Jump to content
Planeta.Ge

SHARI

პლანეტელი
  • პოსტები

    3.480
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი SHARI

  1. dire გასაგებია , რომ არ გჯერათ ეს თქვენი უფლებაა , მაგრამ ვისაც ჯერა გაატარეთ თუ არ მონაწილეობთ არჩევნებში იყავით რა თქვენთვის..
  2. babuagiorgi დამშვიდდი არ მითქვამს ალასანიას დაუჭიროს მხარი თქო. მემგონი ჯობია რამოდენიმე დღე დაისვენო ფორუმისგან..
  3. dire მოკლედ რომ ვთქვათ ბოიკოტისკენ მოუწოდებს ხალხს
  4. dire საქმე იმაშია , რომ თუ არ იღებს მონაწილეობას მაშინ ენა გააჩეროს და თუ მონაწილეობა უნდოდა ეთქვა თავის დროზე.
  5. გუბაზ, მას შემდეგ რაც თქვენი პარტიის და პირადად თქვენი მოსაზრება გავიგე რომ არ მონაწილეობთ არჩევნებში გული დამწყდა , მაგრამ ვიფიქრე ყველას თავის გზაზე გაუამრჯოს თქო. არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობას ნიშნავს , რომ თქვენ არ უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა..ეროვნული ფორუმი კი იღებს მონაწილეობას არჩევნებში.. დიახ თქვენი განცხადებები იმის შესახებ , რომ ეს არჩევნები არის ფარსი , სააკაშვილის რეჟიმის გახანგრძლივება და ასე შემდეგ ნიშნავს ზუსტად იმას რომ თქვენ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში. ჩემი აზრით თქვენ ამას კარგად ხვდებით. გაუგებარია რატომ აკეთებთ ამას , მაგრამ ფაქტია , რომ თქვენ თქვენი განცხადებებით გიგი უგულავას და სააკაშვილს უხანგრძლივებთ მთავრობაში ყოფნის პერიოდს. გუბაზ , ჩემი თხოვნაა , რომ გამოხვიდეთ და დააფიქსიროთ , რომ ხალხი უნდა მივიდეს ამ არჩევნებზე და ხმა მისცეს ოპოზიციურ კანდიდატს. ნუ დაუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს , მაგრამ თქვით რომ ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე . ეროვნულ ფორუმს ეგ განცხადება არ ვნებს , სიტუაციას კი წარადგება . დაეხმარეთ იმ ადამიანებს , რომლებიც ფიქრობენ რომ არჩევნებითაა შესაძლებელი ხელისუფლების შეცვლა. თუ არ დაეხმარებით ხელს მაინც ნუ შეუშლით მათ. გუბაზ, უკვე წარმომიდგენია როგორ ზიხართ აქუბარდიასთან ეთერში და გაფუჭებული რადიოსავით იმეორებთ "ხომ გეუბნებოდით და არ დამიჯერეთ . ხომ გეუბნებოდით და არ დამიჯერეთ " . მოდით გუბაზ ერთხელ თქვენც დაუჯერეთ ვინმეს.. ხალხი ელოდება და ითხოვს , რომ თქვენ გააკეთოთ განცხადება. თუ თქვენ გაგიხარდებათ კარგი ბატონო ვაღიარებთ , რომ საქართველოში საქართველოს ისტორია თქვენ იცით ყველაზე კარგად და მსოფლიოში საქართველოს ისტორია თქვენ იცით ყველაზე კარგად . თუ თქვენ ეს გინდათ ამას ვაღიარებთ. გუბაზ , მე თქვენ მოგმართავთ , რადგან ვფიქრობ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც პარტიის შიგნით ყველაზე კარგად ახსნის ( თუ თქვენ მეთანხმებით ) ამ წერილის შინაარს და გააგებინებს ყველას რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია. გუბაზ ინამუსეთ !
  6. ვინც არჩევნებზე არ მიდიხართ ჩუმად მაინც იყავით.. ნუ თესავთ ნიჰილიზმს.. ვინც მიდის ისინი გაიმარჯვებენ !
  7. მალე 30 მაისი მოვა და ზოგიერთი ჩვენთაგანი, ალბათ ჩვეულებისამებრ, აპირებს, არ წავიდეს არჩევნებზე... მიზეზი არ დაილევა - „მაინც გააყალბებენ!“ „უჰ, რამდენჯერ უნდა წავიდე?“ „რა აზრი აქვს?“ „მეტი საქმე არ მაქვს!“ ... მართლაც და, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე, იშვიათად რომ 50%-ზე მეტი მიდიოდეს. მაგრამ ეს იმ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორის განსხვავება არის, მაგრამ უმნიშვნელო. არავინ არაა გიჟი-გადარეული, არავინ არაა აუტანელი, არავინ ართმევს მოსახლეობას პირიდან უკანასკნელ ლუკმა-პურს და ატყავებს გადასახადებით, რათა მერე უაზრო გიგანტური ესტაკადები და მინის ხიდები აშენონ გასართობად... ხოლო თუ ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაშინ იქაც მნიშვნელოვნად იზრდება უბნებზე მიმსვლელი ამაომრჩევლის რაოდენობა და ადამიანები მკაფიოდ ეუბნებიან გაქსუებულ ხელისუფლებას - „არა!“ და ცვლიან კიდეც მას. მაგრამ ჩვენთან ხომ ნამდვილად არ არის სიტუაცია ისეთი, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც ერთნაირად ასატანი ან ვერასატანი იყოს? 1) ჯერ მოდით იმაზე, რომ ვითომდა „მაინც გააყალბებენ“. ყოველთვის მით მეტია გაყალბების შანსი, რაც ნაკლები ამომრჩეველი მივა უბნებზე. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მეტი ხარისხი იმასაც უკავშირდებოდა, რომ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ნაკლები ამომრჩეველი მივიდა უბნებზე. გაცილებით ძნელია ურნაში ჩაგდებული ბიულეტენის ამოღება, შეუმჩნევლად გადაგდება და გაყალბებულით შეცვლა, ვიდრე ლამის ცარიელ ურნაში გაყალბებული ბიულეტნების პირდაპირ ჩაყრა. გარდა ამისა, რაც მეტი ამომრჩეველი მიდის უბანზე, მით მეტია იმის შანსი, რომ უბნის გარეთ სომხური კარუსელის დატრიალება უყურადღებოდ არ დარჩება. მიკროავტობუსებთან სიებით შექუჩებული ხალხი თავად ვერ იგრძნობს თავს კომფორტულად, როცა უბანზე ამომრჩეველი ბლომად იქნება. მოუწევთ ლოდინი იმისთვის, რომ სიხალვათეს დაელოდონ. ხოლო რაც მეტად დაელოდებიან, მით ნაკლებ უბანს „მოივლიან“ თავიანთი უკეთური საქმის აღსასრულებლად. 2) თავის გამართლების მეორე ხშირი მიზეზი: „ადრე რომ მივედი, მერე რა გამოვიდა, მაინც ხომ აყალბებდნენ?!“! კიდევ მოვინდომოთ ხალხო! ახლა ხომ ყველამ გაიგო, ან რა „სამართლიანია“ სააკაშვილი, ან რა „დემოკრატი“! ახლა ხომ ვხედავთ, რომ აღარვინ ხვდება მას და არავინ განიხილავს ნაცმოძრაობას პროგრესულ და ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებად! ეს ქვეყანა ხომ ჩვენი დედაა!! განა მშობლებს ან შვილებს მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ, ან სამჯერ ვუვლით?? განა როდესმე შეიძლება ვთქვათ - „რამდენი უნდა ვუარო, გუშინ ხომ ვაჭამე საჭმელი, ახლა თავიი დამანებეთ!“??? ეს ქვეყანა - ჩვენი სამშობლოა! და სამშობლოსაც ისე ჭირდება მოვლა და ზრუნვა, როგორც მშობელს ან შვილს - მ უ დ ა მ ! გ ა მ უ დ მ ე ბ ი თ!!! და ერთ-ერთი ასეთი ზრუნვა - არჩევნებია. ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენი ეს ულამაზესი და საყვარელი არსება - უსინდისო მტარვალს და მოძალადეს არ ჩაუვარდეს ხელში! და თუ ეს უბედურება მოხდა, მაშინ მით უფრო საჭიროა თავგამეტებით მცდელობა, რომ ხელიდან გამოვგლიჯოთ, დავიხსნათ ჩვენი სამშობლო! 3) ახლა კი მთავარი: - ნუთუ ჩვენთვის სულ ერთია, ვინ იქნება? ხალხო, ნუთუ ჩვენ მართლა ვერ ვხვდებით, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მთავრობის ხელში ცალი ფეხი სამარეში აქვს უკვე და მეორე - მოლიპულზე? ნუთუ გგონიათ, რომ არჩევნების გაყალბებაში აღებული ფული შეერგება ვინმეს? ან ამათგან აღებული მაღალი ხელფასები „უზრუნველყოფს“ თქვენი შვილების მომავალს? დაგავიწყდათ, რა დღეში ვიყავით 2008 წლის აგვისტოში?? არჩევნების გაყალბებაში გიგისგან და მიშასგან რესტორნებში „დატრენინგებულ“ სახლმმართველობების ძვირფას ქალბატონებს და ვაჟბატონებს მივმართავ: - არ გიფიქრიათ, როგორ მოგიბრუნდებოდათ ხალხის რისხვა, თუ ამ გაყალბების დიდოსტატების ხოშით დაწყებულ ომში თქვენი მეზობლები შვილებს დაკარგავენ, ან - სახლ-კარს? ან თქვენ თავად რომ დაკარგოთ ოჯახის წევრი ნაციონალების მიერ „ქვეყნის გასამთლიანებლად“ დაწყებულ პროვოკაციაში, ძაან „ტკბილი“ იქნება ის არჩევნებზე სამათხოვროდ გადმოგდებული შაქარი?? უგულავას მოცემული 10 ლარი პენსია ან თუნდაც 100-300 ლარი გაჭირებული ხალხის ხარჯზე მიღებული ხელფასი იქნება ხალხისთვის აღლეტილი მილიონების და მილიარდების, ქუჩაში დახოცილი ბიჭების სიცოცხლის ფასი? ირინა ენუქიძეს და მრავალ სხვა დედას უკვე მოუკლეს შვილი. ვეღარ მივხვდით, რომ იმუნიტეტი ჩვენს შვილებსაც არ გააჩნიათ - როცა ასეთი უსამართლო ავაზაკთა ბანდა მართავს ქვეყანას??? ძვირფასო მეგობრებო! უმორჩილესად გთხოვთ, დაჩოქილი და თავმოდრეკილი: - 30 მაისს ყველა წავიდეთ არჩევნებზე და : ვუთხრათ „არა“ - უსამართლობას! ვუთხრათ „არა“ - უმუშევრობას და ცრუდასაქმებას! ვუთხრათ „არა“ - გაყალბებას! ვუთხრათ „არა“ - ძალოვანთა უკონტროლო თარეშს! ვუთხრათ „არა“ - ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტას! ვუთხრათ „არა“ - განათლების გაპარტახებას, გაძვირებას და დაქცევას! ვუთხრათ „არა“ - გაუბედურებულ და არახელმისწავდომ სამედიცინო მომსახურებას! ვუთხრათ „არა“ - ხალხის ხარჯზე გაპარპაშებულ გაქსუებულ მიშისტებს! ვუთხრათ „არა“ - ჩვენი ქონების წართმევას! ვუთხრათ „არა“ - ჩვენი სამშობლოს ჩუმად თუ ღიად გაყიდვას, დაქუცმაცებას და მიტაცებას! ვუთხრათ „არა“ - კორუფციას და კლანურობას! ვუთხრათ „არა“ - უზნეო ბანდიტებს და ცანცარა მედროვეებს! ვუთხრათ „არა“ - ხალხის ისეთ პირობებში ჩაგდებას, როცა ყველა ემიგრაციას აპირებს! საქართველო ჩვენია და ჩვენი უნდა იყოს! ხმა მივცეთ საქართველოს მომავალს! ხმა მივცეთ მას, ვისიც გვჯერა! ვინც ვიცით, რომ არ გვატყუებს! არ შემოვხაზოთ 5-იანი! ნუ დავი-5-ებით! ჩვენი სახლში დარჩენა საქართველოს დაღუპვაა! „5“-იანი - საქართველოს დაღუპვაა. ასევე სისულელეა ყველას გადახაზვა - გაუქმებული ბიულეტინები ბათილდება და ყველაზე ადვილი გასაყალბებელია. შემოვხაზოთ მხოლოდ იმ პარტიის და იმ კანდიდატის ციფრი, რომლის პროგრამაც და საქმიანობაც, პიროვნული თვისებებიც და გუნდიც მოგვწონს! თქვენ - მოგწონთ! არასოდეს არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს უფლებაზე, გავაკეთოთ არჩევანი. რადგან როცა ამაზე უარს ვიტყვით, იქ დაიწყება და მალევე გაფორმდება ჩვენი მონობა! და მერე არაფერ ოქრო-ვერცხლს არ ექნება ფასი, რადგან მონას ყოველთვის წაართმევენ ყველაფერს - სიცოცხლის ჩათვლით, რადგან მას უკვე ყულფი აქვს ყელში წაჭერილი და ხმა - არ გააჩნია! წავიდეთ არჩევნებზე! წავიდეთ ჩვენი ოჯახის წევრებთან და მეზობლებთან ერთად! საერთო ჯამში 50 ათასი კაციც კი არ იქნება ჩაბმული გაყალბების მანქანაში. ჩვენ კი 2,5 მილიონი ვართ - 50-ჯერ მეტი! დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ გვედარდება ჩვენი სამშობლო - მარტო სადღეგრძელოებში არ ვართ მაგრები. 30 მაისს საარჩევნო უბნებზე უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი! როცა ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს, ნუ გავდგებით განზე!! გაიგოს ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ! ხალხი, - რომელიც ნორმალურ მთავრობას იმსახურებს!
  8. qwertyzer ნამდვილად იცი რომ ეგ საიტი სომხებმა შექმნეს ?
  9. სოლომონ თერნალი რატომ ვუჭერ მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის” ფეისბუკზე მიმდინარე დისკუსიებში რამდენიმე მეგობარმა (ძირითადად მათ, ვინც ზვიად ძიძიგურს უჭერენ მხარს) გაიკვირვა და ზოგმა კიდეც მისაყვედურა ირაკლი ალასანიასადმი აშკარად გამოხატული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბევრჯერ ნათქვამს: 1) ვუჭერ მხარს „ალიანსს საქართველოსთვის“ და ირაკლი ალასანიას - როგორც ალიანსის კანდიდატს (sic!) მიკვირს სწორედ იმ ხალხის არჩევან, ვინც ზვიად ძიძიგურს, როგორც პიროვნებას უჭერენ მხარს და არაფერს ლაპარაკობენ იმ გუნდზე, რომელსაც ბატონი ზვიადი წარმოადგენს არჩევნებზე. არადა, გამოდის, რომ ზვიად ძიძიგურთან ერთად ზურაბ ნოღაიდელის გუნდს უჭერთ ხმას, ბატონებო! და თქვენი უცხოელი ფალავნები - ობამა და კლინტონი კი არაა - არამედ პუტინი, ლუჟკოვი და ჟირინოვსკი. 2) ვუჭერ მხარს რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც ნამდვილად პარტიაა - თუ საქართველოში პარტია შეიძლება რაიმეს და ვინმეს ერქვას - 30 წელია არსებობს და პრინციპების ირგვლივ ერთიანდება და არა - პიროვნებების. და რომელსაც მდიდარი საკადრო რესურსი აქვს. მეკითხებიან, პროგრამები კი კარგი აქვთ, მაგრამ რა გააკეთესო? - და როგორ გააკეთებდნენ? როაც მთავრობაში არ ყოფილან? ახლა კიდე რესპუბლიკელებს ვთხოვთ პასუხს - ქვეყანა რატომ დაიქცაო?!... – ”ლომი და კატა” გამახსენდა, ყველა ვარიანტში რომ კატამ უნდა აგოს პასუხი... ”მერე და რატომ ვერ გაიმარჯვეს, რატომ არ არიან რეიტინგულებიო?” - განა ეს ჩვენი დამასხურება არაა, როცა ყოველთვის ქარიზმას, ომახიან და სამოთხის დაპირებებს ვაძლევდით ხმას და არა - გონიერ, მშვიდ, მოზომილ და ჭკუადამჯდარ ხელისუფლებას? შეუცდომელი არავინაა - შეცდომებზე სწავლობენ. ვფიქრობ, რესპუბლიკელებმა სწორი გაკვეთილი გამოიტანეს წინა შეცდომებიდან. 3) ვუჭერ მხარს ალიანსს იმიტომ, რომ რესპუბლიკელებმა მონახეს ძალა და გაერთიანდნენ მეორე სერიოზულ ძალასთან - „ახალ მემარჯვენეებთან“, რომელთაც ასევე კარგი კადრები და ძლიერი სტრუქტურა გააჩნიათ; 4) ვუჭერ მხარს სოზარ სუბარს - ყველაზე თავდადებულ მებრძოლს სააკაშვილის რეჟიმთან. სწორედ მისი ბრძოლა და მუდმივი ხმის ამაღლება გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის, შავაძის, ცინდელიანის, ფხაკაძის მკვლელობებზე და რეჟიმის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებებზე იყო ამ რეჟიმის დასასრულის დასაწყისიც და იქნება - ბოლო აკორდიც! 5) ვუჭერ მხარს იმიტომ ალიანსს, რომ მისმა ინიციატორმა ლიდერებმა - დავით გამყრელიძემ და დავით უსუფაშვილმა შეძლეს დაეძლიათ საშინელი ქართული სენი, როცა ქართველ კაცს პირველკაცობის გარდა სხვა ყველაფერი დამარცხებად და მიუღებლად მიაჩნია და შექმნეს პრეცედენტი, რომ ახალი, რეიტინგული ლიდერები მოიყვანეს, ასპარეზი გაუნაწილეს და მათ დაუთმეს სარბიელი! 6) ვუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს - ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებულ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც მოახერხა და საქართველოდან რუსეთის ჯარები გაიყვანა. რომელიც იყო 2007 წლიდან სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური წინააღმდეგობის ნამდვილი დუღაბი და ოპოზიციური გაერთიანებისთვის დაუდგრომელი მუშაკი! იმედი მაქვს, ალიანსის ლიდერები მომავალშიც მოახერხებენ ქვეყნის აღმავლობისათვის ყველა ნიჭიერი პოლიტიკოსის და პროგრესული ძალის შემოკრებას და გაერთიანებას. 7) ვუჭერ მხარს ირაკლი ალასანიას - როგორც წარმატებულ ადამიანს - სამხედრო, უშიშროების და დიპლომატიურ არენაზე. ვაჟკაც და გონიერ ადამიანს, რომელმაც მონახა ძალა და მამამისის მკვლელებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდა ქვეყნის ინტერესებისთვის. და ეს მაშინ, როცა ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაფერს და ყველას სწირავს თავისი პიროვნული და ვიწროკლანური ინტერესებისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ალასანია შეუცდომელი პოლიტიკოსია, მისი მოულოდნელად მშვიდი წინსაარჩევნო კამპანიაც, ჩვენთვის ჩვეული ყვირილისა და ლანძღვისაგან თავისუფალი მეც კი მეხამუშება, ამ მოძალადე ხელისუფლების შემხედვარეს, მაგრამ ეს ხომ ნორმაა, რომლისკენ ჩვენ უნდა ვუისწრაფოდეთ. ირაკლი ალასანია ნიჭიერი კაცია და გვერდით თუ გამოცდილ და ჭკვიან ხალხს შემოიკრებს, (და არა თითლიბაზ მლიქვნელებს და მედროვეებს - სააკაშვილივით), მოახერხებს საკუთარ პოლიტიკურ უნარებში ჯერ კიდევ არსებული ხარვეზების დაძლევასაც და თავის გუნდთან ერთად ქართველი ხალხის ისე დარაზმვას, რომ მიზანდასახული და დაუღალავი შრომით მოვიპოვოთ ერთიანობაც და ბედნიერებაც. 8) ვუჭერ რა მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის”, მე ვუჭერ მხარს ჩვენი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას. ჩვენი ბედი ესაა... აბსურდია ჩვენი ინტეგრაცია პუტინის რუსეთთან - ეს იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასამარება - მორიგი 100 ან 200 წლით საქართველოს ჩაყლაპვა რუსეთის მიერ! რადგან რუსეთი არის იმპერიული და დიქტატორული ქვეყანა, რომელიც 1999 წლიდან უკან მიდის - მისი ეკონომიკური წარმატებები დროებითი მირაჟია, რადგან ის ისევ იმას აშენებს, რასაც ყოველთვის აშენებდა - ძლიერ ქვეყანას მონების მხრებზე! ჩვენ მაგ გზაზე არაფერი გვესაქმება! ჩვენ გვინდა თავისუფალი ხალხის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი და ერთიანი ქვეყანა, დაცული მისი ერთიანობით ცივილიზებულ მსოფლიოსთან და ეს კი რუსეთისთვის მიუღებელია. ამიტომ ვუჭერ მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის”, როგორც რეალურ ძალას, რომელსაც ამჟამად, თუნდაც სააკაშვილის მიერ დაქცეული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ადგილზე, შეუძლია ამ ურთიერთობების ხელახალი განმტკიცება და საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვის გზით დასავლური დემოკრატიული ფასეულობების ისე გადმოტანა, რომ ჩვენი ეროვნული ტრადიციები დაცული იქნას ნაცვლად სააკაშვილის მიერ თავმოხვეული უაზრო კოსმოპოლიტიზმისა და ფსევდოლიბერლიზმისა. 9) ვუჭერ მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის”და ირაკლი ალასანიას, როგორც სწორედ იმ ძალას, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს დამარცხოს მონსტრი ხელისუფლება და მისი დემაგოგიის ”პრინცი” - მრავალპროფესიადაუფლებული და მრავალშენობისდამანგრეველი, ქართველი ხალხისთვის რეზინის ტყვიების დამშენი და წაგებულად განსაწირად ომში შემათრეველი - გიგილო უგულავა (ეყო, რაც იგულავა)! 10) დაბოლოს, ვუჭერ მხარს ალიანსის პროგრამებს, მათ დასაბუთებულ ხედვებს დასაქმების, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში, მათი ექსპერტების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს... ასე რომ მე ჩემს არჩევანს პიროვნების პიროვნულ თვისებებზე მეტად მათ მიერ მოწოდებული პროგრამების რეალისტურობაზე ვაყრდნობ და არა მითიურ დენ/გაზ/წყალზე, ან ტუჩებზე (თუ დაგვეჯერებინა მიშასთვის და ნანკა კალატოზიშვილისთვის მიგვეცა ხმა? :fridrix:) ძვირფასო მეგობრებო, არ გვინდა ქარიზმატული ჩე გევარას ლოდინი... არც - წმინდანისა... მაჰათმა განდი და ვაცლავ ჰაველი ვერ იყრიან კენჭს ჩუღურეთსა თუ სამგორში... ჩვენ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ ნაციონალური მოძრაობის მონსტრს დავამარცხებთ და ახლა მერყეობა, უკვე კარსმომდგარ არჩევნების წინ - სწორედ მაჯლაჯუნების საუკუნო თარეშის და ბოგინის საწინდარია. სახელისუფლებო პროპაგანდა თავდაუზოგავად იღწვის მოსახლეობაში იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ გიგი უგულავა თითქოს ძალიან დიდი ფორით უგებს ირაკლი ალსაანიას! არ არის ესე, მეგობრებო! ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა აზრი და დამაჯერებლობა აქვს ჩვენნაირ საზოგადოებაში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებს. ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის შემდეგ ბი-ბი-სიმ სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა მოსკოვში - თუ უჭერთ მხარს ავღანეთში ჯარების შეყვანასო. და სახტად დარჩნენ, თურმე - 100% უჭერს მხარს ამ აგრესიასო! არა, ბატონებო. 100% უბრალოდ იცოდა, რა სტანდარტული პასუხი უნდა გაეცა ასეთ კითხვაზე, რომ რეჟიმთან პრობლემები არ გაჩენოდა. ასეა დღესაც სააკაშვილის ”შადრევნებიან სამოთხეში” - ძალოვნების თარეშით და უსამართლობით მონუსხული - ვერ ვლაპარაკობთ რეალურად თავის სიმპათიებზე, მაგრამ როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს იმ ხელისუფლებას, რომელმაც ასეთი უაზროდ პროვოკაციული პოლიტიკის შემდეგ სამარცხვინოდ ჩააბარა ტერიტორიები აგრესორს და არც კი იმჩნევს ამ დამარცხებას? ხელისუფლებას, რომელიც სამათხოვრო გროშებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადმოუდგებს მათ მიერ გატყავებულ მოსახლეობას, რათა მერე 4 წელი უაზრო ხიდები და ესტაკადები აშენოს და ამაში მილიარდები გაფლანგოს; რათა ჩვენი ბიჭები უსამართლოდ ქუჩაში ჩახოცონ და (ბუნებრივი არ გვყოფნიდეს თითქოს კატასტროფები) იმიტირებული ომების სტრესი, სახლების და მონუმენტების დანგრევა და დედა-შვილების აფეთქება მოგვიწყონ - საკუთარი დილიხორის გასასწორებლად... სულ რაღაც ორი კვირა დაგვრჩა... და თუ ცოტა მეტად არ დავფიქრდებით იმაზე, რა არჩევანი გვაქვს, მაშინ "გაზი - 10 თეთრი, დენი - 5 თეთრი, წყალი - უფასოდ" არარეალური და პოპულისტური ზღაპრის ნაცვლად 30 მაისის შემდეგ, აი, ეს დრამა/ტრაგედია გვექნება: "ბენზინი - 3 ლარი... შაქარი - 3 ლარი.. 7 ნოემბრები - უფასოდ!" აი, ამიტომ ვუჭერ მხარს ”ალიანსს საქართველოსათვის”. შემოხაზეთ 2! ნუ გაცვლით თქვენი შვილების მომავალს ფულზე და არარეალურ დაპირებებზე. ეს მოძალადე და ავანტიურისტი ხელისუფლება უნდა შევცვალოთ! არჩევნები ამის რეალური შანსია!
  10. ემიგრანტები ვინმემ დაგაბოლათ და გითხრათ რომ საქართველოში მცხოვრებლებზე უფრო მაგარი ტიპები ხართ ?
  11. gvanciko თემის სათაურს გადახედეთ. + ამას რეკლამა დაუშვებელია.. შემდეგში მიიღებთ გაფრთხილებას !
  12. მაშ ასე ამ მომენტისთვის +-1 ხმის ცდომილებით შედეგი ასეთია ირაკლი ალასანია 69 ხმა გიგი უგულავა 39 ხმა თამაზ ვაშაძე 3 ხმა გია ჭანტურია 1 ხმა არ ჩაითვალა 9 ხმა . ეს გახლავთ შუალედური შედეგები . მომდევნო შედეგები იქნება ხვალ დაახლოებით ამ დროისთვის. ნიკებს ეხლა ნამდვილად ვერ ჩამოვწერ ეს ხმაბი 10-10-ჯერ გადავითვალე და ნიკების ჩამოწერა მეზარება .. ხვალ გპირდებით რომ ჩამოვწერ. დიდი მადლობა ცეესკო დროებით წყვეტს მუშაობას . ვორნი 80%
  13. მაშ ასე ამ მომენტისთვის +-1 ხმის ცდომილებით შედეგი ასეთია ირაკლი ალასანია 69 ხმა გიგი უგულავა 39 ხმა თამაზ ვაშაძე 3 ხმა გია ჭანტურია 1 ხმა არ ჩაითვალა 9 ხმა . ეს გახლავთ შუალედური შედეგები . მომდევნო შედეგები იქნება ხვალ დაახლოებით ამ დროისთვის. ნიკებს ეხლა ნამდვილად ვერ ჩამოვწერ ეს ხმაბი 10-10-ჯერ გადავითვალე და ნიკების ჩამოწერა მეზარება .. ხვალ გპირდებით რომ ჩამოვწერ. დიდი მადლობა ცეესკო დროებით წყვეტს მუშაობას .
  14. მაშ ასე ირაკლი ალასანია 72 ხმა ! გიგი უგულავა 37 ხმა .. ეხლა მიშისტებმა წიოკი არ ატეხოთ კიდე ერთხელ გადავამწომებ. რამოდენიმე ხმა არ ითვლება რადგან გასაგებად წერია რეგისტრაციის თარიღი 1 თებერვლამდე ( 2010 ) პოსტები 200 და ზევით ! ნიკები გამოქვეყნდება 25 მაისს საბოლოო შედეგის დროს . simartlismtkmeli denvera LSoso John Obi Mikel mejai1989 cocacola azdaki lazare dondato თქვენი ხმები სამწუხაროდ არ ჩაითვალა რადგან ზოგი დარეგისტრირებულნი იყავით პირველი თებევლის შემდეგ, ზოგს კი 200 პოსტი არ გქონდათ. ვწუხვარ ცნობისათვის 9 ნიკიდან 3 აძლევდა უგულავას ხმას , 6 ალასანიას
  15. მოკლედ თითქმის ყოველ დღე ტელევიზორში გვაჩვენებენ რომ ნაციონალების სხვადასხვა კანდიდატები მიდიან სკოლებში და იქ რაღაცეებს ბოდიალობენ .. აცდენინებენ ბავშვებს გაკვეთილებს .. . ურიგებენ მაისურებს და კეპებს.. შემდეგ ეს გახარებული ბავშვები გიჟებივით დარბიან ქუჩებში და გიგი გიგის ყვირიან .. 2 დღის წინ ერთი ბავშვი მოდის გიგის კეპკა არ გინდაო ... ნერვები მომეშალა არა იმ ბავშვზე არამედ იმ ადამიანზე ვინც უთხრა ამ ბავშვს რომ ეს კეპები დაერიგებინა. დაახლოებით 10 ცალი ეჭირა ხელში . 2 დღის წინ ვატო ნაცვლიშვილი მივიდა ერთ-ერთ სკოლაში ბავშვები გამოიყვანეს გარეთ და აყურებინებდნენ როგორ თამაშობდნენ მე მიყვარს თბილისი ჩემი ხმა გიგის წარწერიან მაისურებში ნაციონალებს ქდმ-მაც მიბაძა და ეხლა ამათ დაიწყეს იგივეს კეთება სკოლებში .. მიდიან 11-12 საათზე როდესაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი .. შლიან სასწავლო პროცესს.. ამას სხვა რა უნდა დაერქვას და აწარმოებენ წინა საარჩევნო კამპანიას. ჩემი თხოვნა იქნება პარტიების მისამართით , რომ შეეშვან სკოლებში აგიტაციას , ამისთვის სხვა უამრავი ადგილი არსებობს და არ არის აუცილებელი სკოლებში სიარული და სასწავლო პროცესის ჩაშლა .. თემის ბოლოს კი ეს ვიდეო უნდა დავდო ..
  16. irusha ირუშ აპინე რა
  17. ვულოცავ დაგვიანებით
  18. ეგრე ჩემი აზრით საერთოდ დაასამარებს საკუთარ რეიტინგს. ისე ხანდახან გული მწყდება ... შეეძლო ალასანიას ისე ემოქმედა , რომ დღეს უკვე დარწმუნებლნი ვიქნებოდით მის გამარჯვებაში .. მაგრამ იმედი მაინც მაქვს , რომ მოიგებს lasha1997 სალომეს არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება
×
×
  • შექმენი...