
SHARI
პლანეტელი-
პოსტები
3.480 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი SHARI
-
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა: “ყველაფერს ძმრად ამოგადენთ ცხვირში” 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქართველოში ფაშიზმს და მხარს უჭერდნენ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, ყველაფერი ასე დაიწყო. აქციის დაწყებიდან 20 წუთში უნივერსიტეტის წინ გამოჩნდნენ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათგან ითხოვდნენ პლაკატების ძირს დაშვებას და აქციის დაშლას. „თქვენ ქვეყნის მოღალატეები ხართ!” „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევით!” „წაეთრიერთ ამ ქვეყნიდან!” „თქვენ ქართველები არ ხართ!” „ყველაფერს ძმრად ამოგადენთ ცხვირში, ქართველი ერის გარყვნას არ გაპატიებთ!” „თქვენ ჰყიდით საქართველოს, ადამიანობას, ღირსებას!” ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-3 „თქვენ ხართ არაადამიანები, ცრუები, ნაძირლები, ღვთის მგმობელები და ქართველების მტრები. თქვენ გეზიზღებათ ქრისტე, ქართველი კაცი და ქალი. თქვენ გაანადგურეთ ეს ქვეყანა”, -მიმართა აქციის მონაწილეებს სახალხო მართლმადიდებული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა შოთა აფხაიძემ. საგულისხმოა, რომ მომხვდურებს შორის იყვნენ სასულიერო პირებიც. აგრესიული ახალგაზრდები სიტყვიერი შეურაცხყოფით არ დაკმაყოფილდნენ და აქციის ინციდენტი ილიას უნივერსიტეტტთან-4 ზოგიერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგალითად, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს, ასევე აქციაზე მისული მოქალაქე ვასო გაბუნიას, რომელსაც „ფეისბუქზე” გამოქვეყნებული „არამართლმადიდებლური” პოსტებისთვის პასუხს თხოვდნენ. „შენი მკვლელი გავხდები ვასო!”- ყვიროდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჟურნალისტებს ილიას უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტად გაეცნო. სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა. დაპირისპირების ადგილზე მალევე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მიუხედავად ამისა, ვითარების განმუხტვა 2 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. პოლიციელებმა უნივერსიტეტის შესასვლელთან კორდონი მოაწყვეს და აქციაზე მოსულ აგრესიულ ახალგაზრდებს უნივერსიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-8 მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრმა, ზაზა ტურიაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამოქალაქო ჟურნალისტსა და ბლოგერს შოთა ხინჩაგაშვილს. ტურიაშვილმა მას ვარცხნილობა დაუწუნა და გარეგნობის მოწესრიგებისგენ მოუწოდა. მისმა თანამოაზრეებმა ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალ „ლიბერალის” ჟურნალისტს ანიტა თვაურს. სხვებისთის მოქნეული მუშტი თავში მოხვდა გაზეთ „რეზონანსის” ჟურნალისტ სალომე ცეცხლაძეს. სიტყვიერად ამ სტატიის ავტორიც გალანძღეს, როცა აგრესიულ ორ ნასვამ ახალგაზრდას ფოტოს უღებდა. - ბებიაშენს გადაუღე სურათები! – მომაძახა ერთ-ერთმა და ზედ დედის გინებაც მოაყოლა. იქვე მყოფმა პოლიციელებმა ნასვამი ახალგაზრდები სიტუაციას გაარიდეს. პოლიციის თანამშრომლები ერიდებოდნენ სიტუაციის დაძაბვას. მათ, აშკარად გამოხატული ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-1 აგრესიის მიუხედავად, არავინ დაუკავებიათ. პოლიციელებს არც ის ახალგაზრდა დაუკავებიათ, რომელმაც მათ კოლეგას სახეში შეაფურთხა და გალანძღა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სამართალდამცველები დროდადრო საქმეში ერეოდნენ და მოჩხუბრებს აშველებდნენ. პოლიციამ სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ რამდენიმე სააათის შემდეგ მოახერხა. აქციის მონაწილეები და მათი მომხრეები ილიას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან 19:00 საათისთვის დაიშალნენ. აქციის ორგანიზება ფეისბუქის ქართველმა მომხმარებლემა სპონტანურად გადაწყვიტეს იმ ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-7 თავშეყრის საპირისპიროდ, რომელიც ამავე ადგილზე 3 მაისს ჩატარდა. სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა გააპროტესტეს ილიას უნივერსიტეტში გამართული ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაცია. წიგნს ჰქვია „საიდუმლო სირობა”, რომლის ავტორია ახალგაზრდა მწერალი ერეკლე დეისაძე. წიგნი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოიცა. რადიკალური ჯგუფებს წიგნი მკრეხელურ ნაწარმოებად მიაჩნიათ. მათი, მტკიცებით, ასეთი წიგნები რყვნის ახალგაზრდობას და მიმართულია მართლმადიდებლური ფასეულობების წინააღმდეგ, რასაც ხელს უწყობს ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. რადიკალური ჯგუფები უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომას ითხოვენ. მათ რექტორს ულტიმატუმიც კი წაუყენეს, გუშინდელი აქციის დროს. რადიკალი მართლმადიდებლები, რომელთა შორის თავად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, უნივერსიტეტის შენობაში სამლოცველოს გახსნასაც ითხოვენ, რისი წინააღმდეგიც რექტორატია. ინციდენტი ილიას უნივერსიტეტტთან სიტუაციის არევამდე media.ge-მ აქციის ორგანიზატორებისა და მოწინააღმდეგეებისგან კომენტარების აღება მოასწრო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი: „აქ ვაპროტესტებ იმ ადამიანთა მოთხოვნას, რომელბმაც შეიძლება 21-ე საუკუნეში მოითხოვონ რომელიმე წიგნის აკრძალვა. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ დღევანდელ საქართველოში ამგვარი მოთხოვნების წამოყენება არ შეიძლება. ასევე მათ შევახსენებთ, რომ საქართველოში არის ბევრი ეკლესია, და თუ უნდათ, იქ ილოცონ. უნივერსიტეტი არ არის სამლოცველო ადგილი”. გიორგი კეკელიძე, პოეტი: „აქ მოვედი არა იმდენად წიგნის დასაცავად, რომელიც დამწყებ ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-3 მწერალს ეკუთვნის და მაინცდამაინც სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ, არამედ იმის გამო, რომ ნებისმიერი ტიპის აქცია, რომელიც გუშინ ჩატარდა, აფერხებს ზოგადად საზოგადოების განვითარებას.” თამარ ტურაშვილი, სტუდენტი: „ეს წიგნი და აქცია მთელი ქართველი ერისათვის შეურაცხმყოფელია. ესენი აპროტესტებენ ვითომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას. ეს არ არის პროტესტი, ეს შეურაცხყოფაა. თვითონ ილიას უნივერსიტეტი ატარებს წმინდანის სახელს და რაც აქ ხდება, ეს არის საშინელება”. თამაზ კუპრეიშვილი საინტერესოა
-
რუსოფილი ხარ დეპრეს და რა უნდა შემეტყო სხვა ?
-
რა თქმა უნდა არის
-
რას წარმოადგენს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” მმკ – ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და უკვე მრავალი წელია ახორციელებს ექსტრემისტულ საქმიანობას ძალადობრივი ფორმით. მისი ერთ-ერთი ლიდერია დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც, როგორც რელიგიური ექსტრემისტი უკვე მსოფლიოშია ცნობილი და რომელმაც წარმატებით გადაიბარა ბასილ მკალავიშვილის ესტაფეტა. სახალხო დამცველმა საპარლამენტო მოხსენებაში დააფიქსირა მისი დანაშაულებრივი ქმედებები. დეკანოზი დავით ისაკაძე წარსულში ნასამართლევია მანქანის ქურდობისათვის, უკვე მრავალი წელია იგი ოფიციალურად არის დანიშნული ქსნის კოლონიის სულიერ მოძღვრად. სწორედ კოლონიის პატიმრებს შორის ახდენს მამა დავითი “მშობელთა კავშირის” ახალი წევრების რეკრუტირებას. ამიტომაც ახორციელებენ ისინი თავიანთ საქმიანობას “შავი გაგების” მიხედვით. უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს იმ განყოფილებას, რომელიც კურირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა წარსულში ოთხჯერ ნასამართლევი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ხოლო მის შემდეგ ასევე წლების განმავლობაში წარსულში ორჯერ ნასამართლევი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “ვამაყობ, რომ ნაციხარი ვარ!”. “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” რეალურ ლიდერს წრმოადგენს არქიმანდრიტი ბასილ (ზურაბ) ანთაძე, რომელსაც კიკეთში აქვს ცენტრი. იდეოლოგებს: არქიმანდრიტები რაფაელ კარელინი და ლაზარე აბაშიძე. აგრეთვე ორგანიზაციის წევრები არიან შემდეგი სასულიერო პირები: დავით ქვლივიძე, თეიმურაზ ჩაჩიბაია, გიორგი რაზმაძე, ალექსანდრე ბოლქვაძე, პეტრე ბარამიძე, ირაკლი კალანდაძე, დავით ნოზაძე, დავით ლასურაშვილი, ირაკლი ჭინჭარაშვილი, ზაქარია დავრიშიძე, აბრამ სოლომნიშვილი, ბესარიონ მენაბდე, შიო მენაბდე, ზაქარია მარგალიტაძე, ბასილ იაშაღაშვილი დავით მინდორაშვილი, დავით ბურდილაძე, დიმიტრი გორგიძე, ზაზა კირვალიძე და სხვ. აქტიურად თანამშრომლობს მათთან დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, როგორც დავით ისაკაძის სულიერი შვილი. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრობა არ არის ფიქსირებული. ამიტომ ექსტრემისტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მოქმედებს სხვა და სხვა სახელით: “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, “წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება”, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიმყენებლი წმინდა ნინოს ტაძრის მრევლი, კინოფილმ “და ვინჩის კოდის” ჩვენებით აღშფოთებული მრევლი, ფერიას მთაზე ეკლესიის დანგრევით აღშფოთებული მრევლი, ფოთში საკათედრო ტაძრისათვის თეატრის შენობის არგადმოცემით აღშფოთებული მრევლი, თბილისის 24-ე სკოლის მოსწავლეების მიერ გამოცემული გაზეთით აღშფოთებული მრევლი, ჰელოუინის მოზეიმე ახალგაზრდების დამრბევი მრევლი, რუსულენოვანი ორმოცდაათიანელების დამრბევი მრევლი, კახეთში საქართველოს კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსისა და კათოლიკე მორწმუნეების დამრბევი მრევლი, მოკვლის მუქარით მღვდელ ლევან მექოშვილის წმ. მარინეს ტაძრიდან გამგდები მრევლი, ახალციხის უნივერსიტეტში საეკლესიო-ისტორიული კონფერენციის დამრბევი მრევლი, მსოფლიოში ცნობილი რელიგიური მოღვაწის კარდინალ ვალტერ კასპერისათვის შეურაცხყოფის მიმყენებლი სასულიერი აკადემია-სემინარიის სტუდენტები, საპატრიარქოში არსებული კორუფციის მიმართ პროტესტის გამომთქმელი სასულიერო სემინარიის სტუდენტის დანით დამჭრელი ამავე სემინარიის სტუდენტები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მდევნელი ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიდებლები და ა. შ. მათი აქტიურ მომხრეები არიან მღვიმევის დედათა მონასტრის მონაზვნები (ჭიათურის რაიონი), ბათუმისა და ქობულეთის, რუისისა და ურბნისის, შემოქმედის (გურია), წილკნის და სხვა ეპარქიების სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა (განსაკუთრებით მონასტრები). ფაქტიურად ამ ექსტრემისტული დაჯგუფების რეალურ და პოტენციურ წევრებს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდი უმრავლესობა. დაჯგუფებასთან აქტიურად თანამშრომლობენ ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, ალავერდის მიტროპოლიტი დავით მახარაძე, ეპისკოპოსი იეგუდიელ ტაბატაძე და კულუარულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი (არქიმანდრიტი ბასილ ანთაძე მისი ძმაა). რადგანაც ეკლესიის წიაღში არსებულ ერთადერთ დამრტყმელ ძალას ეს ექსტრემისტული დაჯგუფება წარმოადგენს, აღნიშნული იერარქები გეგმავენ მის გამოყენებას საპატრიარქო ტახტისაკენ გზის გასაკაფავად. რა საჭიროა ეკლესიაში დამრტყმელი ძალა? რადგან, როგორც უკვე კარგად გამოჩნდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მხოლოდ ჯუნგლების კანონი მოქმედებს. როგორც ავღნიშნეთ კათოლიკოს-პატრიარქს არასოდეს მოუხდენია რეაგირება ამ დაჯგუფების ექსტრემისტულ საქმიანობაზე. პატრიარქს მხოლოდ ერთი განცხადებით შეუძლია აღკვეთოს მათი ექსტრემიზმი, მაგრამ ამას არ აკეთებს. მასაც სჭირდება დამრტყმელი ძალა ეკლესიაში და არ სჭირდება ისეთი მღვდელი, რომელმაც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში მიიღო განათლება? საეკლესიო სამართლის მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიაში ღვთისმსახურების, სწავლების და მმართველობის ხელისუფლებას ფლობს მხოლოდ ეპისკოპოსი. ის ახდენს ამ ხელისუფლების დელეგირებას მღვდლებისათვის, ე.ი. მღვდლების მიერ განხორციელებული მოქმედებების კანონიკური აღმასრულებელი არის მღვდელმთავარი. ეს ნიშნავს, რომ დეკანოზი დავით ისაკაძე და “შავი გაგების” ახალგაზრდები კი არ ემუქრებიან, არბევენ და სცემენ ადამიანებს, არამედ პირადად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია II. ავტორი: ვასილ კობახიძე
-
-
lasha_alo და იმათი ძალით ლიბერალი
-
ცხვრები, ბარტყები, ბეჰემოტები, პინგვინები და ა.შ და ა.შ
SHARI replied to irusha's თემა in თავისუფალი თემა
ჩაქაფული გამიმზადეთ -
mamia saneblidzes movutyan dedis muteli
-
irusha ხოდა ვისიცაა იმას მოვუდღან დედის თრაქი ჩემ მეგობრარ კავკაზუსელებს ესეთ დღეში რო გაყენებთ თორე მე რა მე ტელეკომ
-
irusha საღოლ
-
უი ვერ შემოვა ? ოო კაროჩე მამიას დედა მოვდღან მე
-
lasha_alo გლობალი კი არა შემო სკაიპში
-
ვის აძლევთ ხმას ადგილობრივ არჩევნებში 1. ნიკოლოზ ივანიშვილი - ივანიშვილი “სახალხო დემოკრატები” [ 0 ] [0.00%] 2. დავით იაკობიძე- “თორთლაძე-დემოკრატიული პარტია” [ 1 ] [0.53%] 3. ზვიად ძიძიგური -,,ეროვნული საბჭო” [ 5 ] [2.65%] 4. გიგი უგულავა -,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” [ 68 ] [35.98%] 5. გიორგი ლაღიძე-პ/გ ,,მომავალი საქართველო” [ 0 ] [0.00%] 6. გიორგი თოფაძე - ,,თოფაძე მრეწველები” [ 1 ] [0.53%] 7. გიორგი ჭანტურია - „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან -დემოკრატიული გაერთიანება“ [ 3 ] [1.59%] 8. თამაზ ვაშაძე - პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა“ [ 0 ] [0.00%] 9. ირაკლი ალასანია-“ალიანსი საქართველოსთვის” [ 99 ] [52.38%] 10. ყველას გადავხაზავ [ 8 ] [4.23%] 11. არ ვაპირებ არსად წასვლას [ 4 ] [2.12%] ფორუმ.გე-ს შედეგები
-
:nekro: ) ) ) ) )
-
აქვე გთავაზობთ ამბები.გე-ს გამოკითხვის შედეგებს.. მემგონი საინტერესოა ვის აირჩევდით თბილისის მერად? ირაკლი ალასანია 31.7% გიგი უგულავა 31.2% ნიკა ივანიშვილი 17.3% გოგი თოფაძე 7.6% ზვიად ძიძიგური 6.2% გიორგი ჭანტურია 5.1% დავით იაკობიძე 1% ხმების რაოდენობა : 6169 წყარო/Source: http://www.ambebi.ge/gamokitkhva/49-2010-0...l#ixzz0mwjGwK3f კიდევ ერთი საინფორმაციო სააგენტო ჯეოტოპნიუსის გამოკითხვა. ვის აირჩევდით თბილისის მერად? Votes ირაკლი ალასანია 46% 46 გიგი უგულავა 17% 17 გოგი თოფაძე 5% 5 ნიკა ივანიშვილი 2% 2 დავით იაკობიძე 1% 1 გიორგი ჭანტურია 1% 1 ზვიად ძიძიგური 11% 11 არცერთს 15% 15 თავს ვიკავებ 3% 3 101 votes total ფეისბუქზე ამდროისათვის ალასანიას ოფიციალურ ჯგუფში გაწევრიანებულია 1922 ადამიანი . უგულავას ოფიციალურ ჯგუფში გაწევრიანებულია 2304 ადამიანი ფორუმ.გე-ზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგები ვის აძლევთ ხმას ადგილობრივ არჩევნებში 1. ნიკოლოზ ივანიშვილი - ივანიშვილი “სახალხო დემოკრატები” [ 0 ] [0.00%] 2. დავით იაკობიძე- “თორთლაძე-დემოკრატიული პარტია” [ 1 ] [0.85%] 3. ზვიად ძიძიგური -,,ეროვნული საბჭო” [ 2 ] [1.71%] 4. გიგი უგულავა -,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” [ 46 ] [39.32%] 5. გიორგი ლაღიძე-პ/გ ,,მომავალი საქართველო” [ 0 ] [0.00%] 6. გიორგი თოფაძე - ,,თოფაძე მრეწველები” [ 0 ] [0.00%] 7. გიორგი ჭანტურია - „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან -დემოკრატიული გაერთიანება“ [ 3 ] [2.56%] 8. თამაზ ვაშაძე - პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა“ [ 0 ] [0.00%] 9. ირაკლი ალასანია-“ალიანსი საქართველოსთვის” [ 63 ] [53.85%] 10. ყველას გადავხაზავ [ 2 ] [1.71%] 11. არ ვაპირებ არსად წასვლას [ 0 ] [0.00%] Total Votes: 117
-
1. ნიკოლოზ ივანიშვილი - ივანიშვილი “სახალხო დემოკრატები” 2. დავით იაკობიძე- “თორთლაძე-დემოკრატიული პარტია” 3. ზვიად ძიძიგური -,,ეროვნული საბჭო” 4. გიორგი უგულავა -,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 5. გიორგი ლაღიძე-პ/გ ,,მომავალი საქართველო” 6. გიორგი თოფაძე - ,,თოფაძე მრეწველები” 7. გიორგი ჭანტურია - „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან -დემოკრატიული გაერთიანება“ 8. თამაზ ვაშაძე - პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა“ 9. ირაკლი ალასანია-“ალიანსი საქართველოსთვის” გამოკითხვა სახელობითია. ანუ დაასახელეთ კანდიდატურა.
-
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...05-2010%2022:01
-
Nukriko აბა სად არიან ? რელიგიის განყ-ში ?
-
babuagiorgi ზვიად ძიძიგურია ალბათ თქვენთვის მოსაწონი კანდიდატი .. ზვიადის ჭეშმარიტი გზის ჭეშმარიტი გამგრძელებელი მე მომწონს აპროგრამა, სამუშაო ადგილების შექმნა, საბიუჯეტო თანხების მიამართვა რეალური პრობლემების გადაჭრისკენ, ნაცვლად ოლვეის ულტრას ყბადაღებული ხიდისა და მსგავსი უმსგავსო (ბოდიში ტავტოლოგიისთვის) პროექტებისა, მომწონს ბიზნეს ომბუდსმენის იდეა, რომელიც გილაურმა მოპარა დღეს უტიფრად... როგორც პოლიტიკოსი მომწონს იმიტომ, რომ აზროვნებს სახელმწიფოებრივად, მისი თვითმიზანი არასდროს არ არის სიტუაციის დაძაბვა და გმაწვავება, არამედ მისი მიზანია ცვლილება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ხელისუფლებას და საერთოდ პოლიტიკოსებს აქვთ მოქალაქეების მიმართ დღევანდელ საქართველოში, მომწონს იმიტომ, რომ მისი მიზანი არ არის ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მისი კონცენტრირება ერთ კონკრეტულ წერტილში, რისი დამადასტურებელიც არის ის ფაქტი, რომ ალიანსმა დატოვა საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტური ადგილი და ალასანიას დღევანდელი განცხადება ამის შესახებ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ შეთავაზების მთავარი მიზანი არის არა ხმების, ელექტორატის მოზიდვა, არამედ ქალაქის (მომავალში ქვეყნის) მართვისას თანამშრომლობის სურვილი სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლება იქნება პროპორციულად განაწილებული. ამ ადამიანს შემოაქვს ახალი კანონები ქართულ პოლიტიკაში (თუმცა დასავლეთში ჩვეული), რომელიც ეფუძნება არა კონფრონტაციას, არამედ თნამშროლობას
-
babuagiorgi საერთოდ არ უსაუბრია დინჯად .. დამაჯერებელი იყო მისი თითოეული წინადადება და სიტყვა . ყველაზე რეალურია მისი პროგრამები და დღეს ალასანია არის მერობის საუკეთესო კანდიდატი
-
babuagiorgi უყურეთ გადაცემას და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები
-
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში სტუმრობისას, გადაცემაში მონაწილე ჟურნალისტებს, შინაარსიანი კითხვების დასმა სთხოვა. ალასანიას შენიშვნა ჟურნალისტებმა მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც გადაცემაში მიწვეული მერობის კანდიდატის სტატისტიკური ცოდნით დაინტერესდნენ. კერძოდ, ჟურნალისტების კითხვები ეხებოდა დედაქალაქის ბიუჯეტის, თბილისში მცხოვრები პენსიონერების და დევნილების ოდენობის ცოდნას და ა.შ. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს შინაარსიანი კითხვების დასმა სთხოვა, თუმცა ჟურნალისტებმაც ”აღიარეს”, რომ ”უშინაარსო” კითხვებზე, საკმაოდ შინაარსიანი პასუხები ჰქონდა.
-
უყურეთ ? 22 საათზე იყო იმედზე.. მემგონი ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა და ძალიან დამაჯერებელი იყო ფაქტია , რომ არც ერთი კანდიდატი რომელიც მიიწვიეს მაგ გადაცემაში არ ყოფილა ისეთი კონსტრუქციული და დამაჯერებელი როგორიც იყო ირაკლი
-
ლევანი რას გულისხმობ ?
-
Saturn ხო სავარაუდოდ მაგას ნიშნავს ეგ ჟესტი