პოლიციამ ჯაბა ჯიშკარიანი დააკავა რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ მოძრაობა “7 ნოემბრის” ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი დააკავა. როგორც “ჯეოტოპნიუსს” ამავე მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კორძაიამ აცნობა, ინცინდენტი კოსტავას ქუჩაზე, გამომცემლობა სამშობლოსთან მოხდა, საიდანაც დევნილების იძულებით გამოსახლება მიმდინარეობდა. “პოლიცია დევნილებს სცემდა, რაც ჯაბამ გააპროტესტა და მისი დაკავების მიზეზი გახდა”, – აცხადებს ირაკლი კორძაი. ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, დაკავებულია სამი დევნილი, მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. http://gtn.ge/?p=10299 ჯაბა ჯიშკარიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია მოძრაობა “7 ნოემბრის” ლიდერის ჯაბა ჯიშკარიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. როგორც “ჯეოტოპნიუსს” ამავე მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა, ჯიშკარიანს უკვე 2 საათია უშედეგოდ ეძებენ. შეგახსენებთ,რომ ჯაბა ჯიშკარიანი პოლიციამ კოსტავას ქუჩაზე, გამომცემლობასთან დაახლოებით 00:30 საათზე დააკავა. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია გამოცემლობის შენობიდან დევნილებს იძულების წესით ასახლებდა. მოძრაობა “7 ნოემბრის” ინფორმაციით, ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, დაკავებულია გამომცემლობის შენობაში მცხოვრები სამი დევნილი. http://gtn.ge/?p=10307