Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. საავადმყოფოებში 30-ზე მეტი დაშავებულია მიყვანილი ხუთშაბათი, 26 მაისი 2011 01:19 თბილისის საავადმყოფოებში საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 30 - ზე მეტი ადამიანია მიყვანილი. დაშავებულთა უმეტესობას ინტოქსიკაცია და დაჟეჟილობები აღენიშნება. დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოების მიმღებ განყოფილებებში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა დაშავებულმა განუცხადა, რომელიც კახეთიდან არის, სპეცრაზმელებს ის ხელიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გააგდებინეს. მისი თქმით, სპეცრაზმელები დუბინკებით სცემდნენ. დაშავებულს თავი აქვს გატეხილი.
  2. asds დაგბან... ნუ ძაბავ და პროვოკატორობ
  3. აქციის მონაწილეებს აპატიმრებენ. თავისუფლების მეტროსთან სპეცნაზელებს ხალხი ძირს ყავთ დაგდებული და აპატიმრებენ. თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი, ნაცემია. მას დაახლოებთ 15–მდე სპეცნაზელმა დუბინეკებით სცემა, წაართვეს ვიდეოკამერა. ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიშვილი სასწრაფო დახმარების მანქანაშია. შეუძლოდ არის ასევე ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე.
  4. babuagiorgi რა გვეალღუმება? ნაცემები არიან ჟურნალისტები... ხალხია დაჭერილი ნაცემი! აქციის მონაწილეებს აპატიმრებენ. თავისუფლების მეტროსთან სპეცნაზელებს ხალხი ძირს ყავთ დაგდებული და აპატიმრებენ. თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი, ნაცემია. მას დაახლოებთ 15–მდე სპეცნაზელმა დუბინეკებით სცემა, წაართვეს ვიდეოკამერა. ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიშვილი სასწრაფო დახმარების მანქანაშია. შეუძლოდ არის ასევე ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე.
  5. ახალი ამბები თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული ადამიანი ხელბორკილებდადებული მიწაზე გდია, უმრავლესობა კი სისხლიანია
  6. 00:33 ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიშვილი სასწრაფო დახმარების მანქანაშია. შეუძლოდ არის ასევე ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე. ფეისბუქი
  7. Elene Bagrationi ნონა გაფრინდაშვილი ცემეს - მიშა სააკაშვილის დორბლიანმა ძაღლებმა Sophie Jajanashvili ‎00:40 აქციის მონაწილეებს აპატიმრებენ. თავისუფლების მეტროსთან სპეცნაზელებს ხალხი ძირს ყავთ დაგდებული და აპატიმრებენ 00:35 თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი, ნაცემია. მას დაახლოებთ 15–მდე სპეცნაზელმა დუბინეკებით სცემა, წაართვეს ვიდეოკამერა ფეისბუქიდან
  8. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/4941-orthatcalashi-policiis-specteqnikaa-mobilizebuli.html ორთაჭალაში მობილიზებულია ათობით ყვითელი ავტობუსი და პოლიციის სპეცტექნიკა. აგრეთვე სახანძრო მანქანები, ჰაილუქსის პიკაპები და რამდენიმე პოლიციის კობრა.
  9. კოლმეურნეობის მოედანი პოლიციელთა "პიკაპის" ტიპის ავტომანქანებით შეივსო. პარლამენტის წინ კი "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული აქცია გრძელდება, რომელსაც ამ დროისათვის 2000-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ცოტა ხნის წინ თბილისში მოსულ ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით აქციაზე ცელოფნები დაარიგეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს სიმღერის "ერთად გავიმარჯვებთ" ტექსტი დაურიგდათ.
  10. Saturn ვაბშე ტა წესია, პერიმეტრზე სამართალდამცავები დგანან ხოლმე - ფორმიანები და არაზონდეროპერგაუგებარი ხალხი
  11. fashisti ვერ დაუკარგავ, ;ლაპარაკი იცის ერთი 3-4 000 კაცი თუ დაქოქა... და მივიდა აქციაზე.. ჩათვალე რომ მოიგო
  12. წვიმის მიუხედავად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა წვიმისგან თავდასაცავად სპეციალურად მომზადებულ პოლიეთილენის პარკებს შეაფარეს თავი. ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, არ დაიშალონ, რადგან ეს არის მაისის წვიმა და მალე გადაიღებს. ამ წუთებში აქციაზე ქართული სიმღერები ისმის. fashisti აღლუმის გამო?! ფორუმგეს დაერხა...
  13. George Udzilauri mitingze var, cvims magran xalxi ar ishleba, 3-4 atasi iqneba, koncerti midis. Elodebian, rom 12is mere darbeva daickeba
  14. 24 მაისს, დაახლოებით 15 საათზე უცნობმა პირებმა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი, ბესო ზანგური საკუთარი საცხოვებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია opinion.ge – ს თავად მსახიობმა მიაწოდა. როგორც ზანგურის მონათხრობიდან ირკვევა, გამტაცებლებლებიდან ერთ-ერთმა მას პისტოლეტი მიუბჯინა და ოპელის მარკის ავტომობილში ჩაჯდომა მოსთხოვა. ’’ დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მანქანაში დატყვევებული ვყავდი, ბოლოს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამიყვანეს” განუცხადა opinion.ge – ს ზანგურმა. მისი განმარტებით, გამტაცებლები მას ცინიკურად ექცეოდნენ და უცენზუროდ აკრიტიკებდნენ მის პოლიტიკურ ორიენტაციას. ”ვერ ვიტყვი რომ სერიოზული ძალა გამოიყენეს, თუმცა რამოდენიმეჯერ მოკლე ხელკეტი ჩამარტყეს. საინტერესო ის გახლავთ რომ, ეს ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მე და უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს „facebook”-ში წავეკამათეთ. ჩვენი უთანხმოება მისი მხრიდან რობერტ სტურუას სახელის უდიერად მოხსენიების გამო დაიწყო – ქალბატონმა ჩერგოლეიშვილმა ბატონი რობერტი საკმაოდ უცენზურო ლექსიკით მოიხსენია, რაზეც მე მას შენიშვნა მივეცი. რამოდენიმე ხანში ჩემს ტელეფონზე მუქარის ზარი განხორციელდა. ბუნებრივია, ცალსახად ვერ ვიტვი რომ ჩემი გატაცება თამარ ჩერგოლეიშვილის დაკვეთით მოხდა, თუმცა, იმაშიც დამეთანხმებით, მსგავსი დამთხვევები ხშირად არ ხდება” – განაცხადა ბესო ზანგურმა. http://opinion.ge/?p=3689
  15. ძუკუ წესით ხელისუფლებამ არ უნდა დაარბიოს თუ ჭკუა აქვთ მარაა... +1
  16. ქუთათელაძის ქუჩაზე აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავს დაესხნენ რამდენიმე წუთის წინ ქუთათელაძის ქუჩაზე ათი ნიღბიანი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც იმ დროისათვის საკუთარ სახლთან იმყოფებოდა, თავს დაესხა. როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ათი ხელკეტით შეიარაღებული ნიღბიანი ახალგაზრდა, ცდილობდა აღნიშნული პიროვნება მანქანაში იძულებით ჩაესვათ და წაეყვანათ. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნიღბიანები სასტიკად სცემდნენ, ყვიროდა და შველას ითხოვდა. რომ არა მისი დედა, რომელმაც საკუთარი შვილი ნიღბიანებს ხელიდან გამოგლიჯა, ბიჭს აუცილებლად წაიყვანდნენ. ხმაურზე ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბა. “მერსედესისა” და “ბეემვეს” მარკის ორი ავტომანქანა ადგილიდან მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა თავდამსხმელები მიხვდნენ, რომ ბიჭის წაყვანას ვერ შეძლებდნენ. როგორც დაზარალებულის დედა პირად საუბარში აცხადებს, მისი შვილი აქციაზე ხშირად დადიოდა. მათ ოჯახში არაერთხელ მიუვიდათ გაფრთხილების შეტყობინება, რომელსაც მისი შვილი არ დაემორჩილა და სწორედ ეს გახდა ამ თავდახსმის მიზეზი. დაზარალებული სასტიკად არის ნაცემი. “ექსპრესნიუსი” მის სახელსა და გვარს მისი ინეტრესებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ასახელებს
  17. თბილისის საკრებულოს შენობაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფება ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი. სამართალდამცავებს ხაკისფერი ფორმები აცვიათ. საკრებულოს შენობასთან ასევე მობილიზებულია ცარიელი სამგზავრო ავტობუსები. სამართალდამცავები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სახალხო კრების აქციასთან ჯერჯერობით არ გამოჩენილან. აქცია ამ წუთებში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სახალხო კრების ლიდერები მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ––– დაარბევენ იმჰო
  18. verusi დღეს დარბევა იქნება როგორც ჩანს...
  19. mtidan ეტყობა ხალხი მარ4თლა ბევრია და
  20. დედაქალაქის მერია მომიტინგეებს საპროტესტო აქციის ადგილის შეცვლას ურჩევს 19:57 25-05-2011 დედაქალაქის მერია აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქციის ადგილის შეცვლას ურჩევს, - ეს განცხადება თბილისის მერიის სპიკერმა ბაჩო დოლიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისივე განმარტებით, დღის ბოლოს თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციების გამართვის ვადა იწურება. დოლიძის თქმით, ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რის გამოც შეუძლებელია აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციები თავისუფლების მოედანზე განაგრძონ. აქედან გამომდინარე თბილისის მერია აქციის მონაწილეებს ურჩევს, საპროტესტო აქცია ვერის ბაღში, დედაენის ძეგლთან, ვაკის პარკში ან თბილისის სხვა ადგილებში გამართონ. :givi: დებილები
×
×
  • შექმენი...