Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. შეიძლება შეფუთო შენი პროდუქცია ნებისმიერ სფეროში და შეძლო ბაზრის ათვისება პეს ეხება ნებისმიერ სფეროს .
  2. გახსოვთ ალბათ ეს ჯგუფი. სამი მოლდაველი ბიჭი ემტივის ტოპ ათეულების სათავეში მოექცა. ერთი პატარა ქვეყნიდან გამოსული ანსამბლმა არამარტო პოსტსაბჭოური,არამედ მსოფლიო შოუბიზნესი დაიპყრო. მესმის ,არსებობს რუმინეთის ფაქტორი, რომლის ორგანული ნაწილიცაა მოლდოვა ,მაგრამ თურმე შეიძლება პროდუქტი სათანადოდ შეფუთო და წარმატება მოიპოვო. ეს უბრალოდ იმათ საყურადღებოდ , ვისაც ეშინია გლობალიზაციის ან პირიქით.... "ბანძ ერებზე" სისისულეებს ბოდავს ;) არ ვეხები მუსიკის ხარისხს ,არამედ მაინტერესებს უფრო ეს ფაქტორი ისე ლამაზი ენაა რუმინული დღესაც საკმაოდ პოპულარულები არიან .15 მილიონი ნახვა !!!!!!
  3. მეც მომივიდა,მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე
  4. Siknadmo საქართველო სავსეა ამ ტიპის პარტიებით ნაცებიც ქრისტიან-დემოკრატობენ
  5. Siknadmo ქრისტიან-დემოკრატია ახლი მოძრაობა არაა . სხვათაშორის ამაზეც მინდა სტუმარი იმედია შევძლებთ.
  6. ასეთი განცხადებები როგორც წესი შემთხვევით არ ჩნდება .
  7. ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ
  8. საყოველთაო დაუმორჩილებლობა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის გამოცხადდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის გამოცხადდება. როგორც "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში "სახალხო კრების" თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, დაუმორჩილებლობის ფორმების კონკრეტული გეგმა საზოგადოებისთვის ცნობილი მაშინ გახდება, როდესაც ისინი გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. მისი თქმით, დაუმორჩილებლობისთვის დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. 1-ელ თებერვლამდე ყველა საორგანიზაციო საკითხი უნდა მოგვარდეს და კომიტეტები შეიქმნას მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნა, რომ კომიტეტები რამდენიმე კაციანი იქნება და ისინი შიშის აღმოფხვრაზე იმუშავებენ. გაფრინდაშვილის განცხადებით, კომიტეტების შექმნა უკვე დაწყებულია და დეკემბრის ბოლომდე თბილისის ათივე რაიონის კომიტეტები დაკომპლექტდება. მისი თქმით, ისინი პარტიულ რესურსებსაც გამოიყენებენ. გაფრინდაშვილის განცხადებით, პარტიების დახმარების გარეშე გაუჭირდებათ კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა. "დღესაც მოვუწოდებთ სხვა პარტიებს, ვინც მოინდომებს, ჩაერთოს მუშაობაში. "სახალხო კრება" აქტიურად მუშაობს. "სახალხო კრებიდან" არ წასულა ზვიად ძიძიგური, რომელიც აღმასრულებელ საბჭოშია და სამუშაო პროცესებში იღებს მონაწილეობას", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
  9. იდეა ორიგინალური არაა,მაგრამ საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა ::
  10. mikkelanjelo როგორ გაბედეს ? ასე ღუპავენ მერე ქვეყნის საქმეს
  11. ვინაიდან ჯერჯერობით არჩევნები ვერ ტარდება ,გადავწყვიტეთ არჩევანი ახალგაზრდობაზე გავაკეთოთ . Blaugranator საკმაოდ კარგად იცნობს სოციალურ ქსელებს , თქვენც იცნობთ მას გაწონასწორებული,ადეკვატური ადამიანია . ვუსურვებ წარმატებებს.
  12. იყოს ეს თემა agubugu.com : başlatma yogana anne Etiket: bebek süt anne yoga minik
  13. ეს კაპანაძე დიდი შავი ბუნების ტიპი ჩანს.
  14. http://www.ambebi.ge/images/stories/sazogadoeba/qvitari-copy.jpg გვახსოვს ალბათ ეს ეპიზოდი ,როცა ოპოზიციის ნაწილმა მანდატები დახია. გავიდა დრო და როგორ შეაფასებთ მათ საქციელს?! რამდენად ეთანხმებით ეკა ბესელიას მოსაზრებას : ამონაწერი ფეისბუქიდან
  15. ანდრეი კურაევი - კარგი იქნებოდა, თუ აფხაზეთში საქმიანობაზე რუსული ეკლესია საქართველოს პატრიარქისგან მიიღებდა კურთხევას 11:04 08-12-2010 მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის, დიაკონ ანდრეი კურაევის აზრით, კარგი იქნებოდა, თუ აფხაზეთში საქმიანობაზე რუსული ეკლესია კურთხევას საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისისა და უნეტარესის, ილია მეორისგან მიიღებდა . ამის შესახებ დიაკონი ანდრეი კურაევი სოხუმში გამომავალ გაზეთ "ნუჟნაია გაზეტაში" წერს. გამოცემის მტკიცებით, დიაკონ ანდრეი კურაევს აფხაზეთში მართმადიდებლური მრევლი კარგად იცნობს. იგი ბოლო წლები აფხაზეთს ხშირად სტუმრობს, კითხულობს ლექციებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოცემა იმედს გამოთქვამს, რომ დიაკონ კურაევის ზოგიერთი მოსაზრებებს აფხაზეთის მაღალჩინოსნები და პირველ პირები სწორედ გაზეთ `ნუჟნაია გაზეტას~ საშუალებით ყურადღებით გაეცნობიან. კურაევი აფხაზეთში მართმადიდებლური რელიგიის გაურკვეველი მომავლის გამო შეშფოთებასა და წუხილს გამოთქვამს და იმავდროულად აღნიშნავს, რომ აფხაზური ელიტა თავისი დამოუკიდებლობის სიმბოლოებს სერიოზულად აღიქვამს. მისივე აზრით, არ არის გამორიცხული, რომ აფხაზური ელიტა, რომელმაც რუსეთის დახმარებით აფხაზეთი საქართველოს ჩამოაშორა, თურქეთის დახმარებით ისარგებლებს და ახლა ანკარის დახმარებით შეძლებს რუსეთის გავლენისგან აფხაზეთის ჩამოშორებას. თავის მოსაზრებას დიაკონი კურაევი იმით ამყარებს, რომ თურქეთი მზად არის, აფხაზეთში თავისი კულტურისა და, შესაბამისად, რელიგიის რეკლამირებისთვის დიდი ფინანსები ჩადოს. "აფხაზები თავის იდენტიფიცირებას მართმადიდებლობას არ უკავშირებენ, ამიტომ აფხაზეთის რელიგიური მომავალი გაურკვეველი და ღიაა",_ აცხადებს დიაკონი კურაევი. მისივე თქმით, აფხაზეთში მოქმედ მართმადიდებლურ სექტებს საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიის წინაშე არავითარი პასუხიმგებლობა არა აქვთ, აფხაზები ქართველების მოსმენას არ აპირებენ, მზად არიან, უსმინონ რუსებს, მაგრამ ეკლესიური დიპლომატიის მაღალი ინტერესები საშუალებას არ აძლევს რუსულ ეკლესიას, დააფიქსიროს თავისი ყოფნა აფხაზეთში. დიაკონი კურაევი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსულმა ეკლესიამ აფხაზეთში შეიძლება ისევე იმოქმედოს, როგორც - იერუსალიმში, რაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვით სოხუმში რუსული საეკლესიო მისიის შექმნას ნიშნავს. მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში რუსული ეკლესია ფორმალურად აღიარებდა აფხაზეთზე ქართული ეკლესიის კანონიკურ უფლებას და ქართული ეკლესიის მხრიდან აფხაზეთში რუსი სასულიერო პირების მუშაობის კურთხევას მიიღებდა. დიაკონ კურაევის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პატრიარქს რუსეთის პატრიარქისთვის სოხუმის ეპარქიის საეკლესიო ცხოვრებაზე დროებითი კონტროლის დაწესება ეთხოვა. მისივე თქმით, ჯობდა, ამ საქმეში ქართულ მხარეს დნესტრისპირეთში გამოყენებული პრაქტიკაც გაეთვალისწინებინა, სადაც კიშინიოვის ხელდასმით ტირასპოლზე საეკლესიო კონტროლს რუსული ეკლესია ახორციელებს. "კომერციულ ენით რომ ვისაუბროთ, კარგი იქნებოდა, რომ რუსეთს აფხაზეთის ტერიტორია არენდაში აეღო: ფორმალურად, იურიდიულად, აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის ნაწილად რჩება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ საქართველოს პატრიარქს აფხაზეთში რუსი მღვდლების საქმიანობაზე თანხმობა აფხაზების თხოვნის საფუძველზე მიეღო",_ აღნიშნავს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, დიაკონი ანდრეი კურაევი. მისივე განმარტებით, ამასთან ერთად რუსული ეკლესია არ იტყვის, რომ აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიაა და აფხაზეთში რუსული ეკლესიის მისიას საელჩოს უწოდებს. იმედია, ასეთ იდეებს სერიოზულად არავინ განიხილავს ,მაგრამ ცუდია რომ იმპერია ცდილობს ერთმორწმუნეობის ფარსი გაითამაშოს .
×
×
  • შექმენი...