გუშინ მიშამ და ვერამ ერთობლივი პიარ კონფერენცია ჩაატარეს ზეციური და გაბრწყინებული საქართველოდან საიდანაც უამრავი სიახლე გვამცნეს. 1 ) თუ გვექნება თავისუფალი 100 მილიონი არ დავეხმარებით გაჭირვებულებს . რადგან ისინი ამ ფულს 2 დღეში შეჭამენ და მერე მიშა დარჩება 0-ზე. ამიტომ ეს ფული ჩაიდება ბიზნესში და შემდეგ როდესაც ნახავენ მოგებას დაეხმარებიან გაჭირვებულებს. პს : ზეციურ საქართველოში გაჭირვებულები არ არიან 2) ზეციურ საქართველოში ყველაზე მაგარი გზებია მთელს მსოფლიოში. რაც შეეხება გომბორის გზას ბანძი ვაკელები თურმე წუწუნებენ ტრაილერები გვაწუხებენო , მაგრამ ზეციური საქართველოდან კარგად ჩანს რომ ეგ ტრაილერები ხალხის დასაქმების და რეგიონის აღორძინების ნიშანია. ვაშა შენებას 3) ბიბისი-ზე გასული სიუჟეტის თანახმად გერმანელს ეკითხებიან მართალია , რომ მესტია ალპებს სჯობიაო ? გერმანელი პასუხობს მე ვარ ნამყოფი ალპებში და ჯობია მესტია აბა რა ,მაგარია სვანეთიო. პრეზიდენტიც ეთანხმება ამ აზრს სად ალპები სად მესტიის სათხილამურო კურორტი . 4) ვერა ქობალია in action . საქართველო მომავალ წელს 3 მილიონ ტურისტს ელოდება . თურმე თითო ტურისტი საქართველოში ხარჯავს 1700 დოლარს. 1 მილიონ ტურისტზე მოდის მილიარდ 700 მილიონი ანუ შემდეგ წელს მეგობრებო საქართველოს ბიუჯეტში შევა 3 მილიონჯერ 1700. გთხოვთ იანგარიშოთ 200 ახალი ტურისტი 1 ახალი სამუშაო ადგილი მეტი თემის გავრცობა მეზარება. ესეც საკმარისია