Jump to content
Planeta.Ge

SHARI

პლანეტელი
  • პოსტები

    3.480
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი SHARI

  1. აი პლანეტა მაგრად მიყვარს რა მართლა მეგობრული ფორუმია .. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთან შეგიძლია ილაპარაკო ნებისმიერ თემაზე.
  2. analgin asds იმიტომ არ ვეშვები რომ ნებისყოფა მქონდეს მაგარი :ravic: როდესაც ნერვებზე არ ამშლის იმ ღლეების პოსტები მაშინ წამოვალ .. ჩავთვლი რომ მისია შევასრულე
  3. ფორუმ.გე-ზე მაპატიეთ და ღლეების დოღია რა
  4. fridriix chveniani xar dzmaaa ? ჰაჰა ვინ იფიქრებდა შენ რომ ამ თემაში დაპოსტავდი
  5. მაგარია დავერევი პიდარასტებს
  6. http://www.president.gov.ge/?l=G&m=5 კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი-ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ლელა კილაძე უგულავას ცოლი :vis: :vis: :vis: :vis: http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc3/hs060.snc3/14740_1063159117081_1769092245_128184_5597715_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc3/hs001.snc3/10853_1052693135438_1769092245_109072_7546138_n.jpg
  7. gvanci_gvanci ნიჭიერზე არის თემა მასმედიაში.. კიდევ ერთხელ დაარღვევ წესებს და მიიღებ ადეკვატურ სასჯელს
  8. აბა გაბედეთ ჩემთან ესეთი პროვოკაციები! მიდით !
  9. აბა ჩემ განყოფილებაში შემოდი გვანცი //
  10. ირაკლი ალასანიამ დასაქმების პროგრამა წარმოადგინა.. გთავაზობთ გაეცნოთ პროგრამას და დაწეროთ თქვენი მოსაზრებები.. პროგრამა სრული სახით წარმოდგენილია ალასანიას საიტზე.. ირაკლი ალასანიას ოფიციალური საიტი ირაკლი ალასანიას და „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისელთა დასაქმების პროგრამა ირაკლი ალასანიას და „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისელთა დასაქმების პროგრამა „ოცი ათასი ახალი საოჯახო და მცირე საწარმო თბილისში“ I. „ალიანსი საქართველოსთვის“ დასაქმების პროგრამა, „ოცი ათასი ახალი საოჯახო და მცირე საწარმო თბილისში“, ითვალისწინებს დედაქალაქში ოცი ათასი საოჯახო და მცირე საწარმოს შექმნას საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის მეშვეობით. მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის 95%-ზე მეტს მცირე და საშუალო მეწარმეობა წარმოადგენს და ამ სეგმენტში წარმოებული პროდუქტი მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ა. აშშ-ში არსებული საწარმოების 90%-ზე მეტი მცირე საწარმოა, სადაც 10–მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო ევროკავშირში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კერძო სექტორში დასაქმებულების 2/3-ს შეადგენს. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი მშპ–ში დაახლოებით ოთხჯერ დაბალია, ვიდრე ევროკავშირში. ქვეყანაში ისედაც შემცირებული ბიზნეს აქტივობის ფონზე, როცა მუდმივად იზრდება უმუშევრობა და საგრძნობლად იკლებს დასაქმებულთა შემოსავლები, სახელმწიფოს მხრიდან გრძელდება ბიზნესის დაკანონებული რეკეტი. ნაცვლად იმისა, რომ უფრო ლიბერალური გახადოს ბიზნესგარემო, ხელისუფლება კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და საგადასახადო ტერორს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს. საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა და დღეისთვის ოფიციალური სტატისტიკით17%-ს შეადგენს, ხოლო ექსპერტთა შეფასებით, ეს რიცხვი ბევრად უფრო დიდია და დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია. თბილისში უმუშევრობის მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ოფიციალური სტატისტიკით, 2000 წელს უმუშევრობის დონე თბილისში 20%– მდე იყო, ხოლო 2010 წელს ამ მაჩვენებელმა 30%–ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთაა გასული, ექსპერტთა შეფასებით, რეალურმა უმუშევრობამ, არასრული და დროებითი დასაქმების გათვალისწინებით, 40%–ს გადააჭარბა. ბოლო წლებში უმუშევრობა საგრძნობლად გაიზარდა, დღეს თბილისში 40%–ზე მეტი უმუშევარია. „საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის“ შექმნა 2 საქართველოში არსებული პრაქტიკის მიხედვით ახალი მცირე საწარმოების მხოლოდ 20% ახერხებს ბიზნესის შენარჩუნებას და განვითარებას, ხოლო მსოფლიო გამოცდილებით მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრების მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების 85%–ზე მეტი ახერხებს ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ქვეყანაში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშნელოვნად გაართულა სესხის აღების პროცედურები. მიუხედავად კომერციულ ბანკებში არსებული ჭარბი რესურსებისა, ბანკების უმრავლესობა განსაკუთრებით ერიდება დამწყებ მეწარმეებზე კრედიტის გაცემას, რადგან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საგარანტიო უზრუნველყოფა და მაღალი რისკები. ამასთან, მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა სრულიად არამომგებიანი გახადა კრედიტის აღება. არსებული გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ განვახორციელებთ მუნიციპალურ პროგრამას – „ოცი ათასი ახალი საოჯახო და მცირე საწარმო თბილისში“, • მუნიციპალური ბიუჯეტის ტრანსფერი – 50 მლნ ლარი (ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების 10%–მდე) რომელიც მიზნად ისახავს, საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების გზით, დასაქმების პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებას და თბილისელების სოციალურ–ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას. პროგრამის განხორციელებისათვის, ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შეიქმნება „საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“, არამომგებიანი ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, სადაც, საწყის ეტაპზე, აკუმულირდება არანაკლებ 120 მილიონი ლარი. ამ ფონდის წყარო იქნება: • მუნიციპალური გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდები – არანაკლებ 50 მლნ ლარი • დონორებისგან მოზიდული სახსრები – 20 მლნ ლარი ასეთი ფონდები მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული მაგალითად, ესტონეთში, ფინეთში, პოლონეთში, ლიტვაში, უნგრეთში, და წარმოადგენენ მცირე და საოჯახო ბიზნესისთვის საბანკო და სხვა საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საუკეთესო საშუალებას. ჩვენს მიერ შემოთავაზებული საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი ხელს შეუწყობს ქალაქში ახალი ბიზნესპროექტების განხორციელებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. „საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს საოჯახო და მცირე მეწარმეებს საკრედიტო გარანტიით და სესხის დაბალი საპროცენტო განაკვეთით. 3 „საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდიდან“ სესხის აღების ძირითადი პირობები: 1. სესხის ოდენობა – 20,000 ლარამდე; 2. საპროცენტო განაკვეთი – 8%; 3. შეღავათიანი, 50% – იანი საკრედიტო გარანტია; 4. სესხის დაფარვის პერიოდი – საშუალოდ 18 თვე; 5. შეღავათიანი პერიოდი – 3 თვე (მიზანშეწონილობიდან გამომდინარე); 20 ათასი საოჯახო ბიზნესი და მცირე საწარმო მიიღებს შეღავათიან 8 %-იან სესხს ფონდის ფუნქციონირების მექანიზმი ვარიანტი (ა) ფონდში აკუმულირებული სახსრების გაცემა მოხდება რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეშვეობით საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად ჩატარებული ტენდერის საფუძველზე. ფონდის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საოჯახო და მცირე საწარმოებზე გასცემენ სესხებს და გაწეული მომსახურეობისათვის მიიღებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკომისიოს. ვარიანტი (ბ) ფონდში აკუმულირებული 100 მილიონი ლარი განთავსდება კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე იმ დროისთვის საბანკო სისტემაში არსებული სარგებლის ფონდში აკუმულირებული სახსრების გაცემა მოხდება რამდენიმე კომერციული ბანკის მეშვეობით საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად ჩატარებული ტენდერის საფუძველზე. 100 მლნ ლარი, კომერციული ბანკების მეშვეობით, უზრუნველყოფს დაახლოებით 20 000 მსესხებელისთვის მყარ გარანტიას სესხის 50%-ზე, საშუალოდ 10 000 ლარიანი სესხის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 10,000 ლარიანი სესხის პირობებში, ნახევარი თანხის, ანუ 5 000 ლარის, გარანტორი იქნება ფონდი. 4 განაკვეთით, სავარაუდოდ 8%–ად. განთავსება მოხდება ყოველთვიურად 8–10 მილიონის ფარგლებში. სასესხო თანხის ნახევარი – 5 000 ლარი – წარმოადგენს ბანკის რისკში თანამონაწილეობას (ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსესხებლის საგირავნო ქონება) და მისი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება დღეისთვის ბაზარზე მოქმედი განაკვეთით – საშუალოდ, არაუმეტეს 16 %-ით. კომერციული ბანკის მიერ გაწეული რისკის კომპენსირება მოხდება ფონდის ხარჯზე საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების გზით . შედეგად, მცირე და საოჯახო ბიზნესის დაწყების მსურველებს ექნებათ საშუალება, დღეს ბაზარზე არსებული საშუალოდ 16%-იანი სესხის ნაცვლად, აიღონ შეღავათიანი – 8%-იანი სესხი. სესხის დაფარვის პერიოდი საშუალოდ 16-18 თვე იქნება. საჭიროების შემთხვევაში, მსესხებელს ექნება საშუალება აიღოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი – პროცენტის დაფარვა დაიწყოს სესხის აღებიდან სამი თვის შემდეგ. ფონდის საქმიანობის მასშტაბი, სავარაუდოდ, ყოველწლიურად გაიზრდება, გაგრძელდება მასში ინვესტირება, რაც უზრუნველყოფს პროგრამის დინამიურ და მდგრად განვითარებას. გრანტით მიღებული სახსრები, 20 მილიონი ლარი გამოყენებული იქნება ფონდის მიზნებისათვის, მათ შორის, საკონსულტაციო ცენტრებისა და ბიზნეს–ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისათვის. ამის პარარელურად, მეწარმეთა ნაწილის მიმართ შესაძლოა მოხდეს სალიზინგო ინსტრუმენტების შეთავაზება. ფინანსური თუ ოპერაციული ლიზინგის განხორციელება საშუალებას მისცემს მსესხებელს შეამციროს კაპიტალური და საგადასახადო ხარჯები და ამასთანავე აღნიშნული საფუძველს ჩაუყრის საქართველოში სალიზინგო პრაქტიკის დამკვიდრებას. ფონდის ადმინისტრირება აღნიშნული პროგრამის განხორცილებისათვის იქმნება ფონდის ადმინისტრირების ჯგუფი, რომლის ფუნქციები იქნება, პროგრამის პარტნიორ ბანკებთან ერთად, სესხების გაცემის კრიტერიუმების დადგენა, პროგრამის განხორციელების ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის კოორდინაცია, პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი და შედეგების შეფასება. ფონდის საქმიანობის გამჭვირვალეობას და ხარისხის ზედამხედველობას გაუწევს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრები იქნებიან, როგორც მერიის, ისე საკრებულოს წევრები (მათ შორის ოპოზიიციის წარმომადგენლები), მცირე ბიზნესმენთა ასოციაციების, საბანკო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. 5 მეწარმეებისათვის ინტელექტუალური მხარდაჭერა საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით დამწყები მეწარმეების ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის დედაქალაქის მასშტაბით შეიქმნება 10 საკონსულტაციო ცენტრი. საკონსულტაციო ცენტრში დამწყები მეწარმეები მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან უფასოდ მიიღებენ კონსულტაციებს ბიზნესგეგმის მომზადებისა და მცირე ბიზნესის წამოწყებისათვის საჭირო იურიდიულ, ფინანსურ და მარკეტინგულ საკითხებში. საკონსულტაციო ცენტრები განთავსდება მუნიციპალიტეტის შენობებში. ფონდი შექმნის ინფორმაციულ ბანკს, რომელშიც თავს მოიყრის განმცხადებელთა მონაცემები, მოსაზრებები და წინანდებები. მაღალკვალიფიციურ კონსულტანტებთან ერთად შეირჩევა ღირებული ნოვაციები და საინტერესო წინადადებები, რომელთა საფუძველზე შეიქმნება „იდეათა ბანკი“. ცენტრი ასევე უზრუნველყოფს იმ განმცხადებლების ინტელექტუალურ მხარდაჭერას, რომელთა იდეები და წინადადებები სცილდება საოჯახო და მცირე ბიზნესის კატეგორიას და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მათ ინვესტორების მოძიებაში. ცენტრებში ასევე განხორციელდება უფასო გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა პროგრამები განმცხადებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. II. საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განმავლობაში გატარებულმა ბიზნესის დატერორებისა და დაშინების პოლიტიკამ მრავალი მეწარმე დააზარალა. არ არსებობს კერძო მესაკუთრეთა და ბიზნესმენთა დაცვის ინსტიტუციონალური ბერკეტები. მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიანი განვითარებისათვის აუცილებელია მეწარმეებს ჰქონდეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარი გარანტიები. ჩვენ შევქმნით ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტს, რომელიც დაიცავს მეწარმეების უფლებებს და ამით ხელს შეუწყობს თბილისში საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარებას. ომბუდსმენის წარმომადგენლები იმუშავებენ თბილისის ათივე რაიონში გახსნილ საკონსულტაციო ცენტრებში. ბიზნეს– ომბუდსმენი და მისი წარმომადგენლები დაეხმარებიან მეწარმეებს სხვადასხვა ადმინისტრაციული დავების მოგვარებაში, მათ შორის, მერიის სამსახურებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში. მეწარმეების და მესაკუთრეების უფლებების დაცვა ბიზნეს- ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებით 6 ფონდის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში თბილისში დასაქმდება 50 ათას კაცზე მეტი ასევე პროგრამის განხორციელების შედეგად: 1) გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი; 2) თბილისის ბიზნეს–ომბუდსმენი დაიცავს მეწარმეების და მესაკუთრეების უფლებებს დედაქალაქში; 3) მეწარმეებს ინტელექტუალური მხარდაჭერა გაეწევა საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით; 4) შექმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის ახალი ბიზნეს – კულტურა.
  11. akkai არ არი LIVE 1 კვირაში იქნება მანამდე ჩანაწერები იდება ..
  12. ჯობია არაფერი არ დავპოსტო ამის გარდა
  13. ირაკლი ალასანია: “საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავთ თითოეულ ხმას, რომელსაც მოსახლეობისგან მივიღებთ” ია ანთაძე გასულ კვირას “რადიო თავისუფლების” ვებგვერდზე განთავსებულ ია ანთაძის ბლოგს სტუმრობდა გაერთიანების – “ალიანსი საქართველოსთვის” – ლიდერი ირაკლი ალასანია. ბლოგის კომენტატორების მიერ წინასწარ, რეიტინგით შერჩეული კითხვები სტუმარს “რადიო თავისუფლების” ეთერში ია ანთაძემ დაუსვა. შემდეგ კი ირაკლი ალასანია ბლოგს ეწვია, სადაც პირდაპირი საუბრის რეჟიმში სამსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა კომენტატორების შეკითხვებს. “რადიო თავისუფლება” “რეზონანსს” მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და მის მკითხველებს სთავაზობს ამ ორი ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას. აგრეთვე, გაზეთის თითოეულ მკითხველს შემდგომ განხილვებში მონაწილეობისთვის ვიწვევთ ბლოგზე, შემდეგ მისამართზე: ცცცყეფმშთგზდუიფყწკპ ია ანთაძე: ბატონო ირაკლი, პირველი შეკითხვა ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მას სამი ავტორი ჰყავს. წავიკითხავ პირველი ავტორის მიერ კითხვის ფორმულირებას: როგორ აპირებთ თბილისის მერობისთვის ბრძოლას იმ ფონზე, რომ ხელისუფლებას აქვს “მორგებული” საარჩევნო სისტემა, ცესკოს თავმჯდომარე მასთან დაახლოებული პირია და ამჟამინდელი მერი ახალ-ახალი პროექტებით ატყვევებს თბილისის მოსახლეობას. აქვე ნაწყვეტი მეორე ავტორის შეკითხვიდან: დავრწმუნდი, რომ ოპოზიციას არაფერი აქვს, რასაც დაუპირისპირებდა ხელისუფლების მიერ რეკლამირებულ ამ ლამის “აღმაფრთოვანებელ” სიმარტივეს – ძალა მაქვს და გავიმარჯვებ. და ფრაზა მესამე ავტორის შეკითხვიდან: არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მზად ხართ თუ არა, დაიცვათ თქვენი ამომრჩევლის ხმა და იქნებ კაცურად გვითხრათ, როგორ?- დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სიახლე არ არის, რომ ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა არ შედგეს რეალურად დემოკრატიული არჩევნები. არის ორი მიმართულება, რითიც ამ არჩევნების სტრატეგიის აგებას ვაპირებ: პირველი, ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ინფორმირებული გვყავს, რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ, რა დაპირებები არ შეასრულა და, კონკრეტულად, ბოლო ეტაპზე – საარჩევნო კომისიის ასეთი ხელმძღვანელის არჩევით – როგორ გამოააშკარავა საკუთარი გეგმა, რომ არჩევნები მაქსიმალურად კონტროლირებადი უნდა იყოს მათი მხრიდან. ასევე, ხელისუფლებას სურს კონტროლის მიღწევა შედეგებზე, მაგრამ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დამკვირვებლებს მუდმივად სწორ ინფორმაციას ვაწოდებთ შექმნილი ვითარების შესახებ. მეორე მიმართულება იქნება ჩვენს მოსახლეობასთან, ამომრჩევლებთან პირდაპირი, ხშირი ურთიერთობა და შეთავაზება. დღემდე ოპოზიციის ძირითადი ნაწილის პრობლემა ის იყო, რომ, რა თქმა უნდა, აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, მაგრამ არ უხსნიდნენ, თავად რას გააკეთებდნენ ხელისუფლებაზე უკეთესად. დღეს ვითარება თვისობრივად შეიცვალა. ის გამოცდილება, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მე და ჩემმა პოლიტიკურმა ძალამ მივიღეთ, სწორედ ამაზე მიანიშნებს, რომ უნდა ვიყოთ და ვართ უკვე მზად, ნათლად შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას გადაწყვეტილებები ყველა მტკივნეულ საკითხზე, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით; ასევე ავუხსნათ, როგორ ვაპირებთ საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, რომ სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობები გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება თემატური, პროგრამული შეთავაზებები, რასაც მოსახლეობა, დარწმუნებული ვარ, სწორად, სამართლიანად ელოდება და ეს კარგად ჩანს იმ ყოველდღიური შეხვედრების დროს, რომლებსაც მათთან ვატარებ. პირველად სწორედ ამას გვეკითხებიან, თქვენ რას გაგვიკეთებთ უკეთესადო. ეს შეთავაზებები იქნება ჩვენი კამპანიის მთავარი ღერძი და, ასევე, ნიჰილიზმის დამარცხება. მოსახლეობას მინდა, მივმართო, რომ ჩვენ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ – ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. პირველად 20 წლის განმავლობაში უნდა დავიჯეროთ საკუთარი ძალის და მივიდეთ არჩევნებზე ერთადერთი განწყობით – მოვუსმინოთ შინაგან ხმას; მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ მას შეუძლია არამარტო კარგი პროგრამის შეთავაზება, არამედ არჩევნების შემდეგ ეკონომიკურად დასაბუთებულად მოქმედება და საკუთარი პროგრამის ხორცშესხმა. რაც შეეხება გაყალბებას. პირველი, რაც გაყალბების წინააღმდეგ უნდა გაკეთდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და ჩართულობაა; მეორე, მოსახლეობის მხრიდან საჭიროა დიდი პოლიტიკური აქტიურობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტმა თანამოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამ შემთხვევაში, განეიტრალდება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გასაყალბებლად ან მისი შედეგების შესაცვლელად გადადგმული თითქმის ყველა ნაბიჯი. ია ანთაძე: თქვენ გულისხმობთ აქტიურობას მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით, თუ აქტიურობას საკუთარი ხმების დასაცავადაც? - პირველი ეტაპი არის არჩევნებში მონაწილეობა. ვაპირებთ, სიების შეჯერებით, გამოქვეყნებით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოსახლეობას ვაჩვენოთ, რას აკეთებს ხელისუფლება: როგორ რთავს არჩევნებში პოლიციას, უსაფრთხოების სამსახურებს. მეორე მხრივ, მე პირდაპირ და, როგორც მსმენელი გვეკითხება, კაცურად, მინდა, ვუთხრა და მივმართო ყველას, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავთ მეც და ჩემი პოლიტიკური ძალის ყველა წარმომადგენელი თითოეულ ხმას, რომელსაც მოსახლეობისგან მივიღებთ. ეს არ არის თამაში, ამ არჩევნებზე საქართველოს ბედი წყდება და მთელი მსოფლიოც არ უყურებს მას, როგორც მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს. ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიულობაზე, იმის გასარკვევად, შეგვწევს თუ არა ჩვენ ძალა, დემოკრატიული არჩევნების გზით წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ამიტომაც არის ასეთი საყურადღებო და საპასუხისმგებლო ეს არჩევნები. არაერთი შეხვედრა მქონდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების როგორც არასამთავრობო, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათი პოზიცია ასეთია, რომ არავითარ შემთხვევაში გაყალბებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ გამოაცხადებენ. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დავარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, რასაც დავპირდებით მოსახლეობას, შევუსრულებთ. ია ანთაძე: მეორე თემაზე გადავდივართ და აქ ორი შეკითხვაა. პირველი: უკრაინაში მიმდინარე პროცესებში საქართველოს მონაწილეობა სერიოზულ კითხვებს ბადებს. საქართველოდან გაგზავნილ დამკვირვებელთა რაოდენობა, მათი კომპეტენცია, და ბოლოს, გივი თარგამაძის კომენტარები არ ჰგავს ჩვენს მეგობარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერას. აპირებთ თუ არა, ხმამაღლა გამოხატოთ თქვენი პოზიცია, თუ ვერაფერს ხედავთ საჩოთიროს? და მეორე შეკითხვის ბოლო წინადადებას წაგიკითხავთ: არის თუ არა ეს სახელმწიფო დანაშაული? - ვაპირებ, პოლიტიკური პოზიცია გამოვხატო უახლოეს პერიოდში, მაგრამ დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო პოლიტიკურად აბსოლუტურად წინდაუხედავი და არასწორი ნაბიჯი, საქართველოს ხელისუფალის მხრიდან გადადგმული. დამკვირვებლების გაშვება, რა თქმა უნდა, ნებადართულია, მაგრამ წინასწარი განწყობა, დამოკიდებულება კანდიდატების მიმართ არ უნდა ყოფილიყო ასე ღიად გამოხატული. საერთოდ არ უნდა ვერეოდეთ ჩვენ მეზობელი, მეგობარი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში. ეს, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას ორმხრივ ურთიერთობებში, თუკი ხელისუფლების მხარდაჭერის არმქონე კანდიდატი გაიმარჯვებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემის განეიტრალებას ორმხრივი ურთიერთობებით მოვახერხებთ. ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობის ისტორია იმდენად ძლიერია, რომ, დარწმუნებული ვარ, ამ ვითარების ნორმალიზებას იმ შემთხვევაშიც კი შევძლებთ, თუ, ვთქვათ, იანუკოვიჩი გაიმარჯვებს. მაგრამ პირდაპირ მინდა, ვთქვა და მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ და პატივი ვცეთ უკრაინელი ხალხის არჩევანს. ია ანთაძე: ბოდიშს ვიხდი, არ შემიძლია, არ ჩაგეკითხოთ. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუ შესაძლოა, რაიმე არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე? ეს იყო მისი პირადი, თუ სადღაც სხვაგან, უფრო “მაღალ დონეზე” მიღებული გადაწყვეტილება? - საერთოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესიც და მექანიზმებიც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაინსტიტუციური, არაგამჭვირვალეა და, ხშირ შემთხვევაში არ ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა პირადი განწყობებიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, ამგვარია: ეს იყო უპასუხისმგებლო და წინდაუხედავი ნაბიჯი, შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც გარკვეული დრო დასჭირდება მომავალში. ია ანთაძე: მესამე შეკითხვა ძალიან მოკლეა. რას ფიქრობთ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ სამხედრო-პატრიოტულ აღზრდასთან დაკავშირებით და იქნებ მისი მილიტარისტული რიტორიკაც შეაფასოთ. - შემაშფოთებელია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტი აქტიურ სამხედრო რიტორიკას დაუბრუნდა. ჩემი აზრით, ხელისუფლის პირდაპირი მოვალეობაა, საზოგადოება, მოქალაქეები დააწყნაროს, დაამშვიდოს, გაუჩინოს მათ სტაბილურობის, დაცულობის განცდა და არა – პირიქით. რასაც დღეს სააკაშვილი აკეთებს, ეს არის პირდაპირი გავლენის მოხდენა მოქალაქეებზე, რათა მათ მომავალი საფრთხის განცდა შეუქმნას. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, პრეზიდენტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ საკუთარი საზოგადოება დაცულობაში დაარწმუნოს. რაც შეეხება პატრიოტული აღზრდის ახალ სტილს, ჩემი ღრმა რწმენით, პატრიოტიზმი და ქართული თვითშეგნება იმ დონეზეა, რომ არ სჭირდება სპეციალური პროექტი, რაღაც ახალი ხელოვნური ფორმის გამოგონება. ჩემთვის მთავარია, ახალგაზრდას მივცეთ სწორი განათლება, რომლითაც ის იქნება კონკურენტუნარიანი ქვეყანაშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. განათლების პრობლემებზე საუბარი ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან შორს წაგვიყანს. ია ანთაძე: ვინ გესახებათ “ალიანსის” შესაძლო მოკავშირედ ოპოზიციური სპექტრიდან? - ძალიან კარგი და სწორი, კორექტული ურთიერთობები გვაქვს ეროვნულ ფორუმთან. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს კონსულტაციები და ვაპირებთ, რომ შეთანხმებული საქმიანობა დავაფუძნოთ ერთიან ღირებულებებს – როგორი თბილისი, როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ. ამგვარი შეთანხმების შესაძლებლობა ბევრ პოლიტიკურ ძალასთან არის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის აუცილებელია, საკუთარი გზა გამოვკვეთოთ. თებერვლიდან ვიწყებთ მოსახლეობასთან ურთიერთობის ძალიან აქტიურ კამპანიას. შევთავაზებთ იმას, რასაც პირველ რიგში გასატარებელ ღონისძიებებად ვთვლით ქვეყანაშიც და ქალაქშიც, რათა საქართველო სტაბილური განვითარების გზას დაუბრუნდეს. მოკავშირეები გამოჩნდებიან, დარწმუნებული ვარ. ია ანთაძე: ფორუმმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში? - ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ ზოგადი ღირებულებების თანხვედრაზე. რაც შეეხება ფორუმს, ამ ეტაპზე მისი პოზიციაა, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს. მაგრამ ჩვენ გვაქვს შეხების წერტილები იმ პრინციპებზე, რომლებზეც შემდგომი ურთიერთობები უნდა აიგოს. ინ: გიო აკწქ: ვირჯინიიდან: საბჭოთა საქართველოს ყოფილი შს მინისტის, შევარდნაძის, და საბჭოთა სუკის სკოლაგამოვლილი სააკაშვილის საპრეზიდენტო მმართველობას ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზება და პოლიციური რეჟიმის ელემენტები ახასიათებს. დაგვარწმუნეთ, რომ უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის – ალასანიას გაპრეზიდენტების შემთხვევაში იმავე ტენდენციების გაგრძელება არ გვემუქრება. - გიო, მე ვმუშაობდი საქართველოს ეროვნული უშიშროების სამსახურში და ჩემი პროფილი კონტრტერორისტული და კონტრსადაზვერვო საქმიანობა იყო. ჩემს საქმეს არავითარი შეხება არ ჰქონია საბჭოთა სუკ-თან. ეს წლები, უშიშროების ორგანოების სხვა ღირსეულ და პატრიოტ თანამშრომლებთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას მოვახმარე. მათ შორის, გავიხსენებ პანკისის ხეობის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების წარმატებულ სპეცოპერაციას. შემიძლია გითხრათ, რომ სპეცსამსახურების და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია ერთადერთი სწორი და ეფექტური გზაა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამის ღრმად მწამს დღეს და ამის ერთგული დავრჩები ხელისუფლებაში. ინ: თემური: თქვენ აპირებთ, მონაწილეობა მიიღოთ ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერის თანამდებობაზე. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს მთლიანად თბილისის პრობლემატიკაზე ზრუნვას დაუთმობთ? თუ “ალიანსი” თბილისზე კონცენტრირდება, ვის უტოვებთ, ვის მიანდობთ რეგიონების ბედს? ხოლო თუ თქვენი ძალისხმევა მთელ საქართველოზე გადანაწილდება, თბილისის მოგება საეჭვოდ მეჩვენება, რესურსების სიმცირის გათვალისწინებით. იქნებ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე გვითხრათ ორიოდე სიტყვა, შესაძლებლობის ფარგლებში. - ბ-ნ თემურ, წინასაარჩევნო სტრატეგია ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი: ჩვენი რესურსების შესაბამისად დავიწყეთ საარჩევნო ინფრასტურქტურის შექმნა, ანუ ყველა საარჩევნო უბანში ალიანსის წარმომადგენლობების გახსნა, დამკვირვებლების ტრენინგი საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად. ძირითადად ძალების და საშუალებების კონცენტრაციას თბილისზე ვახდენთ იმიტომ, რომ გვჯერა, თბილისში გამარჯვება . http://iraklialasania.ge/?p=784
  14. “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულის მამა პოლიციის სამმართველოსთან გარდაიცვალა ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული ზვიად ბლიაძის მამა გივი ბლიაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს~ გარდაცვლილის მეუღლემ, მარინე ბარბაქაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გივი ბლიაძემ შვილის დაკავება ინერვიულა და გუშინ თბილისის მთავარ სამმართველოსთან ავტომანანაში ინფარქტმა დაარტყა. მისივე თქმით, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლეს სთხოვდნენ, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა დღეს შეუფარდა. სულ დაკავებული იყო 8 პირი - ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. აქედან ერთი, ლევან ტურაშვილი გუშინ გაათავისუფლეს. ასევე შეგახსენებთ , რომ : “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 7 პირი წინასწარ პატიმრობაში დარჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ამირან ბურდულმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პატიმრებს უდგებოდნენ თავდებად სასულიერო პირები, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუადმგდომლობა აღმკვეთ ღინისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ისინი დაკავებულები არიან ორ მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს და ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას. მეორე - 239-ე ხულიგნობის მუხლი, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას. სასამართლოში მყოფი “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები და სასულიერო პირები, ასევე, დაკავებულების ახლობლები აპრიტესტებენ მოსამართლის გადაყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ რსებობს. ადვოკატ ამირან ბურდულის განცხადებით, “ბრალდების მხარეს აქვს მხოლოდ ტელეკომპანია “კავკასიის” თანამშრომლებისა და აგენტების ჩვენებები, საიდანაც ცდილობენ დაამტკიცონ დაკავებულების ბრალეულობა, თუმცა ეს მტკიცებულებებად არ შეიძლება ჩაითვალოს”. სულ დაკავებული იყო 8 პირი - ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. აქედან ერთი – ლევან ტურაშვილი გუშინ გაათავისუფლეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებმა განუცხადეს, მათ აქვთ მტკიცებულებები, საიდანაც დასტურდება ტელეკომპანია “კავკასიის” თანამშრომლების ბრალეულობის საკითხიც; კერძოდ, აქვთ ვიდეომასალა როგორ ურტყამს შტატივს ნინო ჯანგირაშვილის ძმისშვილი ერთ-ერთ პირს, მათ წარმომადგენელს. ისინი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია “კავკასიის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.
  15. იცით რა მაინტერესებს რომელიმე თქვენგანი GTA-ს ხომ არ თამაშობს ონლაინში ?
  16. ზუკა ჩაჩანიძემ უარი განაცხადა დებატებზე.. დებატები აღარ შედგება...
×
×
  • შექმენი...