გია თორთლაძის პარტიის წარმომადგენლებმა ირაკლი ალასანიას მხარდაჭერა გამოუცხადეს დეპუტატ გია თორთლაძის ”საქართველოს დემოკრატიული პარტიის” ვაკისა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერს, თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი ალასანიას მხარდაჭერას უცხადებენ. ”ალიანსის” პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გურგულიამ და გიორგი ღლონტმა დღეს საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს და ირაკლი ალასანიას მხარდაჭერა აღუთქვეს. ”ალიანსის” ცნობით, გია თორთლაძის პარტია დატოვა, ასევე, გიორგი ღლონტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმაც. წინ გამარჯვებისაკენ