზევიდან ყურების სურვილი ...მეორე მომენტი კი "მოწოდების გაუმართაობაა" შიმშილი ინსტინქტია, ამ მოტივით გამოსული მასა უკონტროლო და ცოფიანია, რომელიც ჩაყლაპავს ორგანიზატორსაც. უნდა განუმარტო მასას მისი უფლებები , აუხსნა რატომ არის მისი პროტესტი საჭირო , არ შენიღბო უაზრო ფერებში და ამ ტიპის იგივე პროფკავშირული მოძრაობა ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრებგჯკიჰიჯჰსტანის მშიერთა არეულობა ჯჰჯოუჯიოჯჰიჰიჰჯგრადში. ონლაინ დისკუსიის ვიდეოები:
-
,აგრამ საშიშია სხვა მომენტი...მაფიოზობანაში არ გადავიდეს ეს ყველაფერი.
-
nikanika იმანიზე გაქვთ ანგარიში ?
-
NikoloZoid სად თუ არა აქ უნდა მოგილოცო დაბადების დღე. სპეციალურად არ ვხსნი ახალ თემას. მგლების ბუნაგში ჩემეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
-
http://journalist.ge/?menuid=2&id=1072&lang=1 16-12-2010 ეკა ბესელია სახალხო კრების დიქტატზე და გადარჩეულ ოპოზიციაზე, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი ან იქნება ან არა... „თუ ვინმეს დიქტატის ამბიცია გაუჩნდება, ის დამარცხდება ამ ამბიციასთან ერთად...“ [ნათია ბარნოვი www.journalist.ge] –––––ქალბატონო ეკა შიდა ოპოზიცურმა ბრძოლამ ძალიან ცუდ სიბრტყეში გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის დასახელებას პირდაირ ერიდებიან–ეს ინფორმაცია შიგნიდან მაინც გამოდის, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ოპოზიცია ბრძოლის ასეთმა ფორმამ? ვითარება მართლაც ძალიან ცუდიც და რთულიც არის, ერთადერთი ვინც დივიდენდს და სარგებელს მიიღებს ამ გაუთავებელი შიდა ომებისგან ეს არის რეჟიმი, რომელსაც ერთადერთ ამოცანად აქვს თავის გადარჩენა და ძალაუფლების შენარჩუნება, ამიტომ ძალიან გონივრულად არის გასაანალიზებელი სად გადის ზღვარი საზოგადოების უფლებას შორის, რომელიც გულისხმობს ინფორმირებულობას, თუ რა ხდება პოლიტიკურ წრეებში და კულუარებში და იმ საფრთხეს შორის, რასაც ჰქვია რეჟიმის გაძლიერება–რომელიც პირდაპირ პროპორციულია ოპოზიციაში შიდა ბრძოლების დაწყებისა. მე მგონია, რომ ხალხს აქვს უფლება იცოდეს რა ხდებოდა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში და პოლიტიკოსებს თავის მხრივ აქვთ ვალდებულება იყვნენ გულახდილები იმისთვის, რომ ეს კითხვები და ლეგენდები არ დაუბრუნდეს უკან ბუმერანგივით–თუმცა აქვე აუცილებლად უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, რომელიც დაადასტურებს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც არ აქვს მნიშვნლეობა რომელი მხრიდან წამოვა–ეს არ უნდა იყოს ჭორზე აწყობილი... მე შევეცდები ყველა ის დეტალი გავიხსენო, რომელიც იმ რეალობას ასახავს, რომელიც თუნდაც 2008 წელს არსებობდა.. 25 სექტემბრის განცხადების შემდეგ მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა–და ამ დრამატიზმზე ბევრი ლეგენდა შეიქმნა, თუმცა სიმართლე ბუნებრივია ერთია... ––––ეკა მაშინაც და ახლაც–ანუ იმ დროს, როდესაც ოპოზიცია ერთიანი იყო და ახლაც როდესაც ის აღარ არის ერთიანი, ოპოზიცია ზუსტად ერთი და იგივე შეცდომებს იმეორებს?! ზუსტად ეს შეცდომები შემდეგ საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს–ხალხის ნაწილი უკმაყოფილოა და ლევან გაჩეჩილაძეს აბრალებს იპოდრომიდან ხალხის დაშლას და იგივე საზოგადოება უკმაყოფილოა 25 ნოემბერს უკვე ამ წელს ასევე სახლში გაშვების გამო–რას ელოდებიან ეს ადამიანები და ვინ უქმნის მათ ამ მოლოდინს?! მე ზუსტად მახსოვს, რომ საპრეზიდენტო არჩვენებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი ოქრუაშვილს გერმანიის სასამართლომ პატიმრობის ვადა ორი კვირით გაუგრძელა–აქ გერმანიის სასამართლომ ფაქტობრივად მოგვიანებით აღიარა კიდეც, რომ ეს ზეწოლის გამო გააკეთა–ეს იყო სკანდალი.. ანუ ევროპაშიც კი იცოდნენ, რომ სააკაშვილი ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ გაიმარჯვებდა და ყველა მეორე ტურს ელოდებოდა... იპოდრომის აქციამდე ერთი დღით ადრე ჩამოვფრინდი თბილისში მაშინ ჩვენს პარტიას წარმოადგენდა თორთლაძე–და ახლა აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ გია თორთლაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეუსაბამო იყო რეალობასთან და სწორედ ამის გამო წავიდა ის მერე უკვე პარტიიდან... მაშინ მე არ ვიყავი გადაწყვეტილების მიმღები პირი... შტაბის ერთერთ სხდომაზე–შტაბს მაშინ კოკა გუნცაძე ხელმძღვანელობდა ითქვა სააკაშვილის და ლევანის იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც ახლა კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი, კოკამ თქვა, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა ასევე უსუფაშვილი და თქვა, რომ სააკაშვილი იმდენად შეშინებული იყო, რომ ის მზად აღმოჩნდა კომპრომისებზე წასულიყო, აქ გაირჩა ყველა ის პირობა, რასაც სააკაშილი ოპოზიციას სთავაზობდა და ამ განხილვაში აბსოლუტურად ყველა იღებდა მონაწილეობას, ეს არ იყო კონფიდენციალური საკითხი.. და მახსოვს ზუსტად ისიც, რომ ეროვნული საბჭოს უმრავლესობამ არ მიიღო ეს პირობები, მოლაპრაკება უნდოდა თორთლაძეს, დავითაიას და ა.შ. მე ჩემი პოზიციით ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი სააკაშვილთან ამდაგვარი დიალოგი გაგრძელებულიყო და ამ ტიპის გარიგებაში შესვლა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ვაღიარებდით მის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში, ის არ იყო მცდარი რომ ამ დიალოგზე უარი თქვა ეროვნულმა საბჭომ–ეს იყო მორალური გადაწყვეტილება.. შესაბამისად ეს გულისხმობდა ბრძლის გაგრძელებას... რაც შეეხება იპოდრომს მე ზუსტად მახსოვს, რომ იპოდრომიდან ოპოზიიციას უნდა დაეწყო მსვლელობა, იყო დაგეგმილი მანიფესტაცია რუსთაველისკენ, მაგრამ წინა ღამეს შედგა როგორც ჩანს შეხვედრა 12 კაციანი საბჭოსი და გადაწყვეტილება, რომ იპოდრომიდან ხალხი არ დაეძრათ მიიღეს უმრავლესობით–ეს არ იყო ერთი კაცის გადაწყვეტილება! ეს არ იყო ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება... თუმცა მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სწორი იყო იმ დღეს ხალხის დაშლა, რადგან კონკრეტული შედეგის დადგომა და კონკრეტული ქმედებები ქვეყანას ააცილებდა თუნდაც ომს... მომავალმა საპირისპირო რამ აჩვენა–მივიღეთ გამძვინვარებული რეჟიმი, კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორია და ბევრი მსხვერპლი... –––––ვისი ინიციატივა იყო ეს? სამწუხაროდ მე იმ პერიოდში არ ვიყავი გადაწყვეტილების მიმღები პირი ამიტომ მე ეს არ ვიცი... აქ მთავარია ყველა იმ ადამიანმა დაადასტუროს ვინ იყო იპოდრომის აქციის დაშლის და ვინ წინააღმდეგი.. ––––და ვინ იყო წინააღმდეგი ეკა? მე არ მინახავს ვინმეს მიერ გამოხატული წინააღმდეგობა, და იპოდრომის აქციის დღეს ეს წინააღმდეგობა არავის გამოუხატავს, ლევანი იქ აღარ იყო და ნებისმიერს შეეძლო გაერისკა და საკუთარ თავზე აეღო ეს გადაწყვეტილება და მოეწყო მანიფესტაცია რუსთაველისკენ... ––––ეკა ვერ აუვლით გვერდს ასავალ–დასავალში გამოქვეყნებულ მასალას? აქ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რატომ გაუჩნდა ქართულ პარტიას აზრი, რომ ეს ნინო ბურჯანაძის მიერ შეკვეთილი მასალაა? თქვენ ახლა სახალხო კრებაში ხართ და ნინო ბურჯანაძესთან საკამაომ ხშირი ურთიერთობა გაქვთ, როგორ ფიქრობთ რატომ შეიძლება ქართულ პარტიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის, ბრძოლა ამ ფორმით დაწყებულიყო, ან გაგრძელებულიყო.. თუ ეს ბრძოლა საერთოდ არსებობს...?! როდესაც საუბარია, იმ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ოთხი ადამიანი ესწრებოდა, აქედან ორმა ლევან გაჩეჩილაძემ და დავით უსუფაშვილმა გააკეთეს განმარტებები, დარჩა ორი ადამიანი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე და მათ ეს პასუხები უნდა გასცენ.. და ეს მითქმა–მოთქმაც ამით დასრულდება, მე ვეთანხმები დავით უსუფაშვილს, არ მესმის, რატომ არ უნდა ისაუბრო ამ თემებზე ღიად, ამიტომაც დგას ასე ალბათ საკითხი, რომ თუ ეს მასალა იმ შეხვედრას ეხება სადაც ეს ოთხი ადამიანი იყო უნდა ყველა მათგანმა გასცეს პასუხი და თუ ეს არ ეხება ამ შეხვედრას მაშინ აუცილებელი იქნება კონკრეტული ფატქების მოშველიება, რომ ასეთი მძიმე ბრალდება იქნეს დადასტურებული... ყველა ვისაც ეს შეხვედრა ეხება ვალდებულია განმარტება გააკეთოს ხალხთან... ყველამ უნდა ილაპარაკოს ამაზე ღიად, მე მზად ვარ თუ რამე ვიცი ვთქვა.. ერთი რამ მინდა გითხრათ ძალიან ხშრად ვიყავი უმცირესობაში ოპოზიციის დიდი ერთობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერისას, იმ გადაწყვეტილებების, რომელიც მოგვიანებით შეცდომებად იქნა აღიარებული, მაგრამ ამაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, შეიძლება ეს ჩემი შეცდომაც არის... –––––ეკა რატომ არ საუბრობთ ღიად?! ოპოზიციას გამოცდილებამ აჩვენა, რომ რაც მეტს უმალავს ხალხს, მით უფრო შორდება საზოგადოებას–როგორც წესი საქართველოში ყველა ამბავი ადრე თუ გვიან ხმაურდება და მოგვიანებით ეს ოპოზიციას თავის მართლების რეჟიმში აყენებს... რაც მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს?!.. კი გეთანხმებით, საჭიროა პოლიტიკოსებმა დაიწყონ ღიად საუბარი, გულახდილობას არასდროს მოაქვს ცუდი შედეგი.. ეს შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულობას პოლიტიკის მიმართ–ჩვენ ნდობის მეტი მანდატი გვექნება ხალხისგან.... –––––ეკა ზუსტად ეგ მინდა გკითხოთ–გარედანაც ჩანს, რომ კრების შიგნით ყველაფერი წესრიგში არ არის.. კრება დატოვა ძალიან ბევრმა ადამიანმა?! რა ხდება სახალხო წარმომადგენლობით კრებაში–წამოსვლის მიზეზებზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ აშაკარაა რომ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც თავიუსფლებას არიან შეჩვეულები კრების შიგნით ეს თავისუფლება დაკარგეს–ხომ არ ემსგავსება კრება პარტიულ სტრუქტურას? იგივე შარტავას განცხადებები, რომ ფორუმი შეიძლება თვითლიკვიდაციაზე წავიდეს, იმისთვის რომ კრებაში შევიდეს პარტიული სტრუქტურით, ხოლო მოგვიანებით შარტავამ ამ განცხადებას საახალწლო ხუმრობა უწოდა... ემსგავსება კრება პარტიას?! მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და გადავარჩინოთ სახალხო კრება იმისგან, რომ მან არ მიიღოს პარტიული სტრუქტურის სახე, კრების მეშვეობით საზოგადოების წევრებმა უნდა მოახერხონ დემოკრატიის პირდაპირ განხორციელება.. ამაზე მუდმივად მიმდინარეობს საუბარი. ფაქტია ის, რომ რთულია საზოგადოების წარმომადგენლების და პოლიტიკური ფიგურების ერთად მუშაობა.. ––––რატომ, პოლიტიკოსები არ უსმენენ მათ თუ პირიქით?! განსხვავებული ხედვები აქვთ.. პოლიტიკური პარტიის ლიდერს მაინც აქვს პოზიცია, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია პარტიული სტრუქტურის ფორმატში დაინახოს, მას საკუთარი ინტერესები აქვს, ამ დროს სახალხო კრება თავის თავში ვერ იტანს იმას, რომ მას პარტიული დიქტატი მოახვიო თავზე, ეს არის თავისუფალი ორგანიზაცია, აქ უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებაც და პირველ რიგში აქ უნდა ჩანდეს ის, რომ ეს კრება არა ერთი პოლიტიკური მიმართულების ინტერესებს ემსახურება, არამედ ის ქვეყანას ემსახურება... ეს ძალიან რთული მოცემულობაა, აზრთა სხვადასხვაობა არის ბევრ თემაზე იგივე 25 ნოემბერზე, მანამდეც და მის შემდეგაც ეს სხვადასხვა აზრი ცოცხლობს... ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს თავისუფალი ადამიანების ერთობა, ჩვენ იმიტომ ვებრძვით ნაციონალურ მოძრაობას, რომ ერთნაირად უნდათ აზროვნებდნენ, ერთნაირი ლექსიკით უნდათ რომ საუბრობდნენ და განსხვავებული პოზიციის ადამიანს პარტიიდან რიცხავენ.. ასეთი მიდგომა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ მე წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვისთვის ვიბრძოდი.. აქ ადამიანები თავისუფლებას უნდა ხედავდნენ... ––––და ვინც დატოვა კრება, მათ ეს თავისუფლება არ ქონდათ? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანს ვინც ამ იდეას უერთგულა და ვთვლი, რომ არ შეიძლება უაპელაციოდ ასეთ ადამიანებს იარლიყი მიაკერო... თუ დაიმსახურებს ამას კი ბატონო, ღიად თქვი, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ ის შენს აზრს არ იზიარებს იარლიყი მიაკრა–ეს არასწორია, მიუღებელი... –––––ეკა ეგ მინდა გკითხოთ, თქვენ თქვენი წარსულით მოიაზრებით ადამიანის უფლებების დამცველად და საზოგადო მოღვაწედ, თქვენ თქვენი მოღვაწეობით არ ხართ პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკოსი–ეს შეიძლება საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით პლიუსი იყოს, მაგრამ აუცილებლად შეგიქმნით დისკომფორტს სხვა პოლიტიკურ ფიგურებთან ურთიერთობისას?! გეთანხმებით, და ჩემი თვისებების ადამიანისთვის ძალიან რთულია პარტიულ სტრუქტურაში საქმიანობა, ეს მე მიქმნიდა და მიქმნის დისკომფორტს.. მე თავიუსფლებას ვემსახურები და არა პოლიტიკურ ინტერესს, და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლამ მომახვედრა პოლიტიკაში და არ ვაპირებ საკუთარი თავის შეცვლას... მე მგონია საზოგადოებას ასეთი პოლიტიკოსები სჭირდება–უფრო ღია, გულახდილი... ეს მე მიქმნის პრობლემებს სხვა პოლიტიკოსებთან ურთიერთობისას, თორემ საზოგადოებისთვის ეს გაცილებით უკეთესია, ამიტომ ვერც კრების შიგნით და ვერც სადმე სხვაგან მე ვერ შევეგუები კონკრეტული პირის დიქტატს... ––––ეკა სიტყვა დიქტატი კრებასთან მიმართებაში ჩემმა არაერთმა რესპოდენტმა იხმარა, თუ არის იგივე ნინო ბურჯანაძის მხრიდან მცდელობა დარჩეს ერთპიროვნულ ლიდერად დარჩეს სახალხო კრებაში?! ბუნებრივია ის, რომ ასეთი გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა როგორიც ნინო ბურჯანაძეა, მისი კრებაში არსებობა ასეთ ასოციაციას იწვევს, მაგრამ თუ გადავხედავთ საბჭოს შემადგენლობას მიხვდები, რომ ძნელია იქ მოახერხო, თუნდაც ნინო ბურჯანაძემ–იყოს ერთპიროვნული ლიდერი... იქ საზოგადოების წარმომადგენლების გარდა არიან პოლიტიკური ფიგურებიც... შეუძლებელია გააკეთო ის, რომ ნინო ბურჯანაძემ უკარნახოს ყველას საკუთარი გადაწყვეტილება, იქ თუ დიქტატის იდეით არსებობს ვინმე ის ამას ვერ განახორციელებს, კრებაში ხალხი შეიძლება მხოლოდ კეთილგანწყობით მართო.. და თუ ვინმეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ დიქტატის ამბიცია გაუჩნდება, ის დამარცხდება ამ ამბიციასთან ერთად... ––––ეკა რაღაც ეტაპზე აუცილებლად დადგება ოპოზიციის გაერთიანების საკითხი, ყველა ელოდება გაზაფხულს... აქ შეიძლება კიდევ ერთი დისკომფორტი შეგიქმნათ თქვენ ქართულ პარტიასთან თანამშრომლობაში ირაკლი ოქრუაშვილის ფაქტორმა?! ოპოზიცია უნდა გადახარისხდეს, ეს არის დღევანდელი ამოცანა, პოცესი მიდის იქით და მივა აუცილებლად იქამდე, რომ როგორც საცერში ფქვილი ტარდება ასე დაიწრიტება და გაიწმინდება ოპოზიცია... დღევანდელი რეალობა პოლიტიკურ სპექტრს ატარებს საცერში და დარჩება მხოლოდ ხარისხიანი ოპოზიცია, რომელიც მერე უკვე იდეის გარშემო გაერთიანებას აუცილებლად მოახერხებს... და ასეთ გადარჩეულთა შორის იქნებიან ცოტანი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ოპოზიციის ლუსტრაცია...მე ვფიქრობ რომ უნდა გაივლოს წყალგამყოფი რეალურ და სატელიტურ ოპოზიციას შორის და გადარჩეულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ახალი ძალებით ბრძოლის ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, მე ასეთ ვითარებაში დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო იმ გადარჩეულთა შორის ვინ იქნებიან.. არ იქნება იქ ბევრი და არ მგონია იმ ადამიანებთან მომიწიოს ურთიერთობა ვინც ვერ წარმომიდგენია ამ გადარჩეულთა შორის.. –––ანუ ფიქრობთ რომ ირაკლი ოქრუაშვილი ნარჩევ ოპოზიციაში ვეღარ მოხვდება? ვნახოთ.. ––––ეკა თქვენ თქვენი ამ განცხადებით ფაქტობრივად პროგნოზირებთ ქართული პარტიის დაშლას?! არა მე პროგნოზს არ ვაკეთებ, მე თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ამ გაერთიანების მიმართ განწყობილი... კი ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ისინი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაერთიანებაა, მაგრამ ადრე თუ გვიან სწორედ ეს სხვაობა იძლევა ხოლმე ცუდ შედეგს და რთული ხდება ასეთი ერთობის შენარჩუნება... მე მათ გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს... ––––––ეკა ადრე თუ გვიან ყველა პოლიტიკოსი იწყებს დამოუკიდებლად მოქმედებას.. რაღაც ეტაპზე თქვენც მოგიწევთ ამ გზის ძიება...?! ერთადერთ პოლიტიკური პარტიაში ვიყავი და იქამდე გავჩერდი იქ ვიდრე შეიძლებოდა გაჩერება... ახლა სახალხო კრებაში ვარ და როგორც კი დავინახავ იმას, რომ ეს ბრძოლა იდეას აღარ ემსახურება მე რა თქმა უნდა სხვა ფორმატზეც ვიზრუნებ და არც ამის თქმა გამიჭირდება... ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ ზუსტად, რომ არ გავჩერდები....
-
http://www.youtube.com/user/wwwplanetage?feature=mhum
-
არადა მეორე მხარეს სასარგებლო ტოპკა მისცა პატრირქმა. ფაქტიურად მხარედ ყოფნაზე დათანხმდა . საბრძოლო პოზაა ეს ფაქტის კონსტატაციაა ....
-
თუ დაკეტილი იქნება ვინ დაპოსტავს შე კაცო ბოდიში,რომ დაკეტილში ვპოსტავ.
-
http://www.youtube.com/watch?v=7azzXCGvzYc&feature=player_embedded ირაკლი მარგველაშვილი 37 წლის . იურისტი, არერთი სტატიის ავტორი, რომელიც შეეხება ძირითადად გეოპოლიტიკურ საკითხებს. მისი წერილების გაცნობა შეგიძლიათ:http://joaoscorner.blogspot.com/ ბლოგის პროფილი არის forum.,ge-ს პოლიტიკის განყოფილების მოდერატორი
-
babuagiorgi განაგრძე..... მე ხელს არ შეგიშლი.....კარგად ავლენ თავს.
-
http://jjacki.fotoplenka.users.photofile.ru/photo/jjacki.fotoplenka/140298160/xlarge/148736852.jpg OFFLINE.
-
babuagiorgi :018: კარგი, გავედი ამ თემიდან რამდენჯერაც დათვრება, მე უნდა მეცეს კაცო
-
babuagiorgi შენ ჩემთვის აღარ არსებობ .... გადახვედი ყველა ზღავრს და დავამთავრე "დიალოგი" მორჩა კინო
-
Saturn )
-
ნუკრი შენ დახურე?
-
asesino_141 გამარჯობა მიშას კვებულო
-
babuagiorgi ტოლი ნახე ადიოს არავინ უმიზეზოდ არ დაგბანავს. პირადს და საქმეს ყოველთვის განვანსხვავებ,მაგრამ რასაც შენ აკეთებ, ესაა შეგნებული პროვოკაცია. ჩემგან იგნორი . წესის დარღვევაზე იქნება რეაგირება ,მაგრამ არა კლიაოზნიკური. უბრალოდ არავის მივცემ უფლებას თავზე გვიქნას . ნახვამდის
-
აწი არ წაიშლება, ბანი დაედება უხამსობას ჩემი მხრიდან.მეძახოს ვისაც უნდა შსს აგენტი. ;)
-
babuagiorgi მდაა, უკომენტაროდ. ვულგარულ-ქუჩურად დავიგინო, შეგაგინო თუ როგორ ვქნათ ?! მარტივ გზას ავირჩევ ...დაგაიგნორებ.
-
babuagiorgi ველოდები....