დავით ბაქრაძისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა . როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კონსტიტუციის პროექტის განხილვაში მონაწილეობას დათანხმდნენ კარგია, თუმცა, ალასანიას პარტიასთან აზრთა პრინციპული სხვაობა არსებობს. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას მიერ შეთავაზებული ცვლილებები კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებული ვერ იქნება. "ირაკლი ალასანია ემხრობა უფრო ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას, ძლიერი პარლამენტით. ჩვენ უფრო შერეულ მოდელს ვთავაზობთ, სადაც ძლიერი პრემიერ-მინისტრი იქნება, ასევე, პარლამენტი და საკმაოდ ძლიერი ფუნქციის მქონე პრეზიდენტი. სამწუხაროდ, ჩვენს შორის არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, რის გამოც მათი მოსაზრებების გაზიარება ვერ მოხდება. სავარაუდოდ, პროექტში ვერ აისახება შემოთავაზებული ცვლილებები, თუმცა, ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის შედეგია და ძალიან კარგი ფაქტია ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. ღელე : http://new.interpressnews.ge/ge/politika/143983-davith-baqradzisa-irakli-alasanias-shekhvedra-ushedegod-dasrulda.html