თბილისელები დღეს დილიდან გიგი უგულავას უჩვეულო საქმიანობას აკვირდებიან. “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი დილის 06.00 საათზე გლდანი-ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთ თორნეს ესტუმრა, სადაც იქ პურები და ნაზუქები დააცხო. შემდეგ გიგი უგულავა კინოთეტრ “ამირანში” მივიდა, სადაც სპეცფორმაში ჩაცმულმა, სხვა მწენდავებთან ერთად, კინოთეატრის ვიტრაჟები დაასუფთავა. ცოტა მოგვიანებით კი, უგულავა ვარკეთილის ბაზრობას ესტუმრა, სადაც თეთრ ხალათში გამოწყობილი ყასაბის ფუნქციებს ასრულებდა. მერობის კანდიდატმა ხორცი ჯერ დაჭრა, შემდეგ კი 15 კგ- თავადაც გაყიდა. უგულავას თქმით, ასე უფრო შესაძლებელია, მაღაზიებისა და ინდმეწარმეებისთვის არსებული პრობლემების დანახვა და ამ სფეროში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs507.ash1/29967_1171084256654_1814436910_335620_5452415_n.jpg