http://iraklialasania.com/?p=578 ირაკლი ალასანიას განცხადება 05.03.2010 ა.წ. 2 მაისს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გავიდა ჟურანალისტ ნანა ლეჟავას მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას, იმისა თუ როგორ ართმევს ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებს, კერძოდ, პრობაციონერების თუ პატიმრობაში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრების ფუნდამენტურ უფლებას – არჩევანის გაკეთების უფლებას. სახეზეა შს და იუსტიციის სამინოსტროთა ხელმძღვანელებისა და სხვა ხელმძღვანელი პირების, კერძოდ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას, პრობაციის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმჟამინდელი თავჯდომარის ლევან თარხნიშვილის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უტყუარი ფაქტები. მივმართავ მთავარ პროკურატურას, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს კონკრეტული თანამდებობის პირების დანაშაულებრივი თანამონაწილეობა. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, დროულად მოახდინოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება, რათა აღიკვეთოს პოლიციური სტრუქტურების დანაშაულებრივი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და 30 მაისს არ მოხდეს არჩევნების შედეგების გაყალბება. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვინც სააშკარაოზე გამოიტანა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ერთ ერთი სქემა.